მარსელას წარმოთქმული სიტყვა გამოწვეული იყო იმ ტრაგიკული ამბის გამო, რაც ქრისოსტომოსმა ჩაიდინა.
ქრისოსტომოსს ძალიან უყვარდა მარსელა და არ ითვალისწინებდა მის უარს. ქრისოსტომოსი ამ ცალმხრივ სიყვარულს შეეწირა და ამბროსიომ (ქრისოსტომოსის მეგიობარმა) კი მარსელას დაუწყო ყვედრება და დაადანაშაულა მის მკვლელობაში, რომ მისმა (მარსელას) – "გულქვაობამ მოუსწრაფა სიცოცხლე" – ქრისოსტომოსს.
მარსელა კი კეთილგონიერი მანდილოსანი იყო და თავის ღირსებას არავის გაათელინებდა, ამიტომ ის ყველა კუთხიდან განსჯის თავის და ქრისოსსტომოს ამბავს და დაიცავს თავის ღირსებას ისე, რომ სხვებსაც არ შეურაცხყოფს – "მოვედი, რომ თავი ვიმართლო და დაგიმტკიცოთ...".
მეგობრის (ქრისოსტომოს) დასაფლავებაზე ამბროსიოს მიერ წარმოთქმული ლექსის შემდგომ მოვლენები ამგვარად ვითარდება: „ის იყო მის მიერ დაწვას გადარჩენილი კიდევ ერთი ხელნაწერის წაკითხვა დააპირა, რომ ანაზდეულად ერთმა უჩვეულო სანახავმა მოსტაცა თვალი, რომელიც უფრო ხილვა თუ მოჩვენება ეგონა ყველას; ეს თვითონ მარსელა იყო. მის უჩვეულო სილამაზეზე ხომ არაკებს თხზავდნენ, მაგრამ, სინამდვილეში კიდევ უფრო ლამაზი ჩანდა. ვისაც ჯერ არ ენახა, აღტაცებული უმზერდა მის მომნუსხველ მშვენიერებას, თუმცა, ვინც იცნობდა არც ის იყო ნაკლებ მოხიბლული. მაგრამ, ამბროსიომ დაინახა თუ არა, აღშფოთებულმა შესძახა:
– აქ რამ მოგიყვანა, ამ მთების მძვინვარე ბასილისკო? იქნებ გინდა საკუთარი თვალით ნახო შენი მოახლოებისას როგორ გაიხსნის პირს ჭრილობები და როგორ გადმოსჩქებს სისხლი ამ უბედურის წყლულებიდან, რომელსაც შენმა გულქვაობამ მოუსწრაფა სიცოცხლე. ან იქნებ ნერონისა არ იყოს, მის მიერ გადაბუგული რომის მზერით რომ ტკბებოდა, მაგ კლდის თავზე გადმომდგარს გსურს შენი ბოროტმოქმედების ნაყოფით იამაყო? იქნებ ტარკვინიუსის უმადური ასულივით განგიზრახავს ფეხით შესდგე ამ უსულო გვამს? რაღას უყურებ, გვითხარი, რისთვის მოსულხარ ან რას მოითხოვ ჩვენგან? ჩემი საბრალო მეგობარი სიცოცხლეში შენი მონა–მორჩილი იყო და მეც ვეცდები, ასევე, მორჩილად გემსახუროს ყველა, ვისაც მის მეგობრად მოჰქონდა თავი.
– არა, ამბროსიო, მაგისთვის როდი მოვსულვარ, – მიუგო მარსელამ, – მოვედი, რომ თავი ვიმართლო და დაგიმტკიცოთ თუ რამდენად უსამართლონი არიან ისინი, ვინც ქრისოსტომოს სიკვდილსა და თავიანთ უბედურებაში მდებენ ბრალს. ამიტომაც გთხოვთ ყველას, აქ შეკრებილთ, ყურადღებით მომისმინოთ, ვინაიდან იმედი მაქვს არც ბევრი დრო დამჭირდება და არც ბევრი ლაპარაკი, რათა გონიერ ხალხს ჭეშმარიტება შევაგნებინო.
თქვენ ამბობთ, რომ ღმერთმა მშვენიერი გამაჩინა; იმდენად მშვენიერი, რომ ვინც კი მნახავს, შეუძლებელია არ შემიყვაროს; მაგრამ, იმავდროულად, ერთხმად მოითხოვთ და მავალდებულებთ, რომ მაგ თქვენი სიყვარულის სანაცვლოთ მეც შეგიყვაროთ. ბუნებით თანდაყოლილი გონიერება, რომლითაც ღმერთმა დამაჯილდოვა, კარნახობს, რომ შეუძლებელია არ გიყვარდეს მშვენიერება, მაგრამ, ნუთუ ის, ვინც მისი მშვენიერების გამო უყვართ ვალდებულია ასევე უყვარდეს ყველა, ვისაც ის უყვარს? რატომ იმას არ უფიქრდებით, რომ მშვენიერი ქალის ტრფიალი, თავის მხრივ, შეიძლება მახინჯი და ზიზღის ღირსი იყოს. ჰოდა, მოდის ეს მახინჯი და გეუბნება: „მიყვარხარ, იმიტომ, რომ მშვენიერი ხარ, ამიტომ შენც უნდა შემიყვარო, თუმცაღა მახინჯი ვარო“. განა ეს სამართლიანია? მაგრამ, დავუშვათ, რომ ორივე მხარე ერთნაირად ლამაზია; ნუთუ მხოლოდ ამიტომ ორივეს სურვილიც ერთნაირი უნდა იყოს? რადგან ყოველნაირი სილამაზე როდი იქცევა სიყვარულის საგნად; არსებობს მშვენიერება, რომელიც მხოლოდ თვალს იტაცებს, მაგრამ, გულს კი ვერ იმორჩილებს. ყოველნაირი სილამაზე რომ სიყვარულს აღგვიძრავდეს და გვიმონებდეს, ჩვენ გარშემო იქნებოდა მხოლოდ უმისამართო სურვილებისა და ბუნდოვანი ვნებების უთავბოლო ორომტრიალი, ვინაიდან ვერცერთი ვნება–სურვილი ვერ შესძლებდა ამა თუ იმ მშვენიერებაზე შეეჩერებინა თავისი არჩევანი: რაკიღა მშვენიერ არსებათა რიცხვი უსასრულოა, ასევე უსასრულო იქნებოდა ჩვენი სურვილებიც. მე კი გამიგონია, რომ ჭეშმარიტი სიყვარული ერთადერთია; რომ ის თავისუფალია და არა ნაძალადევი, მაგრამ, თუ ასეა, ხოლომ მე დარწმუნებული ვარ, რომ მართლაც ასეა, განა შეიძლება მომთხოვოთ, მინდა თუ არა, ძალით დაგიმონოთ გული მხოლოდ იმიტომ, რომ გიყვარვართ? მასინ ესეც მითხარით: მშვენიერი კი არა, ღმერთს მახინჯი რომ გავეჩინე, მექნებოდა თუ არა იმის უფლება, რომ ყვედრებით ამევსეთ, რატომ არ გიყვარვართ–მეთქი? ნურც იმას დაივიწყებთ, რომ თუ ლამაზი გავჩნდი, მე თვითონ რა შუაში ვარ? ეს ჩემი სილამაზე ღმერთმა მიბოძა; არც მითხოვია და არც ამომირჩევია. განა გველს ვინმე ადანაშაულებს იმაში, რომ ნესტარში თვით ბუნებით ბოძებული შხამი უდგას და გარშემო სიკვდილსა ჰფენს? ამიტომ, არც მე ვარ დამნაშავე იმაში, რომ ლამაზი დავიბადე, ვინაიდან პატიოსანი ქალის სილამაზე თითქოს შორს მოლაპლაპე ცეცხლია ან კიდევ პირბასრი ხმალი; მხოლოდ იმას წვავს და ჭრის, ვინც მიეკარება. ღირსება და სათნოება სულის სამკაულებად გვევლინებიან. მათ გარეშე სხეული შეიძლება ლამაზიც იყოს, მაგრამ, შეუძლებელია, ლამაზი ჩანდეს სხვის თვალში. თუ პატიოსნება ერთი იმ სათნოებათაგანია, ყველაზე მეტად რომ ამკობენ და ალამაზებენ სხეულსაც და სულსაც, მითხარით, ქალწულმა, რომელიც მისი სილამაზის გამო უყვართ, რატომ უნდა დაკარგოს უმანკოება, რატომ უნდა დაჰყვეს იმის ნებას, ვინც თავისი ჟინის მოსაკლავად რანაირ ხერხს აღარ მიმართავს, რომ ქალს მისი ჭეშმარიტი მშვენება დააკარგვინოს?
თავისუფალ ადამიანად დავიბადე და თავისუფლად რომ ვიცხოვრო, სამყოფლად ველ–მინდვრების უდაბურება ამოვირჩიე. ჩემი მესაიდუმლე ამ მთის კალთებზე შეფენილი ტყეებია, ეს ანკარა წყაროები – ჩემი სარკე. ხეებსა და წყაროებს ვანდობ ჩემს ფიუქრებსა და მშვენებას. შორს მოციმციმე ცეცხლი ვარ და შორით მოლაპლაპე ხმალი. ვინც ჩემმა მზერამ მოაჯადოვა, ჩემივე სიტყვები ახსნიან ჯადოს. სურვილს იმედი ასაზრდოებს, მაგრამ, რაკი არც ქრისოსტომსსა და არც სხვა ვინმესთვის არავითარი იმედი არ მიმიცია, შეიძლება ითქვას, რომ ქრისოსტომო უმალ თავისმა სიკერპემ ჩაიყვანა საფლავში, ვიდრე ჩემმა სისასტიკემ. შეიძლება შემომედაონ, მისი განზრახვა წმინდა იყო და ამიტომ ხელი არ უნდა გეკრაო. ამაზე შემდეგს მოგახსენებთ: სწორედ ამ ადგილას, სადაც ახლა საფლავს უთხრიან, თავისი წმინდა სიყვარული რომ გამიმხილა, პასუხად ვუთხარი, ჩემი ხვედრი მუდმივი სიმარტოვეა და მხოლოდ მიწა დატკბება ჩემი უმანკოების ნაყოფით და ჩემი მშვენიერების ნამუსრევით–მეთქი. და თუ ჩემი შეგონების მიუხედავად, კვლავინდებური სიკეთით განაგრძობდა ფუჭ მცდელობას და დინების საპირისპიროდ ცურვას, რა გასაკვირია, რომ, ბოლოს და ბოლოს, თავისივე სიშმაგის მორევში ჩაიხრჩო? მე რომ ფუჭი იმედებით შემეყოლიებინა, თვალთმაქცი ვიქნებოდი; ნებას რომ დავყოლოდი, ჩემს წმიდათაწმიდა სწრაფვას და განზრახვას ვუღალატებდი. უჯიათმა გონების ხმას არ უგდო ყური და სწორედ ამან გადაადგმევინა ეს საბედისწერო ნაბიჯი. ახლა კი თავად განსაჯეთ მის სიკვდილში თუ მიდევს ბრალი. დაე, დრტვინავდეს, ვინც მოვატყუე; თავბედს იწყევლიდეს, ვისაც იმედი გავუცრუვე; ნეტარებდეს, ვისაც ვუხმე; და ამაყობდეს, ვისაც სიყვარული აღვუთქვი; მაგრამ, გულქვასა და კაცისმკვლელს ნუ მიწოდებს ნურავინ, ვინც არ მომიტყუებია და არც მიხმია, ვისთვისაც სიყვარული არ აღმითქვამს და არც იმედი გამიცრუებია.
ღმერთს ჩემთვის საბედო არ გაუჩენია და სასტიკად ცდება, ვინც ფიქრობს, რომ მე თვითონ დავუწყებ ძებნას. ეს სიტყვები კარგად დაიხსომოს ყველამ, ვინც ჩემ დასაკუთრებას ცდილობს; და თუ ვინმე კვლავაც ჩემი გულისათვის მოიკლავს თავს, იცოდეთ, ამის მიზეზი არც ეჭვიანობა იქნება და არც იმედგაცრუება, რადგან ვისაც არავინ უყვარს, ვერც ეჭვიანობის საბაბს მისცემს და ვერც იმედს გაუცრუებს ვინმეს. ვინც აფთარსა და ბასილისკოს მეძახის, დე, განმერიდოს, როგორც ავ სულსა და უკეთურს; ვინც უმადურად მთვლის, ნუ მემონება; ვისაც უწყალოდ მივაჩნივარ, აქეთ ნუ მწყალობს და ვის თავლშიაც სასტიკი ვჩანვარ, ლანდივით ნუ დამდევს უკან, ვინაიდან ეს აფთარი, ეს ბასილისკო, უმადური, სასტიკი და უწყალო არავის აედევნება და არც დაემონება, არავისა სთხოვს წყალობას და არც არავის დაუწყებს დევნას. თუ ქრისოსტომო მისმავე შლეგურმა ვნებამ და სიფიცხემ იმსხვერპლა, ჩემი კდემამოსილება და კეთილგონიერება რა შუაშია? თუ ამ ხეებს შეფარებული ხელუხლებლად ვინახავ და ვინარჩუნებ ჩემს სიწმინდეს, რატომაა, რომ მათ, ვინც ხალხში ტრიალსა მთხოვს, მისი წართმევა სურთ? თქვენ იცით, რომ მე ჩემი საკუთარი სიმდიდრე მაქვს და სხვისი არა მშურს. ღმერთმა თავისუფლება მომცა და სხვას ვერ დავუმონებ თავს. არავინ მიყვარს და არც არავინ მძულს. არავის ვატყუებ და არც არავის ვაცთუნებ; არავის დავცინი და არც არავის ველაციცები. ჩვენი სოფლელი გოგონების მიამიტური ტიკტიკი და ჩემს თიკნებზე ზრუნვა თავს მირჩევნია. ჩემი სურვილები ამ მთებით არის შემოფარგლული, ხოლო, თუ ამ ფარგლებს სცილდებიან, მხოლოდ იმიტომ, რომ ზეციური მშვენიერების ჭვრეტით დატკბნენ. იმ ჩვენი პირველქმნილი სავანის მშვენიერებით, საიდანაც ჩამოსულა და სადაც კვლავ უნდა ავიდეს სული.
ამ სიტყვების შემდეგ პასუხს აღარ დაელოდა, გატრიალდა და იქვე მდებარე ხშირ ტყეში გაუჩინარდა“
სერვანტესი – დონ კიხოტი, ტ. I, გამომცემლობა პალიტრა L, თბ., 2011წ., გვ. 103–106
ტეგები: Qwelly, ამონარიდები, განხილვა, ლიტერატურა, სერვანტესი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: მარტი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Amazon Game Studios’ “New World” has captivated players with its immersive open-world experience, blending elements of exploration, combat, and survival in the mystical land of Aeternum. One of the most significant decisions players face upon entering the game is which faction to join: the Marauders, the Syndicate, or the Covenant. Each faction not only provides a unique identity but also influences gameplay, alliances, and player experiences. This article delves into the characteristics of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 14, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
David Hoffmeister, a renowned spiritual Instructor and creator, has motivated numerous men and women globally by means of his teachings and the worldwide Residing Miracles Local community. Rooted during the principles of A Program in Miracles (ACIM), David’s perform centers on useful resources for spiritual awakening and living a daily life guided by divine enjoy and internal peace.
What Is Living Miracles?
The Living Miracles community is an…
გამოაქვეყნა Tesioao_მ.
თარიღი: მარტი 12, 2025.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In recent months, the action role-playing game Last Epoch has experienced significant events centered around its in-game currency, gold. These developments have not only impacted the game's economy but also influenced player engagement and community dynamics.
The Gold Duplication Exploit
Approximately eight months ago, in July 2024, the Last Epoch community uncovered a severe gold duplication exploit. This exploit allowed players to duplicate through specific…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: მარტი 12, 2025.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Amazon Games' New World has stirred the gaming community, transporting players to the mystical island of Aeternum, a land promising adventure, danger, and riches beyond imagination. Since its release, New World has experienced its share of ups and downs, with intense initial popularity followed by challenges typical for any new mmoexp. However, New World shines in many respects, and its setting in Aeternum provides a refreshing take on survival, combat, and exploration. This review will dive…
გაგრძელება
© 2025 George.
•