qwelly | literature | author | writher | novel | clasic | ლიტერატურა | ნოველა | მოთხრობა კლასიკა | რადიარდ კიპლინგი |რადიარდ კიპლინგი - ალმან ცეცხლისა

რადიარდ კიპლინგი - ალმან ცეცხლისა


       პოლიციელი ცხენით მიიკვლევდა გზას ჰიმალაის ტყეებში, ხავსმოდებულ მუხებს შორის. უკან მხლებელი მიჩაქჩაქებდა.
- საქმეს კარგი პირი არ უჩანს, ბჰირ სინგჰ, - თქვა პოლიციელმა. - სად არიან ნეტავი?
- მართალი ხარ, - შეეხმიანა ბჰირ სინგჰი. - ახლა მათ წიწვიანი შტოების კოცონზე უფრო მხურვალე ცეცხლი აქვთ შენთებული.
- იმედს ნუ გადავიწყვეტთ, - თქვა პოლიციელმა. - რასათა შორის განსხვავება რომ დავივიწყოთ, ეს ამბავი ხომ ფრანჩესკა და რიმინის ისტორიას მოგვაგონებს, ბჰირ სინგჰ?
ბჰირ სინგჰს არაფერი სმენოდა ფრანჩესკა და რიმინის შესახებ. იგი დუმდა, ვიდრე მენახშირეთა ნაკაფს არ მიაღწიეს. იქ სულს ღაფავდა თეთრ ნაცარზე ჩანავლული ცეცხლი. უიტ... უიტ... უიტ, - ისმოდა ალის შარიშური. კოცონის ალმა ეტყობა ძალზე მაღლა უწია. ხალხმა ცად აწვდილ დონგა პადან, ველის საპირისპირო მხრიდანაც კი მოჰკრა თვალი. ატყდა მითქმა-მოთქმა, კოდრუელი მენახშირეები გამომთვრალანო. სინამდვილეში კი იქ იყვნენ მხოლოდ საკატ სინგჰი, პანჯაბის ას მეორე ქვეითთა პოლკის სიპაი და ქალი - ათჰირა და ისინი იწვოდნენ, იწვოდნენ...
აი, როგორ მოხდა ყოველივე - პოლიციელის დღიური დაამოწმებს ჩემს სიტყვებს: ათჰირა იყო ცალთვალა მადუს, ერთი მურდალი ხასიათის მენახშირის ცოლი. ქორწინებიდან სულ რაღაც ერთი კვირის თავზე მან ათჰირა ჩომბახით დააძვალბილა. ერთი თვის შემდგომ შვებულებაში მყოფი სიპაი საკატ სინგჰი ამ ადგილების გავლით მიემართებოდა მთა ცივისაკენ. სიპაი კოდრუს მცხოვრებლებში თავს იწონებდა. ჰყვებოდა, თუ რა დიდ პატივში ჰყავდა იგი პოლკოვნიკ საჰიბ-ბაჰადურს და სამხედრო სამსახურის სხვა ათას ამბავს.
       ათჰირამაც უსმინა, უსმინა თავის ოტელოს, მერე კი, ქვეყნად არსებულ ყველა დეზდემონას მსგავსად, შეიყვარა იგი.
- მე მყავს ჩემი საკუთარი ცოლი, - თქვა საკატ სინგჰმა, - თუმცა, კაცმა რომ თქვას, უსაშველო აქ არაფერია. არადა, ჩემ პოლკს უნდა დავუბრუნდე. ჯარს ვერ ვუღალატებ. გულში მაქვს ამოჭრილი, ჰავილდარობას მივაღწიო.
ნათქვამია:
არ ვიქნებოდი სიყვარულით ასე დამშრშალი,
ჩემი ღირსება აგრე იოლ რომ მეთმობოდეს.
და საკატ სინგჰმა კინაღამ ხელმეორედ შეთხზა ეს ლექსი.
- რა ბედენაა, - თქვა ათჰირამ, - დარჩი აქ და თუ მადუმ ისევ აღმართა ჩემზე ხელი, აიღე და მაგრად მიბეგვე.
- კეთილი, - დაეთანხმა საკატ სინგჰი და ისე დათეთქვა მადუ, რომ მთელი კოდრუს მენახშირეები აღაფრთოვანა.
- გეყოფა, - თქვა საკატ სინგჰმა და მადუ ფერდობზე ჩააგორა, - ახლა კი ალბათ გვეღირსა მოსვენება.
მაგრამ მადუ ამოფორთხდა ბალახიან გორაკზე და ავად მომზირალი თვალებით დაბორიალებდა თავისი ქოხის ირგვლივ.
- ეგ მე სულს ამომხდის, - შესჩივლა ათჰირამ საკატ სინგჰს, - გამაშორე აქაურობას.
- ყაზარმებში დიდი ამბავი ატყდება, ცოლი ღერა-ღერა დამაცლის წვერს, მაგრამ ჯანდაბას, მაინც წაგიყვან, - თქვა საკატ სინგჰმა.
ყაზარმებში მართლაც ერთი ალიაქოთი ატყდა, სიპაის წვერი დააგლიჯეს. საკატ სინგჰის ცოლმა დაავლო ბავშვებს ხელი, გუდა-ნაბადი აიკრა და თავის დედასთან გადაბარგდა.
- ესეც ასე, - თქვა ათჰირამ და საკატ სინგჰმაც დასძინა, - ესეც ასე.
მარტოოდენ მადუმ არ მიატოვა სახლ-კარი. იგი დარჩა თავის ქოხში, საიდანაც ხელისგულივით მოჩანდა მთელი ველი, ვიდრე დონგა პას საზღვრამდე; ოღონდ, ეს არის, ათაბაბადან მოყოლებული ხომ ყველა ზურგს აქცევს მადუსავით გაუბედურებულ, მიტოვებულ ქმრებს.
მადუმ მიაკითხა ჯადოსან ჯასინ-დაზეს, მოლაპარაკე მაიმუნის თავის მფლობელს.
- დამიბრუნე ჩემი ცოლი, - უთხრა მადუმ.
- ეგ არ იქნება, - მიუგო ჯასინ-დაზემ, - ვიდრე სათლაჯის წყლებს აღმა არ წაიყვან, დონგა პასაკენ.
- ხუმრობა იქით იყოს! - თქვა მადუმ და ჯასინ-დაზეს ჭაღარა თავს ნაჯახი დააღირა.
- გადაეცი სოფლის თავკაცებს მთელი შენი ქონება. ისინი შეკრებენ თემის საბჭოს და ცოლს უკან მოგგვრიან.
ასე გასცა მადუმ მთელი ქონება, რომელიც მოითვლიდა ოცდაშვიდ რუპიას, რვა ანას, სამ პაისს და ვერცხლის ძეწკვს. მერე კი ახდა ჯასინ-დაზეს წინასწარმეტყველება.
საბჭომ ათჰირას ძმა გაგზავნა საკატ სინგჰის პოლკში ქალის შინ წამოსაყვანად.
საკატ სინგჰმა იგი ჭიტლაყის ცემით შემოატარა ყაზარმის გარშემო, მერე კი ჰავილდარს გადაულოცა, მანაც აიღო და ქამრით დაჟვეპა.
- დაბრუნდი! - გასძახა ათჰირას ძმამ.
- სად? - შეეპასუხა ათჰირა.
- მადუსთან!
- არასოდეს. - მიუგო ათჰირამ.
- მაშინ შენ შეგაჩვენებს ჯასინ-დაზე და ჩამოხმები გაზაფხულზე ქერქშემოცლილ ხესავით.
ათჰირას ძილში ფიქრად ჩაჰყვა ეს ნათქვამი.
დილით მას ნიკრისის ქარმა გაჰკრა.
- მე ვხმები, როგორც გაზაფხულზე ქერქშემოცლილი ხე, - თქვა ქალმა. - მიწია ჯასინ-დაზეს წყევლამ.
და მან მართლაც დაიწყო ჭკნობა, რადგან გული გადაელია შიშისაგან. ასე ხდება: ვისაც წყევლისა სჯერა, მას სწორედ წყევლა უღებს ბოლოს. საკატ სინგჰიც დაშინდა, რადგან ათჰირა თავს ერჩივნა.
ორი თვის დამლევს ათჰირას ძმა კვლავ იდგა ყაზარმის წინ და გაჰყვიროდა.
- აჰანდე, შენ ხმები, დროა დაბრუნდე.
- უმჯობესი იყო გეთქვა, ორთავე დაბრუნდითო, - ჩაილაპარაკა საკატ სინგჰმა.
- მე დავბრუნდები, - თქვა ათჰირამ.
- ჰო, მაგრამ, როდის? - არ ეშვებოდა ძმა.
- ერთ მშვენიერ დღეს, დილაადრიან. - თქვა საკატ სინგჰმა და წალაყუნდა, რათა პოლკოვნიკ საჰიბ-ბაჰადურისათვის გამოეთხოვა ერთი კვირის შვებულება.
- მე ვხმები გაზაფხულზე ქერქშემოცლილი ხესავით, - გოდება ათჰირა.
- მალე მომჯობინდები, - თქვა საკატ სინგჰმა და ქალს გაანდო თავისი გულისნადები.
ორთავემ უხმოდ გაიცინა, რადგან ძალზე უყვარდათ ერთმანეთი. იმ დღიდან ათჰირამ მართლაც მოიხედა.
ისინი ერთად გაემგზავრნენ მესამე კლასის ვაგონით, როგორც ითხოვდა სამხედრო წესდება. მერე კი ოთხთვალითა და ფეხით შეუდგნენ მაღალ გორებს. ათჰირა იყნოსავდა მშობლიურ ჰიმალაის ნესტიანი ფიჭვების სურნელს.
- რა კარგია, ცოცხალი რომ ვარ, - თქვა მან.
- ყური მიგდე, - წარმოთქვა საკატ სინგჰმა. - საით უნდა იყოს კოდრუს გზა, ანდა სადა დგას, ნეტავ, მეტყევის სახლი?..
- ოცი წლის წინათ იგი ორმოცი რუპია ღირდა, - თქვა მეტყევემ და თოფი გაუწოდა.
- აიღე ოცი - უთხრა საკატ სინგჰმა - ოღონდ ტყვიები უნდა ამირჩიო.
- რა კარგია სიცოცხლე, - ფიქრიანად თქვა ათჰირამ.
იგი იყნოსავდა ნაძვის მპალას სუნს. მათ შეიცადეს, ვიდრე ღამე არ ჩამოწვა კოდრუსა და დონგა პას მიდამოებში.
მადუს თავის ქოხს ზემოთ აზიდულ ბორცვზე ხმელი შეშის ზვინი დაედგა, მეორე დღეს ნახშირის გამოსაწვავად.
- დიდი პატივი დაგვდო მადუმ, ზედმეტ გარჯას აგვარიდა, - თქვა საკატ სინგჰმა, როცა შეშის ზვინს მიადგა - უნდა დაველოდოთ, ვიდრე მთვარე ამოვიდოდეს.
როცა მთვარე ამოცურდა, ათჰირამ შეშის გროვაზე მუხლი მოიყარა.
- ამის მაგივრად სახაზინო შაშხანა რომ მქონოდა, - სინანულით თქვა საკატ სინგჰმა და ალმაცერად დახედა მეტყევის თოფის მავთულით გადაკონილ ლულას.
- იჩქარე, - თქვა ათჰირამ და საკატ სინგჰმაც არ დააყოვნა. ოთხივე მხრიდან შეუნთო შეშას ცეცხლი, ზედ აძვრა და ხელახლა დატენა თოფი.
ალის წვერები ასცილდა ფიჩხს და ამოძვრა დიდრონ მორებს შუა.
- ურიგო როდი იქნებოდა, ხელისუფლებას ესწავლებინა ჩახმახის ფეხის თითით გამოკვრა, - თქვა მთვარისაკენ პირმიქცეულმა საკატ სინგჰმა.
ეს იყო სიპაი საკატ სინგჰის უკანასკნელი სიტყვა.
დილაადრიან მადუ მიადგა სამარხ კოცონს. დაზაფრულმა შეიცხადა და გავარდა პოლიციელის დასაძახებლად, რომელიც ოლქის შემოვლას აწარმოებდა.
- ამ უკეთურმა ნიავქარს გაატანა ოთხი რუპიას ღირებულების სანახშირე შეშა - ქლოშინებდა მადუ, - თან ცოლიც მომიკლა, ფიჭვის ტოტზე კი წერილი დაჰკიდა, რომლის წაკითხვაც არ შემიძლია.
პოლკის სკოლაში გაწვრთნილ საკატ სინგჰს გულმოდგინედ გამოეყვანა ბეჭდური ასოები: „თუ ჩვენი ნეშტიდან რამ გადარჩა, კვლავ ერთად დაწვით, რადგან ადათი ავასრულეთ და ვილოცეთ. გარდა ამისა, შევაჩვენეთ მადუ და ათჰირას ძმა - ორი გულბოროტი ადამიანი. უმორჩილესი სალამი გადაეცით პოლკოვნიკ საჰიბ-ბაჰადურს“.
პოლიციელი დიდხანს გაოცებით დასჩერებოდა ნაღვერდალნარევი ნაცრის საქორწინო სარეცელს, რომელზეც ეგდო მეტყევის მუქშავად მბზინავი თოფის ლულა. მერმე ანგარიშმიუცემლად ქუსლი გაჰკრა ნახევრად დანახშირებულ მორს, მუგუზალს ნაპერწკლები გასცვივდა.
- საკვირველი ხალხია, - თქვა პოლიციელმა.
იუ... იუ... იუ, - სისინებდნენ ალის ენები.
პოლიციელმა თავის პატაკში მარტოოდენ მშრალი ფაქტები აღნუსხა, რადგან პანჯაბის ხელისუფლება არა სწყალობს რომანტიკას.
- ვინღა გადამიხდის ჩემ ოთხ რუპიას, - ჩიოდა მადუ.

ნახვა: 251

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters