ლევ ტოლსტოი - ივან ილიჩის სიკვდილი

← დასაწყისი

რამდენსაც არ ფიქრობდა, ვერა და ვერ პოულობდა პასუხს. მაგრამ როცა მის გონებაში, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, ის აზრი გაკრთებოდა, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ მე – ივან ილიჩმა, ისე არ ვიცხოვრე, როგორც საჭირო იყოო. მერე გაახსენდებოდა, მთელი სიცოცხლე როგორ წესიერად, როგორ პატიოსნად იცხოვრა და იმ უცნაურ აზრსაც თავიდან მოიშორებდა.

10

გაიარა კიდევ ორმა კვირამ. იმის გამო, რომ საწოლში წოლა არ უნდოდა, ახლა დივანზე იწვა – იწვა ყოველთვის კედლისკენ პირშებრუნებული და მარტო იტანჯებოდა ამ გაუგებელი სატანჯველის გამო, მარტო ფიქრობდა ამ ამოუხსნელ საფიქრალს. «რა არის ეს, ნუთუ მართლა სიკვდილია?! – ეკითხებოდა თავის თავს და – დიახ, სიკვდილიაო, – პასუხობდა შინაგანი ხმა. «ჰო, მაგრამ რატომ? რატომ ვიტანჯები ასე?» – ახლა ამას ჰკითხავდა და – ისე, არაფრისთვისო, – უპასუხებდა იგივე ხმა. მერე? მერე რა იყო?.. მერე აღარაფერი იყო...

თავიდან, როცა ეს-ესაა ავადმყოფობა ეწყებოდა, როცა პირველად წავიდა ექიმთან, მის ცხოვრებას ორი ურთიერთსაწინააღმდეგო, ურთიერთმონაცვლე განწყობა ორად ჰყოფდა. ერთ მხარეს იყო სასოწარკვეთილება, გაუგებარი, შემაძრწუნებელი სიკვდილის მოლოდინი, მეორე მხარეს – გაზრდილი ინტერესი საკუთარი სხეულის ქმედებაზე... თვალწინ ხან ის მოგზაური თირკმელი ედგა, ხან ბრმა ნაწლავი, რომელმაც დროებით უარი თქვა თავის მოვალეობაზე და ხან გაუგებარი, თავზარდამცემი სიკვდილი, რომლისგანაც ვერაფრით გათავისუფლდებოდა.

ეს ორი განწყობა ავადმყოფობის პირველი დღეებიდან ენაცვლებოდა ერთმანეთს, მაგრამ, რაც უფრო მძიმდებოდა, რაც უფრო შორს მიდიოდა ავადმყოფობა, მით უფრო საეჭვო და დაუჯერებელი ხდებოდა მოსაზრება თირკმელის მდგომარეობის შესახებ, ხოლო უფრო რეალური – კარსმომდგარი სიკვდილის გაცნობიერება.

საკმარისია გაეფიქრა, რა იყო სამი თვის წინ და რა არის ახლა, გაახსენდებოდა, როგორ

მიაბიჯებდა მთის ძირას მძიმე, თანაზომიერი ნაბიჯებით, რათა საბოლოოდ გადასწუროდა დაიმედების იოტისოდენა შესაძლებლობაც კი.

ამ ბოლო დროს რაც დივნის ზურგისკენ პირშებრუნებული იწვა, იმ საშინელ მარტოობას განიცდიდა, იმ გაუსაძლის მარტოობას, ხალხმრავალ ქალაქსა თუ მრავალრიცხოვან ნაცნობ-მეგობრებსა და ოჯახის წევრებს შორის, რომლის უარესადაც თავს ზღვის უძირო ფსკერზედაც არ იგრძნობდა, ივან ილიჩი ამ ბოლო დროს მხოლოდ წარსულის გახსენებით ცხოვრობდა... ერთმანეთის მიყოლებით წარმოუდგებოდა გარდასულ დღეთა სურათები, დაიწყებდა უახლოესი დროით, მივიდოდა შორეულ ბავშვობამდე და გაჩერდებოდა... გახსენებია კი ივან ილიჩს ის შავი ქლიავის მურაბა, დღეს დილას საუზმეზე რომ მოუტანეს, მაშინ როცა გუშინდელივით ახსოვს ბავშვობის დროინდელი იმ დამჭკნარი ფრანგული ქლიავის გემო, რომელიც განსაკუთრებულად მაშინ იყო გემრიელი, კურკამდე რომ მივიდოდა და ნერწყვით აევსებოდა პირი... გაახსენდებოდა გადია, ძმა, სათამაშოები, მაგრამ, არა, ამაზე ფიქრი საჭირო არ არის, მეტისმეტად მტკივნეულიაო და დაუბრუნდებოდა ისევ ახლანდელს – აი, ღილი დივნის ზურგზე, ხმარებისგან გაუფერულებული ტარსიკონი... სწორედ ამ ტარსიკონის გამო იყო, ასე რომ იჩხუბეს – ძვირია, გამძლე არ არისო... მაგრამ, სულ სხვა იყო ეს ჩხუბი ტარსიკონის გამო და სულ სხვა, მამას პორთფელი რომ დაუხიეს და დასჯილებს დედამ ჩუმად ღვეზელი მოუტანა... მერე ფიქრი ისევ ბავშვობისკენ გაექცეოდა, თუმცა ესეც მისთვის მეტისმეტად მტკივნეული იყო და შეეცდებოდა, ფიქრი სხვა რამეზე გადაეტანა.

იმ მოგონებების გვერდით მის გულში მიედინებოდა სხვა მოგონებები, მოგონებები იმის შესახებ, როგორ მატულობდა, თანდათან როგორ იკრებდა ძალას მისი ავადმყოფობა... იმის

შესახებაც, რომ იქ, იმ შორეულ წარსულში მეტი იყო სიკეთე, მეტი იყო თავად სიცოცხლე და ორივე – ერთიცა და მეორეც ერთმანეთს ერწყმოდა... რაც უფრო მატულობს ტკივილი, რაც უფრო მატულობს ტანჯვა, ცხოვრება მით უფრო მძიმე და გაუსაძლისი ხდებაო, – ფიქრობდა. ერთადერთი ნათელი წერტილი იქ, უკან, ცხოვრების დასაწყისში ანათებდა, მერე თანდათან ყველაფერი სულ უფრო სწრაფად და სწრაფად ინთქმებოდა სიბნელეში. «მანძილი სიკვდილიდან უკან, კვადრატების უკუპროპორციულია», – გაიფიქრა ივან ილიჩმა და ზევიდან ფრენით წამოსული ქვის ეს ხატი სულში ჩასწვდა, – მზარდი ტკივილით გაჯერებული სიცოცხლე სულ უფრო სწრაფად მიფრინავდა აღსასრულისაკენ ტანჯვით, წამებით. «აი, მივფრინავ...» შეაკანკალა, შეკრთა, უნდოდა რაღაც ექნა, ემოქმედა, შეწინააღმდეგებოდა, მაგრამ იცოდა, რომ ამ შეწინააღმდეგებას აზრი აღარ ჰქონდა და ყურებით დაღლილი, მაგრამ არშემძლე იმის არყურების, რაც მის წინ იყო, ისევ ფართოდ თვალებგახელილი მისჩერებოდა დივნის ზურგს და ელოდა – ელოდა იმ საშიშ ვარდნას, იმ დაცემას, იმ განადგურებას... ვიცი, არ შეიძლება წინააღმდეგობის გაწევა, – ფიქრობდა იგი გუნებაში, – მაგრამ, ის მაინც გამაგებინა, ასე რატომაა? არა, არც ეს შეიძლება! ამის ახსნას მხოლოდ მაშინ შევძლებ, თუ ვიტყვი, თუ ვაღიარებ, რომ ისე არ ვიცხოვრე, როგორც უნდა მეცხოვრა... თუმცა არც ამის აღიარებას აქვს აზრიო, – ეუბნებოდა თავის თავს და იხსენებდა, როგორ პატიოსნად იცავდა კანონებს, რა წესიერად, რა პატიოსნად იცხოვრა... «სწორედ ეს არის დაუშვებელი, ეს არის შეუძლებელი», – უთხრა თავის თავს და ტუჩებში ისე ჩაიცინა, თითქოს ვინმეს შეეძლო, მისი ეს ღიმილი დაენახა და მოტყუებულიყო, – ეს არ არის ახსნა, ამით ვერაფერს ახსნი!.. ტკივილი... ტანჯვა... სიკვდილი... რატომ?! მაინც რატომ?!

--------------------------------

 

11

ასე გაიარა ორმა კვირამ. და აი, ამ ორ კვირაში მოხდა ის, რაც ივან ილიჩსა და მის ცოლს – პრასკოვია ფეოდოროვნას ასე ეწადათ – პეტრიშევმა მათ ქალიშვილს – ლიზას ცოლობა სთხოვა. ეს ამბავი საღამოთი მოხდა. მეორე დღეს, ვიდრე ქმართან შევიდოდა, პრასკოვია ფეოდოროვნამ ბევრი იფიქრა, აწონ-დაწონა და გადაწყვიტა, ეს ახალი ამბავი როგორ ეხარებინა ქმრისათვის, მაგრამ, სწორედ იმ ღამეს ივან ილიჩის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ოთახში რომ შევიდა, ქმარი ისევ იმ დივანზე იწვა, ოღონდ ზურგისკენ პირშებრუნებული კი არა, იწვა გულაღმა, გაუნძრევლად და რაღაცას მისჩერებოდა.

პრასკოვია ფეოდოროვნამ წამლებზე დაუწყო ლაპარაკი, მაგრამ ცოლს ისე გადმოხედა, ისეთი ბოღმა, ისეთი გესლი იყო მის თვალებში, რომ ქალმა დაწყებული სიტყვა ვეღარ დაამთავრა.

– ღვთის გულისთვის, მაცალე მშვიდად მოვკვდე, – უთხრა ივან ილიჩმა.

პრასკოვია ფეოდოროვნა ის იყო, წასასვლელად წამოდგა, რომ ქალიშვილი შემოვიდა, მამას მიესალმა, ჰკითხა, როგორ ხართ, თავს როგორ გრძნობთო, მაგრამ მამამ ქალიშვილსაც ისე შეხედა, როგორც ცოლს და ცივად უთხრა, რომ მალე ყველა გათავისუფლდებოდა მისგან... არც დედას და არც შვილს ხმა აღარ ამოუღია, ცოტა ხანს კიდევ ისხდნენ და წავიდნენ.

– ვითომ რა დავაშავეთ, რაში ვართ ჩვენ დამნაშავეები?! – უთხრა ლიზამ დედას, – თითქოს ჩვენი ბრალი იყოს... მამა მეცოდება, მაგრამ ჩვენ ასე რატომ ვიტანჯებით?

მოვიდა ექიმი. კითხვებზე ივან ილიჩი ან «ჰოს» პასუხობდა, ან «არას», თან გაბრაზებული შეჰყურებდა და ბოლოს უთხრა:

– თქვენ კარგად იცით, რომ ვერ მიშველით, თავი დამანებეთ.

– რატომ, ტკივილის შემსუბუქება შეგვიძლია, – თქვა მშრალად ექიმმა.

– არც ეგ შეგიძლიათ, თავი დამანებეთ...

ექიმი სასტუმრო ოთახში გავიდა, – საქმე ცუდადაა, – უთხრა პრასკოვია ფეოდოროვნას, – ეს ტანჯვა, რომელიც ნამდვილად საშინელებაა, როგორმე რომ შეუმსუბუქდეს, მხოლოდ ერთადერთი საშუალებაა – ოპიუმი.

ავადმყოფის ფიზიკური მდგომარეობა ძალიან მძიმეაო, – ამბობდა ექიმი და ეს მართლაც ასე იყო, თუმცა ივან ილიჩისთვის ფიზიკურ ტკივილზე უფრო მძიმე ზნეობრივი ტანჯვა იყო.

მისი ზნეობრივი ტანჯვის მიზეზი კი გახლდათ ის, რომ იმ ღამეს, როცა ის გერასიმის კეთილ, ნამძინარევ, ღაწვმაღალ სახეს უყურებდა – იქნებ მთელი ჩემი გაცნობიერებული ცხოვრება «ისეთი» მართლაც არ იყოო, – გაუელვა უცებ გონებაში.

თავში ახლა ის აზრი მოუვიდა, იქნებ მართალი ის იყო, რაც ადრე სრულიად წარმოუდგენლად მიაჩნდა, ანუ ის, რომ ცხოვრება ისე არ განვლო, როგორც საჭირო იყო, როგორც უნდა ეცხოვრა... ახლა იმაზე ფიქრობდა, იქნებ მართალი იმის წინააღმდეგ მისი ის გაუბედავი მცდელობაა,

რასაც უმაღლეს დონეზე მყოფი ადამიანები საუკეთესოდ მიიჩნევენ, ის ბუნდოვანი განზრახვა, რასაც მაშინვე უგულებელყოფდა, თავიდან იშორებდა, იქნებ სწორედ ის იყო ნამდვილი, ხოლო სხვა ყველაფერი – მისი სამსახურიც, მისი ცხოვრების წესიც, მისი ოჯახიც, საზოგადოების და სამსახურის ინტერესებიც სულაც არ იყო ნამდვილი... ივან ილიჩი შეეცადა დაეცვა, გაემართლებინა საკუთარი თავის წინაშე ეს ყველაფერი, მაგრამ, უცებ იგრძნო, რომ იმის დაცვა, რის დაცვასაც ასე საგულდაგულოდ ცდილობდა, არც ისე ადვილი იყო... მოკლედ, დასაცავიც აღარაფერი იყო...

«მაგრამ თუ ასეა, – უთხრა თავის თავს, – თუ მე ცხოვრებიდან იმ შეგნებით მივდივარ, რომ დავღუპე, გავანადგურე ყველაფერი, რაც მე მოცემული მქონდა, ხოლო ამის გამოსწორება შეუძლებელია, მაშინ რა უნდა ვქნა, რა გაეწყობა?» მერე ისევ პირაღმა დაწვა და მთელი თავისი ცხოვრება ახლებურად გადასინჯა. დილით ლაქია რომ შემოვიდა, ჯერ მას შეხედა, მერე ცოლს, მერე ქალიშვილს, მერე ექიმს, თითოეული მათი მოძრაობა, მათ მიერ ნათქვამი თითოეული სიტყვა იმ სულისშემძვრელ სიმართლეს უდასტურებდა, რომელიც მისთვის ამ ღამით გახდა ნათელი. მათში ის საკუთარ თავს ხედავდა, ხედავდა ყველაფერ იმას, რითაც იცხოვრა, ხედავდა, რომ ეს ყველაფერი არ იყო ის, არამედ იყო დიდი, საზარელი სიცრუე, რომელიც სიცოცხლესაც მოიცავდა და სიკვდილსაც. ამის გაცნობიერება აათმაგებდა მის ფიზიკურ ტანჯვას, შფოთავდა, კვნესოდა, ტანსაცმელს იგლეჯდა, ეჩვენებოდა, რომ აღრჩობდა, სულს უხუთავდა ეს ტანსაცმელი და ვერ იტანდა მათ.

დაალევინეს დიდი დოზით ოპიუმი და ძილბურანში მყოფი ცოტა დამშვიდდა, მაგრამ სადილობისას ისევ დაეწყო ძლიერი ტკივილები. თავისთან ოთახში არავის აჩერებდა, შფოთავდა, აქეთ-იქით აწყდებოდა.

შემოვიდა პრასკოვია ფეოდოროვნა:

– Jean, ძვირფასო, გააკეთე ეს ჩემთვის (ჩემთვის?!). წყენით არ გაწყენს, თუმცა ხშირად შველის. ეს ხომ ისეთი არაფერია, აი, ჯანმრთელობისთვის კი...

გაოცებისგან ივან ილიჩს თვალები გაუფართოვდა:

– რაა?! ვეზიარო?! რატომ? არა, არ არის საჭირო! თუმცა...

პრასკოვია ფეოდოროვნა ატირდა:

– ესე იგი, თანახმა ხარ, ჩემო მეგობარო? მაშინ დავუძახებ ჩვენს მოძღვარს, ის ისეთი საყვარელია.

– კარგი, ასე იყოს, – ჩაილაპარაკა ივან ილიჩმა.

მღვდელი რომ მოვიდა და აზიარა, ზიარების შემდეგ ოდნავ დამშვიდდა, თითქოს გათავისუფლდა ეჭვებისგან, თითქოს გულზე მოეშვა, იმედი მიეცა. მერე ფიქრი ისევ ბრმა ნაწლავზე დაიწყო, იმაზე, თუ როგორ გამოჯანსაღდებოდა, თუმცა ზიარებით მაინც თვალზე ცრემლიანი ეზიარა...

ზიარების შემდეგ რომ აწვენდნენ, წუთით შვება იგრძნო და ისევ გაუჩნდა სიცოცხლის იმედი. ახლა იმ ოპერაციაზეც კი ფიქრობდა, რომლის გაკეთებასაც ურჩევდნენ – სიცოცხლე...

სიცოცხლე მინდაო! – იმეორებდა გუნებაში. მალე პრასკოვია ფეოდოროვნა შემოვიდა, რათა ზიარება მიელოცა ქმრისათვის, ჯერ რაღაც სრულიად უმნიშვნელოზე დაუწყო ლაპარაკი და ბოლოს უთხრა:

– ხომ ხარ უკეთესად, ხომ მართლა კარგად ხარ?

– ჰო...

ისე ჩაილაპარაკა ივან ილიჩმა, მისთვის არც კი შეუხედავს.

ცოლის სამოსი, მისი აღნაგობა, მისი სახის გამომეტყველება, მისი ხმა მხოლოდ ერთს ეუბნებოდა: «არა, ეს ის არ არის. ყველაფერი, რითაც იცხოვრე და ცხოვრობ, სიცრუეა, რომელიც ფარავს შენგან სიცოცხლესაც და სიკვდილსაც». ამის გაფიქრებაზე გული სიძულვილით აევსო, რასაც სულის ამომხდელი ტკივილი დაერთო და მოახლოვებული, გარდაუვალი სიკვდილი მისთვის კიდევ უფრო აშკარა გახდა... ტანში სცრიდა, ამტვრევდა, სუნთქვა ეკვროდა, ფერდში ჭვალივით ჩხვლეტდა – ეს რაღაც ახალი იყო.

როცა ზიარებაზე თანხმობის ნიშნად ივან ილიჩმა – კარგი, ასე იყოსო, – ჩაილაპარაკა, მისი სახის გამომეტყველება შემაძრწუნებელი იყო. კარგიო – თქვა და უცებ ცოლს სახეში შეხედა, სისუსტის, უძლურების მიუხედავად გულაღმა სწრაფად გადმოტრიალდა და იყვირა:

– წადით, თავი დამანებეთ, წადით, დამტოვეთ.

-----------------------------------

 

12

იმ წუთიდან დაიწყო ის სამი უმძიმესი დღე, ის შემზარავი ყვირილი, რომლის მოსმენა ორი კარის იქითაც თავზარს გცემდა და რომელიც წუთითაც არ შეუწყვეტია... იმ წუთას, როცა ივან ილიჩი ცოლს პასუხობდა, მიხვდა, რომ ყველაფერი დამთავრდა, რომ ეს უკვე დასასრული იყო.

– უუ!.. უუჰ!.. – ყვიროდა სხვადასხვა კილოზე შეუჩერებლივ... «არ მინდა! არა, არ მინდა!» – დაიწყებდა ამით და – უუო! – აკვნესდებოდა.

სიცოცხლის სამი ბოლო დღე ისე წვალობდა, ისე იტანჯებოდა იმ შავ ტომარაში, რომელშიც უხილავი, დაუძლეველი ძალა ტენიდა, ისე ეხეთქებოდა აქეთ-იქით, ისე ფართხალებდა, როგორც ჯალათის ხელში სიკვდილმისჯილი, ვინაიდან იცოდა, თავს ვეღარაფრით იხსნიდა... ყოველ წუთს გრძნობდა, იმ თავგამოდებული ბრძოლის მიუხედავად სულ უფრო უახლოვდებოდა იმას, რისიც ასე ეშინოდა, რაც ასე თავზარს სცემდა... გრძნობდა, მისი ამ წამების მიზეზი ის შავი ხვრელი იყო, შიგ ასე ძალისძალად რომ ტენიდნენ, მაგრამ, კიდევ უფრო ის ტანჯავდა, შიგ რომ ვერა და ვერ ტენიდნენ და ამაში, რაშიც ხელს იმის აღიარება უშლიდა, რომ მისი ცხოვრება ახლა მშვენიერი იყო. სწორედ ეს აკავებდა, წინ არ უშვებდა და იტანჯებოდა.

უცებ მკერდზე მთელი ძალით თითქოს რაღაც დააწვა, მერე ფერდზეც იგრძნო ის მძიმე დაწოლა, სუნთქვა კიდევ უფრო გაუჭირდა, მთელი სისწრაფით ხვრელში ჩაასკდა, ხვრელის ფსკერზე ერთბაშად რაღაცამ ინათა და უცებ თავი ისე იგრძნო, როგორც მატარებელში, როცა

გგონია, წინ მივდივარო, სინამდვილეში კი მატარებელს უკან-უკან მიყავხარ და ამას მხოლოდ მერეღა ხვდები.

«დიახ, ყველაფერი ისე არ იყო... – ჩაილაპარაკა თავისთვის, – მაგრამ, ამას არაუშავს, ჯერ კიდევ შეიძლება «ამის» გამოსწორება... ჰო, მაგრამ რა «ამის»? – გაიფიქრა გუნებაში და უცებ გაირინდა.

ეს მოხდა მესამე დღის ბოლოს, სიკვდილამდე ერთი საათი ადრე. ზუსტად იმ დროს გიმნაზიელი ბიჭუნა მამის ოთახში ფეხაკრეფით შეიპარა და მისი საწოლის წინ გაჩერდა. მომაკვდავი განწირული ხმით ყვიროდა, ხელებს გამწარებული იქნევდა, მისი ხელი ბიჭს თავში მოხვდა, ბიჭმა ხელში აიღო, დაეკონა და ატირდა.

ეს ის დრო იყო, როცა ივან ილიჩი შავ ხვრელში ჩაასკდა, სინათლე დაინახა, გონება გაუნათდა, მიხვდა, რომ მისი ცხოვრება «ის» არ იყო, რაც უნდა ყოფილიყო და რისი გამოსწორებაც ჯერ კიდევ შეიძლებოდა. «მაგრამ რა არის «ის»? – ჰკითხა ისევ თავის თავს და გაირინდა. უცებ იგრძნო, რომ ხელზე ვიღაც კოცნიდა, თვალები გაახილა, ბიჭს შეხედა და შეეცოდა შვილი... საწოლთან ახლოს მოდგა პრასკოვია ფეოდოროვნაც, ივან ილიჩმა მასაც შეხედა, დაინახა, როგორ იდგა ნამტირალევი, ღაწვებზე ცრემლშეუმშრალი და როგორი სასოწარკვეთილი მისჩერებოდა. ივან ილიჩს ისიც შეეცოდა და გუნებაში გაიფიქრა:

«ასეა, მე მათ ვტანჯავ. მართალია, ამათ ყველას ვეცოდები, მაგრამ ჩემი სიკვდილის შემდეგ არათუ კარგად, არამედ ძალიან კარგად იქნებიან...» უნდოდა ეს ხმამაღლა, მათ გასაგონად ეთქვა, მაგრამ ძალა არ ეყო და – თქმა კი არა, მოქმედებაა საჭიროო, – გაიფიქრა, თვალით შვილზე მიანიშნა და უთხრა:

– გაიყვანეთ... ცოდოა... შენ კი... – უნდოდა, მაპატიეო, ესეც ეთქვა, მაგრამ «გაუშვიო», – მხოლოდ ეს თქვა, თუმცა, იმის სათქმელად, რისი თქმაც უნდოდა, ძალა არც ახლა ეყო და – ვისაც უნდა რომ გაიგოს, გაიგებსო, – ხელი ჩაიქნია.

უცებ მისთვის ნათელი გახდა, რომ ის, რაც ასე აწამებდა და რასაც ვერავინ ამჩნევდა, ხედავს, მისი ორგანიზმის ყოველი ნაკვთიდან ერთბაშად გამოდის... ორი... ათი... მოკლედ, ყოველი მხრიდან. «ცოდონი არიან, ისე უნდა მოვიქცე, მათთვის ეს მტკივნეული არ იყოს, ისინიც გავათავისუფლო ამ ტანჯვისგან, მეც გავთავისუფლდე... რა კარგია, რა ადვილია!.. მაგრამ ტკივილი? სად არის, რა იქნა, სად წავიდა ტკივილი?! – გაიფიქრა გუნებაში, – სადა ხარ, რა იქენი, სად წახვედი, ტკივილო?!»

და ისევ მიაყურა:

– ჰო, აი, ისიც!.. რას იზამ, იყოს! რა გაეწყობა!..

«მაგრამ სიკვდილი? სად არის სიკვდილი?!»

ივან ილიჩი ეძებდა შიშს სიკვდილისას, შიშს ადრინდელს, რომელსაც ასე მიჩვეული იყო და ვერ პოულობდა... სად არის?.. როგორია სიკვდილი? – ეკითხებოდა თავის თავს, მაგრამ აღარ იყო შიში, ვინაიდან აღარც სიკვდილი იყო.

სიკვდილის მაგივრად იყო სინათლე.

– აი, თურმე რა არის! – თქვა უცებ ხმამაღლა, – რა კარგია, რა მშვენიერია!..

ეს მხოლოდ ერთი წამი იყო, ერთი მნიშვნელოვანი წამი და ამ ერთი წამის მნიშვნელობა არ შეცვლილა... სულთმობრძავის აგონია მის გვერდით მყოფთათვის კიდევ ერთ საათს გაგრძელდა. მკერდში რაღაც უთუხთუხებდა, ძალამიხდილი სხეული უთრთოდა... მერე მკერდში იმ ხმაურმა თანდათან იკლო, ხროტინითაც უკვე აღარ ხროტინებდა.

– მორჩა! – თქვა რომელიღაცამ მის თავთან.

მომაკვდავმა გაიგონა ეს სიტყვა და გაიმეორა გუნებაში: «მორჩა!.. მორჩა სიკვდილი... სიკვდილი უკვე აღარ არის...» – თქვა უხმოდ, თავისთვის.

მერე პირი გააღო, მაგრამ ჰაერი ბოლომდე ვერ ჩაისუნთქა, გაიზმორა და გარდაიცვალა.

ნახვა: 413

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters