„უფალო,  არ გთხოვ სასწაულებსა და მირაჟებს, არამედ გთხოვ ყოველი დღისთვის ძალას. მასწავლე პატარა ნაბიჯების ხელოვნება. გადამაქციე დაკვირვებულად და გონებამახვილურად, რომ ყოველდღიურობის მრავალფეროვნებაში დროულად აღმოვაჩინო ამაღელვებელი  სიახლეები და გამოცდილება.     

     მასწავლე ჩემი ცხოვრების დროის სწორი განაწილება. მაჩუქე ალღო, რომელიც დამეხმარება მთავარი მეორეხარისხოვანისგან გავარჩიო. გთხოვ თავშეკავების ძალას იმისთვის, რომ არ ვიფრინო და ვისრიალო, გონივრულად დავგეგმო ყოველი დღე,  მწვერვალები და შორეული ჰორიზონტი მოვიხილო და ხანდახან მაინც ხელოვნებით ტკბობისთვის დრო გამოვნახო.    

     დამეხმარე, მივხვდე, რომ  ვერც  წარსულზე და ვერც მომავალზე ოცნებები ვერ მიშველის. დამეხმარე, ვიყო აქ, ახლა და ეს წუთი აღვიქვა, როგორც უმთავრესი. დამიფარე იმ გულუბრყვილო რწმენისგან, რომ ცხოვრებაში ყველაფერი უპრობლემოდ უნდა მოგეცეს.

     მაჩუქე საღი გონება იმის დასანახად, რომ სირთულე, დამარცხება, ჩავარდნა და წარუმატებლობა მხოლოდ ცხოვრების ბუნებრივი შემადგენელი ნაწილია, რომლის წყალობითაც ვიზრდებით და სრულყოფილებას ვაღწევთ. 

    შემახსენე, რომ გული ხშირად გონებას ეკამათება. 

    საჭირო დროს გამომიგზავნე ვინმე, ვისაც  ეყოფა გამბედაობა ჩემთვის სიმართლის სათქმელად, მაგრამ ამას სიყვარულით გამიმხელს! ვიცი, რომ მრავალი პრობლემა მოგვარდება. და თუკი  არაფერს გავაკეთებ, მაშინ მასწავლე მოთმინება.
   შენ იცი, თუ როგორ ძლიერად გვესაჭიროება მეგობრობა. მომეცი ძალა, ვიყო ბედის ამ ყველაზე მშვენიერი და ნაზი საჩუქრის ღირსი.

     მიწყალობე მდიდრული ფანტაზია, რომ საჭირო დროსა და ადგილას, უხმოდ, ან სიტყვებით ვინმეს საჭირო სითბო ვაჩუქო.

     მაქციე ისეთ ადამიანად, რომელიც იმ ადამიანებს გაუგებს, ვინც „ქვემოთაა“. ცხოვრებაში რაღაცის ხელიდან გაშვების შიშისგან დამიფარე. მომეცი ის კი არა, რასაც ჩემს თავს ვუსურვებ, არამედ ის, რაც მართლა აუცილებელია. მასწავლე პატარა ნაბიჯების ხელოვნება“.

ტეგები: qwelly, ეგზიუპერი, ლიტერატურა, ლოცვა

ნახვა: 195

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

პროპორციული სისტემის კანონპროექტი ჩავარდა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 14, 2019.
საათი: 11:14pm 0 კომენტარი

      ერთ მნიშვნელოვნად დღის ყველა თემა ჯერ კიდევ ნიუსების მეინსტრიმია და ჯერ კიდევ აქციების მთავარი მიზეზია - პროპორციული სისტემის კანონპროექტი ჩავარდა. ახლა პროტესტების დრო დადგა და ისევ კარვები, ისევ…

გაგრძელება

პროპორციული სისტემის დაპირისპირება, ბიუჯეტის დეტალები და დაბრუნებული მინისტრი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 13, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      როგორც ჩანს მთელი კვირა მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საპარლამენტო განხილვები უნდა ვისმინოთ, ცხადია ერთმანეთის ლანძღვის, გინებისა და ცემა-ტყეპის ფონზე, როგორც პოზიცია-ოპოზიციაში, ასევე…

გაგრძელება

პროპორციული სისტემის ნაცვლად, პროპორციული გინება პარლამენტში და ომი აღმოსავლეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 12, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      როცა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებაა, მაშინ დიდი ხმაური იქნებაო - ძველი ქართული, საპარლამენტო ანდაზაა. ხმაური კი იმდენად ძლიერი გამოდგა, რომ ცემა-ტყებაში გადაიზარდა და საკანონმდებლო ორგანო…

გაგრძელება

გირჩის მავნებლობა ანუ ბოროტებამ თავი ვერ დამალა

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 12, 2019.
საათი: 10:17pm 3 კომენტარი

      მოდი ვნახოთ, რა იყო, ან თუ არ იყო, როგორ იყო, მაგრამ ერთი კია - ღვთის უკეთესი რა უნდა ყოფილიყო?!

      მაგრამ მაინც, ერთი გიორგიც იყო. გიორგი დაიბადა თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, შედარებით…

გაგრძელება

Qwelly World

free counters