ელიადე მირჩა - არქეტიპები და განმეორებადობა

პრობლემა

   მცირე ნაშრომში არქაული განვითარების ეტაპზე მყოფი საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ონტოლოგიის ზოგიერთი ასპექტის განხილვა გვაქვს განზრახული, ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, გვსურს ყოფიერებისა და რეალობის შესახებ იმ შეხედულებების შესწავლა, რომლებიც პრეისტორიული საზოგადოების ადამიანის ქცევებიდან გამომდინარეობს. ტრადიციისამებრ „პრიმიტიულად” წოდებული „პრე-მოდერნული” ან „ტრადიციული” საზოგადოებები, იმავდროულად აზიის, ევროპისა და ამერიკის უძველეს კულტურებსაც მოიცავენ. სრულიად ნათელია, რომ არქაული საზოგადოების მეტაფიზიკური კონცეფციების თეორიული ფორმულირებები ყოველთვის ვერ ხერხდებოდა; თუმცა, სიმბოლოს, მითს, რიტუალს, საგანთა უზენაესი რეალობის აღქმა-გაგების მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი აფირმაციის რთულად აგებული სისტემა გააჩნიათ, რომელიც ერთგვარი მეტაფიზიკის შემცველ სისტემად შეგვიძლია განვიხილოთ. ჩვენი მთავარი ამოცანა ისაა, რომ ყველა ამ სიმბოლოს, მითის და რიტუალის ღრმა აზრს ჩავწვდეთ და ჩვენთვის გასაგებ ენაზე გადმოვიტანოთ. თუ რომელიმე მითის ან არქაული სიმბოლოს საწყისი მნიშვნელობის ამოცნობას ცდას არ დავაკლებთ, იძულებული გავხდებით ვაღიაროთ, რომ ეს მნიშვნელობა სამყარში არსებული ზოგიერთი მდგომარეობის შეცნობის აშკარა მაჩვენებელია, რომლის შედეგადაც ერთგვარ მეტაფიზიკურ მდგომარეობასაც შეინივთებს. ტყუილუბრალოდ შევეცდებით არქაულ ენებში მოვიძიოთ დიდი ფილოსოფოსების მიერ დიდი გულმოდგინებით შექმნილი ისეთი სიტყვები როგორიცაა: „ყოფიერება”, არა-ყოფიერება”, „რეალობა”, „არა-რეალობა”, „ჩამოყალიბება”, „ილუზიური” და სხვა მათი მსგავსი ტერმინი ავსტრალიელი აბორიგენების და ძველი მესოპოტამიელების ენაში არ არსებობდა. მაგრამ სიტყვის არ არსებობა საგნის არარსებობას სულაც არ ნიშნავს: უბრალოდ, ეს საგანი შესაბამისი და მისთვის დამახასიათებელი ლოგიკის თანახმად განისაზღვრება და „სახელდება” სიმბოლოებისა და მითების საშუალებით ხდება.

არქაული განვითარების სტადიაზე მყოფი ადამიანის ქცევის კომპლექსურად შესწავლისას შეიძლება ერთმა ფაქტმა გაგვაოცოს: ადამიანთა ქმედებას, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ისევე როგორც მათ გარშემო არსებულ საგნებს, დამოუკიდებელი საკუთრივ არსებითი ნიშან-თვისების მაჩვენებელი ღირებულება არ გააჩნიათ. საგანი ან ქმედება მნიშვნელობას შეიძენს, და ამით შესაბამისად რეალური გახდება,რადგან ისინი ამა თუ იმ გზით მონაწილეობენ იმ რეალობაში, რომელიც მათ მიღმა არსებობს. მრავალ ქვათაგან მხოლოდ ერთი ხდება საკრალური ამის გამო სრულყოფილი და სრულფასოვანი ყოფიერებითაც მყისიერად უხვად გაჯერდება და გაიჟღინთება; – ეს კი იმის გამო ხდება, რომ ის ჰიეროფანიად წარმოჩინდება, ან მანას მოიპოვებს, ან კიდევ მისი ფორმა რაღაც გარკვეულ სიმბოლურ ფორმას შეიძენს, ან შეიძლება რაიმე მითოსური საგმირო საქმის მოსაგონრად იქცეს და ა.შ. საგანი ერთგვარ ჭურჭლად შეიძლება გადაიქცეს, რომელშიც გარე ძალა ჩაიღვრება, რაც მას მისი მსგავსებისგან გამოარჩევს და აზრსა და მნიშვნელობას შესძენს. ეს ძალა შეიძლება საგნის სუბსტანციაში მდგომარეობდეს ან კიდევ მის ფორმაში; ნებისმიერი კლდე შეიძლება საკრალურად წარმოჩინდეს, იმიტომ, რომ უკვე მისი არსებობაა ჰიეროფანია: ის მტკიცე და მკვიდრია, შეურყეველია და წარმოადგენს იმას, რაც ადამიანი არ არის. დროს არ ემორჩილება და ასეთი მარადიულობა მის რეალურობას ერთიორად ზრდის. ნებისმიერი, ყველაზე ჩვეულებრივი ქვაც კი შეიძლება „ძვირფას ქვად” იქცეს, ანუ სიმბოლური ფორმის ან წარმოშობის მიხედვით მაგიური ან რელიგიური ძალით გაიჟღინთოს: „მეხის ქვა” ძვირფასია

იმიტომ, რომ სავარაუდოდ ციდან არის ჩამოვარდნილი, ან მარგალიტი – იმიტომ, რომ ოკეანის სიღრმიდან არის ამოღებული. თუმცა სხვა ნებისმიერი ქვაც შეიძლება კურთხეულ ქვად იქცეს, დავუშვათ იმიტომ, რომ მათში წინაპართა სულები განსხეულდა (ინდოეთში, ინდონეზიაში), ან ოდესღაც, რაიმე თეოფანიის შემადგენელი ნაწილი გახდა (მაგალითად „ბეთელის ქვა”, რომელიც იაკობმა სასთუმლად გამოიყენა), ან კიდევ ისინი რაიმე მსხვერპლშეწირვის ან რომელიმე წმინდა ფიცის რიტუალის დროს თუ გამოიყენეს (იხ. ჩვენი ნაშრომი რელიგიების ისტორია”).

ახლა გადავიდეთ ადამიანთა ქმედებებზე, რომლებიც, რა თქმა უნდა, თუ ის უნებლიე და წმინდა ავტომატიზმით განპირობებული არ არის; მათი მნიშვნელობა, მათი ღირებულება ამ აქტების განხორციელებაზე დახარჯულ სუფთა ფიზიკურ ენერგიაზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ იმაზე, თუ რამდენად ზუსტად მოახერხებენ პირველქმნილი აქტის აღდგენას, მითიური მაგალითის განმეორებას. საკვების მიღება – მხოლოდ ფიზიოლოგიური პროცესი არ არის, ეს ერთგვარი ზიარების მუდმივი განმეორება და განახლებაა. საქორწინო რიტუალები და კოლექტიური ორგიები კი მითოლოგიურ პროტოტიპებთან გვაბრუნებენ; მათ იმეორებენ იმიტომ, რომ ეს ქმედებები იმთავითვე, შექმნის დღიდან („მას ჟამს”, „ab origine”) ღმერთების, წინაპრების” ან გმირების მიერ იყო ნაკურთხი.

პრიმიტიული, არქაული საზოგადოების ადამიანის ცნობიერ ქმედებაში ისეთი არაფერია, რაც მის არსებობამდე ვინმე სხვას, ან იმ სხვას, არ განუცდია, რომელიც ადამიანი არ იყო. ის, რასაც ადამიანი ახლა აკეთებს, მანამდეც გაკეთებულა. მისი სიცოცხლე იმ ქმედებების მუდმივი განმეორებების უწყვეტი ჯაჭვია, რომელსაც მანამდე სხვები სჩადიოდნენ.

ამ განსაზღვრული პარადიგმის ჩარჩოებში მოქცეულ ქმედებათა ცნობიერი განმეორებადობა მათ ონტოლოგიურ ბუნებაზე მეტყველებს. ბუნებრივი პროდუქტის, ადამიანის მიერ შექმნილი ნივთის რეალობის, მისი იდენტობის ხარისხი მოლოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორია მათი მონაწილეობა ტრანსცენდენტურ რეალობაში. ქმედება აზრს, რეალურობას მხოლოდ მაშინ შეიძენს თუ ის იმ საწყის, თავდაპირველ ქმედებას გაიმეორებს.

გადავწყვიტეთ, რომ სხვადასხვა კულტურიდან აღებული ბევრი მაგალითი დაგვეხმარება უკეთ გავერკვეთ ამ არქაული ონტოლოგიის სტრუქტურაში. თავდაპირველად, შევეცადეთ მოგვეძებნა ისეთი ფაქტები, რომლებიც პირველყოფილი აზროვნების მექანიზმს რაც შეიძლება ცხადად წარმოაჩენს; სხვანაირად რომ ვთქვათ, ამ ფაქტებმა უნდა დაგვანახოს, როგორ და რატომ ხდება პირველყოფილი ადამიანისთვის საგანი რეალური. ამ მექანიზმის ფუნქციონირების კარგად გაგების შემთხვევაში გახდება შესაძლებელი არქაული სულიერებით განმსჭვალული პერიოდის ადამიანური ყოფიერებისა და ისტორიის პრობლემათა შესწავლა და გაანალიზება.

ჩვენ მიერ თავმოყრილი ფაქტები რამდენიმე ვრცელ რუბრიკად დავყავით:

  1. ფაქტები, რომლებიც გვიჩვენებს, რომ არქაული ადამიანისთვის რეალობა ზეციური არქეტიპის მიმბაძველობაში მდგომარეობს.
  2. ფაქტები, რომლებიც მოწმობს, თუ როგორ იძენს რეალობა თავის მნიშვნელობას იმის მიხედვით თუ რა კავშირი აქვს მას „ცენტრის სიმბოლიზმთან”: ქალაქების, ტაძრების, შენობების არსებობა რეალური ხდება, იმისდა შესაბამისად, თუ რამდენად ასიმილირდებიან ისინი „მსოფლიოს ცენტრთან”.
  3. და ბოლოს, იმ პროფანური რიტუალების და ჟესტების ნიშნადობა, რომელთაც გარკვეული აზრი მხოლოდ მაშინ მიენიჭებათ, თუ შეგნებულად გაიმეორებენ იმ ქმედებებს, რომელთაც თავდაპირველად ღმერთები, გმირები ან წინაპრები მიმართავდნენ.

ამ ფაქტების აღწერა უკვე თავისთავად ღრმა ონტოლოგიური კონცეფციის კვლევისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია; სწორედ ამ ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით გთავაზობთ კონცეფციაში გარკვევას.

ლანდშაფტების, ტაძრების და დასახლებების ზეციური არქეტიპები

მესოპოტამიურ რელიგიურ მოძღვრებათა მიხედვით ტიგროსის მოდელი ვარსკვლავ ანუნითზე, ხოლო მდინარე ევფრატისა – ვარსკვლავ მერცხალზეა აგებული. ერთ-ერთ შუმერულ ტექსტში ლაპარაკია იმის შესახებ, თუ სად არის „ღვთიური არსებების ადგილსამყოფელი”, სად არიან ისინი, ჯოგთა და პურეულთა ღვთაებები”. ასევე, ალტაის მხარის ხალხებისთვის მთების იდეალური პროტოტიპი ზეციური მთებია. თავდაპირველად, ესა თუ ის ადგილი, ან რომელიმე ეგვიპტურ ნომებს სახელებს ზეციური „ველების” მიხედვით არქმევდნენ, და მხოლოდ ამის მერე ხდებოდა ამ სახელების „დედამიწისეულ გეოგრაფიასთან” გაიგივება.

ირანულ კოსმოლოგიაში, ზერვანიზმის ტრადიციის თანახმად, „ყველა დედამიწისეულ მოვლენას”, აბსტრაქტულს თუ კონკრეტულს, თავისი ტრანსცენდენტური უჩინარი ანალოგი, პლატონისეული გაგებით ერთგვარი „იდეა” შეესაბამება ზეცაზე. თითოეულ საგანს, ყველა ცნებას დუალიზმი, ორმაგი რაობა ახასიათებს: მენოკი (ზეციური) და გეტიკი (მიწიერი).

ხილული ზეცა თუ არსებობს, ესე იგი მენოკის ზეცაც არის, რომელიც უხილავია (Bundahishn I თავი). ჩვენს დედამიწას თავისი ზეციური ანალოგი აქვს. ყველა დედამიწაზე – „გეტაჰში”, არსებულ თვისებას თავისივე დარი ჰყავს ზეცაში, და სწორედ ეს უკანასკნელი წარმოადგენს ჭეშმარიტ რეალობას... წელიწადი, ლოცვა... და საერთოდ ყველაფერი ის, რაც გეტაჰში წარმოჩნდება, ასევე წარმოჩნდება მენოკში. ქმნილება უბრალოდ გაორებულია. კოსმოგონიური თვალსაზრისით, მენოკად განსაზღვრული კოსმიური სტადია, გეტიკის სტადიას წინ უსწრებს”.

განსაკუთრებით, ტაძარს, ანუ უზენაეს საკრალურ ადგილს, თავისი ზეციური ანალოგი გააჩნდა. სინას მთაზე იაჰვე მოსეს იმ ტაძრის „გამოსახულებას” აჩვენებს, რომელიც მოსემ მისთვის უნდა ააშენოს: „როგორც მე გაჩვენებთ სავანის სახეს და მთელი მისი მოწყობილობის სახეს, იმგვარად გააკეთეთ ყველაფერი” (გამოსვლა, XXV, 8–9). „იცოდე, იმ სახის მიხედვით გააკეთე ისინი, როგორც მთაზე იხილე” (გამოსვლა, XXV, 40). და, როდესაც დავითი თავის ვაჟს სოლომონს ტაძრის აგებას, ეკვდერის და ყველანაირი აღჭურვილობის გამართვას ავალებს, ის გეგმას აძლევს და არწმუნებს, რომ „ეს ყველაფერი უფლის ხელით არის ჩაწერილი, მან ჩამაგონა გეგმის ყოველი წვრილმანი” (პირველი ნეშტთა, XXVIII,19). აქედან გამომდინარე, მან სწორედ ღვთაებრივი მოდელი დაინახა.

ყველაზე ძველი დოკუმენტი, რომელშიც არქეტიპის მიხედვით საყდრის მშენებლობის აუცილებლობაზეა ლაპარაკი, გუდეას მიერ მისივე აგებულ ლაგაშის ტაძარში გაკეთებული წარწერაა. მეფეს სიზმარში ღმერთქალი ნიდაბა გამოეცხადა, რაღაც დაფა აჩვენა, რომელზეც მისთვის კეთილსასურველ ვარსკვლავთ განლაგებასთან ერთად გამოსახული იყო რომელიღაც

ღვთაება, რომელიც მეფეს ასაგები ტაძრის გეგმას უზიარებს. თავიანთი ღვთაებრივი პროტოტიპები ქალაქებსაც აქვთ. თანავარსკვლავედთა შორის ბაბილონის ყველა ქალაქის პროტოტიპი იყო: მაგალითად სიპარი კირჩხიბის თანავარსკვლავედში იყო, ნინევია – დიდი დათვის თანავარსკვლავედში, აშური არკტურუსში და ა.შ. სინახერიბმა ბრძანა, რომ ნინევია „უძველესი ზეციური კონფიგურაციის მიხედვით უნდა აშენებულიყო”. ზეციური მოდელი თავის მიწიერ არქიტექტურულ ანალოგს არა მარტო დროში უსწრებს, არამედ თავად იდეალურ (ზეციურ) „მხარეში”, მარადისობაში უკავია ადგილი. რასაც სოლომონიც ადასტურებს: „მიბრძანე ტაძრის აშენება შენს წმინდა მთაზე და საკურთხევლისა შენს სამყოფელ ქალაქში. მსგავსად წმიდა კარვისა, რომელიც დასაბამიდანვე წინასწარ განამზადე” (სიბრძნე სოლომონისა, 9,8).

თავდაპირველად ღმერთმა ზეციური იერუსალიმი შექმნა და ადამიანებმა დედამიწაზე ეს ქალაქი ამის მერე ააშენეს. ძველ სირიულ ენაზე დაწერილ „ბარუხის აპოკალიფსში”, II, 2,2–7, წინასწარმეტყველი სწორედ იერუსალიმს მიმართავს: „ნუთუ ეს ის ქალაქია, რომელზეც მე ვსაუბრობდი: „განა ჩემს ხელისგულზე ეს ქალაქი ავაშენე? ქალაქი, რომლის გარშემოც ახლა თავი მოგიყრიათ, ის არ არის, რომელიც მე გამოცხადებისას ვიხილე, ეს ის ქალაქი არ არის, რომელიც იმ დროიდან იყო მზად, როდესაც მე სამოთხის შექმნა გადავწყვიტე, და, როდესაც ეს ქალაქი თავისი ცოდვის ჩადენამდე ადამს ვაჩვენე...” ზეციური იერუსალიმი ყველა ებრაელი წინასწარმეტყველის შთაგონების წყარო იყო: (ტობითი XIII,16; ესაია LIX,11; ეზეკიელი LIX) და ა.შ. ეზეკიელისთვის იერუსალიმი რომ ეჩვენებინა, ღმერთმა მას ხილვა მოუვლინა და მაღალ მთაზე შემოსვა (LX, 6 sq.). სიბილური ორაკულების კრებულები ინახავს მოგონებებს ახალი იერუსალიმის შესახებ, სადაც ცენტრში „დიდებული ტაძარი წამომართულა, რომლის გიგანტური კოშკი ღრუბლებს ეხება და ყველა მხრიდან მოჩანს”. მაგრამ ზეციური იერუსალიმის ყველაზე მშვენიერი აღწერა მაინც აპოკალიფსშია (XXI, 2 sq.): „ვიხილე წმიდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ღვთისაგან ჩამომავალი ზეცით, სასძლოსავით გამზადებული და სასიძოსთვის შემკული”.

იგივე რწმენა ინდოეთშიც გვხვდება: ინდოეთში ყველა სამეფო ქალაქი, თანამედროვეც კი, ზეციური ქალაქების მითიური ქალაქის მოდელის მიხედვით არის აგებული, სადაც ოქროს ხანაში (in illo tempore) ზეციური უზენაესი არსთა გამრიგე სახლობდა. მის მაგალითზე, მეფე ცდილობდა ოქროს ხანა აღედგინა, თავისი დროის იდეალური სამეფო აეღორძინებინა; ამ შეხედულებას ჩვენს ნაშრომში კვლავაც ბევრჯერ შევხვდებით. აი, მაგალითად, ქალაქი-ციხესიმაგრე ცეილონზე – სიჰაგირი, რომელიც ზეციური ქალაქის ალაკამანდას მოდელზე იყო აშენებული, „ადამიანური არსებებისთვის ძნელად მისადგომი” იყო (Mahavastu, 39,2). პლატონის იდეალურ ქალაქსაც ასევე თავისი ზეციური პროტოტიპი ჰქონდა (სახელმწიფო., 592 b. იხ. იქვე, 500 e.). პლატონისეული „მოდელები” ასტრალური არ არის; თუმცა, მითოლოგიურად ისინი მაინც არამიწიერ არეალში არიან განლაგებული (ფედროსი, 247, 250).

ასე და ამგვარად, იმ სამყაროში, რომელიც ჩვენ გარშემოა და სადაც ადამიანის არსებობა და მისი მოღვაწეობის შედეგები კარგად ჩანს, ყველა მთას, რომელსაც ადამიანი იპყრობს, ყველა დასახლებულ რეგიონს თუ დამუშავებულ მიწის ნაკვეთს, სანაოსნო მდინარეს, ქალაქს, ან ტაძარს თავისი ზემიწიერი პროტოტიპი გააჩნია, რომელიც როგორც ერთგვარი წინასწარ ჩაფიქრებული „გეგმა-პროექტი”, ან „მოდელი”, ანდა შეიძლება როგორც მისი წმინდა წყლის ორეული, სადღაც უმაღლეს კოსმიურ დონეზე არსებობს. თუმცა იმ „სამყაროში”, სადაც ჩვენ ვარსებობთ ყველაფერს არა აქვს თავისი შესაბამისი პროტოტიპი. მაგალითად მონსტრებით დასახლებული უდაბური ადგილები, უცნობი ზღვები, სადაც ვერც ერთი ნაოსანი მოგზაურობას ვერ გაბედავს და კიდევ მათი მსგავსი სხვა, ბაბილონთან ან ეგვიპტის რომელიმე ნომთან ერთად თავის საკუთარი პროტოტიპის ქონის პრივილეგიას ვერ გაინაწილებს. ისინიც მითოლოგიურ მოდელს ასახავენ, მაგრამ ეს მოდელი სულ სხვა ბუნებისაა: ყველა ეს ველური, აუთვისებელი ტერიტორია ქაოსთან ასიმილირდება; ისინი იმ არადიფერენცირებული ფორმის არმქონე წესრიგის ნაწილს წარმოადგენენ, რომელიც სამყაროს შექმნამდე არსებობდა. სწორედ ამიტომ, როდესაც მსგავსი ტერიტორიის დაპყრობა, ანუ მათი ათვისება მიმდინარეობს, ამ დროს სწორედ იმ რიტუალებს აღასრულებენ, ანუ სამყაროს შექმნის აქტს სიმბოლურად იმეორებენ; აუთვისებელი ტერიტორია ჯერ „კოსმიზაციას” განიცდის და მხოლოდ ამის მერე ხდება მისი დასახლება. მოგვიანებით ჩვენ კვლავ მივუბრუნდებით ახლად აღმოჩენილი ტერიტორიების ათვისებისას ამ რიტუალების მნიშვნელობას. ახლა, კი უბრალოდ ხაზი გვინდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ სამყარო, რომელიც ჩვენ ირგვლივაა და რომელიც ადამიანის ხელით არის განაშენიანებული, მხოლოდ იმ შემთხვევაში იძენს ღირებულებას, თუ ის თავის არამიწიერ პროტოტიპს შეესაბამება. ადამიანი არქეტიპის მიხედვით ქმნის. ზეციური მოდელი არა მარტო მის მიერ აშენებულ ქალაქს ან ტაძარს აქვს, არამედ მთელ იმ ტერიტორიას, სადაც ის ცხოვრობს, ყველა მდინარეს, რომელიც იმ ველებს რწყავს და ანაყოფიერებს, რომელიც მას საკვებს აძლევს და ა.შ. ბაბილონის რუკაზე აღნიშნულია ქალაქი, რომელიც მდინარე ამერის მიერ გარშემორტყმული ვრცელი ტერიტორიის ცენტრშია, – სწორედ ასე ჰქონდათ წარმოდგენილი შუმერებს სამოთხე (Cosmologie, p. 22). ურბანულ კულტურებს რეალობას და სრულყოფილ მნიშვნელობას სწორედ არქეტიპული მოდელებისადმი მათი შესატყვისობა ანიჭებს.

ახალი, ველური და უცხო ტერიტორიების განაშენიანება „შესაქმის” თანაფარდია. როდესაც სკანდინავიელმა კოლონისტებმა ისლანდია, landnama, დაიპყრეს და ყამირის ათვისებას შეუდგნენ, მათ არ მიაჩნდათ, რომ რაღაც აქამდე არარსებულ, პროფანულ ან მიწიერ-ადამიანურ საქმეს აკეთებდნენ. მათი შრომა-ქმედება მათთვის მხოლოდ პირველქმნილი აქტის გამეორება იყო: ღვთაებრივი შემოქმედებითი აქტის (შესაქმის) მეშვეობით ქაოსი კოსმოსად გარდაიქმნება. უდაბური მიწების დამუშავებისას ისინი მართლა იმეორებდნენ ღმერთების ქმედებას, რომლებმაც ქაოსი მოაწესრიგეს და სრულქმნეს. რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი: ტერიტორიის ათვისება რეალური მხოლოდ მას შემდეგ ხდება (ან უფრო ზუსტად იმის მეშვეობით ხდება), რაც სამყაროს შექმნის პირველადი აქტის განმეორების რიტუალი განხორციელდება. ვედური პერიოდის ინდოეთში მიწების კანონიერი მფლობელობა მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც აგნისადმი მიძღვნილი საკურთხეველი აშენდა. „ამბობენ, რომ სამკვიდრებლის ნამდვილად მოპოვება (avasyati) მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც ააგებენ (gârhapatya) და მოაწყობენ (avasitâh) ყველაფერს, რაც აგნის საკურთხევლისთვის არის საჭირო, ნათქვამია ვედურ ტექსტში (Çatapatha Brâhmana VII,11, 1-4). აგნისადმი მიძღვნილი საკურთხევლის აღმართვა ღვთიური შესაქმის აქტის უბრალო მიკროკოსმიური დონის იმიტაციაა. უფრო მეტიც, ნებისმიერი მსხვერპლშეწირვა ასევე ღვთიური შესაქმის აქტს იმეორებს (მაგ.Çat.Brah. XIV, I, 2, 26 და ა.შ. იხ. მე-2 თავი). ესპანელი და პორტუგალიელი „კონკისტადორები” იესო ქრისტეს სახელით ეუფლებოდნენ თავიანთ აღმოჩენილ თუ დაპყრობილ კუნძულებს და კონტინენტებს. ქრისტეს ჯვრის გავრცელება და დამკვიდრება ამ ტერიტორიების დაუფლების „გამართლების” და მათი „კურთხევის” ტოლფასი იყო; ეს ნიშნავდა მათ „ხელახლა დაბადებას” და ამით ნათლობის აქტის განმეორებას (შესაქმის აქტი). თავის მხრივ, ბრიტანელი ნავიგატორები იკავებდნენ იმ რეგიონებს, რომელიც ინგლისის მეფის, ახალი კოსმოკრატორის სახელით დაიპყრეს.

ყველა ამ ვედური, სკანდინავიური და რომაული ცერემონიალების მნიშვნელობა უფრო ნათლად წარმოჩნდება მაშინ, როდესაც შესაქმის, უმაღლესი ღვთიური აქტის განმეორებადობის აზრს ჩავწვდებით. ჯერჯერობით მხოლოდ ერთ ფაქტს მივაქციოთ ყურადღება: ყველა ის ტერიტორია, რომელსაც იქ დასახლების ან უბრალოდ „სასიცოცხლო სივრცედ” გამოყენების მიზნით იკავებენ, თავდაპირველად „ქაოსიდან” „კოსმოსად” გადაიქცევა, ანუ რიტუალების ზემოქმედების შედეგად ის შესაბამის „ფორმას” მიიღებს, რაც მას რეალურად აქცევს. ცხადია, არქაული აზროვნებისთვის რეალობა ძალაში, შედეგიანობაში და მოქმედების ხანგრძლივობაში წარმოჩნდება. აქედან გამომდინარე, ყველაზე სრულყოფილი რეალობა საკრალურია: ვინაიდან, მხოლოდ საკრალურს შეუძლია იყოს აბსოლუტური, იმოქმედოს შედეგიანად, შექმნას და ხანგრძლივი არსებობა მიანიჭოს ყველაფერს. კურთხევის უამრავი აქტის შესრულება – სივრცის, ნივთების, ადამიანების საკრალიზაცია, და სხვ. რეალობის ძიების დაუძლეველი სურვილის, „პრიმიტიული” ადამიანის ყოფიერებისადმი სწრაფვის ნათელი ნიშანია.

ნახვა: 18

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters