ჩემი დიდი ბაბუის უფრო დიდი ბაბუა და კიდევ იმის ბაბუა უზენაესის კარზე მასხართმოდგმის ანგელოზად ყოფილა თურმე განწესებული და ჩვენს ინტერესს იცავდა უზენაესის წინაშე.

      როცა გადაუწყვეტია მის უზენაესობას გალაქტიკების შექმნა, დაუძახნია ბაბუასთვის და უკითხავს:

  - მასხართანგელოზო, დედამიწის შექმნა მინდა და რას იტყვი ოთხკუთხედი ფორმა რომ მივცე?

      ბაბუა მოკრძალებით გადაპროწ-გადმოპროწიალებულა ცათაშემოქმედის წინაშე და მორიდებით მიუმართავს:

  - ნება თქვენია უზენაესო, შემოქმედი შენ ბრძანდები და ვინ დაუდგება შენს ნებას წინ? მაგრამ თუ მეკითხები, გავკადნიერდები და გეტყვი, რომ ოთკუთხედი დედამიწა არ გამოგადგება.

  - რატომ? - უკითხავს შემოქმედს. - ქმნილების ყველა სახისთვის მისაღები და მოსახერხებელი იქნება. მაგალითად, მიწის ყოველი მხეცი მშვიდად გადაადგილდება. როცა მიწის ზღვარს მიუახლოვდებიან გადახედავენ, უფსკრულს დაინახავენ და შეშინებულები ისევ უკან შემობრუნდებიან. არც ცის ფრინველისთვის იქნება მოუხერხებელი, მისი სასრული საზღვრები. წყალიც თანასწორად გაჩერდება ბრტყელ ნიადაგზე და მისი ბინადარნიც მშვიდად იცხოვრებენ...

      მაპატიეთ მოწყალეო შემოქმედო! - გაუწყვეტინებია მასხართანგელოზს.- შენ ყველასთვის გაგითვალისწინებია დედამიწა გარდა მასხართმოდგმისა. ჩემი მოდგმისთვის უთხკუთხედი ფორმა საშიშია, ხომ შეიძლება ბზრიალ-გვერდყირამალებისას მიწიდან გადავარდნენ, უფსკრულში ჩაიჩეხნონ და თავი დაიღუპონ?

      დაფიქრებულა უზენაესი. მიხვდა, რომ მასხართანგელოზი მართალს ეუბნებოდა.

  - მეფეთა კარზე სიმართლის მთქმელად დამიდგენია შენი მოდგმაო! - უკურთხებია დაფიქრებულს და რჩევა კვლავ ბაბუასთვის უკითხავს:

  - მაშ როგორ ფიქრობ, როგორი უნდა იყოს შენი აზრით?

  - გეტყვი უზენაესო, მაგრამ ჩემი თქმა რად გინდა შენ ხომ ბრძენი ხარ და ჩემზე უკეთ განა თვითონ არ იცი?

  - კარგი რჩევა ბრძენსაც არ აწყენდა! - უპასუხნია ყოვლისმპყრობელს.

  - მაშ გაბედულად მოგახსენებ ჩემს აზრს უზენაესო! მიწას თუ ისეთ ფორმას მისცემ, რომ მასხარებისა და ჯამბაზებისთვის იყოს მოსახერხებელი, მაშინ გამოდის, რომ მიწის ყველა მკვიდრისთვის მისაღები იქნებაო.

      გუნება გადაწმენდია შემოქმედს. გახარებულს მხარზე ხელი დაურტყამს მასხართანგელოზისთვის და უთქვამს:

  - შენ დღეს დიდად მაამე, მთხოვე რაც გინდა და მოგცემო.

  - რახან წყალობას იღებ, მაშინ ჭკუა მომეციო. - უთხოვია დიდ ბაბუასაც.

  - ჭკუა? - გაკვირვებია უზენაესს. - ჭკუა რად გინდა, ხომ გაქვსო?

  - ჭკუა რომ მქონდეს განა ღმერთს ჭკუას დავარიგებდიო. - მორიდებით ჩაუდუდუნია მასხარების დიდ წინაპარს.

      დიდ შემოქმედს კიდევ ერთხელ დაურტყამს მეგობრულად მხარზე ხელი მასხართანგელოზისთვის, გადაუხარხარნია და ჭკუასთან ერთად სრული თავისუფლება უბოძებია მასხართმოდგმისთვის. თვითონ კი ისეთი დედამიწა შექმნა როგორიც დღესაა: მრგვალი - რომელსაც კიდე არ გააჩნია. მიმზიდველი - რომ მისგან არავინ გადავარდეს და რაც მთავარია მბრუნავი, რომ მიწამ იმოძრაოს ჩვენს ფეხქვეშ ისე როგორც ჯამბაზის ფეხებქვეშ მოქცეული ბურთი.

ტეგები: Qwelly, ზღაპრები, ლიტერტურა, ტეტუნაშვილი

ნახვა: 652

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters