მიგელ დე უნამუნო -  ჭეშმარიტება და ცხოვრება


   ახლახან მივიღე წერილი ერთი მკითხველისაგან, რომელსაც ჩემი ამას წინათ გამოქვეყნებული ესეი „ჩემი რელიგია“ წაეკითხა და მთხოვდა, უფრო ნათლად და ვრცლად ჩამომეყალიბებინა მასში გამოთქმული აზრი იმის თაობაზე, თუ როგორ ვეძიოთ ჭეშმარიტება ცხოვრებაში და ცხოვრება - ჭეშმარიტებაში.
ვასრულებ მის თხოვნას და ზედმიწევნით განვმარტავ ჩემს მოსაზრებებს.
ჯერ ჭეშმარიტება ცხოვრებაში: მუდამ მწამდა და რაც დრო გადის, მით უფრო მიმყარდება და მიმტკიცდება რწმენა, რომ ადამიანის უპირველესი ღირსება უნდა იყოს გულმართლობა; ყველაზე სამარცხვინო მანკიერება კი სიცრუეა და მისი ნაყოფი უმართლობა, ფარისევლობა და ამპარტავნობაა. ფარისეველს ისევ ცინიკოსი მირჩევნია, თუ სხვა არჩევანი არა მაქვს.
ღრმად ვარ დარწმუნებული, ყველა და ყოველთვის სიმართლეს რომ ლაპარაკობდეს, შეულამაზებელ სიმართლეს, ეგებ დედამიწას გაუკაცურება კი დაემუქრებოდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, იმას მაინც გავიგებდით, რაც დღეს ვერ გაგვიგია; ხოლო თუ შევძლებდით და მოყვასის ცნობიერებასაც ჩავწვდებოდით, მაშინ ცხადად დავინახავდით გაშიშვლებულ სულებს, ჩვენივე გულღვარძლიანობასაც, უნდობლობასაც, აღვივსებოდით უზომო ღვთისნიერების გრძნობით და ვაღიარებდით სიშავეს მათსას, ვისაც წმინდანად ვრაცხდით და სითეთრეს მათსას, ვისაც ბოროტად მივიჩნევდით.
   არ კმარა, არა იცრუოო, საღვთო წიგნის მერვე მცნება რომ გვიბრძანებს და თუმცა კი - მართალი ითქვას, - ყველა ასე მაინც არ ფიქრობს, რამეთუ სულიერი ცხოვრება იმასაც გულისხმობს, რომ უარყოფითიდან დადებითისკენ მივემართებოდეთ, იმას, ვინც არცა კლავს, არცა მრუშობს, არცა იპარავს და არცა ცრუობს, ოდენ კეთილსინდისიერება ამოძრავებს და მხოლოდ ამის გამო წმინდანობის გზას ვერ დაადგება. არ კმარა - არა კაც კლაო, მთავარია, ავამაღლოთ და გავაკეთილშობილოთ მოყვასის ცხოვრება; არ კმარა - არა იმრუშოო, რაც იმას გულისხმობს, რომ გამოვავლინოთ გრძნობათა სიწმინდე; არ კმარა - არა იპაროო, რაც გვავალებს, რომ ვიზრუნოთ მოყვასის კეთილდღეობაზე და სვე-ბედზე; არ კმარა - არა იცრუოო, არამედ მუდამ სიმართლე უნდა ვილაპარაკოთ.
ახლა სხვაც ვთქვათ და განვსაჯოთ, - ზოგჯერ ასეც ვპასუხობ ხოლმე მავანსა და მავან მოხალისე კორესპონდენტს, - ამ მოსყიდულებს, - ეშმაკურ ინსინუაციებზე, - ვინ იცის, კიდევ რამდენი რამაა სათქმელი, მით უმეტეს, სიმართლე, რასაც დრო და ვითარება გვათქმევინებს; არ გვმართებს ავყვეთ მავანთა და მავანთა ახირებებს და მაინცდამაინც ისა ვთქვათ, რაც მათ ეამებათ; ყველაფერს თავისი დრო და შესაფერისი ვითარება უნდა შევურჩიოთ. ეგაა, ყოველთვის გამოჩნდება ხოლმე ვინმე და გვისაყვედურებს, რატომ ამა თუ იმ ჭეშმარიტებებზე ხმამაღლა არ ლაპარაკობთო; ჩვენ კი მათთვის ერთი პასუხი გვაქვს - თქვენ სურვილებს რომ ავყვეთ, მაშინ ვეღარც იმას ვიტყოდით, რასაც ახლა ვამბობთ. არცთუ იშვიათად ხდება ხოლმე, როცა ზოგიერთი ჭეშმარიტებად მიიჩნევს რასმე და ჰგონია, ჩვენც ამასვე უნდა ვიზიარებდეთ, მაგრამ არც ასეა.
სხვათა შორის, აქვე ისიც უნდა ითქვას იმ ეშმაკი კორესპონდენტის გასაგონად, რომ პოეტს ან მწერალს, ვისაც თავად ანიჭებს უპირატესობას და ჰგონია მეც ისეთივე პატივს მივაგებ, ცდება; ალბათ არც ისაა სადავო, რომ ერთს ჭრელ-ჭრული ტანისამოსი მოსწონს, უსიცოცხლო მანეკენივით საყურეებით, მაქმანებითა და ათასგვარი ზიზილ-პიპილებით მორთვა-მოკაზმვა იტაცებს, მეორეს - ლამაზ-ლამაზი ფრაზები ხიბლავს, - სხვა ათასგვარ სისულელეებს შორის, - მაგრამ ის ხომ პოეტი მაინც ვერ გახდება, რითმას ადვილად ვერ დაიმორჩილებს. ამაზე უფრო ვრცლად ვისაუბრებ ესეიში, რომელსაც დავასათაურებ - „არც ერთი და არც მეორე“.
ახლა მივუბრუნდეთ ხსენებულ თემას, რამეთუ მგონია, საკმაოდ ვისაუბრე ჭეშმარიტების ძიების შესახებ ცხოვრებაში და ახლა გადავიდეთ მეორეზე - როგორ ვეძიოთ ცხოვრება ჭეშმარიტებაში.
საქმე ისაა, რომ არის ჭეშმარიტება მკვდარი და არის ჭეშმარიტება ცოცხალი, ანდა უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ჭეშმარიტება არ შეიძლება მოკვდეს, ანდა იყოს მკვდარი, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც გარკვეულ ჭეშმარიტებებს ისე აღიქვამენ, როგორც მკვდარს რასმე, წმინდა თეორიული სახით, სულს რომ ვერ გაახალისებს.

   კირკეგორი ჭეშმარიტებას ჰყოფდა არსებითად და შემთხვევითად, ხოლო თანამედროვე პრაგმატიკოსები, - რომელთა მამამთავარი გახლდათ უილიამ ჯეიმზი, - ჭეშმარიტებაზე, ანუ მეცნიერულ პრინციპებზე, თავიანთი პრაქტიკული დასკვნებიდან გამომდინარე მსჯელობენ. ასე რომ, თუ მავანს, ვინც გაიძახის სატურნზე სიცოცხლე არისო, ჰკითხავენ, რა შეიცვლებოდა შენ ცხოვრებაში, ან შენ ქმედებებში, ან რა არ შეიცვლებოდა, თუ ამ აზრს შეიცვლიდი, ანუ აღიარებდი, სატურნზე სიცოცხლე არ არისო, და თუ ის უპასუხებდა - არაფერიო, მაშინ ეტყოდნენ, ამას არც რწმენა ჰქვია და არც სხვა რამ ამის მსგავსიო.
   მაგრამ ამგვარი კრიტერიუმები ყოვლად გაუმართლებელი შეზღუდულობის მანიშნებელია, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ არც ამ სკოლის დიდი წარმომადგენლები ფიქრობენ ასე მოუქნელად. ჭეშმარიტება ჭეშმარიტებისთვის როგორც კულტი, თავისთავად, როგორც თუნდაც მოძღვრება, ისაა, რაც ამაღლებს და აძლიერებს სულს.
ერუდიტთა უმრავლესობა, რომელთა შორისაც არიან ძუნწებიცა და შურიანებიც, პატარ-პატარა ჭეშმარიტებებს თუ იძიებენ, ან თარიღების დადგენას ცდილობენ, ან სახელების გასწორებას; ამას კი თავის შექცევა, თუ მონომანია ჰქვია, ანდა სულაც კნინი პატივმოყვარეობა; მაგრამ ამაღლებული და ნეტარი სულის, ნამდვილად ერუდირებული ადამიანისთვის, რომელსაც შეიძლება რელიგიურიც ვუწოდოთ, ასეთი ძიებები ნიშნავს ჭეშმარიტების კულტს. ერთი სიტყვით, ის, ვინც მცირედის პატივისცემას არ არის მიჩვეული, იგი ვერასოდეს მიაგებს პატივს დიდს. ესეც არ იყოს, განა მუდამ ვიცით, რა არის დიდი და რა - პატარა, ან რა შედეგს გამოიღებს ის, რასაც პატივით მოვიხსენიებთ, ან ის პატარა, სულ პაწაწინა.
   ყველას გვსმენია მსჯელობა მეცნიერების რელიგიურობაზე, რაც არ არის - ღმერთმა კი დაგვიფაროს - მეცნიერული დასკვნებიდან მომდინარე ფილოსოფიური პრინციპებისა და დოგმების ერთიანობა, რომელიც ვითომ რელიგიას შეენაცვლებაო, ფანტაზიაა, რასაც ასე ელოლიავებიან ეს საცოდავი მეცნიერები, ამაზე არა ერთხელ გვითქვამს კიდეც და რაც სხვა არაფერია, მეცნიერული ჭეშმარიტების რელიგიური კულტი, სულის მორჩილება ობიექტურად წარმოდგენილი ჭეშმარიტების წინაშე, გულის სილბო, რომ დავნებდეთ იმას, რასაც გონება გვიმტკიცებს ესაა ჭეშმარიტებაო, სულერთია, მოგვეწონება ჩვენ თუ არა.
   ჭეშმარიტების მიმართ ასეთი რელიგიური გრძნობა არცთუ ძველია ამქვეყანაზე და არც მათ გააჩნიათ, ვინც თავს დებს რელიგიურობაზე. ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში და შუასაუკუნეებში მოჩვენებითი ღვთისმოსაობა - ასე უწოდებდნენ - pia fraus - ჩვეულებრივი ამბავი იყო. როგორც კი რაიმე სამაგალითოდ თუ ჭკუის სასწავლებლად მოეჩვენებოდათ, მაშინვე ჭეშმარიტებად აღიარებდნენ. რა მოცულობისა, ან რა შინაარსისა უნდა ყოფილიყო „წმინდა იოსებ პატრიარქის ცხოვრება“, ბოლოს და ბოლოს პაპიროსის გასახვევ ქაღალდზეც რომ დატეულიყო, ევანგელისტები მაინც იოსებზე იტყოდნენ, მარიამის ქმარზე, რა შინაარსი უნდა ჰქონოდა ამ კომპაქტურ ნაწერს, ექვსას გვერდზე რომ გაწელილიყო, თუ არა უქმსიტყვაობა და მოჩვენებითი ღვთისმოსაობა.
   დროდადრო ვიღებ ხოლმე წერილებს კათოლიკეებისგან, ხანაც პროტესტანტებისგან - უფრო მეტს ამ უკანასკნელთაგან, რადგან მათ უფრო პროზელიტური სული აქვთ; ისინი საკუთარი რწმენის შესატყვისად სვამენ ხოლმე კითხვებს, მაგრამ ალაგ თუ გამოკრთება ჭეშმარიტების სიყვარული, ხლართავენ და ამახინჯებენ სახარებისეულ ტექსტებს, თავიანთ ჭკუაზე განმარტავენ, ათასგვარ სიტყვიერ ხრიკებს იგონებენ, ოღონდ კი ის გვითხრან, რაც თვითონ უნდათ და არა ის, რაც მასშია ნათქვამი. ბოლოს კი ისე გამოდის, რომ რაციონალიზმის ეს ეგზეგეტიკური ნაჯღაბნი - ცხადია, მე არ ვეხები ქრისტიანობის იმ სისტემატურ ცილისმწამებლებს, როგორიც ბრძანდება თუნდაც ნიცშე, არც იმ თავქარიან რეგვენებს, დისერტაციებს რომ აცხობენ და იმასაც კი ამტკიცებენ, ვითომ ქრისტე არ არსებობდა, ანდა ბუდას მოწაფე იყოო და სხვა ამგვარ ფანტასმაგორიებს თხზავენ, - სწორედ ეს ეგზეგეტიკური ახსნა-განმარტებები მოწმობს ჭეშმარიტების რელიგიურ კულტზე გაცილებით მეტად, ვიდრე სისტემატური უარმყოფელების და ცილისმწამებლების მტკიცებები. და ჭეშმარიტების ასეთმა სიყვარულმა და მოკრძალებამ, ცხოვრებაში მისმა ძიებამ შეიძლება იქამდე მიგვიყვანოს, რომ არც ეს მოგვეჩვენოს ნაკლებად პრაგმატული.
   ჯერ კიდევ „პარმენიდებში“ სოკრატე პლატონს ათქმევინებდა, რომ ის, ვინც სიყმაწვილის ჟამს არ ვარჯიშობს მეტაფიზიკური პრინციპების ანალიზში, როგორც ჩვეულებრივად ადამიანები უქმ გარჯილობასა თუ უქმსიტყვაობაში, ვერასოდეს მიაღწევს ჭეშმარიტებასაო; უფრო გასაგებად, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ამქვეყნად ფულზე მონადირენი, რომელთაც სძულთ ასეთი „მონაჩმახები“ და ვერც ვერასოდეს გაიგებენ რა აკეთილშობილებს ცხოვრებას, თუნდაც აურაცხელი ქონება დააგროვონ, სულით მაინც გლახაკნი დარჩებიან და მთელ ცხოვრებასაც ფუჭად გაატარებენ; და საუკუნეების მერე, პლატონის შემდგომ, მეორე კეთილშობილი სული, თუმცა კი სხვა დროისა და სხვა წრთობისა, კანცლერი ბეკონი წერდა, პატივს ვერ მივაგებთ იმ უსარგებლო მეცნიერებას, თუ ვერ გამოვიყენებთ, თუმცა წვრთნის და წააქეზებს ნიჭსაო.
   ეს არის სწორედ ის მოძღვრება, რასაც ყოველდღიურად უნდა ქადაგებდნენ - მე ჩემი ვთქვი, - იმ ქვეყნებში, იმ ხალხთა შორის, სადაც მეტისმეტად პატივშია ინჟინერია, სხვა დანარჩენს არაფრად მიიჩნევენ.
ხალხში ეს გარდუვალიც კია, რადგან მატერიალური შედეგით სჯიან, რაკი ეს თვალსაჩინოა. ასე რომ, ბუნებრივია, როცა ტელეფონამდე, ფონოგრაფამდე და სხვა ასეთ აპარატებამდე, რაც, ჰგონიათ ედისონმა გამოიგონაო, - თუმცა სინამდვილეში ეს ამ მარჯვე მეწარმის ტექნიკური გამოგონების მხოლოდ ნაწილი იყო, - ამიტომ ედისონი გაცილებით მცოდნე და გენიალური წარმოუდგენიათ, ვიდრე ის ფიზიკოსები, დღესაც რომ არსებობენ, მათ კი არაფერი სმენიათ მათზე და კიდევ სხვა მრავალზე, თუმცა კი ისინი მეცნიერებაში დიდად წარმატებულნი ბრძანდებიან. მათ არც მაქსუელის გამოგონილი აპარატი უნახავთ, მაგალითად, მაგრამ მაინც რჩებიან თავიანთი ედისონის ერთგულნი და სჯერათ, რომ ფლამარიონი ფანტასტიკური და გასაგიჟებელი ასტრონომიაო.
   არცთუ სასიამოვნოა, რომ მეცნიერებას უმეტესწილად აქაც და სხვა ქვეყნებში ემსახურებიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ბედის საძიებლად ჩამოსული ემიგრანტები, ოღონდ როგორც კი წარმატებას მიაღწევენ, მაშინვე გარბიან, იმ ქვეყნებს მიაშურებენ, სადაც ძლიერი და კეთილშობილური ფილოსოფიური მოძღვრება საზოგადოების პატივისცემით არ სარგებლობს და სადაც წმინდა მეცნიერება ექვემდებარება ინჟინერიას, რადგან ფულის შოვნის საშუალებაა. ყოველ შემთხვევაში, დასაწყისისთვის მაინც.
   ამთავითვე ვიტყვი, რადგან სადაც კულტურა მაინც ძნელად ასათვისებელია, იქ ყველას კარგად ესმის წმინდა ანგარიშიანობის პრაქტიკული ფასი, ისიც იციან, რა წვლილი მიუძღვით კანტსა თუ ჰეგელს თანამედროვე გერმანიის სამხედრო და სამრეწველო მიღწევებში; კარგად მოეხსენებათ, თუ როდის დაიწყო Staudt-მა წმინდა გეომეტრია და ამ მეცნიერების ადგილიც იციან, თუმცა გრაფიკულ გამოთვლებში დიდად არ გაუწაფიათ გონება, რაც დღეს კაბელის გასაჭიმად რომ დასჭირდებოდათ.
მაგრამ ამ შუალედური გრძელვადიანი გამოყენების მიუხედავად, რაც შეიძლება მეცნიერულ პრინციპებამდეც კი მივიდეს, მაინც მეტად აბსტრაქტული გვეჩვენება, თუმცა სარგებლობა მაინც მოაქვს და მისი შესწავლა გაცილებით უფრო წვრთნის გონებას, ვიდრე მეცნიერულის გამოყენების შესწავლა.
   როდესაც ვცდილობთ წმინდა მეცნიერების უარყოფას, - რაც სინამდვილეში არც დაგვინერგავს და ამიტომაც უარვყოფთ, - და ვუბრუნდებით პრაქტიკულ სწავლებაზე საუბარს, რიგიანად ისიც კი ვერ გაგვიგია, რას ნიშნავს ეს; არის ქვეყნები, სადაც საკმაოდ წინ წავიდა მეცნიერების გამოყენება, პოლიტექნიციზმს აღარ ენდობიან, გამოცდილებას. ნამდვილ ინჟინრებს, რომელთაც, შეიძლება ითქვას, ჭეშმარიტად მეცნიერული სული არ გააჩნიათ, ისეთი, რაც სჭირდებათ, - მაგრამ რკინიგზის გაყვანაში ისეთივე სარგებელი მოუტანიათ, როგორც ადვოკატს - სასამართლო პროცესში; თუმცა არც ის წასულა წინ მეცნიერებაში ერთი ნაბიჯითაც კი, ასეთს ვერც მე ვენდობოდი საკონსტიტუციო რეფორმებში.
   ასე და ამგვარად, ცხოვრების ძიება ჭეშმარიტებაში, ანუ იმ კულტის ძიება, რაც აამაღლებს და გააკეთილშობილებს ჩვენ სულიერ ცხოვრებას, რაც არის და უნდა იყოს მუდამ ცოცხალი და არ გადააქცევს ჭეშმარიტებას დოგმად, რაც არის მკვდარი რამ.
   ხანგრძლივი საუკუნეების მანძილზე ადამიანები ერთგულად და თავდაუზოგავად, იბრძოდნენ, რადგან წინ მიუძღოდა სული წმინდა მამას თავად და მამასა და ძესაც და ეს ბრძოლა დასაბამს აძლევდა კათოლიკურ რწმენას, რაც ამაღლებდა იმას, რაც იწოდებოდა Filioque, რომელიც გვეუბნება, რომ qui ex Patre Filioque procedit (რომელიც მამისა და ძისგან გამოვიდა). მაგრამ დღეს რომელ კათოლიკეს აღელვებს ეს? ჰკითხეთ ყველაზე ღვთისმოშიშ კათოლიკეს, ყველაზე პატიოსან მორწმუნეს, მოძებნეთ ვინმე ღვთისმსახურთა შორის, რატომაა, რომ სული წმინდა დაჰყვება მამასა და ძეს და არა მხოლოდ პირველს, ან რა განსხვავებაა ჩვენს ზნეობრივ ქმედებებსა და რელიგიურს შორის, ან რატომ გვწამს ეს, ან ის, რომ არაფერი ვთქვათ ეკლესიისადმი მორჩილებაზე, რომელიც გვიბრძანებს ვირწმუნოთ და დავინახოთ ის, რასაც თვითონ გვეუბნება. და ეს არის ის, რაც დროში განსახიერებული ცოცხალი რელიგიური რწმენაა და შეგვიძლია მოწიწებით ვუწოდოთ ჭეშმარიტი რწმენა, - რომლის გარეშეც მინდა დავამტკიცო ობიექტური ჭეშმარიტება - ეს ხომ სხვა არაფერია, თუ არა მკვდარი დოგმა.
და დღევანდელი პაპის მიერ ეგრეთ წოდებული მოდერნიზმის დოქტრინის განსჯა ხომ კვლავ სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ მოდერნისტები ლუასი, ლე როი, პადრე ტირელი, მური და სხვა, ცდილობენ დააბრუნონ ჭეშმარიტი ცხოვრება მკვდარი დოგმებისკენ და პაპი, ანდა უფრო სწორად, მისი მრჩევლები, - საბრალოს იმის ძალაც კი არ შესწევს, რომ დაფიქრდეს, - დიდის მონდომებით და წადილით ცდილობენ ახალი სული შთაბერონ ამ დოგმებს და იმით დაამთავრონ, რომ ჩაკლან ყველაფერი ერთიანად. მათ იციან, რომ მკვდარია და ახალი სულის შთაბერვა უმალ მტვრად და ნაცრად გადააქცევს.
   და რაც არის მთავარი, ისევ გონიერებაა, რამეთუ უნდა ვეძიოთ ჭეშმარიტება ყოველთა, ვისაც ჰგონია, რომ არსებობს და სინამდვილეში არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს ჭეშმარიტება და მოჩვენებითი ჭეშმარიტება. და რაც მეტი წინააღმდეგობაა ცხოვრების ძიებისა ჭეშმარიტებაში, ამდენად უკუაგდებს იმის შემოწმებას და განცხადებას რომ არის ხელშეუხები პრინციპები. არ არსებობს ისეთი რამ, რისი შემოწმებაც არ შეიძლება. უბედურია ის ქვეყანა, სადაც არ არის ნება გააანალიზონ პატრიოტიზმი! და აქ ჩანს ის, თუ როგორ აღწევს ჭეშმარიტება ცხოვრებაში და ცხოვრება ჭეშმარიტებაში და ის, რაც გვაბედინებს ვეძიოთ ცხოვრება მათი, ვინც ამბობს, რომ სჯერა ჭეშმარიტი არსებობისა, ისინი არასდროს ცხოვრობენ ჭეშმარიტებით. მორწმუნე, რომელიც წინააღმდეგია შემოწმდეს მისი არსებობის საფუძვლები, ის კაცია, რომელიც არ ცხოვრობს გულწრფელად და არის სიცრუეში. ადამიანი, რომელსაც არ სურს დაფიქრდეს მარადიულობის პრობლემებზე, არის ცრუ და მხოლოდ ცრუ. და ასე ივლის ინდივიდებს შორის და ხალხებშიც - ზერელობა სიცრუესთან ერთად. არარელიგიური ხალხი, ანუ ხალხი, რომელთაც არ აწუხებთ რელიგიური პრობლემები და სხვა ასეთი პრობლემები ან რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, - ეს ხალხი ცრუა და ექსჰიბიციონისტი, როდესაც არა აქვს მნიშვნელობა არსებობენ, თუ ეჩვენებათ, რომ არსებობენ.
   აი, აქ ჩანს როგორ მესმის ჭეშმარიტება ცხოვრებაში და ცხოვრება ჭეშმარიტებაში.

სალამანკა, თებერვალი, 1908 წ.

ნახვა: 489

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters