მილიონის ქურდი - აგათა კრისტი
აგათა კრისტი მოთხრობები
– ღმერთო დიდებულო, ერთი შეხედე ამ ბოლო შეტყობინებას. ლიბერტის მილიონის ღირებულების ობლიგაციები დაიკარგა, რომელიც ლონდონურმა და შოტლანდიურმა ბანკმა ნიუ-იორკში, გემ „ოლიმპიით“ გააგზავნა. ზღვის ავადმყოფობა რომ არა, – მეოცნებე სახით
ჩაილაპარაკა ერკიულ პუარომ, – მეც სიამოვნებით ვიმოგზაურებდი ასეთი გემით. გამეცინა.
– რა ჩაიფიქრე! გინდა, იმ ადამაინს შეეჭიდო, ვინც გემიდან ობლიგაციები მოიპარა?
საუბარი ბინის პატრონმა შეგვაწყვეტინა.
– მისტერ პუარო, თქვენი ნახვა ვიღაც ქალს სურს, მის ესმე ფარქუარს.
ერთ წუთში სასტუმრო ოთახში 25 წლის მომხიბლავი ქალიშვილი შემოვიდა. მისმა თაფლისფერმა თვალებმა და უზადო ფიგურამ მაშინვე მომაჯადოვა.
– ეს ჩემი მეგობარია, კაპიტანი ჰასტინგსი, რომელიც წვრილმანი პრობლემების მოგვარებაში
მეხმარება, – წარმადგინა მოსულთან პუარომ.
– ვშიშობ, მესიე პუარო, პრობლემა, რომელიც მე მაწუხებს, ძალიან რთულია, – თქვა ქალმა და სავარძელში ჩაჯდა, გაზეთებში უკვე წაიკითხავდით, მხედველობაში მაქვს გემი „ოლიმპია“ და
ობლიგაციების გაქრობა. ალბათ მკითხავთ, რა მაკავშირებს ისეთ სერიოზულ
დაწესებულებასთან, როგორიც ლონდონური და შოტლანდიური ბანკია. ერთი შეხედვით არაფერი, მაგრამ მეორე მხრივ კი, – ყველაფერი. მე ფილიპ რიჯვეიზე ვარ დანიშნული. სწორედ
ის აგებდა პასუხს ამ ობლიგაციებზე. მისი ბიძა, მისტერ ვავუსერი, ბანკის ერთ-ერთი გენერალური დირექტორი, დარწმუნებულია, რომ ფილიპმა ობლიგაციების შესახებ ვიღაცასთან
წამოაყრანტალა. ვშიშობ, მისი კარიერა დასრულდა.
– მის ფარქუარ, ყველაფერი დაწვრილებით მომიყევით, – პუარომ გადმომხედა და ხელები კმაყოფილებით მოიფშვნიტა.
– თქვენ იცით, რომ ბანკს ამერიკაში საკუთარი კრედიტების გაზრდა სურდა და ამისთვის მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ობლიგაციების გამოშვება გადაწყვიტა. მისტერ
ვავუსერმა ობლიგაციების წასაღებად საკუთარი ნათესავი შეარჩია, მეტი სანდოობისთვის. „ოლიმპია“ ლივერპულიდან ოცდასამში გავიდა, ხოლო ობლიგაციები ფილიპს ბანკის გენერალურმა დირექტორებმა მისტერ ვავუსერმა და მისტერ შოუმ დილით, გამგზავრების წინ
გადასცეს. ობლიგაციები ფილიპის თანდასწრებით გადაითვალეს, კონვერტში ჩადეს, დაბეჭდეს და საკვოიაჟში ჩაკეტეს.
– საკვოიაჟს ჩვეულებრივი საკეტი ჰქონდა?
– არა. მისტერ შოუმ მოითხოვა, რომ მასზე სპეციალური, ჰაბსების საკეტი დაეყენებინათ. ფილიპმა ობლიგაციების შეკვრა საკვოიაჟის ფსკერზე დადო. ის გემის ნიუ-იორკში ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე მოიპარეს. გემი მაშინვე გაჩხრიკეს, მაგრამ უშედეგოდ. ობლიგაციები,
თითქოს აორთქლდა. პუარომ სახე დამანჭა:
– მიუხედავად ამისა, არსადაც არ აორთქლებულა. „ოლიმპიას“ ნავსადგურში შესვლიდან ნახევარ საათში ისინი უკვე გაყიდეს. ახლა მე მისტერ რიჯვეი უნდა ვნახო.
მისტერ რიჯვეისთან შესახვედრად ტაქსით გავემართეთ. ქალი ჩვენთან მის გაუფრთხილებლად წამოსულიყო, ამიტომ ძალიან გაიოცა, როდესაც საცოლესთან ერთად, ორი უცნობი მამაკაცი დაინახა. მის ფარქუარმა ყველაფერი აუხსნა. რიჯვეიმ აღტაცება ვერ დამალა.
– რა თქმა უნდა, გამიგია თქვენს შესახებ მესიე პუარო! – წამოიძახა მან და დიდ გამომძიებელს ხელი ჩამოართვა, – მაგრამ აზრადაც არ მომივიდოდა, რომ ესმე თქვენთან მოვიდოდა.... იმედი
მაქვს, თქვენ მაინც შეძლებთ, ამ საქმეს ნათელი მოჰფინოთ.
– მისტერ რიჯვეი, როგორ გაიგეთ, რომ ობლიგაციები დაიკარგა? – ჰკითხა, პუარომ, როცა რიჯვეი ამბის მოყოლას მორჩა.
– ჩემი საკვოიაჟი თაროდან ნახევრად გადმოწეული დამხვდა. საკეტთან კი სულ დაჩხაპნილი იყო.
– მაგრამ, როგორც მე მითხრეს, საკვოიაჟი გასაღებით გააღეს.
– ზუსტად. ქურდმა კლიტე ვერ გატეხა, მაგრამ ბოლოს რაღაცნაირად მან მისი გაღება მოახერხა. – საინტერესოა, – თქვა პუარომ. მის თვალებში ჩემთვის კარგად ნაცნობი მწვანე შუქი გაკრთა, – ძალიან საინტერესოა! ჯერ უამრავი დრო იკარგება საკეტის გასატეხად, შემდეგ კი ქურდს, უცებ
გასაღები აღმოაჩნდება. ჰაბსების ყველა საკეტი ხომ უნიკალურია! თუ ამ საქმეს გავხსნით, სწორედ ამ დეტალის დახმარებით. საინტერესოა, ქურდმა მოპარულ ობლიგაციებს რა უქნა, ნაპირზე როგორ ჩავიდა?
– საქმეც მაგაშია! – იყვირა რიჯვეიმ. – ქურდობის შესახებ საბაჟო სამსახურს ვაცნობეთ და ყველა მგზავრი თავიდან ფეხებამდე გაჩხრიკეს. ობლიგაციებს ვერც გემზე დამალავდნენ, თუმცა არც დაუმალავთ, ნახევარ საათში, ის მცირე პარტიებით გაიყიდა. – „ოლიმპიასთან“ ახლოს ჩქაროსნულ კატარღას ხომ არ ჩაუვლია? – არა. ამას ვაკონტროლებდი. მესიე პუარო, ხალხი უკვე ფიქრობს, რომ მილიონი მე მოვიპარე. – მაგრამ თქვენც ხომ გაგჩხრიკეს, როდესაც გემიდან ჩამოდიოდით? – დელიკატურად იკითხა პუარომ.
– რა თქმა უნდა.
პუარომ წყვილს მადლობა გადაუხადა და ჩვენ ტრენდილ სთრითისკენ გავემართეთ, სადაც ლონდონური და შოტლანდიური ბანკი მდებარეობდა. კაბინეტში ორივე გენერალური დირექტორი დაგვხვდა.
– თქვენი ნებართვით, რამდენიმე კითხვას დაგისვამთ, – დაიწყო პუარომ მისალმების შემდეგ, – მაინტერესებს, ჰობსებს საკეტი რომელმა თქვენგანმა დაუკვეთა? – პირადად მე, – თქვა მისტერ შოუმ, – ამ საქმეს ვერც ერთ კლერკს ვერ ვანდობდი. ერთი გასაღები ჰქონდა მისტერ რიჯვეის, თითო-თითო, მე და მისტერ ვავუსერს. გასაღებები სეიფში
ინახებოდა, სამწუხაროდ, ფილიპის გამგზავრების დღეს ბრონქიტი დამემართა და სამსახურში ახლა გამოვედი... პუარომ რამდენიმე კითხვა კიდევ დასვა, გაარკვია, რომ მისტერ ვავუსერის ნათესავს, რიჯვეის,
ვალი და ფულთან დაკავშირებული არანაირი პრობლემები არ ჰქონია. იგი ბანკის ნდობით აღჭურვილი თანამშრომელი იყო.
– იმედგაცრუებული ვარ, – თქვა პუარომ, როდესაც გარეთ გამოვედით, – საქმე ძალიან მარტივი აღმოჩნდა.
– მარტივი? იცი ვინ მოიპარა ობლიგაციები?
– ვიცი, მაგრამ ჯერ არ გეტყვი. ნიუ-იორკიდან „ოლიმპიას“ დაბრუნებას დაველოდები. სამშაბათს ჩვენ უკვე ლივერპულში მივდიოდით. როგორც კი ნავსადგურში მივედით, სადაც ტრანსოკეანური ლაინერი იდგა, პუარო უცებ გამოცოცხლდა. ჩვენ სათითაოდ გამოვკითხეთ ოთხი სტიუარტი, პუაროს მეგობრის შესახებ, რომელიც ამ გემით ნიუ-იორკში გაემგზავრა.
– ალბათ, გაინტერესებთ ჯენტლმენი სათვალეებით, – გვითხრეს ჩვენ, – სრული ინვალიდი, საკუთარი კაიუტიდან ძლივს გამოვიდა.
აღწერილობა მთლიანად ემთხვეოდა მისტერ ვენტნორისას, რომელსაც ფილიპ რიჯვეის კაიუტის გვერდით 24-ე კაიუტა ეკავა. თუმც, მე ვერაფრით მივხვდი, პუარომ საიდან იცოდა, მისტერ ვენტორის არსებობის და მისი გარეგნობის შესახებ. – მითხარით გეთაყვა, – მივმართე ერთ-ერთ სტიუარტს, – ეს ჯენტლმენი ნიუ-იორკში პირველი ხომ არ ჩავიდა გემიდან?
– არა, სერ. პირიქით, ის ერთ-ერთი ბოლო ჩავიდა.
მე იმედგაცრუებული ვიყავი, მაგრამ შევამჩნიე, რომ პუარო ჩემზე ხალისობდა. – გატყობ, ცნობისმოყვარეობით კვდები. მაშ ასე, დაბეჭდილი შეკვრა დაკეტილი საკვოიაჟიდან გაქრა. ეჭვი არ არის, რომ შეკვრის ნაპირზე ჩატანა შეუძლებელი იყო. ორი ვარიანტი რჩება:
შეკვრა ან გემზე დამალეს, რაც ძალიან რთული იქნებოდა, ან წყალში გადააგდეს. – აა! გადააგდეს ტივტივამიბმული!
– არა. ყოველგვარი ტივტივას გარეშე.
პუაროს გაკვირვებულმა შევხედე.
– თუ ობლიგაციების შეკვრა წყალში გადააგდეს და ის ჩაიძირა, მაშინ ნიუ-იორკში, როგორღა გაყიდეს?
– ამიტომ გამოდის, რომ ობლიგაციების შეკვრა წყალში არ გადაუგდიათ. ხვდები, საითაც მივდივართ? თუ კონვერტი წყალში გადააგდეს და ობლიგაციები ნიუ-იორკში იყიდებოდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ობლიგაციები კონვერტში არ იყო. განა გვაქვს რაიმე საბუთი, იმის დასადასტურებლად, რომ ობლიგაციები კონვერტში ნამდვილად იყო? გაგახსენებ, რომ მისტერ
რიჯვეის, მას შემდეგ რაც გადასცეს, შეკვრა ერთხელაც არ გაუხსნია. ობლიგაციები ბოლოს კაბინეტში ნახეს, 23-ში დილით. შემდეგ ისინი უკვე ნიუ-იორკში გამოჩნდა. თუ დავუშვებთ,
რომ ისინი საერთოდ არ იყო „ოლიმპიას“ გემბანზე, მაშ, როგორ მოხვდა ნიუ-იორკში? – სხვა გემით. მე გავარკვიე, რომ გემი „ჯაიგენტიკი“ საუთჰემპტონიდან იმავე დღეს გავიდა, მაგრამ მისი სიჩქარე გაცილებით დიდია, ვიდრე „ოლიმპიასი“. თუ ობლიგაციებს „ჯაიგენტიკით“
გააგზავნიდნენ, ნიუ-იორკში „ოლიმპიაზე“ ერთი დღით ადრე აღმოჩნდებოდა. აი, მთელი გამოცანაც. დაბეჭდილი კონვერტი ფალსიფიკაცია იყო და ეს ბანკში გაკეთდა. მეორე პაკეტით
პირველის შეცვლა სამ ადამიანს შეეძლო – რიჯვეის, ან რომელიმე დირექტორს. შემდეგ ობლიგაციები ნიუ-იორკში პარტნიორს გაუგზავნეს და დაავალეს „ოლიმპიას“ ჩამოსვლიდან ნახევარ საათში გაეყიდა. ვიღაცას „ოლიმპიაზე“ ქურდობის ინსცენირებაც უნდა მოეწყო.
რიჯვეის პაკეტი, რომ გაეხსნა და იქ ვერაფერი ეპოვა, ეჭვს უკვე ლონდონზე მიიტანდნენ. ადამიანმა, რომელიც რიჯვეის მეზობელ კაიუტაში ცხოვრობდა, საკეტის გატეხვა გაითამაშა, სინამდვილეში კი ის სათადარიგო გასაღებით გააღო და კონვერტი წყალში გადააგდო. დაელოდა, ვიდრე გემიდან ყველა არ ჩავიდა, შემდეგ კი ლონდონში დაბრუნდა. – მაგრამ ვინ იყო ეს ადამიანი?
– ის, ვისაც სათადარიგო გასაღები ჰქონდა, ის ვინც საკეტი შეუკვეთა, ის ვინც ბრონქიტით ავად სულაც არ ყოფილა – მისტერ შოუ! დიახ, მილიონი სწორედ მის ჯიბეში უნდა მოვძებნოთ. დაურეკავთ იმ საწყალ რიჯვეის, თუ ესეც მე გავაკეთო?!
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: დეკემბერი 3, 2023.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In terms of the safety of your respective house, belongings, and family members, there’s no room for uncertainty: you have to make sure that your house or business is safe, and that means far more than simply acquiring some $ten deadbolts through the components retailer. Choosing a competent, honest, Licensed locksmith is among The most crucial portions of securing your house or small business. Using the plethora of selections accessible, it’s typically not easy to know how…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: დეკემბერი 2, 2023.
საათი: 7:30am
0 კომენტარი
1 Like
Undoubtedly cocktail dresses is often talked about as one of those handful of wardrobe Necessities no Women of all ages can pay for to overlook on in her closet. After all, be it a formal get together with Business colleagues or perhaps a passionate date using your appreciate, these Girls as well as sizing cocktail dresses have always and will always be your very first choice to search beautiful and gorgeous.
Even so though there are plenty of pros we will…
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: დეკემბერი 2, 2023.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Players who like Medieval structure, however love the jungle putting, might sense quite at domestic here.
A tiny, traditional Bosmer home within the heart of the Aldmeri Dominion, with the jungle right at the player's doorstep. This residence become truely grown, not built, because Wood Elves are forbidden from harming trees, so it's perfect for any individual of that race. It's additionally one of the most inexpensive houses that aren't an inn room or apartment.…
გამოაქვეყნა Waitman Papelbon_მ.
თარიღი: ნოემბერი 30, 2023.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
If on your own advised me a lot of many years in the past that one particular of the Colorado Rockies' maximum worthwhile exchange chips in just 2022 would be a 37-12 months-outdated pitcher that experienced discovered fresh new everyday living with the staff members just after a 7-12 months hiatus, I would include informed your self toward near your mouth and reduce performing insane. Still, daily life is stranger than fiction, and that basically comes about toward be the circumstance…
© 2023 George.
•