ვირჯინია ვულფი - წინაპრები

ის-ის იყო გამოხმაურებას აპირებდა ჯეკ რენშოუს საკმაოდ სულელურ შენიშვნაზე (კრიკეტის ყურება არ მიყვარსო, რომ თქვა), მისს ველანსმა დანანებით იგრძნო, რომ არ შეეძლო მისთვის იმის ახსნა, რაც სულ უფრო და უფრო აშკარა ხდებოდა ამ წვეულებაზე: მამამისი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ადამიანები გაიგებდნენ რა სულელური და ულამაზოა, უფრო სწორად ულამაზო კი არა, უაზრო და აბდაუბდაა, როგორი წვრილმანია ეს ყველაფერი მართლა ღირსეულ, უშუალო ადამიანებთან შედარებით, მის მამასთან, მის საყვარელ დედიკოსთან შედარებით, რამდენად განსხვავებული იყო მამამისის შინაგანი წყობა და ცხოვრება, და დედაც, და თვითონ ისიც. რამდენად განსხვავებული, სრულიად განსხვავებული აღზრდა ჰქონდა მას მიღებული.

- აი, ჩვენ აქ ვართ, - თქვა მან მოულოდნელად, - ვიწრო შენობაში ვსხედვართ, თითქოს ჰაერღუმელში ვიყოთ, შოტლანდიაში კი, სადაც მე დავიბადე, ჩვენ... ის ვალდებული იყო განემარტა ამ გონებაშეზღუდული ახალგაზრდებისათვის, საერთოდ კარგი, მაგრამ ზერელე ადამიანებისთვის, თუ რას გრძნობდა მისი მამა, დედა და თვითონ ისიც - გულისგულში ხომ ისიც იმათნაირი იყო. უცებ გონება გაუნათდა და მიხვდა - მისი მოვალეობა სამყაროს წინაშე ის იყო, ადამიანებისთვის აეხსნა მისი მამა, დედა და თვითონ ისიც რომ სრულიად განსხვავებულები იყვნენ.

მისტერ რენშოუმ თქვა, რომ ერთხელ, როგორღაც ედინგბურგში მოუწია ღამის გათევა.

მერე ჰკითხა, შოტლანდიელი ხომ არ ხართო.

ესე იგი, მან არ იცის ვინ არის მამამისი, არ იცის, რომ ის ჯონ ელის რეტრეის ქალიშვილია და რომ, დედამისი - კეტრინ მაკდონალდია. ერთი ღამე ედინგბურგში! მან კი იქ მთელი ის ჯადოსნური წლები გაატარა. იქ და ელიოტშოუში, ნორტუმბერლენდის საზღვართან. იქ დარბოდა ლაღად მოცხარის ბუჩქებს შორის, იქ მიდიოდნენ მამამისის მეგობრები, და იქ, ჯერ კიდევ პატარა გოგონა, უსმენდა საოცარ საუბრებს, რომლის მსგავსი მერე აღარაფერი მოუსმენია. თითქოს ახლაც ცხადად ხედავდა: მამას, სერ დუნკან კლემენტსს, მისტერ როჯერსს (მოხუცი მისტერ როჯერსი მისთვის ნამდვილი ძველბერძნული გმირის განსახიერება იყო) კედრის ქვეშ მსხდართ, ნავახშმევს, ვარსკვლავების შუქზე.

როგორც ახლა იხსენებს, ისინი ყველაფერზე ლაპარაკობდნენ. სულიერად და გონებრივად მეტისმეტად მდიდარი ადამიანები იყვნენ საიმისოდ, რომ ვინმესთვის დაეცინათ. მათ ასწავლეს, ჯერ კიდევ გოგონას, მშვენიერებისადმი ქედის მოხრა. აქ კი, რა არის მშვენიერი, ლონდონის ამ ჩახუთულ სასტუმროში?

- საცოდავი ყვავილები, - წამოიძახა მან იმიტომ, რომ მართლაც რამდენიმე გათელილი ყვავილი ეგდო იატაკზე. იმიტომ, რომ მათი დაჭყლეტილი ფურცლები დამახინჯებული იყო. იმიტომ, რომ ყვავილებს თანაუგრძნობდა, შესაძლოა მეტისმეტადაც. დედამისს ყვავილები უყვარდა. მას ბავშვობიდან ასწავლიდნენ, დაამახინჯო ყვავილი, ნიშნავს ბუნების უნატიფეს ქმნილებაზე ხელის აღმართვას. ბუნება იყო მისი ვნება, მთები, ზღვა. აქ კი, ლონდონში ფანჯარაში გაიხედავ და სახლები, სახლები...საზიზღარ შეგრძნებას იწვევდა ის, რომ ადამიანები ასეთ ვიწრო, ერთმანეთზე აკოკოლავებულ ყუთებში ცხოვრობდნენ. ლონდონი თრგუნავდა, მის ქუჩებში სიარული და ბავშვების ყურება კი მთლად აუტანელი იყო. ალბათ, მეტისმეტად მგრძნობიარეა, ყველა რომ მისნაირი იყოს ცხოვრება, უბრალოდ, შეჩერდებოდა. მაგრამ როცა თავის ბავშვობას იგონებდა, დედას და მამას და მშვენიერებას და ზრუნვას და გარშემომყოფთ...

- მშვენიერი კაბაა, - თქვა ჯეკ რენშოუმ. ეს კი მთლად უადგილოდ მოეჩვენა, - ახალგაზრდა კაცი ყურადღებას აქცევდა როგორაა ჩაცმული ქალი. მამამისს მოწიწების გრძნობა ჰქონდა ქალების მიმართ, თუმცა თავში არც კი მოუვიდოდა ეთქვა როგორ იყვნენ ისინი ჩაცმული. ყველა ეს გოგონა კი - შესაძლოა ისინი სანდომიანები არიან, მაგრამ ლამაზიაო ვერც ერთზე ვერ იტყოდი - ისეთი, როგორიც დედა ახსოვს, თავისი საყვარელი დედიკო, დიდებული, გეგონებოდა ყოველთვის ერთნაირად ჩაცმული, ზამთარ-ზაფხულ, სტუმრიანობისას თუ ჩვეულებრივ, ის ყოველთვის რჩებოდა იმად, ვინც იყო, შავი კაბით და მაქმანებით. ან, როცა მოხუცდა, შავი კაბით და მოკრძალებული ჩაჩით. დაქვრივებული საათობით იჯდა თავის ყვავილებს შორის, უფრო ძვირფას აჩრდილებთან, ვიდრე ჩვენთან, წარსულში ჩანთქმული, რომელიც, ფიქრობდა მისის ველანსი, რატომღაც გაცილებით რეალურია, ვიდრე აწმყო. თუმცა, რა არის ამაში გასაკვირი?

მე ხომ წარსულში ვცხოვრობ, ფიქრობდა ის, იმ საოცარ ადამიანებს შორის. ისინი ხომ მიცნობდნენ. მხოლოდ ისინი (ბაღი წარმოუდგა და ხეები ვარსკვლავების ციალში, მოხუცი მისტერ როჯერსი და ტილოს კოსტუმში გამოწყობილი მამა. ისინი ეწეოდნენ), მხოლოდ მათ ესმოდათ ჩემი. სასტუმრო ოთახში მდგარი მისის დელოუეი უყურებდა ამ ხალხს, ამ ყვავილებს, ხმაურიან, ჭრელ, მოყაყანე ბრბოს, საკუთარ თავს, პატარა გოგონას, რომელსაც ამდენის გადატანა მოუწევდა, ბაღში მორბენალს, ცხვირსატეხელას შეგროვებით გართულს, შემდეგ კი საწოლზე ჩამომჯდარს, ფიჭვის სუნით გაჟღენთილ მანსარდაში ლექსებს და მოთხრობებს რომ კითხულობს და გრძნობდა, როგორ ენამებოდა თვალები მომდგარი ცრემლებისგან.

თორმეტიდან ცხრამეტ წლამდე შელი მთლიანად წაიკითხა, ხანდახან ხელებს უკან წაიღებდა და ლექსებს ზეპირად უკითხავდა მამას, რომელიც შეფიქრიანებული უყურებდა. სადღაც შიგნით, ღრმად, დუღდა ცრემლები და ის კვლავ და კვლავ გამოიხმობდა ამ სახეს, ტანჯვით შეფერილს მთელი თავისი მომდევნო ცხოვრება, (საშინლად იტანჯებოდა, ცხოვრებამ ბორბალივით გადაუარა, ცხოვრება ისეთი არ იყო, როგორც მაშინ წარმოედგინა. ის ამ საღამოს წვეულების მსგავსი იყო) გოგონას სახეს, იქ მდგარი შელის რომ კითხულობდა და სამყაროს ნაღვლიანი, აციმციმებული თვალებით უყურებდა. და რის ნახვა აღარ მოუწევდა მას ცხოვრებაში!

და მხოლოდ მათ, ვინც უკვე აღარ არიან, ვინც წყნარ შოტლანდიაში განისვენებენ, იცოდნენ რა იყო მასში დაუნჯებული, მხოლოდ მათ იცოდნენ, რა იყო მის სულში დაფარული. ფიქრობდა იმ ჩითისკაბიან გოგოზე და ყელში ბურთი აწვებოდა. როგორი ნაღვლიანი თვალები ჰქონდა, რა ლამაზი იყო, როცა „ოდა დასავლეთის ქარს“ კითხულობდა. როგორ ამაყობდა მამამისი და როგორი კეთილშობილი მამა ჰყავდა, და როგორი კეთილშობილი დედა და თვითონაც მათთან ყოფნისას ისეთი სუფთა, კარგი და ნიჭიერი იყო, რომ შეეძლო ვინც სურდა, ის გამხდარიყო. ისინი რომ ახლა ცოცხლები იყვნენ და მათთან ერთად დარჩენილიყო იმ ბაღში (ახლა ბაღი მას ერთადერთ ადგილად ეჩვენებოდა, სადაც მისმა ბავშვობამ ჩაიარა, იქ ყველგან ვარსკვლავები ციმციმებდნენ და ზაფხული იდგა, ისინი კი ბაღში, კედრის ძირში ისხდნენ და ეწეოდნენ და როგორღაც ისე ხდებოდა, რომ დედამისი, ქვრივის ჩაჩით, მარტო იყო და ოცნებობდა ყვავილებს შორის და ისეთი კარგები, კეთილები და მოწიწებულები იყვნენ მსახურები, მებაღე ენდრიუსი, მზარეული ჯერსი და ბებერი ძაღლი ნიუფაუნდლენდ სულთანი, და ვაზის ლერწი და გუბურა და ჭა და...). მისის ველანსი ამაყი, მძვინვარე და გესლიანი გამომეტყველებით ადარებდა თავის ცხოვრებას სხვების ცხოვრებასთან - და ის ცხოვრება მარადიულად რომ გაგრძელებულიყო, ფიქრობდა მისის ველანსი, ეს ყველაფერი - და მან ჯეკ რენშოუს და გოგონას გადახედა, რომლის კაბით ასე მოხიბლული იყო - საერთოდ არ იარსებებდა და ის სავსებით ბედნიერი, სავსებით მშვიდი იქნებოდა და იძულებული არ იქნებოდა ესმინა როგორ ლაპარაკობს ახალგაზრდა კაცი - მან თითქმის ზიზღით გაიცინა, თუმცა თვალებზე ცრემლები ჰქონდა მომდგარი - რომ მას კრიკეტის ყურება არ უყვარს.

ტეგები: Qwelly, ვულფი, ლიტერატურა, ნოველები

ნახვა: 18

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

传世手游 风头正劲

გამოაქვეყნა ghytujki_მ.
თარიღი: სექტემბერი 25, 2020.
საათი: 9:34am 0 კომენტარი

经过20年的发展传奇战士 IP如今已经成长为国内最知名的游戏IP之一,其已衍生出覆盖端游、页游、手游、云游戏全品类的传奇大家族,拥有数百款产品,年流水始终超过百亿,传奇IP的价值也已经突破千亿规模。传奇IP的发展本身也是中国知识产权发展的一个缩影:盛趣游戏是国内最早面临游戏代理跨国的游戏公司,《热血传奇》因为共有著作权的特殊情况以及海外游戏源代码泄露,成为知识产权纠纷最多的产品。据媒体报道,仅在2017上半年不到3个月的时间里,就有共计893款手游、95款H5游戏、69款页游分别涉嫌侵犯盛趣游戏《热血传奇》、《传奇世界》著作权。其中296款手游、95款H5游戏、60款页游被判定有侵权行为。

据不完全统计,盛趣游戏自2013年开展 王者传奇手游…

გაგრძელება

ამბები კორონასა და არჩევნებზე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 24, 2020.
საათი: 10:06pm 0 კომენტარი

      ორი მთავარი თემის გარშემო ტრიალებს მედია და სავარაუდოდ, ყოველგვარი წინასწარმეტყველების ნიჭის გარეშეც ცხადია, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება. ერთი კორონას გაზრდილი შემთხვევები და მკურნალობის შესაძლო შეუძლებლობა და მეორე მხრივ, წინასაარჩევნო გარემო თავისი სრული სისასვსით, თუმცა შედარებით მცირე არეულობით. კორონავირუსის დადასტურებული 4399 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1705 და გარდაცვლილი - 26. 1 დოლარის ოფიციალური ფასი დღეს 3.2897…

გაგრძელება

რას უნდა ველოდოთ არჩევნების მერე?!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 23, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო მეტი ამბავი ისმის პარტიებიდან. თან, წელს ბევრს აქვს პარლამენტში მოხვედრისა და შესაბამიასდ, ფულის შოვნის შანსი (ან წინარე შანსები მაინც) და შესაბამიად გააქტიურება არ აკლია. კორონავირუსის დადასტურებული 4140 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1643 და გარდაცვლილი - 25. 1 დოლარის ოფიციალური ფასია 3.2641 ლარი ლარი, რაზეც ეროვნული ბანკი ამბობს რომ, დიდი ალბათობით, დღეს ლარი წონასწორულზე მეტად…

გაგრძელება

ასეული შემთხვევები კორონას სარბიელზე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 22, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      მართალია არჩევნები სულ უფრო ახლოვდება და პარტიებიც მეტ ფულს ხარჯავენ ამომრჩევლებისთვის თავის მოწონებაში, მაგრამ დღის მთავარი ამბავი ასეულობით ახალი შემთხვევაა კორონა ვირუსის ორბიტაზე. კორონამ, თავისი ახალი გააქტიურებითა და განსაკუთრებული აქტივობით შესავალ ნაწილში გადმოინაცვლა, ამ დროისათვის - კორონავირუსის დადასტურებული 3913 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1574 და გარდაცვლილი - 23. დოლარის გაფრენაც გრძელდება - 1 დოლარის ოფიციალურად…

გაგრძელება

Qwelly World

free counters