იდგნენ და ელოდენ. უსაზღვროა მთების მოლოდინი, უსაზღვრო ზღვადა სდგას იმათ გულში. წითლად, სისხლისფრად შედედებული უთიმთიმებთ გულ-მკერდში. გარეთ, სახეზე-კი არაფერი ეტყობათ, გარდა მტერობისა. ეს არის კიდეც ნიშანი მოლოდინისა. ვინ რა იცის, რა ამბავია მთების გულში, რა ცეცხლი სდუღს და გადმოდის.
მთებო, მთებო! რას ელით, ვის ელით? ნუთუ გყავთ სატრფო დიდი ხნის უნახავი? იქნება შვილი დაჰკარგეთ? იქნება ძმა, ან დედა გყავთ შორს წასული და არაფერი ამბავი მოგსვლიათ? პასუხი არ ისმის. სდგანან წარბშეუხრელად. ელოდენ, ელიან და კვლავ ექნებათ მოლოდინი. რა დააშრობს იმათ გულში იმ მოლოდინის ზღვას? არა აქვს იმას ბოლო, არც დასასრული, როგორც ღვთაებას…
როცა ყველა სულდგმულს, მწერს, ბალახს, ყვავილებს, მდინარეს და მოუსვენარს, დაუღალავს ნიავს დაეძინებათ, მაშინ, მხოლოდ მაშინ ამოიოხრებენ და ცრემლსა ღვრიან. ჩვენ, კაცნი, მაშინ ვამბობთ: ახ, რა მძიმე ლოდივით ნაღველი მაწევს გულზეო.
რატომ არ მღერით, მთებო?! განა ისე უნდა მოვკვდე, რომ თქვენი ხმა, თქვენი სიმღერა ვერ გავიგონო! რატომ არ იცინით? ღიმილი მაინც მიჩვენეთ თქვენი, კარგებო! მაგრე როგორ დაგიმონათ, შეგიპყრათ, დაგიმორჩილათ ერთმა ფიქრმა, რომ სხვა ყოველივე ძალა და ნიშანი სიცოცხლისა დათრგუნვილა თქვენს გულ-გონებაში?! არა, არა. ხანდახან თქვენც გიხარიანთ, და ქვეყანას-კი ჰგონია, ვითომ თქვენ არაფერს ჰგრძნობთ. ხომ ვიცი თქვენს გულში სანთლები დაენთება, როცა ლაღი არწივი დაგთამაშებთ თავზე და დასასვენებლად თქვენს კალთაზედ ჩამოეშვება. რა ლამაზები ხართ მაშინ! როგორ გიხდებათ, რომ ის თქვენი აღზრდილი შვილი ისე მამაცი, შეუპოვარი და ლამაზია. ის ხომ შიკრიკიცაა თქვენი. ღმერთს უამბობს, ატყობინებს თქვენს ამბავს…
არა გაქვთ აზრი? იდეა? გრძნობა? არ ოცნებობთ? როგორ არა! მაშ რაა ის მშვენიერი ყვავილები, თქვენ რომ გულ-მკერდს გიმშვენებთ? ეგაა თქვენი ოცნება, იმედი, ნუგეში. რად იბურავთ თავს ხშირის ნისლებით, თუ ჩუმ-ჩუმად რასმე არა ჰფიქრობთ და მაგ ფიქრს არ გვიმალავთ ადამიანის შვილებს?! რად მოგყავთ ბალახი? რად ადენთ ცივთა წყაროთა? რად აქანებთ ზვავებს? რათა ზრდით ლაღთა ხარ-ჯიხვთა? ვის ატყუვებთ, თქვე კარგებო!
სდგანან და ელიან. წვიმა წვიმს იმათ თავზედ, ელვა უტუსავს ოქროს ქოჩორს, მეხი ეთამაშება იმათ თვალებს და ხშირადაც ერჭობა ისარივით გულ-მკერდში. არაფერია. ინგრევა ხშირად ნახევარი მთა და ზვავად მიდის ხევში. არაფერი ეგრევ, თუ კლდე და ლოდები მაინც ელიან. წადით, ვისაც არ გინდათ ჩვენთან მაღლა, ცის ახლოს ყოფნა, დაბლა განისვენეთ.
სდებს თოვლს. ჰყინავს. ცივა. ქვა ტყვრება. მთებს სუდარი ჩაუცვამთ ტანზე, თითქოს მკვდრები იყვნენ. დაგვმარხეთ, დაგვიტირეთო, – გვეძახიან. ჩვენ-კი იმათგან მოველით დამარხვას…
სდგანან და ელიან. გული სტკივათ, ძალიან სტკივათ. მაგრამ არ იხოცებიან, არც ჭლექდებიან. ელიან, ვის? ან რას? რაღაცას. დიაღ, რაღაცას. ეს რაღაცაა უნახავის დანახვა. ჰნახეს და გაათავეს, რასაც იმათი თვალი და გული მისწვდებოდა. სხვა ახალი მოსწყურებია იმათ თვალსა და გულსა. ეს ხომ თვალ-გულის გაუმაძღრობაა? სწორედ რომ ისაა.
ვაჟა-ფშაველა
ტეგები: literature, mount, qwelly, აუცილებელი, დგანან, ელიან, ვაჟა-ფშაველა, ლიტერატურა, ლუკა, მაღალნი, მეტი...მთანი, რაზიკაშვილი, ქართული, ჩარგალი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: იანვარი 11, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
It's obvious at a glance the difference between a veteran and newbie Wizard player in-game, as one will maintain trying to land the best Fireball and nothing else at the same time as the alternative sneaks up with Invisibility, receives a sneaky hit with Chain Lightning, creates distance with Haste, and then makes use of Magic Missile to save you each person from getting close.
A lot of people are calling the Ranger the strongest class in the sport, and whilst this is a…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2025.
საათი: 1:00am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: იანვარი 2, 2025.
საათი: 3:19pm
0 კომენტარი
6 მოწონება
მამაო ჩვენო, - დიდება შენდა!
ძეო ღმრთისაო, - დიდება შენდა!
სულო წმიდაო, - დიდება შენდა!
ყოვლადწმიდა სამებაო, ერთარსებაო, შემოქმედო და განმგებელო ორსავ სამყაროსაო, - დიდება შენდა!
ვითარ ვთქვა ქება მე უღირსმან და გლახაკმან შემკობად შენდა; გონება ჩემი და გული ჩემი ვერ შემძლებელ არს გამოთქმად დიდებისა შენისა. გარნა გვედრი, მიითუალე იგი, ვითარცა უმეცარი სიტყუა ყრმისა…
გაგრძელება
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: დეკემბერი 28, 2024.
საათი: 2:26pm
0 კომენტარი
0 მოწონება
A Deep Dive into the Upcoming Aeternum
As New World: Aeternum approaches its highly anticipated October launch, Amazon Games has ramped up efforts to prepare both new and returning players for the latest iteration of their popular MMORPG. In a move that underscores their commitment to player engagement and education, Amazon Games has relaunched its previous video series, Touring Aeternum, under the new banner Discovering Aeternum. This expansive 34-episode YouTube video series is…
გაგრძელება© 2025 George. •