ტადეო ისიდორო კრუზის ბიოგრაფია

ხორხე ლუის ბორხესი მოთხრობები

   (1829-1874) ვეძებ იმ სახეს, მაშინ რომ მქონდა, სანამ ქვეყანა შეიქმნებოდა.
   იეიტსი, „კლაკნილი კიბე“ 1829 წლის 6 თებერვალს, მონტონეროები, რომელთაც იმხანად ლავალი დასდევდა, მიემართებოდნენ ჩრდილოეთისკენ, რათა ლოპესის დივიზიებს შეერთებოდნენ. შეჩერდნენ რანჩოში, რომლის სახელი არ იცოდნენ, პერგამინოდან სამი თუ ოთხი ლიეს მანძილზე. თენების წინ, ამ დიდი ფერმის ჩაწყვდიადებულ ოთახში ერთ-ერთ მათგანს ისევ ესიზმრა მოუშორებელი კოშმარი და თავგზააბნეული ყვირილით გამოაღვიძა გვერდით მძინარე ქალი. არავინ იცის რა ესიზმრა, რადგან მეორე დღის ოთხ საათზე მონტონეროები სუარესის კავალერიამ გააქცია და ეს დევნა ცხრა ლიეს მანძილზე გაგრძელდა ამჟამად ჩაბნელებულ ნამკალ მინდვრებამდე და პერუ-ბრაზილიის ომების დროს ხმლით თავგაჩეხილ და თხრილში ჩავარდნილ კაცამდე. ქალს ისიდორო კრუზი ერქვა, ხოლო ვაჟს, რომელიც მას შეეძინა - თადეო ისიდორო.
   ჩემს მიზანს არ წარმოადგენს მისი ცხოვრების ამბის გამეორება. იმ დღეებიდან და ღამეებიდან, რომლებმაც ეს ცხოვრება აკინძა, მე ერთადერთი ღამე მაინტერესებს. ყველა დანარჩენზე არაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რაც აუცილებელია იმ ერთი ღამის გასაგებად. ეს თავგადასავალი ჩაწერილია ერთ ფრიად სახელგანთქმულ წიგნში, ანუ წიგნში, რომლის საგანი შეიძლება იყოს ყველაფერი ყველასთვის (კორინთ. I, 9,22), რადგან, ვირტუალურად, ამოუწურავი განმეორების, ვარაუდისა თუ დამახინჯების შესაძლებლობას შეიცავს. ისინი, ვისაც კომენტარი გაუკეთებია თადეო ისიდორო კრუზის ისტორიაზე, - ასეთი კი ბევრია, - ხაზს უსვამენ ვრცელი ტრამალების გავლენას მისი პიროვნების ფორმირებაში, თუმცაღა, მისი მსგავსი გაუჩოები დაიბადნენ და გარდაიცვალნენ პარანას ტყიან ნაპირებზე და აღმოსავლეთის მთიანეთში. იგი ცხოვრობდა ერთფეროვანი ბარბაროსობის სამყაროში. ისე იმსხვერპლა ათაშანგმა 1874 წელს, რომ ჯერაც არ ჰქონდა ნანახი მთა, გაზის ჭავლი ან წისქვილი. ან, თუნდაც, ქალაქი. 1849 წელს კრუზი ჯოგის ჩამოყვანაში დაეხმარა ფრანჩესკო ქსავიერ ასევედოს რანჩოდან ბუენოს-აირესამდე. მენახირეები ქალაქში იყვნენ და თავიანთ ფულებს ანიავებდნენ. რაც შეეხება უნდობელ კრუზს, მას ერთხელაც არ დაუტოვებია პირუტყვის შესარეკი ბაკების სიახლოვეს მდგარი სასტუმრო. ბევრი დღე გაატარა იქ: მიწაზე ეძინა, მატეს წრუპავდა, გათენებისას იღვიძებდა და ლოცვების დროს წვებოდა. მიხვდა (უსიტყვოდ და, ალბათ, გაუცნობიერებლადაც), რომ ქალაქში არაფერი ესაქმებოდა. ერთმა მთვრალმა მუშამ მასხრადაც კი აიგდო. კრუზმა არაფერი უთხრა, მაგრამ უკანა გზაზე, კოცონთან ჯდომისას, როცა იმ კაცმა ისევ დასცინა, კრუზმა (რომელიც არასოდეს ამჟღავნებდა ბრაზს ან თუნდაც იოტისოდენა აღშფოთებას) ის დანის ერთი დარტყმით მოკლა. მერე გაიქცა და თავი ჭაობებს შეაფარა. რამდენიმე ღამის შემდეგ სირენამ ამცნო, რომ პოლიციას ალყაში ჰყავდა მომწყვდეული. თავისი დანა ფოთოლზე გასინჯა და დეზები მოიძრო, რათა ვერ მოეძებნათ, როცა ამის დრო მოვიდოდა. უბრძოლველად კი არ დანებდებოდა. დაიჭრა მხარში და მარცხენა ხელში, თავის მხრივ კი მძიმე ჭრილობა მიაყენა მის დასაჭერად მოსულ კაცთაგან უმამაცესს. როდესაც სისხლი თითებში ჩაეღვარა, ისეთი გამბედაობა მიეცა, როგორიც მანამდე არასოდეს უგრძნია. თენებისას, სისხლის დაკარგვისგან დასუსტებული კრუზი განაიარაღეს. იმ პერიოდში ჯარი ციხის როლსაც ასრულებდა. კრუზი გაგზავნეს პატარა ფორტში ჩრდილოეთ საზღვარზე. უბრალო ჯარისკაცად იბრძოდა სამოქალაქო ომებში ხან მშობლიური პროვინციისთვის, ხან - მის საწინააღმდეგოდ. 1856 წლის 23 ოქტომბერს, კალდოსოს ჭაობებთან, ის იყო ერთ-ერთი იმ ოცდაათი ქრისტიანისგან, რომლებმაც სერჟანტ ეუსებიო ლაპრიდას ხელმძღვანელობით ორასი ინდიელი დაამარცხეს. იმ ბრძოლაში კრუზი შუბით დაჭრეს.
ბევრი შეუვსებელი ადგილია დარჩენილი მის ბნელ და ვაჟკაცურ ისტორიაში. დაახლოებით 1868 წელს კრუზს ისევ ვხვდებით პერგამინოში: დაქორწინებულს თუ მოშინაურებულს, ვაჟიშვილის მამას, მიწის ნაკვეთის მფლობელს. 1869 წელს სოფლის პოლიციის სერჟანტი ხდება. წარსული მოწესრიგებული ჰქონდა და, მისი ცხოვრების ამ მომენტისთვის, თავი ბედნიერ კაცად უნდა მიეჩნია. თუმცა, გულის სიღრმეში, ბედნიერი არ იყო (მომავალში იდუმალად ელოდა ერთი ნათელი, ფუნდამენტური ღამე, როდესაც, ბოლოს და ბოლოს, თავის ნამდვილ სახეს დაინახავდა, ღამე, როდესაც თავის ნამდვილ სახელს შეიტყობდა. სრულად გაგებული ის ღამე კრუზის ისტორიას მოიცავს, უფრო სწორად - იმ ღამეში მომხდარი ერთი შემთხვევა, ერთი მოქმედება, რაკი ჩვენი მოქმედებები ჩვენივე განსახიერებაა). ნებისმიერი ცხოვრება, რაოდენ გრძელი ან რთულიც უნდა იყოს, არსებითად შედგება ერთადერთი მომენტისგან, როდესაც ადამიანი ხვდება, ვინ არის სინამდვილეში. ამბობენ, ალექსანდრე მაკედონელმა თავისი რკინის მომავალი აქილევსის ზღაპრულ ისტორიაში განჭვრიტაო, ხოლო შვედეთის მეფე ჩარლზ XII - თვით ალექსანდრეს ისტორიაში. ეს ცოდნა თადეო ისიდორო კრუზს წიგნიდან არ შეუტყვია, რადგანაც კითხვა არ იცოდა, არამედ დაინახა კავალერიის ხელჩართულ ბრძოლასა და ადამიანში. აი, როგორ მოხდა ეს.
   1870 წლის ივნისის ბოლო დღეებში მოვიდა ბრძანება: უნდა შეეპყროთ კანონგარეშე გამოცხადებული კაცი, რომელსაც ჩადენილი ჰქონდა ორი მკვლელობა და რომელიც პოლკოვნიკ ბენიტო მაჩადოს მიერ მართული სასაზღვრო ჯარიდან გამოქცეული დეზერტირი იყო. ერთი ქეიფის დროს ზანგი მოკლა საროსკიპოში, მეორე დროს ტარებისას - როხასის ოლქის ბინადარი. შეტყობინებაში ისიც იყო ნათქვამი, რომ ძებნილი დამნაშავე ლაგუნა კოლორადადან მოდიოდა. სწორედ ლაგუნა კოლორადაში მოხდა ორმოცი წლის წინ, რომ შეკრებილ მონტონეროებს კატასტროფა დაატყდათ და ძაღლებისა და ფრინველების საჯიჯგნი გახდნენ. ლაგუნა კოლორადაში დაიწყო მანუელ მესას კარიერაც, სანამ დასჯიდნენ პლაცა დე ლა ვიქტორიაზე, სადაც სამხედრო ბარაბნების ბრაგუნს ადამიანის გაშმაგებული ღრიალი უნდა ჩაეხშო. ლაგუნა კოლორადაში დაიბადა უცნობი კაცი, რომელმაც ჩასახა კრუზი, სანამ თვითონ ხაროში ჩავარდებოდა, ხმლით თავგაჩეხილი. კრუზს დავიწყებული ჰქონდა ამ ადგილის სახელი, თუმცა კი ეცნო, ოდნავ და გაუგებრად გულდამძიმებულს... ჯარისკაცებისგან დევნილი დამნაშავე ილაჯგაწყვეტილი აქსოვინებდა თავის ცხენს მიხვეულ-მოხვეული და აღმა-დაღმა გზების ლაბირინთს. მაინც უყელეს 12 ივლისის ღამით - ნამკალ ველზე ჩამომხდარს თითქოსდა გაუვალ წყვდიადში. კრუზი და მისი კაცები ფრთხილად მიაბიჯებდნენ იმ ბუჩქისკენ, რომლის მთრთოლავ სიღრმეში ძებნილი კაცი გაფაციცებულიყო ან ეძინა. გაისმა წივილი: თადეო ისიდორო კრუზს გაუჩნდა შეგრძნება, რომ ეს წამი უწინაც გამოევლო. კანონგარეშედ გამოცხადებული კაცი ბუჩქიდან გამოხტა, რათა ჯარისკაცებს შებრძოლებოდა, და კრუზმაც თვალი მოჰკრა შემაძრწუნებელ მოჩვენებას - თმის გრძელ ფაფარსა და ნაცრისფერ წვერში თითქმის მთლიანად ჩაკარგულ სახეს. კარგად ნაცნობი მიზეზიდან გამომდინარე, აღარ მოვყვები იმ ბრძოლის ისტორიას. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ დეზერტირმა მძიმედ დაჭრა ან მოკლა კრუზის რამდენიმე თანამებრძოლი. რადგანაც კრუზი სიბნელეში იბრძოდა (რადგანაც მისი სხეული სიბნელეში იბრძოდა), ამიტომ მალე მიხვედრაც დაიწყო. მიხვდა, რომ ერთი ბედისწერა არაფრით აღემატება მეორეს და რომ ყოველმა კაცმა უნდა მიიღოს ის ბედისწერა, რომელსაც შიგნით ატარებს; გააცნობიერა, რომ ხელს უშლის სერჟანტის ფორმაც და სამხრეებიც; გააცნობიერა თავისი ღრმად ჩაფესვილი ბედისწერა, როგორც მგლის და არა ჯოგური ძაღლის; გააცნობიერა, რომ კაცი, რომელზეც ნადირობდა, თვითონ იყო. უკანონო ველზე თენება იწყებოდა. კრუზმა ქუდი მოიხადა, ძირს დაანარცხა და შესძახა: არ მსურს, მამაცი კაცის მოკვდინებაში მონაწილეობის მიღებაო, და თვითონაც ჯარისკაცებს შეებრძოლა დეზერტირ მარტინ ფიეროს მხარდამხარ.

ნახვა: 275

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters