ამ დროისთვის, ისტორიის დასაწყისში ვლინდება დანტეს პედაგოგიური სიბრძნე. ადამიანური და ქრისტიანული ჭეშმარიტება ახასიათებს მის ხასიათს , როგორც შუასაუკუნეების ადამიანს, ამკვიდრებს რწმენას იმის შესახებ, რომ ადამიანს შეუძლია მიიღოს განათლება სიკვდილამდე. განათლების მიღება არ ხდება მხოლოდ ბავშვობის ან მოზრდილობის პერიოდში, არამედ მთელი ცხოვრების მანძილზე. დანტე 35 წლის იყო, როცა ეს მოგზაურობა დაიწყო ვირგილიუსის (შემდეგ ბეატრიჩეს და ბოლოს წმ. ბერნარის) კვალდაკვალ. ვირგილიუსთან შეხვედრა ავლენს ნაწარმოების ძირითადი არსის ყველაზე მნიშვნელოვან ასპეკტს: ხსნა მოდის გარე სამყაროდან, შეხვედრების მეშვეობით. კომედიაში არ იგრძნობა კვალი თვითგანვითარების: ცხოვრების ჭეშმარიტების შეცნობა მიიღწევა ოსტატთან შეხვედრით და თვითონ ეს შეხვედრა იწვევს ჭეშმარიტებით აღფრთოვანებას, რომელიც ადასტურებს ეგზისტენციალობას. და ეს არის ქრისტიანული და ადამიანური მეთოდი. პლატონი პლატონი არ იქნებოდა სოკრატეს რომ არ შეხვედროდა; მოციქულები მოციქულები არ იქნებოდნენ ქრისტეს რომ არ შეხვედროდნენ; დანტე დანტე არ იქნებოდა ვირგილიუსს რომ არ შეხვედროდა, რომელთან შეხვედრაც იყო უმნიშვნელოვანესი სხვა შეხვედრებს შორის, თუმცა ბეატრიჩესთან შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი მისი პირადი ცხოვრებისათვის. ცხოვრების ძირითადი სიაახლეები გადადის იმ მოვლენებში, რომლებიც განიცადა. შეგვიძლია ვისარგებლოთ ამ შესაძლებლობით და საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა: „ვართ თუ არა ჩვენ ჩვენივე სტუდენტებისთვის იმის საფუძველი და წინაპირობა, რათა მიიღონ გამოცდილება?“
ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რა თვალსაზრისით აირჩა საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მოტივი დანტესთვის (ვირგილიუსის გაყოლა), რომელიც არის სიმბოლო სიბრძნის. ადამიანი არ იმოძრავებს, არ ივლის, არ ააშენებს თუ არ იმსჯელა პოზიტიურად და ამაზე დაყრდნობით იკრებს ძალებს, რათა ჭეშმარიტების წინაშე დადგეს . უპირველესად აუცილებელია საკუთარ „მე“-ში დარწმუნება. მაგრამ საკუთარი „მე“-ს იდენტობა უნდა ესადაგებოდეს რაღაც ისეთს, რასაც მიეკუთვნები: ამიტომ აუცილებელია გარკვეულობა, დარწმუნებულობა, ცოდნა, რომ საჭირო ხარ, ვიღაცას უყვარხარ, ეს ყველაფერი ბავშვობაში იძლევა გარკვეული ორიენტაციის საშუალებას; საშუალებას საკუთარი „მე“ გააიგივო არსებულ რეალობასთან.
ვირგილიუსი დანტეს სწორედაც ამ სიმტკიცეს სთავაზობს, გულახდილობასთან ერთად; დანტეც ხელახლა პოულობს საკუთარ თავს, იკრებს ძალებს იმ გზის გასავლელად, რომელიც მას შესთავაზეს, პოულობს შესაძლებლობას მისდიოს ჭეშმარიტებას.
თქვენ შეგიძლიათ სხვა მაგალითებიც იპოვოთ დანტეს პოემაში. ჩემთვის საკმარისია, ამბობს ვალერია კაპელი, მხოლოდ იმის გახსენება, თუ რა ხდება განსაწმენდელში (nel canto XXVII). მივედი უკანასკნელ სიუჟეტამდე, სადაც დანტემ უნდა გაიაროს ცეცხლოვანი ფარდა, რის გარეშც ვერ გაარგრძელებს მოგზაურობას. მან იცის, რომ ის მართალია, მაგრამ არ ინძრევა, მიუხედავად ვირგილიუსის მოწოდებისა და გამხნევებისა: „და მე მაინც უმოძრაოდ ვარ და ცნობიერებას ვეწინააღმდეგები“. მხოლოდ მაშინ, როცა წინამძღოლი ეუბნება, რომ ცეცხლოვანი ფარდის მიღმა მას ბეატრიჩე ელოდება, ის დაუყოვნებლივ გადაეშვება ცეცხლში. ვირგილიუსს ესმის და განიცდის მის ტკივილს, რომელიც მის განწმენდას ემსახურება.
დღევანდელი თაობა ვერ იქნებიან განათლებულნი, თუ არ განიცდიან სიყვარულს, თუ არ გამოიწვრთნებიან ემოციებში და არა ექნებათ იმის შეგრძნება, რომ ისინი მნიშვნელოვანნი არიან ჩვენთვის.
გაურკვევლობა რეალურ საფრთხეს უქმნის ჭეშმარიტ ურთიერთობებს, თუნდაც ცხოვრების იმ პერიოდში, რომელშიც უნდა შეისწავლო გონების და აზროვნების გამოყენება: ეს უდიდესი ჭეშმარიტებაა, რომელიც ჯოჯოხეთის პირველ კანტოებშია გადმოცემული, უნდა მიიღო მხედველობაში განსაკუთრებით მშობლებისა და პედაგოგების მხრიდან.
მაგრამ ვინ არის ბეატრიჩე დანტესათვის? რატომ არ მიდის უსიერ ტყეში თავად ბეატრიჩე პოეტის გადასარჩენად და რატომ აგზავნის ვირგულიუსს? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად გადავიკითხოთ განსაწმენდელის უკანასკნელი თავები, დანტეს ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. განსაწმენდელის მთის მწვერვალზე პოეტი ბეატრიჩესთან პირისპირ შესახვედრად მიდის და გზად განიცდის უძველესი სიყვარულის უდიდეს ძალას. მაგრამ ბეატრიჩე, კარეტაში მჯდარი (რაც ეკლესიას განასახიერებს) ანგელოზებით გარშემორტყმული, მკაცრად ექცევა, ახსენებს ცოდვებს. იგი დანტეს ეუბნება, რომ ჭეშმარიტების გზიდან გადაუხვია და სიცრუეში დაიწყო ცხოვრება ( „ცთუნების გზისკენ გადაუხვია და გამოუდგა ოცნებას ფუჭსა, უნაყოფო, მცდარ მოჩვენებათ, რომელთა აღქმაც არასოდეს შესრულებია.“ ქება XXX, 130-132). სახით მიწაზე განრთხმული პაპი, ადრიანო V, ამბობს, რომ იმქვეყნად მის გულს მოსვენება არ ჰქონდა და მხოლოდ განსაწმენდელში მოიპოვა მყუდროება და სულის სიმშვიდე: „ვნახე იქ რომ გულს მყუდროება არ ეღირსება, იმ ცხოვრებაში სიდიადეს ვერ მიეწევი და შევიყვარე ამიტომაც მე ეს ცხოვრება.“ (განსაწმენდელი, ქება XIX, 109). ასევე უნდა მოხდეს დანტესთვისაც. მისი მთავარი ცოდვა, რომელმაც დასაბამი დაუდო სხვა დანარჩენს, ბეატრიჩეს დავიწყებაა. სინამდვილეში რას ნიშნავს ეს?
ტეგები: Qwelly, alighieri, commedia, dante, divina, purgatorio, განსაწმენდელი, განხილვა, კომედია, ღვთაებრივი, მეტი...ცნობილი_ავტორი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: იანვარი 17, 2025.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Going to a different residence or Business office may be an remarkable new chapter, though the logistics of packing, transporting, and unpacking can truly feel too much to handle. That’s in which Calgary movers come in. With Qualified movers by your side, it is possible to deal with settling into your new space although they cope with the heavy lifting. Right here’s a information to help you choose the greatest Calgary movers for your sleek and problem-cost-free…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2025.
საათი: 1:00am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: იანვარი 2, 2025.
საათი: 3:19pm
0 კომენტარი
6 მოწონება
მამაო ჩვენო, - დიდება შენდა!
ძეო ღმრთისაო, - დიდება შენდა!
სულო წმიდაო, - დიდება შენდა!
ყოვლადწმიდა სამებაო, ერთარსებაო, შემოქმედო და განმგებელო ორსავ სამყაროსაო, - დიდება შენდა!
ვითარ ვთქვა ქება მე უღირსმან და გლახაკმან შემკობად შენდა; გონება ჩემი და გული ჩემი ვერ შემძლებელ არს გამოთქმად დიდებისა შენისა. გარნა გვედრი, მიითუალე იგი, ვითარცა უმეცარი სიტყუა ყრმისა…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: დეკემბერი 27, 2024.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Jewelry has a strategy for telling tales, expressing individuality, and capturing individual that means. Wolf pendants, especially, tend to be more than simply extras—they have highly effective symbolism of loyalty, braveness, and liberty. Perfect for both Guys and women, these pendants are a flexible and trendy choice for any individual hunting to connect with their interior power or showcase their wild spirit. Let us check out the attraction of wolf pendants, why they…
© 2025 George. •