მღვდელს რომ ჰკითხო, ის ქრისტეს მოციქულია ამ ქვეყნად, ის ამბობს, ეკლესია და სარწმუნოება ხალხს სულიერ საზრდოს აძლევს და ამ ქვეყნად სიყვარულსა და ერთობას ქადაგებსო.
ჩვენ კი ვამტკიცებთ, რომ ეხლანდელი ეკლესია და სამღვდელოება მთავრობის მოსამსახურეა და ყველაფერში ისე იქცევა, როგორც მთავრობა უბრძანებს. მთავრობა სარგებლობს ხალხის გაუნათლებლობით, რწმებით და ცდილობს, რომ ხალხმა მხოლოდ საიქიოზე იფიქროს და იზრუნოს, სააქაოზე კი შენს მაგივრად მე ვიფიქრებო. ასე ამბობს მთავრობა, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით მისი ზრუნვა. მთავრობა ტყუილუბრალოდ ფლანგავს ხალხის ფულს ძვირფას ეკლესიების აშენებაზე. რუსეთში ბევრია ისეთი ეკლესია, რომელიც რამდენიმე მილიონი დაჯდა.
ტფილისში, გოლოვინის პროსპექტზე რომ სობოროა აშენებული, ის ნახევარი მილიონი ღირს. მაგრამ ვკითხოთ ერთი ამ ეკლესიების ამშენებლებს, რათ უნდათ მარმარილოს კედლები, ძვირფასი თვლებით მოჭედილი ხატები, ოქროს ბარძიმ–ფეხშუმები და სახარება?
განა ქრისტე ასეთ ძვირფას შენობაში ლოცულობდა?
რათ უნდათ მღვდლებს ათას და ათი ათას მანეთიანი სამოსელი?
განა ქრისტეს ისე უბრალოდ არ ეცვა, როგორც ყველას?
მღვდლებს რომ კითხო, ძვირფასი მორთულობა და ძვირფასი ეკლესია მლოცველს სასოებას უმატებსო.
ჩემი აზრით ეს ფართი–ფურთი, ბრჭყვიალა ზიზილ–პიპილოები და ძვირფასი მორთულობა ხალხის თვალის მოსატაცებლად არის მოგონილი.
აი ამაზე ხარჯავენ წვითა და დაგვით შეგროვილ ხალხის ფულს.
არქიელები და დიდრონი მღვდლები წელიწადში რამდენიმე ათას მანეთს იღებენ, მშვენიერ სასახლეებში ცხოვრობენ და ძვირფას ეტლებით დადიან.
ერთი ჰკითხეთ, ამ სულიერ მამებს, ვისა ჰბაძავენ ისინი?
ქრისტესაო, გეტყვიან, მაგრამ როდის ცხოვრობდა ქრისტე ხალიჩებით მორთულ სამ სართულიან სახლებში, როდის ჰყავდა იესოს ათი ხელზე მოსამსახურე, როდის დადიოდა ქრისტე მშვენიერი კარეტებით?
ზოგი არქიელია, ბანკებში ათასობით უწყვია, მაგრამ აბა ერთი მიდი იმასთან და შველა სთხოვე? ის მაშინვე საიქიოს გაგისტუმრებთ და მომავალ ცხოვრებით განუგეშებთ.
საიდან მიიღო ეკლესიამ ამდენი ფული? ხალხიდან და მლოცავებიდან, მაგრამ იკითხეთ, რატომ არ ეხმარებიან გაჭირვების დროს იმ ხალხს, რომელმაც იმოდენა შეძლება მისცა მღვდლებსა და ბერებს?
დღეს ყველაფერი იყიდება: პური, ღვინო, საცმელი, საჭმელი, თივა, ქერი, მარილი, ლოცვა, კურთხევა, პანაშვიდი, პარაკლისი და წირვა. თუ მღვდელს ერთი მანეთი არ მიეცი, პანაშვიდს არ გადაიხდის, თუ თუმანი ან ხუთი მანეთი არ მიეცი, ჯვარს არ დაგწერს, შვილს არ მოგინათლავს, ჭირნახულს არ გიკურთხებს და შენთვის არ ილოცავს. თუ ბევრი ფული გაქვს, მდიდარი ხარ და ყოველდღე მღვდელს თითო თუმანი აძლიე, დილიდან საღამომდის შენს სულისთვის ილოცავს და ღმერთს თავს მოაბეზრებს. თუ მდიდარი ხარ და მღვდელმა და არქიელმა ყოველდღე შენთვის სწირეს, ღმერთი მათ ლოცვას შეისმენს, ცოდვებს გაპატიებს და საიქიოს სამოთხეში ადგილს დაგიმზადებს. როგორც ხედავთ, ცხონება და ცოდვების მიტევებაც ფულით იყიდება. მაგრამ თუ ღარიბი ხარ და მღვდელს ყოველდღე ღმერთს არ შეაბრალებინე შენი ტანჯული და წამებული სული,მაშინ უეჭველად ჯოჯოხეთში შეხვალ.
ასეა ამ ქვეყნად: მდიდრებს ეხლავე ჰპირდებიან ცხონებას, ღარიბებს კი – სულის წაწყმედას.
როგორც ხედავთ, სამღვდელოება მდიდრების მოსამსახურე ყოფილა, რადგან იგი მარტო მდიდრებისათვის და ძლიერებისათვის ლოცულობს.
მაგრამ წეღან ისიც გითხარით, რომ სამღვდელოება მთავრობის მოსამსახურე არის მეთქი. ამას წინად სევასტოპოლში დახვრიტეს აფიცერი შმიდტი, რომელმაც ჯარი ააჯანყა მთავრობის წინააღმდეგ. მთავრობამ მთელ რუსეთის ღვდლებს ბრძანება გაუგზავნა, შმიდტის სულის მოსახსენიებლადპანაშვიდის გადახდა არ გაბედოთო. ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობამ სამღვდელოებას აუკრძალალოცვა იმ კაცისათვის, რომელიც მას არ მოსწონდა. ის აღარ ეკითხება ქრისტესა და მის მოციქულებს მღვდლებს, ღირსია თუ არა შმიდტი ცხონებისაო. ის ბრძანებას იძლევა, აკრძალულია ცხონებაო. სამღვდელოებაც დაემორჩილა მთავრობის ბრძანებას და შმიდტისათვის არ ილოცა, მაგრამ შმიდტი ისედაც წმინდაა ხალხის თვალში და უპანაშვიდოდაც არ დაივიწყებს მას მთელი რუსეთი. მთავრობა ასე ექცევა ხალხისათვის დახოცილ წმინდანებს და სამღვდელოებაც ყურმოჭრილ მონასავით ემორჩილება მას.
მღვდლები მოვალენი არიან არავის აღსარება არ გასცენ, მაგრამ მათ მთავრობისაგან ნაბრძანები აქვთ, გასცენ ის კაცი, რომელიც აღსარებაზე იტყვის, რომ მე მთავრობის წინააღმდეგი ვარო. მღვდლებიც ასრულებენ ამ ბრძანებას, ხოლო ის მღვდელი, რომელიც უფრო ხშირად აბეზღებს აღსარების მთქმელს, ჯილდოს იღებს მთავრობისაგან. მას უფრო კარგ მრევლს აძლევენ და თავზე ხელს უსვამენ. მღვდელი მთავრობის ყურმოჭრილი მონა უნდა იყოს, მაგრამ თუ გაბედა და გამოაცხადა, რომ მთავრობა უსამართლოდ იქცევა, რომ ეკლესია მთავრობას არ უნდა ემორჩილებოდეს, მას მაშინვე ან გაჰკრიჭავენ, ან სადმე გაგზავნიან “ცოდვების მოსანანიებლად”, ან დაიჭერენ და ციხეში ამოალპობენ. სახელმწიფო სათათბიროში ხალხმარამდენიმე მღვდელი გაგზავნა თავის წარმომადგენლად. მღვდლები გულადად მოიქცნენ და მთელქვეყანას შეატყობინეს მთავრობის ვერაგობა და უსამართლობა. მაგრამ დაითხოვეს თუ არასათათბირო, მღვდლებიც დაიჭირეს და სიმართლის თქმისათვის ციხეში ჩასვეს. მაგრამ საჭიროაშორს წასვლა? საქართველოში რამდენიმე მღვდელი დაიჭირეს წრეულს და გაგზავნეს ციმბირში და ვინ იცის კიდევ რამდენს გაგზავნიან! იცოდეთ, რომ თუ მთავრობამ რომელიმე მღვდელი დაიჭირა, ან დასაჯა, იმ მღვდელს სინდისი კიდევ უნდა ჰქონდეს შერჩენილი. ტყუილ–უბრალოდ მთავრობა მღვდელს არ დაიჭერს, არ გაუწყრება და ანაფორას არ გახდის.
ეხლა მოკლედ გეტყვით, როგორ უნდა მოექცეს ხალხი სამღვდელოებას და ეკლესიას. ჩვენ ვთხოულობთ ეკლესიის განშორებას სახელმწიფოსაგან. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო და მთავრობა სრულიად არ უნდა ჩაერივნენ ეკლესიისა და სარწმუნოების საქმეში. სამაგიეროდ არც ეკლესია და არც სამღვდელოება უნდა ცაერიოს სახელმწიფოს საქმეში. სამღვდელოება და ეკლესია უნ და შეინახონ იმათ, ვისაც სწამთ ღმერთი და ეკლესია. ვთქვათ, ერთ სოფელში ას კაცს სწამს ღმერთი, ათ კაცს კი არა სწამს. ასმა კაცმა უნდა აირჩიონ მღვდელი და ისე მოაწყონ ეკლესიის საქმე, როგორც მათ უნდათ, ათ ურწმუნო კაცს კი ძალა არ უნდა დაატანონ რწმენაში. ყველამ ის ღმერთი უნდა ილოცოს, რომელიც მას სწამს, ყველამ ისე უნდა ილოცოს, როგორც მისი სურვილი იქნება.
მაშ ასე: ჩვენ ვთხოულობთ რწმენის სრულ თავისუფლებას. ეკლესიის განშორებას სახელმწიფოსაგან და ვუკრძალავთ მთავრობასაც და სამღვდელოებასაც ერთმანეთის საქმეში ჩარევას.
მთავრობა განაგებს სამღვდელოებას, ეკლესიას, სარწმუნოებას, მთავრობა აშენებს ეკლესიებს და მონასტრებს. მთავრობა ყველას ღმერთის რწმენას, ლოცვას და ეკლესიაში სიარულს უბრძანებს, მაგრამ ამავე მთავრობას არც ღმერთი სწამს, არც ეკლესია, არც სამღვდელოება, არც ლოცვა და არც სულის ცხონება.
მიხეილ ჯავახიშვილი
1906
ტეგები: Mikheil_Javakhishvili, Qwelly, literature, ეკლესია, ეკლესიის_სიმდიდრე, ლიტერატურა, მიხეილ_ჯავახიშვილი, მოთხრობები, მღვდელი, რელიგია, მეტი...რწმენა, სარწმუნოება, სასულიერო_პირები, ცხონება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: იანვარი 11, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
It's obvious at a glance the difference between a veteran and newbie Wizard player in-game, as one will maintain trying to land the best Fireball and nothing else at the same time as the alternative sneaks up with Invisibility, receives a sneaky hit with Chain Lightning, creates distance with Haste, and then makes use of Magic Missile to save you each person from getting close.
A lot of people are calling the Ranger the strongest class in the sport, and whilst this is a…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2025.
საათი: 1:00am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: იანვარი 2, 2025.
საათი: 3:19pm
0 კომენტარი
6 მოწონება
მამაო ჩვენო, - დიდება შენდა!
ძეო ღმრთისაო, - დიდება შენდა!
სულო წმიდაო, - დიდება შენდა!
ყოვლადწმიდა სამებაო, ერთარსებაო, შემოქმედო და განმგებელო ორსავ სამყაროსაო, - დიდება შენდა!
ვითარ ვთქვა ქება მე უღირსმან და გლახაკმან შემკობად შენდა; გონება ჩემი და გული ჩემი ვერ შემძლებელ არს გამოთქმად დიდებისა შენისა. გარნა გვედრი, მიითუალე იგი, ვითარცა უმეცარი სიტყუა ყრმისა…
გაგრძელება
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: დეკემბერი 28, 2024.
საათი: 2:26pm
0 კომენტარი
0 მოწონება
A Deep Dive into the Upcoming Aeternum
As New World: Aeternum approaches its highly anticipated October launch, Amazon Games has ramped up efforts to prepare both new and returning players for the latest iteration of their popular MMORPG. In a move that underscores their commitment to player engagement and education, Amazon Games has relaunched its previous video series, Touring Aeternum, under the new banner Discovering Aeternum. This expansive 34-episode YouTube video series is…
გაგრძელება© 2025 George. •