25 მარტს (ძვ.სტ.12 მარტი) ქრისტეს ეკლესია იხსენებს ღირს სვიმეონ ახალ ღვთისმეტყველს

ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, წმინდათა ცხოვრება, თვენი, მარტი, ქველი, qwelly, march

     წმინდა სვიმეონი დაიბადა მეათე საუკუნეში, მისი განათლებისათვის მისმა მამამ არაფერი დაიშურა და სასახლის კარზე ამზადებდა სამოღვაწეოდ, მას რამდენიმე ხნის განმავლობაში მაღალი თანამდებობაც ეჭირა კონსტანტინეპოლიში, ღირსმა სვიმეონმა მალევე დატოვა საერო ცხოვრება და მიაშურა სტუდიის მონასტერს სადაც გაიცნო წმინდა ბერი სვიმეონ ღვთის მოშიში და მისი მოწაფე გახდა.
     წმინდა სვიმეონის ძირითადი ღვაწლი იყო მოუკლებელი ლოცვა: „უფალო, შეგვიწყალენ“. უფრო ხანგრძლივი ლოცვისთვის ის განმარტოვდებოდა ხოლმე. ლიტურღიაზეც კი ცალკე იდგა, ხშირად მარტო რჩებოდა ტაძარში მთელი ღამის განმავლობაში. სიკვდილზე ფიქრი ჩვევად რომ გადაქცეოდა, მთელ ღამეებს სასაფლაოზე ატარებდა. სულიერი ამაღლების ჟამს მასზე სულიწმიდა გადმოდიოდა ნათელი ღრუბლის სახით და გარემოს ფარავდა მის თვალთაგან. დროთა განმავლობაში წმიდანმა უმაღლეს სულიერ გაბრწყინვალებას მიაღწია, რაც განსაკუთრებით ლიტურღიის დროს ჩანდა.
     977 წელს ღირსი სვიმეონი მღვდლად აკურთხეს, ხოლო 980 წელს წმიდა მამანტის მონასტრის იღუმენად დანიშნეს. მან ამ ხარისხში 25 წელი დაჰყო. ამ ხნის განმავლობაში ღირსმა მამამ სავანის მოშლილი მეურნეობა მოაწესრიგა და ტაძარი კეთილმოაწყო.
     ღირსი სვიმეონის სიკეთე შერწყმული იყო სიმკაცრესთან და სახარებისეული მცნებების დაცვასთან. როდესაც მისმა საყვარელმა მოწაფემ, არსენმა, დახოცა ყვავები, რომლებიც დამბალ პურს კენკავდნენ, წმიდა სვიმეონმა უბრძანა, მკვდარი ფრინველები თოკზე აეცვა, ეს „სამკაული“ კისერზე ჩამოეკიდა და მონასტრის ეზოში დამდგარიყო. წმიდა მამანტის მონასტერში ცოდვებს ინანიებდა ერთი ეპისკოპოსი რომიდან, რომელსაც შემთხვევით ძმისწული შემოკვდომოდა. ღირსი სვიმეონი მის მიმართ განსაკუთრებულ სიკეთეს იჩენდა. ღირსი მამის მკაცრმა სამონასტრო დისციპლინამ ძმების უკმაყოფილება გამოიწვია. ერთხელ გაბრაზებული ბერები ლიტურგიის დროს თავს დაესხნენ მას და კინაღამ მოკლეს. როდესაც ეს ბერები კონსტანტინეპოლის პატრიარქმა მონასტრიდან გაყარა და სამჯავროს გადასცა, ღირსი მამა მათ თავდებად დაუდგა, გამოიხსნა და დიდი დახმარება გაუწია.
     1005 წელს წმიდა სვიმეონმა იღუმენობა გადასცა არსენს, თვითონ კი მონასტერში განმარტოვდა. აქ შექმნა მან თავისი საღვთისმეტყველო შრომები. ღირსი სვიმეონი თავის თხზულებებში გვასწავლის სულიერი სრულყოფილებისთვის მოღვაწეობას, ვნებებისა და ცოდვილი ფიქრების წინააღმდეგ ბრძოლას, შინაგან სიმშვიდეს. მან შექმნა სწავლებანი ბერებისთვის, ლოცვის სამი სახისა და რწმენის შესახებ. გარდა ამისა, ღირსი სვიმეონი იყო გამოჩენილი საეკლესიო პოეტი, ჰიმნოგრაფი. მას ეკუთვნის „საღმრთო ლიტურღიის ჰიმნები“, ღრმა აზრით განმსჭვალული 70 პოემა.
     ღირსი მამის, სვიმეონის სწავლება „ხორცის განღმრთოების“ შესახებ, რომლითაც მას სურდა „ხორცის მოკვდინების“ სწავლების შეცვლა (რისთვისაც „ახალი ღვთიმეტყველი“ ეწოდა), თანამედროვეებმა ძნელად მიიღეს. ბევრისთვის მისი სწავლება უცხო და მიუღებელი იყო. ამან გამოიწვია კონფლიქტი კონსტანტინეპოლის უმაღლეს სამღვდელოებასთან. დაიწყო ღირსი სვიმეონის დევნა. წმიდა მამა წავიდა ბოსფორის სანაპიროზე, პალკიტონის კონცხზე და დაარსა წმიდა მარინეს სახელობის სავანე.
     წმიდანი 1021 წელს გარდაიცვალა. მან ჯერ კიდევ სიცოცხლეში მიიღო სასწაულთქმედების ნიჭი. მრავალი სასწაული აღსრულდა მისი სიკვდილის შემდეგაც. ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის ცხოვრება აღწერა მისმა მოწაფემ, ნიკიტა სტიფატემ.  

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 25 მარტი, Qwellyland, თვენი, მარტი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 200

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

კოვიდ 19-ის მილიონიანი პოპულაცია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 2, 2020.
საათი: 11:31pm 0 კომენტარი

      აპრილი კორონას თვე იქნება, უნდა ვიბრძოლოთ რომ მაისიც არ იყოს - ასეთია WHO-ს და საქართველოს მთავრობის მიდგომაც. მსოფლიო სტატისტიკა ~ 1M-ზე მეტი ინფირიცრებული, ~ 52K-მდე გარდაცვლილი, ~ 211K-მდე განკურნებული. ამჟამად აქტიური ~ 742K. საქართველოში - 134 შემთხვევა და 26 განკურნებული.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 2 აპრილი, 2020

      კორონავირუსის ქართული ამბები - მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში…

გაგრძელება

კორონას რიცხვები, 2 მლრდ ბიუჯეტიდან და მლოცველი მრევლი ეზოში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 1, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      აპრილი დადგაო და წვიმა-ქარი გაძლიერდაო - 3 აპრილამდე ასეა ნათქვამი წინაპართაგან. რაც შეეხება კორონას რიცხვებს ამ დროისთვის - დავიწყოთ საქართველოდან - 117 აღრიცხული შემთხვევა, აქედან 23 განკურნებული. მსოფლიოში - 918,126 და 193, 350 განკურნებული. ყველაზე მეტი, აქტიური პაციენტის ათეული: ამერიკა ~ 192k; იტალია ~ 81k; ესპანეთი ~ 70k; გერმანია ~ 57k; საფრანგეთი ~ 42k; ირანი ~ 29k; დიდი ბრიტანეთი ~ 27k; თურქეთი ~ 15k; შვეიცარია ~ 14k და ნიდერლანდები…

გაგრძელება

ჩიტების სახლი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: აპრილი 1, 2020.
საათი: 7:30pm 0 კომენტარი

      იმ დღეს მათი ჩხუბი მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა. უფრო შეხმატკბილებულ ძმაკაცებს ვერსად შეხვდებოდით, ბოლო ხანებში კიდევ უფრო დაუტკბნენ ერთმანეთს... თუ სადმე ახსენებდნენ შაშვის სახელს, იქ კაკაბიც უნდა ყოფილიყო, ანდა პირიქით. მგონი მამლების ჩხუბის გამო წაკამათდნენ, ერთი „ხტუნიას“ აქებდა, მეორე „ძიძგილას“. საუბედუროდ, სხვადასხვა ფალავნის თაყვანისმცემლები იყვნენ განუყრელი ძმაკაცები. თუმცა უწინ თურმე ორივე ერთ ფალავანს ეთაყვანებოდა, მაგრამ…

გაგრძელება

კომენდანტის საათამდე გამკაცრებული აკრძალვები, საეკლესიო ამბები და მსოფლიო ვირუსომი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 30, 2020.
საათი: 11:00pm 2 კომენტარი

      კორონანიუსი არის დღის, კვირის, თვის და ისე მიდის საქმე, წლი მთავარი ამბავი. სიახლე რიცხვებში - 100 ინფიცირებული და აქედან 20 გამოჯანმრთელებული, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ინფიცირებულთა რიცხვმა 770 K-ს გადააჭარბა, აქტიური შემთხვევები 570 K-ზე მეტი. დღეს ჩვენს ქვეყანასი თითქმის კომენდანტის საათი გამოცხადდა და რიგი შეზღუდვები დაწესდა და აკრძალვები გამკაცრდა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 30 მარტი, 2020

     …

გაგრძელება

Qwelly World

free counters