ინფორმაცია

ლიტერატურა

ლიტერატურა!

ვისაუბროთ ქართულ და მსოფლიო ლიტერატურულ შედევრებზე და არამარტო შედევრებზე

საიტი: http://www.qwelly.com/
ადგილი: Qwelly
წევრები: 527
უკანასკნელი აქტიურობა: შაბათს

ლიტერატურა

კვირის საკითხავი ლიტერატურა, მიგელ დე უნამუნო, ქველი, ლიტერატურა, qwelly, literature, migel de unamuno, miguel de unamuno

წაიკითხეთ:

ამონარიდები, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, amonaridebiდეტექტივი, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, deteqtivi
ეპოსი, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, eposiზღაპრები, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, zgaprebi
კომედია, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, komediaლირიკა, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, sxvadasxva
მოთხრობები, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, motxrobebiნოველები, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, novelebi
რომანი, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, romaniსათავგადასავლო, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, satavgadasavlo
სატირა, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, satiraტრაგედიები, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, tragediebi
ფენტეზი, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, sxvadasxvaსხვადასხვა, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, sxvadasxva

მოძებნეთ სასურველი:

ავტორები, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, avtorebi

აუცილებელი •

 


ახლობელი ჯგუფები

ახალი ჩანაწერი!


ყველა სტატიის ნახვა

ფორუმი

მდუმარება ვერდენის გარშემო

ავტორი ლაშა, შაბათს. 0 გამოხმაურება

      ვერავინ იტყვის, ზუსტად როდის იწყება ეს, მაგრამ გლუვი, ოდნავ მომრგვალებული ხაზები ჰორიზონტზე უეცრად იცვლებიან. ყავისფერი და წითელი ფერები, ტყის ფოთლების კაშკაშა, მოელვარე ტონები მოულოდნელად განსაკუთრებულ შეფერილობას იძენენ, მინდვრები ფერს კარგავენ და ჟანგმიწისფრად ჭკნებიან. პეიზაჟი რაღაცნაირი უჩვეულოდ მშვიდი, ფერმკრთალი ხდება და ამის ახსნა არავის შეუძლია.      იგივე ქედებია, იგივე ტყეები, იგივე მინდვრები და მდელოები, როგორც უწინ, ისევ იგივე პეიზაჟია, როგორიც ერთი საათის წინ იყო. აი, უსასრულოდ გრძელი და განიერი თეთრი გზატკეცილი, გვიანი შემოდგომის ოქროსფერი შუქი, რომელიც ისევ ტკბილ ღვინოსავით იღვრება დედამიწაზე. და მაინც, თითქოს რაღაც უხილავი და ჩუმი შემოიჭრა შორიდან; ის აქვეა, გვერდით, უზარმაზარი, გამარჯვებული, ძლიერი, და ჩრდილავს ყველაფერს.      საქმე იმ, გზის ნაპირას ამომართულ თხელ და შავ ჯვრებში არ არის, რომლებიც ყოველ წამს გვხვდება გზად. გადაქანებულები და გადაღლილები ამოჩრილან ბალახებიდან, ქარისგან შელანძღულები, წვიმის ნაკადებისგან გაცვეთილები - 1870 წლის ომის ჯვრები. წვრილი, ნორჩი ხეები, რომლებიც მაშინ ჯვრებს შორის ჩარგეს, უკვე დიდი ხანია სქელტოტებიან ხეებად გადაიქცნენ, რომლებიც მოჭიკჭიკე ჩიტებითაა სავსე. მსროლელთა სანგრები აღარ გვაშინებენ, ისინი თითქმის აღარ გვაგონებენ სიკვდილს, ისინი პარკის თვალწარმტაც და ლამაზ პეიზაჟს შერწყმიან. ნაყოფიერი ნიადაგი და კარგი მხარე.      საქმე ამ ლამაზი, ამ საშინელი მიდამოს ხასიათში არაა, რომელიც ყოველთვის ბრძოლის ველს წარმოადგენდა და სადაც ომი საუკუნეების მანძილზე ახვავებდა თავის ნარჩენებს, როგორც სხვადასხვა ფენას კლდის ქანებში, ერთ ნალექს მეორეზე, ერთ ფენას მეორეზე, ერთი ომის ნარჩენებს მეორე ომისაზე... დღესაც კი ზუსტად შეგიძლია შეიტყო ყველაფერი - ფრანგი მეფეების ბრძოლებზე, მარს ლა ტურის სამარხებსა და დუომონის საერთო საფლავებზე.      საქმე არც ამ მიწის საიდუმლოებით მოცულ, გაორებულ იერსახეშია. რბილი, ლურჯი ხაზები, ჰორიზონტზე რომ მოჩანს, არა უბრალოდ ბორცვები და ტყის მასივები, არამედ შენიღბული ფორტებია. მათ წინ აღმართული გლუვი მწვერვალები არა უბრალოდ ქედებია, არამედ - ძლიერ გამაგრებული სიმაღლეები. იდილიური ხეობები იმავდროულად…გაგრძელება

ტეგები: Qwelly, ლიტერატურა, მოთხრობები, ნოველები, რემარკი

მტერი

ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, სექტემბერი 7. 1 გამოხმაურება

      როდესაც ჩემს სკოლის ამხანაგს, ლეიტენანტ ლუდვიგ ბრეიერს ვკითხე, ომის რომელი მოვლენა ჩარჩა ყველაზე ნათლად მეხსიერებაში, მოველოდი, რომ მომიყვებოდა ვერდენის, სომეს ან ფლანდრიის შესახებ, რადგან ის ყველაზე მძიმე თვეების დროს ამ სამივე ფრონტზე იმყოფებოდა. თუმცა, ნაცვლად ამისა, მან ეს ამბავი მომითხრო:      "ყველაზე ძლიერი არა, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი შთაბეჭდილებები იმით დაიწყო, რომ ფრონტის ხაზიდან საკმაოდ მოშორებით, ერთ პატარა ფრანგულ სოფელში წაგვიყვანეს დასასვენებლად. მანამდე რთულ მონაკვეთზე ვიყავით, სადაც ძალიან ძლიერი საარტილერიო ცეცხლი იყო გახსნილი. ჩვენ ჩვეულებრივზე უფრო შორს გადაგვიყვანეს, რადგან დიდი დანაკარგი გვქონდა და ძალების მოკრება გვჭირდებოდა.      აგვისტოს სასიამოვნო კვირა იყო. შესანიშნავი, ბიბლიური ზაფხული. ეს ყველაფერი თავში იმ მძიმე ოქროსფერ ღვინოსავით მოგვაწვა, რომელიც ერთხელ შამპანის სარდაფში ვიპოვეთ. დეზინფექცია ჩაგვიტარეს. ზოგიერთმა ჩვენგანმა სუფთა თეთრეულიც კი მიიღო, დანარჩენებმა პატარა ცეცხლზე საფუძვლიანად გამოხარშეს თავიანთი პერანგები. ყველგან სისუფთავე სუფევდა - ამ ნეტარებას მხოლოდ ჭუჭყის სქელი ფენით დაფარული ჯარისკაცი იცნობს. ეს დღე იმ შორეული, მშვიდობიანი, შაბათ საღამოსავით სასიამოვნო იყო, როდესაც ბავშვობაში დიდ აბაზანაში ვბანაობდით, დედა კი კარადიდან სუფთა თეთრეულს გვაძლევდა, რომელსაც სახამებლის, კვირადღისა და ნამცხვრის სუნი ასდიოდა.      ხომ იცი, არ მოგატყუებ, თუ გეტყვი, რომ აგვისტოს იმ საღამომ მთელ სხეულში ძლიერი და სასიამოვნო გრძნობა აღმიძრა. უმეტესი ადამიანებისგან განსხვავებით, ჯარისკაცს სრულიად სხვა დამოკიდებულება აქვს ბუნებასთან. ყველა ის ათასობით აკრძალვა, დაბრკოლება, რომელიც სიკვდილის ზღვარზე მკაცრი, საშინელი არსებობის პირობებში გბოჭავს, ერთბაშად ქრება და შესვენების წუთებისა და საათების განმავლობაში, იმ დღეებში, როდესაც სულის მოთქმის შესაძლებლობა გეძლევა, ფიქრი სიცოცხლის შესახებ ზოგჯერ უსაზღვროდ ძლიერდება. უზარმაზარ სიხარულს განიჭებს მხოლოდ ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ აქ ხარ, გადარჩი, რომ შეგიძლია, დაინახო, ისუნთქო და თავისუფლად იმოძრაო.      ჩამავალი მზით განათებული მინდორი, ტყის ლურჯი ჩრდილები, ალვის ხის ფოთლების შრიალი,…გაგრძელება

ტეგები: ლიტერატურა, რემარკი, ნოველები, მოთხრობები, Qwelly

მილიონის ქურდი

ავტორი Kakha. ბოლოს გამოეხმაურა: ლაშა, აგვ. 27. 3 გამოხმაურება

მილიონის ქურდი - აგათა კრისტი აგათა კრისტი მოთხრობები – ღმერთო დიდებულო, ერთი შეხედე ამ ბოლო შეტყობინებას. ლიბერტის მილიონის ღირებულების ობლიგაციები დაიკარგა, რომელიც ლონდონურმა და შოტლანდიურმა ბანკმა  ნიუ-იორკში, გემ „ოლიმპიით“ გააგზავნა. ზღვის ავადმყოფობა რომ არა, – მეოცნებე სახით ჩაილაპარაკა ერკიულ პუარომ, – მეც სიამოვნებით ვიმოგზაურებდი ასეთი გემით. გამეცინა. – რა ჩაიფიქრე! გინდა, იმ ადამაინს შეეჭიდო, ვინც გემიდან ობლიგაციები მოიპარა? საუბარი ბინის პატრონმა შეგვაწყვეტინა. – მისტერ პუარო, თქვენი ნახვა ვიღაც ქალს სურს, მის ესმე ფარქუარს. ერთ წუთში სასტუმრო ოთახში 25 წლის მომხიბლავი ქალიშვილი შემოვიდა. მისმა თაფლისფერმა თვალებმა და უზადო ფიგურამ მაშინვე მომაჯადოვა. – ეს ჩემი მეგობარია, კაპიტანი ჰასტინგსი, რომელიც წვრილმანი პრობლემების მოგვარებაში მეხმარება, – წარმადგინა მოსულთან პუარომ. – ვშიშობ, მესიე პუარო, პრობლემა, რომელიც მე მაწუხებს, ძალიან რთულია, – თქვა ქალმა და სავარძელში ჩაჯდა, გაზეთებში უკვე წაიკითხავდით, მხედველობაში მაქვს გემი „ოლიმპია“ და ობლიგაციების გაქრობა. ალბათ მკითხავთ, რა მაკავშირებს ისეთ სერიოზულ დაწესებულებასთან, როგორიც ლონდონური და შოტლანდიური ბანკია. ერთი შეხედვით არაფერი, მაგრამ მეორე მხრივ კი, – ყველაფერი. მე ფილიპ რიჯვეიზე ვარ დანიშნული. სწორედ ის აგებდა პასუხს ამ ობლიგაციებზე. მისი ბიძა, მისტერ ვავუსერი, ბანკის ერთ-ერთი გენერალური დირექტორი, დარწმუნებულია, რომ ფილიპმა ობლიგაციების შესახებ ვიღაცასთან წამოაყრანტალა. ვშიშობ, მისი კარიერა დასრულდა. – მის ფარქუარ, ყველაფერი დაწვრილებით მომიყევით, – პუარომ გადმომხედა და ხელები კმაყოფილებით მოიფშვნიტა. – თქვენ იცით, რომ ბანკს ამერიკაში საკუთარი კრედიტების გაზრდა სურდა და ამისთვის მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ობლიგაციების გამოშვება გადაწყვიტა. მისტერ ვავუსერმა ობლიგაციების წასაღებად საკუთარი ნათესავი შეარჩია, მეტი სანდოობისთვის. „ოლიმპია“ ლივერპულიდან ოცდასამში გავიდა, ხოლო ობლიგაციები ფილიპს ბანკის გენერალურმა დირექტორებმა მისტერ ვავუსერმა და მისტერ შოუმ დილით, გამგზავრების წინ გადასცეს. ობლიგაციები ფილიპის თანდასწრებით გადაითვალეს, კონვერტში ჩადეს, დაბეჭდეს და საკვოიაჟში ჩაკეტეს. –…გაგრძელება

ტეგები: kristi, deteqtivi, Qwelly, დეტექტივი, კრისტი

მოსკოვური სცენები

ავტორი ლაშა, აგვ. 22. 0 გამოხმაურება

      – ბატონებო, გთხოვთ, – თავაზიანად გვითხრა მასპინძელმა და მეფური ჟესტით სუფრასთან მიგვიწვია.      ჩვენ თხოვნის გამეორება არ დაგვჭირვებია, სუფრას შემოვუსხედით და აყელყელავებული, გახამებული ხელსახოცები გავშალეთ.      ოთხნი ვიყავით: მასპინძელი – ყოფილი ნაფიცი რწმუნებული, მისი ბიძაშვილი – ასევე ყოფილი ნაფიცი რწმუნებული, მისივე მამიდაშვილი – სამოქალაქო მრჩევლის ყოფილი ქვრივი, შემდგომში სახალხო მეურნეობის საბჭოს თანამშრომელი, ხოლო ამჟამად, უბრალოდ, ზინაიდა ივანოვნა, და სტუმარი – მე – ყოფილი... თუმცაღა ეს სულერთია... ამჟამად გაურკვეველი საქმიანობის კაცი.      პირველი აპრილის მზე ფანჯრიდან შემოიჭრა და ჭიქებზე ათამაშდა.      – ღვთის წყალობით, გაზაფხულდა. ზამთარმა გაგვაწამა, – თქვა მასპინძელმა და გრაფინის ყელს ნეტარებით შეხედა.      – მადლობა ღმერთს! – შევძახე მეც, ყუთიდან ჭიჭყინა ამოვიტაცე, კანი წამში გადავაცალე, ბატონის ნაჭერს კარაქი წავაცხე, ზედ კანგამძვრალი ჭიჭყინა წავაფარე, ზინაიდა ივანოვნას თავაზიანად გავუღიმე და ვადღეგრძელე.      თითო ჭიქა ყველამ გადაჰკრა.      – სიმაგრე ხომ არ აკლია? – მოკრძალებით იკითხა მასპინძელმა.      – საკმაოდ მაგარია, – ვუპასუხე და სული მოვითქვი.      – ცოტა სუსტია, – თქვა ზინაიდა ივანოვნამ.      კაცები ერთხმად შეეკამათნენ და თითო ჭიქა კიდევ გადავკარით. მოახლემ ქვაბით წვნიანი შემოიტანა.      მეორე ჭიქის შემდეგ სხეულში ღვთაებრივმა სითბომ დამიარა და გულში კეთილგანწყობა ჩამეღვარა. მასპინძელი და მისი ბიძაშვილი უმალ შემიყვარდა. მეჩვენებოდა, რომ უკვე 38 წლის ზინაიდა ივანოვნა არცთუ ისე ურიგო შესახედავი იყო, ხოლო ჩემ პირდაპირ, რკინიგზათა რუკის გვერდით ჩამოკიდებულ კარლ მარქსს არც ისე უზარმაზარი წვერ-ულვაში ჰქონდა, როგორც საერთოდ მიაჩნდათ. მთელი სულითა და გულით კარლ მარქსის მოძულე რწმუნებულის ბინას ეს წვეროსანი შემდეგნაირად მოევლინა; ჩემი მასპინძელი მოსკოვში ყველაზე მოსაზრებული თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე მოსაზრებული კაცი გახლდათ. ლამის ერთ-ერთმა პირველმა იგრძნო, რაც ხდება, სერიოზული რამ არის და დიდხანს გასტანსო. ამიტომ თავის ბინაში, სასხვათაშორისოდ, კუსტარულად კი არა, საფუძვლიანად ჩასანგრდა. უპირველეს ყოვლისა, ტერენტი მიიყვანა. ტერენტიმ მთელი ბინა…გაგრძელება

ტეგები: მოთხრობები, ლიტერატურა, ბულგაკოვი, Qwelly

სპირიტიზმის სეანსი

ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: ლაშა, აგვ. 14. 2 გამოხმაურება

ნუ გამოიხმობ!ნუ გამოიხმობ!მეფისტოფელის რეჩიტატივიI      სულელმა ქსიუშკამ madame ლუზინას მოახსენა:      – შენთან კაცი მოვიდა.      Madame ლუზინას სახე წამოენთო:      – ჯერ ერთი, რამდენჯერ უნდა გითხრა, შენობით ნუ მელაპარაკები! ვინ კაცი მოვიდა?      Madame ლუზინა წინკარში გაგოგმანდა.      წინკარში ქსავერი ანტონოვიჩ ლისინევიჩი ირმის რქაზე ქუდს ჰკიდებდა და უგემურად იღიმებოდა. ქსიუშას ნათქვამი გაიგონა:      Madame ლუზინას სახე ხელმეორედ წამოენთო.      – ოჰ, ღმერთო ჩემო! მომიტევეთ, ქსავერი ანტონიჩ! ეს სოფლელი გაგრია ყველას ასე... გამარჯობა!      – ო, რას ბრძანებთ! – დარბაისლურად გაშალა ხელები ლისინევიჩმა, – საღამო მშვიდობისა, ზინაიდა ივანოვნა! – ფეხი განზე გადგა, თავი დახარა და madame ლუზინას ხელი ტუჩებთან მიიტანა.      მაგრამ როგორც კი დააპირა, madame ლუზინასთვის ხანგრძლივი, მომნუსხველი მზერა ეტყორცნა, კარი გაიღო და ლუზინას ქმარი პაველ პეტროვიჩი შემოვიდა. ლისინევიჩმა მზერა დაიცხრო.      – ჰო-ო... – უმალ წამოიწყო პაველ პეტროვიჩმა გაჭიანურებული მსჯელობა, – „კაცი“.... ჰე-ჰე! ვე-ლუ-რე-ბი არიან! ნამდვილი ველურები. სულ ვფიქრობ: თავისუფლებაო... კომუნიზმიო. მომიტევეთ! განა შეიძლება, კომუნიზმზე იოცნებო, როცა ირგვლივ ასეთი ქსიუშკები არიან? „კაცი“... ჰე-ჰე! ღვთის გულისათვის, მომიტევეთ! კაცი...      „რა ტუტუცია!“ – გაიფიქრა madame ლუზინამ და ლაპარაკი შეაწყვეტინა:      – წინკარში რას ვდგავართ?.. სასადილო ოთახში მობრძანდით...      – დიახ, აქეთ წამობრძანდით, – აჰყვა პაველ პეტროვიჩიც, – გთხოვთ!      ყველანი თავდახრილნი გაძვრნენ შავი მილის ქვეშ და სასადილოში შევიდნენ.      – იმას მოგახსენებდით, – განაგრძო პაველ პეტროვიჩმა და სტუმარს წელზე ხელი შემოხვია, – კომუნიზმი... სადავო არ არის, ლენინი გენიალური ადამიანია, მაგრამ – აი, ულუფისაა, ხომ არ ინებებთ... ჰე-ჰე! დღეს ავიღე... მაგრამ კომუნიზმი ისეთი რამ გახლავთ, ასე ვთქვათ, თავისი არსით... ოჰ, გახეულია? სხვა აიღეთ, აგერ, განაპირა... თავისი არსით გარკვეულ განვითარებას საჭიროებს... ოჰ, ნესტიანია? ეს რა პაპიროსია! გეთაყვა, აი, ეს აიღეთ... თავისი შინაარსით... მოიცადეთ, აინთება... ეს რა ასანთია! ესეც ულუფისაა... გარკვეული შეგნება...      – პოლ,…გაგრძელება

ტეგები: მოთხრობები, ლიტერატურა, ბულგაკოვი, Qwelly

ანდერძი არავისთვის

ავტორი Kakha. ბოლოს გამოეხმაურა: ლაშა, აგვ. 14. 1 გამოხმაურება

ანდერძი არავისთვის - აგათა კრისტიაგათა კრისტი - მოთხრობებიმის ვაიოლეტ მარშისგან. პუარომ მოკლე და საქმიანი წერილი მიიღო, რამაც ჩვენს მოსაწყენ ყოველდღიურ საქმიანობაში სასიამოვნო მრავალფეროვნება შემოიტანა. ქალი ზუსტად 11 საათზე მოვიდა. – ჩემი საქმე ცოტა უცნაური ხასიათისაა, მუსიე პუარო, – დაიწყო მან და სავარძელში ჩაჯდა, – ჯობია, სულ თავიდან დავიწყო და ყველაფერი თანმიმდევრობით გიამბოთ: ობოლი ვარ. ჩემი ერთადერთი, ნათესავი ბიძაჩემი ენდრიუა, რომელიც ავსტრალიაში გამდიდრდა, შემდეგ დაბრუნდა და იყიდა პატარა მამული, სახელად „ველური ვაშლის ხეები“. ჩემს აღზრდას ხელი მან მოჰკიდა და ისე მეპყრობოდა, როგორც საკუთარ შვილს. თავისი კეთილი ბუნების მიუხედავად, მას ცოტა უცნაური, თუმცა კი მტკიცე შეხედულება ჰქონდა ქალის განათლების შესახებ. ის დარწმუნებული იყო, რომ გოგონებმა მხოლოდ სახლში ან ფერმაში საქმიანობა უნდა ისწავლონ. ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამიცრუვდა იმედი, როდესაც გავიგე, რომ იგი ჩემს აღზრდას სწორედ ამ კუთხით აპირებდა. ავჯანყდი. მეც საკმაოდ ჯიუტი ვარ, თანაც, არანაირი მიდრეკილება არ მქონდა სახლის საქმეებისადმი. ჩვენს ურთიერთობაში კრიზისი მაშინ დადგა, როდესაც სასწავლებლად წასვლა გადავწყვიტე. მან პირდაპირ მითხრა, რომ ჩემ გარდა არავინ ჰყავს და მთელი თავისი ქონების დატოვებას ჩემთვის აპირებდა. როგორც უკვე გითხარით, ძალიან მდიდარი იყო... თუმცა, თუ მე მაინც ჩემსას დავიჟინებდი, ერთ პენსსაც ვერ მივიღებდი. მე ძალიან ზრდილობიანად, მაგრამ მტკიცედ ვუპასუხე, რომ მისდამი პატივისცემას სამუდამოდ შევინარჩუნებდი, მაგრამ საკუთარ ცხოვრებას დამოუკიდებლად მოვაწყობდი. ამის გამო დავშორდით. – შენ შენს შესაძლებლობებსა და ჭკუას გადამეტებულად აფასებ, – მითხრა დამშვიდობებისას, – მე წიგნების მიხედვით არასოდეს მისწავლია, მაგრამ ას ქულა ფორას მოგცემ. დრო აჩვენებს, ვინ არის ჩვენ შორის მართალი. მას შემდეგ ცხრა წელი გავიდა. ზოგჯერ მივდიოდი მასთან და დასვენების დღეებს იქ ვატარებდი. ჩვენი დამოკიდებულება აბსოლუტურად მეგობრული იყო, თუმცა ჩვენი შეხედულებებისგან არც ერთს უკან არ დაგვიხევია. მას სიტყვაც არ უთქვამს, არც მაშინ, როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარე და არც მაშინ, როდესაც ბაკალავრის ხარისხი მივიღე. ბოლო სამი წელი…გაგრძელება

ტეგები: დეტექტივი, kristi, კრისტი, აგათა, Qwelly

მარკ ტვენი - მოჩვენების ამბავი

ავტორი Kakha. ბოლოს გამოეხმაურა: თამარი, აგვ. 10. 2 გამოხმაურება

მარკ ტვენი - მოჩვენების ამბავი      უშველებელ, ძველისძველ შენობაში, შუაგულ ბროდვეიზე, ერთი მოზრდილი ოთახი ვიქირავე, ჩემამდე მანდ ზემო სართულზე კარგა ხანს არავის ეცხოვრა და აი, მეც გადავედი. მტვრით, აბლაბუდებით, მარტოობითა და სიჩუმით იყო სავსე იქაურობა. პირველივე საღამოს, ჩემს ბინაში რომ ავდიოდი, მომეჩვენა, სასაფლაოზე მივაბიჯებ ხელის ცეცებით და მიცვალებულებს ვურღვევ მყუდროებას-მეთქი. ცხოვრებაში პირველად ვიქეცი ცრუმორწმუნე კაცად და შიშმა ამიტანა. აი, ბოლოს კიბის ბნელ კუთხეში თავი რომ მოვაბრუნე და ობობას უხილავი ქსელი შემომებლანდა სახეზე, ისე გამაჟრჟოლა, ვიფიქრე, მოჩვენებას გადავეყარე-მეთქი.      ოთახში რომ შევედი, კარი რომ გადავკეტე და რომ გადავწყვიტე, ახლა მიცვალებულები და სიბნელე ნამდვილად გარეთ დარჩა-მეთქი, მაშინღა მოვითქვი სული. ბუხარში ცეცხლის ენები ყირაზე გადადიოდნენ, მეც სიამოვნებით დავუჯექი წინ და შვებით ამოვისუნთქე. ორ საათს ვიჯექი ასე, ჩავლილ დროებაზე ვფიქრობდი, ძველ ამბებს, სანახევროდ დავიწყებულ სახეებს ვიხსენებდი, წარსულის მტვერს ვაშორებდი; ყურს ვუგდებდი ხმებს, ახლა რომ აღარსად გაისმის და სიმღერებს, ახლა რომ აღარ მღერიან. სულ უფრო და უფრო მერეოდა სევდა, ჩემთვის ქარის ზუზუნი ქვითინად იქცა, ფანჯრის მინებზე წვიმის გამალებული ბრახუნი უბრალო რაკუნად გადაიქცა, ბოლოს ქუჩიდან შემოსული ხმებიც სათითაოდ მიწყდა, სიბნელეში ჩაიკარგა უკანასკნელი შეგვიანებული მგზავრის აჩქარებული ფეხის ხმაც და ირგვლივ სიჩუმემ დაისადგურა.      ცეცხლიც ჩაიბჟუტა. მარტოობა შემომაწვა გულზე. ავდექი, გავიხადე, თითის წვერებზე გავიარე ოთახში, ყველაფერს უხმაუროდ ვაკეთებდი, თითქოს მძინარე მტრებს მოვექციე ალყაში და მეშინოდა, არ გავაღვიძო, თორემ ჩემთვის საბედისწეროდ დასრულდება ეს გაუფრთხილებლობა-მეთქი. საბანი გადავწიე და ლოგინში შევწექი, წვიმას, ქარს, შორეული დარაბების ჭრიალს მივუგდე ყური და, როგორც იქნა, ჩამეძინა.      ღრმად მეძინა, ოღონდ დიდხანს როდი გაგრძელდა ჩემი მოსვენება. თვალი გავახილე თუ არა, უცნაურმა წინათგრძნობამ შემიპყრო და გამაჟრჟოლა. ყველაფერი სიმშვიდის საბურველში გახვეულიყო, ყველაფერი, ჩემი გულის გარდა, ისე მიცემდა, თითქოს ბუდიდან ამოხტომა უნდაო. უცებ საბანი ქვემოთ დაცურდა, თითქოს ვიღაც…გაგრძელება

ტეგები: პროზა, რომანი, ტვენი, ნოველები, მოჩვენება

ყველაფერი, ბედნიერი რომ იყო

ავტორი Kakha. ბოლოს გამოეხმაურა: თამარი, აგვ. 9. 1 გამოხმაურება

ერიკ ემანუელ შმიტი - ყველაფერი, ბედნიერი რომ იყოსიმართლე რომ გითხრათ, არც არაფერი მოხდებოდა, პარიკმახერი რომ არ გამომეცვალა.ჩემი ერთი შეხედვით, ბედნიერი და უზრუნველი ცხოვრება მშვიდად, ტაატით გაჰყვებოდა ჩვეულ დინებას, შვებულებიდან დაბრუნებული სტასის სახეს წარუშლელი შთაბეჭდილება რომ არ მოეხდინა. გაფურჩქნილი, მეტიც - ხელმეორედ დაბადებული და გაბრწყინებული მეჩვენა! ახალგაზრდობასთან გამოსამშვიდობებელ ასაკს მიღწეული, ოთხი ბავშვის მოვლა-პატრონობით დაღლილ-დაქანცული ქალაქელი ქალი თმის უბრალო, მოკლე ვარცხნილობას მშვენიერ, სპორტულ, დინამიკურ, მიმზიდველ ქერა არსებად გარდაექმნა. თავიდან ეჭვმა შემიპყრო და გავიფიქრე, წინ ჩამოყრილი თმის ბღუჯები იმიტომ დაიმოკლა, რომ წარმატებული პლასტიკური ოპერაციის ნაკვალევის დამალვა გადაუწყვეტია-მეთქი (სხვათა შორის, ამ ხერხს ყველა ჩემი დაქალი მიმართავს ლიფტინგის შემდეგ); მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, შევცდი. სახის კიდევ ერთხელ შეთვალიერების შემდეგ ყოველგვარი ქირურგიული ჩარევა გამოვრიცხე და დავასკვენი, რომ სტასიმ უბრალოდ იდეალურ პარიკმახერს მიაგნო.- იდეალურია, ჩემო ძვირფასო, იდეალური! გეტყვი მისამართსაც: ვიქტორ ჰიუგოს ქუჩა, „თმის ტაძარი“. მის შესახებ ადრეც მსმენოდა, მაგრამ იცი, რას გეტყვი? ჩვენ, ქალებს ერთი უბედურება გვჭირს. რაც უფრო გვემატება ასაკი, მით უფრო ღრმად გვწამს, რომ ჩვენს პარიკმახერს ბადალი არ ჰყავს დედამიწის ზურგზე. ზუსტად იმავეს ვფიქრობთ ქმრებზეც.აბრის პრეტენზიულობისა და თავმომწონეობის გამო სარკასტული შენიშვნებისაგან თავი შევიკავე („თმის ტაძარი“ - როგორ უნდა მოგივიდეს თავში მსგავსი სახელი?!) და დავიმახსოვრე, რომ აღნიშნულ მისამართზე ვინმე დავიდისთვის მიმემართა.- გენიოსია, ჩემო ძვირფასო! დამიჯერე, ნამდვილი გენიოსი.იმავე საღამოს სამუელი ჩემი მომავალი მეტამორფოზის შესახებ გავაფრთხილე: - ვფიქრობ, ვარცხნილობის გამოცვლა ურიგო არ იქნება.გაკვირვებული სამუელი რამდენიმე წამს მაკვირდებოდა: - რატომ? მე მგონია, რომ მშვენივრად გამოიყურები. ასეთი მომწონხარ.- კარგი რა, შენ ყოველთვის კმაყოფილი ხარ. შენგან ადამიანი კრიტიკას ვერ ეღირსება.- აბა, მისაყვედურე, მისაყვედურე იმისთვის, რომ უბრალოდ მომწონხარ. ისე, შეგიძლია გამანდო, რა აითვალწუნე შენს გარეგნობაში?-…გაგრძელება

ტეგები: შმიტი, ნოველები, Qwelly

წითელი გვირგვინი

ავტორი ლაშა, აგვ. 6. 0 გამოხმაურება

Historia morbi ავადმყოფობის ისტორია      ყველაზე მეტად მზე, ადამიანი, ყვირილი და კაკუნი მძულს, ხშირი, ხშირი კაკუნი. ადამიანებისა ისე მეშინია, თუ საღამოთი დერეფნიდან უცხოთა ფეხის ხმა და ლაპარაკი შემომესმება, ყვირილს ვიწყებ. ამიტომ განსაკუთრებული, წყნარი და საუკეთესო ოთახი მაქვს დერეფნის ბოლოში, №27. ჩემთან ვერავინ მოვა. მაგრამ თავი უფრო უხიფათოდ რომ დამეგულებინა, ივან ვასილევიჩს დიდხანს ვეხვეწებოდი (თანაც ტირილით), რომ მანქანაზე დაბეჭდილი მოწმობა მოეცა. იგი დამეთანხმა და მოწმობაში ჩამიწერა, რომ ის არის ჩემი მფარველი და ჩემი წაყვანის უფლება არავის აქვს. მაგრამ, სიმართლე რომ გითხრათ, მისი ხელმოწერის ძალისა დიდად არ მწამდა, ამიტომ ხელი პროფესორსაც მოაწერინა და ქაღალდზე მრგვალი, ლურჯი ბეჭედი დაარტყმევინა, ეს უკვე სხვა რამ გახლავთ. მე ბევრი შემთხვევა ვიცი, რომ ადამიანები სიკვდილს გადაურჩნენ მხოლოდ იმის წყალობით, რომ ჯიბეში მრგვალბეჭდიანი ქაღალდი აღმოაჩნდათ. თუმცა ბერდიანსკში ის ლოყაშემურული მუშა ფარანზე სწორედ იმის შემდეგ ჩამოახრჩვეს, როცა ჩექმის ყელში ჩატენილი დაჭმუჭნილი ბეჭდიანი ქაღალდი უპოვეს. მაგრამ ეს სულ სხვა ამბავია. ლოყაშემურული მუშა დამნაშავე ბოლშევიკი იყო და ლურჯი ბეჭედიც დანაშაულებრივი ბეჭედი გახლდათ. იგი ფარანზე იმ ბეჭდის გამო ჩამოკიდეს, ხოლო ფარანი ჩემი სენის მიზეზია (ნუ შეწუხდებით, კარგად ვიცი, სნეული რომ ვარ).      უეჭველია, რომ რაღაც უკვე კოლიას ამბავამდე დამემართა. მე წავედი, რათა არ მენახა, კაცს როგორ ჩამოახრჩობდნენ, მაგრამ შიში აკანკალებულ ფეხებში ჩამიჯდა და თან გამომყვა. მაშინ, რა თქმა უნდა, ვერაფერს ვიზამდი, მაგრამ ახლა გაბედულად ვიტყოდი:      – ბატონო გენერალო, თქვენ მხეცი ხართ. ადამიანების ჩამოხრჩობა არ გაბედოთ!      მარტო ამით შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ მხდალი არ ვარ. ბეჭედი იმიტომ არ მიხსენებია, რომ სიკვდილის მეშინია. ო, არა, სიკვდილის არ მეშინია. თავს თვითონ მოვიკლავ და ეს მალე მოხდება, იმიტომ რომ კოლია სასოწარკვეთილებამდე მიმიყვანს. ხოლო ამის გაფიქრება, რომ სხვა ადამიანები მოვლენ, ნამდვილად საზიზღრობაა.* * *      მთელ დღეს ტახტზე ვწევარ და ფანჯარას გავცქერი. ჩვენი გადამწვანებული ბაღის ზემოთ ჰაერი ლივლივებს. ბაღს იქით უზარმაზარი, შვიდსართულიანი…გაგრძელება

ტეგები: მოთხრობები, ლიტერატურა, ბულგაკოვი, Qwelly

ცნობილი ადამიანების საყვარელი წიგნები

ავტორი nika grani. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, ივლ. 5. 1 გამოხმაურება

დენ ბრაუნი - უილიამ შექსპირის "აურზაური არაფრის გამო"ბილ გეიტსი - ჯერომ სელინჯერის "თამაში ჭვავის ყანაში"სტივენ კინგი - უილიამ გოლდინგის "ბუზების მბრძანებელი"ბარაკ ობამა - ტონი მორისონის "სოლომონის მღერა"ჯოან როულინგი - ჯეინ ოსტინის "ემა"უეინ რუნი - ჯოან როულინგის "ჰარი პოტერი"სტივენ სპილბერგი - ჯეიმს ფენიმორ კუპერის "უკანასკნელი მოჰიკანი"მარკ ცუკერბერგი - ვირგილიუსის "ენეიდა"ბორის აკუნინი - ალექსანდრ დიუმას "სამი მუშკეტერი"ელდარ რიაზანოვი - რომენ გარის "პირობა განთიადისას"გორდონ ბრაუნი - ჟულია დონალდსონის "ლოკოკინა და ვეშაპი"სერ ალექს ფერგიუსონი - ტრუმენ კაპოტეს "ცივსისხლიანი"დონალდ ტრამპი - ორმან ვინსენტ პილის "პოზიტიური ფიქრის ძალა"გაგრძელება

ტეგები: ფერგიუსონი, როულინგი, სპილბერგი, რიაზანოვი, აკუნინი

კომენტარების დაფა

Rati Inashvili: მაისი 4, 2012||1:44pm

ანუ, ყველა შემოქმედს თავისი თემა ჰქონდეს?

ლაშა: მაისი 4, 2012||2:05pm

:) :) :) :) ჩილინდრიშვილის ლექსები და გალაქტიონი??? :) :) :)

კარგით მე და ლექსები? :) 

ჰო, რატი დავყოთ თემებად. ლექსები, ფილმები და ა.შ. ახლა გავაკეთებ მე ფილმების ჯგუფს და იქ განვატავსოთ ჩვენი საყვარელი ფილმების ან ტრილერები ან თუ შეგვიძლია სრული ვერსიები, მცირე ინფორმაციებით... :) მე პირველი ვიქნები... :P :P :P

ლაშა: მაისი 11, 2012||3:21pm

კახა რატომ შეუცვალე ჯგუფს სახელი? შენი აზრით რაც ახლა აქაა განთავსებული რომელიმე მსოფლიო დონის ლიტერატურილი შედევრია? :D :D :D :D 

Kakha: მაისი 11, 2012||5:03pm

ხელოვნების ჯგუფი ვერ შეითვისებდა ლიტერატურას

ამიტომ სხვა ჯგუფის შექმნა გადავწყვიტე რაც შეეხება მსოფლიო შედევრებს ამას დრო გამოაჩენს :))))))

ლაშა: მაისი 11, 2012||5:15pm

მე შენ გეტყვი ისეთი აქტივობა შეიმჩნეოდა აქ გინდა ხელოვნების გინდ ლიტერატურის რომ აუცილებლად უნდა გაგეცალკევებინა... :(

აუ რა განხილვა წაგვიშალე კახუჩელა რა... :(

markozashvili: მაისი 23, 2012||7:15pm

me ar var cinaagmdegi chilindrishvilis da galaktionis leqsebi gverdi gverd iyos :):)  romelsac minda imas wavikitxav ra problemaa :D :D

markozashvili: მაისი 23, 2012||7:16pm

ise cisia bevrjer minaxavs rom xatav saintereso  iqneba sheni shemoqmedebis xilva didi siamovnebit davatvalierebdi :): )

nini: მაისი 3, 2013||2:56pm

kaxa drom ukve gamoachina msoflioshedevrebi literaturis dargshi  chven unda chavwvet axla amas

ლაშა: მარტი 30, 2015||3:21pm

მერიმეს კვირეული გვქონია! :) 

Kakha: მარტი 30, 2015||6:31pm

ლიტერატურაში საინტერესო კვირა გველის ))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ ლიტერატურა_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

 

წევრები (527)

 
 
 

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ასეული შემთხვევები კორონას სარბიელზე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 22, 2020.
საათი: 11:20pm 0 კომენტარი

      მართალია არჩევნები სულ უფრო ახლოვდება და პარტიებიც მეტ ფულს ხარჯავენ ამომრჩევლებისთვის თავის მოწონებაში, მაგრამ დღის მთავარი ამბავი ასეულობით ახალი შემთხვევაა კორონა ვირუსის ორბიტაზე. კორონამ, თავისი ახალი გააქტიურებითა და განსაკუთრებული აქტივობით შესავალ ნაწილში გადმოინაცვლა, ამ დროისათვის - კორონავირუსის დადასტურებული 3913 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1574 და გარდაცვლილი - 23. დოლარის გაფრენაც გრძელდება - 1 დოლარის ოფიციალურად…

გაგრძელება

დახატული სახეები რეალური თმებით

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2020.
საათი: 9:07pm 0 კომენტარი

      ამას ხომ მეც მოვიფიქრებდი და გავაკეთებდი?! - ყველაზე ხშირი გაფიქრება, როდესაც რაიმე მსგავსს ვნახულობ - მარტივსა და საინტერესოს. ხელოვანი ტაილერ კლარკი (Tyler Clark) რომელიც აქამდე მხოლოდ მხატვრობით ირჩენდა თავს, ახლა ხატვასთან ერთად მინი დეკორაციების კეთებას შეუდგა. საქმე ისაა, რომ შავი გოგონების პორტრეტების ხატვით გატაცებულს ცოტა უფრო მეტის და დასამახსოვრებლის შექმნა უნდოდა - გადაწყვიტა რეალიზმი შეეძინა საკუთარი ნამუშევრებისთვის.…

გაგრძელება

უფასური ლარის გამაჯანსაღებელი, ბაჩალიაშვილის გზა სიკვდილამდე და კორონა ისევ

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 18, 2020.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      როდესაც ქვეყანაში ლარი კურსი განსაკუთრებულ დაღმასვლას განიცდის და მალე დოლარი მხოლოდ ოცნების სფერო გახდება, ცხადია, დღის მთავარი ამბავი ეკონომიკის მინისტრის პარლამენტში გამოსვლა უნდა ყოფილიყო. შეგახსენებთ, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.2140 ლარი იყო დღეს, მაგრამ როგორც მინისტრის გაპარლამენტების დროს ხდება ხოლმე, მხოლოდ პარტიული კამათი, ლანძღვა, ერთმანეთის ავ-კარგის ჩვენება და უშინაარსო ამბების განხილვა იყო. დღის მთავარი ამბავია…

გაგრძელება

აიერაის გამოკვლეული მოსახლეობა და საერთო კანდიდატის პრობლემა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2020.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

      ეგზიტპოლებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, მაგრამ წინასწარ კვლევებს უკვე დებენ კარგად დაფინანსებული კომპანიები - ამჯერად აირაიმ დადო კვლევა ვის რა უნდა, ვინ ვის ირჩევს, რა აწუხებს და ა.შ. როგორც ხდება ხოლმე, ამ კვლევის შედეგებიც საპოლიტიკუროდ სალაპარაკო გახდა. ოპოზიცია ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბებულა საკუთარ კანდიდატზე პრემიერის თანამდებობაზე, მაგრამ გაერთიანების ილუზია მაინც იქმნება. კორონა 179 ახალი შემთხვევით არ კარგავს აქტუალობას. დოლარი 3.20…

გაგრძელება

Qwelly World

free counters