ნიცშე ბოროტებისა და სიკეთის მიღმა პდფ | ფრიდრიხ ნიცშე pdf | სიკეთესა და ბოროტებას მიღმა pdf | siketesa da borotebas migma pdf | fridrix nicshe pdf

ფრიდრიხ ნიცშე - სიკეთესა და ბოროტებას მიღმა

ნაწილი პირველი:

ფილოსოფოსთა ცრურწმენების შესახებ 1

ნებამ ჭეშმარიტებისკენ, რომელმაც ჩვენ ჯერ კიდევ არაერთი გაბედული ნაბიჯი უნდა გადაგვადგმევინოს, იმ სახელმოხვეჭილმა უტყუარობამ, რომლის შესახებ ყველა ფილოსოფოსი დღემდე ღვთისმოსავად საუბრობდა, - რა კითხვები არ წამოგვიყენა ასეთმა ნებამ ჭეშმარიტებისკენ! რაოდენ უცნაური, მზაკვრული და ყურადღების ღირსი კითხვებია! დიდი ხანია უკვე ეს ისტორია გრძელდება - და მაინც გვგონია, თითქოს ეს-ესაა დაიწყო. მაშინ რაღაა გასაოცარი, თუ ჩვენ საბოლოოდ უნდობლები ვხვდებით, ვკარგავთ მოთმინებას და ზურგს ვაქცევთ? თუკი ჩვენ, ჩვენის მხრივ, ამ სფინქსისგან ვსწავლობთ კითხვების დასმას? საკუთრივ ვინ არის ის, ვინც აქ კითხვებს გვთავაზობს? საკუთრივ რა არის „ნება ჭეშმარიტებისკენ“ ჩვენში? მართლაც, დიდი ხნით შევყოვნდით ამ სურვილის მიზეზის კითხვის წინაშე, სანამ არ შევჩერდით მეორე, უფრო ფუნდამენტური კითხვის წინაშეც. ჩვენ ამ სურვილის ღირებულება ვიკითხეთ. ვთქვათ, ჭეშმარიტება გვსურს, რატომ არა სიცრუე? ეჭვი? სულაც უმეცრება? წარმოგვიდგა ჭეშმარიტების ღირებულების პრობლემა თუ ჩვენ მივედით ამ პრობლემასთან? რომელი ჩვენგანია აქ ოიდიპოსი? სფინქსი ვინ არის? ჭეშმარიტად, ეს ყველაფერი კითხვებისა და კითხვის ნიშნების შეხვედრას ჰგავს. და დაიჯერებს ვინმე, რომ ბოლოს და ბოლოს მოგვეჩვენება, თითქოს ეს პრობლემა არასოდეს ყოფილა წამოჭრილი, თითქოს პირველებმა ჩვენ აღმოვაჩინეთ ის, მივაქციეთ ყურადღება, და მისი წამოჭრა გავბედეთ? რამეთუ, ამაში არის რისკი, და შესაძლოა უფრო დიდი რისკი არც არსებობდეს. „როგორ შეიძლებოდა რაიმე შექმნილიყო მისი საწინააღმდეგოდან? მაგალითად, ჭეშმარიტება ცდომილებიდან? ან ნება ჭეშმარიტებისკენ ნებიდან სიცრუისკენ? ან უანგარო საქციელი ანგარებიდან? ან წმინდა, მზისდარი ჭვრეტა ბრძენისა დაუოკებელი სურვილიდან? მსგავსი ქმნადობა შეუძლებელია; ვინც მის შესახებ ოცნებობს, ბრიყვია, ბრიყვზე უარესიც; უმაღლესი ღირებულების საგნებს სხვა, საკუთარი წარმოშობა უნდა გააჩნდეთ, - ამ წარმავალ, ცდუნებითა და სიცრუით გამსჭვალულ უმნიშვნელო სამყაროში, შეშლილობისა და გულისთქმის ამ გორგალში შეუძლებელია მათი წყაროს ძიება! პირიქით, ყოფიერების წიაღში, წარუვალში, ფარულ ღვთაებაში, „საგანში თავისთავად“ - იქ არის მათი მიზეზი, და სხვაგან არსად! - ამგვარი მსჯელობა წარმოადგენს ტიპიურ ცრურწმენას და მისით შეიცნობა ყველა დროის მეტაფიზიკოსი; ღირებულების ამგვარი დამკვიდრება მათთვის ყოველგვარი ლოგიკური პროცედურის უკანა ხედზეა; თავისი ამ „რწმენიდან“ გამომდინარე მიისწრაფიან ისინი „ცოდნის“ დაუფლებისკენ, ისეთის მიღებისკენ, რაც საბოლოოდ საზეიმოდ არის ხოლმე ნაკურთხი „ჭეშმარიტებად“. მეტაფიზიკოსთა ძირითადი რწმენა არის რწმენა ღირებულებათა დაპირისპირებულობისა. მათ შორის ყველაზე ფრთხილებსაც კი არ წვევიათ თავში უკვე აქ, ზღურბლზე, სადაც ეს ყველაზე მეტად იყო საჭირო, დაეჭვებულიყვნენ, - თუმცა კი დადებული ჰქონდათ აღთქმა, ერთგულნი ყოფილიყვნენ პრინციპისა „de omnibus dubitandum“. დაეჭვება კი აუცილებელი იყო, ამასთან, ორ პუნქტში: პირველ რიგში, არსებობს თუ არა საერთოდ დაპირისპირებები, და მეორე, ხომ არ წარმოადგენს ღირებულებათა სახალხო შეფასება და საპირისპირო ღირებულებები, რომლებსაც მეტაფიზიკოსებმა საკუთარი დაღი დაასვეს, მხოლოდ წინა ხედის შეფასებას, მხოლოდ უახლოეს პერსპექტივას, თანაც, შესაძლოა, პერსპექტივას კუთხიდან, იქნებ ქვევიდან ზევით, ერთგვარ „ბაყაყისებურ პერსპექტივას“, თუ ფერმწერებს დავესესხებით გამოთქმას. მთელი ღირებულებისას, რომელიც შესაძლოა ჭეშმარიტს, მართალს, უანგაროს მიეწერება, მაინც შესაძლებლად რჩება, რომ ილუზიას, სიცრუისაკენ ნებას, ანგარებასა და გულისთქმას უფრო მაღალი და მეტად უცილობელი ღირებულება მიენიჭოს მთელი ცხოვრებისთვის. ისიც შესაძლებელია, რომ ამ რიგიანი და პატივცემული ფენომენების ღირებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მათ ფატალური ნათესაობა აქვთ ამ ურიგო, მოჩვენებითად დაპირისპირებულ ფენომენებთან, გადაჯაჭვულნი, გაერთიანებულნი არიან, შესაძლოა იგივეობრივნიც კი მათთან არსობრივად. შესაძლოა! - მაგრამ ვის ახალისებს საკუთარი თავის შეშფოთება ასეთი სახიფათო „შესაძლოა“-თი! ამისათვის ფილოსოფოსთა ახალ მოდგმას უნდა ველოდოთ, ისეთების, რომლებსაც რაიმე განსხვავებული, შექცეული გემოვნება და მიდრეკილებები ექნებოდათ, ვიდრე უწინდელებს, - სახიფათო „შესაძლოა“-ს ფილოსოფოსებისა ყველა აზრით. - და, სრული სერიოზულობით ვამბობ, რომ მე ვამჩნევ ასეთ ახალ ფილოსოფოსთა გამოვლენას. ფილოსოფოსებზე ხანგრძლივი დაკვირვებისა და მათ ქმნილებათა სტრიქონებს შორის კითხვისას მე ვეუბნები საკუთარ თავს, რომ ცნობიერი აზროვნების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ინსტინქტის ფუნქციონირებას უნდა მივაწეროთ, - ფილოსოფიური აზროვნების შემთხვევაშიც კი; აქ ხელახლა უნდა ვისწავლოთ, როგორც სწავლობდნენ ხელახლა მემკვიდრეობითობისა და „თანდაყოლილობის“ ნაწილში. რამდენად მცირე ანგარიშს უწევენ დაბადების აქტს მემკვიდრეობითობის წინამორბედ და მომდევნო პროცესში, იმდენად ნაკლებად საპირისპიროა „ცნობიერება“ რაიმე გადამწყვეტი აზრით ინსტინქტურისადმი, - ფილოსოფოსის ცნობიერ აზროვნებას უმეტესწილად მისი ინსტინქტები მართავენ, რომლებიც ამ აზროვნებას კონკრეტულ მიმართულებას ანიჭებენ. ლოგიკის მიღმაც კი, რომელიც თვითმპყრობელად გვევლინება თავის მოძრაობაში, დგას ღირებულებათა შეფასება, უფრო ზუსტად კი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები, მიმართული სიცოცხლის კონკრეტული სახეობის შენარჩუნებისკენ. მაგალითად, ის, რომ განსაზღვრულს უფრო მაღალი ღირებულება აქვს, ვიდრე განუსაზღვრელს, ილუზიას - ნაკლები ღირებულება, ვიდრე „ჭეშმარიტებას“, - მსგავსი შეფასებები, მთელი მათი ხელმძღვანელი მნიშვნელობისას ჩვენთვის, მაინც შესაძლებელია, რომ იყოს მხოლოდ სურათის წინა ხედის შეფასებები, ერთგვარი niaiserie[2], რომელიც სწორედ ისეთ ქმნილებათა არსებობის შენარჩუნებისთვისაა საჭირო, როგორებიც ჩვენ ვართ. ვიგულისხმებთ რა, რომ ადამიანი სრულებითაც არ არის „საგანთა საზომი“... შეხედულების მცდარობა ჯერ კიდევ არ წარმოადგენს ჩევნთვის არგუმენტს შეხედულების წინააღმდეგ; შესაძლოა ეს ჩვენს პარადოქსებს შორის ყველაზე უცნაური იყოს. კითხვა იმაში მდგომარეობს, რამდენად უწყობს ხელს შეხედულება ცხოვრებას, რამდენად იცავს მას, იცავს ჯიშს, და შესაძლოა ჯიშის აღზრდასაც კი უწყობს ხელს; ჩვენ მზად ვართ გაბედულად ვამტკიცოთ, რომ ყველაზე ყალბი შეხედულებები (რომლებსაც მიეკუთვნება სინთეტური შეხედულებები а priori) - ჩვენთვის ყველაზე მეტად აუცილებელია, რომ ლოგიკური ფიქციების დაშვების, უპირობოს, თვითიგივეობრივის წმინდად გამოგონილ სამყაროსთან სინამდვილის შედარების, რიცხვების მეშვეობით სამყაროს გამუდმებული ფალსიფიცირების გარეშე ადამიანი ვერ შეძლებდა ცხოვრებას, რომ ცრუ შეხედულებების უარყოფა - სიცოცხლეზე უარის თქმა, სიცოცხლის უარყოფა იქნებოდა. აღიარო სირცუე პირობად, რომელზეც სიცოცხლეა დამოკიდებული, - ეს, რასაკვირველია, სარისკო საშუალებაა იმისათვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიო საგანთა ღირებულების ჩვეულ გრძნობას, ხოლო ფილოსოფია, რომელსაც ჰყოფნის ამის სითამამე, უკვე ამით ათავსებს საკუთარ თავს სიკეთესა და ბოროტებას მიღმა თუკი რაიმე გვიბიძგებს კიდეც, ფილოსოფოსებს ვუმზიროთ ნაწილობრივ უნდობლად, ნაწილობრივ კი დამცინავად, ის არ არის, რომ ჩვენ გამუდმებით გვიწევს იმაში დარწმუნება, თუ რაოდენ უცოდველნი არიან ისინი, რაოდენ ხშირად და რა სიმსუბუქით აცდენენ მიზანს და უშვებენ შეცდომებს, მოკლედ რომ მოვჭრათ, არა მათი ბავშვურობა და ბავშვური მიამიტობა, არამედ ის გარემოება, რომ საქმეებს ისინი არასაკმარისად პატიოსნად უძღვებიან: როდესაც ისინი ერთხმად აწყობენ დიად და სათნო ხმაურს ყოველ ჯერზე, როდესაც საქმე ჭეშმარიტების პრობლემას ეხება, თუნდაც მხოლოდ შორიდან. ისინი ერთხმად თავს აჩვენებენ ადამიანებად, რომლებიც თითქოს საკუთარ შეხედულებებამდე მივიდნენ და აღმოაჩინეს ისინი ცივი, წმინდა, ღვთიურად უზრუნველი დიალექტიკის თვითგანვითარების გზით (განსხვავებით ყველა ხარისხის მისტიკოსისგან, რომლებიც მათზე პატიოსნები და ბრიყვები არიან, - ესენი „შთაგონების“ შესახებ საუბრობენ), - როდესაც არსებითად ისინი შერყვნილი საფუძვლით იცავენ რომელიმე წინასწარშექმნილ დებულებას, უეცარ აზრს, „ჩაგონებას“, უმეტესწილად კი ეს არის აბსტრაგირებული და გაფილტრული გულითადი სურვილი. - ყველა ისინი ადვოკატები არიან, რომლებსაც არ სურთ, რომ ასე იწოდებოდნენ, უმეტესწილად კი გაქნილი ვექილები თავიანთი ცრურწმენებისა, რომლებსაც ისინი „ჭეშმარიტებებს“ უწოდებენ, - უკიდურესად შორს მყოფნი სინდისის სიმამაცისგან, რომელიც საკუთარ თავთან სახელდობრ ამას აღიარებს; ძალიან შორს მყოფნი სიმამაცის სათანადო გემოვნებისგან, რაც ამას სხვებსაც აგებინებს, სულ ერთია, იმისათვის, რომ მეგობარი ან არაკეთილმოსურნე გააფრთხილო, თუ ქედმაღლობიდან გამომდინარე ან თვითქილიკისათვის. მოხუცი კანტის ტარტიუფობა, იმდენადვე თავდაჭერილი, რამდენადაც ზნეკეთილი, რომლითაც ის იდუმალ დიალექტიკურ გზაზე გვიტყუებს, რომლებსაც მივყავართ, უფრო სწორად, გზას გვაცდენენ მისი „კატეგორიული იმპერატივისკენ“ - ეს სანახაობა ჩვენში, განებივრებულ ადამიანებში, ღიმილს იწვევს, რადგან ჩვენ მცირედ სიამოვნებასაც კი ვერ ვპოულობთ მოხუცი მორალისტებისა და ზნეობის მქადაგებლების ნატიფ ხრიკებზე დაკვირვებიდან. ან კიდევ, ეს ფოკუსი მათემატიკური ფორმით, რომელშიც სპინოზამ, ვითარცა ჯავშანში, მოათავსა და შენიღბა საკუთარი ფილოსოფია, - ბოლოს და ბოლოს, „საკუთარი სიბრძნის სიყვარული“, თუკი ამ სიტყვას სწორად და ზუსტად განვმარტავთ, - რათა იმთავითვე შეერყია მოიერიშის სიმამაცე, რომელიც გაბედავდა მზერა ეტყორცნა ამ დაუმარცხებელი ქალწულის, ათენა პალადასთვის: რაოდენ საკუთარ შიშსა და მოწყვლადობას ამჟღავნებს სნეული განდეგილის ეს მასკარადი! თანდათან ჩემთვის ნათელი გახდა, რას წარმოადგენდა დღემდე ყოველი დიადი ფილოსოფია: სწორედ რომ მისი შემოქმედის თვითაღსარებას, რაღაცას, მსგავსს memoires-ისა, რომელიც მისი ნების საწინააღმდეგოდაა დაწერილი და საკუთარი თავისთვის შეუმჩნევლად; ასევე ნათელი გახდა, რომ ზნეობრივი (ან უზნეო) მიზნები ყოველი ფილოსოფიის ცხოვრებისეულ მარცვალს წარმოადგენს, საიდანაც ყოველ ჯერზე მთელი მცენარე იზრდება. მართლაც, რიგიანად (და ბრძნულად) მოვიქცევით, თუ იმის გასარკვევად, საკუთრივ როგორ შეიქმნა მოცემული ფილოსოფოსის ყველაზე დაშორებული მეტაფიზიკური შეხედულებები, თავდაპირველად დავსვამთ კითხვას: რა მორალი იგულისხმება (იგულისხმება მის მიერ)? ამიტომ მე არ ვფიქრობ, რომ „შემეცნების სურვილი“ იყოს ფილოსოფიის მამა, არამედ მიმაჩნია, რომ აქ, ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში, რომელიმე სხვა ინსტინქტი შემეცნებას (და მცდარ შემეცნებას!) მხოლოდ იარაღის სახით იყენებს. ხოლო ის, ვინც ადამიანის ძირითად ინსტინქტებს დააკვირდება იმ მიზნით, რომ გამოიკვლიოს, რამდენად შორს შეუძლიათ მათ საკუთარი გავლენის გავრცელება სახელდობრ მოცემულ შემთხვევაში, შთამაგონებელი გენიების (ან დემონებისა და კობოლდების) სახით, ის დაინახავს, რომ ოდესღაც უკვე ყველა ფილოსოფოსობდა და რომ ყოველ მათგანს დიდი სურვილი აქვს წარმოადგენდეს არსებობის სასრულ მიზანს და გამოსახავდეს ყველა დანარჩენი ინსტინქტის უფლებამოსილ ბატონს. რადგან ყოველი ინსტინქტი ძალაუფლების მოყვარეა; და როგორც ასეთი, ფილოსოფოსობას ცდილობს. რასაკვირველია, სწავლულებს, მეცნიერების ჭეშმარიტ ადამიანებს შორის შესაძლოა სხვაგვარად იყოს - „უკეთ“, თუ გნებავთ, - იქ შესაძლოა მართლაც არსებობდეს რაღაც, მსგავსი შემეცნების სურვილისა, საათის მექანიზმის რომელიმე მცირე და დამოუკიდებელი რგოლი, რომელიც სათანადოდ მომართვის შემდეგ მხნედ მუშაობს სწავლულის ყველა დანარჩენი ინსტინქტის არსებითი მონაწილეობის გარეშე. ამ მიზეზით სწავლულის ნამდვილი „ინტერესები“ ჩვეულებრივ ფოკუსირდება რაიმე სრულიად განსხვავებულზე, მაგალითად, ოჯახზე, ან ანაზღაურებაზე, ან პოლიტიკაზე; და თითქმის სულ ერთია, კვლევის რომელ საგანსაა მისადაგებული მისი პატარა მანქანა და იმედის მომცემი ახალგაზრდა მუშაკი წარმოადგენს კარგ ფილოლოგს, სოკოთა მცოდნესა თუ ქიმიკოსს: ის არ ხასიათდება იმით, რასაც ის წარმოადგენს. პირიქით, ფილოსოფოსში სრულიად არაფერია უპიროვნო, განსაკუთრებით კი მისი მორალი მოწმობს ცხადად და ურყევად, ვინ არის ის, ანუ როგორ რანგობრივ დამოკიდებულებაში არიან ერთმანეთთან მისი ბუნების ფარული ინსტინქტები. რაოდენ ღვარძლიანები შეიძლება იყვნენ ფილოსოფოსები! არაფერი ვიცი იმ ხუმრობაზე მეტად შხამიანი, რომლის ნება ეპიკურემ მისცა საკუთარ თავს პლატონისა და პლატონიკოსების მიმართ: მან მათ Dionysiokolakes უწოდა. აზრობრივად ეს სიტყვა, უპირველეს ყოვლისა, „დიონისეს მოლაციცეებს“ ნიშნავს, შესაბამისად, ტირანის შინაყმასა და მისი ფურთხის მლოკავს; მაგრამ ეს სიტყვა კიდევ იმას გვეუბნება, რომ „ყველა ესენი კომედიანტები არიან, რომ მათში არაფერია არაყალბი“ (რადგან სიტყვა Dionysiokolax მსახიობის პოპულარული მეტსახელი იყო). ეს უკანასკნელი კი საკუთრივ არის ღვარძლიანი ისარი, ეპიკურეს მიერ ნატყორცნი პლატონისთვის: მას აღიზიანებდა დიდებული მანერა, ეს მიზანსცენური სტილი, რომლის ოსტატები იყვნენ პლატონი და მისი მოწაფეები და რაც არ ესმოდა ეპიკურეს, ამ მოხუც მასწავლებელს კუნძულ სამოსიდან, რომელიც თავის მცირე ბაღს იყო შეფარებული ათენში და რომელმაც სამასამდე წიგნი დაწერა, - ვინ იცის, - იქნებ პლატონის მიერ მასში აღძრული მრისხანებისა და პატივმოყვარეობის მიზეზით. საუკუნე დასჭირდა, რათa საბერძნეთი მიხვედრილიყო, თუ ვინ იყო ბაღის ეს ღვთაება, ეპიკურე. ან კი მიხვდა საერთოდ ყოველ ფილოსოფიაში არის პუნქტი, სადაც სცენაზე ფილოსოფოსის „მრწამსი“ გამოდის, ან, თუ ერთი ძველი მისტერიის სიტყვებით გამოვთქვამთ: adventavit asinus pulcher et fortissimus გსურთ იცხოვროთ „ბუნების შესაბამისად“? ო, კეთილშობილო სტოიკოსებო, სიტყვათა როგორი გაყალბებაა! წარმოიდგინეთ არსება, მსგავსი ბუნებისა, - უზომოდ გულუხვი, უზომოდ გულგრილი, განზრახვებისა და წინდახედულების, სიბრალულისა და სამართლიანობის გარეშე, ნაყოფიერი და უნაყოფო, და მერყევი ერთსა და იმავე დროს, წარმოიდგინეთ გულგრილობა ძალაუფლებისა, - როგორ შეძლებდით გეცხოვრათ ასეთი გულგრილობის შესაბამისად? იცხოვრო - ნუთუ არ ნიშნავს ეს, გსურდეს იყო რაღაც სხვა, ვიდრე ბუნებაა? ნუთუ ცხოვრება არ შედგება სურვილისგან შეაფასო, უპირატესობა მიანიჭო, იყო უსამართლო, იყო შეზღუდული, იყო განსხვავებული? ხოლო თუ დავუშვებთ, რომ თქვენი იმპერატივი „იცხოვროთ ბუნების შესაბამისად“ არსებითად იგივეს ნიშნავს, რაც „იცხოვროთ ცხოვრების შესაბამისად“, როგორ მოახერხებდით ამას? რა საჭიროა პრინციპის შექმნა იქიდან, რასაც თვით წარმოადგენთ და რაც უნდა იყოთ? - სინამდვილეში საქმის ვითარება სრულიად განსხვავებულია: აღტაცებულები ამტკიცებთ რა, რომ თქვენი კანონის წესი ბუნებაში ამოიკითხეთ, თქვენ რაღაც საპირისპირო გსურთ, თქვენ, ახირებულო მსახიობებო და საკუთარი თავის გამცურებლებო! თქვენს სიამაყეს ისიც კი სურს, რომ ბუნებასაც მიაწეროს თავისი მორალი და თავისი იდეალი, მასში სურს მისი ჩანერგვა; თქვენ გსურთ, რომ ის იყოს ბუნება, „სტოას შესაბამისად“, და გსურთ აიძულოთ მთელი ყოფიერება, მხოლოდ თქვენი სახე და ხატი მიიღოს - სტოიციზმის უზომო, მარადი დიდებისა და საყოველთაო გავრცელებისთვის. ჭეშმარიტების თქვენეული სიყვარულით თქვენ საკუთარ თავს ისე ხანგრძლივად, ისეთი დაჟინებით, ისეთი ჰიპნოტური სიმკაცრით აიძულებთ ბუნება ყალბად დაინახოთ, სანამ საბოლოოდ სხვაგვარი მზერის უნარს არ ჰკარგავთ - ხოლო ერთგვარი ღრმად დაფარული ქედმაღლობა ბოლოს და ბოლოს გინერგავთ შლეგურ იმედს იმისა, რომ ვინაიდან თქვენ შეგიძლიათ საკუთარი თავის ტირანიზება (სტოიციზმი თვითტირანიაა), ბუნების ტირანიზებაც შესაძლებელია, რადგან ნუთუ სტოიკოსი ბუნების ნაწილი არ არის? მაგრამ ეს ძველი და მარადი ამბავია: რაც ოდესღაც სტოიკოსებს დაემართათ, ახლაც ხდება, როგორც კი რომელიმე ფილოსოფია საკუთარ თავს ირწმუნებს. იგი სამყაროს ყოველთვის საკუთარ სახედ და ხატად ქმნის, სხვაგვარად მას არ ძალუძს; ფილოსოფია თვით არის ეს ტირანული ინსტინქტი, სულის ნება ძალაუფლების, „სამყაროს შექმნის“, causa prima-სკენ. სიბეჯითე და სინატიფე, მეტიც, მსურს ვთქვა - მოხერხება, რომლითაც დღეს ევროპაში ელოლიავებიან „რეალური და მოჩვენებითი სამყაროს“ პრობლემას, მოსმენისა და დაფიქრების საბაბს ქმნის; მას, ვისაც ამის მიღმა არაფერი ესმის, გარდა „ჭეშმარიტებისკენ ნებისა“, მას, უეჭველია, არ აქვს საფუძველი, მახვილი სმენა დაიკვეხოს. ცალკეულ და იშვიათ შემთხვევებში ამაში მართლაც შეიძლება იღებდეს მონაწილეობას ნება ჭეშმარიტებისკენ, რაიმე სახის ჭარბი და თავგადასავლების მაძიებელი სიმამაცე, ერთგვარი პატივმოყვარეობა პოზოციადათმობილი მეტაფიზიკოსისა, რომელიც ბოლოს და ბოლოს „უტყუარობის“ მისხალს ამჯობინებს შესანიშნავ შესაძლებლობათა მთელ ხურჯინს; შესაძლოა ასევე არსებობდნენ ერთგვარი პურიტანები - სინდისის ფანატიკოსები, რომლებიც უმალ მზად არიან სიცოცხლე გასწირონ უეჭველი „არარასთვის“, ვიდრე საეჭვო „რაიმესთვის“. მაგრამ ეს არის ნიჰილიზმი და სასოწარკვეთილი, სასიკვდილოდ დაქანცული სულის ნიშანი, სიმამაცის როგორი ნიღაბიც არ უნდა აიკრას მსგავსმა სათნოებამ. მეტად ძლიერ, სიცოცხლით მეტად სავსე მოაზროვნეებთან, რომლებსაც ჯერ კიდევ სწყურიათ სიცოცხლე, საქმის ვითარება, როგორც ჩანს, განსხვავებულია: წარმოადგენენ რა მოჩვენებითობის მოწინააღმდეგეებს და სიტყვას „პერსპექტიული“ უკვე ქედმაღლურად გამოთქვამენ, რომლებიც დაახლოებით ისევე მცირედ აფასებენ საკუთარი სხეულის უეჭველობას, როგორც უეჭველობას სიცხადისა, რომელიც გვეუბნება, რომ „დედამიწა უძრავია“, და ამგვარად, როგორც ჩანს, ხალისით უსხლტებათ ხელიდან ყველაზე სანდო მონაპოვარი (რადგან რა ითვლება დღეს მეტად უეჭველად, ვიდრე საკუთარი სხეული?), - ვინ იცის, ხომ არ სურთ მათ არსებითად რაიმე ისეთის დაბრუნება, რაც ოდესღაც მეტად უეჭველი მონაპოვარი იყო, რაიმესი გარდასულ დღეთა რწმენის ძველი საკუთრებიდან, შესაძლოა „უკვდავი სულისა“ ან „ძველი ღმერთის“, ერთი სიტყვით, იდეის, რომლის ხარჯზე ცხოვრება უკეთესი იყო, სახელდობრ, მეტად სავსე და მხიარული, ვიდრე „თანამედროვე იდეების“ ხარჯზე? ამაში ვლინდება უნდობლობა ხსენებული თანამედროვე იდეებისადმი, ამაში ვლინდება უნდობლობა იმ ყველაფრისადმი, რაც გუშინ და დღესაა აგებული; შესაძლოა ამავეს ეზავებოდეს მსუბუქი მოყირჭება და ირონიული სიძულვილი, რომელიც უკვე ვეღარ უძლებს სრულიად მრავალგვარ ცნებათა იმ bric-à-brac-ს, რომელიც დღეს ბაზარზე ე.წ. პოზიტივიზმს აქვს გამოტანილი, - ეზავება მეტად ნატიფი გემოვნების სიძულვილი ბაზრობის სიჭრელისა და სინამდვილის ფილოსოფასტერთა ძველმანებისადმი, რომლებშიც არაფერია ახალი და უტყუარი თვით სიჭრელის გარდა. მე ვფიქრობ, რომ სამართლიანობა უნდა მივუზღათ ანტისინამდვილის ამ სკეპტიკურ მსგავსებებსა და ცნობიერების მიკროსკოპისტებს იმაში, რომ ინსტინქტი, რომელიც მათ თანამედროვე სინამდვილიდან აძევებს, დაუძლეველია, - რა გვესაქმება მათ რეტროგრადულ შემოვლით გზებამდე! არსებითი მათში ის კი არ არის, რომ მათ „უკან“ სვლა სურთ, არამედ ის, რომ სურთ განზე გადგომა. ოდნავ მეტი ძალა, სიმამაცე, გზნება, არტისტიზმი - და ისინი სინამდვილიდან გარეთ ისურვებდნენ, - და არა უკან! ასე მგონია, ახლა ყველგან ცდილობენ არ შეამჩნიონ ჭეშმარიტი გავლენა, რომელიც კანტმა იქონია გერმანულ ფილოსოფიაზე, და კეთილგონივრულად შეინარჩუნონ დუმილი სახელდობრ იმ ღირსების შესახებ, რომელსაც ის თვით აღიარებდა. კანტი უპირველეს ყოვლისა თავისი კატეგორიათა ცხრილით ამაყობს; ამ ცხრილით ხელში ის ამბობდა: „აი, ყველაზე რთული იქიდან, რისთვისაც შესაძლოა ოდესმე მიემართათ მეტაფიზიკის მიზნებისათვის“. - ჩაწვდით ამ „შესაძლოა“-ს! ის ამაყობდა იმით, რომ ადამიანში აღმოაჩინა ახალი უნარი, უნარი სინთეტური მსჯელობისა а priori. დავუშვათ, რომ მან ამით საკუთარი თავი მოატყუა, მაგრამ გერმანული ფილოსოფიის განვითარება და მალი აყვავება ამ სიამაყესა და უმცროსი საძმოს შეჯიბრს უკავშირდება, რომელიც შეძლებისდაგვარად ცდილობდა, ისეთი რამ აღმოეჩინა, რაც უფრო მეტ სიამაყეს მოჰგვრიდა და, რასაკვირველია, აღმოეჩინა „ახალი უნარები“! თუმცა, მოდით დავფიქრდეთ ამაზე: ეს დროული იქნება. როგორ არის შესაძლებელი სინთეტური დასკვნა а priori? - დაუსვა კითხვა საკუთარ თავს კანტმა; და რა უპასუხა? უნარის ძალით: მაგრამ, სამწუხაროდ, არა ორი სიტყვით, არამედ საფუძვლიანად, ისე ღირსეულად, და გერმანული ღრმააზროვნებისა და მაღალფარდოვნების ისეთი ნაჭარბით, რომ ადამიანებს მხედველობიდან გამორჩათ მხიარული niaiserie allemande, რომელიც მსგავს პასუხში იყო დაფარული. ეს ახალი უნარი განსაკუთრებული აღგზნების მიზეზადაც კი იქცა, ხოლო ზეიმმა თავის აპოგეას მაშინ მიაღწია, როდესაც კანტმა ადამიანში დამატებით მორალური უნარიც აღმოაჩინა, რადგან იმ დროს გერმანელები ჯერ კიდევ მორალურები იყვნენ და არა „რეალურ-პოლიტიკურები“. - დადგა გერმანული ფილოსოფიის თაფლობის თვე; ტიუბინგენის სკოლის ყველა ღვთისმეტყველი ბუჩქებში გადაბარგდა, - ყველა ახალ „უნარებს“ ეძებდა. რას აღარ პოულობდნენ იმ უბიწო, მდიდარ, ჯერ კიდევ ყმაწვილურ ასაკში გერმანული სულისა, რომელსაც რომანტიზმის ბოროტი ფერია შთააგონებდა, იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ ვერ ასხვავებდნენ ცნებებს „მოიპოვო“ და „გამოიგონო“! უპირველეს ყოვლისა ნაპოვნი იქნა უნარი „ზეგრძნობიერებისადმი“: შელინგმა იგი ინტელექტუალურ ჭვრეტად მონათლა და ამით მისი თანამედროვე, არსებითად ღვთისმოსავი განწყობის მქონე გერმანელების ყველაზე მწველ სურვილს აამა. მაგრამ რაოდენ თამამად არ უნდა იმოსებოდეს ეს სახალისო და შლეგური მოძრაობა ბუნდოვანი და ბებრული ცნებებით, ის მაინც სიყმაწვილის პერიოდი იყო, ხოლო მის მიმართ მეტ უსამართლობას ვერ გამოვიჩენთ, თუ სერიოზულად განვიხილავთ მას და განვმარტავთ ზნეობრივი გრძნობის თითქმის აღშფოთებით; როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ გავიზარდეთ - სიზმარი განქარდა. დადგა დრო, როდესაც შუბლზე გავისვით ხელი: დღემდე ამით ვართ დაკავებული. ყველა ოცნებობდა, უპირველეს ყოვლისა კი თვით მოხუცი კანტი. „უნარის ძალით“ - ასე ბრძანა ან, სულ ცოტა, ასე ფიქრობდა ის. მაგრამ ნუთუ ეს პასუხია? ეს განმარტებაა? ნუთუ ეს უმალ კითხვის გამეორება არ არის? რატომ აქვს ოპიუმს ძილის მომგვრელი ეფექტი? „უნარის ძალით“, სახელდობრ, virtus dormitiva, - პასუხობს ცნობილი ექიმი მოლიერთან: quia est in ео virtus dormitiva, cujus est natura sensus assoupire. მაგრამ ასეთი პასუხების ადგილი კომედიებშია, და, ბოლოს და ბოლოს, დადგა დრო ჩავანაცვლოთ კანტის კითხვა: „რამდენად არის შესაძლებელი სინთეტური დასკვნა а priori?“ - კითხვით: „რისთვის არის საჭირო ასეთი დასკვნების რწმენა?“, ანუ დადგა დრო გავიგოთ, რომ ჩვენი გვარის არსებათა სიცოცხლის შენარჩუნებისთვის მსგავსი დასკვნები ჭეშმარიტად უნდა ითვლებოდეს; რისი გამოისობითაც, რასაკვირველია, ისინი ასევე შესაძლოა ყალბი ყოფილიყო! ან, უფრო ზუსტად, - უხეშად და გაბედულად: სინთეტური დასკვნები а priori საერთოდ არ უნდა იყოს „შესაძლებელი“; ჩვენ მათზე არანაირი უფლება არ გაგვაჩნია. ჩვენს ბაგეთაგან ისინი ყალბად ჟღერს. მაგრამ, რასაკვირველია, საჭიროა მათი ჭეშმარიტების რწმენა, როგორც რწმენა ავანსცენისა, და საჭიროა ილუზია, რომელიც ცხოვრების პერსპექტიული ოპტიკის შემადგენლობაში შედის. თუ საბოლოოდ საკადრისს მივუზღავთ იმ ვეებერთელა ზემოქმედებას, რომელიც „გერმანულმა ფილოსოფიამ“ იქონია მთელ ევროპაში (ვიმედოვნებ, ყველასთვის გასაგებია მისი უფლება ბრჭყალებზე), მიუხედავად ამისა, არ უნდა ვიეჭვოთ, რომ ამაში მონაწილეობას ცნობილი virtus dormitiva იღებდა; კეთილშობილ უსაქმურთა, კეთილისმყოფელთა, მისტიკოსთა, ხელოვანთა, სამი მეოთხედით ქრისტიანებისა და ყველა ეროვნების პოლიტიკურ ობსკურანტთა გარემოში ერთობ სურდათ გერმანული ფილოსოფიის სახით ჰქონოდათ შხამსაწინააღმდეგო საშუალება ჯერ კიდევ მეტისმეტად მძლავრი სენსუალიზმის წინააღმდეგ, რომელიც ფართო ნაკადად გადმოინთხა წარსული საუკუნიდან დღევანდელში, მოკლედ, - „sensus assoupire“... მატერიალისტურ ატომისტიკასთან მიმართებით შეიძლება ითქვას, რომ ის ყველაზე იოლად უარსაყოფ თეორიათა რიცხვს ეკუთვნის და, სავარაუდოდ, დღეისათვის ევროპაში ალბათ აღარ არსებობენ ისეთი უცოდინრები სწავლულთა შორის, რომლებიც შინა მოხმარებისათვის მისი მოხერხებულობის (სახელდობრ, ტერმინოლოგიის შემოკლების სახით) გარდა კიდევ რაიმე სერიოზულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მას - უპირველეს ყოვლისა პოლონელი ბოსკოვიჩის წყალობით, რომელიც პოლონელ კოპერნიკთან ერთად დღემდე სიცხადის ყველაზე მძლავრი და ძლევამოსილი მოწინააღმდეგე იყო. სწორედ მაშინ, როდესაც კოპერნიკმა დაგვარწმუნა დაგვეჯერებინა, რომ, ყველა გრძნობის საწინააღმდეგოდ, დედამიწა არ დგას უძრავად, ბოსკოვიჩი გვასწავლიდა, რომ უარი უნდა ვთქვათ ამ უკანასკნელის რწმენისგან, რაც „ურყევი“ რჩებოდა დედამიწისგან, რწმენისგან „ნივთიერებაში“, „მატერიაში“, მიწიერის ნარჩენში, ნაწილაკში - ატომში. ეს იყო უდიადესი ტრიუმფი გრძნობებზე მათ შორის, რისთვისაც კი ოდესმე მიუღწევიათ დედამიწაზე. - მაგრამ კიდევ უფრო შორს უნდა წავიდეთ და დაუნდობელი, სამკვდრო-სასიცოცხლო ომი უნდა გამოვუცხადოთ ასევე „ატომისტურ მოთხოვნას“, რომელიც კიდევ უფრო უკეთ ნაცნობი „მეტაფიზიკური მოთხოვნის“ მსგავსად ჯერ კიდევ არსებობს სახიფათოდ განახლებული ისეთ სფეროებში, სადაც მას ვერავინ გრძნობს; უპირველეს ყოვლისა, ბოლო უნდა მოვუღოთ იმ სხვა, კიდევ უფრო საბედისწერო ატომისტიკას, რომელსაც ყველაზე წარმატებულად და დიდხანს ასწავლიდა ქრისტიანობა - სულის ატომისტიკას. დაე, ნებადართულ იქნას, ეს სახელი ეწოდოს რწმენას, რომელიც სულს ამოუძირკვავად, მარადიულად, განუყოფლად, მონადად, atomon-ად მიიჩნევს - ეს რწმენა უნდა იქნას განდევნილი მეცნიერებიდან! ჩვენ შორის თუ ვიტყვით, ამ დროს სრულებით არ არსებობს იმის საჭიროება, რომ თვით „სულისგან“ გავთავისუფლდეთ და უარვყოთ ერთ-ერთი უძველესი და პატივისცემის ღირსი ჰიპოთეზა, რასთანაც ჩვეულებრივ მივყავართ ნატურალისტთა მოუხერხებლობას, რომლებიც, საკმარისია შეეხონ „სულს“, რომ მყისვე ჰკარგავენ მას. მაგრამ გზა სულის შესახებ ჰიპოთეზის ახლებური გადმოცემისა და ნატიფი დამუშავებისკენ ღია რჩება; ხოლო ისეთი ცნებები, როგორიცაა „მოკვდავი სული“, „სული, როგორც სუბიექტის მრავლობითობა“ და „სული, როგორც ინსტინქტებისა და აფექტების საზოგადოებრივი წყობა“, ამიერიდან მეცნიერებაში მოქალაქეობის უფლებას მოითხოვს. ემზადებოდა რა იმ ცრურწმენისთვის ბოლოს მოღებას, რომელიც სულის შესახებ წარმოდგენის გარშემო დღემდე ტროპიკული სიუხვით იზრდებოდა, ახალმა ფსიქოლოგმა, რასაკვირველია, ასე ვთქვათ, საკუთარი თავი განდევნა ახალ უდაბნოსა და უნდობლობის ახალ სფეროში, - შესაძლოა ძველი ფსიქოლოგები უფრო მოხერხებულად და მხიარულად ცხოვრობდნენ, - მაგრამ ბოლოს და ბოლოს მხოლოდ ამის წყალობით აცნობიერებს ის, რომ განწირულია გამოგონებისთვის და - ვინ იცის? - იქნებ მოპოვებისთვისაც. ფიზიოლოგები ხამს დაფიქრებულიყვნენ თვითგადარჩენის ინსტინქტის შესახებ შეხედულებაზე, როგორც ორგანული არსების კარდინალური ინსტინქტისა. უპირველეს ყოვლისა, რაღაც ცოცხალს სურს თავისი ძალის გამოვლენა - თვით ცხოვრება არის ნება ძალაუფლებისკენ: თვითგადარჩენა არის მხოლოდ ერთი - ირიბ და მრავალრიცხოვან შედეგთაგან. ერთი სიტყვით, აქ, ისევე, როგორც სხვაგან, უნდა ვუფრთხოდეთ ზედმეტ ტელეოლოგიურ პრინციპებს! - რომელთაგან ერთ-ერთს თვითგადარჩენის ინსტინქტი წარმოადგენს (მას სპინოზას არათანმიმდევრულობას უნდა ვუმადლოდეთ). ასეთია სახელდობრ მოთხოვნა მეთოდისა, რომელიც არსებითად პრინციპების ეკონომიას უნდა წარმოადგენდეს. შესაძლოა დღეს არსებობდეს ხუთი ან ექვსი ტვინი, რომლებშიც ციალებს აზრი, რომ ფიზიკაც ასევე მხოლოდ სამყაროს ექსპოზიცია და მოწესრიგებაა (ჩვენს შესაბამისად, თუ ნებას მომცემთ) და არა სამყაროს განმარტება; მაგრამ, ეყრდნობა რა გრძნობათა რწმენას, ის რაღაც უფრო მეტად არის მიჩნეული და კიდევ დიდხანს უნდა ჩაითვალოს მომავალში ასეთად, სახელდობრ, განმარტებად. მას აქვს თავისი თვალები და ხელები, ის ცხადია და ხელშესახები: ეპოქაზე, რომელიც პლებეური გემოვნებითაა გამსჭვალული, ეს მომაჯადოვებლად, დამარწმუნებლად, დამაჯერებლად მოქმედებს - ის ხომ ინსტინქტურად მისდევს ოდინდელი სახალხო სენსუალიზმის ჭეშმარიტების კანონს. რა არის ცხადი, რა არის „განმარტებული“? მხოლოდ ის, რაც შეიძლება დავინახოთ და რასაც შეიძლება შევეხოთ, - ასეთ ზღურბლამდე უნდა დავამუშავოთ ყოველი პრობლემა. პირიქით: სწორედ გრძნობადობის წინააღმდეგობაში მდგომარეობდა პლატონის აზრთა წყობის ხიბლი, ეს კი აზრთა კეთილშობილი წყობა იყო, და მას ადგილი ჰქონდა გარემოში ადამიანებისა, რომლებიც, შესაძლოა, უფრო ძლიერ და მეტად მკაცრ გრძნობებს ფლობდნენ, ვიდრე ჩვენი თანამედროვენი, თუმცა, რომლებიც უზენაეს სიხარულს იმაში ხედავდნენ, რომ ამ გრძნობათა ბატონ-პატრონებად დარჩენილიყვნენ; ამას კი ისინი აღწევდნენ ცნებათა ფერმკრთალი, ცივი, ნაცრისფერი ბადის მეშვეობით, რომელსაც გრძნობათა ჭრელ მორევს ესროდნენ, გრძნობათა ბრბოს, როგორც პლატონი იტყოდა. სამყაროს ამგვარ გადალახვაში, სამყაროს ამ პლატონისებურ განმარტებაში სხვა სახის სიამოვნება იყო, ვიდრე ის, რომელსაც დღევანდელი ფიზიკოსები გვთავაზობენ, თანაბრად დარვინისტები და ანტიტელეოლოგები ფიზიოლოგთა შორის - „ძალის მინიმალური დანახარჯისა“ და სიბრიყვის მაქსიმალური დანახარჯის პრინციპით. „იქ, სადაც ადამიანს არაფრის დანახვა და ხელის წავლება არ შეუძლია, საძიებელიც არაფერი აქვს“ - ეს, რასაკვირველია, პლატონისეულისგან განსხვავებული იმპერატივია, მაგრამ მომავლის მემანქანეთა და ხიდების მშენებელთა უხეში და შრომისმოყვარე თაობისთვის, რომლის დანიშნულება - მხოლოდ შავი სამუშაოს შესრულებაა, ის შესაძლოა სათანადო იმპერატივი იყოს. იმისათვის, რომ სუფთა სინდისით დაკავდე ფიზიოლოგიით, უნდა ჩათვალო, რომ გრძნობის ორგანოები არ წარმოადგენენ მოვლენებს იდეალისტური ფილოსოფიის აზრით: როგორც ასეთები, ისინი მიზეზები ვერ იქნებოდნენ! ამგვარად, სენსუალიზმი არის, სულ ცოტა, ხელმძღვანელი ჰიპოთეზა, რომ არ ვთქვათ - ევრისტიკის პრინციპი. - როგორ? ზოგიერთები იმასაც კი ამბობენ, თითქოს გარე სამყარო ჩვენი ორგანოების ქმნილება იყოს. მაგრამ ასეთ შემთხვევაში ხომ ჩვენი სხეული, როგორც ამ გარე სამყაროს ნაწილი, ჩვენივე ორგანოების ქმნილება იქნებოდა! აი, ჩემი აზრით, სრული reductio ad absurdum, თუ ვივარაუდებთ, რომ ცნება causa sui სრული აბსურდია. შესაბამისად, გარე სამყარო არ არის ჩვენი ორგანოების ქმნილება - ? ჯერ კიდევ არსებობენ ისეთი მიამიტი თვითმჭვრეტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ არსებობს „უშუალო სიცხადენი“, მაგალითად, „მე ვაზროვნებ“ ან, შოპენჰაუერის ცრურწმენის მსგავსად, „მე მსურს“ - თითქოს აქ ცნობიერებას ევლინება შესაძლებლობა, თავისი საგანი წმინდა და გაშიშვლებული სახით მოიხელთოს, როგორც „საგანი თავის თავში“, ხოლო არც სუბიექტის და არც ობიექტის მხრიდან არ აქვს ადგილი სიყალბეს. მაგრამ მე ათასკეც გავიმეორებ, რომ „უშუალო სიცხადე“, ზუსტად ისევე, როგორც „აბსოლუტური შემეცნება“ და „საგანი თავის თავში“, შეიცავს contradictio in adjecto-ს: ოდესღაც ხომ უნდა გავთავისუფლდეთ სიტყვათცდუნებისგან! დაე, ხალხმა იფიქროს, რომ შეიმეცნო - ნიშნავს გაიგო ბოლომდე - ფილოსოფოსმა უნდა უთხრას საკუთარ თავს: თუკი მე გავაანალიზებ მოვლენას, რომელიც გამოხატულია ფრაზით „მე ვაზროვნებ“, მივიღებ გაბედულ დასკვნათა მთელ რიგს, რომელთა დასაბუთება რთულია, იქნებ შეუძლებელიც - მაგალითად, რომ ეს მე ვარ, ვინც აზროვნებს; და რომ საერთოდ უნდა არსებობდეს რაღაც, რაც აზროვნებს; რომ აზროვნება არის რაიმე არსების მოღვაწეობა და მოქმედება, რომელიც მიზეზის სახით განიაზრება; რომ არსებობს ეგო; დაბოლოს, რომ დადგენილია მნიშვნელობა სიტყვისა „აზროვნება“; რომ მე ვიცი, რა არის აზროვნება. რადგან, თუკი მე ეს ყველაფერი ჩემში არ მექნებოდა გადაწყვეტილი, როგორ შევძლებდი მსჯელობას, რომ ის, რაც ახლა ხდება - არ არის „მსურს“ ან „ვგრძნობ“? ერთი სიტყვით, „მე ვაზროვნებ“ გულისხმობს, რომ მე ჩემს მყისიერ მდგომარეობას ვადარებ ჩემს სხვა მდგომარეობებს, რომლებიც ჩემთვის ცნობილია, რათა განსვაზღვრო, თუ რა არის ის; ხოლო თუ სხვა „ცოდნას“ ვეყრდნობი, მას არც ერთ შემთხვევაში არ გააჩნია ჩემთვის „უშუალო სიცხადე“. - ნაცვლად ამ „უშუალო სიცხადისა“, რომლისაც, დაე, ამ შემთხვევაში, სწამდეს ხალხს, ფილოსოფოსი ამგვარად იღებს მთელ რიგს მეტაფიზიკური კითხვებისა, სინდისის ჭეშმარიტ კითხვებს ინტელექტისთვის, რომლებიც ამბობენ: „საიდან ვიღებ მე აზროვნების ცნებას? რატომ მწამს მიზეზისა და მოქმედების? რა მანიჭებს მე უფლებას, ვისაუბრო რაიმე ეგოს შესახებ, უფრო მეტიც, ეგოსი, როგორც მიზეზის, დაბოლოს, ეგოს, როგორც აზროვნების მიზეზის შესახებ?“ მას, ვინც გაბედავს, მყისვე უპასუხოს ამ მეტაფიზიკურ კითხვებს, დაიმოწმებს რა ამ დროს შემეცნების ერთგვარ ინტუიციას, როგორც ის აკეთებს, ვინც ამბობს: „მე ვაზროვნებ და ვიცი, რომ ეს, სულ ცოტა, ჭეშმარიტი, ნამდვილი და უტყუარია“, - მას დღევანდელ დღეს ფილოსოფოსი ღიმილითა და რამდენიმე კითხვის ნიშნით უპასუხებს. „მოწყალეო ბატონო, - შესაძლოა უთხრა მას ფილოსოფოსმა, - ეს წარმოუდგენელია, რომ თქვენ არ ცდებოდეთ, მაგრამ რა საჭიროა გარდუვალად ჭეშმარიტება?“ რაც ლოგიკოსთა ცრურწმენას შეეხება, მე განვაგრძობ ერთი მცირედი ფაქტის ხაზგასმას, რომელსაც უხალისოდ იღებენ ცრუმორწმუნეები, სახელდობრ, რომ აზრი გვეწვევა, როცა „მას“ სურს, და არა როცა „მე“ მინდა ასე; შესაბამისად, საქმის ვითარების შერყვნა იქნება თქმა: სუბიექტი „მე“ არის პირობა პრედიკატისა „ვაზროვნებ“. განიაზრება (Es denkt): მაგრამ რომ ეს „-ება“ არის ძველი და ცნობილი ეგო, ეს, რბილად რომ ვთქვათ, მხოლოდ ვარაუდია, მხოლოდ მტკიცება, და არა „უშუალო სიცხადე“. ბოლოს და ბოლოს ამ „განიაზრება“-თი უკვე ბევრია გაკეთებული: უკვე ეს „-ება“ შეიცავს საკუთარ თავში მოვლენის განმარტებას და თვით არ შედის მის შემადგენლობაში. როგორც წესი, დასკვნას აკეთებენ გრამატიკული ჩვეულების მიხედვით: „აზროვნება არის აქტივობა; ყოველი სახის აქტივობა მოითხოვს ვინმეს, ვინც აქტიურია, შესაბამისად...“ დაახლოებით მსგავსი სქემით ეძებდა ძველი ატომისტიკა მატერიის ნაწილაკს მოქმედი „ძალისათვის“, სადაც არის ის ჩამჯდარი და საიდანაც მოქმედებს, - ატომი. მეტად მკაცრმა ტვინებმა საბოლოოდ ისწავლეს ფონს გასვლა ამ „მიწიერის ნაშთის“ გარეშე და, შესაძლოა, ოდესმე ლოგიკოსებმაც ისწავლონ ამ მცირე „-ება“-ს გარეშე იოლად გასვლა (რომლისკენაც გაუჩინარდა ძველი და ერთგული ეგო). ყოველი მოცემული თეორიის საკმაო ხიბლს ის წარმოადგენს, რომ იგი უკუგდებადია: სწორედ ამით იზიდავს ის მეტად ნატიფ ტვინებს. როგორც ჩანს, ასკეც დამხობილი თეორია „თავისუფალი ნების“ შესახებ თავისი არსებობის გაგრძელებას სწორედ ასეთ მომხიბვლელობას უნდა უმადლოდეს: გამუდმებით მოიძებნება ვიღაც, ვინც საკმარისად ძლიერად თვლის საკუთარ თავს მის უარსაყოფად ფილოსოფოსებს ჩვეულებად აქვთ, ნების შესახებ ისაუბრონ, როგორც სამყაროში უცნობილესი საგნისა; შოპენჰაუერმა კი განაცხადა, რომ მხოლოდ ნებაა ჩვენთვის სრულყოფილად ცნობილი, რაიმეს დაკლების ან თანდართვის გარეშე. მაგრამ მე გამუდმებით ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში შოპენჰაუერმაც ის გააკეთა, რასაც ჩვეულებრივ აკეთებენ ფილოსოფოსები: აღიარა ხალხური ცრურწმენა და კიდევ უფრო გააღრმავა ის. ჩემის აზრით, სურვება პირველ რიგში არის რაღაც რთული, რასაც ერთიანობა აქვს მხოლოდ სიტყვის სახით - და სწორედ ერთი სიტყვით მის გამოხატვაში ვლინდება ხალხური ცრურწმენა, რომელიც ყოველთვის ბატონობდა ფილოსოფოსთა მუდამ უმნიშვნელო წინდახედულებაზე. ამგვარად, მოდით, უფრო წინდახედულები გავხდეთ, ნუღარ ვიქნებით „ფილოსოფოსები“ - ასე ვთქვათ: ყოველგვარ სურვებაში, უპირველეს ყოვლისა, არის მრავალი განცდა, სახელდობრ: განცდა მდგომარეობისა, რომელსაც გვსურს, რომ თავი ავარიდოთ, განცდა მდგომარეობისა, რომელსაც გვსურს, რომ მივაღწიოთ, თვით ამ სწრაფვათა განცდა, შემდეგ კიდევ თანამდევი კუნთოვანი ძალა, რომელიც წარმოიქმნება, რადგან „გვსურს“, ერთგვარი ჩვეულების წყალობით და ჩვენი „ხელებისა და ფეხების“ მოძრაობაში მოყვანის გარეშე. მეორე, მსგავსად იმისა, როგორც შეგრძნებები - სახელდობრ, არაერთგვაროვანი შეგრძნებები - ნების ინგრედიენტად უნდა ვაღიაროთ, ასეთივეა საქმის ვითარება აზროვნების შემთხვევაშიც: ყოველ ნებისმიერ აქტში არსებობს ხელმძღვანელი აზრი; მაგრამ არც უნდა ვიფიქროთ, რომ შეგვიძლია ეს აზრი განვაშოროთ „სურვებას“, და რომ კიდევ შენარჩუნებული იქნება ნება! მესამე, ნება არის არა მხოლოდ შეგრძნებისა და აზროვნების კომპლექსი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა აფექტი - თანაც აფექტი ბრძანების. ის, რასაც „ნების თავისუფლება“ ეწოდება, არსებითად არის უპირატესი აფექტი იმასთან მიმართებით, რომელიც უნდა დაემორჩილოს: „მე თავისუფალი ვარ, „ის“ უნდა დაემორჩილოს“, - ეს ცნობიერებაა დაფარული ყოველ ნებაში ისევე, როგორც ყურადღების ის დაძაბულობა, ის უშუალო მზერა, რომელიც მხოლოდ ერთს აფიქსირებს, ის უპირობო შეფასება მდგომარეობისა „ახლა საჭიროა ეს და სხვა არაფერი“, ის შინაგანი თავდაჯერებულობა, რომ მორჩილება მიღწეული იქნება, და ყველაფერი, რაც ჯერ კიდევ განეკუთვნება ბრძანების გამცემის მდგომარეობას. ადამიანი, რომელსაც სურს, - რაღაცას უბრძანებს საკუთარ თავში, რაც მორჩილებაშია ან რის შესახებ ის ფიქრობს, რომ მორჩილებაშია. მაგრამ მოდით ახლა ყურადღება მივაქციოთ ნების ყველაზე გასაოცარ მხარეს, ესოდენ მრავალსახოვან საგანს, რომლისათვის ხალხს ერთადერთი სიტყვა აქვს: ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ჩვენ ბრძანების გამცემებიც ვართ და ბრძანების ამსრულებლებიც, ხოლო როგორც ამსრულებლებისთვის, ჩვენთვის ცნობილია იძულების, წნეხის, წინააღმდეგობის, სწრაფვის განცდები, რომლებიც, ჩვეულებრივ, ნების აქტს მოსდევს; მეორეს მხრივ, რამდენადაც ჩვენ მივეჩვიეთ არ მივაქციოთ ყურადღება ამ გაორებას, მაცდუნებლად განვერიდოთ მას ეგოს სინთეტური გაგების მეშვეობით, - სურვებას უერთდება მცდარ დასკვნათა მთელი წყება, შესაბამისად კი თვით ნების მცდარი შეფასებისა, - იმგვარად, რომ მსურველს სრულიად გულწრფელად სწამს, თითქოს სურვილი საკმარისი იყოს მოქმედებისთვის. იმდენად, რამდენადაც შემთხვევათა დიდ უმრავლესობაში სურვება იქ ვლინდება, სადაც უნდა ველოდოთ ბრძანების ზემოქმედებას, შესაბამისად, მორჩილებას, შესაბამისად, მოქმედებას, გამოდის, რომ საქმის ხილული არსი, თითქოს აქ მოქმედების აუცილებლობა არსებობდეს, გრძნობად იქცა; ერთი სიტყვით, მსურველი დამაჯერებლობის საკმარისი ხარისხით მიიჩნევს, რომ ნება და მოქმედება გარკვეულწილად ერთსა და იმავეს შეადგენენ, - ის ასევე ნებას მიაწერს წარმატებასა და სურვილის ასრულებას, და ამ დროს სიამოვნებას იღებს ძალის იმ ნაზარდის განცდით, რომელიც ნებისმიერ წარმატებას სდევს თან. „ნების თავისუფლება“ - აი სიტყვა მსურველის კმაყოფილების მრავალსახოვანი მდგომარეობის აღსაწერად, რომელიც ბრძანებს და იმავდროულად ერთ არსებად ერწყმის ამსრულებელს, - რომელიც ასეთის სახით მასთან ერთობლივად იღებს სიამოვნებას დაბრკოლებების გადალახვით, მაგრამ იდუმალად ფიქრობს, თითქოს არსებითად თვით მისი ნება ამარცხებდეს დაბრკოლებებს. ამგვარად, მსურველი ბრძანების გამცემის სიამოვნების გრძნობას უზავებს ამსრულებელთა კმაყოფილების გრძნობას, წარმატებით მოქმედი იარაღებისა, სამსახურებრივ „ქვე- ნებათა“ ან ქვე-სულების - ჩვენი სხეული ხომ მრავალი სულის საზოგადოებრივი წყობაა მხოლოდ. L’effet c’est moi: აქ იგივე ხდება, რაც ნებისმიერ კეთილმოწყობილ თემში, სადაც მმართველი კლასი საკუთარ თავს საზოგადოებრივ წარმატებასთან აიგივებს. ყოველი სურვებისას საქმე უთუოდ ეხება ბრძანებასა და მორჩილებას, როგორც ნათქვამია, მრავალი „სულის“ საზოგადოებრივი წყობის საფუძველზე, რისი მიზეზით ფილოსოფოსი თავს უფლებას უნდა აძლევდეს სურვება თავისთავად განიხილოს მორალის კუთხით, ამასთან, მორალის ქვეშ იგულისხმება სწავლება ხელისუფლების დამოკიდებულებათა შესახებ, რომლის დროს იქმნება ფენომენი „სიცოცხლე“. რომ ცალკეული ფილოსოფიური ცნებები არაფერს ნებისმიერს არ წარმოადგენენ, არაფერს, მზარდს თავისთავად, არამედ ერთმანეთთან ურთიერთობიდან და ნათესაობიდან იზრდებიან; რომ, მიუხედავად აზროვნების ისტორიაში მათი გამოჩენის მთელი მოჩვენებითი მოულოდნელობისა და ნებისმიერობის, ისინი ზუსტად ისევე ეკუთვნიან კონკრეტულ სისტემას, როგორც ფაუნის ყველა გვარი - სამყაროს კონკრეტულ ნაწილს, ეს საბოლოოდ იმ რწმენაში ვლინდება, რომლითაც განსხვავებული ფილოსოფოსები შეავსებენ შესაძლო ფილოსოფიათა ერთგვარ ძირითად სქემას. უხილავი უღლის ქვეშ გამუდმებით უწყვეტად დარბიან ისინი ერთსა და იმავე წრიულ გზაზე, და რაოდენ დამოუკიდებლადაც არ უნდა გრძნობდნენ თავს ერთმანეთისგან თავისი კრიტიკული ან სისტემატური ნებით, რაღაცას არსებულს მათში მიჰყავს ისინი, რაღაც დევნის მათ გარკვეული წესით ერთმანეთის უკან - თანდაყოლილი სისტემატურობა და ცნებათა ნათესაობა. მათი აზროვნება სინამდვილეში გაცილებით ნაკლები ხარისხითაა ახლის აღმოჩენა, ვიდრე ძველის ამოცნობა და გახსენება, - საკუთარ ჭერქვეშ დაბრუნება, სულის დაშორებულ და ძველ მამულში, რომელშიც ოდესღაც იშვა ეს ცნებები, - ამ გაგებით ფილოსოფოსობა არის უმაღლესი თანრიგის ატავიზმის ნაირსახეობა. ყოველი ინდური, ბერძნული, გერმანული ფილოსოფოსობის გასაოცარი გვაროვნული ნათესაობა უკიდურესად მარტივად აიხსნება. სწორედ იქ, სადაც სახეზეა ენათა ნათესაობა, გრამატიკის ზოგადი ფილოსოფიის წყალობით (ანუ მსგავს გრამატიკულ ფუნქციათა გაუცნობიერებელი ძალაუფლებისა და ხელმძღვანელობის წყალობით) ყველაფერი გარდუვალად და წინასწარაა გამზადებული ფილოსოფიურ სისტემათა ერთგვაროვანი განვითარებისა და მიმდევრობისთვის; ზუსტად ისევე, როგორც სამყაროს ზოგი განსხვავებული განმარტებისთვის გზა თითქოს დაკეტილია. სავსებით სავარაუდოა, რომ ურალ-ალტაური კილოკავის (სადაც ყველაზე ცუდადაა განვითარებული „სუბიექტის“ ცნება) ფილოსოფოსები განსხვავებულად ჩაიხედავენ „სამყაროს სიღრმეში“ და სხვა გზებით წავლენ, ვიდრე ინდოგერმანელები და მუსულმანები: კონკრეტულ გრამატიკულ ფუნქციათა უღელი საბოლოოდ არის უღელი ფიზიოლოგიური შეხედულებებისა ფასეულობათა და რასობრივ პირობათა შესახებ. - აი, რა შეიძლება ითქვას იდეათა წარმოშობაზე ლოკის ზედაპირული თვალსაზრისის წინააღმდეგ. Causa sui - ესაა ყველაზე აღმაშფოთებელი დღემდე გამოგონილ თვითწინააღმდეგობათაგან, თავისებური ლოგიკური ძალადობა და არაბუნებრიობა; მაგრამ უზომო სიამაყემ ადამიანი იქამდე მიიყვანა, რომ ის საზარლად ჩაიხლართა სწორედ ამ შეუსაბამობაში. „ნების თავისუფლების“ სურვილი იმ მეტაფიზიკური, სუპერლატური აზრით, რომელიც სამწუხაროდ ჯერ კიდევ სუფევს ზერელედ ნასწავლთა ტვინებში, სურვილი თვით ზიდო მთელი პასუხისმგებლობა შენი ქმედებებისთვის, ჩამოხსნი რა მას ღმერთს, სამყაროს, წინაპრებს, შემთხვევას, საზოგადოებას, - სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ იყო იგივე causa sui და მიუნჰაუზენზე დიდი გამბედაობით ამოიყვანო საკუთარი თავი თმით მყოფობაში არარას ჭაობიდან. მაგრამ დავუშვათ, რომ ვინმე ამოიცნობს „ნების თავისუფლების“ ცნობილი ვნების გლეხურ სიმარტივეს და ამოიგდებს მას თავიდან - ასეთ შემთხვევაში მე ვთხოვ მას, კიდევ ერთი ნაბიჯით წასწიოს წინ თავისი „განმანათლებლობის“ საქმე და თავიდან ასევე ამოიგდოს ინვერსია ამ ცრუ ცნებისა „თავისუფალი ნება“: მე ვგულისხმობ „არათავისუფალ ნებას“, რომელიც მიზეზისა და მოქმედების ბოროტად გამოყენების შედეგს წარმოადგენს. „მიზეზი“ და „მოქმედება“ არ უნდა გავანივთოთ, როგორც ამას ნატურალისტები აკეთებენ (და ისინი, ვინც დღეს მათ ბაძავს აზროვნების სფეროში), თანახმად გაბატონებული მექანისტური უთავბოლობისა, რომელიც აიძულებს მიზეზს, მიაწვეს და უბიძგოს, სანამ ის არ „ამოქმედდება“. „მიზეზი“ და „მოქმედება“ უნდა გამოვიყენოთ, როგორც წმინდა ცნებები, ანუ როგორც საყოველთაოდ მიღებული ფიქციები აღნიშვნის, შეთანხმებისა და განმარტების მიზნით. „საგანთა არსში“ (Ansich) არანაირი „მიზეზობრივი კავშირი“, „აუცილებლობა“, „ფსიქოლოგიური არათავისუფლება“ არ არსებობს: იქ „მოქმედება“ არ მოსდევს „მიზეზს“, იქ არანაირი „კანონი“ არ მეფობს. ჩვენ, მხოლოდ ჩვენ გამოვიგონეთ მიზეზები, თანმიმდევრულობა, ურთიერთკავშირი, ფარდობითობა, იძულება, რიცხვი, კანონი, თავისუფლება, საფუძველი, მიზანი; ხოლო თუ ჩვენ ამ საგნებს ნიშნების სამყაროს ვურთავთ, როგორც რაღაცას „თავისთავად“, ჩვენ კვლავ ისე ვიქცევით, როგორც ყოველთვის, ანუ მითოლოგიურად. „არათავისუფალი ნება“ - ეს მითოლოგიაა: ნამდვილ ცხოვრებაში საქმე ეხება მხოლოდ ძლიერ და სუსტ ნებას. - თუ მოაზროვნე ყოველ „მიზეზობრივ კავშირსა“ და „ფსიქოლოგიურ აუცილებლობაში“ უკვე გრძნობს იძულების, საჭიროების, შედეგის აუცილებლობის, წნეხის, არათავისუფლების მცირედ ნაწილს მაინც, ეს თითქმის ყოველთვის იმის სიმპტომია, რასაც თვითონ ის მოისაკლისებს. ასეთი გრძნობები ღალატის ტოლფასია - ადამიანი საკუთარ თავს გასცემს. ზოგადად, თუ ჩემი დაკვირვება საფუძვლიანია, „ნების არათავისუფლების“ გაგება ყოველთვის ხდება, როგორც პრობლემისა ორი სრულიად საპირისპირო მხრიდან, მაგრამ ყოველთვის ღრმად პირადი თვალსაზრისით: ერთ ნაწილს არაფრით არ სურს საკუთარი პასუხისმგებლობის“ დათმობა, რწმენისა საკუთარ თავში, პირადი უფლებისა საკუთარ დამსახურებაზე (ამ კატეგორიას ეკუთვნიან პატივმოყვრე რასები); მეორე ნაწილს, პირიქით, არაფერზე სურს პასუხისგება, არ სურს იყოს დამნაშავე რაიმეში და, შინაგანი სიძულვილიდან გამომდინარე, ისურვებდა ჰქონოდა შესაძლებლობა, გასულიყო საქმიდან, არ აქვს მნიშვნელობა, სად. ეს უკანასკნელნი, თუ წიგნებს წერენ, ჩვეულებად აქვთ დამნაშავეთა დაცვა; სოციალისტური თანაგრძნობის სახეობა მათი საყვარელი ნიღაბია. და მართლაც, სუსტი ნებისყოფის მქონეთა ფატალიზმი გასაოცრადაა მორთული, თუკი მას ძალუძს წარმოდგეს, როგორც „Lа religion de la souffrance humaine“: ეს მისი „მაღალი გემოვნებაა“. მაპატიონ, ვითარცა მოხუც ფილოლოგს, რომელსაც ვერ მოუშორებია ღვარძლიანი ჩვევა, დაგმოს განმარტების ბილწი ხრიკები - მაგრამ ეს „კანონზომიერება ბუნებისა“, რომლის შესახებ თქვენ, ფიზიკოსები, იმგვარი სიამაყით საუბრობთ, თითქოს... - არსებობს მხოლოდ თქვენი განმარტებისა და ურიგო „ფილოლოგიის“ წყალობით, - ის არ არის საქმის არსი, არ არის „ტექსტი“, არამედ უმალ გულუბრყვილოდ ჰუმანიტარული შესწორება და შერყვნა აზრისა, რომლითაც თქვენ საკმარისად აამებთ თანამედროვე სულის დემოკრატიულ ინსტინქტებს! „ყველგან არსებობს თანასწორობა კანონის წინაშე; ბუნებაში ამ მიმართებით საქმის ვითარება არც სხვაგვარადაა და არც უკეთ, ვიდრე ჩვენთან“; ზნეკეთილი უკანა აზრით, რომლითაც კიდევ ერთხელ ინიღბება ბრბოს მტრობა ყოველივე პრივილეგირებულისა და თვითმპყრობელურისადმი, ინიღბება მეორე, მეტად ნატიფი ათეიზმი. „Ni dieu, ni maitre“ - თქვენც ეს გსურთ, - ამიტომაც, „გაუმარჯოს ბუნების კანონს!“ - ასე არ არის? მაგრამ, როგორც უკვე ითქვა, ეს - განმარტებაა და არა ტექსტი, ხოლო შესაძლოა გამოჩნდეს ვინმე ისეთი, ვინც საპირისპირო განზრახვითა და განმარტების ხელოვნებით შეძლებს იმავე ბუნებიდან იმავე მოვლენების მიმართ ამოიკითხოს სწორედ რომ ტირანულად ულმობელი და უცილობელი მოთხოვნა ძალაუფლებისა; შესაძლოა გამოჩნდეს განმმარტებელი, რომელიც ისეთი სახით წარმოგიდგენთ „ძალაულფლებისკენ ნების“ განუხრელობასა და უპირობობას, რომ თითქმის ყოველი სიტყვა, თვით სიტყვა „ტირანიაც“, ბოლოს და ბოლოს გამოუსადეგრად მოგეჩვენებათ, მოგეჩვენებათ შემასუსტებელ და შემარბილებელ მეტაფორად, მეტისმეტად ადამიანურად მოგეჩვენებათ; და ამ ყოველივესთან ერთად მან შესაძლოა ისე დაასრულოს, რომ ამ სამყაროს შესახებ იგივეს მტკიცებას მოყვება, რისაც თქვენ, სახელდობრ, რომ მას არ გააჩნია „აუცილებელი“ და „გამოთვლადი“ მდინარე, მაგრამ არა იმიტომ, რომ მასში გამეფებულია კანონები, არამედ იმ მიზეზით, რომ აბსოლუტურად არ არის კანონები და ყოველ ძალაუფლებას ყოველ წამს თავისი უკანასკნელი დასკვნა გამოაქვს. დავუშვათ, რომ ესეც განმარტებაა - გეყოფათ სიბეჯითე, შეეპასუხოთ ამას? - რას იზამ, მით უკეთესი. ფსიქოლოგიამ დღემდე ვერ შეძლო მორალური ცრურწმენებისა და საფრთხეების თავიდან არიდება: მან ვერ გაბედა სიღრმეში ჩახედვა. გავიგოთ ის, როგორც მორფოლოგია და როგორც სწავლება ძალაუფლებისკენ ნების შესახებ, როგორც ეს მე მესმის, - ეს დღემდე აზრადაც არავის ჰქონია; თუკი ნებადართულია, რომ იმაში, რაც აქამდეა დაწერილი, ამოვიცნოთ სიმპტომი იმისა, რის შესახებ აქამდე დუმდნენ. მორალურ ცრურწმენათა ძალამ მძლავრად გაიდგა ფესვი ადამიანის გონებრივ სამყაროში, სადაც, თითქოს სიცივე და ჰიპოთეზებისგან თავისუფლება უნდა იყოს გამეფებული, - და, თავისთავად იგულისხმება, რომ მას მავნე მოქმედება აქვს, ამუხრუჭებს, აბრმავებს, ამახინჯებს. ჭეშმარიტ ფიზიოფსიქოლოგიას არაცნობიერ წინააღმდეგობასთან უწევს ბრძოლა მკვლევარის გულში, მის მოწინააღდეგეს „გული“ წარმოადგენს: უკვე მოძღვრება „რიგიან“ და „ურიგო“ ინსტინქტთა ურთიერთგანპირობებულობის შესახებ (როგორც მეტად ნატიფი უზნეობა) ძლიერ, უშიშარ სინდისსაც კი ამწუხრებს, - კიდევ უფრო მეტად, დოქტრინა იმის შესახებ, რომ ყველა რიგიანი ინსტინქტი ურიგოდან გამომდინარეობს. მაგრამ დავუშვათ, რომ ვიღაც სიძულვილის, შურის, სიხარბის, ძალაუფლების სიყვარულის აფექტებსაც კი ისეთებად აღიქვამს, რომლებიც სიცოცხლეს განაპირობებენ, რაღაცად, რაც პრინციპულად და არსებითად აუცილებელია ცხოვრების ზოგად ეკონომიაში, და რამაც, შესაბამისად, კიდევ უნდა განიცადოს პროგრესი, თუკი პროგრესი უნდა განიცადოს ცხოვრებამ, - მაშინ ის თავისი აზრების ასეთი მიმართულობისგან, როგორც ზღვის ავადმყოფობისგან გაიტანჯება. მაგრამ ეს ჰიპოთეზაც კი არ არის ყველაზე მტანჯველი და ყველაზე უცნაური ამ საზარელ, თითქმის ჯერ კიდევ ახალ სფეროში საშიში შემეცნებისა: მართლაც, ასობით საფუძვლიანი საბუთი არსებობს იმის სასარგებლოდ, რომ თითოეული შორს დაიჭერს თავს ამ სფეროსგან, - ვინც შეძლებს! მეორეს მხრივ: თუ ჩვენი გემი იქით წაიღო, რას ვიზამთ! გავმაგრდეთ! ყურადღება არ მოვადუნოთ! მტკიცე ხელი ჩავავლოთ საჭეს! - ჩვენ მორალის გამჭოლ მივცურავთ, ჩვენ ფეხქვეშ ვთელავთ, ვანადგურებთ, შესაძლოა, ჩვენი მორალურობის ნარჩენებს, ვბედავთ რა ჩვენი გზა იქით მივმართოთ, - მაგრამ რა აზრია ჩვენში! გაბედულ მოგზაურებსა და თავაგდასავალთა მაძიებლებს ჯერ არასოდეს მოვლენიათ სიძულვილის მეტად ღრმა სამყარო: ხოლო ფსიქოლოგი, ვინც ასე „სწირავს მსხვერპლს“ (მაგრამ ეს არ არის sacrifizio dell’ intelletto, პირიქით), სულ ცოტა, იმას მაინც მოითხოვს ამის სანაცვლოდ, რომ ფსიქოლოგია კვლავ იქნას აღიარებული მეცნიერებათა მბრძანებლად, რომლის სამსახურად და სამზადისში არსებობს ყველა სხვა მეცნიერება. რადგან ფსიქოლოგია იქცა კვლავ გზად ძირითადი პრობლემებისკენ.

ტეგები: Qwelly, nicshe, ნიცშე, ნოველები

ნახვა: 99

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

რა შორი ყოფილა შენამდე, თბილისო ანუ ისევ მარშრუტკები?!

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 29, 2021.
საათი: 11:30pm 2 კომენტარი

სკოლაში მათემატიკას კარგად ვსწავლობდი.

მეუბნებოდნენ, A წერტილიდან უმოკლესი მანძილი B წერტილამდე ტოლია, B წერტილიდან A წერტილამდე უმოკლესი მანძილისო.

® მარი კიური

      ის ჟურალისტი ხომ გახსოვთ, „სერჩის“ ცოდნას რომ გვამადლიდა? ჰოდა, რომ „დასერჩოთ“ მცხეთა, გუგლისავე აღწერილობაში ამოიკითხავთ - მცხეთა თბილისიდან დაშორებულია 20 კილომეტრით. ახლა,…

გაგრძელება

შუაშისტი გუმათელები, ქირურგია სასამართლოში და 2024-ში ევროკავშირში თან კი, თან არა!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 28, 2021.
საათი: 11:31pm 2 კომენტარი

      ჯერ-ჯერობით წრეზე დავდივართ, იგულისხმება ის რომ დღის ამბებში კვლავ ამნისტიის კანონპროექტი, მოსამართლეების დანიშვნა-არ დანიშნვა ისმის და მისთანები. დღეს ასევე გახარიას პარტიის ლოგო გამოჩნდა და ხვალი პრეზენტაციის ანონსები. გუშინ გუმათში დაკავებულების სასამართლოებიც ჩაინიშნა და პროტესტის ორჭოფობული გამოხმაურებებიც. ევროკავშირში გველიან, მაგრამ არ მიგვიღებენ. დოლარმაც ცოტა კიდევ დაიწია - ჩვენს ქვეყანაში, 1 აშშ დოლარი - 3.2779 ლარია.…

გაგრძელება

რიონელები გუმათთან საპროტესტო ყიჟინით, გაძვირებული გაზი და ამნისტიის დამტკიცბის დასაწყისი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 27, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      მაისი ბოლო ისევ აქტიური იქნება და ბუნებაც გააქტიურდება, როგორც ააონსებენ - წვიმები და ძლიერი ქარები გველის. რაც შეეხება პოლიტიკურ ასპარეზს - პარლამენტმა დღეს ამნისტიის კანონპროექტი ნახევრად დაამტკიცა, ასევე დღეს, პოლონელი კოლეგა ესტუმრა ჩვენს პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. დღის მთავარი საინფორმაციო ამბავი მაინც რიონის მცველების შეუპოვარი პროტესტია, ამჯერად ისევ ხეობაში, გუმათთან. დოლარმაც ცოტა კიდევ დაიწია - ჩვენს…

გაგრძელება

ჰესით პარალიზება შუაგულ თბილისში, ამნისტიის პოლიტიკური ამბები და მინსკი სკანდალში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 24, 2021.
საათი: 11:30pm 1 კომენტარი

      თბილისი უქმებიდან მოყოლებული აქციების მთავარ ეპიცენტად იქცა, როგორც ადრე. ამჯერად აქციას პარტიებისგან არც ისე მოწონებული და დაფასებული მოძრაობა მართავს, რომელიც ჰესის წინააღმდეგ გაერთიანდა და ხელისუფლებას მოთხოვნებიც წაუყენა. დღის მთავარი ამბავი სწორედ ეს აქციებია, თბილისის პიკეტირება და პარალიზება - როგორც თავად აანონსებენ. საერთაშორისო სკანდალია მინსკში. ჩვენთან, ამინდები გაუარესდებაო იუწყებიან სინოპტიკოსები - 25 მაისს, დღის მეორე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters