თქორი

"...მეც მიყვარს ალბათ. მე რომ ეგრე ვარ . . . ხო რა ეგრე ვარ, ეგრე . . . მრავალწერტილივით ვარ – უტყვი და თან ბევრის მთქმელი... უბრალოდ, დანახვა უნდა ყველაფერს ცხოვრებაში. იმ მრავალწერტილში უნდა ამოიკითხო სწორი აზრი. რა მნიშვნელობითაც ის ადრესანტმა დატვირთვა ის მნიშვნელობა უნდა ამოიკითხო. უნდა იყო კარგი გამგონი კარგი მთქმელის. აი ესაა ჰარმონიული ურთიერთობის გასაღები ამ ცხოვრებაში. მაგრამ . . . ხშირად ადამიანები დავიარებით დაბრმავებულები. დაბინდული გვაქვს თვალები – გული. გონება კი დაბანგული . . . ბედნიერებას იქ ვეძებთ სადაც ის არც ყოფილა როდისმე და არც იქნება არასდროს . . . ვინ რაში ხედავს ბედნიერებას ეგაა ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფაქტორი ცხოვრებაში – ურთიერთობაში . . ." (დ.კ.)

დღევანდელი დღე გვეკარგება

"აი, ყველაზე სახიფათო მახე, რომელსაც განგება გვიგებს, რადგან სიჩქარეში დღევანდელი დღე გვეკარგება, გვიქრება, როგორც თითებს შორის სილა

მარტის მამალი

"...თუმცა, შეიძლებოდა, უფრო იოლიც ყოფილიყო, საჭიროც არ გამხდარიყო საათის გამოგონება, რადგან ღმერთს თავიდან ოცდაათი წლის სიცოცხლე დაუდგენია კაცისთვის. არა მარტო კაცისთვის, საერთოდ, ყველა სულიერისთვის - გეყოფათ და თავზეც გადაგივათო - მაგრამ, თუ იცით, ვის აურ-დაურევია ყველაფერი? ვისა და, ვირსა! არა, ბატონო, ოცდაათი წელი ძალიან ბევრია ჩემთვისო, ოცდაათ წელს რა გამაძლებინებს ვირადო, ვირობა თქვენ ადვილი ხომ არ გგონიათო.

ძალიან მაგრად დამდგარა, ნამდვილად ვირული სიმტკიცე გამოუჩენია და გაუტანია კიდეც თავისი. ვირს ძაღლი და მაიმუნი აჰყოლია. ჯერ ძაღლი, მერე მაიმუნი. ძაღლს უთქვამს:

- ჩემმა მტერმა იყეფა და იღრინა ოცდაათი წელიო, მაინც არავინ დამიფასებს ამაგსო. მაიმუნს კიდევ - დამბლა მომივა ამდენი მანჭვა-გრეხითო.

გაგიჟებულან ბედის მწერლები, თქვე სულელებო, გაძლევენ, ხომ არ გართმევენო, მაგრამ აღარ მოუცვლიათ იმათ ფეხი, აღარ გადაუთქვამთ სიტყვა. ბედის მწერლებს დაუხურავთ დავთრები, ვერ ჩაუწერიათ ღმერთის დადგენილება, ღმერთს კი შესცოდებია თავისი შექმნილი ცხოველები და ათ-ათი წლის სიცოცხლეღა დაუტოვებია იმათთვის. მაშინ კაცსაც ამოუღია ხმა, ახლა ის გაცეცხლებულა, მეც წინააღმდეგი ვარ შენი გადაწყვეტილებისო, ოღონდ, ვირის, ძაღლისა და მაიმუნის მსგავსად, კი არ მებევრება შენი ნაწყალობევი სიცოცხლე, მეცოტავებაო; ოცდაათ წელიწადში ან რისი დანგრევა მოვასწრო, ან რისი აშენებაო; რა მოვიპოვო და რა შევიძინოო; სხვა თუ არაფერი, ბავშვები მაინც ხომ უნდა დავაყენო ფეხზეო.

ღმერთს შუბლი შეუკრავს, მოღუშულა. მართლაც, როგორი ამბავია, ტალახიდან კაცი შეჰქმნა, ის კი აგიხტეს, კრიჭაში ჩაგიდგეს, არ მომწონს, არ გეთანხმები, მეტი მინდა, უკეთესის ღირსი ვარო. მაგრამ ღმერთი კი არ გაბრაზებულა, შესცოდებია გაუმაძღარი ტალახი. აბა, რიღას ღმერთი იქნებოდა და რიღას შემქმნელი, თუ წინასწარვე ვერ განსჭვრეტდა, რა ძვირი დაუჯდებოდა ეს პირველი გაბრძოლება თიხის კაცუნას. მოკლედ, რაც ვირისთვის, ძაღლისთვის და მაიმუნისთვის დაუკლია, იმისთვის მიუმატებია და იმ დღიდან დაწყებულა იმის უბედურებაც.

თავის კუთვნილ ოცდაათ წელს რომ მოათავებს, მერე ოცი წელი ვირულად შრომობს, თავჩაღუნული, მუხლჩაუხრელი, თავის დროზე ჭამაც აკლია და თავის დროზე ძილიც. მაგრამ თუ რამეს იძენს, იმ ოც წელიწადში იძენს, კაცური ჟინითა და ვირული შრომით. შემდეგი ოცი წელი, კაცური ჟინითა და ვირული ჯაფით მოპოვებულს, ძაღლივით დაჰყეფს და დარაჯობს - გალოკილ ძვალს ვერ მოპარავ. ღამით შუქს არ აქრობს, კეტმომარჯვებულს სძინავს, ოცჯერ მაინც ადგება თბილი ლოგინიდან და ოცჯერ მაინც დაათვალიერებს თავის კარ-მიდამოს, საკუჭნაოებს, სარდაფებს, ორმოებს, ქვევრებს, სადაც წინა ოცი წლის მონახვეჭი აქვს დაბინავებული და მარტო ადამიანური სიწუწკის გამო კი არ იქცევა ასე, ძაღლური, შეძენილი, მიმატებული ბუნებაცა სთხოვს - ეხალისება. ხოლო, თუ გაუწყრა ღმერთი და მაიმუნის ოცი წელიც იცხოვრა, ბოლოს აუცილებლად გამაიმუნდება თვითონაც. თუმცა, თვითონ გაბავშვებას ეძახის ამას..."

სამშობლოს სიყვარულით ყველაფრის გამართლება, არა მარტო უსინდისობაა, ჩამორჩენილობაცაა უკვე. “სამშობლო, დედის ძუძუი” ეტო ვზდორ! ვზდორ! და კიდევ ერთხელ ვზდორ! სამშობლო იქ არის, სადაც უკეთესად გრძნობს კაცი თავს და არა იქ, სადაც მამა-პაპის ცოდვების გამო ადვილი შესაძლებელია, შენ წაგაცალონ თავი. ქართველებს რომ გულში უდევთ ის საქართველო აღარ არსებობს... “აუცილებელია ყველამ, სრულიად საქართველომ, სასწრაფოდ მოიშალოს მუცელი... გაიკეთოს აბორტი – დაუნდობლად, დაუნანებლად... თუკი მართლა აპირებს გადარჩენას”. ნაუცბათევ ქორწილებზე რომ ტყვია წამალი იხარჯება სავსებით საკმარისი იქნებოდა აბსუების თუნდაც ერთი იერიშის მოსაგერიებლად ჩრდილო დასავლეთის ფრონტზე! ერთად ვუშველოთ სამშობლოს! ნუ განვუდგებით სიღარიბის გამო. ნუ ვუუკადრისებთ სიპატარავისთვის. ნუ დავუწუნებთ გარეგნობას. განა ყველა მშობელი ერთნაირად ლამაზი არ არის?! მოვუხმოთ ჭკუას და დავბრუნდეთ შინ, გაქცეულნიც და გასაქცევადაც გამზადებულნიც... ბარგზე მჯომარენიც... ბატებო, ბატებო, შინ! ჩვენს დროს იყო ასეთი თამაში. უფრო სწორედ, უფროსები თამაშობდნენ ასე ჩვენს ბავშვობაში... “მასუნთქეთ ჩემი სამშობლოს სურნელი. ხურდა არ მინდა. სიცოცხლეს ვიხდი მთლიანად. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს ჩვენს დროში, სამშობლოს სურნელს ვერ გაყიდი. სამშობლო იყიდება. მისი სურნელი კი არა. სურნელი მაინც აქ რჩება, გამოცარიელებულ სივრცეში, ნასამშობლარზე... ,,საქართველოში, ქართველის გარდა, ჯერჯერობით არავინ დაჩაგრულა...” ,,მეტი არც არაფერია ოჯახი. მიუხედავად უსიტყვო შეთანხმებისა, ანდა, სწორედ უსიტყვო შეთანხმების გამო, არავის არ უნდა და მაინც ყველას ხელს აძლევს ერთ ჭერქვეშ ცხოვრება...” ,,სიყვარულიც თავისებური ომია, განსაკუთრებული სახეობაა ომისა დადაპირისპირებისა, ოღონდ, ნებისმიერი ომისა და დაპირისპირებისგან განსხვავებით, იქ მხოლოდ ის იმარჯვებს, ვინც მარცხდება, ანუ, ვისაც დათმობის, გაგების, მიტევების უნარი მეტი აღმოაჩნდება. ამიტომაც არის ყველასთვის და ყოველთვის გაუგებარი. მაგრამ ამავე დროს მიმზიდველიცაა და ძლიერიც, სწორედ იმიტომ, სრულებითაც რომ არ ცდილობ გასაგები გახდეს ვინმესთვის...” ,,ადამიანი არასოდეს მარტო არ ცდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველთვის მარტო აგებს პასუხს საერთო შეცდომებისთვის...”

"გოდორი" სამშობლოს სიყვარულით ყველაფრის გამართლება, არა მარტო უსინდისობაა, ჩამორჩენილობაცაა უკვე. “სამშობლო, დედის ძუძუი” ეტო ვზდორ! ვზდორ! და კიდევ ერთხელ ვზდორ! სამშობლო იქ არის, სადაც უკეთესად გრძნობს კაცი თავს და არა იქ, სადაც მამა-პაპის ცოდვების გამო ადვილი შესაძლებელია, შენ წაგაცალონ თავი. ქართველებს რომ გულში უდევთ ის საქართველო აღარ არსებობს... “აუცილებელია ყველამ, სრულიად საქართველომ, სასწრაფოდ მოიშალოს მუცელი... გაიკეთოს აბორტი – დაუნდობლად, დაუნანებლად... თუკი მართლა აპირებს გადარჩენას”. ნაუცბათევ ქორწილებზე რომ ტყვია წამალი იხარჯება სავსებით საკმარისი იქნებოდა აბსუების თუნდაც ერთი იერიშის მოსაგერიებლად ჩრდილო დასავლეთის ფრონტზე! ერთად ვუშველოთ სამშობლოს! ნუ განვუდგებით სიღარიბის გამო. ნუ ვუუკადრისებთ სიპატარავისთვის. ნუ დავუწუნებთ გარეგნობას. განა ყველა მშობელი ერთნაირად ლამაზი არ არის?! მოვუხმოთ ჭკუას და დავბრუნდეთ შინ, გაქცეულნიც და გასაქცევადაც გამზადებულნიც... ბარგზე მჯომარენიც... ბატებო, ბატებო, შინ! ჩვენს დროს იყო ასეთი თამაში. უფრო სწორედ, უფროსები თამაშობდნენ ასე ჩვენს ბავშვობაში... “მასუნთქეთ ჩემი სამშობლოს სურნელი. ხურდა არ მინდა. სიცოცხლეს ვიხდი მთლიანად. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს ჩვენს დროში, სამშობლოს სურნელს ვერ გაყიდი. სამშობლო იყიდება. მისი სურნელი კი არა. სურნელი მაინც აქ რჩება, გამოცარიელებულ სივრცეში, ნასამშობლარზე... ,,საქართველოში, ქართველის გარდა, ჯერჯერობით არავინ დაჩაგრულა...” ,,მეტი არც არაფერია ოჯახი. მიუხედავად უსიტყვო შეთანხმებისა, ანდა, სწორედ უსიტყვო შეთანხმების გამო, არავის არ უნდა და მაინც ყველას ხელს აძლევს ერთ ჭერქვეშ ცხოვრება...” ,,სიყვარულიც თავისებური ომია, განსაკუთრებული სახეობაა ომისა დადაპირისპირებისა, ოღონდ, ნებისმიერი ომისა და დაპირისპირებისგან განსხვავებით, იქ მხოლოდ ის იმარჯვებს, ვინც მარცხდება, ანუ, ვისაც დათმობის, გაგების, მიტევების უნარი მეტი აღმოაჩნდება. ამიტომაც არის ყველასთვის და ყოველთვის გაუგებარი. მაგრამ ამავე დროს მიმზიდველიცაა და ძლიერიც, სწორედ იმიტომ, სრულებითაც რომ არ ცდილობ გასაგები გახდეს ვინმესთვის...” ,,ადამიანი არასოდეს მარტო არ ცდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველთვის მარტო აგებს პასუხს საერთო შეცდომებისთვის...”

გზაზე ერთი კაცი მიდიოდა:

"თუ სიკეთე გინდა, ბოროტებასაც უნდა დაუხუჭო თვალი, რადგან ერთს მეორე მოსდევს. ან ორივეს ზურგი უნდა შეაქციო , ან ორივე უნდა ჩაიხუტო, რადგან ორივენი თავხედი და უზრდელი ბავშვებივით არიან, მცირე ოდენი ყურადღებაც საკმარისია ერთის მიმართ, ორივენი მაშინვე კალთაში რომ ჩაგისხდნენ, რადგან ერთმანეთს ხელს არ უშვებენ და წინასწარვე არიან შეთანხმებულები-ყველაფერი ძმურად გავიყოთო." "კაცი ძველ ტანსაცმელს საჭიროებისათვის იცვამს, ახალს კი თავის გამოსაჩენად და სხვების გულის გასახეთქადო." "განა ზღვაში გადაგდებული ქვა სამუდამოდ ქრება, სამუდამოდ იკარგება? არა, არც ქრება და არც იკარგება, უბრალოდ მისი დანახვა აღარ შეგვიძლია, რადგან წყალშია ჩაძირული. მაგრამ შეიძლება ვინმემ წყალში ჩაყვინთოს და სწორედ ის ქვა ამოიღოს, ჩვენ რომ სამუდამოდ დაკარგული გვეგონა." "განა ტალღებმა იციან, რომელ ნაპირს შეასკდებიან, ქვიშიანსა თუ სილიანს? მაგრამ მაინც ერთი სული აქვთ როდის მიაღწევენ ნაპირამდე, რათა დაიმსხვრნენ, დაიფუშონ და განადგურდნენ იმ ერთწამიანი შეხების გულისთვის, რისთვისაც საერთოდ გაჩენილან სადღაც ბნელსა და გათოშილ წიაღში... მეგობარი ან ტალღაა, ან კლდოვანი ნაპირი, ან იღუპება, ან გღუპავს. ამაშია სწორედ მისი ძალაცა და სილამაზეც-მარადიული ძალა და წარმავალი სილამაზე, რადგან ახალ წყვილს, ყველა ახალ კლდოვან ნაპირსა და ტალღას თავისი განსაკუთრებული სილამაზე მოაქვს.პატრონი კი სხვაა, ის სილიანი ნაპირია, არც თავს დაიღუპავს და არც შენ მოგცემს დაღუპვის უფლებას. მას გულიცა და გონებაც თავის ადგილზე აქვს და ერთიცა და მეორეც მხოლოდ და მხოლოდ იმ მოვალეობას ასრულებს, რისი ასრულებაც ბუნებას დაუვალებია. ბუნებას და არა ბედისწერას." "ყველა სამშობლოს ეძებს. ჩვენ ხომ ბრმად და გულუბრყვილოდ ვიწყებთ ცხოვრებას და მერე, როცა გონებაში ვვარდებით, როცა საბოლოოდ გვეხილება თვალი, აღარ მოგვწონს იგი, გვეშინია მისი და მხოლოდ მაშინ გვახსენდება სამშობლო, მაგრამ უკან დაბრუნება შეუძლებელი, რადგან აღარ გვახსოვს სად დაიწყო ჩვენი ცხოვრება, რომელიც საერთო ცხოვრებაში ათქვეფილა და აღარც დასაწყისი აქვს და აღარც დასასრული. ჩვენც თავ-გზა აგვბნევია უსასრულო ტალანებში ხეტიალით და ჩვენი სურვილისამებრ კი არ ვმოძრაობთ, არამედ მოძრაობის აუცილებლობა გვერეკება თავის ნებაზე. ხოლო მოძრაობის აუცილებლობას შიშისა და უმწეობის ნათესლარი იწვევს, რომელსაც იმედი ჰქვია. იმედი თავის მართლებაცაა და მოტყუებაც, ერთიცა და მეორეც დიდი ვერაფერი შვილია და ვერც ვერაფერში გვეხმარება, უბრალოდ ახანგრძლივებს და ჩვენთვისაც მეტ-ნაკლებად ასატანს ხდის თავის მშობლებს: შიშსა და უმწეობას. თუმცა არა, იმედი დაულეველი საბადოცაა იმ ჯანისა, რომელსაც ტალანებში უთავბოლო ხეტიალისას ვხარჯავთ. რითი მთავრდება ჩვენი ხეტიალი? არაფრითაც არ მთავრდება, არც თავი აქვს და არც ბოლო, მისი თავი იგივე ბოლოა, ხოლო ბოლო-იგივე თავი." "ყველა ჩვენგანს ყავს მეგობრები, ძალიან ახლობლები და ნაკლებად ახლობლებიც. ზოგიც ისეთი, ათასში ერთხელ რომ მოვიკითხავთ და მაინც მეგობრად რომ ვთვლით. მშობლები, და–ძმა, ნათესავები... მაგრამ ყველა ჩვენგანი მაინც მარტოა საკუთარი ცხოვრების გზაზე!.." "ადამიანი ევლინება ამ ქვეყანას, საკუთარ გზას ადგება, ეკლებითა ვარდებით მოფენილს. ხან ეკალი ერჭობა, ბორძიკობს, იქცევა... ხან ვარდის სურნელება და სილამაზე ათრობს, აბრუებს..."

ტეგები: Qwelly, literature, ამონარიდები, ლიტერატურა, ჭილაძე

ნახვა: 2436

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

The rest portion of my coins to purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

გაუმჭვირვალე ფულის პრობლემა ქართულ საზოგადოებაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 3, 2024.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

არჩევნების წელია და როგორც ჩანს აქციებიც ანონსდება - აბა, სხვა რა ახსნა უნდა ჰქონდეს გავლენების შესახებ კანონის თავიდან დაინიცირებას იგივე ტექსტით და განსხვავებული სათაურით. ცხადია, დღის მთავარი თემა ეს იყო. ასევე კვოტირების გაუქმების განხილვა და სხვა საარჩევნო გადაძახილები. ასევე ქალაქის კალაძისეული განახლებები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6840 ლარია.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters