Qwelly2024-03-29T06:52:03ZKakhahttps://www.qwelly.com/profile/Kakhahttps://storage.ning.com/topology/rest/1.0/file/get/3820723462?profile=RESIZE_180x180&width=48&height=48&crop=1%3A1https://www.qwelly.com/group/may/forum/topic/listForContributor?user=3flbzmfzti4h8&feed=yes&xn_auth=noწმინდა მოწამეები გლიკერია და ლაოდიკეtag:www.qwelly.com,2021-05-26:6506411:Topic:14922792021-05-26T18:37:13.935ZKakhahttps://www.qwelly.com/profile/Kakha

26 მაისს (ძვ. სტ. 13 მაისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მოწამეებს გლიკერია ქალწულსა და ლაოდიკე დილეგის მცველს.

ქრისტეს შობიდან მეორე საუკუნეში, იმპერატორ ანტონინეს ზეობისას (138-161) არაერთ ქრისტიანი ეწამა საკუთარი სარწმუნოაბის გამო, არაერთმა ადამიანმა გაცვალა ამქვეყნიური სიცოცხლე, მარადისობაში. სწორედ, მათ რიცხვს მიეკუთვნებიან მოწამე გლიკერია…

26 მაისს (ძვ. სტ. 13 მაისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მოწამეებს გლიკერია ქალწულსა და ლაოდიკე დილეგის მცველს.

ქრისტეს შობიდან მეორე საუკუნეში, იმპერატორ ანტონინეს ზეობისას (138-161) არაერთ ქრისტიანი ეწამა საკუთარი სარწმუნოაბის გამო, არაერთმა ადამიანმა გაცვალა ამქვეყნიური სიცოცხლე, მარადისობაში. სწორედ, მათ რიცხვს მიეკუთვნებიან მოწამე გლიკერია და ლაოდიკე. წმიდა გლიკერია არისტოკრატულ ოჯახში დაიბადა. მისი მამა მაკარი ქალაქ რომის მმართველი იყო, შემდგომ თრაკიის ქალაქ ტრინოპოლში გადასახლდა. გლიკერია ადრე დაობლდა. ქრისტიანებთან დაახლოებამ ქალწული ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია. იგი ყოველდღე დადიოდა ღვთის ტაძარში. ქალაქის მმართველმა საბიანემ მიიღო იმპერატორის ბრძანება, ქრისტიანებისთვის მოეთხოვა წარმართული მსხვერპლშეწირვის წესის შესრულება. მანაც დანიშნა დღე ზევსის კერპის საყოველთაო თაყვანისცემისათვის. მოწამე გლიკერიამ მტკიცედ გადაწყვიტა, ქრისტესთვის აღსრულებულიყო, ქრისტიანებს გაუმხილა თავისი წადილი და სთხოვა, ელოცათ მისთვის. ზევსის დღესასწაულზე შუბლზე ჯვარგამოსახული ქალწული სამსხვერპლოში გამოცხადდა. წმიდანი მზით განათებულ ადგილზე დადგა, თავსაბურავი მოიხსნა და ყველას დაანახა შუბლზე გამოსახული წმიდა ჯვარი. ქრისტეს ტარიგი მხურვალედ ევედრებოდა უფალს წარმართთა გონზე მოყვანას და ზევსის ქვის კერპის დამსხვრევას. მოულოდნელად გრუხუნი გაისმა. ზევსის ქანდაკება მიწაზე დაემხო და დაიმსხვრა. გამძვინვარებულმა საბიანემ და ქურუმებმა ხალხს უბრძანეს, ქვებით ჩაექოლათ გლიკერია, მაგრამ ქვები ვერ აღწევდა წმიდანამდე - უფალი იცავდა თავის რჩეულს. ქრისტეს აღმსარებელი საპყრობილეში გამოამწყვდიეს. ქრისტიანმა მღვდელმა ფილოსტრატემ მოინახულა და გაამხნევა იგი. დილით ქალწული საწამებლად გამოიყვანეს. როცა წამება დაიწყო, ჯალათთა შორის უეცრად ანგელოზი გამოჩნდა. ყველანი შიშით ზარდაცემულნი, მიწაზე განერთხნენ. როცა ჩვენება გაქრა, საბიანეს ბრძანებით წმიდანი საპყრობილეში ჩააბრუნეს, კარები მტკიცედ დაუგმანეს და მმართველის პირადი ბეჭდით დაბეჭდეს. პყრობილობის მანძილზე მოწამე ქალწულთან უფლის ანგელოზს მოჰქონდა პური და წყალი. მრავალი დღის შემდეგ საბიანემ თვითონ გახსნა ბეჭედი, შევიდა საკანში და გაოგნდა, როცა ცოცხალი და საღსალამათი წმიდანი იხილა. საბიანე ირაკლიაში წავიდა და გლიკერიაც თან წაიყვანა. წმიდანს წინ შემოეგება ირაკლიის ეპისკოპოსი დომენტი კრებულთან ერთად და ილოცეს მისი განმტკიცებისათვის. ირაკლიაში წმიდა გლიკერია გახურებულ ღუმელში ჩააგდეს, მაგრამ ცეცხლი ჩაქრა და ღუმელიც გაცივდა. მრისხანებისაგან გონდაკარგულმა მმართველმა ბრძანა, ქალწულისთვის ტყავი გაეძროთ. სასწაულებრივად შუაღამეს უფლის ანგელოზი გარდამოხდა ზეცით და წყლულები გაუმთელა მოწამეს. დილით დილეგის მცველმა ვერ იცნო წმიდა გლიკერია, ეგონა, რომ ტუსაღი გაექცა და დასჯის შიშით თავის მოკვლა გადაწყვიტა, მაგრამ წმიდანმა შეაჩერა. სასწაულით შეძრულმა ლაოდიკემ ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და წმიდანს შეევედრა, ელოცა მისთვის, რომ თვითონაც მასთან ერთად აღსრულებულიყო უფლის სადიდებლად. „შეუდექ ქრისტეს და ცხონდები“, - უპასუხა წმიდა ქალწულმა. ლაოდიკემ გლიკერიას ბორკილები თვითონ დაიდო, სამსჯავროზე მმართველს და დამსწრეებს მოუთხრო ანგელოზის მიერ წმიდა ქალწულის განკურნებაზე და საჯაროდ აღიარა ქრისტე. ღვთის რჩეულს სასწრაფოდ მოკვეთეს თავი. ქრისტიანებმა მალულად წაასვენეს მისი ცხედარი და პატივით დაკრძალეს. წმიდა გლიკერია მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ ლომმა მორჩილებით აულოკა მას ფეხები. წმიდანი შეევედრა უფალს, მიეღო მისი სული. ზეციდან კი გაისმა ხმა, მაუწყებელი იმისა, რომ სასუფევლის კარები განხმული იყო ქრისტეს სასძლოსთვის. ამ დროს გალიიდან მეორე ლომიც გამოუშვეს. მან მოაკვდინა წმიდანი, მაგრამ არ დაუგლეჯია. ეპისკოპოსმა დომენტიმ და ირაკლიელმა ქრისტიანებმა პატივით დაასაფლავეს წმიდა მოწამე გლიკერია. მალე მისი წმიდა ნაწილებიდან მაკურნებელმა მირონმა იწყო დენა.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

პერმელი ეპისკოპოსი სტეფანეtag:www.qwelly.com,2020-05-09:6506411:Topic:14171392020-05-09T14:44:50.333ZKakhahttps://www.qwelly.com/profile/Kakha

9 მაისს (ძვ. სტ. 26 აპრილს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს პერმის ეპისკოპოსს, წმინდა სტეფანეს

რუსეთის მიწაზე ქრისტიანობის გავრცელების, ქადაგების და წარმართა მოქცევის ერთ-ერთი პირველ მამათა შორის არის წმიდა სტეფანე პერმელი. ის წარმოშობით უსტიუჟიდან იყო (ვოლოგდის ოლქი). დაიბადა და აღიზარდა მედავიტნის ოჯახში. ღმრთისმოსავი დედა, მარიამი, სტეფანეს უფლის…

9 მაისს (ძვ. სტ. 26 აპრილს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს პერმის ეპისკოპოსს, წმინდა სტეფანეს

რუსეთის მიწაზე ქრისტიანობის გავრცელების, ქადაგების და წარმართა მოქცევის ერთ-ერთი პირველ მამათა შორის არის წმიდა სტეფანე პერმელი. ის წარმოშობით უსტიუჟიდან იყო (ვოლოგდის ოლქი). დაიბადა და აღიზარდა მედავიტნის ოჯახში. ღმრთისმოსავი დედა, მარიამი, სტეფანეს უფლის მოშიშებით ზრდიდა. გამოიჩინა რა განსაკუთრებული გულმოდგინება საეკლესიო მსახურებაში მონაწილეობისა, ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში სწრაფად შეისწავლა კითხვა და მამამის ეხმარებოდა მსახურებაში.

ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად - წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის მონასტერში, როსტოვში. მონასტერში მდიდარი წიგნსაცავი იყო. სტეფანეს სურდა, რომ მამათა ცხოვრებებს ორიგინალში გასცნობოდა, ამიტომ ბერძნული ენა შეისწავლა. როსტოვის ეპისკოპოსმა არსენმა (1374-1380) მას ბერდიაკვნად დაასხა ხელი. 1379 წელს წმიდა სტეფანე კოლომნის ეპისკოპოსს გერასიმეს ეახლა და კურთხევა სთხოვა, წარმართთა ქვეყანაში - პერმში ჩასულიყო საქადაგებლად (დღევანდელი, ევროპული რუსეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი). 1383 წელს წმიდა სტეფანე აკურთხეს პერმის ეპისკოპოსად. ის ერთგულად მწყემსავდა თავის სამწყსოს, იცავდა სხვა ტომთა თავდასხმისაგან, შუამდგომლობდა მათ.

გამორჩეულია მისი მოგზაურობა მოსკოვში. ამის ამსახველი უძველესი ფრესკაც არსებობს. რწმენისა და სიყვარულის ძალა ჩანს ამ მოგზაურობაში. 1390 წელს ეპისკოპოსი ეკლესიის საქმეებზე მოსკოვში გაემგზავრა. წმიდა სტეფანეს მხურვალედ უყვარდა სერგი რადონეჟელი და ძალიან უნდოდა მისი ნახვა, მაგრამ დროის სიმცირის გამო ვერ ახერხებდა მონასტერში მისვლას. წმიდა სტეფანემ ილოცა, მონასტრის მხარეს გაიხედა და წარმოთქვა: „მშვიდობა შენ თანა, სულიერო ძმაო!“ ღირსი სერგი, რომელიც ძმებთან ერთად ტრაპეზად იჯდა, წამოდგა, ილოცა, ქედი მოიდრიკა იმ მხარეს, სადაც წმიდა ეპისკოპოსი მიდიოდა და უპასუხა: „გიხაროდენ შენც, ქრისტეს ფარის მწყემსო და მშვიდობა უფლისა იყოს შენ თანა!“. 1395 წელს წმიდა სტეფანე კვლავ გაემგზავრა მოსკოვში სამწყსოს საქმეების მოსაგვარებლად და იქვე აღესრულა.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

წმინდა მხედართმთავარი საბა და მასთან წამებულნიtag:www.qwelly.com,2020-05-07:6506411:Topic:14169522020-05-07T16:13:30.373ZKakhahttps://www.qwelly.com/profile/Kakha

7 მაისს (ძვ. სტ. 24 აპრილს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მოწამე საბა სტრატილატს და მასთან ერთად წამებულ 70 მხედარს

ადრეული ეკლესია, მრავალ მოწამეს იცნობს, რომლებიც წამებამდე სამხედრო სამსახურში იყვნენ. წმინდა საბაც, ერთ-ერთი ასეთი მოწამეა. ის წარმოშობით გუთთა ტომიდან იყო. გამორჩული სამხედრო სიმამაცისთვის მას სტრატილატის, ანუ მხედართმთავრის…

7 მაისს (ძვ. სტ. 24 აპრილს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მოწამე საბა სტრატილატს და მასთან ერთად წამებულ 70 მხედარს

ადრეული ეკლესია, მრავალ მოწამეს იცნობს, რომლებიც წამებამდე სამხედრო სამსახურში იყვნენ. წმინდა საბაც, ერთ-ერთი ასეთი მოწამეა. ის წარმოშობით გუთთა ტომიდან იყო. გამორჩული სამხედრო სიმამაცისთვის მას სტრატილატის, ანუ მხედართმთავრის წოდება მიანიჭეს. წმინდა საბას სტრატილატობისას ზეობდა იმპერატორი ავრელიანე. საბა სიყრმითგან ქრისტიანი იყო და გულმოდგინედ იცავდა ქრისტეს მცნებებს, ეხმარებოდა გაჭირვებულებს, ნახულობდა საპყრობილეში მყოფ ქრისტიანებს. წმიდა და კეთილისმყოფელი ცხოვრებისათვის წმიდანმა უფლისგან სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო: როცა იმპერატორმა გაიგო წმიდა საბას აღმსარებლობა, მოსთხოვა, განდგომოდაქრისტეს. მოწამემ მოიხსნა მეომრის ქამარი და მტკიცე უარი განაცხადა. წმიდანი სასტიკად აწამეს, დაუნდობლად ცემეს, ცეცხლი წაუკიდეს, გახურებული ფისით სავსე ქვაბში ჩააგდეს, მაგრამ უვნებლად გადარჩა.

როდესაც საკუთარი მხედართმთავრის ასეთი წამება იხილეს მისმა მხედრებმა ქრისტეს სჯულზე მოექცნენ და 70 მოწამე სწორედ ქრისტეს სიყვარულით აწამეს წმინდა საბასთან ერთად. წმიდა საბა საპყრობილეში ჩააგდეს. შუაღამისას ლოცვად დამდგარ მოწამეს თვით უფალი გამოეცხადა და განამტკიცა. მეორე დილით, ახალი წამების შემდეგ, წმიდანი მდინარეში დაახჩვეს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

წმინდა ვიტალი ალექსანდრიელიtag:www.qwelly.com,2020-05-05:6506411:Topic:14166942020-05-05T12:58:37.268ZKakhahttps://www.qwelly.com/profile/Kakha

5 მაისს (ძვ. სტ. 22 აპრილს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა თეოდორე ანასტასიოპოლელს!

ეკლესიის ისტორია, წმინდა ვიტალის გამორჩეული, განსაკუთრებული ცხოვრების წესით იცნობს. მეშვიდე საუკუნის მოღვაწე მამა უბრალო ბერი იყო, ღირსი სერიდის სახელობის მონასტერში. უკვე ასაკოვანი იყო, როდესაც ალექსანდრიაში ჩავიდა. მაშინ, ალექსანდრიის პატრიარქი იყო წმინდა იოანე…

5 მაისს (ძვ. სტ. 22 აპრილს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა თეოდორე ანასტასიოპოლელს!

ეკლესიის ისტორია, წმინდა ვიტალის გამორჩეული, განსაკუთრებული ცხოვრების წესით იცნობს. მეშვიდე საუკუნის მოღვაწე მამა უბრალო ბერი იყო, ღირსი სერიდის სახელობის მონასტერში. უკვე ასაკოვანი იყო, როდესაც ალექსანდრიაში ჩავიდა. მაშინ, ალექსანდრიის პატრიარქი იყო წმინდა იოანე (ეკლესიამ მას იოანე მოწყალე უწოდა). სწორედ, ამ დროიდან იწყება ბერის უჩვეულო მოღვაწეობის ისტორია.

უდიდეს მლოცველ მამას, მოსახსენებელში ალექსანდრიის ყველა მეძავის სახელი ეწერა და მათი სულიერი გადარჩენისთვის მხურვალედ ლოცულობდა. უდებების და სიზარმაცის ცოდვისგან ძალიან შორს მყოფი ბერი, დილიდან საღამომდე გულმოდგინედ მუშაობდა და გასამრჯელოდ 12 სპილენძის მონეტას ღებულობდა, თავისთვის პურის ნაჭერს ყიდულობდა, მორჩენილ ფულს კი ერთ-ერთ მეძავს აძლევდა და სთხოვდა, ცოდვით არ დაცემულიყო იმ ღამეს. შემდეგ იკეტებოდა მეძავთან ერთად და სანამ ქალს ეძინა, მთელი ღამე ლოცულობდა, ფსალმუნებს კითხულობდა, დილით კი უჩუმრად მიდიოდა. ასეთ მოღვაწეობაში იყო ყოველ ღამე. რიგ-რიგობით ყველა მეძავთან მიდიოდა, თან ყველას ევედრებოდა, შეენახათ წმიდანის მათთან ყოფნის საიდუმლო. ალექსანდრიის მცხოვრებლებმა არ იცოდნენ ბერის საქციელის ნამდვილი მიზეზი და აღშფოთებულები შეურაცხყოფდნენ მას.

უფალი დიდ მოღვაწეებს, ხშირ და გულმხურვალედ მლოცველებს უსმენს, ამიტომ ღირსი ვიტალის ვედრებაც შეისმინა და მრავალი ცოდვით დაცემული ქალი გადაარჩინა: მეძავთა ნაწილი სინანულით აღივსო მონასტერში წავიდა, ნაწილი გათხოვდა, ნაწილმა პატიოსანი შრომა დაიწყო, მაგრამ გამოსწორების მიზეზის დასახელებას ვერავინ ბედავდა - ისინი შეკრულნი იყვნენ წმიდა ვიტალისთვის მიცემული ფიცით. როცა ერთმა ქალმა გატეხა ფიცი და დაიწყო ბერის გამართლება, ეშმაკისგან გვემულ იქნა. ამის შემდეგ ალექსანდრიელებს უკვე ეჭვი აღარ ეპარებოდათ ღირსი მამის ცოდვილობაში. რამდენიმე ალექსანდრიელმა ღირსი ვიტალი წმიდა პატრიარქ იოანე მოწყალესთან დაასმინა, მაგრამ მან არ დაუჯერა ცილისმწამებლებს და უთხრა: „ნუ განიკითხავთ ნურავის, განსაკუთრებით კი ბერებს. არ გახსოვთ რა მოხდა ნიკეის კრებაზე? ზოგიერთმა მღვდელმა და ეპისკოპოსმა წერილობით დააბეზღა ერთმანეთი კონსტანტინე დიდთან. მან დაუკითხავად დაწვა წერილები და თქვა: „საკუთარი თვალებით რომ მეხილა ცოდვით დაცემული მღვდელმთავარი ან მღვდელი, ჩემი სამოსელით დავფარავდი, რომ სხვას არ დაენახა მისი ცოდვა“. ასე შეარცხვინა ბრძენმა მღვდელმთავარმა ავისმთქმელები.

როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი, ცილისწამების მიუხედავად წმიდანი განაგრძობდა თავის მძიმე მოღვაწეობას: ხალხის თვალში ცოდვილი და მემრუშე, მრუშებს სინანულისკენ მოუწოდებდა. ერთხელ საროსკიპოდან გამოსული ღირსი მამა შეეჩეხა ჭაბუკს, რომელიც მეძავებთან შედიოდა. ჭაბუკმა სილა გააწნა წმიდანს და უთხრა, რომ ბერი შეურაცხყოფდა ქრისტეს სახელს. ღირსმა ვიტალიმ უპასუხა: „მერწუმე, ჩემს გამო ისეთ სილას მიიღებ, რომ შენს ყვირილზე მთელი ალექსანდრია შეიყრება“. რამდენიმე ხნის შემდეგ ღირსი ვიტალი გარდაიცვალა. მემრუშე ჭაბუკს გამოეცხადა საშინელი ბოროტი სული და სილა გააწნა სახეში. ჭაბუკი მიწაზე დაეცა, ტანსაცმელს იგლეჯდა და ისე ხმამაღლა ყვიროდა, რომ უამრავი ხალხი შეიყარა. რამდენიმე საათის შემდეგ ჭაბუკი გონს მოეგო, წმიდანის კელიისკენ გაიქცა, თან ყვიროდა: „შემიწყალე, მონაო ღვთისა, რამეთუ ვცოდე შენს წინაშე“. კელიის კარებთან ჭაბუკი საბოლოოდ განიკურნა და შეკრებილებს მოუთხრო თავის შეხვედრაზე ღირს ვიტალისთან; შემდეგ დააკაკუნა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. როცა კარები შეამტვრიეს, ნახეს, რომ ხატის წინ მუხლმოყრილ ბერს საუკუნო ძილით მისძინებოდა. წმიდანს ხელში ქაღალდიის გრაგნილი ეჭირა, რომელზეც ეწერა: „მკვიდრნო ალექსანდრიისანო, ნუ განიკითხავთ, სანამ არ მოვალს უფალი, მსაჯული ჭეშმარიტი“.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

გრიგოლ ანტიოქიელიtag:www.qwelly.com,2020-05-03:6506411:Topic:14165572020-05-03T11:38:35.249ZKakhahttps://www.qwelly.com/profile/Kakha

3 მაისს (ძვ. სტ 20 აპრილს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმინდა გრიგოლს, ანტიოქიელ პატრიარქს

მეექვსე საუკუნეში, ქრისტეს ეკლესიაში მონაზვნური ცხოვრების წესის გაძლიერება იწყება. სწორედ, ამ პერიოდის მოღვაწე მამაა წმინდა გრიგოლი. ბერად აღკვეცის შემდეგ, წმინდა გრიგოლი სინას მთასთან მდებარე ფარანის მონასტერის იღუმენი იყო. მართლმორწმუნე, კეთილი, მორჩილი და…

3 მაისს (ძვ. სტ 20 აპრილს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმინდა გრიგოლს, ანტიოქიელ პატრიარქს

მეექვსე საუკუნეში, ქრისტეს ეკლესიაში მონაზვნური ცხოვრების წესის გაძლიერება იწყება. სწორედ, ამ პერიოდის მოღვაწე მამაა წმინდა გრიგოლი. ბერად აღკვეცის შემდეგ, წმინდა გრიგოლი სინას მთასთან მდებარე ფარანის მონასტერის იღუმენი იყო. მართლმორწმუნე, კეთილი, მორჩილი და მდაბალი ღირსი მამა ყველას უყვარდა. ერთხელ, იღუმენობისას, წმიდა გრიგოლმა გამოქვაბულში მოღვაწე მეუდაბნოე ბერი მოინახულა. მეუდაბნოემ პატივით მიიღო წმიდა მამა და ფეხები დაბანა. როცა წმიდა გრიგოლმა ასეთი პატივით დახვედრის მიზეზი იკითხა, მეუდაბნოემ უპასუხა, ღვთის გამოცხადებით ჩემს წინ მომავალი პატრიარქი დგასო. მართლაც, ანტიოქიის პატრიარქის კათედრიდან ანასტასი სინაელის განდევნის შემდეგ მღვდელმთავრის ტახტზე წმიდა გრიგოლი აირჩიეს. ღირსი მამა სიცოცხლის ბოლომდე, მეექვსე საუკუნის მიწურულამდე ატარებდა პატრიარქობის მძიმე უღელს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

წმინდა ეპისკოპოსი პაფნუტიtag:www.qwelly.com,2020-05-02:6506411:Topic:14164822020-05-02T07:59:45.038ZKakhahttps://www.qwelly.com/profile/Kakha

2 მაისს (ძვ. სტ 19 აპრილს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს იერუსალიმელ ეპისკოპოსს, მღვდელმოწამე პაფნუტის

ადრეული პერიოდის წმინდა მამების, მოწამეების ისტორიები ვრცელი რედაქციებით იშვიათად გვხვდება. არსებობს ორი გარდამოცემა წმინდა პაფნუტის შესახებ. ერთი გვამცნობს რომ ის იერუსალიმელი ეპისკოპოსი, მრავალი ტანჯვისა და წამების შემდეგ, თავის მოკვეთით აღესრულა…

2 მაისს (ძვ. სტ 19 აპრილს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს იერუსალიმელ ეპისკოპოსს, მღვდელმოწამე პაფნუტის

ადრეული პერიოდის წმინდა მამების, მოწამეების ისტორიები ვრცელი რედაქციებით იშვიათად გვხვდება. არსებობს ორი გარდამოცემა წმინდა პაფნუტის შესახებ. ერთი გვამცნობს რომ ის იერუსალიმელი ეპისკოპოსი, მრავალი ტანჯვისა და წამების შემდეგ, თავის მოკვეთით აღესრულა მესამე საუკუნეში, ხოლო მეორე ვარაუდით, მღვდელმოწამე პაფნუტი ეგვიპტელი ეპისკოპოსი იყო და პალესტინაში გადასახლებულ ეგვიპტელებთან ერთად დაიღუპა იმპერატორ დიოკლეტიანესგან დევნილობის პერიოდში.

საერთო ცნობებით, მრავალი წელი წმინდა მღვდელმოწამის მირონმდინარე ნაწილები სასწაულებს აღასრულებდა. წმინდანის საეკლესიო კანონი კი, მოგვიანებით, მერვე-მეცხრე საუკუნეში დაიწერა, ხატმებრძოლეობის მძიმე წლებში.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

წმინდა არსენი დიდიtag:www.qwelly.com,2019-05-21:6506411:Topic:13889082019-05-21T17:36:12.248ZKakhahttps://www.qwelly.com/profile/Kakha

21 მაისს (ძვ. სტ. 18 აპრილს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა არსენი დიდს!

მეოთხე საუკუნეში, 354 წელს, იმპერიის დედაქალაქ რომში, კეთილმსახური ქრისტიანის ოჯახში დაიბადა ღირსი არსენი. არსენმა მცირე ასაკიდანვე გამოიჩინა ქრისტეს სიყვარული და მისდამი მსახურებისთვის თავის შეწირვა გადაწყვიტა. ახალგაზრდა არსენს დიაკვნად დაასხეს ხელი. მოგვიანებით როდესაც…

21 მაისს (ძვ. სტ. 18 აპრილს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა არსენი დიდს!

მეოთხე საუკუნეში, 354 წელს, იმპერიის დედაქალაქ რომში, კეთილმსახური ქრისტიანის ოჯახში დაიბადა ღირსი არსენი. არსენმა მცირე ასაკიდანვე გამოიჩინა ქრისტეს სიყვარული და მისდამი მსახურებისთვის თავის შეწირვა გადაწყვიტა. ახალგაზრდა არსენს დიაკვნად დაასხეს ხელი. მოგვიანებით როდესაც რომის იმპერიის აღმოსავლეთის მმართველმა თეოდოსიმ არსენის განათლებისა და ღვთისმოსაობის შესახებ შეიტყო თავისი ვაჟების აღზრდა დაავალა. განმარტოებული ცხოვრებისთვის თავგადადებულ მამას არ სურდა საიმპერატორო ტახტზე ცხოვრება, მაგრამ თავისი სურვილის წინააღმდეგ, არსენი იძულებული გახდა დამორჩილებოდა იმპერატორის ნებას - იმ ხანად წმიდა მამა 29 წლისა იყო.

კონსტანტინეპოლში ჩასული წმიდა არსენი დიდი პატივით მიიღო იმპერატორმა თეოდოსიმ და სთხოვა, მეფისწულები ღვთისმოშიშებით აღეზარდა: „თუმცა ისინი უფლისწულები არიან, მაგრამ ყველაფერში უნდა დაგემორჩილონ, როგორც მამას და მასწავლებელს“. ღირსი მამა გულმოდგინედ შეუდგა ყრმათა აღზრდას, მაგრამ დიდი პატივი, რომლითაც გარშემორტყმული იყო, უმძიმებდა ბერული ცხოვრებისა და მდუმარებისკენ მოწოდებულ სულს. წმიდა არსენი მხურვალედ ევედრებოდა უფალს, გამოეჩინა მისთვის ცხოვრების გზა. უფალმა ისმინა მისი და, ერთხელ, წმიდა მამას ზეციდან მოესმა ხმა: „არსენ, განუდეგ კაცთა და ცხოვნდები“. წმიდა არსენმა განიძარცვა მდიდრული სამოსელი, მალულად დატოვა სასახლე, ხომალდზე ავიდა და ალექსანდრიაში წავიდა, აქედან კი უდაბნოს მიაშურა. მონასტერში მისულმა წმიდა არსენმა წინამძღვარს საძმოში მიღება სთხოვა. წმიდანი მიიყვანეს ღირს იოანე კოლოვასთან. ღირსმა იოანემ წმიდა არსენის მორჩილების გამოსაცდელად ტრაპეზთან კი არ დასვა მისული, არამედ პურის ნაჭერი გადაუგდო და უთხრა: „ჭამე, თუ გინდა“. ღირსი არსენი მორჩილებით დაემხო მუხლებზე, მადლიერებით მიიღო პური და კუთხეში დადგა. წმიდა იოანემ თქვა: „ის უდიდესი მოღვაწე იქნება“ და სიხარულით აღკვეცა ბერად.

უდაბნოში მოღვაწე მამათა შორის, არსენმა განსაკუთრებული გულმოდგინება გამოიჩინეა. ერთხელ, ლოცვისას კვლავ გაიგონა ზეციური ხმა: „არსენ, განუდეგ კაცთა, მდუმარება დაიმარხე, რადგან ესაა ძირი უცოდველობისა“. ღირსი არსენი განმარტოებულ კელიაში დასახლდა და მდუმარების ღვაწლს შეუდგა. იშვიათად გამოდიოდა გარეთ, მხოლოდ დღესასწაულზე და კვირაობით მიდიოდა ეკლესიაში. ერთი ბერის კითხვაზე, თუ რატომ განუდგა ხალხს, მოწამემ უპასუხა: „ღმერთი ხედავს, რომ ყველა მიყვარს, მაგრამ არ ძალმიძს ერთდროულად ღმერთთანაც ვიყო და ხალხთანაც“. დიდი მოღვაწის სახელი შორს გავარდა. ბევრს უნდოდა მისი ნახვა, ამით კი ღირსი მამის მდუმარების აღთქმა ირღვეოდა, ამიტომ წმიდანი იძულებული იყო ხშირად გამოეცვალა საცხოვრისი, მაგრამ მისი ნახვის მსურველები მაინც ახერხებდნენ მის პოვნას.

წმინდა მამა მონაზვნური ცხოვრების და გამოცდილების გაზიარების უშრეტი წყარო იყო. ერთხელ ერთმა ბერმა ჰკითხა წმიდა არსენის, როგორ მოქცეულიყო, როდესაც ფსალმუნის კითხვისას სიტყვების მნიშვნელობა არ ესმოდა. წმიდა ბერმა უპასუხა, რომ საჭიროა ფსალმუნის კითხვის გაგრძელება, რადგან ბოროტი ძალები გარბიან ადამიანისაგან წმიდა წერილის სიტყვების გაგონებისას. ღირსი არსენი გამორჩეულად უყვარდა შრომა. ბერებს ხშირად ესმოდათ წმიდა არსენის სიტყვები: „იშრომე, არსენი, ნუ ზარმაცობ, შენ აქ დასასვენებლად კი არ მოსულხარ, არამედ საღვაწოდ“. წმიდა ბერი ხშირად იტყოდა ხოლმე: „ბევრჯერ ჩავვარდნილვარ სინანულში წარმოთქმული სიტყვების გამო, დუმილის გამო კი არასოდეს!“

წმინდა მამამ თითქმის სამი ოცეული წელი გაატარა სამონაზვნ მოღვაწეობაში და 449-450 წელს, 95 წლის ასაკში აღესრულა. გამორჩეული მოღვაწეობის გამო, სახელი „დიდი“ მის თანამედროვეთაგან მიიღ და ასე შევიდა საღმრთისმსახურო წიგნებში.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

წმინდა შიო მღვიმელიtag:www.qwelly.com,2016-05-22:6506411:Topic:11493702016-05-22T17:15:56.162ZKakhahttps://www.qwelly.com/profile/Kakha

22 მაისს (ძვ. სტ. 9 მაისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა შიო მღვიმელს.

22 მაისს (ძვ. სტ. 9 მაისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა შიო მღვიმელს.

(სარკინეთის წმინდა შიო მღვიმელის სახელობის ტაძრიდან)

VI საუკუნე, საქართველოში სამონაზვნო ცხოვრების დასაწყისად და ერის სულიერი გამოღვიძების ახალ ეპოქად მიიჩნევა. ამის მთავარი მიზეზია, ამ პერიოდში ასურეთიდან საქართველოში შემოსული ცამეტი მოღვაწე წმინდა მამა. მათ შორის, ერთ-ერთი იყო წმინდა შიო მღვიმელი, რომელიც მცხეთასთან ახლოს, ერთ-ერთი მღვიმეში განმარტოვდა. იქ დაარსა მონასტერი და სიცოცხლის ბოლო წლები, ერთ მღვიმეში გაატარა განმარტოებით. სწორედ ამიტომ ეწოდა მას შიო მღვიმელი. მისი ხსენება წელიწადში ორჯერ ყველიერის ხუთშაბათს და 22 მაისს.

22 მაისს (ძვ. სტ. 9 მაისს), შიო მღვიმელის მიცვალება აღინიშნება ქრისტეს ეკლესიის მიერ.

იხილეთ, შიო მღვიმელის ცხოვრების ვრცელი რედაქცია ყველიერის ხუთშაბათის საკითხავში.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

თამარობა - კეთილმსახური მეფე თამარიtag:www.qwelly.com,2016-05-14:6506411:Topic:11451812016-05-14T09:49:55.892ZKakhahttps://www.qwelly.com/profile/Kakha

14 მაისს (ძვ. სტ. 1 მაისს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს თამარობას - იხსენიებს წმინდა კეთილმსახურ მეფე თამარს

XII საუკუნის მიწურულს, საქართველოს სამეფო ტახტზე ადის 12 წლის თამარი, გიორგი III-ს ასული. იგი მამასთან ერთად, 1178-1184 წლებში მმართავს ქვეყანას, 84 წლიდან კი, როდესაც გიორგი III გარდაიცვლება, მარტო იტვირთავს ქვეყნის მეფის უღელის…

14 მაისს (ძვ. სტ. 1 მაისს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს თამარობას - იხსენიებს წმინდა კეთილმსახურ მეფე თამარს

XII საუკუნის მიწურულს, საქართველოს სამეფო ტახტზე ადის 12 წლის თამარი, გიორგი III-ს ასული. იგი მამასთან ერთად, 1178-1184 წლებში მმართავს ქვეყანას, 84 წლიდან კი, როდესაც გიორგი III გარდაიცვლება, მარტო იტვირთავს ქვეყნის მეფის უღელის ზიდვას.

ღმრთისმოშიშებით და უფლისთვის სათნო მოღვაწეობით, დედა-დედოფალი თამარი შეძლებს ქვეყნის ისტორიაში, იქამდე და მის შემდეგ, საუკეთესო მმართველობას, ოქროს ხანის პერიოდი იყო წმინდა თამარის მეფობა.

შემონახულია მისი სიტყვა სასულიერო პირების მიმართ:

"ჰოი, წმიდანო მამანო, თქუენ ღმრთისა მიერ განჩინებული ხართ მოძღვრად ჩვენდა და მმართებლად წმიდასა ეკლესიასა და თანაგაც მისა სიტყვის მიცემა სულთათვის ჩვენთა. გამოიძიეთ ყოველი კეთილად და დაამტკიცეთ მართალი, ხოლო განხადეთ გულარძნილი. იწყეთ ჩემ ზედა, რამეთუ შარავანდი ესე მეფობისა არს და არა ღმრთის მბრძოლობისა. ნუ თუალახუამთ მთავართა სიმდიდრისათვის, ნუცა გლახაკთა უდებ-ჰყოფთ სიმცირისათვის თქუენ სიტყვითა, ხოლო მე საქმით, თქუენ სწავლით, ხოლო მე განსწავლით, თქუენ წურთით, ხოლო მე განწურთით, ზოგად ხელი მივსცეთ დაცვად სჯულთა საღმრთოთა შეუგინებელად, რათა არა ზოგად ვიზღვივნეთ: თქუენ, ვითარცა მღდელნი, ხოლო მე ვითარცა მეფე, თქუენ ვითარცა მნენი, ხოლო მე, ვითარცა ებგური"

ქრისტეს ეკლესიამ თამრის ღმრთივსათნო მოღვაწეობის გამო, მისი ცხოვრება მენელსაცხებლე დედათა ღვაწლს გაუტოლა და წმინდანთა დასში კანონიზირებისას, სწორედ მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს დააწესა მისი ხსენება (აღდგომიდან მესამე კვირას) და ასევე, მაისის პირველ დღეს (ახ. სტილით 14 მაისს).

იხილეთ თამარ მეფის ცხოვრების შესახებ ვრცლად:

• წმიდა კეთილმსახური მეფე თამარი (ოქროს საუკუნე) •

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

იერემია - წმინდა წინასწარმეტყველიtag:www.qwelly.com,2016-05-14:6506411:Topic:11451762016-05-14T09:36:46.887ZKakhahttps://www.qwelly.com/profile/Kakha

14 მაისს (ძვ. სტ. 1 მაისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა წინასწარმეტყველ იერემიას

წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველებდა იუდეველთა სახელმწიფოს ისტორიის რთულ დროს - ისრაელის მეფის იოსიასა და მისი ოთხი მემკვიდრის მეფობის ჟამს. 15…

14 მაისს (ძვ. სტ. 1 მაისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა წინასწარმეტყველ იერემიას

წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველებდა იუდეველთა სახელმწიფოს ისტორიის რთულ დროს - ისრაელის მეფის იოსიასა და მისი ოთხი მემკვიდრის მეფობის ჟამს. 15 წლის წინასწარმეტყველს გამოცხადებით ეუწყა, რომ შობამდე იყო წინასწარმეტყველად განწესებული. მას შეეშინდა ასეთი დიდი და მძიმე მსახურებისა, რადგან ჯერ ყრმა და გამოუცდელი იყო, მაგრამ უფალმა თანადგომა და მფარველობა აღუთქვა. „და განყო უფალმა ჴელი მისი და შეახო პირსა ჩემსა და თქვა უფალმან ჩემდამო: აჰა, მიგცენ, სიტყვანი ჩემნი პირსა შენსა. აჰა, დაგადგინე შენ დღეს ნათესავსა ზედა და მეფობასა აღმოფხუარად და აღფხრად და წარწყმედად და აღშენებად და დანერგვად“

წმინდა იერემია წინასწარმეტყველი თავისი ერის დასახსნელად ყოველ ღონეს ხმარობდა, წინასწარმეტყველი ამხელდა ცოდვილ ერს და სინანულსკენ მოუწოდებდა. 23 წლის მანძილზე წინასწარმეტყველებდა იგი, ქადაგებდა იერუსალიმის ტაძარში, ქალაქის კარიბჭესთან, მეფის სასახლეში, მოედნებზე და სხვა ხალხმრავალ ადგილებში, ამხელდა იუდეველებს ჭეშმარიტი ღვთისგან განდგომისა და კერპთაყვანისმცემლობისათვის.

იერემიას წინასწარმეტყველება მალე ახდება, ბაბილონის მეფემ ნაბუქოდონოსორმა იუდეა დაიპყრო, ხალხი ამოწყვიტა, დარჩენილები ტყვედ წაასხა, იერუსალიმი კი გაძარცვა და დაარბია.გადმოცემით, წინასწარმეტყველმა აღთქმის კიდობანი გადამალა ნაბათის მთის ერთ-ერთ ნაპრალში ისე, რომ იუდეველებს მისი მოძებნა არ შეძლებოდათ შემდგომ გააკეთეს ახალი კიდობანი, მაგრამ მას ძველის დიდება არ ჰქონდა. წმინდა წინასწარმეტყველი ეგვიპტეში გადავა სადაც მისი ერი იქნება გადასახლებული, მალე იერემია იწინასწარმეტყველებს ბაბილონელთა შემოჭრას ეგვიპტეში და ებრაელთა დახოცვას, იუდეველებმა წინასაწრმეტყველი ქვებით ჩაქოლეს.

ცნობები იერემია წინასწარმეტყველის შესახებ

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►