დიდმარხვის მეორე კვირას ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმიდა გრიგოლ პალამას!

      გრიგოლ პალამა დაიბადა მეცამეტე საუკუნის ბოლოს, მან მიიღო საფუძვლიანი საერო განათლება, გრიგოლი იყო წარჩინებული მწერლის და მოღვაწის თეოლიტე ფილადელფიელის მოსწავლე. მამა კი სენატორი მაგრამ მალე გარდაიცვალა. ამის შემდეგ წმიდანის აღზრდა-განათლებაზე ზრუნვა დედამ და განსვენებული კარისკაცის ხსოვნის ერთგულმა იმპერატორმა იტვირთეს. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ გრიგოლს ბრწყინვალე განათლება მიეღო. საოცარი გულისხმიერებისა და გულმოდგინების წყალობით გრიგოლმა ადვილად შეითვისა ყველა საგანი. თანამედროვეთა მოწმობით, წმიდა გრიგოლმა ღრმად იცოდა ღვთისმეტყველება, ფილოსოფია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი და თავისი დროის უგანათლებულეს ადამიანად მიიჩნეოდა. წმიდა გრიგოლ პალამა ჯერ კიდევ ჭაბუკობაში ამჟღავნებდა აშკარა მიდრეკილებას ღვთის სათნო ცხოვრებისაკენ. მას სძაგდა სიმდიდრე და ის დიდება, რომელიც სასახლის კარზე მოელოდა. იმპერატორს სურდა, მისგან სახელმწიფო მოღვაწე დამდგარიყო, მაგრამ როგორც კი ჭაბუკმა 20 წლის ასაკს მიაღწია, 1316, სხვა ცნობით, 1318 წელს, მან ორ უმცროს ძმასთან ერთად ათონის მთას მიაშურა და ვათოპედის მონასტერში მორჩილად შედგა. აქ ნეტარი მამა ღირსი ნიკოდიმოს ვათოპედელის (ხს. 11 ივლისს) ხელმძღვანელობით მოღვაწეობდა და მის მიერვე აღიკვეცა ბერად. ერთი წლის შემდეგ უფლის რჩეულს საღვთო ხილვაში წმიდა მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი ეჩვენა და სულიერი მფარველობა აღუქვა. გრიგოლის დედა და დებიც მონაზვნებად აღიკვეცნენ.

       სულიერი მოძღვრის გარდაცვალების შემდეგ გრიგოლმა გადაწყვიტა ღვაწლის გამკაცრება, მალე იგი გადავიდა წმინდა ათანასეს მონასტერში, აქ იგი სრულიად განიმსჭვალა ისიხაზმის სულით და იგი ცხოვრების საფუძვლად გაიხადა (ჯერ კიდევ IV-VIII საუკუნეებში ეგვიპტელი და სინელი ასკეტების მიერ რელიგიური და ეთიკურ-ასკეტური სწავლების მთელი სისტემა იქნა შემუშავებული. იგი ითვალისწინებდა გარკვეული მეთოდებისა და ხერხების შეთვისებას, რაც ადამიანს ღმერთთან მიაახლებდა, ეს ძალზე თავისთავადი მისტიკური მედიტაცია მოითხოვდა დადგენილი დგომის წესის დაცვას ლოცვისას, იესოს ლოცვის მრავალჯერად განმეორებას, სუნთქვის მოწესრიგებულობას, დროულ გალობას და სხვა. ადამიანს მხლოდ სრულყოფილების უმაღლეს საფეხურზე შეეძლო ღმერთთან, უფალ იესო ქრისტესთან შეერთება, რაც მას უდიდეს ნეტარებასა და სიხარულს განაცდევინებდა. რადგან ეს სიხარული ენით გამოუთქმელი იყო, ბერები დუმილს ამჯობინებდნენ. დუმილთან არის დაკავშირებული ლოცვის ამ წესის სახელწოდებაც - ისიხაზმი, რაც ბერძნული სიტყვაა და მდუმარებას, სიმშვიდეს, განმარტოებას ნიშნავს). 1326 წელს გრიგოლ პალამა განერიდა თურქების თავდასხმის საშიშროებას და საძმოსთან ერთად თესალონიკში გადავიდა, სადაც მას მღვდლად დაასხეს ხელი.

       წმინდა გრიგოლ პალამა გამოირჩეოდა მკაცრი ასკეტური ღვაწლით, იგი თითქმის მთელ დროს მდუმარებაში ატარებდა, ნეტარი მამის ქადაგებები ღრმა ზეგავლენას ახდენდა ტაძარში მყოფ მორწმუნეებზე. წმიდა გრიგოლისთვის თავისი ცხოვრების წესის მიუხედავად უცხო იყო სრული განდგომა საზოგადოებრივი ცხოვრებისაგან. ზოგჯერ იგი ქალაქის განათლებული ახალგაზრდობის საღვთისმეტყველო დისპუტებს ესწრებოდა, რომელთაც მომავალი პატრიარქი ისიდორე უძღვებოდა. ერთხელ კონსტანტინეპოლიდან გამობრუნებულმა წმიდანმა თესალონიკის მახლობლად აღმოაჩინა ბერიად წოდებული ადგილი, რომელიც მეტად მოხერხებული იყო ბერმონაზვნური მოღვაწეობისათვის. მალე მან აქ შეკრიბა მცირე საძმო, რომელსაც ხუთი წელი წინამძღვრობდა. 1331 წელს გრიგოლმა ათონს მიაშურა და ათანასეს ლავრის მახლობლად მდებარე წმიდა საბას სკიტში განმარტოვდა. 1333 წელს იგი ესთიგმენის მონასტრის იღუმენად დაადგინეს, 1336 წელს კი კვლავ წმიდა საბას სკიტს დაუბრუნდა და დაიწყო საღვთისმეტყველო მოღვაწეობა, რომელიც სიკვდილის დღემდე არ შეუწყვეტია.

       იმპერატორ ანდრონიკეს მეფობის დროს, რომის ეკლესიის ჯაშუში ბარლაამი აღიკვეცა ბერად და დაემკვიდრა მონასტერში,მან დედაქალაქის უნივერსიტეტში კათედრა მიიღო და დაიწყო განმარტება დიონისე არეოპაგელის (ხს. 3 ოქტომბერს) თხზულებებისა, რომლის აპოფატიკური ღვთისმეტყველებაც საყოველთაოდ იყო აღიარებული როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ეკლესიაში. მალე ბარლაამი ათონის წმიდა მთაზეც მივიდა, სადაც ისიხასტთა სულიერი ცხოვრების წესს გაეცნო და ღვთის არსების მიუწვდომლობის დოგმატის საფუძველზე მათი გონებისმიერი ქმედება მწვალებლურ ცთომად გამოაცხადა. გადადიოდა რა ათონიდან თესალონიკში, იქიდან კონსტანტინეპოლში და შემდეგ კვლავ თესალონიკში, ბარლაამი ეკამათებოდა ბერებს და ცდილობდა, დაესაბუთებინა მათთვის, რომ თაბორის ნათელი ქმნილი მოვლენა იყო; ამასთან იგი იმასაც კი არ ერიდებოდა, რომ სასაცილოდ აეგდო ბერმონაზონთა მონათხრობები ლოცვის მეთოდებისა და სულიერ გაცისკროვნებათა შესახებ.

       წმინდა გრიგოლმა არჩია წერილობითი ტრაქტატებით  მიემართა ბარლაამისათვის და ასე დაეცვა ძირითადი დოგმატური სწავლებანი. ასე შეიქმნა ცნობილი „ტრიადები წმიდა ისიხასტთა დასაცავად“ (1338). 1340 წელს ათონელმა მოღვაწეებმა ნეტარი მამის ხელმძღვანელობით შეადგინეს ერთობილივი პასუხი ბარლაამის თავდასხმებზე, ეგრეთ წოდებული „წმიდა მთის ტომოსი“. კონსტატინეპოლის საეკლესიო კრებაზე 1341 წელს, წმიდა სოფიას ტაძარში, წმიდა გრიგოლი ბარლაამს შეეჯახა სიტყვიერ პაექრობაში, რომელიც ძირითადად თაბორის ნათლის გარშემო წარმოებდა. ბარლაამის მოძღვრება დაგმეს, როგორც მწვალებლობა, თვით იგი კი შეაჩვენეს. ბარლაამი იძულებული გახდა ბერებისათვის შენდობა ეთხოვა და იტალიაში დაბრუნებულიყო.

       კონსტანტინეპოლის ადგილობრივ კრებაზე 1341 წელს წმინდანად შერაცხეს გრიგოლ პალამა, წმინდა გრიგოლს გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე ჩვენება ქონდა სადაც მას გამოეცხადა წმინდა იოანე ოქროპირი. მოღვაწის წმიდა ნაწილები დღესაც თესალონიკში განისვენებს და კვლავ სასწაულებისა და კურნებების უხვ წყაროს წარმოადგენს.

 

 

 

ტეგები: 15 მარტი, Qwellyland, ეპისკოპოსი, თვენი, მარტი, პალამა

ნახვა: 517

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Everything about the Final Fantasy XIV Endwalker Dungeon

გამოაქვეყნა Selena_მ.
თარიღი: ოქტომბერი 28, 2021.
საათი: 6:32am 0 კომენტარი

The upcoming expansion of Final Fantasy XIV, Endwalker, is just around the corner. Players are making all preparations to discover its new content and the ending of the story. Square Enix has revealed a lot of information about the new content that will be launched with Endwalker, but there are other projects that are less advanced in development, but will still be released in the expansion cycle.



A new dungeon is part of these projects. It will be launched during Endwalker, but the… გაგრძელება

შეგულიანების აქცია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2021.
საათი: 11:21pm 1 კომენტარი

      როცა აქციაა, ყველაფერი ჩერდებაო ამბობდნენ პოლიტოლოგები ძველ ეგვიპტეში. დღესაც ასე იყო, ქართული ოცნების აქციის გარსემო და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის ირგვლივ მოიყარა მთელმა მედიამ და იმის იქით სად რა ხდებოდა, არავის არაფერი აინტერესებს. დღე ცივი და მოჟამული იყო, მაგრამ მომავალი დღეები იქნება მზიანიო, ამბობენ სინოპტიკოსები და არჩევნების თბილ გარემოში ჩატარებას გვპირდებიან ცესკოსთან ერთად. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1557 ლარია.…

გაგრძელება

როგორ მოვხვდეთ ფანტაზიის ფინალურ ეტაპზე?!

გამოაქვეყნა Selena_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2021.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A mount is an item that allows players to quickly browse the huge digital world of this type, instead of walking and jogging like an idiot. In its ten-year existence, the stables of rideable creatures and devices in Final Fantasy XIV have expanded to nearly 200 mounts. Unlocking each mount has different requirements, from upgrading to paying actual money.

Players can participate in the game's regular activities to obtain the Final Fantasy XIV mount, in which they can interact with…

გაგრძელება

პროტესტი შიმშილით და შიმშილობის პროტესტი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 26, 2021.
საათი: 9:30pm 0 კომენტარი

      ქვეყანაში არეულ ამინდებს არეული პოლიტიკური ამბები მოჰყვა. მაგრამ ძირითადი თემა მაინც საარჩევნო სამზადისებია და კოვიდის მომატებული სტატისტიკა. ათასებს ვითვლით ყოველდღიურად იმფიცირებულ ადამიანებში და ნელ-ნელა საუბარი შეზღუდვების აუცილებლობაზე მიდის. წინ არჩევნებია და არჩევნების შემდეგ ვნახოთ რა იქნება. იქამდე, დღის მეორე თემა მოშიმშილე პატიმარი სააკაშვილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. რაც შეეხება ეკონომიკას და ვალუტის კურსს - 1 დოლარის…

გაგრძელება

Qwelly World

free counters