5 მარტს (ძვ. სტ. 20 თებერვალს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმინდა ლეონს კატანის ეპისკოპოსს

ლეონი კატანის ეპისკოპოსი, წმინდათა ცხოვრება, თვენი, მარტი, ქველი, qwelly, march

     ეპისკოპოსი ლეონი გამოირჩეოდა გლახაკთა და მწირთა მიმართ დიდი გულმოწყალებით, იგი განთქმული იყო ქველი საქმეებით მთელ სიცილიაში. უფალმა მას სნეულებათა კურნებისა და სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა. წმიდა ლეონის ეპისკოპოსობის დროს კატანში ცხოვრობდა მოგვი ილიოდორი, რომელიც ხალხს თავისი სასწაულებით აოცებდა. ილიოდორი თავდაპირველად ქრისტიანი იყო, მაგრამ შემდგომ უარყო მაცხოვრის სარწმუნოება და დემონის მსახური გახდა. მღვდელმთავარი ლეონი ხშირად შეაგონებდა ჯადოქარს, ხელი აეღო ბოროტმოქმედებაზე და სინანულით განწმენდილი, უფალს მობრუნებოდა, მაგრამ ამაოდ. უსჯულოს თავხედობა იქამდე მივიდა, რომ თვით წმიდა ეპისკოპოსის აბუჩად აგდებაც კი გადაწყვიტა. ის სამეუფო წირვის დროს შევიდა ტაძარში და თავის ჯადოქრობით მრევლში შფოთი და აურზაური გამოიწვია: ზოგმა ფეხების ბაკუნი დაიწყო, ზოგმა - უაზრო ხარხარი, სხვები საშინელ მრისხანებაში ჩავარდნენ. ილიოდორი იმუქრებოდა, თავად ეპისკოპოსსაც ღვთისმსახურთა დასით ხტუნვასა და ცეკვა-თამაშს დავაწყებინებო. ღირსი ლეონი მიხვდა, რომ უწყინარი შეგონებების დრო დამთავრდა, მუხლი მოიყარა ტრაპეზის წინაშე, მხურვალედ ილოცა, შემდეგ გამოვიდა საკურთხევლიდან, ომოფორი ყელზე შემოაჭდო უსჯულოს, მოედანზე გაიყვანა და აიძულა, საჯაროდ ეღიარებინა ყველა ცოდვა. ამის შემდეგ მწყემსმთავარმა ხალხს დიდი კოცონი დააგზნებინა და გრძნეულთან ერთად შიგ შევიდა ისე, რომ ომოფორისთვის ხელი არ გაუშვია. ეშმაკის მსახური მალე დანახშირდა და ჩაიფერფლა, წმიდა ლეონი კი სრულიად უვნებელი გამოვიდა ცეცხლიდან და მშვიდად დაასრულა საღვთო ლიტურღია. ამ სასწაულმა სიცოცხლეშივე დიდად გაუთქვა სახელი ღირს მამას.

     წმინდა ლეონი ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა. მისი უხრწნელი ცხედრიდან ღვთის სადიდებლად კეთილსურნელოვანმა მირონმა იწყო დენა.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 5 მარტი, ეპისკოპოსი, თვენი, კატანი, ლეონი, მარტი, ქველი

ნახვა: 303

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

საარჩევნო ბილეთები, კოვიდ რეგულაცია-აცრები და #არჩევნები2021

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 28, 2021.
საათი: 11:27pm 0 კომენტარი

      ბოლო კვირის ათვლა დაიწყო. ბოლო სექტემბრისა და არჩევნების დღედმე - არჩევნები შაბათს გაიმართება და დღის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ეს იყო. მთავარი ამბავია ასევე კოვიდი და უკვე დაწყებული საუბრები ახალ ტალღაზე, ვაქცინაციის პროცესის შენელებასა და სხვა დეტალებზე. სწავლა საკლასო ოთახებშიც იწყება და შესაძლოა ბავშვებს პირბადეები დასჭირდეთ. მკლავჭიდში საერთაშორისო სირცხვილიც გამოვიწერეთ და სააკაშვილის ბილეთებიც მეინსტრიმულია. ვალუტის კურსი - 1 აშშ…

გაგრძელება

ბნელი ღამის თეთრი სამყარო

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 25, 2021.
საათი: 10:41pm 0 კომენტარი

      დღეს მხატვარი გვყავს სამასპინძლოდ. ბრაულიო მონტეირომ (Braulio Monteiro) თავისი ინსტაგრამი ნამდვილ ილუსტრაციულ გალერეად აქცია. პროფესიით მხატვარ-დიზაინერ-ილუსტრატორმა, შთაგონებლმა ცხოველებით და ბნელი ღამის სიმშვენიერით, ახალი კოლექცია წარუდგინა თავის გამომწერებს. როგორც თვითონ ამბობს, ბნელი ღამე და ჩემი საყვარელი ცხოველები გავაერთიანეო. შავი, სქელმელნიანი ე.წ. ტუშის კალამი, თეთრი ფურცლები და ალაგ-ალაგ წერტილოვანი ფერებით წარმოდგენილი…

გაგრძელება

ელჩებთან შეხვედრა და არადიპლომატიური ცემა-ტყეპა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 23, 2021.
საათი: 11:30pm 2 კომენტარი

      რაც უფრო ახლოაა ოქტომბერი, უფრო მეტად იძაბება პოლიტიკური ველი. მართალია ტემპერატურა კლებულობს და კიდევ რამდენიმე დღე წვიმები და ნიაღვრები გველის, მაგრამ პოლიტიკაში დაპირისპირებები აქტიურდება - ცემა-ტყეპა, ლანძღვა-გინება. დღეს აქტუალური იყო კვლავ დმანის-რუსთავი და ახლა უკვე ელჩების წინ გამართული ცემა-ტყეპა. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1179 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 23…

გაგრძელება

გადასახლების საფასური (თამაშობანი)

გამოაქვეყნა Selena_მ.
თარიღი: სექტემბერი 23, 2021.
საათი: 8:30am 0 კომენტარი

Path Of Exile is full of many complicated mechanisms. As players travel through Wraeclast, they will encounter damaged gems. If they see these unique gems for the first time, they may be a little confused. Below we will unlock some basic information about the corrupted gems in Path Of Exile.



Corrupted gems are actually gems with modifiers. If the gem is damaged, the player will not be able to use the synthetic ball to further modify it, except for items that modify slots and POE…

გაგრძელება

Qwelly World

free counters