Qwelly, literature, ბორის ვიშესლავცევი, ეშმაკნი, იდიოტი, რელიგია, სარწმუნოება, ფიოდორ დოსტოევსკი, ღმერთი, შეშლილი სკვითელი, ძმები კარამაზოვები, დოსტოევსკი, ქველი, ლიტერატურა

"დაე გაუგუნურდეს რათა ბრძენი გახდეს"
(1. კორ. 18)

"რომანზე ისვენებს შანდალი,
რომანში–შეშლილი სკვითელი"
გალაქტიონ ტაბიძე

"შემოდგომა უმანკო ჩასახების მამათა სავანეში"

      ვინ არის ეს "შეშლილი სკვითელი"? რა უნდა მას გალაკტიონის "უმანკო ჩასახების სავანეში"? რა რომანზეა ლაპარაკი? "სკვითებს" რუსებსაც უწოდებენ ევროპელი და რუსი პოეტები. უსასრულო ტრამალზე გაჭენებული სკვითების ურდო ევროპის ისტორიის სცენაზე დაგვიანებით შემოსული ხალხის მეტაფორაა. ეს მეტაფორა გვეხმარება ერთმანეთისგან განვასხვაოთ "რუსული სული" და "ევროპის იდეა". "ბარბაროსული გენია" - ასე უწოდებს დოსტოევსკის შტეფან ცვაიგი. "ბარბაროსი" ძველი იელინ ისთვის იყო ყველა ვინც არ იყო რომელიმე ელინური პოლისის მოქალაქე. თანამედროვე ევროპელმა მოქალაქემ ანტიკურობისაგან მემკვიდრეობით მიიღო გონების უზენაესობა, რაციონალობა, "ევროპის იდეა" "პრაგმატული აზროვნების", "საღი აზრის", ბატონობაა. "შეშლილი სკვითელი": დოსტოევსკის ფენომენის იმ მხარეზე მიუთითებს, რომელიც "ევკლიდური ჭკუიდან" გადადის. სწორედ ასეთები არიან მისი რომანების პერსონაჟები –რასკოლნიკოვი, მიშკინი, კარამაზოვები – ყველანი "შეშლილი სკვითელები" არიან. ივან კარამაზოვს კოშმარში გამოცხადებული ეშმაკი გაენდობა: "საღი აზრი–ჩემი ბუნების ყველაზე ნამდვილი თვისებაა!" მოძღვარი (სტარეცი) ზოსიმე თავის სულიერ შვილს, ალექსეი კარამაზოვს ანდერძად უბარებს: "ხარბად და გაშმაგებით გიყვარდეს ყველაფერი, სიშლეგის ნუ შეგრცხვება, გაუფრთხილდი მას, რამეთუ ეს არის ღმერთის დიდი საჩუქარი, რაც ყველას არ ხვდება წილად, იგი მხოლოდ რჩეულთა ხვედრია".

      "შეშლილობა" – სალოსიბის გათამაშება, ახალი დროის მწერალთა და ფილოსოფოსთა საყვარელი თემა და მეთოდია – დონ კიხოტის, ჰამლეტის, ნიცშესშეშლილობა. ნიცშე ამბობდა – "ჩემი შეშლილობა არ არის გამოწვეული მხოლოდ სამედიცინო მიზეზებით"...

      სასამართლოზე დიმიტრი კარამაზოვს ბრალად ედება მამის მკვლელობა. მოსაკლავად მივიდა, ხელი აღმართა, შემდეგ ის მოკლული ნახეს. ყველაფერი სწორია, "მაგრამ მე არ მომიკლავს!" – რატომ? არგუმენტი? დასაბუთება? – იქნებ იმ მომენტში დედაჩემმა ილოცა ჩემთვის – პასუხობს: ბრალდებული.

      რა სიგიჟეა! დიდი ხნის წინ გარდაცვლილი დედის ლოცვა?! განა ეს გონივრული არგუმენტია? ამას სასამართლო ვერ მიიღებს, დოსტოევსკის სულ აწვალებდა ერთი იდეა – ახლა რომ ქრისტე გამოჩნდეს ევროპის ქალაქებში რა მოხდება? მისი მიღება მეტისმეტად არაგონივრული იქნებოდა ამ ტექნიკურად გამართული და მექანიზმივით აწყობილი სამყაროსთვის.

      დოსტოევსკის მთელი ცხოვრება ტანჯავდა რელიგიური ეჭვები, ეპილეფსია, მიდრეკილება აზარტული თამაშებისადმი, ვალები, ვნებები – "ავხორცობის შხამიანი ობობა", როგორც თვითონ უწოდებს ხოლმე წინააღმდეგობრივი ხასიათი. "დოსტოევსკის მრავალწახნაგოვანი პიროვნება – წერს ზიგმუნდ ფროიდი შეიძლება განხილული იქნეს ოთხი მხრიდან – როგორც მწერალი, როგორც ნევროტიკი, როგორც მოაზროვნე ეთიკოსი და როგორც ცოდვილი". ფროიდს აინტერესებს მეორე მხარე – ნევროტიკი! ჩვენ კი მისგან განსხვავებით მესამე მხარე – როგორც რელიგიური მოაზროვნე ეთიკოსი.

აღზევებისა და დაცემის მისტერია

      დოსტოევსკის ცხოვრება აღზევებისა და დაცემის მისტერიაა. მშობლებს შვიდი შვილი ჰყავდათ, თვითონ მეორე შვილი იყო. დედა ადრე დაჰკარგა ხუთი წლის შემდეგ – მამაც, გალოთებული, უხიაგი ხასიათის აზნაური გლეხებმა მოკლეს. პირველად 24 წლის ახალგაზრდა "შეიმოსა დიდების შარავანდით" პირველი ნაწარმოები – "საბრალო ადამიანები" – შეფასდა როგორც "მეხი უღრუბლო ცაზე". ცნობილმა მწერლებმა და კრიტიკოსებმა რუსული ლიტერატურის ამომავალ ვარსკვლავად გამოაცხადეს. თვით ყოვლის შემძლე ბესარიონ ბელინსკიმ თავი ვერ შეიკავა აღფრთოვანებისგან და დამწყებ მწერალს უთხრა: "თქვენ თვითონ თუ იცით რა დაწერეთ?"

      დიდების მწვერვალზე ასულს უფსკრულში ჩავარდნა მოსდევს. 27 წლისას პოლიტიკური ბრალდებით აპატიმრებენ, დახვრეტას მიუსჯიან, სიკვდილის საშინელებას განაცდევინებენ და შემდეგ აციმბირებენ. 4 წელი ომსკის კატორღაში ყოველდღიურად ითვლის ციხის ეზოს მესერის 1500 სარს. შემდეგ ციმბირის მე–7 სახაზო ბატალიონში ჯარისკაცად გაამწესეს. რუსეთის ევროპულ ნაწილში ცხოვრების უფლება ჩამორთმეული აქვს. მხოლოდ ათი წლის შემდეგ ბრუნდება დედაქალაქში. კატორღის გამოცდილების შედეგია რომანი "მკვდარი სახლის ჩანაწერები", რომელმაც ახალი ლიტერატურული დიდება მოუტანა. თვით მეფეც კი უცრემლოდ ვერ კითხულობს კატორღელების თავგადასავალს.

      ციმბირის გასასახლებაშივე გადაიტანა პირველი.. "ცხოვრებისეული რომანი"... პირველი ქორწინება უცნაურ ქვრივთან – მარია კოსტნერთან, რომელსაც "წარუმატებელ ქორწინებას" უწოდებენ. დოსტოევსკი ითმენდა მის ნერვიულ და ფიზიკურ სნეულებებს, სხვა მამაკაცით სატრფიალო გატაცებას. ეჭვიანი ქმრის სიყვარული თავნება ცოლისადმი და დამამცირებელი მამრის ამბავი აღწერა მოთხრობაში "მარადი ქმარი". მავე პერიოდში მას "თავს დაატყდა" მეორე ცხოვრების რომანი, მისი სამწერლო ტალანტით გატაცებულ დამწყებ ლიტერატორ გოგონასთან – პოლინა სუსლოვასთან. პოლინასთან ერთად სამოგზაუროდ მიემგზავრება საზღვარგარეთ, ყველა დროის ყველაზე წარმატებული რომანების დამწერი კაცი ცხოვრებაში ყველაზე "წარუმატებელი რომანების" ავტორია. პოლინას "ხლისტების მადონა" უწოდა რუსმა ფილოსოფოსმა ვასილ როზანოვმა, რომელმაც პოლინა ცოლად შეირთო დოსტოევსკის სიკვდილის შემდეგ. პოლინასთან ურთიერთობის ლიტერატურული გამოძახილია რომანი "მოთამაშე". პოლინამ გამოაქვეყნა მემუარები დოსტოევსკზე, სადაც ისეთი სცენებიც აღწერა, რომლებიც ყოველთვის დააინტერესებთ ცნობილი ადამიანების საჩუმათო ამბების მოყვარულებს.

      ევროპიდან ბრუნდება რუსეთში მომაკვდავ მეუღლესთან. მეუღლის გარდაცვალებით მიყენებული "ბედის დარტყმას" მოსდევს ვალებში გადავარდნა და საზღვარგარეთ ყარიბობის წლები გერმანიიდან იტალიაში, იტალიიდან შვეიცარიაში და საფრანგეთში ხეტიალი. მეორე ქორწინება... 1867 წელს ჯვარს იწერს 20 წლის სტენოგრაფისტ გოგონაზე – ანაზე. შემდეგ მათი პირველი შვილის გარდაცვალების ტრაგედია, უცხოობა, მარტოობა. ბადენ–ბადენისა და მონტე–კარლოს კაზინოებში წაგებული ნასესხები ფულები, შიმშილობის პირას მისული ფეხმძიმე ცოლი. ლუკმა პურისთვის ეხვეწება გამომცემლებს, ნათესავებს, რუს მწერლებს ყველას ფულის სესხებას სთხოვს. ეპილეფსიაზე არანაკლებ ტანჯავს მეორე მძიმე მანკი, სნეულება, აზარტის ტრფიალი! აზარტული თამაშის ავადმყოფური სურვილი, ფულის სიხარბით კი არ არის გამოწვეული, არამედ სიცოცხლის რისკის, მთელი ყოფიერების ერთ წამში კონცენტრირების ვნებას ვერ ელევა. უკიდურეს გაჭირვებაში ქმნის შედევრებს –"ეშმაკნი", "მოთამაშე", "იდიოტი"– რომლებმაც ახალი წარმატება მოუტანა. 1873 წელს ბრუნდება სამშობლოში, სადაც მისმა ნაწარმოებებმა იმ დროისთვის დაჩრდილეს ყველა სხვა მწერალი თვით ლევ ტოლსტოი და ივან ტურგენევიც კი. 1880 წელს 8 იანვარს პუშკინის ძეგლის გახსნაზე წარმოთქვამს სიტყვას, სადაც რუსეთის და კაცობრიობის მომავალზე ლაპარაკობს. სინასწარმეტყველებს დამდეგ საყოველთაო ევანგელიურ ჰარმონიას. მას ივაციით ხვდებიან აღიარების პიკში, 60 წლის გარდაიცვალა 1881 წლის 28 იანვარს პეტერბურგში.

რელიგიური ეჭვები

"თუ სტავროგინს სწამს, მაშ მას არ სწამს, რომ სწამს,
თუ არ სწამს, მაშ არ სწამს, რომ მას სწამს"!

      "ღმერთი მაწამებს მუდამ" – ეს ფორმულა გამოთქვამს დოსტოევსკისეულ "პრობლემურ რელიგიურობას". "არსებობს თუ არა ღმერთი?" – ეკითხება შვილებს თეოდორ კარამაზოვი. "არ არსებობს!"– პასუხობს ივანი "არსებობს" პასუხობს ალექსეი. ხოლო დიმიტრის რწმენას თან ახლავს მტანჯველი ეჭვი. ის მერყეობს "ღმერტსა და სატანას შორის განფენილ სამყაროში". სატანა ებრძვის ღმერთს, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია "მე ბრიყვივით (ფანატიკოსივით) როდი მწამს ღმერთი. მაგ ჩლუგი ბუნების ადამიანებს არც კი დასიზმრებიათ ისეთი ძალის უარყოფა, მე რომ გამოვიარე". გვეუბნევა მწერალი.

      დოსტოევსკის ყველა ნაწარმოების ყველა პერსონაჟის ბედი დამოკიდებულია რელიგიური პრობლემის გადაწყვეტაზე. ღმერთი მისი ყველა რომანის ფუძემდებლური საკითხია. ყველა და ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა პასუხი გაეცემა მთავარ კითხვას: ღმერთი არსებობს თუ არ არსებობს?! ღმერთია მისი ყველა ნაწარმოების ფარული მოქმედი მთავარი პირი. ღმერთის იდეის გარეშე საერთოდ არ იარსებებდა ცივილიზაცია. ღმერთის გარეშე მხოლოდ ქაოსი და არარაა. ღმერთის აბსოლუტურ აუცილებლობაში ეჭვის შეტანა შეუძლებელი ხდება.

      დოსტოევსკი ერთ თავის მეგობარ მანდილოსანს წერდა: "მე თქვენ გეტყვით ჩემს შესახებ, რომ მე ამ საუკუნის ადამიანი ვარ და თვით სამარის კარამდეც კი ურწმუნოების შვილი ვარ... როგორ საშინელ ტანჯვად მიჯდება ეს ჩემი რწმენის წყურვილი, რომელიც მით უფრო ძლიერად მიპყრობს, რაც უფრო მეტი საბუთი მაქვს მის წინააღმდეგ."

      ბიოგრაფები მიუთითებენ დოსტოევსკის ეკლესიიდან დროებით გადაცდენაზე და შემდეგ დაბრუნებაზე მის წიაღში. ერთ მოგონებაში წერია: "ეკლესიაში იშვიათად დადიოდა, მღვდლები განსაკუთრებით ციმბირელი მღვდლები არ უყვარდა. ქრისტეზე აღფრთოვანებით ლაპარაკობდა". მისი დაბრუნება ეკლესიაში დაიწყო 1847 წლიდან – საკუთარი სასიკვდილო განაჩენის მოსმენიდან და ორი ათეული წელი გრძელდებოდა 70–იან წლებამდე. დასაწყისში ეს იყო ქრისტესთან და არა რუსულ მართმადიდებელ ეკლესიასთან შერიგება. მართმადიდებელი ეკლესიის სიყვარული მასში თანდათან მწიფდებოდა.

      ძალიან ნიშანდობლივი ფაქტი მოხდა 1847 წელს, როდესაც დოსტოევსკი და მასთან ერთად სხვა სიკვდილ მისჯილები ეშაფოტზე აიყვანეს სემიონოვის მოედანზე, მათთან მივიდა მღვდელი და "აღსარება და ზიარება" ვის სურსო?" – იკითხა. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის იყვნენ ღრმად მორწმუნე ადამიანებიც, მცოლოდ ერთი აღმოჩნდა აღსარების და ზიარების მსურველი, სამაგიეროდ ჯვარს ყველა ემთხვია.

      ღმერთის ცნებაში აღმოჩენილი შინაგანი წინააღმდეგობანი გაშლილია ივან კარამაზოვის მსჯელობაში, რომელსაც რელიგიის ფილოსოფიაში "დოსტოევსკის პოსტულატი" ეწოდება. ივანი ამბობს: მე ღმერთს კიარ ვგმობ, უარს ვამბობ მის მერ შექმნილი სამყაროს მიღებაზე, რომელშიც ბოროტება და ტანჯვა ზეობს. "მეუბნევიან, რომ სადღაც და ოდესღაც დადგება მსოფლიო ჰარმონია – ამაზე დგას ყველა რელიგია, მაგრამ მე აქ და ახლა მინდა ვიხილო "როგორ წამოწვება ვეფხვი შველის გვერდით, ყელგამოჭრილი როგორ გადაეხვევა თავის მკვლელს, დედა თავისი შვილის მკვლელს და ყველა ერთად როგორ შეაქებს ღვთის სამართალს". ივანი უარს ამბობს მომავალ "უმაღლეს ჰარმონიაზე, ის ატირებული ბავშვის ერთ ცრემლად არ ღირს". სამყაროს უზენაესი ზნეობრივი გამგებელი რატომ ითმენს უდანაშაულო ბავშვთა საშინელ წამებას? "მათ ხომ ვაშლი არ უჭამიათ, ვაშლი მათმა მშობლებმა ჭამეს, რატომ უნდა იტანჯონ ბავშვები მათ მაგივრად?!" თუ ბავშვთა წამება ის საზღაურია, რომლის ფასად მე ჰარმონიაში უნდა შევაბიჯო, – ამბობს ივანი – უკან ვაბრუნებ ჰარმონიის ბილეთს, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირი ღირს. უარს ვამბობ რელიგიის მიღებაზე. მირჩევნია სასოწარკვეთილებასა და მარტოობაში დავრჩე.

      ვინ არის მსოფლიო ისტორიის არქიტექტორი? ივანი ეკითხება ძმას: თანახმა იქნებოდი გეცხოვრა სახლში, რომლის საძირკველში ცოცხალი ბავშვები ჩაატანეს? ძმა პასუხობს "არა" მაშასადამე, დაასკვნის ივანი – ეს რელიგიის თუ არა, რელიგიის უარყოფის საკმარისი საფუძველი მაინც არის.

      ინგლისელი ფილოსოფოსი დევიდ ჰიუმი ამ პრობლემას ასე განმარტავს: "თუ ბოროტება სამყაროში უთანხმდება ღმერთის ჩანაფიქრს, მაშინ ღმერთი არაკეთილ მოსურნეა. თუ ბოროტება სამყაროში ეწინააღმდეგება ღმერთის ჩანაფიქრს, მაშინ იგი არა ყოვლის შემძლეა, მაგრამ ბოროტება ან ეთანხმება მის ჩანაფიქრს ან ეწინააღმდეგება მას, მაშასადამე ღმერთი ან არაკეთილის მოსურნეა ან არაყოვლისშემძლე". შესაძლებელია პრობლემის გადაწყვეტის მესამე ვარიანტიც – მტკიცება, რომ ღმერთი არ არსებობს. ამ ვარაუდს ივანი (და არც დევიდ ჰიუმი) პირდაპირ არ გამოქვამენ, მაგრამ მათი მსჯელობიდან ეს ვარაუდიც გამომდინარეობს. მაგრამ, თუ ღმერთუ არ არსებობს მაშინ მე თვითონ ვარ ღმერთი და ჩემთვის ყველაფერი ნებადართულია. ამ ულმობელი ლოგიკით საბუთდება ძალაუფლების აღვირახსნილი თარეშის აუცილებლობა. ამ ლოგიკის ერთადერთი ალტერნატივაა სულის უკვდავების იდეა.

      თუ რელიგიის გარეშე კაცობრიობა თვით მოსპობამდე მივა, მაშასადამე რელიგია ყოფილა კაცობრიობის ბუნებრივი მდგომარეობა და მისი არსებობის აუცილებელი პირობა "კაცობრიობის სიყვარული საერთოდაც წარმოუდგენელია, გაუგებარია და სრულიად შეუძლებელია ადამიანური სულის უკვდავების ერთობლივი რწმენის გარეშე" – ასეთია დოსტოევსკის ფილოსოფიის ანბანი.

      პეტერბურგის პეტრე პავლეს ციხეში სიკვდილის მოლოდინში ძმას სთხოვს გამოუგზავნოს ბიბლია სლავურ ენაზე და კიდევ ბიბლიის ფრანგული თარგმანი. მოგვიანებით წერდა "ეს გახდა ჩემი სულიერი გარდასახვის დასაწყისი".

      დოსტოევსკი წერს: "ჩემი მრწამსი, რწმენის სიმბოლო სულ უბრალოა, აი ისიც ირწმუნო, რომ არაფერია ქრისტეზე მშვენიერი, სიმპატიური, გონიერი, ვაჟკაცური და სრულყოფილი. და არა თუ არ არის, არამედ მოშურწნე სიყვარულით ვეუბნევი ჩემს თავს – არც შესაძლებელია, რაიმე იყოს მასზე უკეთესი; უფრო მეტი, ვინმემ რომ დამიმტკიცოს ქრისტე და ჭეშმარიტება ერთი და იგივე არ არისო, და ნამდვილადაც, რომ ასე ყოფილიყო, მაშინ მე უფრო ქრისტესთან დარჩენას ვიფიქრებდი, ვიდრე ჭეშმარიტებასთან". ასეთი რწმენა მონანიების გზით გადაიზრდება სიცოცხლის ახალ წესში. ეს არის მთელი ცხოვრების გარდასახავა. რელიგიურად ის კატორღაში მომწიფდა. იქ დაწყებული შინაგანი ფერისცვალება სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება. თანდათან მორწმუნე აღმოაჩენს, რომ სარწმუნოება "სიცოცხლის ნიჭია, ყოველი წუთი შეიძლება ყოფილიყო ბედნიერების საუკუნე". ამ საფუძველზე რა არის მწერლის შემოქმედება? – "ეს უკვე ლიტერატურა აღარ არის, არამედ გამოსასწორებელი სასჯელია".

"დოსტოევსკის სიყვარულისა და უკვდავების შესახებ"

ბორის ვიშესლავცევი

ტეგები: Fyodor_Dostoyevsky, Qwelly, literature, ბორის_ვიშესლავცევი, დოსტოევსკი, ეშმაკნი, იდიოტი, ლიტერატურა, რელიგია, სარწმუნოება, მეტი...ფიოდორ_დოსტოევსკი, ქველი, ღმერთი, შეშლილი_სკვითელი, ძმები_კარამაზოვები

ნახვა: 964

გამოხმაურებები!

არავინ გაბედოს მოპარვა! რომელიმე საიტზე თუ ვნახე დადებული მიწიდან ამოვთხრი და სათითაოდ დავატეხავ ყველა თითს!

ვაკო, ტექსტების დაცვის შენი მეთოდი განსაკუთრებით მომწონს :D 

vako_მ თქვა:

არავინ გაბედოს მოპარვა! რომელიმე საიტზე თუ ვნახე დადებული მიწიდან ამოვთხრი და სათითაოდ დავატეხავ ყველა თითს!

რა ვქნა ბევრი არაპატიოსანი ადამიანი დასუნსულებს :DD

გაზიარებაც არ შეიძლება? ფეისბუქზე..

არა და გთხოვ რო არ გააზიარო ვისაც უნდა აქეთ შემოვიდეს.

"მიჭირს ლაპარაკი, როცა საქმე ეხება ცაში ღმერთს, მიწაზე კი-დოსტოევსკის!" ჰერმან ჰესემ თქვა (მგონი)

ვაა რამაგარი რამე უთქვამს ჰერმანს 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The second part about the DL shedding boils down

გამოაქვეყნა Megaomgchen_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2020.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

The second part about the DL shedding boils down to each snap basically being a coin flip between OL and DL and we notice those awful pitches more because they technically shouldn't be occurring but they sadly do. It wraps around to Madden 20 coins the bad coding and how OL/DL interactions have not been updated in a couple of years. Even the folks working on Madden nfl have confessed that they do not understand how they work because it's code in addition to legacy code and it is sadly…

გაგრძელება

ფეხბურთელის იდუმალი გარდაცვალება და პრემიერის ვრცელი გამოსვლა პარლამენტში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 26, 2020.
საათი: 11:05pm 9 კომენტარი

      პრემიერის პარლამენტში მისვლა, ყოველთვის დღის მეისნტრიმული ამბავია და დღესაც ასე იყო - მთელი დღე, ყველა მედიასაშუალება სწორედ პრემიერის გამოსვლის გარშემო საუბრობდა, წერდა და გადმოსცემდა. ამასთანავე, ბოლო დღეების ყველაზე გაურკვეველი და მძიმე საქმე - ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების საქმე.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 26 ივნისი, 2020

      კოვიდჯორჯია - მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდ 19-ით…

გაგრძელება

ნამდვილი მეთევზე

გამოაქვეყნა ბექა ხოჯავა_მ.
თარიღი: ივნისი 25, 2020.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

      თევზაობა არ არის ჰობი, ეს ავადმყოფობაა. ნამდვილი მეთევზე იმით იცნობა, როგორ ჰყვება. თუ ექვსგირვანქიანი წვერას აღწერისას ფეხზე წამოდგა, ხელები გაშალა და ოთახის მთელ სიგრძეზე გადახტა, არ ყოფილა ნამდვილი მეთევზე, მაგრამ თუ მღელვარებისგან ხმა უწყდება, ცრემლი სდის და მთელ ტანში ჟრუანტელი უვლის - ჩვენიანია. ნამდვილი მეთევზეები მარტონი არიან თავიანთ ავადმყოფობასთან, როგორც ჩინელები - ოპიუმის ჩიბუხთან. მზისა და ქაშაყის ქერცლიდან არეკლილი სინათლის…

გაგრძელება

არეული ამინდი, არეული ოპოზიცია, არეული ახალგაზრდები და გადარეული კორონა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 24, 2020.
საათი: 11:00pm 2 კომენტარი

      პრემიერის მადლობით დაიწყო დღე - ამჯერად, მადლობა ლუგარის ლაბორატორიას და მის მკვლევარებს გადაუხადა. დღის მთავარი ამბავი სწორედ ესაა და მასთან ერთად, ცხადია კორონა ვირუსიც. გახმაურებულია ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების იდუმალი საქმე, სადაც შესაძლო დანაშაულებებზე მიუთითებენ მოწმეები, ასევე ოპოზიციაში მაჟორიტარების გაყოფის თემა და ლიდერად მოვლენილი რურუა და მის გარშემო ეპისტოლარული ჟანრი. ცხადია, გაბუნიას საქმეც არ მიჩქმალულა. ამინდს რაც…

გაგრძელება

Qwelly World

free counters