ჰეე, როგორი რთულია. ხანდახან იმის დადგენაც კი ჭირს, ვინ ცუდია და ვინ კარგი. რამდენჯერ მოგვსვლია: შეხედავ კაცს, - მოგეწონება; გაიცნობ - მოგეწონება; დაგელაპარაკება - მოგეწონება; დაგელაპარაკება ისევ - უიმე, მტრისას... შემოიკრავ თავში ხელს როგორ შევცდი, ვინ მეგონა და...

პირიქითაცაა - შეხედავ, აგბურძგლაავს, გაიცნობ- დაგბურძგლავს, დაილაპარაკებს - დაგთუთქავს, მერე კიდევ მოუსმენ, შეხედავ, ახედავ, დახედავ და... არც ისე ცუდი კაცია. და მერე სულ ერთია - არაა ცუდი.

მაგრამ მესამენიც არიან, სერგო ჩემო, ყველაზე ძნელი ხალხი: შეხედავ - კარგია, გაიხედავ - ცუდი, გაივლი, გამოივლი, შეხედავ - ისევ კარგია, წახვალ, წამოხვალ - მაინც ცუდი... წარმოგიდგენია? - ხან კარგი, ხან ცუდი, ხან კარგი, ხანაც... და სულ ასე. საერთოდ კი, რომ აღინიშნოს ამ მესამე კატეგორიაში რაოდენობრივად ყველაზე მეტი შედის, ასეთებისთვისაა, რაღაცას რომ ვცდილობ...

ისე ცხოვრებაში ძალიან ძნელია, კაცი რომ ამოიცნო, ლიტერატურაში კი იცოცხლე, გაგიხარია - გმირი ან ცუდია ან კარგი, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ უმცირესობაა მხოლოდ კარგი ან მხოლოდ ცუდი, უმრავლესობა კი ცუდ-კარგია... ასეთია შინაარსობრივად ჩემი აზრი. ამ ცუდ-კარგებს კი, სერგო ჩემო, მოფერება უნდა, გაგება უნდა, დაყვავება, გაწყრომაც კი უნდა ხანდახან, დარიგებაც - მთავარია, უშუალო იყო. გაპრანჭულ ხალხს ვერ ვიტან, ის რა კაცია, სანამ პასუხს გაგცემს, ჯერ გუნებაში რომ აწონ-მიწონ-მოწონის და მერე ვერცხლის ლანგრით ჭკვიანურ პასუხს მოგართმევს - იმისი სიტყვა სხვაა, ის არაა ნამდვილი სიტყვა.

ვრცლად: იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი

ტეგები: Qwelly, ადამიანები, ამონარიდები, დოჩანაშვილი, ლიტერატურა, ნოველა

ნახვა: 713

გამოხმაურებები!

ეჰ... მართლაც რა რთულია(((

რა კარგი სიტყვებიაა!! ♥ მადლობა 

მადლობა გურამს! :*

Tamila Moshiashvili_მ თქვა:

რა კარგი სიტყვებიაა!! ♥ მადლობა 

დოჩანაშვილი ძალიან მიყვარს...მაგრამ აქ თითქოს საკუთარი აზრი მაქვს  ჩემი დაკვირვებით... თუ პირველი შეხედვისას ადამიანი არ მომივიდა თვალში  რაც არ უნდა კარგი თვისებები გამოაჩინოს  ბოლოს მაინც  ის პირველი აზრი იმარჯვებს..... და მოწონილი სიტყვა არ მიყვარსო   უცებ დაუფიქრებლად ნათქვამმა ბევრჯერ მატკინა გული  მიფიქრიაა ნეტა დავფიქრებულიყავი და მერე მეთქვა ასე უცებ არ წამომესროლა ჩემი აზრი მეთქი..... ასე რომ  ყველას თავისი  გამოცდილება და აზრი აქვს.....

მისასალმებელი და პატივსაცემია თქვენი აზრი ქალბატონო ანა. მაგრამ ადამიანები, ხშირად დაუფიქრებლად, გაუაზრებლად ჩადიან ხოლმე რაიმე ქცევას.. ხომ შეიძლება, როცა დაფიქრება იგი, მიხვდეს თავის არასწორ საქციელს და შემდეგ გამოასწოროს? არც მაშინ შეიცვლით ხოლმე აზრს?
anna_მ თქვა:

დოჩანაშვილი ძალიან მიყვარს...მაგრამ აქ თითქოს საკუთარი აზრი მაქვს  ჩემი დაკვირვებით... თუ პირველი შეხედვისას ადამიანი არ მომივიდა თვალში  რაც არ უნდა კარგი თვისებები გამოაჩინოს  ბოლოს მაინც  ის პირველი აზრი იმარჯვებს..... და მოწონილი სიტყვა არ მიყვარსო   უცებ დაუფიქრებლად ნათქვამმა ბევრჯერ მატკინა გული  მიფიქრიაა ნეტა დავფიქრებულიყავი და მერე მეთქვა ასე უცებ არ წამომესროლა ჩემი აზრი მეთქი..... ასე რომ  ყველას თავისი  გამოცდილება და აზრი აქვს.....

ვუწონებ გურამს ამ მოსაზრებას! :)

Kakha ახლა მივწერე შენი კომენტარი და ისეთი გახარებულია, იიიისეთი გახარებულია - ერთი ორი ასეთი მოთხრობა კიდევ უნდა დავწეროო :D 

Kakha_მ თქვა:

ვუწონებ გურამს ამ მოსაზრებას! :)

ვინაა გახარებული? :D 

გურამის გულიო კახა  :D

Kakha_მ თქვა:

ვინაა გახარებული? :D 

მალადეც გურამის, ვუწონებ საქციელს :D 

თათია_მ თქვა:

გურამის გულიო კახა  :D

Kakha_მ თქვა:

ვინაა გახარებული? :D 

კიბატონო!

მამუკა_მ თქვა:

ეს ნაწარმოები მიყვარს.

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ფილმის სოციოლოგიური ანალიზი - პოლანსკის მდგმური

გამოაქვეყნა Keteone_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 4:00pm 0 კომენტარი

ქეთევან პოპიაშვილი

მდგმური / THE TENANT

      რომან პოლანსკის ფილმი „მდგმური“, როლანდ ტოპორის ნაწარმოებზე დაყრდნობით, 1976 წელს საფრანგეთშია…

გაგრძელება

გველის და ადამის მსგავსება

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      - აღარასოდეს ვითამაშებ ადამთან, - ვეუბნები გველს, - ბევრჯერ გავებუტე და ისევ შევურიგდი, აწი აღარ…

გაგრძელება

განახლებული ხელოვნება

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 12, 2019.
საათი: 11:43pm 0 კომენტარი

      სიქსტის კაპელის მონახულების შემდეგ, მათი გაცოცხლება და რეალისტური სურათების შექმნა გადაწყვიტა. ტედზე მოხსენება სწორედ ამ ამბის თხრობით დაიწყო ახალგაზრდა სამხრეთ კორეელმა არტისტმა, მხატვარმა…

გაგრძელება

გველის ტყავი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 9, 2019.
საათი: 9:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ისევ შევესწარი (ვინ იცის, მერამდენედ), გველის ტყავის გამოცვლას. ასეთ დროს სხვა ყველაფერი მავიწყდება,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters