შტეფან ცვაიგი იმ მწერალთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც აღიარება, პოპულარობა სიცოცხლეშივე მოიპოვეს, მაგრამ ცვაიგის ცხოვრება ამ წარმატების მიუხედავად არც ისეთი მშვიდი და უშფოთველი იყო. ნაცისტური რეჟიმის გამო ის იძულებული გახდა ავსტრია დაეტოვებინა, თავშესაფარი ეძებნა სხვადასხვა ქვეყნებში, მანამ სანამ ევროპიდან ძალიან შორს, ბრაზილიაში არ დაამთავრა სიცოხლე თვითმკვლელობით.

      ცვაიგის შემოქმედება ემოციურად და ფსიქოლოგიურად დატვირთულ ნოველებს გასცდა და მოიცავს მონოგრაფიებს, ესეებს, ბიოგრაფიულ რომანებს, სადაც ასახულია ევროპელი ხელოვანების, მეცნიერებისა და ინტელექტუალების ცხოვრება.

      შტეფან ცვაიგი ვენაში 1881წლის 28ნოემბერს მდიდარი ებრაელი მეწარმის მორის ცვაიგისა და მისი მეუღლის იდა ბრეტაუერის ოჯახში დაიბადა. მამის წინაპრები წარმოშობით მორავიიდან (ჩეხეთი) იყვნენ, დედა კი ანკონაში (იტალია) ცნობილი ბანკირების ოჯახში დაიბადა. ცოლ-ქმარ ცვაიგებს შტეფანის გარდა კიდევ ერთი ვაჟი ჰყავდათ ალფრედი.

      სკოლაში სწავლის პერიოდში (1887-1892 წლებში ის საჯარო სკოლაში, ხოლო 1892-1900 წლებში გიმნაზიაში სწავლობდა) ცვაიგი ლიტერატურამ გაიტაცა. მომავალი მწერალი ბევრს კითხულობდა და თავადაც წერდა ლექსებს, რომელიც ჟურნალებში "Deutsche Dichtung" (ბერლინი) და "Die Gesellschaft" (მიუნხენი) იბეჭდებოდა. მისი ლექსები ერთ კრებულად 1901წელს გამოიცა სათაურით "Silberne Saiten". ლექსები ნეორომანტიული იმპრესიონიზმის სტილში იყო დაწერილი. ცვაიგმა ავსტრიელ პოეტს რაინერ მარია რილკეს, რომლის დიდი თაყვანისმცემელიც იყო, თავისი ლექსების პირველი კრებული გაუგზავნა. რილკემ საპასუხოდ თავისი კრებული გამოუგზავნა. აქედან დაიწყო ორი მწერლის მეგობრობა. მათ შორის მიმოწერა რილკეს გარდაცვალებამდე გრძელდებოდა. 1906წელს ცვაიგის ლექსების მეორე კრებული "Die Frühen Kränze" გამოქვეყნდა, ხოლო 1924წელს მორიგი კრებული "Die gesammelten Gedichte" გამოვიდა გაყიდვაში.

      სკოლაში სწავლის პერიოდს უკავშირდება ცვაიგის კიდევ ერთი გატაცება-ცნობილი ხელოვანების ავტოგრაფებისა და ხელნაწერების შეგროვება. მისი კოლექცია მოიცავდა ლეონარდო და ვინჩის, ნაპოლეონის, ბალზაკის, ბახისა და სხვა კომპოზიტორებისა თუ მწერლების ხელნაწერებს.

      1900-1904წლებში ცვაიგი ვენის უნივერსიტეტში ფილოსოფიას, გერმანისტიკასა და რომანისტიკას სწავლობდა. მან სადისერტაციო თემად შეარჩია იპოლიტ ტენის (ფრანგი ფილოსოფოსი, ესთეტიკოსი, მწერალი, ისტორიკოსი) ფილოსოფია. 1902წლის ზაფხულის სემესტრი მწერალმა ბერლინის უნივერსიტეტში გაატარა.

"მეგობრობის ოსტატი"

      ცვაიგი ბევრს მოგზაურობდა. თვეობით რჩებოდა ბელგიაში, ინგლისში, საფრანგეთში, ესპანეთში, სამხრეთ აფრიკაში, იტალიაში, აშშ, კანადაში, ლათინოამერიკასა და ინდოეთში. ეცნობოდა სხვადასხვა ქვეყნის კულტურას. სწავლობდა უცხო ენებს: ინგლისურს, ფრანგულს, იტალიურსა და ესპანურს, რამაც საშუალება მისცა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გამოსულიყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და მათ ენაზე წაეკითხა მოხსენება პაციფიზმისა და ჰუმანიზმის შესახებ. ცვაიგი ბრწყინვალე ორატორი იყო.

      მოგზაურობის დროს მწერალი ცდილობდა პირადად გაეცნო ცნობილი და ნაკლებად ცნობილი მწერლები, ხელოვანები და ინტელექტუალები. სიცოცხლის ბოლომდე მას უამრავ ხელოვანთან აქტიური მიმოწერა აკავშირებდა. ცვაიგი ახალგაზრდა მწერლებს გამომცემლობების მოძიებაში დიდ დახმარებას უწევდა. მოგვიანებით მწერლის წერილები, მათ შორის პირველი და მეორე ცოლისადმი მიწერილი, რამოდენიმე ტომად გამოიცა. ჰერმან ჰესე მას "მეგობრობის ოსტატს" უწოდებდა, ხოლო რომენ როლანი (ფრანგი მწერალი), რომელთანაც ცვაიგს დიდი მეგობრობა აკავშირებდა და რომელმაც მისი, როგორც პაციფისტის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდენა, მასზე წერდა "მეგობრობა-მისი რელიგიაა" .

ცვაიგი-მთარგმნელი

      "საკუთარი სურვილითა და რიჩარდ დემელის (გერმანელი მწერალი) რჩევით, ჩემი დროის გარკვეულ ნაწილს უცხო ენიდან თარგმნას ვუთმობდი. დღემდე ვთვლი, რომ ეს საქმიანობა ახალგაზრდა პოეტისთვის საუკეთესო საშუალებაა საკუთარი ენის სულის ღრმად და შემოქმედებითად ჩაწვდომისათვის." ცვაიგმა, რომელიც კარგად ფლობდა ფრანგულ ენას და ფრანგული ლიტერატურის დიდი თაყვანისმცემელი იყო, თარგმნა და გერმანულენოვან პუბლიკას გააცნო ემილ ვერჰარნის (ბელგიელი ფრანგულენოვანი მწერალი. ცვაიგმა და ვერჰარნიმ ერთმანეთი 1902წელს გაიცნეს), შარლ ბოდლერის, არტურ რემბოს (ფრანგი პოეტი), პოლ ვერლენის (ფრანგი პოეტი) და რომენ როლანის (ცვაიგმა თარგმნა როლანის რომანი "Clerambault-კლერამბო" და პიესა "Die Zeit wird kommen" ) შემოქმედება. რომენ როლანს მან მონოგრაფიაც მიუძღვნა "Romain Rolland-Der Mann und das Werk" (1922წელი).

პირველ მსოფლიო ომამდე

      თუ 1901წელს მკითხველმა ცვაიგი, როგორც პოეტი ისე გაიცნო, 1904წელს მისი ნოველების პირველი კრებული "Die Liebe der Erika Wald" გამოქვეყნდა. მეორე კრებულმა "Erstes Erlebnis. Vier Novellen aus Kinderland" დღის სინათლე 1911წელს იხილა. მასში გაერთიანებული იყო ოთხი ნოველა: 1.Geschichte in der Dämmerung - 2.Die Gouvernante (გუვერნანტი ქალი) - 3.Brennendes Geheimnis - მწველი საიდუმლო - 4.Sommernovellete - ზაფხულის ნოველა.

      ცვაიგმა თავისი ძალები დრამატურგიაშიც მოსინჯა და აქაც დიდი წარმატება ხვდა წილად. პირველ მსოფლიო ომამდე მისი რამოდენიმე პიესის- 1908წლის ნოემბერში დრეზდენისა და კასელის თეატრის სცენაზე "Tersites", 1912წლის 5მაისს ვროცლავში (პოლონეთი) "Der verwandelte Komödiant"-ის, ამავე წლის ოქტომბერში ვენაში "Das Haus am Meer-სახლი ზღვის პირას" პრემიერა გაიმართა.

პირველი მსოფლიო ომი

      პირველ მსოფლიო ომში ბევრი მწერალი მონაწილეობდა.ზოგი გაიწვიეს, ზოგი მოხალისედ ეწერებოდა, ზოგი სამხედრო კორესპოდენტად მუშაობდა. მათ რიცხვში იყო ცვაიგიც. მას მოხალისედ უნდოდა წასვლა, მაგრამ სამხედრო სამსახურისთვის გამოუსადეგრად სცნეს და არქივში გაანაწილეს სამუშაოდ. ომის მთელ სისატიკესა და

      საშინელებას ცვაიგი პირველად 1915წელს შეეჯახა, როდესაც ის, როგორც სამხედრო კორესპოდენტი გალიციის ფრონტზე გააგზავნეს. მწერლის ამ მძიმე და რთული პერიოდის შესახებ როლანი წერდა: "მე ვიყავი მოწმე, თუ როგორ იტანჯებოდა ეს ევროპული თავისუფალი სული. ომმა შეარყია მასში რაც წმინდა იყო, წაართვა ხელოვნებისა და კაცობრიობის რწმენა, მან ცხოვრების აზრი დაკარგა. წერილები, რომელსაც ომის პირველ წლებში მისგან (ცვაიგისგან) ვიღებდი, ცხადად აჩვენებდნენ მის გაორებასა და სასოწარკვეთილებას". სწორედ პირველ მსოფლიო ომში გადატანილისა და როლანის გავლენით, ომის შემდეგ ცვაიგი თავის საერთაშორისო წარმატებასა და პოპულარობას ჰუმანიზმისა და პაციფიზმის იდეების გასავრცელებლად იყენებდა. ის ბევრს მოგზაურობდა და სხვადასხვა ქალაქებში კითხულობდა ლექციებს ამ თემაზე. ყველა ქვეყანაში მას ისე იღებდნენ, როგორც სახელმწიფო სტუმარს. არამარტო ევროპაში, ასევე სამხრეთ ამერიკაშიც კი ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა მწერალს, მის ლექციებს უამრავი ადამიანი ესწრებოდა.

      1917წელს სამხედრო სამსახურისაგან თავის დასაღწევად, მწერალმა შვეიცარიაში გამგზავრების უფლება გამოითხოვა. სწორედ აქ იკრიბებოდნენ საომარ მოქმედებებში ჩაბმული ქვეყნებიდან წამოსული ინტელექტუალები, რომლებიც ომის საწინააღმდეგო სტატიებს აქვეყნებდნენ. 1918წლიდან ცვაიგი შვეიცარიულ გაზეთში "Neue Freie Presse" ჟურნალისტად მუშაობდა, სადაც ის თავის უპარტიო შეხედულებებს აქვეყნებდა.

      ომის თემაზე შეიქმნა დრამა "Jeremias" რომლის პრემიერა 1918წლის თებერვალში ციურიხში შედგა. პიესას საფუძვლად დაედო იერემია წინასწარმეტყველის ისტორია. დრამა ომის წინააღმდეგ იყო მიმართული და ცვაიგის, როგორც მწერლისა და პაციფისტის პოზიციები გაამყარა. ხოლო 1920წელს გამოქვეყნებული ნოველა "Der Zwang" ასახავს მწერლის დაპირისპირებას ომის შინაგან უარყოფასა და სახელმწიფო მმართველებთან კონფრონტაციის შიშს შორის.

პირველი ქორწინება

1912წელს შტეფან ცვაიგმა ფრედერიკა მარია ფონ ვინთერნიცი ბიურგერი გაიცნო. ფრედერიკა ამ დროს ფინანსისტ ფელიქს ედლერ ვონ ვინთერნიცის ცოლი იყო, მათ ორი ქალიშვილი ჰყავდათ. ამის მიუხედავად მწერალს ფრედერიკა შეუყვარდა. ფრედერიკა ქმარს 1914წელს გაეყარა, ხოლო 1917წლიდან პირველი მსოფლიო ომის დასრულებამდე ის ცვაიგთან ერთად შვეიცარიაში ცხოვრობდა. მათ ურთიერთობა ოფიციალურად 1920წელს გააფორმეს. ომის შემდეგ ცოლ-ქმარი ფრედერიკას შვილებთან ერთად ავსტრიაში, კერძოდ ზალცბურგში, ცვაიგის მიერ პირველი მსოფლიო ომის დროს შეძენილ სასახლეში დასახლდა. სახლი ისე იყო მოწყობილი, რომ მწერალს კომფორტულად ეცხოვრა, მშვიდად ეწერა და მეგობრები მიეღო. ზალცბურგის სასახლეს ხშირად სტუმრობდნენ ევროპელი ხელოვანები და ინტელექტუალები. თავად ფრედერიკაც ქმრის მსგავსად წერდა და თარგმნიდა. ამ პერიოდში შექმნილმა ნაწარმოებებმა ცვაიგის პოპულარობა უფრო გაზარდა. ის აქვეყნებდა მონოგრაფიებს-1923წელს დაიბეჭდა "Frans Masereel. Der Mann und Bildner" (ფრანს მაზერელი-ბელგიელი მხატვარი და გრაფიკოსი), ხოლო 1929წელს "Joseph Fouche. Bildnis eines politischen Menschen"-"ჟოზეფ ფუშე: პოლიტიკური მოღვაწეობის პორტრეტი"(ჟოზეფ ფუშე-ფრანგი პოლიტიკოსი), ესეებს, მოთხრობებს, რომლებიც ჰუმანიზმის იდეებით იყო გამსჭვალული, ხოლო მის ნოველებში ზიგმუნდ ფროიდის გავლენა იგრძნობა.

      მწერალმა ესეების ოთხი ტომი მიუძღვნა ცნობილ ხელოვანებსა და მეცნიერებს. პირველი ტომი გამოქვეყნდა 1920წელს სათაურით "Drei Meister - Balzac - Dickens - Dostojewski" (ბალზაკი-დიკენსი-დოსტოევსკი). 1946წელს მწერლის გარდაცვალებიდან 4 წლის შემდეგ ბალზაკის შესახებ კიდევ ერთი რომანი გამოიცა "Balzac.Roman seines Lebens". ცვაიგმა რომანზე მუშაობა 1939წელს დაიწყო, 1940წელს ამ მიზნით ის პარიზში კიდევ ერთხელ ჩავიდა. 1925წელს ესეების მეორე ტომი "Der Kampf mit dem Dämonen-Hölderlin-Kleist-Nietzsche" (ფრიდრიხ ჰოლდერინი-გერმანელი პოეტი - ჰაინრიხ ფონ კლაისტი - გერმანელი მწერალი და დრამატურგი - ნიცშე-ფილოსოფოსი), 1928წელს მესამე ტომი "Drei Dichter ihres Lebens-Casanova-Stendhal-Tolstoi."-"თავისი ცხოვრების სამი მგოსანი - კაზანოვა - სტენდალი - ტოლსტოი", მეოთხე ტომი კი 1931წელს გამოიცა სათაურით "Die Heilung durch den Geist - Mesmer - Mary Baker-Eddy -Freud (ფრანც მესმერი - მედიცინის, სამართლისა და ფილოსოფიის დოქტორი - მერი ედი ბეიკერი - ამერიკელი მწერალი ქალი - ფროიდი-ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი).

      მწერლის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი მაინც ნოველებს უკავია. ბევრი ჩვენგანი სწორედ ნოველებით იცნობს შტეფან ცვაიგს. მის ნოველებში ადამიანებსა და მოვლენებზე მეტად მნიშვნელოვანი ადგილი მათ ემოციებსა და განცდებს უკავიათ. "Brief einer Unbekannten-უცნობი ქალის წერილი"(1922წელი), "Phantastische Nacht-ფანტასტიკური ღამე" (1922წელი), "Amok. Novelle einer Leidenschaft.- ამოკით შეპყრობილი"(1922წელი), "Angst - შიში" (1925წელი), "Verwirrung der Gefühle. Drei Novellen" (1.Vierundzwanzig Stunden aus dem Leben einer Frau-ქალის ცხოვრების 24საათი. 2.Untergang eines Herzens-აღსასრული ერთი გულისა. 3.Verwirrung der Gefühle) (1927წელი), "Vier Erzählungen" (1.Die unsichtbare Sammlung-უხილავი კოლექცია. 2.Episode am Genfer See. 3.Leporelle-ლეპორელა. 4.Buchmendel-ბუკინისტი მენდელი) (1929წელი).

      1927წელს გამოცემული Sternstunden der Menschheit. Historische Miniaturenმსოფლიო ისტორიიდან 14 მოვლენას მოიცავს .

      არამარტო ნოველები, მონოგრაფიები, ესეები სარგებლობდნენ დიდი პოპულარობით მკითხველებს შორის, ასევე წარმატებით იდგმებოდა ცვაიგის პიესები. 1926წელს ბენ ჯონსონის "ვოლპონეს" ცვაიგისეული ინტერპრეტაციის პრემიერამ წარმატებით ჩაიარა. დადებითი შეფასება მიიღო ასევე ცვაიგის კიდევ ერთმა პიესამ "Das Lamm der Armen", რომლის პრემიერა 1930წელს რამოდენიმე ქალაქში (ვროცლავი, ჰანოვერი, ლიუბეკი, პრაღა და ვენა) შედგა.

      მაქსიმ გორკის თაოსნობით ითარგმნა და გამოიცა ცვაიგის ნაწარმოებები რუსულ ენაზე. თავად რუს მწერალს აქტიური მიმოწერა ჰქონდა ცვაიგთან. ავსტრიელი მწერალი საბჭოთა კავშირს 1928წელს ესტუმრა, ლევ ტოლსტოის დაბადებიდან 100წლის იუბილესთან დაკავშირებით და ორი კვირა დარჩა მოსკოვში.

ემიგრაცია

      1933წელს გერმანიის სათავეში ნაციონალ-სოციალისტები მოვიდნენ. იმ მწერალთა რიცხვში, რომელთა წიგნებიც საჯაროდ დაწვეს შტეფან ცვაიგიც აღმოჩნდა. 1934წლიდან გერმანიაში, ხოლო 1938წლიდან, როცა ავსტრია ნაცისტურ გერმანიას შეუერთდა, ცვაიგის სამშობლოშიც აიკრძალა მისი ნაწარმოებების გამოცემა. აკრძალვის მიუხედავად 1935წელს გერმანიაში რიხარდ შტრაუსის ოპერის "Die schweigsame Frau"-"მდუმარე ქალი", რომლის ლიბრეტოც ცვაიგმა დაწერა, პრემიერა გაიმართა. მალე ოპერა გერმანიაში აიკრძალა. მიუხედავად ამისა, ცვაიგი სიცოხლის ბოლომდე ყველაზე წაკითხვად და გაყიდვად მწერლად რჩებოდა. მას საკმაოდ კარგი შემოსავალი ჰქონდა, ამიტომ ემიგრაციის წლებში ის ბევრ ემიგრანტს ფინანსურ დახმარებას უწევდა.

      1934წელს პოლიციელებმა მწერლის სახლში (ზალცბურგში) ჩხრეკა ჩაატარეს, ისინი იარაღს ეძებდნენ. ამ ფაქტმა იმდენად აღაშფოთა ცვაიგი, რომ გადაწყვიტა, რაც შეიძლება სწრაფად დაეტოვებინა ავსტრია. ეს ფაქტიურად ცოლთან განშორებას ნიშნავდა, რადგან ფრედერიკა ქმრის პოლიტიკურ პესიმიზმს არ იზიარებდა და სამშობლოდან წასვლა არ სურდა. მათი ურთიერთობა 22წელს ითვლიდა. ამ პერიოდში ისინი განუყრელები იყვნენ, თუ რამოდენიმე დღით დაშორება უწევდათ, ერთმანეთს სიყვარულით სავსე წერილებს სწერდნენ. 1934წელს ცვაიგი თავის მდივანთან შარლოტა ალტმანთან ერთად შოტლანდიაში გაემგზავრა, რათა "მარია სტუარტის" ბიოგრაფიისთვის საჭირო ცნობები შეეგროვებინა. ბიოგრაფიული რომანი "Maria Stuart-მარია სტუარტი" 1935წელს გამოიცა. რომანში აღწერილია არა მარტო ორი მმართველი ქალის მარია სტუარტისა და ელისაბედ პირველის დაპირისპირება, 16საუკუნის ინგლისსა და შოტლანდიაში განვითარებული მოვლენები, ასევე ამ ორი ქალის განცდები, მათი ძლიერი თუ სუსტი მხარეები. "მარია სტუარტი" მწერლის მეორე ბიოგრაფიული რომანია ქალი მმართველის შესახებ. 1932წელს საფრანგეთის დედოფლის მარია ანტუანეტას შესახებ მან გამოაქვეყნა რომანი სათაურით "Maria Antoinette. The portrait of an Average Women".

ცვაიგი მეორე ცოლთან შარლოტასთან ერთად

      შტეფან ცვაიგმა დიდ ბრიტანეთში ექვსი წელი გაატარა. ამ პერიოდში ის ჯერ კიდევ ავსტრიის მოქალაქედ რჩებოდა. მოქალაქეობა მას 1938წელს ჩამოერთვა, ინგლისის მოქალაქეობა მეგობრების დახმარებით მხოლოდ 1940 წელს მიიღო. 1938წლამდე ის ხშირად ჩადიოდა ავსტრიაში, ნახულობდა ცოლს, მშობლებს. ფრედერიკამ და ცვაიგმა განქორწინება ოფიციალურად 1938წელს გააფორმეს, 1939წელს მწერალი თავის მდივანზე შარლოტაზე დაქორწინდა, მაგრამ პირველ ცოლთან ურთიერთობა მაინც არ გაუწყვეტია. მათ შორის მიმოწერა მწერლის გარდაცვალებამდე გაგრძელდა. 1941წელს ნიუ ორკში ფრედერიკა და ცვაიგი ერთმანეთს ბოლოჯერ შეხვდნენ. რამოდენიმე თვეში კი ცვაიგი ბრაზილიაში გაემგზავრა.

      ინგლისში გატარებული წლები მწერლისთვის ნაყოფიერებით გამოირჩეოდა. მისმა ისტორიულმა მონოგრაფიებმა "Triumph und Tragik des Erasmus von Rotterdam"(1934)(ერასმუს როტერდამუსი-რენესანსის პერიოდის ნიდერლანდელი ჰუმანისტი, თეოლოგი, ფილოსოფოსი, ფილოლოგი, მთარგმნელი და მწერალი) და "Castellio gegen Calvin oder ein Gewissen gegen die Gewalt" (1936) ჟან კალვინის (ფრანგი თეოლოგი, კალვინიზმის დამფუძნებელი) მოწინააღმდეგის სებასტიან კასტელის (ფრანგი ჰუმანისტი და ფილოსოფოსი) შესახებ, საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და მწერალი კოლეგების მხრიდან დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა. 16საუკუნის მოვლენების ასახვის პარალელურად ის ღიად მინიშნების გარეშე, წარმოგვიდგენს თავის დამოკიდებულებას ნაციზმის შესახებ და აკრიტიკებს მის ტოტალიტარულ რეჟიმს. ამ ნაშრომების აქტუალურობა იმაში მდგომარეობდა, რომ ის როგორც ფაშიზმისა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის პარაბოლად შეიძლება გაგებულიყო. ცვაიგმა ისეთი გმირები შეარჩია, რომლებიც ძალაუფლების მქონე პოლიტიკოსებს მარტო დაუპირისპირდნენ და არ შეუერთდნენ რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, ამ ომს ვერ მოიგებდნენ. წერილებში ცვაიგი აღნიშნავდა, რომ "ერასმუსში" თავის თავს ხედავს, ხოლო "კასტელი" კი ის პიროვნებაა, რომელიც ის სიამოვნებით იქნებოდა.

      1939წელს გამოიცა მწერლის ერთადერთი დასრულებული რომანი"Ungeduld des Herzens-მოუთმენლობა გულისა", "Rausch der Verwandlung" ცვაიგის მეორე რომანია, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ, 1982წელს გამოიცა და წარმოადგენს მხოლოდ რომანის ფრაგმენტს.

      მას შემდეგ რაც ინგლისი მეორე მსოფლიო ომში ჩაება, ცვაიგმა მეორე ცოლთან შარლოტასთან ერთად დიდი ბრიტანეთი დატოვა. გარკვეული პერიოდი ისინი ნიუ ორკში, არგენტინასა და პარაგვაიში ცხოვრობდნენ. ნიუ ორკში დაიწყო მწერალმა იტალიელი მეზღვაურის, კარტოგრაფისა და მკვლევარის ამერიგო ვესპუჩის შესახებ მონოგრაფიის წერა, რომელიც 1944წელს გამოქვეყნდა სათაურით "Amerigo-Geschichte eines historischen Irrtums", რამოდენიმე წლით ადრე მან მონოგრაფია "Magellan-Der Mann und seine Tat"(1938) მიუძღვნა პორტუგალიელ მეზღვაურსა და მკვლევარს ფერნანდო მაგელანს.

      1940წლიდან ცოლ-ქმარი ცვაიგები ბრაზილიაში პეტროპოლისში ცხოვრობდნენ. მთავრობამ დიდი პატივით მიიღო მწერალი. 1941წელს მან ბრაზილიის შესახებ მონოგრაფია "Brasilien-Ein Land der Zukunft" გამოაქვეყნა.

      მაგრამ ბრაზილიაშიც ვერ დაძლია მწერალმა დეპრესია, გამოწვეული სამშობლოსა და ენის დაკარგვით. გაუცხოვების გრძნობა ინგლისიდან მოყოლებული ბრაზილიაშიც არ ტოვებდა. მწერალი უცხოდ გრძნობდა თავს იმ სამყაროში, რომელიც "ძმათა ომში" იყო ჩაბმული. ბრაზილიიდან ის შეშფოთებით ადევნებდა თვალს ევროპაში განვითარებულ მოვლენებს. ფაშისტური გერმანიის სამხედრო წარმატება ცვაიგს თრგუნავდა, ის დღითი-დღე თავის თავში უფრო და უფრო იკეტებოდა, მთელ დროს თავის სამუშაოს უთმობდა, ბრაზილიაში გატარებული ორი წელი ცვაიგისთვის პროდუქტიულობით გამოირჩეოდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად მწერალი კრეატიულობის ნაკლებობას უჩიოდა.

      1942წლის 22 თებერვალს პეტროპოლისში ვერონალის ჭარბი დოზით ცვაიგმა და შარლოტამ თავი მოიკლეს. ბევრი ემიგრანტისათვის ცვაიგის თვითმკვლელობა ნამდვილი დარტყმა იყო, ძალიან ცოტამ თუ იცოდა, რომ სიცოცხლის ბოლო წლებში მწერალი საშინელ დეპრესიაში იყო. სიცოცხლის ბოლომდე ის ცდილობდა მეგობრების გამხნევებასა და დახმარებას.

      მწერლის ანდერძის მიუხედავად, ბრაზილიის მთავრობამ შტეფან ცვაიგი დიდი პატივით დაკრძალა, მის დასაფლავებას უამრავი ადამიანი დაესწრო.

      მწერლის გარდაცვალებიდან რამოდენიმე თვეში გამოქვეყნდა მისი უკანასკნელი ნოველა "Schachnovelle-საჭადრაკო ნოველა". მისი ავტობიოგრაფია, რომელზეც ცვაიგი სიცოცხლის ბოლო წლებში აქტიურად მუშაობდა 1944წელს გამოიცა სათაურით "Die Welt von Gestern".

ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, ლიტერატურა, ცვაიგი

ნახვა: 1911

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters