17 მაისი - Qwelly2024-03-28T19:17:25Zhttps://www.qwelly.com/group/may/forum/topic/listForTag?tag=17+%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98&feed=yes&xn_auth=noქალწულმოწამე პელაგიაtag:www.qwelly.com,2014-02-16:6506411:Topic:6101922014-02-16T16:07:50.026Zრ უ ს კ აhttps://www.qwelly.com/profile/rusudangelashvili

17 მაისს (ძვ. სტ. 4 მაისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა ქალწულმოწამე პელაგიას!

ქრისტეს შობიდან დაახლოებით 290 წლის მახლობლად ცხოვრობდა წმიდა ქალწულმოწამე პელაგია ტარსელი, რომელიც გახლდათ წარმართი დიდებულის შვილი. თუმცაღა, როდესაც მოისმინა ქადაგება იესო ქრისტეზე, მან ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და ქალწულების აღთქმა დადო. იმპერატორ დიოკლეტიანეს…

17 მაისს (ძვ. სტ. 4 მაისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა ქალწულმოწამე პელაგიას!

ქრისტეს შობიდან დაახლოებით 290 წლის მახლობლად ცხოვრობდა წმიდა ქალწულმოწამე პელაგია ტარსელი, რომელიც გახლდათ წარმართი დიდებულის შვილი. თუმცაღა, როდესაც მოისმინა ქადაგება იესო ქრისტეზე, მან ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და ქალწულების აღთქმა დადო. იმპერატორ დიოკლეტიანეს მემკვიდრემ, რომელიც იყო იმპერატორის შვილობილი ნახა რა ქალწული, მოიხიბლა მისი სილამაზით და გადაწყვიტა, შეერთო იგი. წმიდა პელაგიამ ჭაბუკს უთხრა, რომ მას ქალწულობის აღთქმა ჰქონდა დადებული და უარს ამბობს მიწიერ ქორწინებაზე. პელაგიას ასეთმა პასუხმა განარისხა იმპერატორის მემკვიდრე, მაგრამ გადაწყვიტა, არაფერი ევნო ქალწულისთვის. წმიდა პელაგიას ძალიან სურდა მინათლულიყო დევნილი ეპისკოპოსი კლინონის ხელით, რომელიც მთებს აფარებდა თავს. უფლის ნებით, წმიდა პელაგიას ძილში გამოეცხადა ეპისკოპოსი და ქალწულმაც ზედმიწევნით დაიმახსოვრა მისი სახე. ერთხელ წმიდა ქალწული დედის ბრძანებით ძიძასთან წავიდა მდიდრული ეტლით და მრავალრიცხოვანი ამალით. ღვთის დაშვებით მის შესახვედრად გამოვიდა ეპისკოპოსი კლინონიც. პელაგიამ უმალ იცნო სიზმარში ნანახი ეპისკოპოსი, ფეხებში ჩაუვარდა და მონათვლა სთხოვა. ეპისკოპოსის მხურვალე ლოცვით მიწიდან წყარომ ამოხეთქა და კლინონმა მონათლა წმიდა პელაგია. საიდუმლოს აღსრულებისას ანგელოზებმა ნათელი შესამოსელით დაფარეს ღვთის რჩეული. წმიდა ზიარების მიღების შემდეგ ეპისკოპოსმა წმიდა პელაგიასთან ერთად ილოცა და გააუშვა იგი. მსახურებთან დაბრუნებულმა პელაგიამ მაცხოვარზე იქადაგა და ბევრი მათგანი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. წმიდა ქალწულს სურდა, მოექცია თავისი დედაც, მაგრამ განრისხებულმა ქალმა იმპერატორის შვილობილს აუწყა, რომ პელაგია ქრისტიანია და არ სურს მასზე დაქორწინდეს. ჭაბუკი მიხვდა, რომ პელაგია მისთვის დაკარგული იყო, მას იმდენად უყვარდა ქალწული, რომ არ ისურვა მისი მომავალი წამება ეხილა და მახვილით განიგმირა თავი. პელაგიას დედას შეეშინდა იმპერატორის რისხვისა, თავისი ქალიშვილი შეკრა და დიოკლეტიანეს მიჰგვარა, როგორც ქრისტიანი და დამნაშავე მისი შვილის სიკვდილში. ამჯერად იმპერატორი მოიხიბლა ქალიშვილის სილამაზით და ათასგვარი დაპირებით ეცადა წარმართობისაკენ მის მოქცევას, თუმცა წმიდა ქალწულმა კატეგორიული უარი განაცხადა ყოველგვარ ამქვეყნიურზე და იმპერატორს უთხრა, რომ არ სურდა ამაო გვირგვინოსნობა, რადგან უფალმა სასუფეველში სამი გვირგვინი მოუმზადა მას: რწმენისათვის, ქალწულობისათვის და მოწამეობისათვის. დიოკლეტიანემ ბრძანა, პელაგია გახურებულ სპილენძის ხარში შეეგდოთ. წმიდა ქალწულმა ჯალათებს უფლება არ მისცა, შეხებოდნენ, პირჯვარი გადაისახა და თვითონ შევიდა გავარვარებულ ღუმელში. ცეცხლში მისი სხეული ცვილივით გალღვა და კეთილსურნელებით აავსო მთელი ქალაქი, ძვლები კი უვნებელი დარჩა. წარმართებმა წმიდა ნაწილები ქალაქგარეთ გადაყარეს. ამ უდიდეს სიწმიდეს უდაბნოდან გამოსული ლომები იცავდნენ ეპისკოპოს კლინონის მოსვლამდე. მოგვიანებით მღვდელმთავარმა შეაგროვა ძვლები და პატივით დამარხა. 306-337 წლებში იმპერატორ კონსტანტინეს დროს, როცა ქრისტიანთა დევნა შეწყდა, წმიდა პელაგიას საფლავზე ეკლესია ააშენეს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►