ინფორმაცია

ლიტერატურა

ლიტერატურა!

ვისაუბროთ ქართულ და მსოფლიო ლიტერატურულ შედევრებზე და არამარტო შედევრებზე

საიტი: http://www.qwelly.com/
ადგილი: Qwelly
წევრები: 520
უკანასკნელი აქტიურობა: ივლ. 9

ლიტერატურა

კვირის საკითხავი ლიტერატურა, მიგელ დე უნამუნო, ქველი, ლიტერატურა, qwelly, literature, migel de unamuno, miguel de unamuno

წაიკითხეთ:

ამონარიდები, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, amonaridebiდეტექტივი, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, deteqtivi
ეპოსი, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, eposiზღაპრები, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, zgaprebi
კომედია, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, komediaლირიკა, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, sxvadasxva
მოთხრობები, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, motxrobebiნოველები, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, novelebi
რომანი, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, romaniსათავგადასავლო, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, satavgadasavlo
სატირა, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, satiraტრაგედიები, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, tragediebi
ფენტეზი, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, sxvadasxvaსხვადასხვა, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, sxvadasxva

მოძებნეთ სასურველი:

ავტორები, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, avtorebi

აუცილებელი •

 


ახლობელი ჯგუფები

ახალი ჩანაწერი!


ყველა სტატიის ნახვა

ფორუმი

ხტუნია

ავტორი Kakha, ივლ. 6. 0 გამოხმაურება

ანტონ ჩეხოვი - ხტუნიაIოლგა ივანოვნას თავის ქორწილში ყველა მეგობარი და ახლობელი ჰყავდა მოწვეული.– შეხედეთ ერთი, არის მასში რაღაცა! ასე არაა? – ეუბნებოდა ის თავის მეგობრებს და ქმარზე უთითებდა. თითქოს სურდა აეხსნა, თუ რატომ მისთხოვდა ასე უბრალო, ერთობ ჩვეულებრივ და არაფრით გამორჩეულ ადამიანს.მისი ქმარი, ოსიპ სტეპანიჩ დიმოვი, იყო ექიმი, ტიტულოვანი მრჩევლის ჩინით. მსახურობდა ორ საავადმყოფოში. ერთში ზეშტატიან ორდინატორად, მეორეში – პროზექტორად.ყოველდღე, დილის ცხრიდან შუადღემდე, იღებდა ავადმყოფებს და მუშაობდა პალატაში. ნაშუადღევს კი ეტლით გადადიოდა მეორე საავადმყოფოში, სადაც ჰკვეთდა მიცვალებულებს. მწირი იყო მისი კერძო პრაქტიკა – ხუთას რუბლამდე წელიწადში. ეს იყო და ეს. სხვას ვერაფერს იტყოდი მასზე.სულ სხვა იყო ოლგა ივანოვნა და მისი ნაცნობ-მეგობრები. ისინი როდი იყვნენ ასე ჩვეულებრივნი და უბრალონი. თითოეული მათგანი რაღაცით იყო გამორჩეული და რამდენადმე ცნობილი, სახელგანთქმული. ხოლო თუ ჯერჯერობით მთლად ვერა, საამისოდმოწოდებული და იმედისმომცემი მაინც.აჰა დრამატული თეატრის მსახიობი, დიდი, კარგა ხნის აღიარებული ტალანტი; დახვეწილი, ჭკვიანი და თავდაჭერილი ადამიანი; ბრწყინვალე დეკლამატორი, ოლგა ივანოვნას მხატვრულ კითხვას რომ ასწავლიდა.ეს კი – ოპერის მომღერალი; გულკეთილი სქელუა, გრძნობამორევით რომ არწმუნებდა ოლგა ივანოვნას, შენვე ღუპავ შენს ტალანტსო; სიზარმაცე რომ არა, შესანიშნავი მომღერალი დადგებოდიო.აი რამდენიმე მხატვარი ჟანრისტის, ანიმალისტის და პეიზაჟისტის – რიაბოვსკის მეთაურობით. ის ძალიან ლამაზი, ქერა ყმაწვილია, ოცდახუთი წლის. წარმატებული გამოფენები ჰქონდა და თავისი ახალი სურათი ხუთას რუბლად გაჰყიდა. ის უსწორებდა ხოლმე ოლგა ივანოვნას ეტიუდებს და ამბობდა, მისგან შეიძლება რიგიანი მხატვარი დადგესო.ეს კიდევ – მევიოლინოე, საკრავს რომ აკვნესებდა და გულწრფელად აღიარებდა, ჩემს ნაცნობ ქალთაგან მხოლოდ ოლგა ივანოვნას შეუძლიაო აკომპანირება.ეს კი ლიტერატორია, ახალგაზრდა, მაგრამ უკვე სახელმოხვეჭილი თავისი მოთხრობებით და პიესებით.კიდევ ვინ? აი თუნდაც ეს ვასილი ვასილიჩი – ბატონი, მემამულე, დილეტანტ-ილუსტრატორი და ვინიეტისტი, ძალუმად რომ გრძნობდა ძველ რუსულ სტილს, ბილინას და ეპოსს. ქაღალდზე,…გაგრძელება

ტეგები: Qwelly, მოთხრობები, ნოველები, ჩეხოვი

კორნეი ვასილიევი

ავტორი Kakha, ივლ. 6. 0 გამოხმაურება

ლევ ტოლსტოი - კორნეი ვასილიევიIკორნეი ვასილიევი ორმოცდათოთხმეტი წლისა იყო, როცა უკანასკნელად ჩამოდიოდა სოფელში. სქელ, გრუზა თმებში ერთი ჭაღარაც არ ერია. მხოლოდ შავ ულვაშში შეჰპაროდა ოდნავ, ღაწვებთან. გადატკეცილი სახე უღაჟღაჟებდა; კისერი განიერი და მაგარი ჰქონდა. მთელ სხეულზე ქონი დასდებოდა მაძღრისი ქალაქური ცხოვრებისგან.ოცი წლის წინ მოიხადა სამხედრო სამსახური და იქიდან ფულიანი დაბრუნდა. ჯერ პატარა დუქანი გამართა. მერე თავი დაანება და პირუტყვით ვაჭრობას მოჰკიდა ხელი. ჩერკასკში დადიოდა საქონლისთვის ანუ პირუტყვისთვის და მოსკოვში მოერეკებოდა.სოფელ გაიში ქვის სახლი ედგა, რკინით გადახურული. შიგ ცხოვრობდა მისი მოხუცებული დედა, ცოლი და ორი შვილი – გოგო და ბიჭი; კიდევ ობოლი ძმისწული – თხუთმეტი წლის მუნჯი ბიჭუნა და მოჯამაგირე. კორნეი ორჯერ იყო ქორწინებაში. პირველი ცოლი ავადმყოფი შეხვდა და უშვილოდ გადაეგო. კორნეიმ, არცთუ ახალგაზრდა ქვრივმა, მეორედ იქორწინა – შეირთო ჯანსაღი, ლამაზი გოგონა, მარტოხელა ღარიბი დედაკაცის ქალიშვილი მეზობელ სოფლიდან. შვილები ამ მეორე ცოლისგან ჰყავდა.კორნეიმ ისე ხელსაყრელ ფასად გაჰყიდა საქონლის ბოლო პარტია მოსკოვში, რომ სამი ათას რუბლამდე ფული მოუგროვდა. ნაცნობისგან შეიტყო, რომ მისი სოფლის შორიახლოს გაკოტრებული მემამულე იაფად ჰყიდის ტყეს. გადაწყვიტა ამ ახალი საქმისთვისაც მოეკიდა ხელი. ეს საქმე კარგად იცოდა – ჯერ კიდევ ადრე, სამხედრო სამსახურამდე ცხოვრობდა ტყეში; მოურავის თანაშემწედ იდგა ერთ ვაჭართან.რკინიგზის სადგურთან, საიდანაც გზა გაისკენ უხვევს, კორნეი თანასოფლელს, ბრუციან კუზმას გადაეყარა. კუზმა მატარებლის ყოველ რეისს ხვდებოდა ხოლმე აქ თავისი საცოდავი მარხილით. თითო-ოროლა მგზავრს იშოვიდა და სოფელში ჩაიყვანდა. კუზმა ღარიბი იყო. ამიტომაც არ უყვარდა მდიდრები, მეტადრე კორნეი, ვისაც კორნიუშკად იცნობდა.ჯუბაჩაში და ტყაპუჭში გამოწყობილი კორნეი, ხელში პატარა ჩემოდნით, სადგურის პარმაღზე გამოვიდა, შეჩერდა, წელში გაიმართა, ამოისუნთქა და მიიხედ-მოიხედა. წყნარი, მოღრუბლული დილა იდგა. ოდნავ ყინავდა.– რაო, კუზმა ძია, მუშტარი ვერ გიშოვნია? – დაიძახა მან. – ხომ არ წამიყვანდი?– რატომაც არა? მომე რუბლი და ჰაიდა.– შვიდი გრივენიც გეყოფა.– ამხელა მუცელი დაგიყენებია.…გაგრძელება

ტეგები: Qwelly, ნოველები, ტოლსტოი

ინდური ყავახანა

ავტორი Kakha, ივნ. 29. 0 გამოხმაურება

ლევ ტოლსტოი - ინდური ყავახანა (ბერნარდენ დე სენ-პიერის მიხედვით)1   იყო ინდოეთის ქალაქ სურატში ცნობილი ყავახანა. მასში ერთმანეთს გადაეყრებოდნენ ხოლმე მოგზაურები მსოფლიოს ნაირ-ნაირი კუთხიდან და საუბრობდნენ, გადაწვდებოდნენ ცისას და ბარისას. ერთხელაც ყავახანაში სპარსელი ღვთისმეტყველი შემოვიდა. ის მთელი თავისი ცხოვრება ღვთის ბუნებას სწავლობდა. კითხულობდა წიგნებს ამ თემაზე და თვითონაც წერდა. ბევრი იფიქრა, იკითხა და წერა მან ღმერთზე. როგორც იტყვიან, ტვინი იჭყლიტა. ბოლოს ყველაფერი აერია თავში და იქამდე მივიდა, რომ ღვთის რწმენა დაკარგა. გაიგო ეს ამბავი მეფემ და გააძევა იგი სპარსეთის სამეფოდან. დიახ, პირველ მიზეზზე განუწყვეტელმა ფიქრმა დააბნია საბრალო ღვთისმეტყველი. იმის მაგივრად, რომ ეფიქრა, ჩემში აღარაა გონებაო, იფიქრა, სამყაროში არააო უმაღლესი გონება, არსთა გამრიგე. ღვთისმეტყველს ჰყავდა აფრიკელი მონა, ვინც თან დაჰყვებოდა ხოლმე. როცა ღვთისმეტყველი ყავახანაში შემოვიდა, აფრიკელი ეზოში დარჩა, კარებს იქით. ქვაზე ჩამოჯდა და მზეს მიეფიცხა. იჯდა და ბუზებს იგერიებდა. თვითონ ღვთისმეტყველი კი ყავახანაში დივანზე წამოწვა და ერთი ფინჯანი ბანგი შეუკვეთა. როცა ფინჯანი გამოსცალა და ბანგმა ტვინი აუმოძრავა, თავის მონას მიმართა. – აბა, უბედურო მონავ, მითხარი ერთი, როგორ გგონია, არსებობს თუ არა ღმერთი? – რა თქმა უნდა, არსებობს! – მიუგო მონამ და მაშინვე ქამრიდან ამოაძრო ხისგან გამოთლილი პატარა ხატი. – აი, – დასძინა მან, – აი ის ღმერთი, მე რომ მიფარავს მთელი ცხოვრება. ის გამოთლილია იმ უწმინდესი ხისგან, რომელსაც ყველა ეთაყვანება ჩემს ქვეყანაში. ღვთისმეტყველისა და მონის ამ საუბარს ყური მოჰკრეს ყავახანაში მყოფმა ადამიანებმა და გაკვირვებულნი დარჩნენ. მათ გაუკვირდათ ბატონის შეკითხვა და კიდევ უფრო მეტად – მონის პასუხი. ერთი ბრამინი, ვინც გაიგონა მონის სიტყვები, მიუბრუნდა მას და უთხრა: – საცოდავო უგუნურო, განა შეიძლება ღმერთი ადამიანის ქამარში იყოს გარჭობილი?! ღმერთი ხომ ერთია – ბრაჰმა! იგი აღემატება მთელ სამყაროს, რადგან მთელი სამყარო მისი შექმნილია. ბრაჰმა ერთიანი დიადი ღმერთია. მისთვისაა აგებული ტაძრები მდინარე განგის ნაპირებზე. მას ემსახურებიან მისი ერთადერთი ნამდვილი ქურუმები – ბრამინები. მხოლოდ…გაგრძელება

ტეგები: Qwelly, ნოველები, ტოლსტოი

ერთგული მეგობარი

ავტორი Kakha, ივნ. 24. 0 გამოხმაურება

ოსკარ უაილდი - ერთგული მეგობარი  1ერთ დილას ბებერმა წყლის ვირთაგვამ თავი გამოჰყო სოროდან.თვალები მძივებივით უბრწყინავდა.ნაცრისფერი ულვაშები გაბურძგნოდა; ხოლო შავი კუდი რეზინის ზონარს მიუგავდა.გუბურაში პატარა ჭუკები დაცურავდნენ; ყვითლები, ვითარცა კანარის ჩიტები. თეთრად მოქათქათე, წითელფეხება დედა ჭყუმპალაობას ასწავლიდა მათ.– თუ თავდაყირა დგომა არ ისწავლეთ, არასოდეს მიგიღებენ კარგ საზოგადოებაში. – ეუბნებოდა იგი და ჟამით ჟამამდე თავად უჩვენებდა, თუ როგორ კეთდება ეს.მაგრამ ჭუკები ყურს არ უგდებდნენ. ისინი ჯერ პაწაწკინტელები იყვნენ და არ ესმოდათ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საზოგადოებაში მიღება.– როგორი ურჩი ბავშვებია! – გაბრაზდა წყლის ვირთაგვა. – მაგათზე ახია დახრჩობა.– სრულებითაც არა, – მოუჭრა იხვმა, –ყოველი დასაწყისი ძნელია და მშობლებს მოთმინება ჰმართებთ.– აჰ, მე ხომ არ მესმის დედის გრძნობები. – თქვა წყლის ვირთაგვამ. – მე არ მოვკიდებივარ ოჯახს და, ისე გამოდის, აღარც ვაპირებ გათხოვებას. სიყვარული, რა თქმა უნდა, თავისებურად კარგია; მაგრამ მეგობრობა გაცილებით მაღლა დგას, ხომ მართალია? არაფერია ერთგულ მეგობრობაზე მშვენიერი და ამაღლებული!– როგორ ფიქრობთ, რა მოეთხოვება ერთგულ მეგობარს? – დაინტერესდა მწვანე ჩიტი, მეკანაფია. იგი მეზობელ ტირიფზე იჯდა და მთელ ამ საუბარს ყურს უგდებდა.– დიახ, დიახ, რა მოეთხოვება ნეტავ? ისე მწადია ამის გაგება! – თქვა იხვმა. თავად კი გასცურა გუბურის იქითა ნაპირზე, ჩაყვინთა და თავზე დადგა, რათა კარგი მაგალითი მიეცა თავისი ჭუკებისთვის.– რა სულელური კითხვაა?! – ვეღარ მოითმინა წყლის ვირთაგვამ. – რა თქმა უნდა, ერთგული მეგობარი ჩემი ერთგული უნდა იყოს.– თქვენ კი რაღას შესთავაზებდით სანაცვლოდ? – ჰკითხა ჩიტმა, შეხტა ვერცხლისფერ ტოტზე, შეიფრთხიალა და დააფათქუნა პაწია ფრთები.– ვერ გავიგე. – უპასუხა წყლის ვირთაგვამ.– ნება მიბოძეთ მოგიყვეთ ამის თაობაზე ერთი ამბავი. – თქვა მეკანაფიამ.– ჩემზეა? – გაუხარდა წყლის ვირთაგვას. – თუ ჩემზეა, სიამოვნებით მოგისმენთ. ვგიჟდები ნატიფ ხელოვნებაზე!– კი, ეს ამბავი თქვენც გეხებათ. – მიუგო მეკანაფიამ, ჩამოფრინდა ტოტიდან, დასკუპდა ნაპირზე და შეუდგა ამბის მოყოლას ერთგული მეგობრის შესახებ.  2«ოდესღაც ამ მხარეში უცხოვრია გადასარევ…გაგრძელება

ტეგები: უაილდი, ნოველები, Qwelly

ნიანგი

ავტორი Kakha, ივნ. 5. 0 გამოხმაურება

თეოდორ დოსტოევსკი - ნიანგი(უჩვეულო შემთხვევა ანუ პასაჟი პასაჟში) Iამა წლის, ესე იგი, 1865-ის, ცამეტ იანვარს, ნაშუადღევს, პირველის ნახევარზე, ელენა ივანოვნამ, ჩემი განათლებული მეგობრის, თან კოლეგისა და შორეული ნათესავის, ივან მატვეიჩის მეუღლემ, მოისურვა ნიანგის ნახვა. ნიანგს გარკვეული თანხის საფასურად აჩვენებდნენ პასაჟში.ივან მატვეიჩს ჯიბეში ედო საზღვარგარეთ გასამგზავრებელი ბილეთი. ხოლო მიემგზავრებოდა ის არა იმდენად სამკურნალოდ, რამდენადაც ცნობისმოყვარეობისთვის. შვებულება უკვე აღებული ჰქონდა და ამ დილას სრულიად თავისუფალი იყო. ამიტომ არა თუ წინ აღუდგა თავისი მეუღლის დაუძლეველ სურვილს, არამედ, პირიქით, თვითონაც ცნობისმოყვარეობა ჰკლავდა.«მშვენიერი აზრია, – თქვა სრულიად კმაყოფილმა, – დავათვალიეროთ ნიანგი! ევროპაში გამგზავრების წინ ურიგო როდია აქვე გავეცნოთ იქაურებს.»ეს თქვა, ხელი ხელში გაუყარა ძვირფას მეუღლეს და გაეშურნენ პასაჟისკენ. მე კი, როგორც მჩვევია ხოლმე, მათ გვერდით აღმოვჩნდი, ვითარცა ოჯახის მეგობარი.არასოდეს აქამდე არ მინახავს ივან მატვეიჩი ასეთ მშვენიერ გუნებაზე, როგორც იმ დაუვიწყარ დილას. მართლაც, რომ წინასწარ არაფერი სცოდნია ადამიანს თავისი ბედის თაობაზე!პასაჟში შევედით თუ არა, ის მაშინვე აღტაცებაში მოვიდა. ჯერ იყო და შენობის სიდიადემ განაცვიფრა. მერე კი მაღაზიაში, სადაც იმართებოდა დედაქალაქში კიდევ ერთხელ ჩამოყვანილი ნიანგის ჩვენება, მან მოისურვა ჩემი ბილეთის საფასური თვითონ გადაეხადა. ასეთი რამ ადრე არასოდეს მოსვლია.როცა არც თუ ისე დიდ ოთახში შევაბიჯეთ, შევნიშნეთ: იქ, ნიანგის გარდა, კაკადუს უცხოური ჯიშის თუთიყუშებიც ჰყოლიათ. მეტიც, ღრმად შეწეულ საგანგებო კარადაში მაიმუნები ანცობდნენ. ხოლო შესასვლელშივე, მარცხენა კედელთან, იდგა თუნუქის დიდი ყუთი, აბაზანისმაგვარი რამ, რკინის ბადით დახურული. ყუთში ერთი გოჯის სიმაღლეზე წყალი იდგა.აი ამ პატარა გუბურაში ჰყავდათ უშველებელი ნიანგი. ეგდო იგი კუნძივით, სრულიად უძრავად. ეტყობა, ყველა თავისი უნარი დაჰკარგოდა ჩვენი ნესტიანი, უცხოელთა მიმართ არასტუმართმოყვარე ჰავის გამო. ამიტომ ამ ურჩხულს თავიდან არც ერთი ჩვენგანი აღტაცებაში არ მოუყვანია.– მაშ სულ ესაა ნიანგი! – აღმოხდა ელენა ივანოვნას სინანულითა და ერთგვარი…გაგრძელება

ტეგები: Qwelly, ნოველები, დოსტოევსკი

მონანიე ცოდვილი

ავტორი ლაშა, მაისი 25. 0 გამოხმაურება

„ეტყოდა იესუს: მომიჴსენე მე, უფალო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა. ხოლო იესუ ჰრქუა მას: ამინ გეტყჳ შენ: დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა“ (ლუკა 23, 42-43).      ცხოვრობდა ქვეყნად კაცი 70 წელიწადს და მთელი ცხოვრება ცოდვებში განვლო. დაავადდა ეს კაცი და არ ინანიებდა. როცა სიკვდილი მიუახლოვდა, ბოლო ჟამს ატირდა და თქვა: „ღმერთო! როგორც ავაზაკს ჯვარზე გაკრულს, მეც მომიტევე!“ ძლივს მოასწრო ამის თქმა, რომ სული ამოხდა. და ცოდვილის სულს ღმერთი შეუყვარდა და მისი მოწყალებისა დაიჯერა და სამოთხის კარს მიადგა.      მიაკაკუნა ცოდვილმა კარზე და ზეციურ სასუფეველში შესვლა ითხოვა.      კარიდან ხმა შემოესმა:  – ვინ აკაკუნებს სამოთხის კარზე? და რა საქმეები ჩაუდენია ამ ადამიანს თავის ცხოვრებაში?      მას ბრალმდებლის ხმა გაეპასუხა, რომელმაც ამ კაცის ყველა ცოდვილი საქმე ჩამოთვალა და არც ერთი კეთილი საქმე არ დაუსახელებია.      კარიდან ხმამ მიუგო:  – ცოდვილებს არ შეუძლიათ ცათა სასუფეველში შესვლა. წადი აქედან.      მაშინ თქვა კაცმა:  – ღმერთო! შენი ხმა კი მესმის, მაგრამ სახეს ვერ ვხედავ და შენი სახელიც არ ვიცი.      ხმამ უპასუხა:  – მე პეტრე მოციქული ვარ.      მაშინ თქვა ცოდვილმა:  – შემიბრალე, მოციქულო პეტრე, გაიხსენე ადამიანის სისუსტე და ღვთის წყალობა. განა შენ არ იყავი ქრისტეს მოციქული, განა შენ არ მოგისმენია თვით მისი პირიდან მისი სწავლებები და      მისი ცხოვრების მაგალითი გინახავს საკუთარი თვალით? აბა, გაიხსენე, როცა ის წუხდა და სულით გლოვობდა და სამჯერ გთხოვა, არ ჩაგძინებოდა, არამედ გელოცა, შენ კი გეძინა, იმიტომ, რომ თვალები დაგმძიმებოდა და სამჯერვე მძინარეს მოგისწრო. ასევე ვარ მეც.  – კიდევ გაიხსენე, როგორ შეჰპირდი მას, რომ სიკვდილამდე არ განუდგებოდი და სამჯერ როგორ უარყავი, როცა ის კაიაფასთან მიიყვანეს. ასევე ვარ მე.  – და კიდევ გაიხსენე, როგორ აყივლდა მამალი და შენ იქიდან გამოვარდი და მწარედ ატირდი. ასევე ვარ მეც. შეუძლებელია, რომ არ შემიშვა.      სამოთხის კარს მიღმა ხმა მიჩუმდა.      მცირე ხანს დგომის შემდეგ ისევ მიაკაკუნა ცოდვილმა და სასუფეველში შესვლა ითხოვა.      კარს უკან სხვა ხმა გაისმა და თქვა:  – ვინ არის ეს კაცი? და როგორ ცხოვრობდა ის ქვეყანაზე?      მას უპასუხა ბრალმდებლის ხმამ,…გაგრძელება

ტეგები: მოთხრობა, ტოლსტოი, ნოველა, ლიტერატურა, Qwelly

ალუბლის ბაღი

ავტორი Kakha. ბოლოს გამოეხმაურა: George, მაისი 24. 5 გამოხმაურება

ანტონ ჩეხოვი - ალუბლის ბაღიკომედია ოთხ მოქმედებადმოქმედი პირები:რანევსკაია ლუბოვ ანდრეევნა – მემამულე ქალი.ანა – მისი ქალიშვილი, 17 წლისა.ვარია – მისი ნაშვილები, 24 წლისა.გაევი ლეონიდ ანდრეევიჩი – რანევსკაიას ძმა.ლოპახინი ერმოლაი ალექსეევიჩი – ვაჭარი.ტროფიმოვი პიოტრ სერგეევიჩი – სტუდენტი.სიმეონოვ-პიშჩიკი – მემამულე.შარლოტა ივანოვნა – გუვერნანტი ქალი.ეპიხოდოვი – კანტორის მოსამსახურე.დუნიაშა – მოახლე.ფირსი – ლაქია, 87 წლისა.იაშა – ახალგაზრდა ლაქია.უცნობი კაცი.სადგურის უფროსი.ფოსტის მოხელე.სტუმრები, მსახურები.მოქმედება ლუბოვ ანდრეევნა რანევსკაიას მამულში ხდება. მოქმედება პირველიდიდფანჯრებიანი ოთახი, რომელსაც დღემდე ბავშვების ოთახს ეძახიან. ერთ კარს ანას ოთახში გავყავართ. გათენდა, საცაა მზე ამოვა. მაისია. ბაღში ალუბალი ყვავის, თუმცა ჯერ კიდევ სიცივეა. ოთახის ფანჯრები ჩაკეტილია.შემოდიან დუნიაშა და ლოპახინი. დუნიაშას ხელში ანთებული სანთელი უჭირავს, ლოპახინს – წიგნი.ლოპახინი. ძლივს არ ეღირსა მატარებელს ჩამოსვლა! რომელი საათია?დუნიაშა. მალე ორი გახდება. (სანთელს ჩააქრობს.) თენდება უკვე.ლოპახინი. მატარებელს, სულ ცოტა, ორი საათით დააგვიანდა. (ამთქნარებს და იზმორება.) მეც სულელი ვარ: განგებ ადრე ჩამოვედი, თქვენებს რომ დავხვედროდი და ჩამძინებია; თანაც სად, სავარძელში. საწყენია, ღმერთმანი... ვერ გამაღვიძე?დუნიაშა. მე კი ვიფიქრე, წავიდა-მეთქი (მიაყურადებს.) მგონი, მოდიან.ლოპახინი. (ისიც უსმენს.) ჯერ სად არის, ბარგი უნდა მიიღონ, ათასი რამეა.პაუზა.შენმა ქალბატონმა საზღვარგარეთ ხუთი წელი გაატარა. ნეტავ როგორია ახლა? კარგი ქალი კი იყო – უბრალო, გულისხმიერი... მახსოვს, ბავშვობაში – თხუთმეტი წლის ვიქნებოდი მაშინ – განსვენებულმა მამაჩემმა, მას ამ სოფელში სავაჭრო ჰქონდა, – გამარტყა და ცხვირიდან სისხლი დამადინა... მაშინ რაღაც საქმეზე მოვედით აქ და მამა ნასვამი იყო... ჰოდა, ლუბოვ ანდრეევნამ, – ისე კარგად მახსოვს, სულ ახალგაზრდა იყო, გამხდარი, ტანწერწეტა, – პირსაბანთან მიმიყვანა, – აქ იმ დროს ბავშვების ოთახი იყო, – და „ნუ ტირი, გლეხის ბიჭოო, – მითხრა, – ქორწინებამდე გაგივლისო!“პაუზა.„გლეხის ბიჭოო“... მამაჩემი მართლაც გლეხი იყო, მუჟიკი. მე კი ახლა თეთრი ჟილეტი მაცვია და ყვითელი ბათინკებით…გაგრძელება

ტეგები: Qwelly, ნოველები, ჩეხოვი

კარმა

ავტორი Kakha, მაისი 24. 0 გამოხმაურება

ლევ ტოლსტოი - კარმა„რათა ყველანი ერთნი იყვნენ, როგორც შენ, მამაო, ჩემში და მე შენში; რათა ისინიც ერთნი იყვნენ ჩვენში“.იოანე: XVII, 21.პანდუ, მდიდარი ოქრომჭედელი ბრაჰმანთა კასტიდან, თავის მსახურთან ერთად ბენარესში მიემართებოდა. გზაში დარბაისლური გარეგნობის ბერს წამოეწია, რომელიც იმავე მიმართულებით მიდიოდა და თავისთვის გაიფიქრა: „ამ ბერს კეთილშობილური და წმინდა სახე აქვს. კეთილ ხალხთან ურთიერთობას ბედნიერება მოაქვს; თუ ისიც ბენარესში მიდის, შევთავაზებ ჩემთან ერთად წამოვიდეს ჩემი ეტლით“. იგი ბერს მოწიწებით მიესალმა და ჰკითხა, საით მიემართებოდა, და როცა გაიგო, რომ ბერი, რომელსაც ნარადა ერქვა, ასევე ბენარესში მიდიოდა, თავის ეტლში მიიწვია.– მადლობას მოგახსენებთ თქვენი სიკეთისთვის, – უპასუხა ბერმა ოქრომჭედელს, – მე მართლაც გამტანჯა ხანგრძლივმა მოგზაურობამ. რადგან საკუთრება არ გამაჩნია, არ შემიძლია ფულით დაგაჯილდოოთ, მაგრამ შესაძლოა, სამაგიერო რაიმე სულიერი განძით მოგაგოთ იმ მოძღვრებიდან, რაც საკია მუნმა, ნეტარმა დიდმა ბუდამ, კაცობრიობის მასწავლებელმა დაგვიტოვა.მათ ერთად განაგრძეს გზა ეტლით და პანდუ სიამოვნებით ისმენდა ნარადას ჭკუის სასწავლებელ სიტყვებს. ერთი საათის შემდეგ ისინი მიადგნენ იმ ადგილს, სადაც გზა ორივე მხრიდან წალეკილი იყო და მიწათმოქმედის ფორანი გატეხილი ბორბლით გზას ღობავდა.დევალა, ფორნის მფლობელი, ბენარესში მიდიოდა თავისი ბრინჯის გასაყიდად და ჩქარობდა, მეორე დილამდე ჩაესწრო. რომ დაეგვიანა, შესაძლოა, ბრინჯის შემსყიდველებისთვის ვეღარც მიესწრო, რომლებიც მათთვის საჭირო რაოდენობის ბრინჯის შეძენის შემდეგ ქალაქიდან გადიოდნენ.როდესაც ოქრომჭედელმა დაინახა, რომ გზას ვეღარ გააგრძელებდა, თუ მიწათმოქმედის ფორანს არ გადაათრევდნენ, გაბრაზდა და უბრძანა მაგადუტას, თავის მსახურს, გვერდზე გადაეტანა ფორანი, ისე, რომ ეტლს გასვლა შესძლებოდა. მიწათმოქმედი ეწინააღმდეგებოდა, რადგან მისი დატვირთული ფორანი ხრამთან ახლოს იდგა და შეიძლებოდა მთელი ბრინჯი დაფანტულიყო, ვინმე უხეშად რომ შეხებოდა, მაგრამ ოქრომჭედელს მისი მოსმენაც არ სურდა და თავის მსახურს გზის გათავისუფლება უბრძანა. მაგადუტა, საოცრად ძლიერი ადამიანი, რომელსაც ხალხის აბუჩად აგდება სიამოვნებდა, თავის ბატონს დაემორჩილა და მთელი…გაგრძელება

ტეგები: ნოველები, Qwelly, ლიტერატურა, ტოლსტოი

სუსტი გული

ავტორი Kakha, მაისი 22. 0 გამოხმაურება

თეოდორ დოსტოევსკი - სუსტი გული      მეოთხე სართულზე, ერთ ბინაში, ერთ ჭერქვეშ, ორი ახალგაზრდა თანამშრომელი ცხოვრობდა: არკადი ივანოვიჩ ნეფედევიჩი და ვასია შუმკოვი... ავტორი, ცხადია, გრძნობს იმის ახსნის აუცილებლობას, თუ რატომ გაცნობთ ერთ გმირს სრული, მეორეს კი კნინობითი სახელით, მაგალითად, თუნდაც იმიტომ, რომ გამოხატვის ეს ფორმა აუგად სახსენებლად ან, ნაწილობრივ, ფამილარობად არ მიიჩნიოთ. ოღონდ, ამისთვის საჭირო იქნებოდა მოქმედ პირთა ჩინის, წლოვანების, წოდების, თანამდებობისა და, ბოლოს, რა თქმა უნდა, ხასიათის აღწერაც კი. მაგრამ, ვინაიდან ასე ბევრი მწერალი იწყებს, წინამდებარე მოთხრობის ავტორი, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ დაემსგავსოს (ან როგორც შესაძლოა, ზოგიერთმა თქვას, უსაზღვრო თავმოყვარეობის გამო), გადაწყვეტს, შესავლად ეს იკმაროს და პირდაპირ მოქმედება შემოგთავაზოთ.      ახალი წლის წინადღეს, საღამოს ექვსი საათისთვის, შუმკოვი შინ დაბრუნდა. საწოლზე წამოწოლილმა არკადი ივანოვიჩმა გაიღვიძა და ჩუმად გახედა თავის მეგობარს. ძალიან განცვიფრდა, როდესაც დაინახა, რომ მას საუცხოო პარტიკულარული კოსტიუმი და ქათქათა პერანგი ეცვა. «ნეტავ სად იყო ასე გამოწყობილი? შინაც არ უსადილია!» ამასობაში შუმკოვმა      სანთელი აანთო და არკადი ივანოვიჩი მყისვე მიხვდა, რომ იგი მის, ვითომდა, უნებლიეთ გაღვიძებას აპირებდა. მართლაც, ვასიამ ორჯერ ჩაახველა, ორჯერ გაიარ-გამოიარა ოთახში და ბოლოს, სრულიად შემთხვევით, ხელი გაუშვა და ძირს დააგდო ჩიბუხი, რომლის დატენასაც კუთხეში, ღუმლის გვერდით შეუდგა. არკადი ივანოვიჩს გუნებაში გაეცინა.      – ვასია, გეყოფა ეშმაკობა! – თქვა მან.      – არკაშა, არ გძინავს?      – ღმერთმანი, დაზუსტებით ვერ გეტყვი; მგონი, არ მძინავს.      – ოჰ, არკაშა! გამარჯობა, ჩემო კარგო! ძმობილო! ძამიკო! შენ ხომ არ იცი, რის თქმას ვაპირებ!      – ნამდვილად არ ვიცი; ახლოს მოდი და ისე მიამბე.      ვასია, თითქოს ამას ელოდაო, მაშინვე მორჩილად მიეახლა მას, რას წარმოიდგენდა, რომ მხიარულების მოყვარულ არკადი ივანოვიჩს მზაკვრობა ჩაეფიქრებინა. მან მარჯვედ გაუკავა ხელები, გადაუტრიალა, იღლიის ქვეშ მოიქცია და, როგორც იტყვიან ხოლმე, «გაგუდვა» დაუწყო მსხვერპლს. სახეზე ეტყობოდა, რომ ეს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა.   …გაგრძელება

ტეგები: მოთხრობა, ლიტერატურა, დოსტოევსკი, Qwelly

დღიურებიდან

ავტორი Kakha, მაისი 17. 0 გამოხმაურება

სიორენ კირკეგორი - დღიურებიდან1   უნდა შევარხიოთ სული კორდელიასი და შიგ ყოველივე თავდაყირა დავაყენოთ. ოღონდ თანდათან, ნაწყვეტ-ნაწყვეტ კი არა, უცებ, მყისიერად.ის უნდა მიწვდეს უსასრულოს და მიხვდეს: არაფერი ისე ახლობელი არაა ადამიანისთვის, როგორც უსასრულო.მაგრამ ის მიწვდება მას არა ჭკუით, არა აზრის დაძაბული მუშაკობით. ეს მას გადააცდენდა გზიდან. ყმაწვილი ქალი მიწვდება მას უშუალოდ, წარმოსახვით.   წარმოსახვა, რაიც კაცურ ბუნების ნაწილად თქმულა, სული და გულია ქალის. ჩემსა და კორდელიას შუა კი ის ხიდად გადებულა.არა, ტვინის ქანცგამცლელი მუშაკობით არ უნდა შეეჭიდოსმეთქი კორდელია უსასრულოს ცნებას. არა დაძაბულ შრომისთვის შობილა ქალი ქვეყანაზე. ეს არაა მისი საქმე. ის მიაფრინდება ამ ცნებას მსუბუქად და თავისუფლად, ოდენ წარმოსახვით და გულით.   გოგონასთვის «უსასრულო» ისეთივე უბრალო და ბუნებრივი სიტყვაა, ვითარც «სიყვარული»   და «ბედნიერება». ყმაწვილი ქალი ყველგან უსასრულოს მზერს და უმსუბუქეს ნახტომით მიეფინება მას. ქალურ და არა კაცურ ნახტომით! მამაკაცური ნახტომი აქ ვერას გვარგებდა.ერთი შეხედეთ, როგორ მოუქნელად ემზადება მამაკაცი ნახტომისთვის. ჯერ თვალით გაზომავს მანძილს, მიზანში ამოიღებს, აწონ-დაწონის, მოემზადება, ბოლოს და ბოლოს გაექანება და ... უცებ გადაიფიქრებს შეშინებული!ისევ უკან. ხელახლა გაემზადება. ისევ გაქანდება, ისკუპებს და ... ჩაფლავდება!   გოგონა ასე როდი ხტება.წარმოიდგინეთ ორი ზეაწვართული კლდე, რომელთა შორის უფსკრულს დაუბჩენია პირი. ასეთი სურათი ხშირია მთებში. ძირს ჩაიხედავ და თავბრუ დაგესხმის. ვერცერთი კაცი ვერ გაბედავს ზედ გადახტომას. ახალგაზრდა ქალწულს კი, თქმულების თანახმად, გაუბედია. იმ დღიდან ამ ადგილს «ქალწულის ნახტომი» დარქმევია.დიდი სიამოვნებით ვიჯერებ ალალ-მართალ მთიელთა ამ თქმულებას. ასევე ყველაფერი მჯერა, რასაც ამბობენ-ხოლმე ახალგაზრდა ქალწულთა უპირატესობის შესახებ; თვით ყველაზე დაუჯერებელი და სასწაულიც კი. მიკვირს და მაინც მჯერა.   ეტყობა, ერთადერთი საოცრება ქვეყანაზე ყმაწვილი ქალია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მან პირველმა განმაცვიფრა ჩემს ცხოვრებაში. ალბათ, უკანასკნელადაც იგი განმაცვიფრებს. მაშ ასე: რა არი გოგონასთვის უსასრულობაში ნახტომი? – ერთი მსუბუქი,…გაგრძელება

ტეგები: Qwelly, კირკეგორი

კომენტარების დაფა

Rati Inashvili: მაისი 4, 2012||1:44pm

ანუ, ყველა შემოქმედს თავისი თემა ჰქონდეს?

ლაშა: მაისი 4, 2012||2:05pm

:) :) :) :) ჩილინდრიშვილის ლექსები და გალაქტიონი??? :) :) :)

კარგით მე და ლექსები? :) 

ჰო, რატი დავყოთ თემებად. ლექსები, ფილმები და ა.შ. ახლა გავაკეთებ მე ფილმების ჯგუფს და იქ განვატავსოთ ჩვენი საყვარელი ფილმების ან ტრილერები ან თუ შეგვიძლია სრული ვერსიები, მცირე ინფორმაციებით... :) მე პირველი ვიქნები... :P :P :P

ლაშა: მაისი 11, 2012||3:21pm

კახა რატომ შეუცვალე ჯგუფს სახელი? შენი აზრით რაც ახლა აქაა განთავსებული რომელიმე მსოფლიო დონის ლიტერატურილი შედევრია? :D :D :D :D 

Kakha: მაისი 11, 2012||5:03pm

ხელოვნების ჯგუფი ვერ შეითვისებდა ლიტერატურას

ამიტომ სხვა ჯგუფის შექმნა გადავწყვიტე რაც შეეხება მსოფლიო შედევრებს ამას დრო გამოაჩენს :))))))

ლაშა: მაისი 11, 2012||5:15pm

მე შენ გეტყვი ისეთი აქტივობა შეიმჩნეოდა აქ გინდა ხელოვნების გინდ ლიტერატურის რომ აუცილებლად უნდა გაგეცალკევებინა... :(

აუ რა განხილვა წაგვიშალე კახუჩელა რა... :(

markozashvili: მაისი 23, 2012||7:15pm

me ar var cinaagmdegi chilindrishvilis da galaktionis leqsebi gverdi gverd iyos :):)  romelsac minda imas wavikitxav ra problemaa :D :D

markozashvili: მაისი 23, 2012||7:16pm

ise cisia bevrjer minaxavs rom xatav saintereso  iqneba sheni shemoqmedebis xilva didi siamovnebit davatvalierebdi :): )

nini: მაისი 3, 2013||2:56pm

kaxa drom ukve gamoachina msoflioshedevrebi literaturis dargshi  chven unda chavwvet axla amas

ლაშა: მარტი 30, 2015||3:21pm

მერიმეს კვირეული გვქონია! :) 

Kakha: მარტი 30, 2015||6:31pm

ლიტერატურაში საინტერესო კვირა გველის ))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ ლიტერატურა_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

 

წევრები (520)

 
 
 

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სტრასბურგის სამართლიანობა რუსთავი ორის საქმეზე - ევროპა პროევროპელებსაც არ ინდობს!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2019.
საათი: 11:39pm 0 კომენტარი

      თამამად შეიძლება დღევანდელ დღეს რუსთავი ორის სტრასბურგული განაჩენის დღე ვუწოდოთ, რადგან სიახლეების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ თემას მიეძღვნა. სხვა ნიუსებში კი განათლების საკითხები ისმოდა, ცოტ-ცოტა…

გაგრძელება

სააქციო-საგამოძიებო ნიუსები, ბიძინა და მისი ოცნება, არჩევნები და მოსამართლეების რვიანი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 17, 2019.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ვიდრე ზაფხულის სიცხე დაბრუნდებოდეს, მთავარ ამბებში ისევ ივნისია და ივნისის გამოძიებები, ასევე ქართული ოცნების ბათუმური შეკრება და სამართლის მაძიებელი მარადიული მოსამართლეების არჩევა - მრავალია…

გაგრძელება

თემიდას კლანი, გოგებაშვილის განათლება, გადამეტებული პოლიციელობანა და კალაძის ქალაქი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 16, 2019.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ტემპერატუა 20 ივნისის საქმეზე ჯერ კიდევ ინარჩუნებს ჩერნობილის გრადუსს - დაკავებების ორმხრივი სერია მიმდინარეობს პარალელური აქციებით. ასევე თბილისს აქვს ახალი ანონსები, ხოლო აზერბაიჯანს ახალი…

გაგრძელება

ზაფხულის განზოგება - ვლაქერნობა, დაკავებული პოლიციელები, გარეჯის პრობლემა და დედა ენა სკოლებში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 15, 2019.
საათი: 11:30pm 1 კომენტარი

      შუა ზაფხულის შუა დღე - ზუგდიდში ვლაქერნობა აღინიშნა, ხოლო ამინდს რაც შეეხება საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელიო. ბარემ მომავალზე ვსაუბრობთ და ისიც ვთქვათ,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters