19 მაისი - Qwelly2024-03-28T17:05:50Zhttps://www.qwelly.com/group/may/forum/topic/listForTag?tag=19+%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98&feed=yes&xn_auth=noმართალი იობიtag:www.qwelly.com,2014-02-17:6506411:Topic:6119032014-02-17T21:24:52.345Zრ უ ს კ აhttps://www.qwelly.com/profile/rusudangelashvili

19 მაისს (ძვ. სტ. 6მაისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს მართალ იობს!

დაახლოებით 2000-1800 წლებში ქრისტეს შობამდე, მოღვაწეობდა წმიდა იობი. იგი წარმოშობით, ჩრდილოეთ არაბეთიდან, ყუცის ქვეყნიდან გახლდათ. მისი ცხოვრება აღწერილია ბიბლიაში, კერძოდ იობის წიგნში. არსებობს მოსაზრება, რომ იობი აბრაამის ძის, ნაქორის ვაჟი იყო. წმინდა იობი ღვთისმოშიშებითა და…

19 მაისს (ძვ. სტ. 6მაისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს მართალ იობს!

დაახლოებით 2000-1800 წლებში ქრისტეს შობამდე, მოღვაწეობდა წმიდა იობი. იგი წარმოშობით, ჩრდილოეთ არაბეთიდან, ყუცის ქვეყნიდან გახლდათ. მისი ცხოვრება აღწერილია ბიბლიაში, კერძოდ იობის წიგნში. არსებობს მოსაზრება, რომ იობი აბრაამის ძის, ნაქორის ვაჟი იყო. წმინდა იობი ღვთისმოშიშებითა და ღვთისმოსაობით გამოირჩეოდა და სწორედ ამოტომ ღმერთმა მას ურიცხვი სიმდიდრე მიმადლა. მას შვიდი ვაჟი და სამი ასული ჰყავდა. ყოველ მეშვიდე დღეს მართალი იობი მსხვეპლს სწირავდა უფალს შვილებისათვის: „იქნებ ვინმემ შესცოდა, იქნებ ვინმემ მკრეხელობა გაივლო გულშიო“. წმინდანი გამოურჩეოდა სამართლიანობით და პატიოსნებით და სწორედ ამიტომ საყოველთაო პატივით სარგებლობდა თანამოქალაქეებში.

უფლისათვის სათნო იობის ასეთი ცხოვრება სატანას შეშურდება და ერთხელ, როცა უფლის საყდარში წმიდა ანგალოზები გამოცხადდნენ, მათ შორის გამოჩნდება სატანაც. ღმერთმა ჰკითხა სატანას, ნახა თუ არა მან მონა უფლისა იობი, მართალი და უმანკო. სატანამ კი ქედმაღლურად უპასუხა, რომ უფალი იცავს მას და უმრავლებს დოვლათს, მაგრამ თუ უბედურება დაატყდება თავს, იობი დაგმობს უფალს. ღმერთს სურდა გამოეცადა იობის მოთმინება და სატანას უთხრა, რომ ყველაფერს, რაც იობს გააჩნდა მის ხელში ჩააგდებდა, გარდა თვითონ წმინდანისა. მართლაც თანდათან იწყება იობის უბედურებები: ჯერ ხარებს გასტაცებენ, მერე ცხვის ფარას, შემდეგ კი მსახური ბიჭების დაწვის ამბავსაც გაიგებს, ამოეხოცება აქლემებიც, ბოლოს კი ყველაზე თავზარდამცემი იყო ის, რაც ბოლოს შეიტყო: როცა იობის ვაჟები და ასულები უფროსი ძმის სახლში ილხენდნენ, უდაბნოდან მონაბერმა მძლავრმა ქარმა ჭერი თავზე დაამხო ყმაწვილებს და ყველა ამოხოცა. ამ უზარმაზარი მწუხარების მიუხედავად იობს უფლის დასაგმობად ერთი სიტყვაც არ დასცდენია, პირიქით, მიწაზე დაეცა, შემოქმედს თაყვანი სცა და თქვა: „შიშველი გამოვედ საშოითგან დედისა ჩემისა, შიშველი მივალ დედისა ჩემისა მიწისა მიმართ. უფალმა მომცა, უფალმა წამგვარა. იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე“.

შემდგომ უფლის ანგელოზები კვლავ წარდგნენ ღვთის წინაშე. სატანამ ამჯერად თქვა, რომ იობი მართალია, სანამ თვითონ არის უვნებელი, ხოლო თუ თვით მას შეეხება უბედურება, მერე კი დაგგმობსო. უფალმა ამჯერადაც მისცა უფლება როგორც მას სურდა ისე მოქცეოდა იობს, მხოლოდ სურისთვის არაფერი ევნო. სატანამ მართლაც საშინელი ავადმყოფობა - კეთრი შეჰყარა იობს. ვნებული იძულებული გახდა ხალხს განშორებოდა და ყველასგან მიტოვებული განმარტოვდა. მართალი იობი განსაცდელშიც უფლის ერთგული დარჩა და ერთი საყვედურიც არ დასცდენია ღვთის მიმართ.

ბოლოს იობის უბედურება გაიგო მისმა სამმა მეგობარმა და მოინახულა ავადმყოფი. იგი იმდენად ცუდი დასანახი იყო, რომ ტირილი წასკდათ და შვიდი დღე-ღამის განმავლობაში უსიტყვოდ შესცქეროდნენ მის ტანჯვას, ამხნევებდნენ და გულწრფელად თანაუგრძნობდნენ. მეგობრების ეგონათ, რომ ეს ყოველივე სასჯელი იყო ცოდვებისათვის და მონანიებას ურჩრვდნენ, ხოლო თვითონ იობი მეგობრებს ეუბნებოდა, რომ ეს ყოველივე უფლის გამოცდა იყო.

უფალმა თავისი ერთგული იობი ხელახლა დააჯილდოვა. სრულიად განიკურნა, უწინდელზე უფრო გამდიდრდა და კვლავ მიეცა შვიდი ვაჟი და სამი ქალი. ამის შემდეგ იობმა კიდევ 140 წელი იცოცხლა და გარდაიცვალა 248 წლისა.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►