25 მარტს (ძვ.სტ.12 მარტი) ქრისტეს ეკლესია იხსენებს ღირს თეოფანე სიღრიანელს

ღირი თეოფანე სიღრიანელი, წმინდათა ცხოვრება, თვენი, მარტი, ქველი, qwelly, march

     მეცხრე საუკუნის დასაწყისში დაიბადა ღირსი თეოფანე სიღრიანელი  კონსტანტინეპოლში, ცნობილ ქრისტიანულ ოჯახში. მისი მამა ბიზანტიის იმპერატორის, ლეონ ისავრიელის ნათესავი იყო. სამი წლის თეოფანეს მამა გარდაეცვალა. თეოფანე სასახლის კარზე გაიზარდა და იმპერატორ ლეონ ხაზარის წარჩინებული კარისკაცი გახდა. ის მდგომარეობამ აიძულა, ცოლი შეერთო, მაგრამ, მეუღლესთან შეთანხმებით, უბიწოება დაიცვა, რადგან მის სულში ბერული ცხოვრების სურვილი ღვივდებოდა. სიღრიანის მონასტერში ყოფნისას თეოფანე შეხვდა ბერს, გრიგოლ სტრატიგს, რომელმაც თეოფანეს მეუღლეს ქმრის მოწამეობრივი აღსასრული უწინასწარმეტყველა. რამდენიმე ხნის შემდეგ თეოფანეს მეუღლე ბითვინიის ერთ-ერთ მონასტერში მონაზვნად შედგა, თავად თეოფანე კი გრიგოლმა ბერად აღკვეცა. მამა გრიგოლის კურთხევით, თეოფანემ მონასტერი მოაწყო მარმარილოს ზღვის კუნძულ კოლონიმზე. ის სენაკში განმარტოვდა და წიგნების გადაწერას მიჰყო ხელი. შემდეგ მან კიდევ ერთი მონასტერი დააარსა სიღრიანში და მისი იღუმენი გახდა. ღირსი მამა საკუთარი ხელით აშენებდა მონასტერს და თავისი შრომისმოყვარეობით სანიმუშო იყო სხვებისთვის.

   უფალმა ღირსი თეოფანე კურნების ნიჭით დაჯილდოვაა. 787 წელს თეოფანე მიწვეული იყო ნიკეის მე-7 საეკლესიო კრებაზე, რომელმაც დაგმო ხატმებრძოლობის ერესი.

     ღირსმა თეოფანემ დაწერა ეკლესიისთვის მნიშვნელოვანი წიგნი "ქრონოგრაფია" სადაც აღწერილი ეკლესიის ისტორია მესამე საუკუნიდან მეცხრე საუკუნის დასაწყისამდე, ქრონოგრაფის დაწერისას ღირსი თეოფანე სასიკვდილო სარეცელს იყო მიჯაჭვული.

     ლეონ სომეხის (813-820) გამეფების შემდეგ ხატმებრძოლობამ ახალი ძალით იფეთქა. ღრმად მოხუცებულ თეოფანეს აიძულებდნენ, მიეღო ერესი, მაგრამ ის მტკიცედ იცავდა სარწმუნოებას, რის გამოც ციხეში ჩააგდეს. მისი სავანე დაწვეს. 23 დღის პატიმრობის შემდეგ ღირსი აღმსარებელი გარდაიცვალა (818). უსჯულო იმპერატორის გარდაცვალების შემდეგ მონასტერი აღსდგა. წმიდა თეოფანეს წმიდა ნაწილები აღდგენილ სავანეში გადაასვენეს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 25 მარტი, Qwellyland, თვენი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 500

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

hhhhhhhhhhhhhhhhh

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 9:50pm 0 კომენტარი

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters