შტეფან ცვაიგი - პარტნიორი

მწველი საიდუმლო

   ორთქმავალმა ხრინწიანი ხმით მიაკივლა ზემერინგს. წუთით შეჩერდნენ ვაგონები მთის მწვერვალთა ვერცხლისფერ შუქზე. რამდენიმე მგზავრი ჩამოვიდა მატარებლიდან, რამდენიმე კი ავიდა. გაისმა ბრაზმორეული ხმები, შემდეგ ისევ შეჰკივლა ხმაჩახლეჩილმა მატარებელმა და შავი მოხრიგინე ჯაჭვი გვირაბში შეიყოლია. ირგვლივ კვლავ გადაიშალა გრილი სიოსაგან სუფთად დაწკრიალებული ნათელი მიდამო.

   მატარებლიდან ჩამოსულმა ერთმა ახალგაზრდამ, თავისი მოხდენილი ტანსაცმლითა და ლამაზი მიმოხრით, დანახვისთანავე თვალში რომ გეცემოდათ, სხვებს დაასწრო ეტლის დაქირავება და სასტუმროსაკენ გასწია. ცხენები ზანტად მიუყვებოდნენ აღმართს. ჰაერი გაზაფხულის სუნით იყო გაჟღენთილი. ცაზე მიცურავდნენ თეთრი ცელქი ღრუბლები, ასეთი ღრუბლები მხოლოდ მაისსა და ივნისში იცის ხოლმე, როცა ისინი, ნორჩნი და უზრუნველნი, თამაშით მიჰქრიან ლურჯ გზაზე, ხან მაღალ მთებს ამოეფარებიან, ხან ერთმანეთს ეხვევიან და მიილტვიან, ხანაც ცხვირსახოცად შეიკვრიან, ანდა ნაწილ-ნაწილ დაიფლითებიან და ბოლოს ანცი თამაშით თეთრ ქუდებად ჩამოეფხატებიან მაღალ მთებს. არ ისვენებდა ქარიც: იგი ისე ძლიერად არხევდა ჯერ ისევ სველ, ნაწვიმარ ხეებს, რომ მათ სახსრები უხრჭიალებდათ და ათასობით წვეთს ნაპერწკლებივით აფრქვევდნენ. დროგამოშვებით მწვერვალებიდან მონაბერი თოვლის გრილი სურნელება აღწევდა და მაშინ ჰაერი ტკბილი და ამავე დროს მჭახე ხდებოდა. ცასა და მიწაზე თითქოს მოძრავი და შმაგი ძალები გამეფებულიყვნენ. ცხენები ახლა უკვე დაღმართზე მიიჩქაროდნენ ნელი ფრუტუნით და შორს გაისმოდა მათი ეჟვნების წკრიალი.

   სასტუმროში მისვლისთანავე ახალგაზრდამ გადაათვალიერა ჩამოსულთა სია. მაგრამ მაშინვე იმედგაცრუებულმა გვერდზე გადასდო. „ნეტავი ვიცოდე, აქ რამ მომიყვანა? - ნაღვლიანად შეეკითხა იგი თავის თავს. - ამ მთაში მარტოდ, საზოგადოებისაგან მოწყვეტილად ყოფნა, ეს ხომ კანცელარიაში ჯდომაზეც უარესია. ჩანს, მე ან ძალზე ადრე მოვედი, ანდა ძალზე გვიან. არასოდეს შვებულებაში ბედი არა მაქვს ხოლმე. ერთი ნაცნობი გვარიც კი ვერ ვიპოვე ამდენ ხალხში. ერთი-ორი ქალი მაინც იყოს, უბრალო ფლირტისათვის, მთელი კვირა რომ მოწყენილი არ ვიჯდე“.

ახალგაზრდა ბარონი, რომელიც ავსტრიის მაღალი წოდების არც თუ ისე დიდგვაროვან ოჯახს ეკუთვნოდა, მთავრობის დაწესებულებაში მსახურობდა. დასვენება მაინცდამაინც არ სჭირდებოდა, მაგრამ ეს ერთკვირიანი შვებულება იმიტომ აიღო, რომ მისი ყველა კოლეგა საგაზაფხულო არდადეგებზე გავიდა და მასაც მოესურვა ამ უფლებით ესარგებლა.

   თუმცა ამ ბარონს თავქარიანს ვერ უწოდებდით, მაგრამ საზოგადოების გარეშე არსებობა წარმოუდგენლად მიაჩნდა. ამ ყველასათვის საყვარელ და სასიამოვნო პიროვნებას სიმარტოვის ატანა არ შეეძლო და ეს თვითონაც მშვენივრად იცოდა. მას არ სურდა საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენილიყო და ყოველგვარ ღონეს ხმარობდა, თავი აერიდებინა ამისათვის, რადგან არ აინტერესებდა უფრო ახლოს გასცნობოდა თავის შინაგან მეს. ჭაბუკმა იცოდა, რომ მისთვის საჭირო იყო ადამიანებთან ურთიერთობა, რათა გამოევლინებინა თავისი ნიჭი, თავაზიანობა და ტემპერამენტი. მარტოობისას იგი ცივი და უსარგებლო იყო, როგორც კოლოფში ჩადებული ასანთის ღერი.

აღელვებული ბარონი ბოლთას სცემდა ვესტიბიულში, ხან დაბნეული ფურცლავდა ჟურნალებს, ხანაც ოთახში შევიდოდა, მიუჯდებოდა როიალს და ვალსის დაკვრას იწყებდა, მაგრამ რიტმი არ ემორჩილებოდა. ბოლოს მოწყენილი დაჯდა ფანჯარასთან და დაუწყო ცქერა, რა ნელა ეშვებოდა ბინდი და ბოლქვებად როგორ ამოდიოდა ფიჭვებიდან რუხი ნისლი. ასე ნერვიულად და უსარგებლოდ გაატარა მთელი საათი. და შემდეგ გაემართა სასადილოსაკენ.

   სასადილოში სულ რამდენიმე მაგიდა იყო დაკავებული. ბარონმა სწრაფად გადაავლო მათ თვალი, მაგრამ ამაოდ: არც ერთი ნაცნობი. ოღონდ იქ - მან გულგრილად უპასუხა სალამზე - მწვრთნელი იჯდა, იპოდრომიდან, და კიდევ ერთი რინგშტრასელი ნაცნობი, მეტი არავინ. არც ერთი ქალი არა ჩანდა, დროებით გართობის იმედი მთლად გადაეწურა. თანდათან მოთმინებას კარგავდა. ბარონი იმ ახლაგაზრდათა რიცხვს ეკუთვნოდა, რომლებიც თავიანთი ლამაზი გარეგნობის წყალობით დიდი წარმატებით სარგებლობენ, ყოველთვის მზად არიან ახალ-ახალი გამარჯვებებისათვის და მუდამ ახალ წამოწყებათა ძიებაში არიან. მათ არაფერი არ აკრთობთ, რადგან ყველაფერი წინასწარ გაანგარიშებული აქვთ. არც ერთი ნადავლი არ წაუვათ ხელიდან. პირველივე შეხედვით, რომელსაც ისინი ქალს სტყორცნიან, შეაფასებენ მას - მეგობრის ცოლი იქნება თუ მისი მოახლე. ასეთ მამაკაცებზე დამცინავი ღიმილით იტყვიან ხოლმე, ქალებზე მონადირეაო და ანგარიშს არ უწევენ, რა მოსწრებულად არის ეს ნათქვამი, რადგან ქალების მოტრფიალენი არანაკლები ლტოლვითა და მონდომებით სდევნიან თავიანთ მსხვერპლს, ვიდრე ჩვეულებრივი მონადირენი. ისინი ყოველთვის ფხიზლად, ყოველთვის მზად არიან, რომ თავიანთ ახალ წამოწყებას მიჰყვნენ თვით უსასრულობამდე. მათ გულებში მუდამ გიზგიზებს ვნების ცეცხლი, მაგრამ ეს კეთილშობილი შეყვარებული გულის ლტოლვა კი არაა, არამედ მსახიობის ცივი, ანგარიშიანი, სახიფათო ჟინი, ასეთ ადამიანებს შორის არიან ჯიუტები, რომელთათვისაც არა მარტო ახალგაზრდობა, არამედ მთელი სიცოცხლე ამ სასიყვარულო შემთხვევათა გრძელ ჯაჭვს წარმოედგენს. მათი თითოეული დღე ასეულ პატარ-პატარა ვნებიან თავგადასავლებად იყოფა - წამიერი შეხვედრა, წუთიერი ღიმილი, მეზობლის ქალის მუხლზე შეხება, და ასე მიდის მთელი წელი. ქალების დევნა - აი ამ მამაკაცთა სიცოცხლის ერთადერთი და მუდმივი სტიმული.

   აქ სათამაშოდ პარტნიორს ვერ იშოვიდა. ბარონი ამას მაშინვე მიხვდა. მოთამაშისათვის კი, რომელიც მწვანე მაგიდას მოსჯდომია, ხელში კარტით და მოგების იმედით წინასწარ სტკბება, იმაზე საწყენი არა არის რა, ამაოდ თუ ჩაუვლის ლოდინი და პარტნიორი არ მოვა. ბარონმა მოითხოვა გაზეთი. მოღუშულმა გადაავლო თვალი სტრიქონებს, მაგრამ მისი აზრები თვლემდნენ და მთვრალივით ტორტმანებდნენ სიტყვებზე.

   უცებ მას უკანიდან მოესმა კაბის შრიალი და ხმა ქალისა, რომელმაც ოდნავი საყვედურითა და მანჭვით წარმოთქვა: „Mais tais-toi done, Edgar“

სულ ახლოს გაიშრიალა კაბამ და მის მაგიდას ნაზი რხევით ჩაუარა კოხტა ტანის ქალმა. მას უკან მიჰყვებოდა შავი ხავერდის ტანსაცმელში გამოწყობილი პატარა, ფერმკრთალი ბიჭუნა, რომელიც ცნობისმოყვარეობით მიაჩერდა ბარონს. ისინი მოუსხდნენ მოპირდაპირე მათთვის განკუთვნილ მაგიდას. ბავშვი ცდილობდა, რაც შეიძლებოდა დინჯად დაეჭირა თავი, მაგრამ მისი შავი მოუსვენარი თვალები მეტყველებდნენ, რომ ეს არც თუ ისე იოლი იყო მისთვის. ქალი - ბარონი მას თვალს არ აცილებდა, - კარგად და გემოვნებით იყო ჩაცმული და იმ ტიპის ქალებს ეკუთვნოდა, რომლებიც ბარონს განსაკუთრებით მოსწონდა. ამ ოდნავ ჩასუქებულ, მომწიფებული სილამაზის ებრაელ ქალს ტემპერამენტიანობა ემჩნეოდა, მაგრამ იგი დიდებული მელანქოლიით ფარავდა ამას. ბარონი, რომელმაც ჯერ კიდევ ვერ მოახერხა თვალებში შეეხედა ქალისათვის, აღტაცებული დარჩა მისი წარბების ლამაზი მოყვანილობით, თლილი ცხვირით, რაც თუმცა ააშკარავებდა მის წარმოშობას, მაგრამ თავისი კეთილშობილი ფორმის სახის პროფილს მიმზიდველსა და სიმპათიურ იერს აძლევდა. მისი თმა, ისევე როგორც მისი სხეულის ყველა დანარჩენი ნაწილი, უჩვეულო სილამაზით გამოირჩეოდა, ჩანდა, ეს ქალი საკმაოდ გახლდათ განებივრებული თაყვანისცემით და მშვენივრადაც იცოდა, რა მომხიბვლელი იყო. მან ნელი ხმით შეუკვეთა სადილი და შენიშვნა მისცა მაგიდაზე ჩანგლით მოთამაშე ბავშვს, - ყველაფერ ამას აკეთებდა მოჩვენებითი გულგრილობით, თითქოს ვერ ამჩნევდა ბარონის შემპარავ მზერას, თუმცა ეს ცხოველი ყურადღება იყო სწორედ იმის მიზეზი, რომ ქალი ასე სათუთად იქცეოდა სადილზე.

   ბარონს დაღვრემილი სახე ერთბაშად გაუნათდა, ნაოჭები გაუსწორდა, უხილავმა დენმა დაურბინა ძარღვებში, კუნთები დაეჭიმა, მთელი სხეული გამოუცოცხლდა და თვალები გაუბრწყინდა. იგი ცოტა წააგავდა ისეთ ქალს, რომელსაც მამაკაცთან ყოფნა აუცილებლად მიაჩნია თავისი მომხიბვლელობის გამოსავლინებლად. ბარონის ენერგია გამოაფხიზლა სასიყვარულო ინტრიგით წინასწარი დატკბობის გრძნობამ, მონადირემ იგრძნო, რომ ნადავლი უვარდებოდა ხელში. იგი გამომწვევად იჭერდა ქალის მზერას, რომელიც არა ერთხელ გაცურდა მის სახეზე, მაგრამ მის გამოწვევას არ მისცა გარკვეული პასუხი. ვაჟს მოეჩვენა, რომ ქალის ბაგეზე ოდნავ შესამჩნევმა ღიმილმა გაითამაშა, ეს ყველაფერი გაურკვეველი იყო და ამ გაურკვევლობამ უფრო ააღელვა ბარონი. თანაც ძალიან შესამჩნევი იყო, რომ ქალი განგებ არიდებდა თვალს და შვილსაც საგანგებო, სხვათათვის გასაგონი ტონით ელაპარაკებოდა - სწორედ ეს აძლევდა იმედს ბარონს. მან იგრძნო, რომ ქალის გადაჭარბებული სიმშვიდის იქით ოდნავი შეშფოთება იყო მიმალული. თვითონ ვაჟიც ღელავდა: თამაში უკვე დაიწყო, იგი არ ჩქარობდა სადილის დამთავრებას. ნახევარი საათის განმავლობაში თვალმოუწყვეტლივ მისჩერებოდა ქალს, ვიდრე არ შეისწავლა მისი სახის ყოველი ნაკვთი და ვიდრე თვალით არ აწონა მისი სხეულის ყოველი ნაწილი. გარეთ სულშემხუთველი ბინდი ჩამოწვა. ტყემ თითქოს შიშით შეპყრობილმა ამოიოხრა, როცა ტყვიისფერმა ღრუბლებმა მისკენ გაიწოდეს რუხი ხელები. ოთახში უფრო და უფრო ჩამობნელდა და ირგვლივ გამეფებული დუმილი გულს უწუხებდა ადამიანს. შვილთან დედის საუბრის კილო თანდათან ნაძალადევი და ხელოვნური ხდებოდა. და ნათელი იყო, სადაცაა შეწყდებოდა კიდეც. მაშინ ბარონმა გადაწყვიტა, ჩაეტარებინა პირველი ცდა. პირველი წამოდგა მაგიდიდან, ქალის მახლობელი ფანჯრისათვის თვალი არ მოუშორებია, ისე გაემართა კარისაკენ. აქ მან სწრაფად მოიბრუნა თავი, ვითომ რაღაც დაავიწყდა და უცებ თვალი შეავლო ქალის ანთებულ მზერას, რომელიც მისკენ იყო მიმართული.

   ამან ფრთები შეასხა ბარონს. იგი ვესტიბიულში დარჩა. მალე ქალიც გამოვიდა. მას ხელჩაკიდებული მოჰყავდა ბავშვი, თანაც ჟურნალებს ფურცლავდა და სურათებს უჩვენებდა შვილს, მაგრამ როცა ბარონი მაგიდასთან მივიდა, ვითომდა ჟურნალის ასაღებად, ნამდვილად კი სურდა უფრო ღრმად ჩაეხედა ქალის ხავერდოვან თვალებში, ანდა იქნებ სალაპარაკოდაც გამოეწვია, ქალი შეტრიალდა, ბავშვს მხრებზე მოუთათუნა ხელი და უთხრა: Viens, Edgar! Au lit! და მშვიდად ჩაუარა გვერდზე ბარონს. გაცბუნებულმა ვაჟმა თვალი გააყოლა. მას გადაეწყვიტა, ამავე საღამოს გაეჩარხა ნაცნობობა და საქმის ასეთმა დაბოლოებამ ცუდ გუნებაზე დააყენა. მაგრამ ბოლოს და ბოლოს ამ წინააღმდეგობაში იყო რაღაც თავისებური სილამაზე და სწორედ ეს წარუმატებლობის ეჭვი უფრო აღვივებდა მის გრძნობას. ასეა თუ ისე - ბარონმა იშოვა პარტნიორი და თამაშიც დაიწყო.

ნახვა: 284

გამოხმაურებები!

აქაც თოვლის გრილი სურნელი ტრიალებს, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ჰაერი ტკბილი და მჭახეა. 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Op welke manier u dan ook beste schoonmaakdiensten vanwege zonnepanelen kiest

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 7:33am 0 კომენტარი





Wanneer u dan ook het maximale uit uw zonnepanelen wilt halen, kan zijn verzorging met zonnepanelen met omvangrijk betekenis om ze in topvorm te behouden en hun levensduur te garanderen. Daar ze worden blootgesteld aan een elementen, mag het schoonhouden van zonnepanelen een negatieve effecten betreffende stof en vuil op hun efficiëntie minimaliseren en de energieproductie van de systeem opweg helpen maximaliseren.



Maar op het gebied dit kiezen betreffende oudste…

გაგრძელება

Important Notes About Extract Portals

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:48am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the Dark And Darker Gold proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

The rest portion of my coins to purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters