მოთხრობა "ალისფერი ჭირი" ჯეკ ლონდონმა ასი წლის წინათ, 1912 წელს დაწერა. გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ეს არის პირველი "პოსტაპოკალიფსური" თხზულება თანამედროვე ლიტერატურაში - პირველი მოწმობა იმ ფაქტის გაგებისა, რომ ცივილიზაციის ძლევამოსილი მსვლელობა ერთხელაც კრახით დამთავრდება.
თავის შემოქმედებაში ჯეკ ლონდონი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა შესაძლო მომავლის გააზრებას. მომავალი მას მუქ ფერებში ესახებოდა (მაგალითად, ოლგარქიის ტირანია, რომელიც აღწერილია რომანში "რკინის ქუსლი"). მაგრამ "ალისფერი ჭირი", რომელიც მომავალ მსოფლიოზე იმავე, პირქუშ შეხედულებას ადგას, კიდევ უფრო მეტ ორიგინალურ და საკმაოდ საინტერესო დეტალებს შეიცავს. საინტერესო იქნება ამ მოთხრობის წაკითხვა თანამედროვე მოვლენათა შუქზე და მისი პროგნოზების რეალისტური შეფასება.
მაშ ასე, ჯეკ ლონდონი თავის ამ მოთხრობაში თავიდანვე გვამცნობს იმის შესახებ, რომ აშშ-ს სათავეში ჩაუდგება ოლიგარქთა საბჭო, ხოლო პრეზიდენტის საყოველთაო არჩევნები გაუქმდება: "ორი ათას თორმეტი წელი! - წამოიკივლა მან და ნახევრად შეშლილი ხარხარი აუტყდა. - სწორედ მაშინ დანიშნა მაგნატების მმართველობამ შეერთებული შტატების მეხუთე პრეზიდენტი! ალბათ ეს უკანასკნელი მონეტა იქნება: ალისფერი სიკვდილი ხომ 2013 წელს დადგა. ღმერთო მოწყალეო, გაფიქრებაც კი მზარავს! სამოცი წელი გავიდა უკვე და მე ვარ ერთადერთი, რომელიც იმ ეპიდემიას გადაურჩა".
აგერ საინტერესო მითითება ფიჭური კავშირის გავრცელების შესახებ:
"ჭირმა 2013 წლის ზაფხულში იფეთქა. მაშინ მე ოცდასამი წლისა ვიყავი და ყველაფერი ბრწყინვალედ მახსოვს. შეტყობინებები უსადენო ტელეგრაფით... იმ დროს ჩვენ შეგვეძლო ჰაერით, ათასობით მილზე გვესაუბრა".
რა თქმა უნდა, მომავლის მსოფლიო სავსეა საფრენი აპარატებით, როგორც ეს იმდროინდელი ფანტასტიკისთვის არის დამახასიათებელი ავიაციის სწრაფი განვითარების გამო:
"ყურეში განუწყვეტლივ დაცურავდნენ ხომალდები: ისინი შემოდიოდნენ ოქროს კარიბჭეში, სხვები ღია ზღვაში გადიოდნენ. ხოლო ცაში - საჰაერო ხომალდები, დირიჟაბლები და აეროპლანები დაფრინავდნენ და საათში ორას მილს ავითარებდნენ".
მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც ტექნიკური პროგრესის აღწერა კი არ არის, არამედ მომავალი პოლიტიკური სისტემის განჭვრეტა. სწორედ ეს მხარე აშფოთებს ყველაზე მეტად მკითხველის ცნობიერებას, რადგან ის ძალიან ჰგავს სიმართლეს.
"პირველ მძღოლს ბილი ერქვა, ის, როგორც უკვე ვთქვი, მდაბიო ადამიანი იყო, - ამიხსნა პაპამ, - მაგრამ მეუღლე კეთილშობილი ქალბატონი ჰყავდა. ალისფერ ჭირამდე ის საწარმოო მაგნატთა სამმართველოს პრეზიდენტის, ვან უორდენის ცოლი იყო, ათიდან ერთი იმ კაცთაგანისა, რომელიც ამერიკას მართავდა. ვან უორდენი ერთი მილიარდ რვაასი მილიონი დოლარი ღირდა".
ეს სტროფები გვიყვება იმის შესახებ, რომ აშშ-ს მთელი ძალაუფლება ბანკირებისა და საწარმოო მაგნატების ერთი ჯგუფის ხელში აღმოჩდნება. რაც ყველაზე საინტერესოა, ზლობინის რუსულ თარგმანში უბრალო და მეტად გავრცელებული სიტყვა "dozen" - დუჟინი (აღნიშნავს 12-ს - რედ.) შეცვლილია და მის ნაცვლად სიტყვა "ათი" წერია. ინგლისურ ორიგინალში სწორედ "დუჟინი" (dozen) წერია, ანუ ამერიკის მმართველთა საბჭო თორმეტი ადამიანისგან იქნება შემდგარი, რომლებიც განდობილნი არიან ძალაუფლებისა და სიმდიდრის საიდუმლოებას.
საინტერესოა, რომ ჯეკ ლონდონმა პრაქტიკულად ზუსტად იწინასწარმეტყველა მომავლის მოსახლეობის რაოდენობა:
"2010 წლის საყოველთაო აღწერის ცნობით დედამიწის მოსახლეობამ რვა მილიარდ ადამიანს მიაღწია, დიახ, დიახ, რვა მილიარდს - რვა ჯავშანს კიბორჩხალისა. ისე კი არა როგორც დღესაა. ადამიანებმა საკვების მოპოვების უამრავი მეთოდი იცოდნენ. რაც მეტი იყო საჭმელი, მით უფრო მეტი ადამიანი იბადებოდა. 1800 წელს მარტო ევროპაში უკვე ას სამოცდა ათი მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. ასი წლის შემდეგ - დადე ქვიშის ნამცეცი, ჰოუ-ჰოუ, - 1900 წელს მათი რაოდენობა უკვე ხუთასი მილიონი იყო, მაშასადამე, ქვიშის ხუთ მარცვალს ერთი კბილი უნდა მიუმატო. ეს აჩვენებ, რამდენად ადვილი იყო მაშინ საკვების მოპოვება და როგორი სისწრაფით ვრცელდებოდა მოსახლეობა. 2000 წელს ევროპაში უკვე თხუთმეტი ასეული მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. ასეთი ვითარება იყო ყველგან. აი კიბორჩხალის ეს რვა ჯავშანი რვა მილიარდ ადამიანს ნიშნავს, რომლებიც იმ დროს მსოფლიოში ცხოვრობდნენ და როდესაც იფეთქა ალისფერმა ჭირმა"
დღეს მსოფლიოში 7 მილიარდზე მეტი ადამიანია, მაგრამ პლანეტის მოსახლეობა უკვე ისე სწრაფად იზრდება, რომ 8 მილიარდს ის დაახლოებით 10 წელიწადში მიუახლოვდება. ეს უმნიშნვნელო ცთომილებაა იმდროინდელი წინასწარმეტყველებისთვის, როდესაც დედამიწაზე 2 მილიარდზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობდა.
მოდი, შევეცადოთ ჯეკ ლონდონის მოთხრობას მოულოდნელი კუთხით შევხედოთ. "ალისფერი ჭირი" თავისით არ ჩნდება, მანამდე მსოფლიოში რეგულარულად ხდებოდა ეპიდემიები, რომელთაც ერეოდნენ ბაქტერიოლოგები. მაგრამ აი, მოდის სასიკვდილო ვირუსის ახალი ფორმა და ვერავინ გადარჩება, თვით ძლევამოსილი მმართველებიც კი. და ამას განსაკუთრებულად უნდა მივაქციოთ ყურადღება.
სავარაუდოდ, ლონდონის დაფარული შეტყობინების აზრი ასეთია: არეგულირებენ რა პლანეტის მოსახლეობის რაოდენობას ეპიდემიებით, მსოფლიო საიდუმლო მთავრობა ერთი მეორის მიყოლებით უშვებს სასიკვდილო ვირუსების ახალ ახალ ფორმებს, რათა შეამციროს მოსახლეობა.
"ერთ ერთი ყველაზე საშინელი დაავადბა კეთრი იყო. ჩემამდე ასწლეულებით ადრე ბაქტერიოლოგებმა კეთრის მიკრობი აღმოაჩინეს, დეტალურად შეისწავლეს და ფოტოსურათებიც გადაუღეს. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი. მაგრამ კეთრის მიკრობის საწინააღმდეგო საშუალება ვერ აღმოაჩინეს. და აი, 1984 წელს საყოველთაო ეპიდემიამ იფეთქა. ის დაიწყო ქვეყანაში, რომელსაც ბრაზილია ერქვა და მილიონობით ადამიანი შეიწირა. ბაქტერიოლოგებმა ამ დაავადების მიკრობები აღმოაჩინეს და იპოვეს მისი განადგურების მეთოდი ასე, რომ სნეულება ამის იქით არ გავრცელებულა. მათ შექმნეს ე. წ. შრატი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში შეჰყავდათ. შრატი ჰკლავდა მიკრობს, მაგრამ ადამიანს არ ვნებდა. 1910 წელს პელაგრა და ანკილოსტომა გავრცელდა. ბაქტერიოლოგებმა მალე მოუღეს ბოლო ამ სნეულებებს. მაგრამ 1947 წელს გამოჩნდა ახალი, მანამდე სრულიად უცნობი სნეულება. ჭირს ძუძუთა ბავშვები ეწირებოდნენ, არა უმეტეს ათი თვისა, - მათ არც ხელ-ფეხის ამოძრავება შეეძლოთ და არც ჭამა. თერთმეტი წელი დასჭირდათ ბაქტერიოლოგებს, ამ სნეულების მიკრობის გასანადგურებლად და ბავშვების გადასარჩენად".
ბაქტერიოლოგების წარმატებები, სავარაუდოდ, მხოლოდ მაშინ მოდის, როდესაც მიღწეულია საჭირო "შემამცირებელი" ეფექტი.
მაგრამ, უეცრად მოლოდნელი რამ მოხდა. საშინელი ინსტრუმენტი კონტროლიდან გამოვიდა და თავის გამომგონებლებს დაერია, რამაც გამოიწვია კიდეც ცივილიზაციის გაქრობა.
ასე აღწერს მომავალს მწერალი, რომელიც საიდუმლო კლუბების წევრი გახლდათ. ასე ცდილობდა ის მსოფლიო ლიდერთა გაფრთხილებას, რომ შეუძლებელია ყველაფერი მათი გეგმების მიხედვით წარიმართოს.
თუმცა, ეს სულაც არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ლონდონი ყოველთვის, - როგორც მოთხრობაში "ალისფერი ჭირი", ასევე სხვა მოთხრობებშიც, - ყოველთვის ანტიელიტარულად იყო განწყობილი. თავის თხზულებებში, ყველგან, იქნება ეს "ზღვის მგელი", "ამბოხი ელსინიორში", მოთხრობებში ჰავაის შესახებ და სხვა - ის ხოტბას ასხამს "ძლიერ პიროვნებას" და აკნინებს "ბრბოსა" და "მასას". და აი, რაც დამახასიათებელია ასეთი მსოფლმხედველობისთვის, - "ბრბო" თავისი ყველაზე მდაბიო წარმომადგენლების მეთაურობით უკანასკნელ, გადარჩენილ ადამიანებზე გაბატონდება. უხეშ პირუტყვს, მძღოლს, ხარჭად ამერიკის ერთ ერთი მმართველის ცოლი ერგება - მსოფლიო ელიტისთვის, რომელსაც მიუძღვნა თავისი ტექსი ჯეკ ლონდონმა, ამაზე დიდი "სილის გაწნა" წარმოუდგენელია. ის თითქოსდა ამბობს: თქვენ ჯერ ჯერობით მართავთ, მაგრამ თქვენი ხარბი და სასტიკი ქმდებები თქვენვე და თქვეს სისტემასვე შემოუბრუნდება და მაშინ თქვენი ბედ-იღბლისა არავის შეშურდება.
ასეთ გაფრთხილებას აზრი მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა ჰქონოდა, თუ მწერალი მსოფლიო საიდუმლო ძალთა შორსმიმავალი გეგმების კურში იქნებოდა. რა აკავშირებდა ჯეკ ლონდონს საიდუმლო საზოგადოებებთან?
უნდა დავიწყოთ იმ უცნაური ვითარებიდან, რომელიც მწერლის დაბადებასთან არის დაკავშირებული. ეს, რა თქმა უნდა, არგუმენტი არ არის, მაგრამ საინტერესოა: მომავალი დედა გატაცებული იყო სპირიტიზმით, ხოლო მამა - ასტროლოგიით. მომდევნო ბიოგრაფია საკმაოდ ცნობილია: ძნელი სიყრმე, თავგადასავლები, სამწერლო კარიერის დაწყება ახალგაზრდობაში. მაგრამ მთავარია აქცენტები: იყო რა სოციალისტი, ლონდონი რატომღაც არასოდეს იზიარებდა "უბრალო ადამიანისადმი" დემოკრატიულ პატივისცემას. მდაბიოთა წარმომადგენლები, რომელიც სწორ სოციალისტს უნდა უყვარდეს, ლონდონის თხზულებებში ნამუსგარეცხილი გარეწრები არიან, თანაც ისეთი, რომ არ ტოვებენ არანაირ სიმპათიას (მაგ.: კოკ მაგრიჯი "ზღვის მგელში"). და პირიქით, ელიტა, განათლებული და გავლენიანი ადამიანები, მიუხედავად მათი ნაკლოვანებებისა: სნობიზმი, დიდგულობა, სიამაყე, ამპარტავნება, საყოფაცხოვრებო უუნარობა - ევოლუციური განვითარების უმაღლეს საფეხურად გამოიხატება.
ამიტომაც, სულაც არ არის გასაკვირი ის, რომ ელიტასთან ურთიერთობის გზებმა ჯეკ ლონდონი "ბოჰემურ ჭალაში", კალიფორნიის ამ დახურულ კლუბში მიიყვანა. სხდომები სან-ფრანცისკოს სექვოიების ჭალაში იმართებოდა, ხოლო სახელწოდება დაკავშირებულია ან "ბოჰემასთან" ან "ბოჰემიელ ძმებთან" - ერთ ერთ ქრისტეანულ სექტასთან. არსებობს 1904 წლის ფოტო, სადაც ჯეკ ლონდონი უზარმაზარი სექვოიის ტოტისგან გაკეთებულ სკამზე ზის.
ბოჰემის კლუბი იმითაა საინტერესო, რომ მასში შედიოდნენ და დღემდე შედიან აშშ-ს ელიტარული მმართველები: ექს-პრეზიდენტი ჯორჯ ბუში (უფროსი), თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი, ყოფილი მდინვები კოლინ პაუელი და ჯეიმს ბეიკერი, მთავარი ამერიკელი დიპლომატი ჰენრი კისინჯერი, ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილი მეთაური პოლ ვოლკერი, ასევე დევიდ როკფელერი, ExxonMobil-ის დირექტორთა საბჭოს წარმომადგენელი ედ გალანტე, ChevronTexaco-ს ერთ ერთი უმთავრესი აქციონერი სემუელ არმაკოსტი, არისტოკრათა ოჯახები, Hewlett-Packard-ის დამაარსებლები არტურ და უოლტერ ჰიულეტები და სხვა... ასი წლის წინ კლუბი უკვე თავისი ზეგავლენის გაფურჩქვნის ხანაში იყო და მეტად იზიდავდა ფინანსური ელიტის წარმომადგენლებს.
ჯეკ ლონდონისა და საიდუმლო საზოგადოებათა ინტერესთა ერთობლიობა შესაძლოა ჩამოყალიბებულიყო ოკულტიზმით გატაცების ბაზაზე. საბჭოთა კავშირში არასოდეს უყვარდათ იმის ხაზგასამა, რომ მწერალი-სოციალისტი, თურმე, სპირიტიზმისა ("ვარსკვლავებში მოხეტიალე") და სხვა ისეთი ოკულტური "გართობების" დიდი მოყვარული ყოფილა, როგორიცაა მაგალითად, მეხსიერებაში წარსულ ინკარნაციათა გაღვიძება ("როდესაც სამყარო ჯერაც ჩვილი იყო"). კლუბის წევრებთან ურთიერთობაში, რომლებიც, საფიქრებელია, ენდობოდნენ ადამიანს, რომელსაც ბრბო და მდაბიო ხალხი ასე სძულდა, ლონდონმა შეიტყო კაცობრიობის მომავალი შემცირების გეგმების შესახებ და არ არის გამორიცხული შესაძლო ვადებისა და თარიღების კურსშიც იმყოფებოდა. მაგრამ მწერლის დაუოკებელმა შემოქმედებითმა ტალანტმა ადრე თუ გვიან მიიყვანა ის იქამდე, რომ მსგავსი გეგმების მოწონების ნაცვლად, მათი უარყოფა დაიწყო და ამით საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა.
1916 წელს ჯეკ ლონდონი გარდაიცვალა. ეს იყო უეცარი სიკვიდილი, რომელსაც არავინ ელოდა, რადგან, მართალია, ბოლო წლებში მწერალი ურემიისგან (ორგანიზმის მწვავე ან ქრონიკული თვითმოწამვლის კლინიკური სინდრომი, რომელიც თირკმელების უკმარისობითაა განპირობებული - რედ.) იტანჯებოდა, მაგრამ სიკვდილს სულაც არ აპირებდა. ლონდონი კომატოზურ მდგომარეობაში იპოვეს თავის ოთახში. ის მოწამლული იყო მორფინითა და ატროპინით, თუმცა რა გახდა სიკვდილის მიზეზი: ტკივილგამაყუჩებელი წამლების ზედმეტი დოზა თუ შეგნებული თვითმკვლელობა (რაზეც, სხვათა შორის, არ არის არანაირი მინიშნება წინასასიკვდილო წერილის ან ანდერძის სახით) - უცნობია.
სრულიად შესაძლოა, რომ თვითმკვლელობა ინსცენირებული იყო მასონების მიერ - ამისი მიზეზი კი შესაძლოა გამხდარიყო რომანი, რომელზეც ჯეკ ლონდონი სიკვდილამდე მუშაობდა, კერძოდ, "მკვლელობათა ბიურო". სიუჟეტი მოგვითხრობს იმაზე, რომ არსებობს კილერთა რაღაც ბიურო, რომელსაც ნებისმიერი ადამიანის მკვლელობა შეუძლია ამ ადამიანის თანამდებობრივი და წოდებრივი სიმაღლის მიუხედავად. მაგრამ ამაზე მიდის მხოლოდ მოსაკლავი კანდიდატის "მავნებლობის" ან "სარგებლობის" იდეოლოგიური შეხედულებებიდან გამომდინარე. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ეს ძალზედ გამომწვევი თემაა: საიდუმლო საზოგადოება, რომელსაც დედამიწის ნებისმიერი მმართველის მოკვლა შეუძლია თავისი კრიტერიუმების შესაბამისად.
როგორც ჩანს, ჯეკ ლონდონმა მასონები ძლიერ გაანაწყენა...