18 მარტი - Qwelly2024-03-29T12:48:08Zhttps://www.qwelly.com/group/march/forum/topic/listForTag?tag=18+%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98&feed=yes&xn_auth=noღირსი ისიხიtag:www.qwelly.com,2016-03-18:6506411:Topic:11158292016-03-18T10:27:41.457ZKakhahttps://www.qwelly.com/profile/Kakha

18 მარტს (ძვ.სტ.5 მარტი) ქრისტეს ეკლესია იხსენებს ღირს ისიხი მმარხველს

წმინდა ისიხი ცხოვრობდა მეხუთე საუკუნეში, დაიბადა ბითვინიის ქალაქ ადრინიაში. ღირსმა ისიხიმ მიატოვა სახლი და განმარტოვდა მაიონისის უდაბურ ადგილას. მან სძლია ბოროტი სულების, ირგვლივ მობინადრე მტაცებელი მხეცებისა და ავაზაკების შიშს, გაიკეთა კელია, გააშენა ბოსტანი და საკუთარი შრომით ირჩენდა თავს. ცოტა ხნის შემდეგ…

18 მარტს (ძვ.სტ.5 მარტი) ქრისტეს ეკლესია იხსენებს ღირს ისიხი მმარხველს

წმინდა ისიხი ცხოვრობდა მეხუთე საუკუნეში, დაიბადა ბითვინიის ქალაქ ადრინიაში. ღირსმა ისიხიმ მიატოვა სახლი და განმარტოვდა მაიონისის უდაბურ ადგილას. მან სძლია ბოროტი სულების, ირგვლივ მობინადრე მტაცებელი მხეცებისა და ავაზაკების შიშს, გაიკეთა კელია, გააშენა ბოსტანი და საკუთარი შრომით ირჩენდა თავს. ცოტა ხნის შემდეგ წმიდა ისიხთან მოწაფეები მივიდნენ. ღირსმა მამამ ეკლესია ააშენა წმ. მოციქულის ანდრია პირველწოდებულის სახელზე. წმიდა ისიხი სიცოცხლეშივე სასწაულთქმედების ნიჭით დაჯილდოვდა. ერთხელ მას ეშმაკეული გოგონა მიჰგვარეს. მშობლების თხოვნით ღირსმა ისიხიმ იგი განკურნა და იწინასწარმეტყველა, რომ ამ ადგილას დედათა სავანე დაარსდებოდა. მომავალში ეს წინასწარმეტყველება ახდა.

წმინდა ისიხის ანგელოზმა აუწყა რომ 30 დღის შემდეგ გარდაიცვლებოდა. გარდაცვალების წინ მან დაიბარა თავისი მოწაფეები და დიდხანს არიგებდა. შუაღამისას კელია გაანათა ზეციურმა შუქმა და წმიდა ისიხიმ სული უფალს შეჰვედრა. მისი მოღვაწეობის ადგილას შემდგომ დედათა მონასტერი აშენდა.

ისიხის წმიდა ნაწილები, რომელიც დაფლული იყო წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიაში, 792 წელს თეოფილაქტე ამასიელმა გადაასვენა ქალაქ ამასიაში (მცირე აზია).

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

წმიდა მოწამე კონონ ისავრიელიtag:www.qwelly.com,2013-12-21:6506411:Topic:5360532013-12-21T14:59:54.330ZKakhahttps://www.qwelly.com/profile/Kakha

18 მარტს (ძვ.სტ.5 მარტი) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმიდა მოწამე კონონ ისავრიელს

მოწამე კონონი დაიბადა ქალაქ ბეთანიაში, მცირე აზიაში. წმიდა კონონს სიყრმიდანვე მთავარანგელოზი მიქაილი მფარველობდა, ეცხადებოდა მას და შველოდა ცხოვრებისეულ სიძნელეებში.

წმინდა კონონი დაქორწინდა ქალწულ ანაზე. ქორწინების შემდეგ…

18 მარტს (ძვ.სტ.5 მარტი) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმიდა მოწამე კონონ ისავრიელს

მოწამე კონონი დაიბადა ქალაქ ბეთანიაში, მცირე აზიაში. წმიდა კონონს სიყრმიდანვე მთავარანგელოზი მიქაილი მფარველობდა, ეცხადებოდა მას და შველოდა ცხოვრებისეულ სიძნელეებში.

წმინდა კონონი დაქორწინდა ქალწულ ანაზე. ქორწინების შემდეგ კონონმა ანა ქალწულების სათნოებაში დაარწმუნა და ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დიდხანს და-ძმასავით ცხოვრობდა. წმიდა კონონმა თავისი მშობლები მოაქცია ქრისტეს სჯულზე. მამამისი წმიდა ნესტორი, კერპთაყვანისმცემელთა მხილებისათვის მოწამეობრივად აღესრულა.

წმიდა კონონმა დედა და ცოლი ახალგაზრდობაში დაკარგა. წარმართებმა ქრისტეს აღმსარებლობისათვის კონონი სასტიკად აწამეს. ეს რომ ისავრიის მცხოვრებლებმა გაიგეს, იარაღით ხელში გაემართნენ წმიდანის დასაცავად. სახალხო ამბოხებით შეშინებული ჯალათები გაიქცნენ. ისავრიელებმა კი წამების ადგილას ნახეს გასისხლიანებული და ცოცხალმკვდარი წმიდანი, რომელიც წუხდა, რომ ღვთისაგან ჯილდოდ მოწამეობრივი გვირგვინი ვერ მიიღო.

ორი წლის შემდეგ წმიდა კონონი მშვიდობით აღესრულა. დაკრძალეს მშობლებისა და მეუღლის გვერდით.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►