შტეფან ცვაიგი - მატყუარები

   დრო კი აღარ ითმენდა. ბარონს შვებულება უთავდებოდა და დარჩენილი დრო მაქსიმალურად უნდა გამოეყენებინა. მათ ესმოდათ, რომ ბავშვის სასტიკი ჯიუტობის დაძლევა არც თუ ისე ადვილი იყო და სცადეს უკანასკნელი სამარცხვინო ხერხისთვის მიემართათ, რათა ერთი ან ორი საათით მაინც თავი დაეღწიათ მისი დესპოტური მეთვალყურეობისაგან.

- წაიღე ეს დაზღვეული წერილები ფოსტაში, - უთხრა დედამ ედგარსა. ისინი ვესტიბიულში იდგნენ; ბარონს შესასვლელთან ეტლი ჰყავდა დაქირავებული.

   ედგარმა უნდობლად გამოართვა წერილები. მან სულ ცოტა ხნის წინ შენიშნა, რომ ერთ-ერთი მსახური რაღაცას ეუბნებოდა დედას. ნეტავი მის წინააღმდეგ ხომ არაფერს აპირებენ დედა და ბარონი? იგი შეყოყმანდა.

- სად დამელოდები?

- აქ.

- მართლა?

- მართლა.

- ოღონდ არ წახვიდე. ესე იგი, აქ დამელოდები, ვესტიბიულში, ვიდრე დავბრუნდები, ხომ? რაკი თავისი უპირატესობა შეგნებული ჰქონდა, უკვე ბრძანების კილოზე ელაპარაკებოდა დედას. გუშინდელსაქეთ ბევრი ცვლილება მოხდა.

   იგი გაემართა წერილებითურთ, კარებში უცებ ბარონს შეეჩეხა და უთხრა: - მხოლოდ ეს ორი წერილი მაქვს გადასაცემი, დედა დამელოდება. უჩემოდ ნუ წახვალთ რა. ბარონმა სწრაფად გაუარა გვერდზე. - ჰო, ჰო დაგელოდებით.

   ედგარი სირბილით გაექანა ფოსტისკენ. ლოდინი მოუხდა. მის წინ მდგარი ვიღაც ბატონი ათობით მოსაწყენ შეკითხვას იძლეოდა. ბოლოს, როგორც იქნა შეასრულა დავალება და ქვითარით ხელში გამოიქცა უკან. სწორედ იმ დროს მოვიდა, როცა სასტუმროს წინ მდგარი ეტლი, რომელშიც დედამისი და ბარონი ისხდნენ, უკვე მოსწყდა ადგილიდან.

   ედგარი სიბარზისაგან გაცეცხლდა. კინაღამ ქვას დაავლო ხელი, რომ მათთვის მიეყოლებინა. მაინც დაუძვრნენ ხელიდან. რა საზიზღრად, რა უნამუსოდ იცრუეს! მან გუშინდელი დღიდანვე იცოდა, რომ დედამისი ტყუოდა. მაგრამ რაკი შესძლო ასე უსირცხვილოდ დაერღვია მოცემული პირობა, გულში ჩარჩენილი დედისადმი ნდობის ნატამალიც კი გაუქრა. ცხოვრების გაგება აღარ შეეძლო იმ მომენტიდან, როგორც კი დაინახა, რომ სიტყვები, რომელიც მას ჭეშმარიტებად მიაჩნდა, მხოლოდ ფერადი ბუშტები ყოფილა და ეს ბუშტები სკდებიან და არარაობად იქცევიან ხოლმე. მაგრამ რა საშინელი საიდუმლო უნდა ყოფილიყო ეს, რომ მოზრდილები იმ მდგომარეობამდე მიჰყავდა, მოეტყუებინათ ბავშვი და დამნაშავეებსავით გარბოდნენ? წიგნებში, რომლებიც მას წაკითხული ჰქონდა, ადამიანები ერთმანეთს ხოცავდნენ და ატყუებდნენ იმ მიზნით, რომ ფული ან ძალაუფლება, ანდა სახელმწიფო ეგდოთ ხელთ. მაგრამ აქ რაღა იყო მიზეზი? რა უნდათ, რატომ ემალებიან, რისი დაფარვა სურთ ამ განუწყვეტელი ტყუილით? ბიჭი თავს იტეხდა ამ ფიქრით. ბუნდოვნად გრძნობდა, რომ ეს საიდუმლო მისი ბავშვობის გასაღები იყო. ამ გასაღების დასაუფლებლად ის უნდა გაზრდილიყო დიდი ანუ გამხდარიყო კაცი. ოჰ! ნეტა ჩააგდებინა ხელში ეს გასაღები. მაგრამ ედგარს აზროვნება აღარ შეეძლო, ბოღმა ახრჩობდა, რომ ისინი ხელიდან დაუსხლტნენ და ნათელ გონებას უბინდავდა.

   ბიჭი ტყისკენ გაიქცა. აქ სიბნელემ იხსნა იგი, რომ არავის დაენახა და მწარედ ატირდა. - მატყუარები, ძაღლები, თაღლითები, საზიზღრები! მას მოეჩვენა, რომ თუ არ წამოიყვირებდა ამ სიტყვებს, ისინი დაახრჩობდნენ მას. მრისხანება, მოუთმენლობა, წყენა, ცნობისმოყვარეობა, უმწეობა და ამ დღეებში ჩადენილი ღალატი თრგუნავდა ბავშვის მოუმწიფებელ ნებისყოფას, რომელსაც თავი დიდ კაცად ჰყავდა წარმოდგენილი. ახლა კი მან გადმოხეთქა მკერდიდან და ცრემლის ნაკადად იქცა.

   ეს იყო მისი ბავშვობის უკანასკნელი ცრემლები. უკანასკნელად ტიროდა გულამოსკვნილი ქალური გატაცებით. ტირილში გადმოანთხია თავისი შმაგი მრისხანება. გამოიტირა თავისი ნდობა, სიყვარული, რწმენა და პატივისცემა - მთელი თავისი ბავშვობა.

   სასტუმროში დაბრუნებული ბიჭი უკვე ის აღარ იყო, წეღან რომ ტყეში ტიროდა. იგი უკვე აღარ ღელავდა და მოფიქრებულად მოქმედებდა. უპირველეს ყოვლისა, იგი წავიდა თავის ოთახში. გულმოდგინედ დაიბანა სახე და თვალები, რათა ცრემლის კვალი არ შეემჩნიათ და ამით არ გაეხარებინა ისინი. შემდეგ შეიმუშავა გეგმა, თუ როგორ გაესწორებინა ანგარიში მათთვის და დაიწყო ლოდინი მოთმინებით და სრული სიმშვიდით.

   ვესტიბიულში საკმაო ხალხი იყო თავმოყრილი, როცა ეტლი ლტოლვილებითურთ სასტუმროს წინ გაჩერდა. რამდენიმე მამაკაცი ჭადრაკს თამაშობდა, სხვები გაზეთებს კითხულობდნენ, ქალები კი მასლაათობდნენ. იქვე გაუნძრევლად იჯდა ოდნავ გაფითრებული ბავშვი და შემკრთალი გამოიყურებოდა. როცა დედა და ბარონი შემოვიდნენ და მისი მოულოდნელი დანახვით დარცხვენილებმა წინასწარ მომზადებული თავის გასამართლებელი მიზეზის წარმოთქმა დააპირეს, ედგარი მშვიდად გაემართა პირდაპირ მათკენ და გამომწვევი კილოთი უთხრა: - ბატონო ბარონ, მინდა რაღაც გითხრათ! ბარონმა უხერხულობა იგრძნო, თითქოს დანაშაულზე წაასწრესო, - კარგი, კარგი, შემდეგისთვის იყოს!

   მაგრამ ედგარმა ხმას აუწია და მკვეთრად და გარკვევით, ყველა იქ მყოფთა გასაგონად მიახალა: - მე მინდა ახლავე მოგელაპარაკოთ. თქვენ უსინდისოდ მოიქეცით. თქვენ მომატყუეთ. იცოდით, რომ დედა მე მელოდებოდა და მაინც...

- ედგარ! - შეჰყვირა დედამ, როცა შენიშნა, რომ ყველას თვალი მას მისჩერებოდა და გაექანა შვილისაკენ.

  მაგრამ ბავშმა დაინახა თუ არა, რომ მათ მისი სიტყვების ჩახშობა სურდათ, გულგამგმირავად შეჰკივლა: - მე თქვენ ერთხელ კიდევ გიმეორებთ ყველას წინაშე: უსირცხვილოდ მომატყუეთ, ეს კი სიმდაბლეა, ეს საზიზღრობაა.

   ბარონი გაფითრდა. ხალხი მათ მიაჩერდა, ზოგს გაეცინა. დედამ მკლავზე სტაცა ხელი მღელვარებისაგან აკანკალებულ ბავშვს: - ახლავე წადი შენს ოთახში, თორემ აქვე ყველას თანდასწრებით მიგტყეპავ! - ჩაუსისინა მან.

   მაგრამ ედგარი უკვე დამშვიდდა. ნანობდა, ასე რად გავცხარდიო. უკმაყოფილო იყო საკუთარი თავის: სურდა, მშვიდად მოეთხოვა პასუხი ბარონისათვის, მაგრამ უკანასკნელ წამს მრისხანებამ დასძლია. წყნარად, აუჩქარებლად გაემართა იგი კიბისაკენ.

- აპატიეთ, ბატონო ბარონ, ეს უზრდელი საქციელი, თქვენ ხომ იცით, რა ნერვული ბავშვია, - წაილუღლუღა ქალმა ხალხის დამცინავი მზერისაგან აბნეულმა. ყველაზე მეტად თავის მოჭრისა ეშინოდა და მხოლოდ იმას ფიქრობდა, როგორმე თავს დაუფლებოდა. ნაცვლად იმისა, რომ მაშინვე გასცლოდა იქაურობას, იგი ჯერ მეკარესთან მივიდა, ჰკითხა წერილებსა და სხვა უმნიშვნელო რაღაცეებზე და შემდეგ კაბის შარიშურით გაემართა ზედა სართულისკენ, თითქოსდა აქ არაფერი მომხდარიყოს. მის ზურგს უკან კი მოისმა ჩურჩული და თავშეკავებული სიცილი.

   კიბეზე ქალმა შეანელა ნაბიჯი. იგი სერიოზულ წუთებში ყოველთვის იბნეოდა და ეშინოდა მომავალი ახსნა-განმარტებისა. დამნაშავე რომ იყო, ამას ვერ უარყოფდა, გარდა ამისა, მას აშინებდა შვილის თვალები, მისი ეს ახალი, უცხო და ისეთი უცნაური მზერა, რომლის წინაშეც იგი უმწეოდ გრძნობდა თავს. შიშის გამო გადაწყვიტა ალერსით ემოქმედა, რადგან იცოდა, რომ ბრძოლის შემთხვევაში ეს აღელვებული ბიჭი გამარჯვებული გამოვიდოდა.

   ქალმა წყნარად შეაღო კარები. ედგარი სრულიად მშვიდად და აუღელვებლად იჯდა. დედისკენ მიპყრობილ მზერაში არ ჩანდა არც შიში და არც ცნობისმოყვარეობა. იგი საკუთარ თავში ძალზე დარწმუნებული ჩანდა.

- ედგარ, - დაიწყო ქალმა დედობრივი მზრუნველობით, - ეს რამ გაფიქრებინა! შენ მაგივრად მე შემრცხვა. როგორ შეიძლება ასეთი უზრდელობა! ჯერ სულ ბავშვი ხარ და უფროსებს ასე ელაპარაკები! ახლავე ბოდიშს მოიხდი ბატონ ბარონთან. ედგარი ფანჯარაში იყურებოდა. მისი „არა“ თითქოს ხეებისადმი იყო მიმართული. მისმა თავდაჯერებამ ქალს თავზარი დაცა.

- ედგარ, რა გემართება? რატომ გამოიცვალე ასე? პირდაპირ ვეღარ გცნობ. შენ ყოველთვის ჭკვიანი და თავაზიანი ბიჭი იყავი, რომელთანაც ყოველთვის შეიძლებოდა მოლაპარაკება. ახლა რაღა ეშმაკი შეგიძვრა, როგორ იქცევი. რა გაქვს ბარონთან გასაყოფი? მას ხომ ძალიან უყვარდი. მუდამ კარგად გექცეოდა.

- დიახ, რადგან მას შენი გაცნობა სურდა.

   ქალს შერცხვა. - სისულელეა! როგორ მიბედავ! საიდან მოგდის თავში ეგ სულელური აზრები?ბიჭი აენთო.

- ის მატყუარა, თაღლითი კაცია. რასაც აკეთებს, ყველაფერში საზიზღარი ანგარიშიანობა იგრძნობა. მას შენი გაცნობა სურდა, იმიტომ დამიმეგობრდა მე და შემპირდა ძაღლს მოგცემო, არ ვიცი, შენ რაღას შეგპირდა და რატომ მეგობრობს, მაგრამ შენგანაც რაღაცას მოელის, ეს უეჭველია, დედა. თორემ ის ასე თავაზიანი და ალერსიანი არ იქნებოდა. ის ცუდი ადამიანია, ტყუის. ერთი კარგად დააკვირდით, რა ცბიერი თვალები აქვს. ოო, მე მძულს იგი, ეს საზიზღარი მატყუარა, არამზადა...

- ედგარ, როგორ შეიძლება ასეთი ლაპარაკი! - ქალი დაიბნა და არ იცოდა რა ეპასუხა. სინდისის გრძნობა კარნახობდა, რომ ბავშვი მართალი იყო.

- დიახ, ძალიან კარგად ვიცი, რომ ის არამზადაა, ნუთუ შენ კი ვერ ხედავ? რატომ ეშინია ჩემი? რატომ მემალება? იმიტომ რომ იცის, ვერაფერს გამომაპარებს და რომ მშვენივრად ვიცნობ ამ არამზადას!

- როგორ შეიძლება ასე ლაპარაკი, როგორ შეიძლება ასე ლაპარაკი! - ქალის გონება უკვე აღარ მუშაობდა, მხოლოდ ბაგეები მაშინალურად იმეორებდნენ ერთსა და იგივე სიტყვებს. მან უეცრად აუტანელი შიში იგრძნო და ვერ მიმხვდარიყო, ვისი ეშინოდა - ბარონისა თუ ბავშვისა.

   ედგარმა დაინახა, რომ მისმა გაფრთხილებამ იმოქმედა დედაზე. საშინლად მოუნდა გადაეყვანა დედა თავის მხარეზე, შეეძინა მოკავშირე ბარონისადმი მტრობასა და სიძულვილში. იგი მივიდა დედასთან, მოეხვია და მღელვარებით ათრთოლებული ხმით უთხრა: - დედა, ნამდვილად, შენ თვითონაც შენიშნავდი, რომ მას რაღაც ცუდი განზრახვა უნდა ჰქონდეს. შენ სულ სხვანაირი გახდი. შენ გამოიცვალე და არა მე. ბარონმა ჩემს წინააღმდეგ აგამხედრა მხოლოდ იმისთვის, რომ შენთან მარტო დარჩეს ხოლმე. უეჭველად შენი მოტყუება სურს. არ ვიცი, რას შეგპირდა. ეს კი ვიცი, რომ სიტყვას არ შეასრულებს. უფრთხილდი, ვინც ერთს მოატყუებს, მეორის მოტყუებაც არ გაუჭირდება. იგი ბოროტი ადამიანია, მისი ნდობა შეუძლებელია.

   ქალს მოეჩვენა, რომ ეს შესაბრალისი, თითქოს ცრემლნარევი ხმა საკუთარი გულიდან ამოსდიოდა. ამ ბოლო ხანებში იგი ისედაც განიცდიდა რაღაც უსიამოვნო გრძნობას, რომელიც იგივეს ეუბნებოდა სულ უფრო და უფრო დაჟინებით. მაგრამ რცხვენოდა, საკუთარი ბავშვისაგან მიეღო რჩევა და როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, საკუთარი მღელვარებისა და აბნეულობის დასაფარავად ზედმეტ სიმკაცრეს მიმართა.

- შენ ჯერ პატარა ხარ და ამას ვერ გაიგებ. ბავშვები ასეთ საქმეებში არ უნდა ჩაერიონ ხოლმე. ზრდილობიანად მოიქეცი. მორჩა და გათავდა.

ედგარის სახემ კვლავ ყინულისებური გამომეტყველება მიიღო.

- როგორც გინდა, თქვა მან ცივად, - მე გაგაფრთხილე.

- მაშ ბოდიშს არ მოიხდი?

- არა.

   ისინი გამომწვევად იდგნენ ერთმანეთის პირისპირ. ქალი გრძნობდა, რომ მისი ავტორიტეტის საკითხი წყდებოდა.

- მაშინ აქ ისადილებ. მარტო. და ჩვენს მაგიდასთან ვერ დაჯდები, ვიდრე ბოდიშს არ მოიხდი. მე შენ გასწავლი, როგორ უნდა გეჭიროს თავი. ოთახიდან ფეხს არ გაადგამ, ვიდრე ნებას არ მოგცემ. გასაგებია?

   ედგარს გაეღიმა. ეს ცბიერი ღიმილი თითქოს უკვე შეეზარდა მის ბაგეებს. გულში იგი საკუთარ თავზე ბრაზობდა. რა სულელურად მოიქცა, რომ კვლავ გადაუშალა გული ამ მატყუარას და მისი გაფრთხილება მოინდომა.

   დედა გამოვიდა ოთახიდან ისე, რომ მისთვის აღარ შეუხედავს. ეშინოდა შვილის გამსჭვალავი მზერისა. მასთან ყოფნა აღარ სიამოვნებდა, რაკი შენიშნა, რომ ბავშვი კარგად ხედავდა ყველაფერს და რომ სწორედ ის უთხრა დედას, რისი მოსმენა და გაგებაც მას არ სურდა. ქალს ეშინოდა, მისი შინაგანი ხმა, მისი სინდისი ბავშვის სახით, მისი საკუთარი ბავშვის სახით, არ აძლევდა მოსვენებას, აფრთხილებდა და დასცინოდა მას. დღემდე ეს ბავშვი მისი სიცოცხლის დანამატი, რაღაც მორთულობა, სათამაშო, რაღაც საყვარელი და ახლობელი, ზოგჯერ შეიძლება ტვირთიც იყო მისთვის, მაგრამ მაინც მათი ცხოვრება ერთ კალაპოტში და შეხმატკბილებულად მიმდინარეობდა. დღეს კი პირველად აღდგა დედის წინააღმდეგ და უარი თქვა დამორჩილებოდა მის სურვილს. რაღაც სიძულვილის მსგავსი ერთვოდა ახლა შვილის გახსენებას.

   მაგრამ, მაინც, როცა ქალი ოდნავ დაღლილი კიბეზე ჩადიოდა, საკუთარი გულიდან ესმოდა ბავშვის წკრიალა ხმა: „უფრთხილდი!“ ვერაფრით ვერ შესძლო ამ სიტყვის ჩახშობა. აი მის წინ სარკემ გაიელვა. ქალმა გამომცდელად ჩაიხედა სარკეში. უფრო და უფრო აკვირდებოდა თავს, ვიდრე მისი ბაგეები ოდნავ შესამჩნევი ღიმილით არ შეირხნენ და წინ არ წამოიწიეს, თითქოს საშიში სიტყვის წარმოთქმას აპირებენო. შინაგანი ხმა არ ცხრებოდა, მაგრამ მან მხრები ისე შეარხია, თითქოს ამ საეჭვო აზრების ტვირთს იცილებსო. კმაყოფილებით ჩახედა სარკეს, კაბის კალთა ოდნავ აიწია და დაეშვა ქვევით იმ მოთამაშის გადამწყვეტი ჟესტით, რომელიც წკრიალით აგდებს მაგიდაზე თავის უკანასკნელ ოქროს.

ნახვა: 33

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters