prosper metime karmeni pdf | karmeni | პროსპერ მერიმე კარმენი პდფ | კარმენი პდფ

კარმენი

თავი პირველი

       მე ყოველთვის ეჭვი მქონდა, რომ გეოგრაფებს არ ესმით, რას ამბობენ, როდესაც მუნდას ბრძოლის ველს ბასტული-პენის მხარეში ათავსებენ, თანამედროვე მონდას მახლობლად მარბელიდან რამდენიმე ლიეთი ჩრდილოეთით. ჩემი საკუთარი მოსაზრებების მიხედვით, რომლებიც ანონიმური ავტორის ტექსტის, Bellum Hispaniense-ს შესახებ დამებადა, და იმ რამდენიმე ცნობის მიხედვით, რომლებიც ჰერცოგ დ’ოსინას საუცხოო ბიბლიოთეკაში შევკრიბე, ვფიქრობდი, რომ ის ღირსსახსოვარი ადგილი, სადაც იულიუს კეისარმა უკანასკნელად გაუსწორა ანგარიში რესპუბლიკის დამცველებს, მონტილას მიდამოებში უნდა გვეძებნა. როდესაც 80 წლის შემოდგომის პირას ანდალუზიაში მოვხვდით, საკმაოდ შორი გზა მოვიარე, რათა უკანასკნელი ეჭვებიც გამეფანტა. გამოკვლევა, რომელსაც ახლო მომავალში გამოვაქვეყნებ, ვიმედოვნებ ბოლოს მოუღებს ყოველგვარ გაუგებრობას და ყოყმანს არქეოლოგთა შორის. სანამ ჩვენი დისერტაცია საბოლოოდ გადასჭრიდეს ამ გეოგრაფიულ პრობლემას, რომელიც მთელ განათლებულ ევროპას აღელვებს, მსურს ერთი პატარა ამბავი მოგითხროთ; ის გავლენას არ მოახდენს მუნდას ადგილმდებარეობის საინტერესო საკითხზე. კორდოვაში გამყოლი და ორი ცხენი ვიქირავე. ავკიდე ჩემი ბარგი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კეისრის „კომენტარებისა“ და რამდენიმე პერანგისაგან შედგებოდა, და გავუდექი გზას. ერთ დღეს, კაჩენას ვაკის ამაღლებულ ნაწილში ხეტიალის დროს დაღლილ-დაქანცული, წყურვილისაგან ღონემიხდილი, სიცხე-პაპანაქებისაგან დამწვარი, კეისარსაც და პომპეუსის ვაჟებსაც სულით და გულით ჯანდაბის იქით ვგზავნიდი; მოულოდნელად იმ ბილიკიდან საკმაოდ შორს, რომელსაც მე ვადექი, ლერწმით და ღელით დაფარული პატარა მწვანე მინდორი შევნიშნე. ეს წყაროს სიახლოვეს მოასწავებდა. მართლაც, რომ მივუახლოვდი, დავინახე, რომ ის, რაც მე მინდორი მეგონა, ჭაობი ყოფილიყო, რომელსაც პატარა ნაკადული ერთვოდა; ნაკადული სიერა კაბრას ორ მაღალ ქედს შორის მოთავსებული ვიწრო ხევიდან გადმოდიოდა, გავიფიქრე ხევს თუ ავყვები, უფრო ანკარა წყალს ვნახავ, ალბათ წურბელები და ბაყაყებიც ნაკლები იქნება და შეიძლება სადმე კლდეებში ჩრდილსაც წავაწყდე-მეთქი. ხევში შესვლისთანავე ჩემა ცხენმა დაიჭიხვინა და მას იმწამსვე უპასუხა სხვა ცხენმა, რომელსაც ჯერ ვერ ვხედავდი. ასიოდე ნაბიჯიც არ მქონდა გავლილი, რომ ხევი მოულოდნელად გაფართოვდა და ბუნებრივ ცირკს დაემსგავსა. მას გარშემორტყმული ქარაფების ჩრდილი მთლად ჰფარავდა. შეუძლებელი იყო სხვა ადგილის მოძებნა, რომელიც უფრო საამო დასვენებას აღუთქვამდა მგზავრებს. ციცაბო კლდეების ძირში აქაფებული ნაკადული მოსჩქეფდა და თოვლივით თეთრი ქვიშით მოფენილ პატარა გუბეში ჩადიოდა. ხუთი თუ ექვსი მშვენიერი, ქარებისაგან მუდმივ დაცული და წყაროს წყლით გახარებული მწვანე მუხა აღმართულიყო მის ნაპირებზე და ხშირი ფოთლებით ჩრდილავდა. და ბოლოს ხასხასა, რბილი მოლი აუზის გარშემო გაცილებით უკეთეს საწოლს წარმოადგენდა, ვიდრე ათი ლიეს მანძილზე ირგვლივ, რომელიმე სასტუმროში შეგეძლოთ გეპოვნათ. ამ საუცხოო ადგილის აღმოჩენის პატივი მე არ მეკუთვნოდა. იქ უკვე ვიღაც კაცი ისვენებდა და ეჭვს გარეშე იყო, რომ ჩემს იქ მისვლამდე ეძინა. ცხენების ჭიხვინზე გამოღვიძებოდა, წამომდგარიყო და მიახლოვებოდა თავის ბედაურს, რომელსაც პატრონის ძილით ესარგებლა და ამ მიდამოების ბალახით მოელხინა. ეს იყო საშუალო სიმაღლის, მაგრამ ჩასკვნილი ტანის ყმაწვილი, რომელსაც სახის პირქუში და ამაყი გამომეტყველება ჰქონდა. მისი კანის ფერი ერთ დროს შეიძლება თეთრიც ყოფილიყო, ახლა კი მზის გავლენით, თმაზე უფრო გამუქებოდა. ერთი ხელი თავისი ცხენისათვის ჩაევლო აღვირში, მეორეთი სპილენძის თოფი ეჭირა. უნდა გამოვტყდე, უცნობის ხელში თოფის დანახვამ და მისმა სასტიკმა გამომეტყველებამ ცოტა არ იყოს შემაკრთო; მაგრამ ისე ხშირად მქონდა გაგონილი ყაჩაღების ამბები, ხოლო შეხვედრით კი არასოდეს არ შემხვედროდა, რომ უკვე აღარ მწამდა მათი არსებობა, გარდა ამისა, იმდენი პატიოსანი გლეხი მყავდა ნანახი, რომლებიც ბაზარში გამგზავრების დროს თავით ფეხებამდე თოფ-იარაღში სხდებოდნენ, რომ მარტოოდენ თოფის დანახვა ჯერ კიდევ უფლებას არ მაძლევდა, ეჭვი შემეტანა უცნობის პატიოსნებაში, ეგრეც არ იყოს, შინაურული თავის დაკვრით მივესალმე და ღიმილით ვკითხე, ძილი ხომ არ დაგიფრთხეთ-მეთქი. ამათვალიერ-ჩამათვალიერა; შემდეგ, თითქოს განსჯით დაკმაყოფილდაო, იმგვარივე ყურადღებით ახედ-დახედა ჩემს გამყოლსაც, რომელიც უკან მომყვებოდა. მე დავინახე, რომ გაფითრდა ეს უკანასკნელი და, აშკარა შიშით შეპყრობილი შედგა. „ცუდი შეხვედრა გვაქვს“, ვთქვი ჩემს გულში. მაგრამ იმწამსვე გონიერებამ მირჩია, სჯობს არავითარი შეშფოთება არ შევიმჩნიო-მეთქი. ჩამოვხტი, ვუთხარი გამყოლს ცხენებისათვის აღვირი წაეყარა, დავიჩოქე წყაროსთან და თავი და ხელები წყალში ჩავყავი; შემდეგ, გედენოს უხეირო ჯარისკაცივით პირქვე დამხობილმა, წყლით გული ვიჯერე. ამასობაში თვალს არ ვაშორებდი ჩემს გამყოლს და უცნობს. პირველი მეტად უხალისოდ მიახლოვდებოდა, მეორეს კი, თითქოს არავითარი ცუდი განზრახვა არ ჰქონდა ჩვენს წინააღმდეგ, რადგან თავის ცხენს ხელი გაუშვა და თოფიც, რომელიც აქამდე ჰორიზონტალურად ეჭირა, ახლა მიწისკენ იყო მიმართული. გადავწყვიტე, რომ არ ღირდა საწყენად მიმეღო ჩემი პიროვნების უგულებელყოფა, წამოვწექი მოლზე და რიდისა და კრძალვის გარეშე ვკითხე კაცს, ტალკვესი ხომ არა გაქვთ-მეთქი. იმავე დროს ჯიბიდან სიგარების კოლოფი ამოვიღე. უცნობმა ისევე უსიტყვოდ გაჩხრიკა ჯიბეები, ამოიღო ტალკვესი და მარდად დამიკვესა ცეცხლი, ცხადი იყო, რომ მოშინაურდა, რადგან ჩემს წინ დაჯდა, თუმცა თოფისთვის ხელი მაინც არ შეუშვია. ჩემს სიგარას რომ მოვუკიდე, დარჩენილებიდან საუკეთესო ამოვარჩიე და შევეკითხე, ხომ არ ეწევით-მეთქი.

- დიახ, სინიორ, - მიპასუხა მან. ეს იყო პირველი სიტყვები, რომლებიც მისგან გავიგონე და შევიტყვე, რომ ანდალუზიურად არ გამოსთქვამდა S-ს, საიდანაც დავასკვენი, რომ ისიც ჩემისთანა მგზავრი უნდა ყოფილიყო, მხოლოდ არა არქეოლოგი.

- თქვენ ეს ძალიან მოგეწონებათ, - ვუთხარი და ნამდვილი ჰავანური რეგალია გავუწოდე.

მან ოდნავ თავი დახარა, თავის სიგარას ჩემსაზე მოუკიდა, თავის ისეთივე ოდნავი დახრით მადლობა გადამიხადა და აშკარად დიდი სიამოვნებით დაიწყო წევა.

- აჰ! - წამოიძახა მან და ბოლი ნელ-ნელა გამოუშვა პირიდან და ნესტოებიდან, - ამდენი ხანია აღარ მომიწევია! ესპანეთში სიგარის შეთავაზება და მიღება, ისევე როგორც აღმოსავლეთში პურ-მარილის გაზიარება, საკმარისია იმისათვის რომ სტუმარ-მასპინძლური დამოკიდებულება დამყარდეს. ჩემი უცნობი გაცილებით უფრო გულღია მოსაუბრე აღმოჩნდა, ვიდრე მოველოდი, მაგრამ, თუმცა მან თავი მონტილას ოლქის მცხოვრებად გაასაღა, აღმოჩნდა, რომ ამ მხარეს საკმაოდ ცუდად იცნობდა. მან არ იცოდა იმ მომხიბლავი ხევის სახელი, სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით; ვერც ერთი მახლობელი სოფელი ვერ დამისახელა; დაბოლოს, როდესაც გამოვკითხე, ამ მიდამოებში კედლის ნანგრევები, ან ფართო, ამაღლებულკიდეებიანი კრამიტები ანდა ჩუქურთმიანი ქვები ხომ არსად შეგხვედრია-მეთქი, გამომიტყდა: ასეთი რამეებისათვის არასოდეს არ მიმიქცევია ყურადღებაო. სამაგიეროდ ცხენების საუკეთესო მცოდნე აღმოჩნდა. ჩემი ცხენი გააკრიტიკა, რაც ძნელი არ იყო, შემდეგ თავისი ცხენის გენეალოგია გამაცნო: ის კორდოვას განთქმული საჯიშიდან ყოფილიყო. მართლაც რომ კეთილშობილი პირუტყვი იყო მისი ცხენი, დაღლილობის არაჩვეულებრივი ამტანი, პატრონის სიტყვით, ერთ დღეს, თურმე, ჭენებით და ჩორთით 0 ლიე გაევლო. მაგრამ ამ ლაპარაკში რომ იყო, უცნობი უეცრად გაჩუმდა, თითქოს თავს გაუჯავრდა, რომ ზედმეტი წამოსცდა. „იცით, ძალიან მიმეჩქარებოდა კორდოვაში, ცოტა დაბნეულად განაგრძო მან, იქ მოსამართლეებს უნდა მოვლაპარაკებოდი ერთი საქმის თაობაზე...“ და ამ სიტყვებთან ერთად შეხედა ჩემს გამყოლს - ანტონიოს, რომელმაც თვალები ძირს დახარა. ჩრდილში, წყაროს გვერდით, მალე მადა გამეხსნა და გამახსენდა, რომ ჩემმა მონტილელმა მეგობრემა ჩემს გამყოლს ჩანთაში საუცხოო შაშხის რამდენიმე ნაჭერი ჩაუდეს. მოვატანინე შაშხი და მოვიწვიე უცნობი, რომ ჩემი სახელდახელო საუზმე გაეზიარებინა. შევატყვე, რომ მას არა თუ თამბაქო აღარ მოეწია დიდხანს, არამედ სულ ცოტა, დღე-ღამის განმავლობაში არაფერი არ უნდა ჰქონოდა ნაჭამი. მშიერი მგელივით ნთქავდა ყველაფერს. გავიფიქრე, ჩემთან შეხვედრა ნამდვილად განგებამ გამოუგზავნა ამ საცოდავ კაცს-მეთქი. ამავე დროს ჩემი გამყოლი ძალიან ცოტას ჭამდა, უფრო ნაკლებს სვამდა და გაჩუმებული იჯდა, თუმცა ჩვენი მოგზაურობის დასაწყისიდანვე თავი გამოიჩინა, როგორც შეუდარებელმა მოლაყბემ. ეტყობოდა, ჩვენს სტუმართან თავს უხერხულად გრძნობდა; ერთმანეთს უნდობლად უცქეროდნენ, თუმცა ვერაფრით ვერ გამეგო ამისი მიზეზი. პურისა და შაშხის უკანასკნელი ნამცეცებიც გაქრა; მეორე სიგარაც მოვწიეთ; ვუბრძანე ჩემს გამყოლს ცხენებისათვის ლაგამი ამოედო და, ის იყო ვაპირებდი ჩემს ახალ ნაცნობთან გამოთხოვებას, რომ მკითხა, სად აპირებთ ღამის გათევასო. სანამ თვალს შევასწრებდი ჩემს გამყოლს, რომელიც რაღაცას მანიშნებდა, უკვე ვუპასუხე, ვენტა დელ კურვოში მივდივარ-მეთქი.

- თქვენისთანა ადამიანისათვის ვერ არის შესაფერისი სადგომი, ჩემო ბატონო... მეც იქ მივდივარ და, თუ ნებას მომცემთ, გამოგყვებით, ერთად ვიმგზავროთ.

- დიდი სიამოვნებით, - ვუთხარი და ცხენზე შევჯექი.

ჩემმა გამყოლმა, რომელსაც ჩემი უზანგი ეჭირა, კიდევ რაღაც მანიშნა თვალით. პასუხად მხრები ავიჩეჩე, რათა დამერწმუნებინა, სრულიად დამშვიდებული ვარ-მეთქი, და გავუდექით გზას. ანტონიოს იდუმალი ნიშნები, მისი მოუსვენრობა, რამდენიმე სიტყვა, რომელიც უცნობს წამოსცდა, განსაკუთრებით ოცდაათი ლიეს ჭენებით გავლის შესახებ, რაც მან დამაჯერებლად ვერ ამიხსნა, - ყველაფერი ეს საკმარისი იყო, რომ ჩემს თანამგზავრზე უკვე გარკვეული აზრი შემქმნოდა. ეჭვიც აღარა მეპარებოდა, რომ კონტრაბანდისტთან ან, შეიძლება, მძარცველთანაც მქონდა საქმე; რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის ამას? მე საკმარისად ვიცნობ ესპანელების ხასიათს, რათა სავსებით დარწმუნებული ვყოფილიყავი, რომ საშიში არაფერი მომელოდა ისეთი კაცისაგან, რომელმაც ჩემთან პური გატეხა და თამბაქო მოსწია. თვით მისი თანხლებაც კი უზრუნველგვყოფდა და დაგვიფარავდა ყოველგვარი ცუდი შეხვედრისაგან. მეორეს მხრივ, მე ძალიან კმაყოფილი ვიყავი ყაჩაღის გაცნობით. ყაჩაღებს ხომ ყოველდღე ვერ შეხვდებოდით. და გარდა ამისა, საშიშ არსებასთან ყოფნა ერთგვარ სიამოვნებასაც გვგვრის, განსაკუთრებით, როდესაც ვგრძნობთ, რომ ის მოთვინიერებულია. იმედი მქონდა, რომ უცნობს ნელ-ნელა გულახდილ საუბარზე გადავიყვანდი და ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გამყოლი რაც ძალი და ღონე ჰქონდა თვალს მიკრავდა, ლაპარაკში გავარდნილ ყაჩაღებს გადავწვდი. გასაგებია, რომ მათ პატივისცემით ვიხსენებდი. იმხანად ანდალუზიაში ერთი განთქმული ბანდიტი იყო, სახელად ხოზე-მარია, რომლის საგმირო საქმეები ყველას პირზე ეკერა. „ვინ იცის, იქნებ ხოზე-მარიას გვერდით ვარ?“ - ვამბობდი ჩემს გულში... მოვყევი ზოგიერთი ამბავი, რომელიც გაგონილი მქონდა ამ გმირის შესახებ; უნდა ითქვას, რომ ყოველ მათგანში ის დადებითი გამომყავდა და უდიდესი აღტაცებით ვაქებდი მის სიმამაცეს და სულგრძელობას.

- ხოზე-მარია გარეწარია და მეტი არაფერი, - გულგრილად თქვა უცნობმა.

„ნეტა ღირსეულ შეფასებას მიუზღავს თავის თავს, თუ მეტისმეტი თავმდაბლობით ამბობს ასე?“ - გონებაში შევეკითხე ჩემს თავს, რადგან, რაც უფრო მეტად ვაკვირდებოდი ჩემს თანამგზავრს, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ მას უდგებოდა ხოზე-მარიას აღწერილობა, რომელიც ანდალუზიის ბევრ ქალაქში საჯარო ადგილებში გამოკრული წამეკითხა. დიახ, ეს სწორედ ის არის... ქერა თმა, ცისფერი თვალები, დიდი პირი, ლამაზი კბილები, პატარა ხელები, წმინდა ქსოვილის პერანგი, ვერცხლისღილებიანი ხავერდის ჯუბა, თეთრი ტყავის ფეხსაცმელი, ქურანა ცხენი... ეჭვი აღარ არის! მაგრამ პატივი ვცეთ მის ინკოგნიტოს. მივედით ვენტაში. ის სწორედ ისეთი აღმოჩნდა, როგორც ამიწერეს, ესე იგი უბადრუკი და საძაგელი, რომლის მსგავსი ჯერ არსად მენახა. ერთი მოზრდილი ოთახი წარმოადგენდა სამზარეულოსაც, სასადილოსაც და საწოლ ოთახსაც. ეცხლი შუაგულ ოთახში ენთო ბრტყელ ქვაზე და ბოლი ჭერში გაკეთებული გასავლით ადიოდა, ანუ, უკეთ რომ ვთქვათ, ღრუბლებივით დგებოდა იატაკიდან რამდენი ფუტის სიმაღლეზე. კედლის გასწვრივ, იატაკზე გაშლილი იყო ხუთი თუ ექვსი ჯორის საოფლე; ეს მგზავრებისათვის გამზადებული ლოგინები იყო. ამ, ჩემს მიერ აღწერილი სახლიდან, ანუ უფრო სწორად ოთხიდან, ოციოდე ნაბიჯის მოშორებით ერთი ფარდული იდგა, რომელიც თავლის მაგივრობას სწევდა. ამ მშვენიერ ბინაში ძე ხორციელი არავინ იყო, გარდა ერთი დედაბრისა და ათი-თორმეტი წლის გოგოსი; ორივენი გაჭვარტლული და საშინლად ჩამოძონძილი იყვნენ, -აი რაღა დარჩენილა ანტიკური მუნდის მოსახლეობიდან! ჰოი, კეისარო! ჰოი, სექსტუს პომპეუს! რა გაოცებული დარჩებოდით, ამქვეყნად ხელახლა რომ მობრძანებულიყავით. ჩემი თანამგზავრის დანახვაზე დედაბერს მისდაუნებურად გაოცებისაგან აღმოხდა: - აჰ! სენიორ დონ ხოზე! დონ ხოზემ წარბები შეიკრა და ისეთი მბრძანებლური ჟესტით ასწია ხელი, რომ დედაბერი მყისვე გააჩუმა. მე ჩემს გამყოლს მივუბრუნდი და შეუმჩნეველი ნიშნით გავაგებინე, ახალს ვერაფერს შემატყობინებ ამ კაცის თაობაზე, რომელთანაც ღამის გათევას ვაპირებ-მეთქი. ვახშამი უკეთესი იყო ვიდრე მოველოდი: პატარა, ერთი ფუტის სიმაღლის მაგიდაზე მოგვართვეს, ბრინჯით და ბლომად წიწაკით შეზავებული ბებერი მამალი, შემდეგ წიწაკა ზეთში, დაბოლოს, გასპაჩო, თავისებური წიწაკის სალათა. სამი ამგვარად შეზავებული კერძის შემდეგ იძულებული გავხდით ხშირ-ხშირად მოგვეყუდებინა მონტილას ღვინით სავსე ხელადა; ღვინო საუცხოო აღმოჩნდა. ვახშმის შემდეგ შევნიშნე კედელზე ჩამოკიდებული მანდოლინა (ესპანეთში მანდოლინები ყველგან აქვთ), და ვკითხე პატარა გოგოს, რომელიც გვემსახურებოდა, დაკვრა ხომ არ იცი-მეთქი.

- არა, მიპასუხა მან, - მაგრამ დონ ხოზე ძლიან კარგად უკრავს!

- კეთილი ინებეთ, - ვუთხარი დონ ხოზეს, - და მიმღერეთ რამე; მე გაგიჟებით მიყვარს თქვენი ეროვნული მუსიკა.

- მე არ ძალმიძს რამეზე უარი ვუთხრა ასეთ ზრდილ ბატონს, რომელიც ასეთი კარგი სიგარებით მიმასპინძლდება, - წამოიძახა კარგ გუნებაზე მოსულმა დონ ხოზემ, და მოატანინა მანდოლინა, დაუკრა და დაამღერა: ხმა მოუხეშავი, მაგრამ სასიამოვნო ჰქონდა, ჰანგი ნაღვლიანი და უცნაური იყო, რაც შეეხება სიტყვებს, მე ერთი სიტყვაც ვერ გავიგე.

- თუ არა ვცდები, - ვუთხარი მას, - თქვენ რომ იმღერეთ, ეს არ იყო ესპანური ჰანგი. ის „სორსიკოს“ უფრო ჰგავდა, რომლებიც პროვინციაში მომისმენია, და სიტყვებიც ბასკური უნდა იყოს.

- დიახ, - მოღუშული სახით მიპასუხა დონ ხოზემ. მან მანდოლინა ძირს დადო, გულხელი დაიკრიფა და არაჩვეულებრივი მწუხარე გამომეტყველებით მიაშტერდა ცეცხლს. პატარა მაგიდაზე დადგმული ლამპის შუქით განათებული მისი კეთილშობილი და მკაცრი სახე მილტონის სატანას მაგონებდა, ვინ იცის, იქნებ მისი აზრიც მიტოვებულ სამყოფელს დასტრიალებდა, იქნებ ისიც მასავით იმ დევნაზე ფიქრობდა, რომელსაც რაღაც შეცოდებასავით განიცდიდა. ვეცადე გამომეცოცხლებინა საუბარი, მაგრამ ის ისე იყო თავის ნაღვლიან ფიქრებში წასული, რომ არ მიპასუხა. მოხუცი უკვე კუთხეში მიწვა დასაძინებლად, თოკზე გადაკიდებული დაგლეჯილი ფარდის უკან, პატარა გოგოც მიჰყვა მას ამ მშვენიერი სქესისათვის განკუთვნილ სავანეში. ამას შემდეგ ჩემი გამყოლიც ფეხზე წამოდგა და თავლაში გამიწვია; მაგრამ ამ სიტყვებზე, თითქოს ხელის კვრით გამოაღვიძესო, დონ ხოზე უხეშად შეეკითხა, საით მიხვალო.

- თავლაში, - უპასუხა გამყოლმა.

- იქ რა გინდა? ცხენებს საჭმელი აქვთ. აქ დაწექი, ბატონი ნებას მოგცემს.

- ვშიშობ ბატონის ცხენი ავად არ იყოს: მინდა, რომ ბატონმა ნახოს: იქნებ შეატყოს რა მოუხდება.

აშკარა იყო, ანტონიოს ჩემთან განმარტოებით სურდა საუბარი, მაგრამ მე არავითარი სურვილი არ მქონდა დონ ხოზესთვის ეჭვები აღმეძრა, რადგან ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ჩვენ ვიმყოფებოდით, ვფიქრობდი, რომ უმჯობესია, რაც შეიძლება მეტი ნდობა გამოვიჩინო-მეთქი. ამიტომ ანტონიოს ვუპასუხე, ცხენებისა მე არაფერი მესმის და თანაც მეძინება-მეთქი. დონ ხოზე გაჰყვა მას თავლაში და მალე იქიდან მარტო დაბრუნდა. მან მითხრა, ცხენს არაფერი უჭირს, მაგრამ თქვენი გამყოლი ისეთ ძვირფას პირუტყვად თვლის, რომ ოფლის მოსადენად თავისი საკუთარი ხალათით დაუწყო ზელვა და გადაუწყვეტია მთელი ღამე ამ სასიამოვნო საქმიანობაში გაატაროსო. ამასობაში მე წამოვწექი ჯორის საოფლეზე, მაგრამ ისე ბეჯითად გავეხვიე ჩემს მოსასხამში, რომ ტანით სულ არ შევხებოდი მას. დონ ხოზემ ჩემთან ბოდიში მოიხადა, ვკადნიერდები და თქვენს მახლობლად ვწვებიო, და კარების წინ დაწვა; მაგრამ ჯერ თავის თოფს პირისწამალი გამოუცვალა და წინდახედულად ამოიდო ჩანთის ქვეშ, რომელსაც ბალიშად ხმარობდა. ხუთ წუთში, მას შემდეგ რაც ერთმანეთს ღამე მშვიდობისა ვუსურვეთ, ერთსაც და მეორესაც მაგრად გვეძინა. ჩემს თავს საკმარისად დაქანცულად ვთვლიდი, რათა ამგვარ ჭერქვეშაც კარგად დამძინებოდა, მაგრამ ერთი საათის შემდეგ მეტისმეტად უსიამოვნო ქავილმა დამიფრთხო ძილი. როგორც კი მივხვდი რაში იყო საქმე, ავდექი იმ გადაწყვეტილებით, რომ სჯობს ღამის დანარჩენი ნაწილი ღია ცისქვეშ გავატარო, ვიდრე ამ არასტუმართმოყვარე ჭერქვეშ-მეთქი, ფეხაკრეფით მივედი კარებთან, გადავალაჯე დონ ხოზეს, რომელსაც ალალ-მართალი კაცის ძილით ეძინა და ისე გამოვედი სახლიდან, რომ არ გამიღვიძებია. კარებთან ერთი განიერი სკამ-ლოგინი იდგა, მეც ღამის გასათევად ვაი-ვაგლახით მასზე მოვეწყვე. ის-ის იყო მეორედ დავხუჭე თვალები, რომ მომეჩვენა თითქოს წინ სრულიად უხმაუროდ კაცის და ცხენის ლანდმა ჩამიარა. მაშინვე წამოვჯექი და ანტონიო ვიცანი. მისი ასეთ დროს თავლის გარეთ დანახვამ გამაოცა, ავდექი და მისკენ წავედი. მანაც შემნიშნა და გაჩერდა.

- სად არის? - შემეკითხა ანტონიო ხმადაბლა.

- ვენტაში სძინავს, ბაღლინჯოების არ ეშინია, სად მიგყავს ეგ ცხენი?

მაშინღა შევამჩნიე, რომ სიფრთხილის გულისათვის ანტონიოს ცხენის ფეხებზე ძველი საოფლის ნაფლეთები დაეხვია, რათა ფარდულიდან უხმაუროდ გასულიყო.

- უფრო ჩუმად ილაპარაკეთ, ღვთის გულისათვის! - მითხრა ანტონიომ. - თქვენ არ იცით, ვინ არის ეგ კაცი. ეგ ხოზე ნავაროა, ანდალუზიის ყველაზე სახელგანთქმული ყაჩაღი. მთელი დღე სულ მაგას განიშნებდით, მაგრამ თქვენ ჩემთვის ყურადღება არ მოგიქცევიათ.

- ყაჩაღია თუ არა, მე რა? - მივუგე მე, - მას ჩვენ არ გავუძარცვივართ და, სანაძლეოს დავდებ, რომ არც აქვს მასეთი სურვილი.

- ძალიან კარგი, მაგრამ ვინც მაგას გასცემს, ორასი დუკატია ჯილდო. აქედან ერთნახევარი ლიეს მანძილზე ულანების პოსტია, და გათენებამდე მე მაგას კაი ზორბა ბიჭებს დავასევ. მინდოდა ნავაროს ცხენი წამეყვანა, მაგრამ ისეთი ავია, პატრონის მეტს არავის იკარებს.

- დაგლახვროს ეშმაკმა! - ვუთხარი. - რა დაგიშავა ამ საცოდავმა ადამიანმა, რომ გინდა დააბეზღო? დარწმუნებული კი ხარ, რომ ეგ მართლა ის ყაჩაღია, რომელიც გგონია?

- სრულიად დარწმუნებული ვარ; ცოტა ხნის წინ, თავლაში რომ გამომყვა, მითხრა: „შენ, გეტყობა, მიცნობ. თუ ამ კარგ ბატონს ეტყვი ვინა ვარ, შუბლში ტყვიას გკრავ“. დარჩით ბატონო, თქვენ მასთან დარჩით; თქვენთვის საშიში არაფერია. სანამ მაგას ეცოდინება, რომ თქვენ აქ ბრძანდებით, ეჭვს არაფერზე აიღებს. ამ ლაპარაკში საკმაოდ დავშორდით ვენტას, და იქამდე ცხენის ნალების ხმა ვეღარ მიაღწევდა, ანტონიომ თვალის დახამხამებაში გაათავისუფლა ცხენი ფლოქვებზე დახვეული ძონძებისაგან და მოემზადა შესაჯდომად. მე მუდარაც ვცადე და მუქარაც, რათა შემეჩერებინა იგი.

- მე ერთი საწყალი კაცი გახლავართ, ბატონო, - მიპასუხა მან, - განა შემიძლია ხელიდან გავუშვა ორასი დუკატი, მით უმეტეს, თუ ქვეყანასაც მაგგვარი ნაძირალებისაგან გავათავისუფლებ. თქვენ კი გაფრთხილებთ: გაიღვიძებს ნავარო თუ არა, მაშინვე თავის თოფს ეცემა და ვაი თქვენ, თუ თავი არ მოარიდეთ! მე უკან დასახევი გზა აღარა მაქვს; თქვენ კი ისე მოიქეცით, როგორც გიჯობდეთ. ის შეჩვენებული უკვე უნაგირზე იჯდა; ქუსლები ჰკრა ცხენს და მალე სიბნელეში ჩემს თვალთაგან მიიმალა. მე ძალიან გაჯავრებული ვიყავი ჩემს გამყოლზე და საკმაოდ მოუსვენრობასაც ვგრძნობდი. ერთი წუთის ფიქრის შემდეგ გადაწყვეტილება მივიღე და ვენტაში დავბრუნდი. დონ ხოზეს ისევ ეძინა, უეჭველია, რამდენიმე ფათერაკით და ხიფათით სავსე უძილო დღე-ღამის დაღლილობისაგან ისვენებდა. იძულებული გავხდი მაგრად შემენჯღრია, რათა გამეღვიძებინა. არასოდეს არ დამავიწყდება მისი სასტიკი სახე და სწრაფი მოძრაობა, რომლითაც თოფს გადაწვდა; მაგრამ თოფი სიფრთხილის გულისთვის ადრევე შორს გადავდე მისი ლოგინიდან.

- ბატონო, - ვუთხარი მას, - ბოდიშს ვიხდი თქვენი გაღვიძებისათვის, მაგრამ ერთი სულელური შეკითხვა უნდა მოგცეთ: სასიამოვნოდ დაგრჩებოდათ თუ არა, რომ აქ ერთი ექვსიოდე ულანი მოსულიყო?

ის ხელად ფეხზე წამოხტა და საშინელი ხმით მკითხა: - ვინ გითხრათ?

- რა მნიშვნელობა აქვს საიდან მოდის რჩევა, ოღონდ ის კარგი იყოს.

- თქვენმა გამყოლმა გამცა, მაგრამ მე ამას არ შევარჩენ, სად არის?

- არ ვიცი... ალბათ, თავლაშია... ჰოდა ვიღაცამ მითხრა, რომ..

- ვინ გითხრათ?... დედაბერი ვერ გეტყოდათ...

- ვიღაცამ, რომელსაც არ ვიცნობ.. ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, თუ გაქვთ მიზეზები, ჯარისკაცების მოსვლას არ დავუცადოთ, დროს ნუღარ კარგავთ! თუ არა და ძილი ნებისა, ბოდიშს ვიხდი, რომ ძილი გაგიტეხეთ.

- აჰ! თქვენი გამყოლი! თქვენი გამყოლი! თავიდანვე ეჭვი ავიღე მასზე... მაგრამ... არა უშავს, გადავუხდი!... მშვიდობით ბრძანდებოდეთ. ღმერთმა მოგიზღოთ იმ სიკეთისათვის, რომელიც მე მიყავით. არც ისე ცუდი ვარ, როგორიც, ალბათ, თქვენ გგონივართ... დიახ, ჩემში კიდევ არის რაღაც, წესიერი ადამიანის სიბრალულის ღირსი... მშვიდობით, ბატონო... მხოლოდ ერთი ჯავრი მიმყვება, რომ არ შემიძლია სამაგიერო გადაგიხადოთ.

- ჩემს მიერ გაწეულ სამსახურის საფასურად პირობა მომეცით, დონ ხოზე, რომ არავისზე ეჭვს არ მიიტანთ და შურისძიებაზედაც არ იფიქრებთ. აი, წაიღეთ გზაში სიგარები; კეთილი მგზავრობა!

და ხელი გავუწოდე. მან უსიტყვოდ ხელი ხელზე მომიჭირა, აიღო თავისი თოფი და ჩანთა, დედაბერს რამდენიმე სიტყვა უთხრა რაღაც ჟარგონზე, რომელიც მე ვერ გავიგე და ფარდულისაკენ გაექანა. რამდენიმე წამის შემდეგ უკვე მინდვრად შემომესმა მისი ცხენის თქარათქური. ამის შემდეგ ისევ დავწექი ჩემს სკამლოგინზე, მაგრამ აღარ დამეძინა. ვეკითხებოდი ჩემს თავს, სწორედ მოვიქეცი თუ არა, რომ სახრჩობელას გადავარჩინე ყაჩაღი და, ალბათ, კაცის მკვლელი, მხოლოდ იმიტომ, რომ მასთან ერთად შაშხი და ვალენსიურად მომზადებული ბრინჯი ვჭამე-მეთქი. განა ჩემს გამყოლს არ ვუღალატე, რომელიც კანონს ემხრობოდა; განა მე ის ვიღაც არამზადის შურისძიების მიზნად არ ვაქციე? მაგრამ სტუმარ-მასპინძლობის მოვალეობა... ველურის ცრურწმენაა, ვამბობდი ჩემთვის; ამიერიდან მე ვიქნები პასუხისმგებელი ყველა იმ ბოროტმოქმედებისა, რომელსაც ის ყაჩაღი ჩაიდენს... მაგრამ განა ცრურწმენაა ეს სინდისის ალღო, რომელიც ყოველგვარ მსჯელობას ეწინააღმდეგება? ისეთი საჩოთირო გარემოებაში, როგორშიც მე ვიმყოფებდი, უთუოდ ადვილად ვერ გადავურჩებოდი სინდისის ქენჯნას. ჯერ კიდევ უდიდეს გაურკვევლობას განვიცდიდი და ვმერყეობდი ჩემი საქციელის გამო, როდესაც დავინახე ექვსი ცხენოსანი და ანტონიო, რომელიც წინდახედულად ზურგს უკან ამოფარებული მოსდევდა მათ. მათ შესახვედრად წავედი და ვაცნობე, რომ უკვე ორი საათია, რაც ბანდიტი გაიქცა-მეთქი. დედაბერმა, როდესაც ბრიგადირმა დაჰკითხა, უპასუხა, ვიცნობ ნავაროს, მაგრამ ვინაიდან მარტო ვცხოვრობ, ვერასოდეს ვერ გავბედავ მის დაბეზღებას და ამით ჩემი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებასო. მან დასძინა, რომ ნავაროს ჩვეულებად აქვს, როცა ჩემთან მოდის, ყოველთვის შუაღამისას მიემგზავრება. მეც მომიხდა წასვლა იქიდან რამდენიმე ლიეს მანძილზე ჩემი პასპორტის საჩვენებლად და ალკაიდის წინაშე ჩვენებაზე ხელის მოსაწერად, რის შემდეგაც ნება დამრთეს განმეგრძო ჩემი არქეოლოგიური კვლევა-ძიება. ანტონიო სულ მიბღვერდა, რადგან ეჭვი ჰქონდა, რომ სწორედ მე შევუშალე ხელი ორასი დუკატის მიღებაში, მაგრამ კორდოვაში ჩვენი მაინც კარგ მეგობრებად გავიყარენით; იქ მას იმდენად დიდი გასამრჯელო მივეცი, რამდენის ატანაც ჩემს ჯიბეს შეეძლო.

თავი მეორე

      კორდოვაში რამდენიმე დღე დავყავი. დომენიკელთა წიგნთსაცავში ერთი ხელნაწერი მიმასწავლეს, საიდანაც საინტერესო ცნობები უნდა ამომეკრიფა ანტიკური მუნდას შესახებ. კეთილი მამების მიერ კარგად მიღებული, მე მთელ დღეებს ვატარებდი მათს მონასტერში, ხოლო საღამოობით ქალაქში დავსეირნობდი. კორდოვაში მზის ჩასვლის ჟამს, გვადალკივირის მარჯვენა მხარეს, სანაპიროზე მრავალი უქმი ხალხი იყრის ხოლმე თავს, იქ, მართალია, იმ დაბახანის ჰაერით სუნთქავთ, რომელიც ამ მხარეს ძველიდანვე ტყავების დამზადებით მოპოვებულ სახელს უნარჩუნებს, მაგრამ, სამაგიეროდ, ისეთი სანახაობით შეიძლება დატკბეთ, რომელსაც უთუოდ თავისი ღირსება აქვს. რამდენიმე წუთით ადრე, მწუხრის ზარის დარეკვამდე, საკმაოდ ამაღლებულ სანაპიროს ქვევით, მდინარის ნაპირზე აუარებელი ქალი იყრის ხოლმე თავს, ვერც ერთი მამაკაცი ვერ გაბედავს ამ ბრბოში შერევას. როგორც კი მწუხრის ზარი ჩამოჰკრავს, ითვლება, რომ უკვე დაღამდა. უკანასკნელ ზართან ერთად ქალები ტანისამოსს იხდიან და წყალში შედიან. ატყდა ყიჟინა, სიცილი, ჯოჯოხეთური ყაყანი. ზევიდან, სანაპიროდან, მობანავეებს მამაკაცები უცქერიან; თვალებს აცეცებენ, მაგრამ ბევრს ვერაფერს ხედავენ. ამისდა მიუხედავად წყლის მუქ ფონზე ბუნდოვნად გამოსახული ეს თეთრი სხეულები პოეტურ განწყობილებას გიქმნიან: სულ პატარა ფანტაზიაა საჭირო და ადვილად წარმოიდგენთ მობანავე დიანას თავისი მხლებელი ნიმფებითურთ, ისე, რომ ამისთვის აქტეონის ბედი არ გაიზიაროთ. მიამბეს, რომ ერთხელ, თურმე, რამდენიმე ლაზღანდარას მოულაპარაკებია, ფული შეუგროვებია და ტაძრის მნათე მოუქრთამავს, რომ მწუხრის ზარი კანონიერ საათზე ოცი წუთით ადრე დაერეკა. თუმცა ჯერ კიდევ სინათლე ყოფილა, გვადალკივირის ნიმფებს მწუხრის ზარისთვის უფრო დაუჯერებიათ, ვიდრე მზისთვის, უყოყმანოდ შეცვივნულან წყალში საბანაოდ და დამშვიდებული სინდისით შეუსრულებიათ ეს მეტად მარტივი პროცედურა. მე იმ დროს იქ არ ვყოფილვარ. ჩემს დროს მნათე უანგარო იყო, საღამო - ბნელი, და მხოლოდ კატა თუ მოახერხებდა ფორთოხლების გამყიდველი მოხუცი დედაბერი კორდოვის ულამაზესი გრიზეტისაგან გამოერჩია. ერთ საღამოს, როდესაც იმდენად დაბინდდა, რომ აღარაფერი ჩანდა, სიგარას ვეწეოდი სანაპიროს მოაჯირზე დაყრდნობილი; ამ დროს მდინარისაკენ მიმავალი კიბით ვიღაც ქალი ამოვიდა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა. თმებში გარჭობილი ჰქონდა ჟასმინის თაიგული, რომელიც საღამოობით დამათრობელ სურნელებას გამოსცემს. ქალი უბრალოდ, ღარიბულადაც კი იყო ჩაცმული, შავებში, როგორც გრიზეტთა უმეტესობა იცვამს საღამოობით. წესიერი ქალები შავ ტანსაცმელს მხოლოდ დილაობით ატარებენ, საღამოობით ისინი a la francesia იცვამენ. როდესაც ეს ჩემი მობანავე ქალი მომიახლოვდა, თავზე წამოსხმული მანტილია მხრებზე ჩამოიცურა და ვარსკვლავთა მკრთალ შუქზე დავინახე, რომ ის პატარა, ახალგაზრდა და კოხტა ტანისა იყო. ძალიან დიდი თვალები ჰქონდა. იმწამსვე გადავაგდე ჩემი სიგარა, ამ წმინდა ფრანგული თავაზიანობით გამოხატულ ყურადღებას ის ხელად მიმიხვდა და მითხრა, თამბაქოს სუნი ძალიან მომწონს და კიდევაც ვეწევი ხოლმე, როდესაც საკმაოდ სურნელოვანი papelitos შემხვდებაო. საბედნიეროდ, ჩემი სიგარების კოლოფში ასეთები მოიპოვებოდა და საჩქაროდ შევთავაზე. ინება ერთი სიგარის აღება და ცეცხლმოკიდებული თოკის ნაგლეჯზე მოუკიდა; ეს თოკის ნაგლეჯი პატარა ბიჭმა მოგვირბენინა ერთ სუდ. თამბაქოს წევაში და საუბარში მე და მშვენიერი მობანავე ქალი ისე გავერთეთ, რომ სანაპიროზე თითქმის მარტონი დავრჩით. ვიფიქრე, კადნიერება არ იქნება, თუ შევთავაზებ ნევერიაში წამომყვეს და ნაყინზე მეწვიოს-მეთქი. მცირეოდენი მოკრძალებული ყოყმანის შემდეგ, მან მიიღო ჩემი მოწვევა; მაგრამ, სანამ საბოლოოდ გადაწყვეტდა, მოისურვა გაეგო რომელი საათი იყო. მე ჩემს საათს დავარეკინე, და ამ რეკვამ ის განაცვიფრა.

- დახე, რას არ მოიგონებენ თქვენში, ბატონო უცხოელებო! რომელი ქვეყნიდან ბრძანდებით თქვენ, ბატონო? უთუოდ ინგლისელი იქნებით.

- ფრანგი გახლავართ და მზად ვარ გემსახუროთ. თქვენ კი, ქალბატონო თუ ქალიშვილო, ალბათ კორდოველი ბრძანდებით, არა?

- არა.

- მაგრამ, მაინც ანდალუზიელი იქნებით, მგონი, თქვენი ნაზი გამოთქმა არ მატყუებს.

- თუ აგრე კარგად არჩევთ სხვადასხვა კუთხის გამოთქმებს, მაშინ უნდა გამოიცნოთ კიდეც ვინა ვარ.

- მგონი, რომ თქვენ იესოს ქვეყნიდან ბრძანდებით, რომელიც სამოთხის ახლოს არის.

(მე ეს მეტაფორა რომელიც ანდალუზიას აღნიშნავს, ჩემი მეგობრისაგან, კარგად ცნობილ პიკადორ ფრანსისკო სევილასაგან ვისწავლე).

- ეჰ! სამოთხე კი არა... აქაურები ამბობენ, სამოთხე ჩვენთვის არ მოუგონიათო.

- აბა მაშ თქვენ მავრის ქალი იქნებით ან... - მე შევჩერდი, რადგან ვეღარ გავბედე მეთქვა: ებრაელი-მეთქი.

- კარგი ერთი! თქვენც კარგად ხედავთ, რომ ბოშა ვარ. გინდათ შახი8 გითხრათ? განა არაფერი გაგიგონიათ კარმენსიტას შესახებ? ეს მე ვარ. მე მაშინ, მას აქეთ თხუთმეტი წელი იქნება, ისეთი ურწმუნო ვიყავი, რომ შიშისაგან თავზარი არ დამეცა და უკან არ დავიხიე, როდესაც ჩემს გვერდით ჯადოქარი ქალი დავინახე. „მშვენიერია!“ - გავიფიქრე, - გასულ კვირას, ხომ გავარდნილ ყაჩაღთან ვივახშმე, მოდი დღეს ამ ეშმაკის მსახურთან გეახლებით ნაყინს. მგზავრობაში კაცმა ყველაფერი უნდა გამოსცადო“. კიდევ მეორე მიზეზიც მქონდა, რომ მასთან ნაცნობობა გამეგრძელებინა. ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვაღიარო, რომ კოლეჟის დამთავრების შემდეგ კარგა ხანი მოვანდომე საიდუმლო მეცნიერებათა შესწავლას და რამდენჯერმე ბნელი ძალების შელოცვაც ვცადე. მართალია, ამგვარი კვლევა-ძიებისაგან უკვე დიდი ხნის განკურნებული გახლდით, მაგრამ მაინც შემრჩა ერთგვარი ცნობისმოყვარეობა, რომელიც ყოველ ჯურის ცრუმორწმუნეობისაკენ მიზიდავდა; ამიტომ მიხაროდა, გავიგებ რა დონეზეა აყვანილი ბოშათა შორის მისნობის ხელოვნება-მეთქი. ამგვარი საუბრით ჩვენ ნევერიაში შევედით და ერთ პატარა მინის ბურთში ჩასმული სანთლით განათებულ მაგიდასთან დავსხედით. სანამ რამდენიმე წესიერი შესახედაობის კაცი, რომლებიც ნაყინს შეექცეოდნენ, გაოცებული მაშტერდებოდნენ, ასეთ კარგი საზოგადოებაში რომ დამინახეს, მე საშუალება მომეცა ჩემი ხიტანა კარგად დამეთვალიერებინა. ძლიერ ვეჭვობ, რომ სინიორიტა კარმენი წმინდა სისხლის ბოშა ყოფილიყო, ყოველ შემთხვევაში, ის გაცილებით უფრო ლამაზი იყო, ვიდრე მისი ხალხის სხვა ქალები, რომლებიც მინახავს. იმისათვის, რომ ქალს ნამდვილად ლამაზი ეწოდოს, როგორც ესპანელები ამბობენ, საჭიროა მის დახასიათებაში ოცდაათი „თუ“ შეერთდეს, ანუ სხვანაირად თუ გსურთ, უნდა შეიძლებოდეს მისი აღწერა ათი ზედსართავის საშუალებით, რომელთაგან ყოველი მისი სხეულის სამ ნაწილს უნდა ეხებოდეს. მაგალითად, მას უნდა სამი რამ შავი ჰქონდეს - თვალები, წამწამები და წარბები; სამი რამ ნაზი: თითები, ტუჩები და თმა, და ა.შ. დანარჩენები შეგიძლიათ ბრანტომთან იხილოთ. ჩემს ბოშა ქალს არ შეეძლო ისეთი სრულყოფილი სილამაზის პრეტენზია ჰქონოდა. მისი კანი თუმცა სრულიად გლუვი იყო, სიმუქით სპილენძის ფერს უახლოვდებოდა. თვალის ჭრილი ირიბი, მაგრამ ძლიერ წარმტაცი ჰქონდა, ტუჩები ცოტა მსხვილი, მაგრამ კარგი მოყვანილობის, და მათ უკან კანგადაცლილ ნუშზე უფრო თეთრი კბილები მოუჩანდა. მისი გრძელი და მბზინავი თმა, შეიძლება ცოტა მაგარი და უხეში, შავი ფერის იყო და ზედ ყორნის ფრთასავით ოდნავ სილურჯე გადაჰკრავდა. მეტისმეტი გაჭიანურებული აღწერით რომ თავი არ შეგაწყინოთ, მოკლედ გეტყვით, რომ ყველა მის ნაკლს რაიმე ღირსებაც უკავშირდებოდა, რომელიც ალბათ კონტრასტის ძალით უფრო მეტად გხვდებოდა თვალში. მისი სახის უცნაური და ველური სილამაზე დასაწყისშივე გაოცებდათ, მაგრამ მისი დავიწყება არ შეიძლებოდა. განსაკუთრებით მის თვალებს ერთდროულად რაღაც ვნებიანი და მკაცრი გამომეტყველება ჰქონდათ, რაიც მას შემდეგ მე აღარც ერთ სახეზე არ შემინიშნავს. ბოშის თვალი - მგლის თვალიო, ასე ამბობენ ესპანელები, როდესაც სურთ კარგი დაკვირვების უნარი გამოხატონ. თუ არა გცალიათ, რომ ზოოლოგიურ პარკში წაბრძანდით მგლის გამოხედვის შესასწავლად, მაშინ თქვენ კატას დაუკვირდით, როდესაც ის ბეღურას უთვალთვალებს. გასაგებია, რომ სასაცილო იქნებოდა კაფეში მემკითხავებინა. ამიტომ ლამაზ მკითხავს ვთხოვე ნება მოეცა სახლში გავყოლოდი: ის ადვილად დამთანხმდა, მაგრამ ჯერ მოისურვა, კიდევ გაეგო რა დრო იყო და მთხოვა, ხელახლა დაარეკინეთ თქვენს საათსაო. - მართლა ოქროსია? - მკითხა მან და ყურადღებით დაუწყო სინჯვა საათს. როდესაც კაფედან გამოვედით და გზას გავუდექით, უკვე ბნელი ღამე იყო. დუქნები თითქმის ყველგან დაეკეტათ და ქუჩებიც დაცარიელებულიყო. ჩვენ გვადალკივირის ხიდზე გადავედით და გარეუბნის ბოლოში ერთ სახლთან გავჩერდით, რომელიც, რა თქმა უნდა, არაფრით არ ჩამოგავდა სასახლეს. კარი ერთმა ბავშვმა გაგვიღო. ბოშა ქალმა მას რამდენიმე სიტყვა უთხრა ჩემთვის უცნობ ენაზე, რომელიც, როგორც შემდეგ გავიგე, „რომანი“, ანუ „ჩიპე კალი“ უნდა ყოფილიყო, - ბოშათა ენის კილო. ბავშვი იმწამსვე გაქრა და ერთ მოზრდილ ოთახში დაგვტოვა, სადაც ერთი პატარა მაგიდის, ორი ტაბურეტისა და სკივრის მეტი არაფერი იდგა. კინაღამ დამავიწყდა წყლით სავსე თუნგი, ფორთოხლების გროვა და ერთი გალა ხახვი. როგორც კი მარტო დავრჩით, ბოშა ქალმა თავისი სკივრიდან ამოიღო ბანქოს ქაღალდი, რომელსაც დიდი ხნის დამსახურება ეტყობოდა, ანდამატი, გამხმარი ქამელეონი და კიდევ რამდენიმე მისი ხელობისთვის საჭირო სხვა ნივთი. შემდეგ მითხრა, მარცხენა ხელის გულზე ფულით ჯვარი გამომესახა და ჯადოქრობა დაიწყო. ზედმეტი იქნებოდა მომეხსენებინა თქვენთვის, რა მიწინასწარმეტყველა მან, მაგრამ რაც შეეხება მისი მკითხაობის ხერხებს, აშკარად ემჩნეოდა, რომ ის იყო ნამდვილი ჯადოქარი. საუბედუროდ ჩვენ მალე ხელი შეგვიშალეს. უეცრად ვიღაცამ კარი შემოაღო ძალით და ოთახში ერთი კაცი შემოვარდა, რომელიც ისე იყო შეხვეული მიხაკისფერ მოსასხამში, რომ მხოლოდ თვალებიღა უჩანდა; მან ბოშა ქალს საკმაოდ უხეშად მიმართა. მე, მართალია, არ მესმოდა მისი ლაპარაკი, მაგრამ ხმაზე ვატყობდი, რომ ძალიან განრისხებული უნდა ყოფილიყო. მის დანახვას ბოშა ქალი არც გაუკვირვებია, არც გაუბრაზებია; იგი მის შესახვედრად გაექანა და სხაპასხუპით რამდენიმე ფრაზა უთხრა უცნაურ ენაზე, რომელიც მე ერთხელ უკვე გავიგონე მისგან. ერთადერთი სიტყვა, რომელიც გავიგე, რადგან ის ხშირად იმეორებდა მას, იყო „პაოლო“. ვიცოდი, რომ ბოშები ამ სიტყვებით აღნიშნავენ ყოველ ადამიანს, რომელიც მათ რასას არ ეკუთვნის. მივხვდი, რომ ლაპარაკი მე მეხებოდა და მოველოდი რომ უსიამოვნო ახსნა-განმარტების მიცემა დამჭირდებოდა; ტაბურეტის ფეხს ხელი დავავლე და ჩემს გულში ვცდილობდი გამერკვია, როდის დადგებოდა ისეთი მომენტი, როდესაც საჭირო იქნებოდა თავში მეთხლიშა იგი ჩვენი მყუდროების დამრღვევისათვის. მან ბოშა ქალი ხელის კვრით მოიშორა გზიდან და ჩემკენ გამოიწვია; მაგრამ მაშინვე ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.

- ეჰ! ეს თქვენ ბრძანდებოდით, ბატონო!

მეც, ჩემის მხრივ, შევხედე და ჩემი მეგობარი დონ ხოზე ვიცანი. ამ წუთს, ცოტა არ იყოს, ვინანე, რატომ არ დავანებე, რომ ის ჩამოეხრჩოთ.

- ეჰე! ეს თქვენა ხართ, ჩემო კარგო! - წამოვიძახე მე და როგორც კი შემეძლო, ძალდაუტანებლად გავიცინე; - სწორედ იმ დროს შეუშალეთ ამ ქალიშვილს ხელს, როდესაც ის ფრიად საყურადღებო ამბებს მაუწყებდა.

- მუდამ ერთი და იგივე ამბავი! მაგრამ ამას ბოლო მოეღება, - წაიბურტყუნა მან და მოღუშული მზერა მიაპყრო ქალს.

ამასობაში ბოშა ქალი განაგრძობდა მასთან ლაპარაკს თავის ენაზე. ნელ-ნელა ის აღელდა. თვალები სისხლით აევსო, საშინელი გამომეტყველება მიიღო, სახე მოეღრიცა, ფეხს იატაკზე სცემდა. მეჩვენებოდა, თითქოს აიძულებდა დონ ხოზეს რაღაც გაეკეთებინა, ხოლო ეს უკანასკნელი აშკარად ყოყმანობდა. მგონი კარგად მივხვდი, რას ამბობდა კარმენი, რადგან ვხედავდი, რომ თავის პატარა ხელს ხშირად ისვამდა ნიკაპქვეშ. ძალაუნებურად აზრად მომივიდა, რომ საქმე ყელის გამოჭრას ეხებოდა, და ეჭვი დამებადა, რომ ეს ჩემი საკუთარი ყელი უნდა ყოფილიყო.

მთელი ამ მჭერმეტყველების ნიაღვარს დონ ხოზემ მხოლოდ ორი თუ სამი სიტყვით უპასუხა და მოკლედ მოჭრა. მაშინ ბოშა ქალმა ზიზღით შეხედა, კუთხეში მიჯდა, ამოირჩია ფორთოხალი, გაიფცქვნა და ჭამა დაუწყო. დონ ხოზემ მკლავში ხელი წამავლო, გააღო კარი და ქუჩაში გამომიყვანა. ორასიოდე ნაბიჯი უღრმეს სიჩუმეში გავიარეთ, შემდეგ ხელი გაიშვირა: - სულ ასე იარეთ დ ხიდთან მიხვალთ. მან მაშინვე ზურგი შემომაქცია და სწრაფად გამშორდა. სასტუმროში ცოტა დარცხვენილი და ცუდ გუნებაზე დავბრუნდი. ყველაზე უარესი კი ის იყო, რომ გახდისას აღმოვაჩინე, ჩემი საათი აღარ მქონდა. სხვადასხვა მოსაზრებებმა ხელი შემიშალა, მეორე დღეს წავსულიყავი და ჩემი საათის დაბრუნება მომეთხოვა, ან ბ-ნი კორეხიდორისათვის მიმემართა თხოვნით, რომ კეთილი ენებებინა და მოეძებნინებინა ჩემი საათი. დავამთავრე მუშაობა დომინიკელთა ხელნაწერებზე და სევილიაში გავემგზავრე. ანდალუზიაში რამდენიმე თვის ხეტიალის შემდეგ გადავწყვიტე მადრიდში დაბრუნება; გზად კორდოვაში მომიხდა გავლა. განზრახვა არ მქონდა დიდი ხნით დავრჩენილიყავი იქ, რადგან ეს ლამაზი ქალაქიც და გვადალკივირში მობინავე ქალებიც ავითვალწუნე, მაგრამ რამდენიმე მეგობარი მყავდა სანახავი, რამდენიმე დავალება შესასრულებელი და ყოველივე ეს სამ თუ ოთხ დღეს მაინც დამაკავებდა მაჰმადიან მბრძანებელთა ძველ სატახტო ქალაქში. როგორც კი დომინიკელთა მონასტერში გამოვჩნდი, ერთი ბერი, რომელიც მუდამ ცხოველ ინტერესს იჩენდა ჩემი კვლევისადმი მუნდას ადგილმდებარეობის შესახებ, ხელგაშლილი მომეგება და წამოიძახა; - იკურთხოს ღვთის სახელი! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ჩემო ძვირფასო მეგობარო. ჩვენ ყველას მკვდარი გვეგონეთ, და მე, რომელიც ახლა გელაპარაკებით, ბევრი „მამაო ჩვენო“ და „მოგვმადლენ“ მაქვს ნათქვამი თქვენი სულის საცხონებლად, რასაც არ ვნანობ. მაშ, თქვენ არ მოუკლიხართ, გაძარცვით კი გაგძარცვეს, ვიცი.

- ეგ რანაირად? - ცოტა გაოცებულმა შევეკითხე მე.

- დიახ, თქვენ ხომ გახსოვთ ის მშვენიერი ზარიანი საათი, რომელსაც არეკვინებდით ხოლმე წიგნთსაცავში, როცა ჩვენ გეტყოდით, წირვაზე წასვლის დროა. ჰოდა, ის ნაპოვნია, და დაგვიბრუნებენ.

- ჰო, ის საათი, - სიტყვა მოვუჭერი მე აბნეულად, - მე ის სადღაც დავკარგე.

- არამზადა დამწყვდეულია და რადგან ვიცოდი, რომ ის ისეთი კაცი იყო, რომ წვრილი ფულის გულისთვის ქრისტიან ადამიანს თოფს ესროდა, გვეშინოდა თქვენც მოკლული არ ჰყოლოდით. მე გამოგყვებით კორეხიდორთან და დავიბრუნებ თქვეს მშვენიერ საათს. ოღონდ ამის შემდეგ არ გაბედოთ და თქვენს ქვეყანაში არ ილაპარაკოთ, რომ ესპანეთში მართლმსაჯულებას თავისი ხელობისა არაფერი ესმისო.

- უნდა გამოგიტყდეთ, - ვუთხარი მე, - რომ მირჩევნია ის საათი დამეკარგოს, ვიდრე სასამართლოში მოწმედ გამოვიდე და საწყალი კაცი ჩამოახრჩონ მხოლოდ იმისათვის, რომ.. რომ..

- ოჰ! თქვენ ნურაფერზე ნუ სწუხართ; მას საკმაოდ ბევრი ბრალი ედება, და ორჯერ ხომ ვერ ჩამოახრჩობენ! რას ვამბობ ჩამოახრჩობენ-მეთქი, ვცდები. თქვენი გამძარცველი ჰიდალგოა; ამიტომ ზეგ მას შეუწყალებლად დაახრჩობენ! თქვენ ხედავთ, რომ ერთი ქურდობით მეტი თუ ნაკლები მის საქმეში ვეღარაფერს შეცვლის. ნეტავი, ღვთის განგებით, ქურდობაზე მეტი არაფერი ჩაედინა. მას რამდენიმე, ერთიმეორეზე უფრო შემზარავი მკვლელობა აქვს ჩადენილი.

- რა ჰქვია?

- ამ მხარეში მას ხოზე ნავაროს სახელით იცნობენ, მაგრამ მეორე ბასკური სახელიც აქვს, რომლის გამოთქმას ვერც თქვენ და ვერც მე ვერასოდეს ვერ მოვახერხებთ. იცით, იმ კაცის ნახვა ღირს და თქვენ, რომელსაც ასე გიყვართ ქვეყნის თავისებურებების გაცნობა, არ უნდა გაუშვათ ხელიდან შემთხვევა, გაიგოთ, როგორ სტოვებენ სააქაოს არამზადები ესპანეთში. ის ახლა ეგვტერში ჰყავთ და მამა მარტინესი მიგიყვანთ მასთან. ჩემმა დომენიკელმა ისე დაიჟინა „პატარა ლამაზი ჩამოხრჩობის“ სამზადისი ნახეთ, რომ მეტი ღონე აღარ იყო, დავთანხმდი. ტუსაღის სანახავად რომ მივედი, თან ერთი კოლოფი სიგარებიც წავიღე, რაც, იმედი მქონდა, გაამართლებდა მის თვალში ჩემს მოურიდებლობას. დონ ხოზესთან იმ დროს შემიყვანეს, როდესაც ის საჭმელს ჭამდა. მან საკმაოდ ცივად დამიკრა თავი და ზრდილობიანად გადამიხადა მადლობა ჩემი მიტანილი საჩუქრებისათვის. დათვალა სიგარები კოლოფში, რომელიც ხელში მივაჩეჩე, ამოიღო იქიდან რამდენიმე ცალი და დანარჩენი ისევ დამიბრუნა, ამის მეტი აღარ დამჭირდებაო. მე ვკითხე, ხომ არ შემიძლია ცოტა ფულით ან ჩემი მეგობრების გავლენით განაჩენი შევამსუბუქებინო - მეთქი. პირველად სევდიანი ღიმილით მხრები აიჩეჩა; მაგრამ მალე გადაიფიქრა და შემეხვეწა, ჩემი სულის საცხონებლად აწირვინეთო.

- ხომ არ ინებებდით, - დაუმატა მან კრძალვით, - ხომ არ ინებებდით, კიდევ მეორე ადამიანის სულისთვისაც აწირვინოთ, რომელმაც თქვენ გაწყენინათ?

- რა თქმა უნდა, ჩემო კარგო, - ვუთხარი მე; - მაგრამ, რამდენადაც მახსოვს, ამ მხარეში ჩემთვის არავის უწყენინებია.

მან დინჯად ხელი ჩამომართვა და მაგრად მომიჭირა. ერთი წუთის სიჩუმის შემდეგ განაგრძო.

- შეიძლება კიდევ ერთი თხოვნა გაგიბედოთ?. თქვენს ქვეყანაში რომ დაბრუნდებით, შეიძლება ნავარაზე გაიაროთ; ყოველ შემთხვევაში, ვიტორიაში მაინც გაივლით, რომელიც ძლიერ დაშორებული არ არის იქიდან.

- დიახ, - ვუპასუხე მე, - ვიტორიაში, რასაკვირველია გავივლი, მაგრამ იქიდან შეიძლება პამპლონისკენაც მომიხდეს გადახვევა, და თქვენ ხათრით ხომ, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით გადავუხვევ იქით.

- ძლიან კარგი! პამპლონაში თუ ჩახვალთ, ბევრ რასმეს ნახავთ თქვენთვის საყურადღებოს... პამპლონა საუცხოო ქალაქია. მე თქვენ მოგცემთ ამ მედალიონს (მან მაჩვენა პატარა ვერცხლის მედალიონი, რომელიც კისერზე ჰქონდა ჩამოკიდებული), ქაღალდში გაახვიეთ... ერთ წუთს შეჩერდა, რათა მღელვარება დაეოკებინა.. და გადაეცით ან გაუგზავნეთ ერთ კეთილ ქალს, რომლის მისამართს მოგცემთ. - უთხარით, რომ მოვკვდი, მხოლოდ არ უთხრათ, როგორ.

პირობა მივეცი, რომ მის დავალებას შევასრულებდი. მე ის მეორე დღესაც ვინახულე და კარგა ხანს დავყავი მასთან. მისგან მოვისმინე ის სევდიანი ამბავი, რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ.

 

თავი მესამე

      მე დავიბადე, - დაიწყო მან, - ელიზონოდოში, ბაზტანის ხეობაში. ჩემი სახელია დონ ხოზე ლიზარაბენგოა, და თქვენ საკმარისად იცნობთ ესპანეთს, ბატონო, რომ ჩემმა სახელმა იმწამსვე გაუწყათ, რომ მე ბასკი ვარ და წმინდა წყლის ქრისტიანი. თუ ჩემს სახელს „დონს“ ვუმატებ, ამის უფლება მაქვს და, ელიზონდოში რომ ვიყო, ჩემს გენეალოგიასაც გაჩვენებდით პერგამენტზე. ჩვენებს სურდათ, რომ სასულიერო პირი გამოვსულიყავი და ამიტომ მასწავლიდნენ, მაგრამ ჩემი სწავლებიდან არაფერი გამოვიდა. მეტისმეტად მიყვარდა ჩოგნით თამაში, და სწორედ ამან დამღუპა. როდესაც ჩოგანს ვთამაშობთ, ჩვენ, ნავარელებს, ყველაფერი გვავიწყდება. ერთ დღეს ერთ ალაველ ბიჭს მოვუგე და მან ჩხუბი ამიტეხა, „მაკილას“9 ვტაცეთ ხელი, და აქაც მოგებული მე დავრჩი; მაგრამ ამის გამო ჩემი ქვეყნის დატოვება მომიხდა. გზაზე დრაგუნებს შევხვდი და მოხალისედ შევედი ალმანზას ცხენოსან ლეგიონში. ჩვენი მთის ხალხი სამხედრო საქმეს ადვილად ითვისებს. მე მალე ბრიგადირი გავხდი; მპირდებოდნენ, რომ უნტეროფიცრობას მომცემდნენ, როდესაც, ჩემდა საუბედუროდ, სევილიის თამბაქოს ფაბრიკის ყარაულში დამნიშნეს. თუ თქვენ სევილიაში ყოფილხართ, უთუოდ ნანახი გექნებათ ის დიდი შენობა, რომელიც ქალაქის გალავნის გარეთ გექნებათ ეს დიდი შენობა, რომელიც ქალაქის გალავნის გარეთ მდებარეობს, გვადალკივირის ნაპირზე. ახლაც თვალწინ მიდგას მისი ალაყაფის კარი და მის გვერდით საყარაულო შენობა. მორიგეობის დროს ესპანელებმა ან ბანქო უნდა ითამაშონ, ან იძინონ; მე კი, როგორც ნამდვილი ნავარელი, მუდამ ვცდილობდი რაიმე საქმე გამეჩინა. ამჯერად თითბრის მავთულიდან ძეწკვს ვაკეთებდი ჩემი ფალიის გასაწმენდი ნემსის დასამაგრებლად. უცებ მომესმა ამხანაგების ხმა: აგერ ზარიც რეკავს, ახლა ქალები დაბრუნდებიან სამუშაოდ. მოგეხსენებათ ბატონებო, რომ თამბაქოს ფაბრიკაში კაი ოთხასი თუ ხუთასი ქალი მუშაობს. ისინი ერთ დიდ დარბაზში სიგარებს ახვევენ; ამ დარბაზებში მამაკაცებს მხოლოდ ვენტკვატროს0 ნებართვით უშვებენ, რადგან, როდესაც ქალებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, დასცხებათ, ისინი შილიფად მუშაობენ. მუშა ქალების დაბრუნების დროს, სადილობის შემდეგ, ბევრი ახალგაზრდა ვაჟი იყრის თავს ქალების საცქერლად; ისინი მათ ათასნაირ სისულელეს და საარშიყო სიტყვებს ეუბნებიან. ამ ქალებში ცოტაა ისეთი, რომელიც უარს იტყვის ფარჩის მანტილიაზე, და ასეთ თევზაობის მოყვარულს ხელის გაწვდის მეტი არაფერი სჭირდება თევზის დასაჭერად. სანამ სხვები ქალებს უჭვრეტდნენ, მე ჩემი სკამიდან არ დავძრულვარ, ალაყაფთან დავრჩი. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, დღენიადაგ ჩემს მხარეზე ვფიქრობდი და ვერ წარმომედგინა, თუ შეიძლებოდა, რომ ლამაზ ქალს ლურჯი ქვედა ტანი არ სცემოდა და მხრებზე ნაწნავები არ ჰქონოდა დაყრილი. გარდა ამისა, ანდალუზიელი ქალები მაშინებდნენ, მათ ყოფაქცევას ვერ შევეგუებოდი: ისინი ყოველთვის დაგვცინიან და ერთ გონივრულ სიტყვას მათგან ვერ გაიგონებ. ამიტომ ჩემი ძეწკვიდან თავი არ ამიღია. ამ დროს ყური მოვკარი, როგორ წაულაპარაკეს მოქალაქეებმა ერთმანეთს: „აგერ, ხიტანილაო!“ ზევით ავიხედე და ის დავინახე. ეს მოხდა პარასკევს, ის დღე არასოდეს არ დამავიწყდება. დავინახე კარმენი, რომელსაც თქვენც იცნობთ და რომელთანაც ამ რამდენიმე თვის წინ შეგხვდით. მას წითელი, ძლიერ მოკლე ქვედატანი ეცვა, რომელიც ვერ უფარავდა თეთრ აბრეშუმის დაგლეჯილ წინდებს და ალისფერი ბასტებით შეკრულ კოპწია წითელ ფეხსაცმელებს. მანტილია გადაეხადა, რათა მხრები და პერანგზე მიმაგრებული აკაციის დიდი თაიგული გამოეჩინა. აკაციის ერთი ყვავილი კბილებით ეჭირა და კორდოვას საჯიშე ფაშატივით თეძოების რხევით მოდიოდა. ჩვენთან ასე ჩაცმული ქალის შეხვედრაზე ყველა პირჯვარს გადაიწერდა, სევილიაში კი ყველა შემხვედრი რაიმე გიჟმაჟური ქათინაურით უქებდა მიხვრა-მოხვრას. ისიც ცალი ხელით დოინჯშემოყრილი ყველას პასუხს აძლევდა, თვალს უკრავდა და ირიბად უცქეროდა ხოლმე, ნამდვილი ბოშა ქალივით უტიფარი. პირველად არ მომეწონა და ისევ ჩემი საქმე განვაგრძე, ის კი, ქალების და კატების ჩვეულება ხომ გაგიგიათ, როცა ეძახი, არ მოდიან, როცა არ ეძახი, მაშინ მოდიან, წინ დამიდგა და გამომელაპარაკა.

- ნათლიმამ, - მითხრა ანდალუზიურ კილოთი, - შენს ძეწკვს არ მომცემ, რომ ჩემი სკივრის გასაღებები ავასხა ზედ?

- ამით ჩემი ფალიის ნემსი უნდა დავამაგრო, - ვუპასუხე მე.

- შენი ნემსი! - გადაიხარხარა მან. - აჰ! ეტყობა, ეს ვაჟბატონი მაქმანს ქსოვს, რაკი ნემსები სჭირდება.

იქ მყოფებმა სიცილი დამაყარეს, ვიგრძენი, როგორ გავწითლდი, მაგრამ საპასუხო სიტყვა ვერ გამოვძებნე.

- მოდი, ჩემო საყვარელო, - განაგრძო მან, - შვიდი არშინი მაქმანი მომიქსოვე, მანტილიისთვის მინდა. მერე გამოიღო პირიდან ყვავილი, ცერის ერთი მოძრაობით მესროლა და შიგ თვალებს შუა მომახვედრა. ბატონო ჩემო, მომეჩვენა, თითქოს ყვავილი კი არა, ტყვია მომხვდა... არ ვიცოდი სირცხვილისაგან სად დავმალულიყავი, ადგილზე გავშეშდი. როდესაც ფაბრიკაში შევიდა, ჩემს ფეხთან დაცემული ყვავილი დავინახე. არ ვიცი რამ მაქნევინა, დავიხარე, ის ყვავილი ამხანაგებისაგან შეუმჩნევლად ავიღე და მოწიწებით შევინახე ქურთუკის უბეში. პირველი სისულელე! ორი თუ სამი საათის შემდეგ, ისევ ამ ამბავზე ვფიქრობდი, როდესაც საყარაულო შენობაში მღელვარებისაგან სახეშეშლილი და აქოშინებული მეკარე მოვარდა, ერთი ქალი მოკლეს და საჭიროა დარაჯების გაგზავნაო. უნტეროფიცერმა მე გამგზავნა ამბის გამოსარკვევად და ორი კაცი გამატანა. წავედით ფაბრიკაში. წარმოიდგინეთ, ბატონო, რომ დარბაზში შესვლისას თავდაპირველად ვერაფერი დავინახე სამასი პერანგისამარა ქალების მეტი, რომლებიც ერთად კიოდნენ, ღრიალებდნენ, ხელებს იქნევდნენ და ისეთ აურზაურს ქმნიდნენ, რომ ძაღლი პატრონს ვერ იცნობდა. ერთ კუთხეში გასისხლიანებული ქალი ეგდო ჩლიქებაშვერილი, სახეზე დანის ორი დარტყმით ჯვარი ჰქონდა გამოხატული. დაჭრილს ამ ბრბოდან ყველაზე უფრო გულკეთილად უწევდნენ დახმარებას, ხოლო მის პირდაპირ დავინახე კარმენი, რომელიც ხუთ თუ ექვს დედაკაცს ჰყავდა გაკავებული. დაჭრილი გაჰკიოდა - მაზიარეთ! მაზიარეთ! ვკვდებიო! - კარმენი არაფერს ამბობდა, კრიჭა ჰქონდა შეკრული და თვალებს ატრიალებდა ქამელეონივით. - რა მოხდა? - ვიკითხე მე. მუშა ქალები ყველანი ერთად აყაყანდნენ დიდი გაჭირვებით გამოვარკვიე, რაც მომხდარიყო, თურმე დაჭრილ ქალს დაეტრაბახა, საკმარისი ფული მაქვს და ტრიანას ბაზარზე ვირი უნდა ვიყიდოო. - დახეთ ამას, - უთქვამს კარმენს, რომელსაც მწარე ენა ჰქონია, - განა ცოცხის ტარი აღარ გყოფნის? - მეორეს, რომელსაც ეს გაკილვა სწყენია, რადგან, როგორც ჩანს, ამ საკითხში თავს მთლად წმინდანად ვერ გრძნობდა, უპასუხნია: მე ცოცხის ტარებისა არაფერი მესმის, რადგან არ მაქვს პატივი ბოშა ქალი ან სატანას ნათლული გახლდეთო, მაგრამ ჩემს ვირს კი ქალბატონი კარმენსიტა მალე ნახავსო, როდესაც ბატონი კორეხიდორი სასეირნოდ გაგზავნის მას და უკან ორ ლაქიას გაადევნებს ბუზების მოსაშორებლადო. - მაშ კარგი, - უთქვამს კარმენს, - მე შენ გაგიკეთებ ლოყაზე ბუზებისათვის ვარცლს, დამაცა ერთი ჭადრაკის დაფასავით მოგიხატო ეგ სახეო. ამის თქმა იყო და დანით, რომლითაც სიგარებს ბოლოებს აჭრიდა, ამ ქალს სახეზე წმინდა ანდრიას ჯვრების ხატვა დაუწყო. საქმე ნათელი იყო. მე კარმენს მკლავში წავავლე: - ჩემო დაო, - ვუთხარი თავაზიანად, - უნდა გამომყვე. მან ერთი შემომხედა და თითქოს მიცნო. მაგრამ მორჩილად მიპასუხა: - წავიდეთ. სად არის ჩემი მანტილია? - მან თავისი მანტილია თავზე მოიხვია ისე, რომ მხოლოდ ერთი დიდი თვალიღა უჩანდა და ცხვარივით თვინიერი მიჰყვა ჩემს ჯარისკაცებს. საყარაულო შენობაში რომ მივედით, უნტეროფიცერმა თქვა, დანაშაული მძიმეა და ციხეში უნდა წაიყვანოთო. ამჯერად მე მომიხდა მძიმეა და ციხეში უნდა წავიყვანოთო. ამჯერად მე მომიხდა მისი წაყვანა, ორ დრაგუნს შუა ჩავაყენე, ხოლო თვითონ უკან გავყევი, როგორც ასეთ შემთხვევაში უნდა მოიქცეს ბრიგადირი. ქალაქის გზას დავადექით. დასაწყისში ბოშა ქალი მდუმარებას არ არღვევდა. მაგრამ გველის ქუჩაბანდზე რომ გავედით - თქვენც იცნობთ იმ ქუჩაბანდს, რომელიც თავისი მიხვეულ-მოხვეულებით სავსებით იმსახურებს თავის სახელს. მან ჯერ მანტილია გადაიგდო თავის მხარზე, რათა თავისი მაცდური სახე დაენახვებინა ჩემთვის, მერე მობრუნდა ჩემკენ და მითხრა: - ბატონო ოფიცერო, სად მიგყავართ?

- ციხეში, ჩემო საბრალოვ, - ვუპასუხე რაც შეიძლება დაყვავებით, როგორც კარგი ჯარისკაცი ვალდებულია ელაპარაკოს ტუსაღს, მით უმეტეს ქალს.

- მახლას! რა მომივა იქ მე? ბატონო ოფიცერო, შემიბრალეთ, თქვენ ასეთი ახალგაზრდა ბრძანდებით, ასეთი კეთილი!... შემდეგ ცოტა უფრო ხმადაბლა განაგრძო: - საშუალება მომეცით გავიქცე, და „ბარ ლაჩის“ ნატეხს მოგცემთ, რომლის ძლითაც ყველა ქალს შეაყვარებ თავს.

„ბარ ლაჩი“, ბატონო, ანდამატის ქვაა, რომლითაც როგორც ბოშები ამტკიცებენ, ათასნაირი ჯადოსნობის ჩადენა შეიძლება, თუკი მისი მოხმარება იცით. ერთი ბეწო მისი ნაქლიბი რომ დაალევინო ქალს ერთი ჭიქა თეთრი ღვინით, ის წინააღმდეგობას ვეღარ გაგიწევთ.

მე, რაც შეიძლებოდა სერიოზულად ვუპასუხე კარმენს.

- ჩვენ აქ იმიტომ კი არა ვართ, რომ სისულელეები ვჩმახოთ. ციხეში უნდა წავიდეთ, ასეთია ბრძანება და ამას აღარაფერი ეშველება.

ჩვენ, ბასკების ქვეყნის ხალხს, ისეთი გამოთქმა გვაქვს, რომ ესპანელები ადვილად გვცნობენ. სამაგიეროდ, არც ერთი ესპანელი არ მოიპოვება, რომ თუნდაც მხოლოდ bai, jaona-ს წარმოთქმა ისწავლოს. ამიტომ კარმენს არ გაუჭირდა გამოეცნო, რომ პროვინციიდან ვიყავი. თქვენც მოგეხსენებათ, ბატონო, ბოშები არც ერთ ქვეყანას არ ეკუთვნიან, ყველგან მოგზაურობენ, ყველა ენაზე ლაპარაკობენ და მათი უმრავლესობა მშვენივრად გრძნობს თავს პორტუგალიაშიც და, საერთოდ, ყველგან. ისინი მავრებსა და ინგლისელებსაც კი კარგად ურიგდებიან. კარმენმაც ბასკური საკმაოდ კარგად იცოდა.

- Laguna, ene bihostarena, ჩემი გულის მურაზო, - მოულოდნელად მითხრა მან, - ჩვენებური ხართ?

ჩვენი ენა, ბატონო ისეთი მშვენიერია, რომ, როდესაც უცხოეთში გვესმის, სიამის ჟრუანტელი გვივლის ხოლმე... - ოჰ, ნეტავი ერთი ჩვენებური მღვდლისათვის მათქმევინა აღსარება, - უფრო ხმადაბლა დაუმატა ყაჩაღმა.

მცირე სიჩუმის შემდეგ, განაგრძო.

- მე ელიზონდოდან ვარ, - ვუპასუხე ბასკურად, ძლიერ აღელვებულმა იმით, რომ კარმენი ჩემს ენაზე ლაპარაკობდა.

- მე კი ეჩალარიდან, - თქვა მან (ეს მხარე ჩვენგან ოთხი საათის სავალზეა). - ბოშებმა წამომიყვანეს სევილიაში, ფაბრიკაში ამიტომ ვმუშაობდი, რომ ცოტა გზის ფული მომეგროვებინა და ნავარაში დავბრუნებულიყავი საბრალო დედაჩემთან, რომელსაც ერთი პატარა barratcea აქვს, სადაც ოცი ძირი ვაშლი უდგას, და ჩემს მეტი დამხმარე ქვეყანაზე არავინ გააჩნია. აჰ, ნეტავი ჩემს ქვეყანაში ვიყო და თოვლიან მთებს ვუცქეროდე! მე შეურაცხყოფა მომაყენეს იმიტომ, რომ ამ ქურდბაცაცობისა და დამპალი ფორთოხლების გამყიდველებს ქვეყნიდან არა ვარ. და ის ქუჩახვეტიები სუყველა ჩემს წინააღმდეგ გამოვიდნენ, როდესაც ვუთხარი, რომ ერთი ჩვენებური, ლურჯბერეტიანი, მაკილათი შეიარაღებული ბიჭი არ შეუშინდება ყველა თქვენს სევილიელ ყოყლოჩინებს და მათ ბებუთებს-მეთქი. ამხანაგო, მეგობარო, განა არ შეგიძლიათ როგორმე დაეხმაროთ თანამემამულეს? ის ცრუობდა, ბატონო, ის თავიდან ბოლომდე ცრუობდა, არ ვიცი, როდისმე უთქვამს თუ არა იმ ქალს ერთი მართალი სიტყვა; მაგრამ, როდესაც ლაპარაკობდა, მე მას არ ვუჯერებდი: არ შემეძლო არ დამეჯერებინა, ეს ჩემს ძალ-ღონეს აღმატებოდა. ის ამტვრევდა ბასკურს და ამიტომ ნავარიელი მეგონა, თუმცა მისი თვალი, პირი და სახის ფერი საკმარისად ამხელდნენ, რომ ბოშა იყო. სულ გადავირიე და აღარაფერს არ ვაქცევდი ყურადღებას. ვფიქრობდი, ესპანელებს რომ გაებედათ ჩემთან ქვეყნის ავად სხენება, მეც ისევე დავუსერავდი მათ სახეს, როგორც კარმენმა დაუსერა თავის ამხანაგებს-მეთქი. მოკლედ, მთვრალივით ვიყავი. მეც დავიწყე სისულელეების ლაპარაკი და მზად ვიყავი სისულელეები ჩამედინა კიდეც.

- მე რომ ხელი გკრათ და თქვენ დაეცეთ, ჩემო თანამემამულევ, - განაგრძო მან ბასკურად, - ეს ორი კასტილიელი ახალწვეული მე ვეღარ დამაკავებს...

ღმერთს გეფიცებით, ბრძანებაც გადამავიწყდა და ყველაფერიც, და ვუთხარი: - აბა, ჩემო მეგობარო, ჩემო თანამემამულევ, სცადე და ჩვენი მთის ღვთისმშობელი იყოს შენი შემწე! ამ წუთში ჩვენ ერთ-ერთი ვიწრო ქუჩაბანდისკენ შევუხვიეთ, რომლებიც ასე ბევრია სევილიაში. უცებ კარმენი მობრუნდა და მკერდში მუშტი მკრა. მეც განგებ გულაღმა გადავვარდი, ერთი ნახტომით ზედ გადამევლო და გიყვარდეს გაქცევა!.. ბასკების ფეხები სიმარდით განთქმულია, მაგრამ არც მისი ფეხები ჩამოუვარდებოდა ვისმეს ფეხებს... არც სიმარდით და არც სიკოხტავით. წამოვვარდი, მაგრამ ჩემი შუბი შესახვევში გარდიგარდმო გავხიდე და გზა გადავღობე ისე, რომ ჩემი ამხანაგები გამოკიდების ნაცვლად პირველად შეჩერდნენ, შემდეგ თვითონაც გამოვუდექი გაქცეულს, და ისინიც მომყვნენ უკან, მაგრამ სადღა დავეწეოდით ჩვენი დეზებით, ხმლებით, შუბებით, - ამის შიში აღარ მქონდა. ჩვენი ტუსაღები უფრო მალე მიიმალა, ვიდრე მე თქვენ ამას გეტყოდით. ამას გარდა, მთელი უბნის დედაკაცებიც გაქცეულს უწყობდნენ ხელს და ჩვენ დაგვცინოდნენ, სწორ გზას არ გვიჩვენებდნენ, ბევრი აქეთ-იქით ხეტიალის შემდეგ ისევ ჩვენს საყარაულო შენობაში დავბრუნდით და ციხის უფროსისაგან მიღების ბარათი ვერ მოვიტანეთ. ჩემმა ჯარისკაცებმა სასჯელის ასაცდენად განაცხადეს, რომ კარმენი ბასკურად მელაპარაკებოდა და, სიმართლე რომ ითქვას, არც ჩანდა ბუნებრივი, რომ იმისთანა პატარა ქალმა მუშტის ერთი დარტყმით ისე ადვილად დასცა ჩემისთანა ღონიერი ვაჟკაცი. ყველაფერი ეს საეჭვო, ანუ უკეთ, სავსებით ცხადი ეჩვენათ. ყარაულიდან შეცვლის შემდეგ ხარისხი ამყარეს და ერთი თვით ციხეში გამგზავნეს. ეს ჩემი პირველი სასჯელი იყო სამსახურის დაწყებიდან. მშვიდობით უნტეროფიცრის სირმებო, რომლებსაც უკვე ჩემად ვთვლიდი! ციხეში პირველმა დღეებმა ძლიერ სევდიანად გაიარა. როდესაც სამხედრო სამსახურში შევდიოდი, წარმოდგენილი მქონდა, რომ სულ მალე ოფიცერი მაინც გავხდებოდი. ლონგა, მინა, ჩემი თანამემამულენი, უკვე გენერალ-კაპიტნები იყვნენ, ჩაპალანგარა, რომელიც მინასავით „შავი“ იყო და მასავით თქვენს ქვეყანაში გადმოხვეწილი, პოლკოვნიკი იყო, მე კი ოცჯერ მაინც მითამაშნია ჩოგბურთი მის ძმასთან, რომელიც ერთი ჩემისთანა საწყალი ტლუ ბიჭია. ახლა ჩემ თავს ვეუბნებოდი: მთელი, ის დრო, რაც უსასჯელოდ გიმსახურნია, დაკარგულია. შენ ახლა ცუდი თვალით გიყურებენ. იმისათვის, რომ უფროსების ნდობა კიდევ დავიმსახურო, ათჯერ მაინც მეტი უნდა იმუშაო, ვიდრე მაშინ მუშაობდი, როდესაც მოხალისედ შემოხვედი!! ნეტა რისთვის დავასჯევინე თავი? ერთი ვიგინდარა ბოშა ქალისათვის, რომელმაც გამამასხარავა და რომელიც ამ წუთს, ალბათ, ქალაქის რომელიმე უბანში საქურდლად დაძრწის, მიუხედავად ამისა, მასზე ფიქრს ვერ ვიშლიდი... დამიჯერებთ, ბატონო? გამუდმებით თვალწინ მედგა მისი დაგლეჯილი აბრეშუმის წინდები, რომლებიც მთლიანად გამოუჩნდა, როცა გარბოდა. მე ციხის შერკინული ფანჯრიდან ქუჩაში ვიცქირებოდი და გამვლელ-გამომვლელ ქალებში ერთსაც ვერ ვხედავდი ისეთს, რომ იმ ალქაჯთან შედარების ღირსი ყოფილიყო. ჩემდა უნებურად, ვყნოსავდი ყვავილს, რომელიც მან მესროლა. ის, თუმცა გახმა, მაინც ინარჩუნებდა თავის სურნელებას... თუკი მართლა არიან სადმე ჯადოქრები, ის გოგოც ერთი იმათგანი იყო!

ერთ დღეს შემოდის ჩემთან სატუსაღოს დარაჯი და მაწვდის ალკალურ პურს.

- აჰა, დაიჭით, ეს თქვენმა ბიძაშვილმა გამოგიგზავნათ.

- ძლიერ გაოცებულმა გამოვართვი პური, რადგან სევილიაში ბიძაშვილები არ მყავდა, შეცდომა ხომ არ არის-მეთქი, ვფიქრობდი და პურს დავცქეროდი, მაგრამ პური ისეთი გემრიელი ჩანდა, ისეთი კარგი სუნი ჰქონდა, რომ თავი დავანებე იმაზე ფიქრს, ვისთვის იყო ის გამოგზავნილი და ვისგან, გადავწყვიტე შემეჭამა. გაჭრა რომ დავუპირე, დანას რაღაც მაგარი დახვდა. დავხედე და პატარა ინგლისური ქლიბი დავინახე, რომელიც ცომში ჩაედოთ პურის გამოცხობამდე. ქლიბის გარდა, პურში ორპიასტრიანი ოქროს ფულიც იდო. ეჭვი აღარ იყო, კარმენი მიგზავნიდა ამ საჩუქარს. მისი ტომის ხალხისათვის თავისუფლება ყველაფერია, ისინი მზად არიან თუნდ მთელი ქალაქი გადაბუგონ, ოღონდ ნურც ერთი დღით, ნუ ჩასვამთ ციხეში. კარმენი დიდი გაქნილი ვინმე იყო, იმ პატარა ქლიბით ერთ საათში უმსხვილეს რკინასაც გადავქლიბავდი, ორ პიატრად კი პირველივე მეძველმანესთან გადავცვლიდი ჩემს სამხედრო ფორმას მოქალაქის ტანსაცმელზე. თქვენ ადვილად მიხვდებით, რომ ვისაც მთებში ხშირად ამოუსხამს ბუდიდან არწივის ბარტყები, სულ არ გაუჭირდებოდა ქუჩაში ჩასვლა ფანჯრიდან, რომელიც ოცდაათი ფუტის სიმაღლეც არ იყო; მაგრამ მე არ მინდოდა გაქცევა. ჯერ კიდევ მქონდა ჯარისკაცობის ღირსების შეგნება და დეზერტირობა დიდ დანაშაულად მიმაჩნდა. მაგრამ მაინც მიამა, რომ კარმენს ვახსოვდი თურმე. როდესაც ადამიანი ციხეში ზის, მას ყოველთვის ახარებს ის აზრი, რომ გარეთ ვიღაც მეგობარი დაინტერესებულია მისი ბედით. ის ოქროს ფული ცოტა მეხამუშა, ძალიან მინდოდა დამებრუნებინა, მაგრამ სად ვიპოვიდი ჩემს მევალეს? ეს ადვილი საქმე არ იყო. ხარისხის აყრის ცერემონიის შემდეგ მეგონა, რომ სხვა ცუდი აღარაფერი მომელოდა, მაგრამ თურმე კიდევ ერთი დამცირება მქონდა გადასატანი. ეს მოხდა ჩემი ციხიდან გამოსვლისთანავე, როდესაც მორიგედ გამაწესეს და უბრალო ჯარისკაცივით დამაყენეს ყარაულში. თქვენ ვერც კი წარმოგიდგენიათ, რას განიცდის ასეთ შემთხვევაში თავმოყვარე ადამიანი. მგონი ამას დახვრეტა მერჩივნა: სხვა არა იყოს რა, მარტო მაინც მიუძღვები წინ შენს ოცეულს; გრძნობა, რომ რაღაცას წარმოადგენ, რომ ქვეყანა შენ გიცქერს. პოლკოვნიკის კარებთან დამაყენეს ყარაულად. პოლკოვნიკი ახალგაზრდა და მდიდარი იყო. უყვარდა ხელგაშლილი ცხოვრება და გართობა. მთელი ახალგაზრდა ოფიცრობას და ბევრ მოქალაქეს მოეყარა მასთან თავი; ქალებიც იყვნენ, როგორც ამბობდნენ, მსახიობები. მე ისე მეჩვენებოდა, თითქოს მთელი ქალაქი შეყრილიყო მის კარებზე ჩემს სანახავად. გავიხედე და მოდის პოლკოვნიკის ეტლი: კოფოზე მისი ლაქია ზის. ერთიც ვნახოთ, ვინ ჩამოდის ეტლიდან?.. ხიტანილა, ამჯერად ის ძალიან იყო გამოპრანჭული, სულ ოქროებითა და ბაფთებით მორთულ-მოკაზმული. ტანთ ეცვა კილიტებიანი კაბა, ფეხზე კილიტებიანი ლურჯი ფეხსაცმელები, სულ ოქრომკერდსა და ყვავილებში ჩაფლული. ხელში დაირა ეჭირა. მასთან კიდევ ორი სხვა ბოშა ქალი იყო, ერთი ახალგაზრდა და ერთიც მოხუცი. როცა ბოშა ქალები სადმე მიდიან, მუდამ ვინმე მოხუცი დედაკაციც უნდა გაჰყვეთ ხოლმე; კიდევ ერთი მოხუცი ბოშაც იყო გიტარით, რათა ქალები ემღერებინა და ეცეკვებინა. მოგეხსენებათ, რომ საზოგადოებაში ხშირად უყვართ ხოლმე ბოშა ქალების მოყვანა, რათა „რომალისი“ აცეკვონ, ეს მათი ცეკვაა, და კიდევ სხვა მიზნითაც.

კარმენმა მიცნო, ჩვენ ერთმანეთს შევხედეთ. იმ წუთს მერჩივნა მიწა გამსკდომოდა და დავმარხულიყავი.

- Agur Lagruna, - მითხრა მან, - ჩემო ოფიცერო, შენ ახალწვეულივით დამდგარხარ ყარაულში! და სანამ პასუხს ვეტყოდი, ის უკვე სახლში შევიდა. მთელი საზოგადოება პატიოში იყო და, თუმცა ხალხი ბლომად ირეოდა, მე მაინც გისოსიდან თითქმის ყველაფერს ვხედავდი, რაც იქ ხდებოდა, მესმოდა კანსტანეტების და დაირის ხმა, სიცილი და ვაშას ძახილი; ზოგჯერ კარმენის თავსაც ვხედავდი, როცა ის დაირით ხელში შეხტებოდა ხოლმე. მესმოდა ოფიცრების ლაპარაკიც, ისინი ისეთ რამეებს ეუბნებოდნენ მას, რისი გაგონებაც მე მაწითლებდა. არ ვიცი, კარმენი როგორ პასუხს აძლევდა. მგონი, სწორედ იმ დღის შემდეგ შემიყვარდა სამუდამოდ, რადგან თავში სამჯერ თუ ოთხჯერ გამიელვა აზრმა, შევჭრილიყავი პატიოში და ხმლით დავრეოდი ყველა იქ მყოფ ქარაფშუტებს, რომელნიც მას საარშიყო სიტყვებს ეუბნებოდნენ. ჩემი სატანჯველი მთელ საათს გაგრძელდა; შემდეგ ბოშები გამოვიდნენ და ეტლმა უკან გააბრუნა. გვერდით რომ გამიარეს, კარმენმა კიდევ ერთხელ შემომხედა თავისი თვალებით, თქვენც ხომ იცით როგორი თვალები ჰქონდა, და ძალიან ხმამაღლა მითხრა: - ჩვენებურო, ვისაც კარგი შემწვარი თევზი უყვარს, ტრიანაში მიდის ხოლმე მის საჭმელად, ლილას პასტიასთან. შველივით მსუბუქად შეახტა ეტლს, მეეტლემ ჯორებს მათრახი გადაჰკრა, და მთელი ის მხიარული ბრბო სადღაც გაემგზავრა. თქვენც ადვილად მიხვდებით, რომ ყარაულიდან გავთავისუფლდი თუ არა, ტირანასკენ გავეშურე, მაგრამ ჯერ წვერი გავიპარსე და ტანისამოსი გავწმინდე, როგორც აღლუმის დღეს. ის ლილას პასტიასთან დამხვდა; ლილას პასტია ერთი მოხუცი მედუქნე ბოშა იყო, მავრივით შავი, რომელთანაც ბევრი ხალხი მოდიოდა ხოლმე შემწვარი თევზის საჭმელად, განსაკუთრებით, მგონი მას შემდეგ, რაც კარმენმა დაისადგურა იქ.

- ლილას, - თქვა კარმენმა, დამინახა თუ არა, - დღეს მე აღარაფერს ვაკეთებ. ხვალაც ამ თვისაა! წამო, ჩვენებური, გავისეირნოთ.

მან თავისი მანტილია მოიხვია და ქუჩაში გამოვედით; არ ვიცოდი საით მივდიოდით.

- ქალბატონო, - ვუთხარი, - მადლობა უნდა გადაგიხადოთ საჩუქრისათვის, რომელიც ციხეში გამომიგზავნეთ. პური გეახელით, ქლიბი შუბის წვერის გასამახვილებლად გამომადგება, მე მას თქვენს სახსოვრად შევინახავ; ფული კი აი, ინებეთ.

- უყურეთ ამას! ფული შეუნახავს, - წამოიძახა მან და სიცილი წასკდა. - მით უკეთესი, მე ახლა ქესატად ვარ; თუმცა რა? მოხეტიალე ძაღლი ძვალს ყოველთვის იპოვის. წამოდი და ეგ ფული სულ შევჭამოთ. შენ მპატიჟებ. ჩვენ სევილიის გზას დავადექით. გველის ქუჩის დასაწყისში კარმენმა თორმეტი ფორთოხალი იყიდა და ჩემს ხელსახოცში გამახვევინა. ცოტა მოშორებით კიდევ ერთი პური, ძეხვი და ერთი ბოთლი მანზანილა; ბოლოს ერთ საშაქარლამოში შემიყვანა. დახლზე დააგდო ჩემი დაბრუნებული ოქრო, კიდევ ერთი ოქრო, რომელიც ჰქონდა ჯიბეში და ცოტა თეთრი ფული, შემდეგ მეც მომთხოვა, რაც გვაქვს, სულ მომეციო. მე ცოტა ხურდა ფულის მეტი არაფერი გამაჩნდა და ამიტომ ძლიერ დარცხვენილმა გავუწოდე. მეგონა, ის მთელი დუქნის ყიდვას აპირებს-მეთქი, იმდენი „იემასი“, „ტურონი“, დაშაქრული ხილი და სხვა ტკბილეული მოითხოვა, სულ საუკეთესო და უძვირფასესი, რასაც ფული გასწვდებოდა. ყველაფერი ამის ზიდვა ქაღალდის პარკებით მე მომიხდა. თქვენ, ალბათ იცნობთ კანდილეხოს ქუჩას, სადაც მეფე დონ პედრო სამართლიანის თავი დგას. ჩვენ ამ ქუჩაზე ერთი ძველი სახლის წინ შევჩერდით, კარმენი შევიდა შესასვლელში და პირველი სართულის კარზე დააკაკუნა. კარი ბოშა ქალმა გაუღო, რომელიც ნამდვილ სატანას მსახურს ჰგავდა. კარმენმა მას რამდენიმე სიტყვა უთხრა ბოშურად. დედაბერმა ჯერ ბუზღუნი დაიწყო, მაგრამ დასამშვიდებლად კარმენმა ორი ფორთოხალი და ერთ მუჭა ტკბილეული გაუწოდა და ცოტა ღვინის გემოც გაასინჯა. შემდეგ ზურგზე თავისი მოსასხამი წამოასხა, კართან მიიყვანა, გაისტუმრა და კარი შიგნიდან ხის ურდულთა დაკეტა. მარტო რომ დავრჩით, მან გიჟივით დაიწყო ცეკვა და სიცილი, თან მღეროდა: - შენ ჩემი rom ხარ, მე კი შენ romi. მე ოთახის შუაგულში ვიდექი, ჩვენი ამანათებით დატვირთული, და არ ვიცოდი სად რა დამეწყო. მან ყველაფერი ძირს დამაყრევინა, კისერზე ჩამომეკიდა და მითხრა: - მე ჩემი ვალი უნდა მოვიხადო, ჩემი ვალი უნდა მოვიხადო! ეს cales კანონია!

- აჰ! ბატონო, რა დღე იყო! რა დღე იყო!.. ის დღე რომ მაგონდება, ხვალინდელ დღეს მავიწყებს.

ყაჩაღი ერთხანს დადუმდა; შემდეგ მოუკიდა ჩამქრალ სიგარას და განაგრძო. ჩვენ მთელი დღე ერთად გავატარეთ ჭამა-სმაში და ალერსში. როცა ტკბილეულობით ექვსი წლის ბავშვივით გული იჯერა, მუჭით დაიწყო მისი ჩაყრა დედაბრის წყლის კოკაში. შარბათი უნდა გავუკეთოო, - ამბობდა. „იემასს“ კედელს ესროდა და ზედ ატყაპნიდა. ეს იმისთათვის, რომ ბუზებმა ჩვენ თავი დაგვანებონ. .. არ იყო ისეთი ოინი ან სისულელე, რომ მას არ ჩაედინა. მე ვუთხარი, მინდა გნახო როგორ ცეკვავ-მეთქი, მაგრამ სად გვეშოვნა კასტანეტები? მან მაშინვე ხელი სტაცა დედაბრის ერთადერთ თეფშს, დაამსხვრია და ფაიფურის ნატეხების ტკაცუნით „რომალისის“ ცეკვა დაიწყო ისე, თითქოს ხელში შავი ხის ან სპილოს ძვლის კასტანეტები სჭეროდეს. ღმერთმანი, იმ გოგონასთან ადამიანს არ მოსწყინდებოდა. დაღამდა და საღამოს დოლის ხმაც მომესმა, რაც მაუწყებდა, რომ დრო იყო ყაზარმაში დავბრუნებულიყავი.

- ახლა კი ყაზარმაში უნდა გამოვცხადდე გამოძახებაზე, - ვუთხარი მას.

- ყაზარმაში? - მკითხა მან ზიზღით. - შენ რა, ზანგი ხომ არა ხარ, ნებას რომ აძლევ მორჩილებაში გიყოლიონ? ნამდვილი იადონი ყოფილხარ ტანისამოსითაც და ხასიათითაც. წადი, ჩიტის გული გქონია. მე დავრჩი, წინასწარ შერიგებული იმ აზრთან, რომ ჰაუპტვახტში მომიხდებოდა ჯდომა. მეორე დილას პირველად მან დამიწყო ლაპარაკი განშორებაზე.

- ყური მიგდე, ხოზეიტო, - თქვა მან; - ხომ გადაგიხადე ვალი? ჩვენი კანონით მე შენი აღარაფერი მმართებს, რადგან შენ პაილო ხარ; მაგრამ კარგი ბიჭი ხარ და მომეწონე. ახლა ქვითა ვართ, მშვიდობით.

მე ვკითხე, მეორედ როდის გნახავ-მეთქი.

- როცა აგეთი ტუტუცი აღარ იქნები, - სიცილით მიპასუხა მან. შემდეგ უფრო სერიოზული კილოთი განაგრძო: - იცი, ჩემო ბიჭუნავ, მგონია, ცოტა შემიყვარდი, მაგრამ ეს დიდხან ვერ გასტანს. ძაღლი და მგელი დიდხანს ვერ შეეგუებიან ერთმანეთს. ვინ იცის, შენ რომ ბოშების კანონი მიგეღო, იქნებ მომესურვებინა შენი romi გავმხდარიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი სისულელეა: ეგ შეუძლებელია. ეჰ! ჩემო ბიჭო, დამიჯერე, შენ კიდევ იაფად გადარჩი. შენ ეშმაკს წააწყდი, დიახ, ეშმაკს; ის ყოველთვის შავი არ არის და კისერი არ მოგიგრიხა. მე მატყლითა ვარ შემოსილი, მაგრამ ცხვარი არ გახლავარ. წადი და შენს „მახარეი“ სანთელი დაუნთე, მან გადაგარჩინა. კიდევ ერთხელ მშვიდობით. ნუღარ იფიქრებ კარმენსიტაზე , თორემ ის ხის ფეხებიან ქვრივზე დაგაქორწინებს. ამ ლაპარაკით მან ურდული გამოაძრო კარს, გამოვედით თუ არა, თავის მანტილიაში გაეხვია და ზურგი მომიბრუნა. ის სრულ სიმართლეს მეუბნებოდა. ძალიან გონივრულად მოვიქცეოდი, მასზე რომ აღარ მეფიქრა; მაგრამ კანდილეხოს ქუჩაზე გატარებული დღის შემდეგ მე სხვა აღარაფერზე შემეძლო ფიქრო. მთელ დღეს დავსეირნობდი იმ იმედით, რომ სადმე შემხვდებოდა კარმენი. მისი ამბავი დედაბერს და შემწვარი თევზის ვაჭარსაც კი ვკითხე. ერთმაც და მეორემაც მიპასუხეს, ლალოროში გაემგზავრაო, ასე უწოდებდნენ ისინი პორტუგალიას, შესაძლებელია კარმენმა დაარიგა ასე ეთქვათ ჩემთვის, რადგან ამის შემდეგ დიდი ხანი არ გასულა და გამოვარკვიე, რომ ისისნი ცრუობდნენ. კანდილეხოს ქუჩაზე გატარებული დღიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ქალაქის ერთ-ერთ ალაყაფთან დამაყენეს ყარაულად. ამ ალაყაფის ახლოს ქალაქის გალავანი ერთგან გამონგრეული იყო, დღისით იქ მუშაობდნენ ღამღამობით კი ყარაულებს აყენებდნენ ხოლმე, რათა კონტრაბანდისტები არ შემოპარულიყვნენ. დღისით დავინახე ლილას პასტია, რომელმაც რამდენჯერმე ჩაუარა საყარაულო შენობას და ზოგიერთ ჩემს ამხანაგს გამოელაპარაკა; ყველა კარგად იცნობდა მას, ხოლო მის თევზებსა და იალღოებს ხომ კიდევ უკეთესად. მერე მე მომიახლოვდა და მკითხა, კარმენის ამბავი ხომ არაფერი გაგიგიაო.

- არა-მეთქი, - ვუპასუხე.

- აბა მაშ მალე გაიგებ, ნათლიმამ.

ის არ ცდებოდა. ღამით შენგრეულ ადგილას დამაყენეს. მომშორდა თუ არა ბრიგადირი, ვიღაც ქალი წამოვიდა ჩემკენ. გულმა მითხრა, რომ ეს კარმენი უნდა ყოფილიყო , მაინც დავუძახე: - მოშორდი, აქ გავლა არ შეიძლება!

- კარგი ერთი, ნუ იმუქრები, - მითხრა მან და გამომეცნაურა.

- როგორ, ეს თქვენ ხართ, კარმენ!

- დიახ, ჩვენებურო, მოკლედ მოვჭრათ. გინდა ერთი დურო მიიღო? აქ ხალხი მოვა ტვირთით, გაუშვი, გაიარონ.

- არა, - ვუპასუხე. - მე მათ ვერ გავუშვებ, ასეთია ბრძანება.

- ბრძანება! ბრძანება! კანდილეხოს ქუჩაზე ბრძანება არ გაგონდება?!

- აჰ! - ვუპასუხე მე, მარტო ამ მოგონებით მთლად აღელვებულმა, - მაშინ რომელი ბრძანება არ დაავიწყდებოდა კაცს, კონტრაბანდისტების ფული კი არ მსურს.

- კარგი მაშ, თუ ფულზე უარს ამბობ, გინდა კიდევ წავიდეთ სადილზე მოხუც დოროთეასთან?

- არა! - ვუთხარი, მაგრამ სიტყვა ყელში გამეჩხირა და ისეთი ძალდატანება მომიხდა ჩემს თავზე, რომ კინაღამ დავიხრჩე, - არ შემიძლია.

- ძალიან კარგი. შენ თუ ასეთი მიუდგომელი ხარ, მაშინ ვიცი, ვისაც მივმართო. მე შენს ოფიცერს შევთავაზებ დოროთეასთან წასვლას. ის გულკეთილი ჩანს და ყარაულად ისეთ კაცს დააყენებს, რომელიც მხოლოდ იმას დაინახავს, რისი დანახვაც საჭირო იქნება. მშვიდობით, იადონო. რამდენს ვიცინებ იმ დღეს, როცა შენი ჩამოხრჩობის ბრძანებას გამოსცემენ. მე სისუსტე გამოვიჩინე და უკან მოვიხმე; დავპირდი, თუ საჭირო იქნება მთელი ქვეყნის ბოშებს გავატარებ, ოღონდ ერთადერთი ჩემთვის საწადელი გასამრჯელო მივიღო-მეთქი. მან იმწამსვე დაიფიცა: ხვალვე შევასრულებ ჩემს სიტყვასო და ამხანაგებთან გაიქცა შესატყობინებლად, ისინი იქვე იცდიდნენ ორ ნაბიჯზე. ხუთი კაცი იყო, მათში ლილეს პასტიაც ერია; ყველანი ძლიერ დატვირთულნი იყვნენ ინგლისური საქონლით. კარმენი მიდამოს ზვერავდა. მას კასტანეტებით უნდა გაეფრთხილებინა ამხანაგები, თუ პატრულს შენიშნავდა, მაგრამ ეს აღარ დასჭირდა, კონტრაბანდისტებმა თავისი საქმე თვალის დახამხამებაში მოათავეს. მეორე დღეს კანდილეხოს ქუჩაზე წავედი. კარმენმა ბევრი მაცდევინა და საკმაოდ ამრეზილი მოვიდა.

- მე არ მიყვარს ისეთი ხალხი, ვისაც ხვეწნა სჭირდება, - თქვა მან, - პირველად შენ გაცილებით უფრო დიდი სამსახური გამიწიე, თუმცა არავითარ ხეირს არ მოელოდი იქიდან. გუშინ კი ვაჭრობა დამიწყე, არ ვიცი, რად მოვედი, მე შენ აღარ მიყვარხარ. აჰა, აი ერთი დურო შენ გარჯისათვის და წადი. ცოტაღა დამაკლდა, ფული თავში არ მესროლა, თავი ძლივს შევიკავე, რომ არ მეცემა... ერთი საათის ცხარე დავის შემდეგ გააფთრებული გამოვვარდი იქიდან. ერთხანს ქალაქში დავდიოდი გადარეულივით; ბოლოს ერთ ეკლესიაში შევედი, ყველაზე უფრო ბნელ კუთხეში მივიმალე და ცხარე ცრემლებით ავტირდი. უეცრად ხმა მომესმა: - ნიანგის ცრემლები! მე მისგან სიყვარულის სამსალას დავამზადებ.

ავიხედე და ჩემს წინ კარმენი დავინახე.

- ჩვენებურო, კიდევ ჯავრობ ჩემზე? - მითხრა მან. - რა გაეწყობა, რაც უნდა მომივიდეს, უნდა შეგიყვარო, რადგან შენ რომ გამექეცი, მას შემდეგ არ ვიცი რა მემართება. აბა მიყურე, ახლა მე გეხვეწები, რომ კანდილეხოს ქუჩაზე წამომყვე. ასე შევრიგდით. კარმენის განწყობილება ჩვენებურ ამინდს ჰგავდა. ჩვენს მთებში ქარიშხალი მაშინ არის მოსალოდნელი, როდესაც მზე ყველაზე ახლოს ბრწყინავს. ერთხელ დამპირდა, დოროთეასთან შეგხვდებიო, მაგრამ არ მოვიდა. დოროთეამ კი უტიფრად გამომხედა, ლალოროში წავიდა, ბოშების საქმეებზეო. ვინაიდან უკვე საკუთარი გამოცდილებით ვიცოდი, რამდენად სანდო იყო მათი სიტყვები, ამიტომ კარმენს ძებნა დავუწყე ყველგან, სადაც კი, ჩემი აზრით, შეიძლებოდა ყოფილიყო. დღეში ორჯერ მაინც შევივლიდი ხოლმე კანდილეხოს ქუჩაზე. ერთ საღამოს დოროთეასთან ვიყავი, რომელსაც დროგამოშვებით თითო-ოროლა ჭიქა ანისულის არაყით ვუმასპინძლდებოდი ხოლმე და ამით თითქმის მოვიშინაურე; ანაზდად შემოვიდა კარმენი, თან ახალგაზრდა კაცი შემოჰყვა, ჩვენი ლეგიონის ლეიტენანტი.

 

 *გაგრძელება*

იხილეთ:

პროსპერ მერიმეს ლიტერატურა
პროსპერ მერიმეს ლიტერატურა, პროსპერ მერიმე, prosper merime, qwelly, literature, ქველი, ლიტერატურა

ნახვა: 11054

გამოხმაურებები!

საიტერესო და ცოტა ჯადოქრული...

kakha შენ ეგ თქვი,:)თან რარიგად არის დახელოვნებული თავისი საქმიანობის სფეროში.:D:)

Kakha,სამწუხაროდ სრული სახით არ მაქვს წაკითხული,:(მხოლოდ ის ნაწილი შენ რაც დადე.:)ბოშათა ცხოვრების წესმა დამაინტერესა.:)მაგ უბედური ტრაგედიის დამტრიალებელი კარმენია?

kakha,ამისი წაკითხვა ბოლომდე ნამდვილად ღირდა,ძალიან კარგი იყო.:))რამაც დაინტერესებდა ბოლო თავში კარგად იყო გადმოცემული.:)

ბოლომდე არ დევს?

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Batteries: Trustworthy Power

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: დეკემბერი 4, 2024.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი







In today's Electrical power-driven earth, having a dependable, successful, and long-lasting electric power resource is essential for several purposes. 36V LiFePO4 batteries, constructed with reducing-edge Lithium Iron Phosphate technology, are swiftly starting to be a top choice for gadgets and programs necessitating a secure and strong energy provide. From electrical autos and golfing carts to solar units and industrial equipment, these batteries deliver exceptional…

გაგრძელება

Alternative Methods to Get Currency

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: დეკემბერი 4, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

Unveiling Path of Exile: Affliction - A Journey into the Viridian Wildwood

Path of Exile, the beloved ARPG by Grinding Gear Games, continues its tradition of expansion and innovation with the highly anticipated release of Path of Exile: Affliction. Scheduled to launch on December 8, 2023, this expansion promises to deepen the game's immersive experience and provide players with exciting new challenges and opportunities. As we eagerly await the arrival of Affliction, let's delve into…

გაგრძელება

Brooklyn Your Guidebook

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: დეკემბერი 2, 2024.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი







Mishaps can happen to any person, and navigating the Restoration method afterward is usually mind-boggling. When you are linked to an automobile accident in Brooklyn, you may come upon the term "no-fault health practitioner." But Exactly what does it necessarily mean, and why can it be vital in your Restoration and authorized approach? Allow’s dive in.



Exactly what is a No-Fault Doctor?

A no-fault health care provider concentrates on treating people who are…

გაგრძელება

7 Tips To search out the proper Foodstuff Truck To your Summer time Occasion

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ნოემბერი 30, 2024.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი





Summer months has finally arrived, meaning it’s time to get outside! It also may well necessarily mean that you're internet hosting an celebration and looking out to rent a foodstuff truck. No matter whether you are arranging a company outing, a birthday get together, a relatives reunion, or maybe a community block celebration, choosing the ideal foods vans will make all the main difference. In this particular site put up, we'll examine techniques for pairing The perfect foods…

გაგრძელება

Qwelly World

free counters