ამ მოთხრობას ეს სახელი იმიტომ დავარქვი, რომ ოდესღაც, დიდი ხნის წინათ, ამ სოფელში ღმერთს ღამე გაუთენებია და რო წასულა, ასე დაურიგებია ხალხი:
- შვილებო, აბა, თქვენ იცით, როგორ კარგად იცხოვრებთ, იცოდეთ, ყოველ თქვენგანში ჩემი სული დგას და ეშმაკი ცდილობს, შეგირყვნათ სულები; რაც უფრო მეტად აჰყვებით მაცდურს და წაიბილწავთ სულს, მით მეტი ძალა დააკლდება ჩემს სულს, სატანას კი ძალა მიემატება.
აბა, წავედით, დალოცვილი იყავით, შვილებო, სულებს გაუფრთხილდით. ნუ შეშნდებით, სულ არა გტოვებთ, ჩემი თვალი ყოველთვის თქვენკენ იქნება...
ღმერთი წასულა და იმ დღის მერე, ამ სოფლის შვილები ღმერთის შვილებად იწოდებიან. ამ მოთხრობის მთავარი გმირებიც, რაღა თქმა უნდა, ღმერთის შვილები არიან. ანდა რა ვიცი, იქნებ არც კი არის ეს სოფელი, იქნებ მთელი დედამიწას ერქვა მაშინ სოფელი, როცა ღმერთი აქ ბრძანდებოდა - ჩვენ ყველანი ხომ ღმერთის შვილები ვართ.
ის სოფელიც, სადაც ჩვენი გმირები - ღმერთის შვილები ცხოვრობენ, სიკეთითა და სიყვარულით განთქმული სოფელია. წინაპრები შვილებს გადასცემენ, ღმერთმა ჩვენს სოფელში გაათენა ღამე და დაგვიბარა: შვილებო, ყველა თქვენგანში ჩემი სული დგას, ეშმაკი კი ცდილობს, თქვენი თავი წამართვას და ასე ლამობს ჩემს დაუძლურებას, კეთლად მოიქეცით, ნუ მიეყიდებით ეშმაკსო.
ასრულებდა კიდეც მთელი სოფელი ღმერთის დანაბარებსა, მაგრამ იმძლავრა სატანამ, იმისი ხელი ამ სოფელსაც მოსწვდა.
მაინც ცდილობდნენ ღმერთის გზით სიარულს და რას არ იგონებდნენ, რომ შვილები კეთილი კაცები გამოსვლოდათ. ვიღაცამ ურჩია: ჩვილს რო ჭიპლარს მოვაჭრით, გავაშროთ მზეზე და როგორც კაცსაც ჩავუდებთ ჯიბეში, შვილებიც ისეთები დაიზრდებიანო.
მოეწონათ.
ძალიან მოეწონათ.
რაღაცით ხო უნდა დაამარცხონ ეშმაკი!
როგორღაც ხო უნდა გაზარდონ კარგი შვილები!
აჩენენ შვილებს, აჭრიან ჭიპებს, აშრობენ მზეზე და მერე: ზოგი მღვდელს უდებს ჩუმად ამ ჭიპს ჯიბეში (სანამ სუ დახოცავდნენ და გაკრეჭდნენ მღვდლებს), ზოგი - თავადიშვილებს (სანამ სუ დახოცავდნენ და გადაასახლებდნენ თავადებს).
ზოგიც შეძლებულ ხალხს უდებს ჩუმად ჯიბეში ჩვილის ჭიპს (სანამ სუ დახოცავდნენ და გააკულაკებდნენ შეძლებულ ხალხს).
ზოგი პოეტებს, მწერლებს და ხელოვან ხალხს უდებს ჩვილის ჭიპს ჩუმად ჯიბეში (სანამ სუ არ დახოცავდნენ და არ გადაასახლებდნენ ხელოვან ხალხს).
აღარავინ დარჩა კაცური კაცი, ვის ჯიბეშიც შვილის ჭიპი უნდა ჩადო, რო შემდეგ შენი შვილიც იმას დაემსგავსოს, იმასავით კარგი ქართველი გაიზარდოს.
იმ სოფელში, სადაც გადმოცემით ღმერთს ღამე გაუთენებია, სწორედ იმ დროს გაჩნდა ორი ვაჟი, როცა ქვეყანაზე სატანა ბობოქრობდა.
დასხდნენ მამები, დალიეს ვაჟების სადღეგრძელო.
ერთს ბაყდარი დაარქვეს, მეორეს - საპყარი.
იმათი მოჭრილი ჭპებიც გამოაშრეს მზეზე.
სხედან და ფიქრობენ, ვის ჯიბეში ჩააწყონ თავიანთი ვაჟების ჭიპები. იფიქრეს, იფიქრეს და მოიფიქრეს:
ქვეყანას დევივით ბიჭები სჭირდება, დევი ძლიერია და თანაც კეთილი. დევივით ბიჭები თუ გვეყოლება, კეთილებიც იქნებიან და მტერსაც ადვილად მოერევიან. თანაც ღმერთმა ხო დაგვიბარა, არ შეგეშინდეთ, თვალებით თქვენკენ ვიყურებიო; იმ ჩვენს დევებივით ბიჭებს ღმერთი თავის სულსაც ჩაჰბერავს და ღმერთის სულის მატარებელი დევივით ბიჭი, როგორი სანახავია, ჰა? მოდი, მტერო, მერე ჩვენზედა, აქ დაგხვდება ჩვენი ქვეყანა და აქ დაგხვდებიან ჩვენი ბიჭები.
ბაყდარის და საპყარის მამები შეთანხმდნენ, რომ დევი იპოვნო სადმე, თანაც დაძინებული. აბა გაღვიძებულ დევს მტერმა ჩაუყო ჯიბეში ხელი.
საშიში საქმეა ძალიან, დევი ხო კეთილია, და ისედაც გაბრაზებულია, ეშმაკებმა რო ჩაიგდეს ხელში ქვეყანა, იშვიათადღა ჩნდება აქა-იქ.
ცოტანიღა დარჩნენ, მაგათაც რა ქნან, თორემ დედას უტირებდნენ ეშმაკებს. თანაც ეშმაკური ხრიკებისა არაფერი გაეგებათ და ერიდებიან მაგათთან შეხვედრას. ეშინიათ კაცო, თავს ზემოთ აღარც მაგათ აქვთ ძალა, ეშმაკების დროა. კეთილი კია, მაგრამ მაინც საშიშია მასთან შეხვედრა. დავუშვათ იპოვე დაძინებული და ჭიპს უდებ ჯიბეში, გაიღვიძა, არ გაგიჟდება? არ გადაირევა? რა იცის იმან, კაცი ხარ თუ ეშმაკი ხარ. ახლა ხო ეშმაკებმა კაცების სახე მიიღეს და ისე დადიან. რა ქნას ამ საწყალმა დევმა, ვეღარ გაიგო, ვინ ეშმაკია, ვინ - კაცი.
- რა ვქნათ კაცო, ჰა?! - ბჭობენ ბიჭების მამები, - რო გაიღვიძოს, არ გეტყვის: შე შობელძაღლო, რაზე მქურდავ, დედამიწაზე სამართალი სულ გამოილიაო, დაძინებულ დევს, ორ ჯიბეში ხელებს მიფათურებო, ჰა?! რას ეტყვი მერე?
- დევი დედიშენისამა-მეთქი.
- გეტყვის, მქურდავ და კიდევა მლანძღავო?
- გქურდავ, თორემ ჯიბეში სულ ოქროს თუმნიანები გიჩხრიალებს-მეთქი.
- მა რასა შვრებიო - გკითხავს.
- ამასა და ამას ვშვრები-მეთქი, დევი ხარ და უნდა გაგვიგო მეთქი.
- გაგვიგებს?
- გაგვიგებს, მა რას იზამს. დევი ისეთი კეთილია როო!
წავიდნენ ჩვენი ბიჭების მამები, წაიღეს ჭიპები, იპოვეს დაძინებული დევი. ბაყდარის მამამ მარჯვენა ჯიბეში ჩაუდო ჭიპი, საპყარის მამამ - მარცხენაში. დევს არც არაფერი გაუგია, ისე მშვიდად ეძინა, ისე კეთილად ხვრინავდა, თანაც მთვარის შუქი ეფინა სახეზე.
წამოვიდნენ ვაჟის მამები გულმშვიდად.
დაიწყეს ბალღებმა გაზრდა, მაგრამ...
ბაყდარი მართლა დევივით ბიჭი გაიზარდა, საპყარი კიდე - ნაცარქექიასავით.
ბაყდარი როგორც დევს შეეფერება ისე დადის.
საპყარი ვერა, პატარა არის და ვერ დადის ისე. გული დიდი აქვს საპყარს, მაგრამ რას აჯობებს ბაყდარს. საპყარს სუ ბაყდართან ჩხუბი სწადია, ის კი ამის მიზეზს არ აძლევს.
ერთხელაც ადგა და ისეთ ადგილას დაწვა საპყარი, რომელ გზაზეც ბაყდარს უნდა გამოევლო. ისეთი ადგილი შეარჩია, აქეთ-იქით კლდე იყო, ბაყდარს რო გზა გაეგრძელებინა, საპყარისთვის უნდა გადაებიჯებინა ზემოდან. შენ ვის გაუბედე გადაბიჯებაო და ხანჯლის გაყრას აპირებდა საპყარი.
წევს საპყარი, ვითომ მთვრალია და სძინავს.
ელოდება, როდის გამოივლის და გადააბიჯებს ბაყდარი.
აჰა, გამოჩნდა კიდეც.
მოვიდა, დახედა.
ჩაიმუხლა:
- აქ სად დაგძინებია, შენი ბაყდარი გენაცვალოს! - ჩაილაპარაკა, ბალღივით აიყვანა და შინ მიიყვანა „მძინარე“ საპყარი.
* * *
სხედან საფიხვნოში მზის გულზე საპყარისა და ბაყდარის მამები და ბჭობენ.
არა, ჯერ დიდხანს ფიქრობენ, მერე ბჭობენ:
- ნამდვილად გახვრეტილი ჰქონდა დევს ჯიბე, - ამბობს საპყარის მამა.
- რომელი ჯიბე?
- რომელშიც მე ჩავუდე ჭიპი.
- შენც ამბობ რა, რა იცი რო გახვრეტილი ჰქონდა?
- ვერა ხედავ საპყარს, ბაყდარივით დიდი გაიზარდა?
- იქნებ, მარცხენა ჯიბეს არა აქვს ძალა?
- გახვრეტილი ჰქონდა და ეგ არის. თავიდანვე უნდა მეფიქრა და მეც მარჯვენაში ჩამედო, მაგათ მარცხენა ჯიბები ყოველთვის გახვრეტილი აქვთ.
- ეგ საიდანღა იცი, კაცო?!
- იქიდან ვიცი, რო თხილი უყვართ.
- თხილი რა შუაშია?
- იმ შუაშია, რო მარცხენა ჯიბეში იყრიან, პრივიჩკა აქვთ ეგეთი, სუ იმ ჯიბეში უდევთ ხელი. ამოივსებენ ჯიბეს თხილით და წარამარა აბა, ჩაიყავ ხელი, როგორია, გაიხევა მა რა იქნება.
- მარჯვენაშიც რო ჩაიყარონ, ვითომ რა მოხდება, აღარც მარცხენას დაადგება ისე ძალა.
- საქმეც მაგაშია, ორივე ხელი თუ ჯიბეში ჩაიყო, შეხვდება ვინმე ჩვენნაირი, ან უფრო უარესი, და სანამ ის ჯიბეებიდან ხელებს ამოიღებს, ამოუნაყავს ცხვირ-პირს, ფრთხილობს, რა ქნას, ღალატიანია ეს ქვეყანა. თხილის ჭამა უყვარს და მარცხენაში იყრის, რო მარჯვენა მზად ჰქონდეს.
- ჰოდა, იაროს ეგრე ჯიბეგამოხეულმა.
- შენ რა გენაღვლება რა, გაგიმართლა! აბა, შენ ჩაგედო ბაყდარის ჭიპი მარცხენა ჯიბეში, თუ ეგრე გულდამშვიდებული ილაპარაკებდი.
გაჩუმდნენ.
მზემ დააცხუნა, მაგრამ ამ დროს ბაყდარი წამოადგათ თავს და თავისი მხარბეჭით მზეს დაუჩრდილა.
ბაყდარი რო წავიდა, საპყარის მამამ მეგობარს საიდუმლოდ გადაულაპარაკა:
- შენ ეჭვი ნუ გაქვს, ის ჯიბე ნამდვილად გახვრეტილი ჰქონდა დევს, გზაში ჩემი ბალღის ჭიპლარი გაუვარდა, უკან ამ დროს ნაცარქექია მისდევდა, აიღო, ატრიალა, ატრიალა, ჯერ გადაგდება დააპირა, ეს რაღა ჯანდაბა არიო, მერე იფიქრა: რა ვიცი, როდის რაში გამომადგეს, დევს ჭიპლარი გააგდებინე, ისიც მადლიაო, ჩაიდო ჯიბეში, და ანდე, რაღა ნაცარქექია და რაღა საპყარი.
- მაიცა, მაიცა, თუ მაგას ნაცარქექიას გული გამოჰყვა, მერე ნახე მაგის ვაჟკაცობა.
- არა, გული იცოცხლე, მაგარი აქვს. დუნია ხალხი რო დაეცეს საჩხუბრად, არ შეუშინდება.
- ჰოდა აგაშენა ღმერთმა. თუ ჩემი ბაყდარი და შენი საპყარი დამეგობრდებიან, ვერც მტერი მოერევა ჩვენს ქვეყანას და ვერც ეშმაკი.
- მთავარია ღმერთმაც გადმოგვხედოს.
- ღმერთი ყოველთვის გვიყურებს. აკი უთქვამს კიდეც, ჩვენს სოფელში რო ღამე გაუთენებია: ხალხო მე მივდივარ, მაგრამ შიში ნუ გექნებათ, თვალი ყოველთვის თქვენზე მექნებაო.
- ეგრე უთქვამს, ეგრე - დაუდასტურა საპყარის მამამ და ორივემ, კმაყოფილი სახით გახედა ბაყდარს და საპყარს, რომლებიც რაღაცას უყვებოდნენ ერთურთს და გულიანად იცინოდნენ.
გოდერძი ჩოხელი
ტეგები: Qwelly, ლიტერატურა, მოთხრობები, ქველი, ღმერთის_შვილები, ჩოხელი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2025.
საათი: 1:00am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: იანვარი 2, 2025.
საათი: 3:19pm
0 კომენტარი
6 მოწონება
მამაო ჩვენო, - დიდება შენდა!
ძეო ღმრთისაო, - დიდება შენდა!
სულო წმიდაო, - დიდება შენდა!
ყოვლადწმიდა სამებაო, ერთარსებაო, შემოქმედო და განმგებელო ორსავ სამყაროსაო, - დიდება შენდა!
ვითარ ვთქვა ქება მე უღირსმან და გლახაკმან შემკობად შენდა; გონება ჩემი და გული ჩემი ვერ შემძლებელ არს გამოთქმად დიდებისა შენისა. გარნა გვედრი, მიითუალე იგი, ვითარცა უმეცარი სიტყუა ყრმისა…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: დეკემბერი 27, 2024.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Jewelry has a strategy for telling tales, expressing individuality, and capturing individual that means. Wolf pendants, especially, tend to be more than simply extras—they have highly effective symbolism of loyalty, braveness, and liberty. Perfect for both Guys and women, these pendants are a flexible and trendy choice for any individual hunting to connect with their interior power or showcase their wild spirit. Let us check out the attraction of wolf pendants, why they…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: დეკემბერი 23, 2024.
საათი: 12:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Lithium batteries have revolutionized the Strength storage current market with their significant effectiveness, lightweight design and style, and extended lifespan. Among the the different possibilities offered, 48V lithium batteries get noticed as a flexible choice for a wide range of apps. From renewable Vitality methods to electric powered autos, these batteries offer a reliable and economical electrical power Answer. During this site publish, We're going to dive to the…
© 2025 George. •