ედგარ ალან პო - თაღლითობაც ზუსტი მეცნიერებაა

მუთაქა და ბალიში, გაგბერე და გაგიშვი.

      ქვეყნის გაჩენიდან ორი იერემიაა ცნობილი. ერთს იერემია ბენტამს ეძახოდნენ და მევახშეობაზე იერემიადა ჰქონდა დაწერილი. გარკვეულწილად დიდი პიროვნება გახლდათ, ბ-ნი ჯონ ნილი აღფრთოვანებული იყო ამ კაცით. მეორემ კი სახელი შეარქვა ზუსტი მეცნიერებათაგან უმნიშვნელოვანესს, და დიდი პიროვნება იყო ჭეშმარიტად, უფრო მეტიც, შემიძლია ვთქვა, დიდზე დიდი-მეთქი. თაღლითობა, ანუ ის, რაც ამ ცნებაშია ნაგულისხმები, უკავშირდება ზმნას "თაღლითობას" და ეს ამბავი ყველამ იცის. მაგრამ ისიცაა ცნობილი, ძნელია განსაზღვრა ამოქმედებული თაღლითობისა. თუმცა კი,მგონია, შეგვიძლია გარკვეული ნათელი მოვფინოთ ამ საკითხს, თაღლითობას კი ნუღარ ჩავუღრმავდებით, სჯობს გამოვიკვლიოთ თავად ადამიანი, როგორც თაღლითი ცხოველი. პლატონი რომ მიმხვდარიყო ამას, მაშინ აღარ მოუხდებოდა შეურაცხყოფის მოსმენა გაბდღვნილი წიწილას გამო.

      სრულიად სწორადაც ჰკითხეს მაშინ პლატონს, თუკი გაბდღვნილი წიწილა მართლაცდა არის ასრება "ნაკრტენ გაცლილი, ორფეხა", მაშინ, მისი განსაზღვრების კვალობაზე, იგი ადამიანი უნდა იყოს, ხომ ასეა? მაგრამ ასეთი შეკითხვებით მე ფერს ვერავინ ვერ მაცვლევინებს. ადამიანი არის ცხოველი, რომელიც თაღლითობს და გარდა ადამიანისა ვერც ერთი ცხოველი ვერ ითაღლითებს. ასეა და ასე იქნება, თუნდაც გაბდღვნილი წიწილების მთელი საქათმე მოიშველიონ. თაღლითობის მთელი არსი, ძირისძირის სათავე წარმოგვიდგება იმ არსებათა სახით, რომლებსაც კოსტიუმები აცვიათ. ყვავი ქურდობს; მელია კი ეშმაკობს, სინდიოფალა მზაკვრობს, ადამიანი კი თაღლითობს. თაღლითობა და ადამიანი ერთია. "ადამიანი ცრემლებისთვის გაჩენილაო", უთქვამს ერთ პოეტს. მაგრამ ეს არ არის მართალი, ადამიანი თაღლითობისთვისაა გაჩენილი. სწორედ ესაა მისი მიზანი, მისი ცხოვრების საგანი, მისი ბოლო. ამიტომ ამბობენ თაღლით კაცზე, აღარაფერი ეშველება, წყალწაღებულიაო. თუკი სწორად განვსაზღვრავთ, ჩავუღრმავდებით და გამოწვლილვით განვიხილავთ, თაღლითობა შეიძლება იყოს უნიათობა, ანგარება, გაბედულება, მოხერხებულობა, სიბეჯითე, სიმშვიდე, მეობა, თავხედობა და ჩაცინება.

      უნიათობა: ეს ჩვენი თაღლითი დაწვრილმანებულია. პატარა საქმეებს მისდევს. ცალობით, ნაღდ ფულზე ვაჭრობს ან წარმომდგენის ჩეკებზე. მსხვილ სპეკულაციებში გაებმება და იმწუთას დაკარგავს თავის დამახასიათებელ ნიშნებს; მაშიმ იმას შეიძლება "ფინანსისტი" დავარქვათ. შეიძლება ეს სიტყვა თაღლითობის ბადალი იყოს, მაგრამ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, თაღლითობას უფრო წვრილფეხობა მისდევს. თაღლითი შეიძლება განვსჭვრიტოთ როგორც ბანკირი in petto, ხოლო "საფინანსო ოპერაციები" როგორც თაღლითობა ბრობდინგნაგს. ისინი ისე ჰგვანან ერთმანეთს ვითარცა ჰომეროსი "ფლაკუსს", მასტოდონტი - თაგვს, კუდი კომეტისა - გოჭისას. ანგარება: ეს ჩვენი თაღლითი ანგარებას მისცემია. ნამდვილად არ იკადრებს თაღლითობას მხოლოდ თაღლითობის გულისათვის. მისი მოღვაწეობის საგანი თავისი და თქვენი ჯიბეა. სულ მუდამ დადარაჯებულია, რამე მსხვილმანი არ გამომრჩესო. პირველ ნომერს უთვალთვალებს. თქვენ მეორე ნომერი ხართ და თავად უნდა უპატრონოთ თქვენს თავს. გაბედულება: თაღლითი გაბედულია, შემართულიცაა დღენიადაგ. მთელი ქვეყნიერების ბანკები რომ დაიქცეს, თვალსაც არ დაახამხამებს. დაჟინებით ცდილობს თავისი მიზნის მიღწევასა და Ut canis a corio nunquam abseterrebiture uncto, კიდევაც დამში მოჰყავს თავისი საქმე. მოხერხებულობა: ეს ჩვენი თაღლითი მოხერხებული კაცია. რას არ შეძლებს, რას არ მოიმოქმედებს, რას არ მოიგონებს და ვის არ მოაღორებს. ალექსანდრე რომ არ იყოს, დიოგენედ ყოფნას ინატრებდა. თაღლითი რომ არ ყოფილიყო, მაშინ პატენტირებული ვირთხის ხაფანგის დამზადებას მოჰკიდებდა ხელს ან კალმახზე ითევზავებდა.

      კადნიერება: ეს ჩვენი თაღლითი კადნიერი კაცია. ყოჩაღიცაა. საომრად შეუძლია აფრიკასაც მიაშუროს. ყოველთვის იმარჯვებს. არც არავის შეუშინდება. ცოტათი უფრო მეტი წინდახედულობა რომ გამოეჩინა დიკ ტერპინს, მისგან დიდებული თაღლითი დადგებოდა; სწორედ ასეთი გახდებოდა დანიელ ო’კონელიც, ლაქლაქი რომ არ ჰყვარებოდა, არც კარლოს მეთორმეტე ჩამორჩებოდა ამათ, უფრო მეტი ტვინი რომ ჰქონებოდა თავში.

      აუმღვრევლობა: აუმღვრეველი კაცია ეს ჩვენი თაღლითი. უშიშოა ვითარცა უხორცო, წარბსაც არ შეიხრის, გულთან არაფერი მიაქვს. კი მოუნდომებიათ მისი გულზე გახეთქვა, მაგრამ არც არასდროს გახეთქია გული. ცივია ყინულივით. თავდაოკებულია ვითარცა "სახემოღიმარი თავდაოკებული ქალბატონი ბერი", ნახმარი ხელთათმანივით ყველაფერს კარგად მოერგება, სულ მუდამ უდარდელია ძველი ბაიელი დიაცივითა.

      მეობა: თავისი მეობა აქვს ამ ჩვენს თაღლითს, სხვას ვერ დაემსგავსებოდა სწორედ. მისი აზრები საკუთარი, მისია. სხვისას რას აქნევს, ეზიზღება კიდევაც. მისმა ხერხმა ყოველთვის უნდა გასჭრას; ვიცი, უთუოდ დაგიბრუნებთ საფულეს, თუ ნახავს, ვიღაცის თაღლითობის გამეორება მომიხდაო მის მოსაპოვებლად.

      თავხედობა: ეს ჩვენი თაღლითი თავხედია. დარდიმანდული, დოინჯშემოყრილი სიარული იცის. სულ ჯიბეში აქვს ხელები ჩაწყობილი. შიგ სახეში შემოგცქერით და ისე ხარხარებს. ზედ კოჟიჟებზე უნდა დაგადგათ ფეხი. თქვენს სადილს სჭამს, თქვენს ღვინოს სვამს, ფულსაც თქვენგან სესხულობს, კუდიანი ტყუილებითაც აგავსებთ, თქვენი ფინიასათვის პანღური მზადა აქვს, ჰკოცნის თქვენს ცოლს.

      ჩაცინება: ამ ჩვენმა თაღლითმა კაცმა ყველაფერი ჩაცინებით უნდა გაასრულოს. მაგრამ იმის გარდა ამას ვერავინ ხედავს. ყოველდღიურად ჩაიცინებს ხოლმე, საქმეს რომ მორჩება და თავის მონაგარს მოაქუჩებს ღამით, თავის ბუნაგში ჩაკეტილი, იცინის და იცინის თავისდა სასიამოვნოდ. მერე შინ მიდის, კარს დაკეტავს. ტანზე გაიხდის, სინათლეს ჩააქრობს. ჩაწვება ლოგინში. ბალიშზე თავს დასდებს. იზამს ყველაფერს ამას ეს ჩვენი თაღლითი და კიდევ ჩაიცინებს. ჰიპოტეზა ნუ გგონიათ ეს ამბავი, სულ ჩვეულებრივი რამაა. ეს დასკვნა a priori გამომყავს, რადგან თაღლითობა ჩაცინების გარეშე აღარ იქნება თაღლითობა.

      თაღლითობის სათავეები კაცობრიობის ბავშვობის ხანიდან მოდის. შეიძლება თავად ადამი იყო პირველი თაღლითი. ასე იყო თუ ისე, ამ მეცნიერების ნაკვალევი უხსოვარი დროიდან ჩანს. მაგრამ ამჟამად ამ დარგში ისეთ სრულყოფილებას მიაღწიეს, რომ ჩვენს ხისთავიან მამა-პაპას სიზმრადაც არ დასიზმრებიათ. "ძველ გადმოცემათა" გამო აღარაფერს ვიტყვით, მხოლოდ ორიოდე სიტყვით მინდა აგიწეროთ "მაგალითები თანამედროვე ცხოვრებიდან".

      მშვენიერი თაღლითობის მოწყობა შეიძლება აი ასე - ერთ დიასახლისს ტახტის ყიდვა მოსურვებია საჩქაროდ და დაივლის კიდევაც ავეჯის სახლებს. დაბოლოს მივა იქა, სადაც საუკეთესო საქონელს შესთავაზებენ. შესვლისთანავე შემოეგებება ვიღაც კაცი, თავაზიანი და ენა და პირ დაშაქრული. მართლაცდა, ძალიან მოეწონება ამ ქალს ის ტახტი, რა ღირსო, იკითხავს და რა გაოცებული და გახარებული დარჩება, როდესაც ოცი პროცენტით იმაზე ნაკლებ თანხას მოსთხოვენ, რასაც მოელოდა. ჩქარობს, მალე უნდა იყიდოს, ქვითარი გამომიწერეთო, ეუბნება იმას, ფულს იხდის, მისამართს უტოვებს, რაც შეიძლება სწრაფად გამომიგზავნეთო საქონელი სახლში; რამდენიმეჯერ თავს მდაბლად დაუკრავს ნოქარი და კართან მოაცილებს. ღამდება და ტახტი ჯერ არსად ჩანს. მეორე დღეც გადის და მაინც არაფერი მოაქვთ. მსახურს აგზავნიან, დაგვიანების მიზეზი შეიტყვეო. ის უკან მოდის და ამბობს, რის ტახტი, რა ტახტი, იქ არც არაფერი გაუყიდიათ და არც არაფერი ფული აუღიათ, ის თანხა ვიღაც თაღლითს ჩაუჯიბავს, სწორედ იმ დროს რომ გამომტყვრალა და უთქვამს, ნოქარი მე ვარო. ჩვენი ავეჯის სახლებში ვერც ვერავის ნახავთ და სწორედ ამიტომ სულ ადვილად ხდება ამდაგვარი თაღლითობა. ხოდა, შემოდიან აქ, ათვალიერებენ ავეჯს და მერე მიდიან. ვერც გებულობენ იმათ მოსვლასა და წასვლას. თუკი რაღაცის ყიდვის ან ფასის შეტყობას მოისურვებენ, დარეკავენ ზარს და ამით გათავდება ყველაფერი.

      ღირსშესანიშნავია ასეთი თაღლითობაც. მაღაზიაში შემოდის კარგად ჩაცმული კაცი და ერთი დოლარისას იყიდის რაღაც-რაღაცეებს, და უცებ წამოიძახებს აღშფოთებული, საფულე მეორე კოსტუმის ჯიბეში დამრჩაო; მერე ასე ეტყვის გამყიდველს: - ჩემო კარგო, დარდი რაღას გვიშველის! ძალიან გთხოვ, ხომ შეგიძლიათ ეს ყველაფერი სახლში გამომიგზავნოთ? მაგრამ მოიცა! კარგად მახსოვს, არც იქა მაქვს ხუთ დოლარიანზე ნაკლები. თქვენ შეგიძლიათ ოთხი დოლარი ხურდა გამომიგზავნოთ ამ ჩემს ნაყიდთან ერთად. - რაღა თქმა უნდა, ჩემო ბატონო, - პასუხობს გამყიდველი, რადგან შემოვიდა თუ არა ეს კაცი, იმწუთას მოეწონა მისი ამაღლებული საუბარი. ,ისიც ბევრი მინახავს, - ფიქრობს თავისთვის, - ვინც იღლიაში ამოიდებს ამ ჩვენს ნივთებს და მერე წავა და იტყვის, შუადღით გამოგივლი და მოგიტანო ამ ერთ დოლარს".

      მერე ადგება და ბიჭს გამოაგზავნის, იმ ნაყიდ ნივთებს გაატანს. გზად მიმავალს ეს ჩვენი მყიდველი შემოხვდება უცებ და მოაძახებს: - ჰოი! აი ჩემი შეკვრა, მე კი მეგონა უკვე კარგა ხნის მისული იყავი ჩემსას. კარგი, გაიქეცი! ჩემი მეუღლე, ქ-ნი ტროტერი ხუთ დოლარს მოგცემს, მე უკვე ვუთხარი იმას. ეგ ხურდა კი სჯობს მე დამიტოვო, ფოსტაში მივდივარ და ვერცხლი იქ დამჭირდება. კარგია! ერთი, ორი.. აი ეს ყალბი ხომ არ არის? სამი, ოთხი, სწორია! მიხვალ და ქ-ნ ტროტერს ეტყვი, რომ მე შეგხვდი. აბა, ჩქარა გასწი, აღარ დააგვიანო. ბიჭიც აღარ იგვიანებს, მაგრამ დიდხანს კი მოუნდება თავისი დავალების შესრულებას - ის ვეღარსად ნახავს იმ მანდილოსანს, რომლის სახელია ქ-ნი ტროტერი. გულს იმით იჯერებს, ეს ნივთები უფულოდ ხომ არავისთვის დამიტოვებია, ასეთ სისულელეს როგორ ვიზამდიო და ასე, კმაყოფილი თავის მაღაზიაში ბრუნდება; მაგრამ პატრონი რომ ეტყვის, ხურდა რა უყავიო, კი ეწყინება და აღშფოთდება.

      უბრალო თაღლითობა კი ასეთია. სადაცაა ხომალდი ნავსადგურიდან უნდა გავიდეს, ამ დროს კაპიტანთან მიდის კაცი, გემზე იგი ხელისუფალთა წარმომადგენელი ჰგონიათ და ისიც საბაჟო ანგარიშს აძლევს კაპიტანს. ამ ანგარიშში ისეთი მცირე თანხაა აღნიშნული, რომ იმწუთას მისცემენ, რასაც ითხოვს და კიდევაც სიხარულით გამოისტუმრებენ - კაპიტანს ამდენი საქმე აქვს და ფიქრობს, რა მალე და კარგად მოვაგვარეო ეს ამბავი. თხუთმეტი წუთის შემდეგ იმათთან უკვე სხვა, ნამდვილი ანგარიში მიაქვთ, იმაში კი ასეთი პატარა თანხა როდია ჩაწერილი. და სულ მალე მიხვდებიან, რომ პირველი მებაჟე თაღლითი იყო და ის, რაც მან გააკეთა - თაღლითობა.

      და კიდევ, მსგავსი ამისა. გემი ღუზას იღებს, მალე გავა. ვიღაც მგზავრი გამოჩნდება, რაც ძალი და ღონე აქვს ხელში ჩემოდნით მორბის გემის კიბისაკენ. უცებ ადგილზევე გახევდება, დაიხრება და მიწიდან რაღაცას აიღებს, სახეზე აშკარად ეტყობა დიდი მღელვარება. საფულე უპოვნია თურმე. "რომელიმე ჯენტლმენმა დაკარგა საფულე?" - გაჰყვირის იგი. ზუსტად ვერავინ ვერაფერს ამბობს; მაგრამ ყველანი მშფოთვარედ აყაყანდებიან, როდესაც გაიგებენ, ბევრი ფული არისო იმ ხელჩანთაშიო. გემს კი დაცდა არ შეუძლია.

      - ზღვის მოქცევა დაიწყო, უკვე დრო არის, უნდა გავიდეთ, - ამბობს კაპიტანი.

      - ღვთის გულისათვის, სულ რამდენიმე წუთი დაიცადეთ, - იხვეწება იმ საფულის მპოვნელი, - სადაცაა ამის პატრონი გამოჩნდება.

      - არც ერთი წუთი! - მტკიცედ პასუხობს კაპიტანი, - აბა, ბოლოები მიუშვით, ხომ გესმით!

      - რაღა ვქნა? - პასუხობს მპოვნელი, დარდით აღარ არის, - რამდენიმე წლით საზღვარგარეთ მივდივარ და ამხელა თანხა როგორ უნდა გავიყოლიო. თქვენ მინდა გთხოვოთ, ჩემო ბატონო (მიუტრიალდება ნაპირზე მდგომ ერთ ჯენტლმენს), პატიოსანი კაცი ჩანხართ და იმიტომ. დიდი მადლობელი ვიქნები თქვენი, თუკი თქვენ უპატრონებთ ამ საფულეს - მე ვიცი, თქვენ სანდო კაცი ხართ - განცხადებას ხომ გამოაქვეყნებთ? კარგა ძალა თანხაა აქ. რაღა თქმა უნდა, ამის პატრონი თქვენი შეწუხებისთვის ჯილდოს გაიღებს...

      - მე!.. მე კი არა თქვენ!.. ეგ საფულე ხომ თქვენ იპოვეთ.

      - კარგი, რახან თქვენ ასე ამბობთ.. კი ავიღებ მცირეოდენ გასამრჯელოს.. თქვენი წყენინება მე არ მინდა. აბა, ერთი ვნახოთ.. სულ ასიანები არ ყოფილა აქ... დასწყევლოს ღმერთმა, ასიანს ხომ არ ავიღებ.. ორმოცდაათი სრულიად საკმარისი იქნება, ნამდვილად...

      - ბოლოები მიუშვით! - იძახის კაპიტანი.

      - არა უშავს! - ჰყვირის ნაპირზე მყოფი ჯენტლმენი, საკუთარ საფულეს ამოიღებს სულ უკანასკნელ წუთს, არა უშავს-მეთქი! მე მოვაგვარებ ყველაფერს; ამ ორმოცდაათიანს მოგცემთ, ჩრდილოეთ ამერიკის ბანკის მიერაა გაცემული.. ეგ კი მე გადმომიგდეთ.

      ეს ჩვენი ნამეტნავად ნამუსიანი მპოვნელი ძალისძალად იღებს ორმოცდაათიანს და იმ ჯენტლმენს საფულეს გადაუგდებს, იმან ხომ ასე მოისურვა, ამ დროს გემი სცილდება ნაპირს ორთქლის ფრქვევითა და ქშენა-ქშენით. ამის მერე გაივლის ნახევარი საათი და ნახავენ, რომ ის "დიდძალი თანხა" თურმე სიყალბე ანუ დიდებული თაღლითობა ყოფილა.

      გაბედული თაღლითობა კი აი ეს არის. სადღაც მიტინგი ან ამდაგვარი შეხვედრაა დანიშნული, იქ მისასვლელად ხიდის გადავლაა საჭირო. დადგება ეს ჩვენი თაღლითი ხიდის თავში და თავაზიანად ამცნობს ყოველ მომსვლელს, ჩვენს მხარეში ახალი კანონი მიიღეს, ფეხით მოსიარულემ ერთი ცენტი უნდა გადაიხადოს, ორი იმან, ვისაც ცხენი ან ვირი მოჰყავსო და ა. შ. და ა. შ. ვიღაც აბუზღუნდება, მაგრამ უარს არავინ ეუბნება; დაბოლოს თაღლითი სახლში გამდიდრებული ბრუნდება, ორმოცდაათი ან სამოცდაათი დოლარი თან მოაქვს. თუმცა მეტად დაღლილი კი არის, ამდენი ხალხისაგან ისე ფულს რას მოაგროვებ.

      კარგად მოწყობილი თაღლითობა კი ასეთია. თაღლითს მეგობრისაგან ფული აქვს ნასესხები და იმათ კიდევაც შეუდგენიათ სათანადო თამასუქი ამის თაობაზე, ეს არის წითელი მელნით დაწერილი ჩვეულებრივი ქაღალდი. თაღლითი ყიდულობს ერთ ან ორ დუჟინს ასეთ ქაღალდს და ყოველდღე თითოს ამოავლებს სუპში, მერე კი თავის ძაღლს მიუშვერს და ასე ახტუნავებს, ბოლოს კი როგორც ამბობენ, bonne bouche, ვალის გასტუმრების ვადა დადგება და ეს ჩვენი თაღლითი ძაღლითურთ თავის მეგობრისას მიდის, რაღა თქმა უნდა, ვალის გადახდაზე ჩამოვარდება საუბარი. მეგობარი გახსნის თავის escritoire-ს და ის საბუთი უნდა მისცეს თაღლითს, ამ დროს მივარდება მას თაღლითის ძაღლი და მაშინვე გადასანსლავს იმ ქაღალდს. ეს ჩვენი თაღლითი არა მარტო გაოცებულია, აღშფოთებული და გამწყრალიცაა, რა ჰქნაო ეს ამ ძაღლმა, და თავის მეგობარს განუცხადებს, როგორც კი თამასუქს დამიბრუნებ, ვალს იმწუთას მოგცემო.

      წვრილმანი თაღლითობა კი ასეთია. თაღლითის თანამზრახველი ვიღაც ქალს შეურაცხყოფს ქუჩაში. თაღლითი იმწამსვე მიეშველება იმ ქალს და კარგადაც მიტყეპავს თავის მეგობარს, მერე მანდილოსანს შინ მიაცილებს. თავს მდაბლად დაუკრავს, გულზე ხელს მიიდებს, თავაზიანად დაემშვიდობება. ქალი შინ ეპატიჟება, ჩემი მხსნელი ხართ, სახლში შემობრძანდით, ჩემს უფროს ძმასა და მამას გაგაცნობთო. თაღლითი ხვნეშით უარს ეუბნება. "ნუთუ, ჩემო ბატონო, - ჩურჩულებს ქალი, - ვერასგზით ვერ გადაგიხდით მადლობას?"

      - რატომაც არა, მადამ. თქვენი კეთილი გულის იმედი მაქვს, იქნებ, რამდენიმე შილინგი მიბოძოთ.

      მღელვარების ამ პირველ შემოტევას ეს ქალი ვეღარ უძლებს და გონების დაკარგვას დააპირებს. მაგრამ მერე თავს შეიკავებს და გახსნის თავის ხელჩანთას, იმდენ ფულს გაიღებს, რამდენსაც სთხოვენ. და ეს, წეღანაც ხომ გითხარით, წვრილმანი თაღლითობაა-მეთქი, რადგან მოგების ნახევარი იმ ჯენტლმენს უნდა მისცეს, ვინც თავი შეიწუხა, ქალს შეურაცხყოფა მიაყენა და მიიტყეპა კიდევაც ამის შემდეგ. მცირეოდენი, თუმცა კი სრულიად მეცნიერული თაღლითობა კი აი ეს არის. თაღლითი ფუნდუკში შევა და დახლთან მისული ორიოდე შეკვრა თამბაქოს მოითხოვს. ხოდა, როცა მისცემენ, რასაც ითხოვს, ხელს შეავლებს და ასე ეუბნება მეფუნდუკეს: - რაღაც არ მომწონს მე ეს თამბაქო, აღარ მინდა, ერთი ჭიქა წყლიანი არაყი მომიტანე.

      მიუტანენ წყლიან არაყს და ისიც გადაჰკრავს, მერე ეს ჩვენი თაღლითი კარს მიაშურებს. მაგრამ მეფუნდუკე გამოსძახებს და შეაჩერებს: - ჩემო ბატონო, მგონია თქვენ დაგავიწყდათ და წყლიანი არაყის ფული არ გადაგიხდიათ.

      - წყლიანი არაყის ფულიო! მაგრამ მე ხომ იმ არაყში თამბაქო დაგიბრუნეთ? მეტი რაღა გინდათ?

      - მაგრამ, ჩემო ბატონო, უკაცრავად კი ვარ და მე არ მახსოვს, რომ თამბაქოს ფულიც გადაგეხადოთ.

      - რეებს მიბედავ, შე არამზადავ? მე ხომ თამბაქო უკან დაგიბრუნეთ? აგე მანდ არ გიდევს ეგ შენი თამბაქო? იმაში ფულს როგორ მოგცემ, რაც არ მიყიდია?

      - მაგრამ, ჩემო ბატონო, - ენას ვეღარ ძრავს საწყალი მეფუნდუკე, - მაგრამ, ჩემო ბატონო..

      - მაგრამ შენა გქონდეს ეგ შენი "მაგრამ", ჩემო ბატონო, - ხმას ჩააწყვეტინებს დიდად განრისხებული თაღლითი და კარს მაგრად მიუჯახუნებს, - შენთვის შეინახე ეგ შენი მაგრამ და ჯობს მგზავრებს თავი დაანებო.

      აი კიდევ ერთი მეტად ჭკვიანური თაღლითობა, რომლის უბრალოება კარგადაც გვამცნობს ამ კაცის გაქანებას. ვიღაცას საფულე ან ხელჩანთა ნამდვილად დაუკარგავს და დიდი ქალაქის ერთ-ერთ ყოველდღიურ გაზეთში იმის სრულ აღწერილობას გამოაქვეყნებს.

      ეს ჩვენი თაღლითი ამ განცხადებიდან გადმოიღებს რამდენიმე ფაქტს, შეცვლის სათაურს, ზოგიერთ სიტყვას და მისამართსაც. ასე, მაგალითად, ორიგინალი ვრცელი და მრავალსიტყვიანია, სათაური კი ასეთი აქვს: "დაიკარგა საფულე!" და მერე თხოვნაა, ვინც ამ განძს იპოვნის, უნდა მოვიდეს ტომის ქუჩაზე, N1. ხსენებული განცხადების ასლი კი მცირეა, ასეა დასათაურებული: "დაიკარგა", მისამართი დიკის ქუჩა N 2 ან ჰაერის ქუჩა, N3, საფულეს მპოვნელი სულ ადვილად მიაგნებს ამ სახლებს. უფრო მეტიც, ეს განცხადება გამოქვეყნდება ხუთ ან ექვს ყოველდღიურ გაზეთში იმავე ღამეს, ორიგინალის დასტამბვიდან სულ რამდენიმე საათის შემდეგ. ეს განცხადება იმ თავისი განძის დამკარგავს რომ წაეკითხა, უთუოდ იტყოდა, მე ვინ რაღას მომიტანსო. მართლაც, როგორც ვხედავთ, ხუთი ან ექვსი, ერთის წინააღმდეგ - ასეთი შეფარდების კვალობაზე უფრო მოსალოდნელია, რომ საფულეს მპოვნელი თაღლითის სამყოფელს მიაკითხავს, ნამდვილი მფლობელი კი ხახამშრალი დარჩება. თაღლითი საფულეს მომტანს ჯილდოს მისცემს, განძს ჩაიჯიბავს და მიიმალება.

      ზემოთ მოყვანილ ამბავს სრულიად ჰგავს ასეთი თაღლითობა. მაღალი წრის ქალბატონს სადღაც ქუჩაში დაუვარდება მეტად ძვირფასთვლიანი ბეჭედი. ეს ქალი გამოაცხადებს, რომ იმას, ვინც ამ ბეჭედს იპოვნის და ამა და ამ ქუჩაზე ამა და ამ სახლში მიიტანს, იმწუთასვე მისცემენ ჯილდოს, ორმოც-ორმოცდაათ დოლარს და არც არაფერს გამოკითხავენო. განცხადებას დართული აქვს დაკარგული ბეჭდის სრული აღწერილობა. ერთი თუ ორი დღის შემდეგ, როდესაც ეს ქალბატონი შინ არ ბრძანდება, ამა და ამ ქუჩის, ამა და ამ სახლში ზარს დარეკავენ და ამ ქალს იკითხავენ, ხოდა, რომ ეტყვიან, შინ არ არისო, ეს ჩვენი სტუმარი გაოცებული დარჩება, დიდადაც ეწყინება ეს ამბავი, აუცილებელი საქმე მქონდაო პირადად იმ ქალბატონთანო, თურმე რაღაც ბედად სწორედ მას უპოვნია ის ძვირფასთვლიანი ბეჭედი. მაგრამ არა უშავს, მერე შეუძლია შემოვლა; "არაფრის დიდებით!" - მიაძახებს მსახური. "არაფრის დიდებით!" მიაძახებენ მას იმ ქალბატონის დაი და რძალი, რომლებიც მაშინვე აქ გაჩნდებიან. შეატრიალებენ ბეჭედს, შჰყვირებენ, სწორედ ის არისო, ჯილდოს მისცემენ იმის მომტანს, და ლამის კინწისკვრით გამოაგდებენ გარეთ. დაბრუნდება ის ჩვენი ქალბატონი და კიდევაც დატუქსავს თავის დასა და რძალს, ორმოცი ან ორმოცდაათი დოლარი რად გადააგდეთ ჩემი ძვირფასთვლიანი ბეჭდის fac-simile-ში ეს fac-simile სიყალბეა, რაღაც ნაწებ-ნაჯახირევია და მეტი არაფერი.

      მართლაცდა თაღლითობას რა გამოლევს და აღარც ამ თხრობას ექნებოდა დასასრული ამ მეცნიერების ნაირფეროვან და სხვადასხვა გამოვლინებათა თუნდაც ნახევარი რომ მეამბნა. ამიტომაც იძულებული ვარ გავასრულო ეს ამბავი და ამ მოთხრობის შემაჯამებელ ნაწილში სჯობს მოვიყვანო ერთი მეტად ღირსეული და, ამავე დროს, კარგადაც მოფიქრებული თაღლითობის მაგალითი, რომლის წარმოდგენა მოხდა ჩვენს ქალაქში ამ ცოტა ხნის წინათ და წარმატებით გაიმეორეს შტატების სხვა, კარგად ცნობილ ადგილებშიც. ქალაქში საიდანღაც ჩამოდის ერთი ჭარმაგი ჯენტლმენი. კარგი კაცი ჩანს, წესრიგის მოყვარული, ზომიერი, კეთილგონიერი, გულდამჯდარი. მშვენივრად აცვია, თუმცა უბრალოდ და სადად. ჰალსტუხი ქათქათა თეთრი აქვს, ფართო ჟილეტი და კარგადაც მორგებული; სქელძირიანი კეთილნახელავი ფეხსაცმელები, უნაკეცებო შარვალი. მთელი მისი იერფერი იმას მეტყველებს, რომ ის არის შეძლებული, მრავალნაცადი და რესპექტაბელური "საქმის კაცი" par excellence, ერთი იმათთაგანია, ვინც გარეგნულად მკაცრი და შეუვალი ჩანს, სინამდვილეში კი გულჩვილიცაა; ერთი სიტყვით, ჩვენი მელოდრამების გმირსა ჰგავს, ვის სიტყვებშიაც მრავალი აზრია ჩაჭდეული; ზოგჯერ მოწყალე ხელით გინეებს ჰფანტავს, ზოგჯერ მეორე მსახვრალი ხელით სულს ამოხდის კაცს და უკანასკნელ გროშ-კაპიკს გააგდებინებს.

      დიდი გულმოდგინებით შეუდგა ბინის ძებნას. ბავშვები არ უყვარს. სიწყნარესა და მყუდროებას არის მიჩვეული. თავმოზღუდულია, ბინად ურჩევნია დადგეს კერძო და წესიერ პატარა, ღვთისმოსავ ოჯახში. ბინის ქირა რაც უნდა იყოს, სულ ერთია. ყოველთვის გადაიხდის თვის პირველ რიცხვში (დღეს ორია), და როცა ბოლოს და ბოლოს თავის მოსაწონ სახლს ნახავს, ასე შეევედრება დიასახლისს, არაფრის დიდებით არ დაგავიწყდეთ ეს ამბავი, ანგარიში და ქვითარი ზუსტად დილის ათ საათზე შემომიგზავნეთო, ყოველი თვის პირველ რიცხვში და არამც და არამს მეორე დღესო.

      ბინის ამბავს რომ მოაგვარებს ეს ჩვენი საქმის კაცი, თავისი დაწესებულებისთვის ნახულობს ოთახს, უფრო ღირსეულ და სიმდიდრით განთქმულ უბანში. ისე არაფერი არა სძულს, როგორც ცუდმედიდობა. "ბრწყინვალების მიღმა, - ამბობს იგი, იშვიათად ნახავო ნამდვილ საქმეს"; გულზე მოხვდება ეს გამოთქმა იმის დიასახლისს და იმწუთასვე ჩაინიშნავს თავის დიდ საგვარეულო ბიბლიაში, იმ გვერდის მინდორზე, სადაც სოლომონისეული იგავებია მოთხრობილი.

      შემდეგ იგი ქვემორე მოყვანილის მსგავს განცხადებას გამოაქვეყნებს ქალაქის ყველაზე უფრო ცნობილ გაზეთში, ექვს პენსს გადაიხდის, სხვას, შედარებით მეორეხარისხოვან ორგანოს არ მიმართავს, თუნდაც იმიტომ, რომ იქ წინასწარ მოსთხოვდნენ განცხადებისათვის, ჯერ სამუშაო უნდა მორჩნენ და ფული მერე უნდა გადაიხადოო.

      გვჭირდება. - ვაპირებთ ფართო კომერციული საქმიანობის წამოწყებას ამ ქალაქში. განმცხადებლებთან უნდა მოვიდნენ სამნი თუ ოთხნი განათლებული და გამოცდილი პირები, ანაზღაურება კარგი ექნებათ, რეკომენდაციები საუკეთესო უნდა ჰქონდეთ, იმათ ნიჭიერებაზე მეტად მათი კეთილსინდისიერებაა ჩვენთვის მთავარი. მართლაც, ჩვენ დიდ პატიოსნებას მოვითხოვთ, რადგან იმათ ხელში დიდძალი თანხა გაივლის: გამომდინარე აქედან, ჩვენ იძულებულნი ვართ გამოვართვათ ორმოცდაათი დოლარი გირაო. ჩვენ არ მოვუსმენთ იმ პირებს, ვისაც არა აქვთ ზემოაღნიშნული თანხა და არ შეუძლიათ წარმოადგინონ. მათი სიწმინდის დამადასტურებელი სათანადო საბუთები. უპირატესობა მიენიჭებათ ღვთისმოსავ ყმაწვილკაცებს. მსურველებმა უნდა მოგვმართონ 10-11 საათიდან 4-5 საათამდე, მოაკითხეთ ბატონებს - ტავარნას, ქოსმენის, მორის გომბეშოუს და კ

      ძაღლის ქ., N110 და, ამ თავის ოცდათერთმეტი რიცხვისათვის ბატონების ტავარნას, ქოსმენის, მორის, გომბეშოუსა და კ განცხადების კვალობაზე იმათ დაწესებულებაში მოვიდა თხუთმეტი-ოციოდე ღვთისმოსავი ყმაწვილი ჯენტლმენი. მაგრამ ეს ჩვენი საქმოსანი კაცი არ აჩქარდა, იმწუთასვე არ დაუდვია იმათთაგან რომელიმესთვის ხელშეკრულება - როდის იყო, რომ საქმოსანს მოუთმენლობა დასტყობია - ჯერ გულდასმით შეუსწავლია ყოველი ყმაწვილი ჯენტლმენის ღვთისმოსაობის დონე და მერე მიიღო სამუშაოზე, თითოეულს გამოართვა ორმოცდაათი დოლარი და, როგორც წესი და რიგია ქვითარიც მისცა ამ მორჭმული ფირმის, ტავარნას, ქოსმენის, მორის, გომბეშოუს და კ-ის წარმომადგენელმა. შემდეგი თვის პირველი დღის დილას ამ სახლის დიასახლისს აღარ წარუდგენია ანგარიში ამ კაცისათვის, კი იყო შეპირებული, ასე ვიზამო, ამის გულისათვის უსათუოდ საყვედურს ეტყოდა მას მდგმური ამ დაწესებულების თავკაცის სახელით, რომელიც ს-ითი ბოლოვდებოდა და, რაღა თქმა უნდა, ეს საყვედური მკაცრად იქნებოდა გამოთქმული - ხომ შეიძლებოდა ამის გამო ხსენებული ფირმის წარმომადგენელი კიდევ ერთი თუ ორი დღე დაყოვნებულიყო ქალაქში.

      ამ დროს კი ვერ იყო კარგად კონსტებლთა საქმე, აქეთ-იქით დარბოდნენ მთელ ქალაქში, და ისღა შეძლეს, რომ ასე მრავლისმეტყველად გამოაცხადეს, "თითქოს მიწამ ჩაყლაპაო". გარკვეული განათლების მქონე ხალხი ამ გამოთქმის მაგივრად შემდეგ ასოებს მოიშველიებს, n.e.i; სწორედ ამ ასოებით იწყება ერთი კლასიკური ფრაზის სიტყვები: non est inventues. შემდგომ ამისა ის ყმაწვილი ჯენტლმენები ნაკლებად ღვთისმოსავნი შექმნილან, ხოლო ამ სახლის დიასახლისი შილინგად ყიდულობს საუკეთესო ხარისხის რეზინას და გულდაგულ შლის ვიღაც სულელის მიერ ფანქრით მინაწერ შენიშვნებს იმათი დიდი საგვარეულო ბიბლიის იმ გვერდის მინდორზე, სადაც სოლომონისეული იგავებია მოთხრობილი.

ნახვა: 432

ბლოგ პოსტები

MMOexp:A Revelation in Path of Exile 2

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 23, 2024.
საათი: 4:52am 0 კომენტარი

In the vast landscape of Path of exile currency Path of exile currency action role-playing games (ARPGs), allegiances run deep. For years, I stood firmly in the Diablo 3 camp, finding solace in its fast-paced combat and streamlined gameplay. Path of Exile, with its roots in the classic Diablo 2 era, had always seemed intriguing but never enough to sway my allegiance. However, all of that changed…

გაგრძელება

Exploring the Viridian Wildwood

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 23, 2024.
საათი: 4:33am 0 კომენტარი

Unveiling Path of Exile: Affliction - A Journey into the Viridian Wildwood

Path of Exile, the beloved ARPG by Grinding Gear Games, continues its tradition of expansion and innovation with the highly anticipated release of Path of Exile: Affliction. Scheduled to launch on December 8, 2023, this expansion promises to POE currency trade deepen the game's immersive experience and provide players with exciting new challenges…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters