ყვავილები ელჯერნონისთვის - დანიელ კიზი

ყვავილები ელჯერნონისთვის, დანიელ კიზი, ლიტერატურა, Algernon, Daniel Keyes, IQ, literature, Qwelly

მიღწეული შედეგების ანგარიში N8

15 მარტი

      სავანტყოფოდან გამომწერეს მარა სამსახურში ჯერარ გავსულვარ. არაფერი არ ხდება. ბევრი ტსტი ჩამიტარეს და სხვა და სხვანაირი ბევრი შეჯიბრი მქონდა ელჯერნონთან. ვერვიტან მაგ თაგვს. სუ მიგეფს. პეროფესორმა ნიმურმა თქვა რო სუ უნდა გავგძელო თამაში და ტესტების კეთება.

      ეს ლაბირინთები სისულელეა. და ის რაღაც სურათებიც. კაცების და ქალების ხატვა მომწონს მარა ხალხზე ტყუილებს არ მოვიგონეფ.

      თავ საეხებიც არგამომდის.

      ამდენი ფიქრისგან და სუ რაღაცის გახსენებას რო ვცდილოფ თავი მტკივა. ექიმი სტრაუსი დამპირდა დაგეხმარებიო მარა არ მეხმარება. არ მეუბნება რა უნდა ვიფიქრო და როდის გავხდები ჭკვიანი. მარტო ტახტზე მაშვენს და მალაპარაკეფს.

      მის კინიანი უნივერსიტეტწიც მაკითხავს ხოლმე. მე უთხარი არაფერიც არხდება. როდის გავხდები ჭკვიანი. იმან მითხრა ცოტაც მოითმინე ჩარლი და ამ რაღაცეებს დრო ჭირდება. ისე ნელა გახდები ჭკვიანი რო ვერც იგრძნოფ. მითხრა რო ბერტმა უხრა რო კარგათ ვართმევ თავს ყველაფერს.

      ისევ მგონიარო ეს შეჯიბრებები და ტესტები სისულელეა და მიღწეული შედეგების ანგარიშების შერაც.

16 მარტი

      ბერტთან ერთად ვივახშმე უნივერსიტეტის რესეტორანში. უამრავი გემრიელი საჭმელი აქვთ და თანაც მე არუნა გადავიხდო. მომშონს რო ვზივარ და სტუდენტ ბიჭებს და გოგოებს რო უყურეფ. ზოგჯერ მაიმუნობენ მარა ძირითადად ათას რაღაცაზე ლაპარაკობენ როგორც მცხობელები დონერის საცხობწი. ბერტმა თქვა ხელოვნებაზე და პოლიტიკაზე და რელიგიაზეო. აზზე არ ვარ ეგენი რაარი რელიგია ვიცირო ღმერთია. დედა მიყვეებოდა ხოლმე რეები გააკეთა სამყაროს რო ქმნიდა. იმან თქვა სუ უნდა გიყვარდეს ღმერთი და ილოცო ხოლმეო. არ მახსოვს როგორ უნდა ლოცვა მემგონი დედა მალოცებდა ხოლმე ხშირად პატარა რო ვიყავი რო კარგათ გავმხდარიყავი ავათ არ ვყოფილიყავი. არ მახსოვს ავათ როდის ვიყავი. მემგონი ეგ იმიტორო ჭკვიანი არვიყავი.

      ბერტმა თქვა რო თუ ექსპეარმინტი გაამართლებს ყველაფერს გავიგეფ ის სტუდენტები რაზეც ლაპარაკობდენ და მეუთხარი როგორ ფიქროფ მაგათსავით ჭკვიანი ვიქნები და იმან გაიცინა და თქვა ეს ბავშვები არცისე ჭკვიანები არიან ამათ ისე გაასწრეფ გეგონება ერთადგილას იდგენ.

      ბევრი სტუდენტი გამაცნო ზოგი უცნაურათ მიყურებდა თითქოს უნივერსიტეტში ჩემი ადგილი არარი. დამავიწყდა და კინაღამ უთხარი რო მალე მაგათსავით ჭკვიანი ვიქნები მარა ბერტმა წემაშყვეტინა და უთხრა რო ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ლაბორატორიას ვალაგეფ ხოლმე. მერე ამიხსნა რო საჯარობა არ შეიძლება. ეს ნიშნავს რო ეს საიდუმლოა.

      ვერ ვხვდები რატო უნა შევინახო საიდუმლოთ. ბერტმა თქვა ეგ იმ წემთხვევისთვის თუ ექსპეარმინტი ჩაფლავდა პეროფესორ ნიმურს არუნდა რ ამაზე იქილიკონ განსაკუთრებიდ უელბერგის ფონდის ხალხმა ვინც პროქტისთვის ფული მიცაო. მეუთხარი არ მაღელვებს ხალხი ჩემზე თუ ცინებს მეთქი. ბევრი ხალხი იცინის ჩემზე ეგენი ყველანი ჩემი მეგობრები არიან და ვმხიარულობთ მეთქი. ბერტმა ხელი მხარზე დამადო და თქვა ჩარლი ნიმური შენგამო კი არ ღელავს. მასზე არუნდა რო იცინონ.

      არამგონია ხალხმა პეროფესორ ნიმურზე იცინოს იმიტორო მეცნიერია უნვერსტეტში მარა ბერტმა თქვა მეცნიერები თავის კოლეგებს და კურს დამთავრებულებს გულზე არ ეხატებათ ხოლმეო. ბერტი კურს დამთავრებულია ლაბორატორის კარზე რო აწერია ფსიქოლოგია მაგის განყოფილებაზე სწავლობდა. არ ვიცოდი უნივერსტეტში რო განყოფილება ქონდათ. მემეგონა განყოფილება მარტო თიატრში იყო.

      ასეა თუ ისეა იმედია მალე გავხდები ჭკვიანი იმიტორო მინდა რო მსოფლიოწი ყველაფერი ვისშავლო იმ სტუდენტი ბიჭებივით. ყველაფერი ხელოვნებაზე და პოლიტიკაზე და ღმერთზე.

17 მარტი

      დღესდილით რო გამეღვიძა მემეგონა ეგრევე ჭკვიანი ვიქნებოდი მარა არავარ. ყოველდილას მგონია რო ჭკვიანი ვიქნები მარა არაფერიცარ ხდება. იქნებ ექსპეარმინტი არგამოვიდა. იქნებ არ გავხდე ჭკვიანი და მაშინ უორენის თავშესაფარწი მომიშევს წასვლა საცხოვრებლათ. ვერვიტან ტესტებს და ლაბირინთებს და ელჯერნონს.

      ადრე არვიცოდი რო თაგვზე სულელი ვიყავი. აღარმინდა მენდი ანგარიშების შერა. ყველაფერი მავიწყდება და რვეულში რო ვიშერ ხოლმე რაღაეებს ზოგჯერ ჩემ საკუთარ ნაშერს ვერ ვარჩევ და ძაან მიჭირს. მის კინიანი მეუბნება მოითმინეო მარა ცუდათ ვარ და დავიღალე. და სუ თავი მტკივა. საცხობში მინდა დაბრუნება აღარ მინდა მიხწე მიღწეული შედეგების ანგარიშების შერა.

20 მარტი

      საცხობში ვბრუნდები სამუშაოთ. ექიმა სტრაუსმა პეროფესორ იმურს უთხრა რო ჯობია სამსახურში დავბრუნდე მარა ჯერ კიდე არ შეილება ვინმეს რო უთხრა რისი ოპერაცი გავიკეთე. სამსახურის მერე ყოველ ღამე 2 საათით ლაბორატორიაში უნდა მივიდე ტესტები რო გავაკეთო და ამ სულელური ანგარიშების შერაც უნდა გავაგრძელო. ყოელ კვირას უნდა გადამიხადონ ისე ვითომ შეთავსებით სამუწაოს ვასრულეფ იმიტორო უელბერგის ფონდისგან ფული რო მიიღეს ეგრე შეუთანხმდენ. ისევ არ ვიცი ეს უელბერგი რა არი. მის კინიანმა ამიხსნ მარა მაინც ვერგავიგე. თუ ჭკვიანი ვერ გავხდი რატო მაშერინებენ ამ სულელურ რაღაცეფს. თუ გადამიხდიან დავშერ. მარა ძაან ძნელია შერა.

      მიხარია სამსახურში რო ვბრუნდები იმიტორო ჩემი იქაური საქმე მენატრება და ყველა ჩემი იქაური მეგობარი და ერთათ გართობა.

      ექიმა სტრაუსმა თქვა რო რვეული თან უნდა მქონდეს ჯიბეში რო რამე თუ გამახსენდება ჩავიშერო. და მიღწეული შედეგების ანგარიში ყოველ დღე არ უნდა ვშერო მარტო მაწინ როცა რაღაც მომაგონდება ან რაღაცა განსაკუთერებული მოხდება. მეუთხრი არაფერიც არ მემართება განსაკუთერებული და ეტყობა ეს ექსპეარმინტიც არგამოვიდა. იმან მითხრა ხელს ნუჩაიქნევ ჩარლი დიდი დრო ჭირდება ნელა ხდება და მაწინვე ვერ შეამჩნევ. ამიხნა როგორი ბევრი დრო დაჭირდა სანამ ელჯერნონი სამჯერ უფრო ჭკვიანი გახთებოდა ვიდრე ადრე იყო.

      ამიტოა სუ რო მიგებს ელჯერნონი ლაბირინთის ეჯიბრებებში იმიტორო იმასაც გაუკეთეს ეს ოპერაცი. განსაკუთრებული თაგვია პირველი ცხოველი რომელიც ამდეხანს დარჩა ჭკვიანი ოპერაცის მერე. მერა ვიცოდი რო განსაკუთრებული თაგვი იყო. ეგ სუსხვა ამბავია. ჩვეულებრივ თგვს აბათ გაუსწრებდი ლაბირინთიდან გამოსვლაში. იქნება ელჯერნონს როდესმე მოუგო. ბიჭოს რამაგარი იქნება. ექიმა სტრაუსმა თქვა ჯერჯერობით ისე ჩანს რო ელჯერნონი მუდმივათ ჭკვიანი იქნება და ეგ კარგი ნიშანია იმიტორო ორივეს ერთ ნაირი ოპერაცი ჩაგვიტარეს.

21 მარტი

      დღეს საცხობში მაგრათ ვიმხიარულედ. ჯო კარპმა თქვა ე ნახეთ სად გაუკეთებიად ჩარლისთვის ოპერაცი რა გიქნეს ჩარლი ტვინი ხოარ ჩაგიდეს მაგ გოგრაში. დავაპირე რო ჩემ აჭკვიანებაზე მეთქვა მარა გამახსენდა რო პეროფესორმა ნიმურმათქვა არაო. ფრენკ რეილიმ მითხრა რაიყო ჩარლი თავით კარი გაიტანე. მაგაზე გამეცინა. ეგენი ჩემი მეგობრები არიან ყველას ძაან მოვწონვარ.

      სამსახურში საქმეებს უნდა დავეწიო. დალაგებით არავის დაულაგებია ჩემ მაგივრათ ეგ ჩეიმ სამუშაოა მარა დამტარებლათ რასაც ადრე მე ვშვებოდი ახალი ბიჭი ყავთ ერნი. მისტერ დონერმათქვა ცოტა ხანი არ დავითხოვთ რო ასვენების საშუალება მოქცეთ და ბევრი არ იმუშაო. მეუთხარი რო კარგათ ვარ და შემილია შეკვეთებიც ვატარო და დალაგებაც გავაგძელო როგორც ადრე ვშვებოდი არა მსტერ დონერმა თქვა იმ ბიჭს დავიტოვეფთო.

      მეუთხარი აბა მე სად უნდა წავიდე. მისტერ დონერმა მხარზეხელი მომიტყაპნა და თქვა ჩარლი რანდენი შლის ხარ. მეუთხარი ოზდათორმეტი შედეგ დაბადებისდღეზე ოზდაცამეტის გავხდები. აქ რამდენი ხანია რაც ხარ იცი. მეუთხარი არვიცი. იმან თქვა აქ ჩვიდმეტი წლიწწინ მოხვედი. წენი ცხონებული ბძა ჰერმანი ჩემი უახლოესი მეგობარი იყო. იმან მოგიყვანა აქდა მთხოვა დამესაქმებინე და მომეხედა შენთვის როგორც წემეძლო. 2 შლის მერე რო გარდაიცვალა და დედაშენმა უორენი თავწესაფარში რო მიგაბარა შენი თავი სამუწაო ადგილზე საცხოვრების გამოყოფის პირობით გამოვაწვებინე. ჩვიდმეტი შელი გავიდა მასმერე ჩარლი. საცხობის ბიზნესი კი დიდი ვერაფერი სახარბიელო რამეა მარა მითქვამს და ისევ ვიტყვი აქ სამსახური ცხოვრების ბოლომდე გექნება. ასერო ნუღელავ შენ ადგილზე არავის მოვიყვან. უორენის თავშესაფარწი დაბრუნება აღარასოდეს აღარ მოგიწევს.

      არ ვღელავ უბრალოდ ვერ გავიგე ერმინ რატო უნდა იმუშაოს დამტარებლათ როცა მე სუ კარგა დამქონდა შეკვეთები. იმა თქვა ბიჭს ფული ჭირდება ჩარლი და შეგირდათ დავტოვეფ რო მცხობელობა შევასწავლო. შეგილია მაგის თანა შემწე იყო და შეკვეთების დატარებაში დაეხმარო თუ დაჭირდება.

      ადრე არასოდეს არ ვყოფილვარ თანა წემშე. ერნი ძაან ჭკვიანია მარა საცხობში სხვებს დიდათ არ მოწონთ. ეგენი ყველანი ჩემი მეგობრებია და ბევრს ვხუმროფთ და ვიცინით ერთათ.

      ზოგჯერ ვინმე იტყვის ხოლმე ნახე ფრენკმა ან ჯომ ან გიმპიმ რა ჩარლი გორდონი ჩააარა. არვიცი ეგრე რატო ამბობენ ხოლმე მარა როცა მაგას ამბობენ სუ იცინიან და მეც ვიცინი. დღესდილით გიმპიმ უფროსი მცხობელი როა და ფეხი ტკივა და კოჭლობს ჩემი სახელი ახსენა ერნის რო უყვირა იმიტორო ერნიმ დაბადებისდღის ტორტი დაკარგა. იმან თქვა ერნი რა ოხრობა გჭირს რა ჩარლი გორდონი დაგემართა. რვიცი ეგრე რატო თქვა. მეხო შეკვეთა არასოდეს არ დამიკარგავს.

      მისტერ დონერს ვკითხე მეც შეილება თუარა რო მცხობელის წეგირდობა ვისწავლო ერნივით. მეუთხარი ვისშავლი შანს თუ მომცემთ მეთქი.

      მისტერ დონერმა დითხანს უცნაურათ მიყურა ალბათ იმიტორო საერთოდ ამდენს არ ვლაპარაკოფ ხოლმე. ფრენკმა გაიგო რაც ვთქვი და სუ იცინოდ და იცინოდა სანამ მისტერ დონერმა არ უთხრა მოკეტე და შენს ღუმელს მიხედეო. მერე მისერ დონერმა მითხრა მაგისთვის ბევრიდროა საჭირო ჩარლი. მცხობელის სამუშაო ძაან მნიწევნელოვანი და რთულია. ეგ შენი საფიქრალი არარი.

      ნეტა შემეძლოს მაგასაც და სხვებსაც რო უთხრა ჩენ ნამდვილ ოპერაციზე. ნეტა ოპერაიმ უკვე იმოქმედოს რო ისეთივე ჭკვიანი გავხდე როგორებიც სხვები არიან.

24 მარტი

      პეროფესორმა ნიმურმა და ექიმა სტრაუსმა დღეს ღამით ჩემ ოთახში მომაკითხეს რო გაეგოთ ლაბორატორიაში რატო არ დავდივარ. მეუთხარი რო აღარ მინდა ელჯერნონთან შეჯიბრება. პეროფესორმა ნიმურმა მითხრა შეგილია ცოტახანი აღარ შეეჯიბრო მარა ლაბორატორიაში მაინც უდა მოხვიდეო. საჩუქარი მომიტანა მარა სულ საჩუქარი არ იყო უფრო მათხოვა. იმან თქვა სასშავლო მანქანაა ტელევიზორივით მუწაობსო. ლაპარაკოფს და სურათებს გიჩვენეფს და ძილის წინ უნდა ჩართო ხოლმეო. მეუთხარი ეგ რა ხუმრობაა. რატო უნდა ჩავრთო ტელევიზერი ძილისშინ. მარა პეროფრსორმა ნიმურმა მითხრა რო თუ მინდა ჭკვიანი გავხდე ნდა დაუჯერო რასაც ამბოფს. მეუთხარი რა მნიშვნელობააქ მაინც არამგონია ჭკვიანი გავხდე მეთქი.

      მერე ექიმი სტრაუსი მოვიდა და მხარზე ხელი დამადო და მითხრა ჩარლი შენ ჯერ არიცი მარა სულ უფროდაუფრო ჭკვიანი ხდები. ცოტახანი ვერ შეამჩნევ როგროც საათზე საათებსი მაჩვენებელი ისრის მოძრაობას ვერამჩნევ. შენშიც ასეხდება ცხვლილებები. ისე ნელა ხდება რო ვერ გძნოფ. მაგრამ ჩვენ შეგვილია დავაკვირდეთ განვითარებას ტესტების შენი ქცევის და საუბრის და მიღწეული შედეგების ანგარიშის შესწავლის საშვალებით. იმანთქვა ჩარლი უნდა ირწმუნო ჩვენი და წენი თავის. ჯერარ ვართ დარწმუნებულები რომ შედეგები პერმინენტული იქნება მარა მალე უეჭველათ ძალიან ჭკვინი ახალგაზრდა კაცი იქნები.

      მეუთხარი კარგი და პეროფესორმა ნიმურმა მიჩვენა როგორ უნდა ჩამერთო ტელევიზერი რომელიც ტელევიზერი არ იყო. ვკითხე რას შვებამეთქი. ჯერ გაბრაზდა იმიტორო მინდოდა აეხსნა იმან კიდე მითხრა უბრალოთ აიღედა გააკეთე რასაც გაუბნებიან. მაგრამ ექიმა სტრაუსმა უთხრა რო უნდა აეხსნა ჩემთვის იმიტორო უკვე აუტორიტეტის კითხვის ნიწნის ქვეშ დაყენება დავიშყე. ეგ რას ნიშნავს არ ვიცი მარა პეროფესორმა ნიმურმა ტუჩი კინაღამ მოიჭამა. მერე ძაან ნელა ამისხნა რო ეს მანქანა ჩემ გონებას ძაან ბევრ რაღაცას გაუკეთებდა. ძილისწინ რაღაცეებს მასწავლიდა. ძაან ძილ მორეული რო ვიქნებოდი და ცოტა მერე რო დავიძინებდი. სურათებს კი ვეღარ დავინახავდი მარა ლაპარაკს ხო ძილშიც გავიგებდი. კიდე ღამით რაღაცეებს დამსიზმრებდა და ისეთ რაღაცეებს გამახსენებდა რაც ძაან ადრე მოხდა როცა პატარა ვიყავი.

      მეშინია.

      ა ხო სუ დამავიწყდა. პეროფესორ ნიმურს ვკითხე როდის შემილია მოზრდილ ჩამორჩენილთა ცენტრში მის კინიანის გაკვეთილებზე სიარული გავაგრძელო მეთქი. იმან მითხრა მის კინიანი მალე უნვერსტეტის კვლევის ცენტრში ივლის შენთვის სპეციალური გაკვეთილების ჩასატარებლათო. მიხარია. ოპერაცის მერე ბევრჯელ არ მინახია მარა კარგი ქალია.

25 მარტი.

      ამ უცნაურმა ტელევიზერმა მთელიღამე არ დამაძინა. როგორ უნდა დავიძნო როცა მთელიღამე გიჟურ რაღაცეებს ჩამყვირის ყურში. და კიდე რაღაც უცნაურ სურათებს მაჩვენებს. რო მღვიძავს მაშინაც ვერვხვდები რას ნიწნავს და ძილის დროს როგორ უნდა გავიგო. ბერტს ვკითხე მაგაზე და მითხრა ეგარაფერიო. იმან მითხრა შენი ტვინი ძილის წინ სშავლობს რაღაცეებს და ეგ აგეხმარება მის კინიანი რო დაიშყებს სიარულს კვლევით ცენტრში შენთვის გაკვეთლები ჩასატარებლათო. კვლევითი ცენტრი ცხოველების სავანტყოფო კიარა სამეცნიერო ლაბორატორია ყოფილა. არვიცი რა არის მეცენიერება მარტო ის ვიცი რო ამ ექსპეარმინტით მეცენიერბას ვეხმარები.

      ამ ტელევიზერის ამბავზე არვიცი რა ვქნ. რაღაც სიგიჟეა. თუ ძილში შეილება დაჭკვიანდე ხალხი სკოლაში რატო დადის. არამგონია მაგით რამე გამოვიდეს. ადრე ძლის წინ ღამის შოუს და შუა ღამის შოუს უყურებდი ხოლმე სუ ძლის შინ მარა მაგისგან ჭკვიანი არ გავმხდარვარ. იქნებ მარტო ფილმები ხდის კაცს ჭკვიანათ. ან ვიქტორინები.

26 მარტი

      დღისით როგორც ვიმუწაო თუ ეს რაღაცა მთელი ღამე წარამარა მაღვიძეფს. შუა ღამით გამეღვიძა და ვეღარ ვიძნებდი იმიტორო გაიხსენე გაიხსენე გაიხსენეო იმეორებდა. და მემგონი რაღაც გამახსენდა. კარგათ არ მახსოვს მარა მის კინიანზე იყო და სკოლაზე სადაც კითხვა ვისშავლე. და იმაზე იქ როგორ მოვხვდი.

      დიდი ხნის წინ ჯო კარპს ვკითხე კითხვა როგორ ისშავლა და მეც შემეძო თუარა რო კითხვა მესშავლა. იმან გაიცინა რაღაც სასაცილოს რო ვამბოფ ეგრე იცინის ხოლმე და თქვა მაგაზე დრო რატო უნდა დაკარგო ჩარლი ტვინი არაგაქ და ახალს ხო არ ჩაგიდებენ მაგ თავში. მაგრამ ფანი ბერდენმა გაიგო რაც ვთქვი და თავის ბიძა შვილს კითხა რომელიც ბიკმანის უნივერსიტეტის სტუდენტია და მერე ბიკმანის უნივერსიტეტის ჩამორჩენილ მოზრდილთა ცენტრზე მითხრა.

      ცენტრის სახელი ფურცელზე დაშერა. ფრენკმა გაიცინა და თქვა იმდენსაც ნუიზამ მერე აქაოდა ძალიან გავნათლდიო და ძველ მეგობრებს თავი აღარ გაგვიყადრო. მეუთახრი ნუგეშნია ძველი მეგობრები სუ მეყვარება შერა კითხვას თუ ვისწავლი მაინც. გაიცინა და ჯო კარპიც იცინოდა მარა გიმპი შემოვიდა და ორივეს უთხრა ფუნთუშების ცხობა გააგრძელეთო. ყველანი ჩემი კარგი მეგობრები არიან.

      სამსახურის მერე ექვსი კვარტალი ვიარე და სკოლასთან მივედი. ცოტა მეწინოდა. ისე მიხაროდა კითხვას რო ვისშავლიდი რო გზაზე გაზეთი ვიყიდე რო მერე სახში წამეღო და შამეკითხა.

      რო მივედი დიდი გძელი დერეფანი იყო და ბევრი ხალხი. წემეწინდა ვინმესთან რამე არასშრი არ მეთქვა და სახში წასვლა დავაპირე. მარა არ ვიცი რატო მოვბრუნდი და ისევ შგნით შევედი. 

      ვიცადე სანამ თითქმის ყველა არ წავიდა ზოგიერთის გარდა დიდ საათთან რო იდგენ საცხობში რო გვაქ ისეთთან. ერთ ქალს ვკითხე თუ შემელო შერა კითხვა მესშავლა რო ყველაფერი წამეკითხა რაც გაზეთში შერია და გაზეთი ვაჩვენე. ის ქალი მის კინიანი იყო მარა მაშნ ეგ არ ვიცოდი. იმა თქვა თუ ხვალ ისევ მოხვალ და ჩაეწერებით დავიწყებ თქვენთვის წერა კითხვის სშავლებას. მარა უნდა გესმოდეთ რომ კითხვის სშავლას ბევრი დრო შეილება წლები დაჭირდეს. მეუთხარი რო არვიცოდი მაგდენი ხანი თუ ჭირდებოდა მარა მაინც მინდა სშავლათქო. უთხარი რო ხანდახან ხალხს თავს ისე ვაჩვენეფ თითქის კითხვა ვიცი მაგრამ არ ვიცი და მინდა რო ვისშავლო.

      იმან ხელი ჩამომარვა და მითხრა მოხარული ვარ რომ გაგიცანით მისტერ გორდონ. მე თქვენი მასშავლებელი ვიქნები. მის კინიანი მქვია. აი სად მივედი და როგორ გავიცანი მის კინიანი. 

      ფიქრი და გახსენება ძნელია ბოლო დროს სუ ცუდათ მძინავს. ეს ტელევიზორი ძაან ხმაუროფს.

27 მარტი

      პეროფესორმა ნიმურმა თქვა რო რახან გახსენება დავიწყე და ის სიზმრები მესიზმრება ექიმი სტრაუსის თერაპის სიანსებზე უნდა დავიშყო სიარული. იმან თქვა თერაპის სიანსი ნიშნავს ცუდათ რო ხარ და რო შეხვალ მერე უკედ გამოხდები. მეუთხარი ცუდათ არ ვარ და სუ ბევრს ვლაპარაკოფ და არ მინდა სიანსებზე მარა გამიჯავრდა და მითხრა რო მაინც უნდა ვიარო.

      თერაპის დროს ტახტზე უნდა დავშვე. ექიმი სტრაუსი გვერძე სკამზე ზის და მე ვლაპარაკოფ ყველაფერს რაც თავში მომდის. დიდიხანი არაფერს არვამბობდი იმიტორო თავში არაფერიც არ მომდიოდა. მერე საცხობზე უთხარი რაღაცეები და იქ რეებიც ხდება იმაზე. დიდი სისულელეა მაგის კაბინეტში რო დავდივარ და ტახტზე რო ვშვები რო რაღაცეები მოუყვე იმიტორო მიღწეული შედეგების ანგარიშებსი მაინც ყველაფერს ვწერ და იქაც შეულია წაიკითხოს. დღეს ანგარიში მიუტანე და უთხარი თუგინდათ წაიკითხეთ და მე იქამდე ტახტზე წაუძნებთქო. ძაან დაღლილი ვიყავი იმიტორო იმ ტელევიზერმა მთელი ღამე არდამაძინა. მარა იმან მითხრა არა ეგრე არშეილება. უნდა ილაპარაკო. ამიტო ვილაპარაკე მარა მერე შუა სიანსში მაინც ტახტზე ჩამეძინა. 

28 მარტი

      თავი მტკივა. ოღონთ ეხლა ტელევიზერის ბრალი არ არი. ექიმა სტრაუსმა მასწავლა როგორ ჩაუწიო ტელევიზერს და ეხლა მძინავსხოლმე. არაფერი არ მესმის. და ისევ აზე არავარ რას ამბოფს. ზოგჯერ დილით უკან ვახვევ ხოლმე რო გავიგო ძილის შინ და ძილის დროს რა ვისშავლე მარა ზოგჯერ სიტყვებსაც ვერვარჩევ. შეილება სხვა ენაა ან რაღაცა. მემგონი ძირითადათ მაინც ამერიკულად ლაპარაკოფს. მარა ძაან ჩქარა.

      ექიმ სტრაუს ვკითხე ძილში დაჭკვიანებას რააზრიაქ თუ მე ღვიძილში მინდა ჭკვიანი ვიყო მეთქი. იმან თქვა ეგ ერთიდაიგივეა. შენ ორი გონება გაქვს. ერთი ცნობიერი და მეორე არცნობიერი (ესე იშერება) და ერთ მანეთს არცერთი არეუბნება რას შვებიან. ამიტო ვხედავ სიზმრეფს. თანაც როგორ გიჟურ სიზმრეფს. სუ ეგეთი გიჟური სიზმრები მაქ იმის მერე რაც იმ ტელევიზერში გვიანი გვიანი შუა ღამის კინო სიანსს უყურე.

      დამავიშყდა ექიმი სტრაუსისთვის რო მეკითხა ყველას ორი გონება აქ თუ მარტო მე ვარ ეგეთი.

(ექიმა სტრაუსმა რო ლექესიკონი მომცა იქ მოვნახე სიტყვა. არაცნობიერი (ზედს.) მენტალური ოპერაციები რომლებიც ცნობიერებაში ჯერ არ არიან წარმოდგენილნი. მაგ. არაცნობიერ ლტოლვათა ობიექტი) რაღაცეები კიდეა მარა მაინც ვერგავიგე რას ნიშნავს. ეტყობა ეს ლექესიკონი ჩემნაირი სულელებისთვის არ გამოდგება. 

თავი კიდე წვეულების გამო მტკივა. ჯო კარპმა და ფრენკმა რეილიმ დამპატიჟეს სამსახურის მერე ჰალ ლორანის ბარწი დასალევათ. არ მიყვარს ვისკი მარა იმათ მითხრეს მაგრა გავერთობით. კარგი დრო გავატარე. ვითამაშეთ. ბარზე ამძვრალი ვცეკვავდი თავზე ჭაღი მეხურა და ყველა იცინოდა. 

      მერე ჯო კარპმა მითხრა გოგოებს ანახე ტუალეტს როგორ ხეხავ ხოლმე საცხობშიო და იატაკის ჯოხიც მომცა. მე უჩვენე და ყველამ გაიცინა როცა უთხარი რო მისტერ დონერმა თქვა რო საუკეთესო დამლაგებელი და დამტარებელი ვარ ვინც ყოლია იმიტორო მიყვარს ჩემი საქმე და კარგათ ვაკეთებ და არასოდეს არ ვაგვიანებ და არ ვაცდენ. ოპერაცი რო გამიკეთეს მარტო მაშინ გავაცდინე. 

      მე უთხარი რო მის კიანიანი სუ მეუბნება ჩარლი უნდა ამაყობდე შენი საქმით იმიტორო შენ საქმეს კარგათ აკეთებ.

      ყველამ გაიცინა და ფრენკმა თქვა რო მის კინიანი კაი დაცენტრილი ვიღაცა ჩანს რახან ჩარლი ევასება და ჯომ თქვა ჰა ჩარლი ეჩალიჩები ბიჭო. მეუთხარი ეგ არ ვიცი რას ნიწნავსთქო. ბევრი სასმელი დამალევინეს და ჯომ თქვა ვა გათხლეშილი ჩარლი რა მასტია. მემგონი ეგ ნიშნავს რო მოვშონვარ. კარგათ ვერთობით ერთათ. ერთი სული მაქ როდის გავხდები ჩემი საუკეთესო მეგობრეივით ჯო კარპივით და ფრენკ რეილივით ჭკვიანი. 

      არმახსოვს წვეულება როგორ მორჩა მახსოვს რო მითხრეს გარეთ გაიხედე წვიმა ხოარ მოდისო და რო დავბრუნდი იქ აღარავინ იყო. ალბათ ჩემ მოსაძებნათ წამოვიდენ. გვიანობამდე ვეძებ და ვეძებე. მაგრამ დავიკარგე და ჩემ თავზე გავბრაზდი რო დავიკარგე იმიტორო დარშმუნებული ვარ ელჯერნონი ათასჯერ გაივლიდა იმ ქუჩებს ისე რო არ დაიკარგებოდა.

      მერე კარგათ აღარ მახსოვს მარა მისის ფლინმა თქვა რო კეთლმა პოლიციელმა მიმიყვანა სახში.

      იმღამეს დედაჩემი და მამაჩემი დამესიზმრენ ოღონთ დედაჩემის სახეს ვერ ვხედავდი სუ თეთრი და გადღაბნილი იყო. ვტიროდი იმიტორო დიდ მაღაზიაში ვიყავით დავიკარგე და იმათ ვერ ვპოულობდი და რიგებში წინდაუკან დავრბოდი დიდ სალაროებთან. 

      მერე კაცი მოვიდა და დიდ მერხებიან ოთახში წამიყვანა კამფეტი მომცა და მითხრა რა გატირებს შენ ხო დიდი ბიჭ ხარ მამა და დედა მოვლენ და გიპოვიანო.

      მოკლეთ ესეთი სიზმარი იყო. თავი მტკივა. თავზე კოპი მაქ და გარშემო შავათ და ლურჯათ მაქ სულ დაჟეჟილი. ჯო კარპმა თქვა ალბათ სადმე გცემეს ან პოლიციელმა ჩაგაფარა. პოლიციელები მემგონი ეგეთ რამეებს არ შვებიან ხოლმე. ასეათუისე ვისკის აღარ დავლევ. 

29 მარტი

      ელჯერნონს მოვუგე. არც ვიცოდი რო მოუგე სანამ ბერტ სელდენმა არმითხრა. მერე მეორეჯერზე წავაგე იმიტორო სიხარულისგან ავნერვიულდი. მაგრამ მაგის მერე კიდე რვა ჯერ მოუგე. ელჯერნონის ნაირ ჭკვიან თაგვს თუ უგეფ ესეიგი ჭკვიანი ვხდები. მაგრამ რაღაც არ ვგრძნობ თავს ჭკვიანათ. 

      კიდე მინდოდა შეჯიბრი მარ ბერმა მითხრა რო დღეს გეყოფაო. ელჯერნონი დამაჭერინა ცოტახანი. ელჯერნონი კარგი თაგვია. ბამბასავით ფაფუკი. თვალებს ახამხაებს და რო ახელს შავათ უჩანს. თვალის კიდეები კი ვარდისფერი აქვს.

      ბერტს ვკითხე თუ შეილებოდა რო მეჭმია იმიტორო მცხვენოდა რო მოუგე და მინდოდა კეთილათ მოვქცეოდი და დავმეგობრებოდი. ბერტმა თქვა არა ელჯერნონი განსაკუთრებული თაგვია ზუსტათ ისეთი ოპერაცი გაუკეთეს როგორც შენ. პირველი იყო ცხოველებს შორის ვინც ამდენი ხანს დარჩა ჭკვიანი. იმან თქვა ელჯერნონი ისეთი ჭკვიანია რომ ტიხრები ლაბირინთში ყოველ ჯერზე იცვლება და სუ რაღაც ახალი უნდა ისშავლოს ხოლმე იმისთვის რომ საჭმელი მიიღოსო. ამან დამანაღვლიანა. სწავლა რო არ შეძლებოდა ხო ვერაფერსაც ვერ შეჭამდა და მწიერი დარჩებოა. 

      მე მგონი არ არი კარგი როცა ტესტის გაკეთებას გაიძლებენ რო ჭამო. ბერტს როგორ მოეშონებოდა ერთი მაგას რო უწევდეს ყოველ ჯერზე ტესტის ჩაბარება როცა წია. მემგონი ელჯერნონს დაუმეგობრდები.

      ამაზე გამახსენდა. ექიმი სტრაუსი ამბობს რო ყველა სიზმარი და ყველაფერი რასაც ვფიქრობ უნდა ჩავიწერო რომ როცა მის კაბინეტში მივალ მოუყვე. მეუთხარი ჯერ არ ვიცი როგორ უნდა ვიფიქრო მეთქი მაგრამ იმან მითხრა სხვა რაღაცეებს ვგულისხმოფო. დედაშენის და მამაშენის ან მის კინიანთან სწავლის დაწყების შესახებ რაც დაწერე და ყველაფერი რაც ოპერციმდე ხდებოდა და ახლა გაგონდება ფიქრია და ეგ ფიქრები შენს ანგარიშებში გიწერია. 

      არ ვიცოდი რო ვფიქრობ და ვიხსენებდი. იქნებ ეგ იმას ნიწნავს რო რაღაცა მემართება. თავს სხვანაირად არ ვგრძNობ მაგრამ ისეთი აღელვებული ვარ ღამე არ მძინავს.

      ექიმა სტრაუსმა ვარდისფერი აბები მომცა კარგათ რო დავიძინო. მითხრა რო ბევრი უნდა ვიძინო იმიტორო ყველაზე მეტი ცვლილება ჩემს ტვინში მაგ დროს ხდება. ალბათ ეგრე იმიტორო ძა ჰერმანი უმუშევრათ რო დარჩა სუ ეძინა ჩვენთან შემოსასვლელში ძველ ტახტზე. მსუქანი იყო და სამსახურს ვერ შეულობდა იმიტორო სახლებს ღებავდა და რო გასუქდა კიბეზე ასვლა ჩამოსვლა უჭირდა.

      ერთხელ დედაჩემს რო უთხარი ძია ჰერმანივით მინდა სახლებზე ვხატოთქო ჩემა დამ ნორმამ თქვა ოჯახში ხელოვანი გვეზრდება ჩარლის სახით. მამაჩემა სახეში გაარტყა და უთხრა ნუ ექცევი შენს ძმას ეგრე საზიზღრათ. არ ვიცი რა არის ხლეოვანი მაგრამ რახან მამამ ნორმას მაგ სიტყვის თქმის გამო გაარტყა ალბათ კარგი რაღაცა არ არი. 

      სულ განვიცდიდი ნორმას ჩემი წყენინებისთვის რო ცემდენ. ჭკვიანი რო გავხდები უნდა ვნახო.

30 მარტი

      დღეს საღამოს მის კინიანი მოვიდა ლაბორატორის გვერძე რო სასწავლო ოთახია იქ. გახარებული ჩანდა რო მნახა მაგრამ ნერვიულობდა. უფრო ახალგაზრდა ჩანს ვიდრე მახსოვდა. მე უთხარი რო ძაან ვცდილობ ჭკვიანი გავხდე. იმან მითხრა ჩარლი შენში ეჭვიც არ მეპარება როგორ იბრძოდი წერაკითხვა ყველაზე უკეთ რომ გესწავლა. მჯერა რომ გამოგივა. ყველაზე უარეს წემთხვევაში ცოტახანი მაინც. იცოდე სხვა ჩამორჩენილი ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას აკეთეფ. 

      ძაან ძნელი წიგნის კითხვა დავიშყეთ. ისეთი ძნელი წიგნი ჯერარ წამიკითხავს. რობიზონ კრუზო ჰქვია. კაცი უკაცრიელ კუნძლზე მოხვდება ძაან ჭვიანი და ბევრ რაღაცეებს იგონებს რო სახლი და საჭმელი ქონდეს და კიდე კარგათ ცურავს. ოღნთ მეცოდება იმიტორო სუ მარტოა და მეგობრები არყავს. მაგრამ მემგონი კიდე ვიღაც არი კუნძლზე იმიტორო წიგნშ რობიზონის სურათია ხელში თავისი უცნაური ქოლგა უჭირავს და ნაფეხურებს უყურეფს. იმედი მაქვს მეგობრებს იპოვის და ესე მარტო აღარ იქნება.

31 მარტი

      მის კინიანი უკეთ შერას მასწავლის. მეუბნება წეხედე სიტყვას და მერე თვალები დახუჭე და იმეორე სანამ არ დაიმახსოვრებ. შეურაწყოფა ასე იწერება შ ე უ რ ა ც ხ ყ ო ფ ა. სავანტყოფო კიდევ ასე ს ა ა ვ ა დ მ ყ ო ფ ო. სანამ დაჭკვიანებას დავიწყებდი არასწორეთ ვშერდი. ცოტა ავირიე მაგრამ მის კინიანი ამბობს ნუ ღელავ მართლშერა შინაარს არ ცვლისო.

ტეგები: Qwelly, ელჯერნონი, კიზი, ლიტერატურა, ნოველა, ფანტასტიკა

ნახვა: 1114

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters