ალბერ კამიუს "უცხო"

ესე

"ამაოება ამაოთა, ყოველივე ამაოა, ადამიანს რას ჰმატებს შრომა? თაობა მიდის, თაობა მოდის, ეს ქვეყანა კი უცვლელია უკუნისამდე... ნახავენ რასმე და იტყვიან: "აჰა, ახალი. ესეც ყოფილა ჩვენს წინარე საუკუნეში..."
ეკლესიასტე

      თემის შერჩევისას ჩემი ყურადღება ალბერ კამიუმ მიიპყრო. მის შესახებ თითქმის არაფერი ვიცოდი გარდა იმისა, რომ ნობელის პრემიით იყო დაჯილდოებული. არც მისი ნაწარმოებები მქონდა წაკითხული. ვიფიქრე, ნობელიანტია, თანამედროვე ფრანგი ბელეტრისტი. ამ ავტორის წაკითხვა ნამდვილად დიდ ესთეტიკურ სიამოვნებას მომანიჭებს, სილაღეს შემძენს, ადამიანის შესაძლებლობებში კიდევ უფრო დამარწმუნებს–მეთქი. აი, ეს გახლდათ ის კრიტერიუმები, რის გამოც ავირჩიე ალბერ კამიუ. მწერლის ნაწარმოებთა ჩამონათვალში, რატომღაც, რომანმა "უცხომ" მიმიზიდა. გადავწყვიტე წამეკითხა და ესეც ამ რომანზე დამეწერა. რადგან ქართულ ენაზე ვაპირებდი თხზულების დაწერას, რომანის ქართული თარგმანი მოვიძიე. მალე ხელში მეჭირა მცირე ფორმატის მქონე 205–გვერდიანი წიგნი. იგი გამოიცა 2012 წელს საფრანგეთის წიგნის ეროვნული ცენტრის დახმარებით, ფრანგული ინსტიტუტის საგამომცემლო დახმარების პროგრამის ფარგლებში. წიგნი ფრანგულიდან ქართულად თარგმნა გურანდა დათაშვილმა.

      კამიუს რომანი"უცხო" ჩემთვის მეტად მძიმე წასაკითხი აღმოჩნდა. ახლა რომ ვაკვირდები, მიზეზად ქართველი კაცის მენტალიტეტი ( ქართველი გახლავართ), ის ღირებულებები, რომლებზეც აღვიზარდე, რომლებსაც ჩემთვის პრინციპული მნიშვლნელობა აქვს და ქართული მწერლობა მიმაჩნია, რომელსაც მეტ–ნაკლებად ვიცნობ. ვფიქრობ, სიტყვაკაზმული ქართული მწერლობა ნამდვილად იმსახურებს მსოფლიოს ყურადღებას!

      ალბერ კამიუს "უცხოს " პირველმა წაკითხვამ გამაოგნა, მეორედ წაკითხვისას შევშინდი, მესამედ წაკითხვამ კი ღრმად ჩამაფიქრა მრავალ ისეთ პრობლემაზე, რომელთაც ადრე ვერც ვამჩნევდი.

      წარმოიდგინეთ ადამიანი, რომლისთვისაც ამქვეყნად ყველაფერი საუკეთესო დედის სახელს უკკავშირდება: დედამიწა, დედაენა, დედული, დედოციხე, დედაბოძი, ბოლოს და ბოლოს მშობელი დ ე დ ა, ვის გამოც გიყვარს სხვა ყველაფერი და რომანის დასაწყისშივე წაკითხული აბსოლუტური გულგრილობით წარმოთქმულ სიტყვებს: "დღეს დედა მომიკვდა. ან იქნებ გუშინ, არ ვიცი. თავშესაფრიდან დეპეშა მივიღე:"დედათქვენი გარდაიცვალა, დაკრძალვა ხვალ. გულით გისამძიმრებთ". ეს არაფერს ნიშნავს. შეიძლება გუშინ იყო. "

      რაო? თავშესაფარშიო?! ცოცხალი და ჯანმრთელი შვილის დედას რა უნდა თავშესაფარში?! როგორთუ დედის სიკვდილი შვილისთვის არაფერს ნიშნავს?! რას არ გავიღებდი ჩემი დედის თუნდაც ერთი საათის სიცოცხლისათვის?! წარმოვიდგინე ეს საშინელი სურათი და საშინლად ავღელდი. წიგნი იქვე მივაგდე, აივანზე, გონს მოსასვლელად. ოდნავ რომ დავმშვიდდი, დავფიქრდი და მივხვდი, მწერლის ანკესს წამოვეგე, მან მიზანს მიაღწია, გაიმარჯვა მკითხველზე! პირველივე წინადადებიდან ჩემი ძლიერი ემოცია გამოიწვია, ამაღელვა, ტენდენციურად განმაწყო მთხრობელისადმი, (რასაც მხოლოდ ნაწარმოების ბოლომდე წაკითხვის შემდეგ მივხვდი), შემაზიზღა, შემაძულა ახალგაზრდა კაცი-მერსო. დავინტერესდი ნაწარმოებით. კვლავ წიგნს წავეტანე, და სულმოუთქმელად წავიკითხე, მაგრამ, მერსოს მსგავსად, უკვე ვერც მე ვიტყვი ტყუილს, გაგება გამიჭირდა. ფილოსოფოსი ავტორი და მის "სავიზიტო ბარათად " ქცეული რომანი "უცხო" ჩემგ გავედიან მეტ ფიქრს, ყურადღებასა და ჩაღრმავებას მოითხოვდა. ჩვეულებრივ მკითხველს ერთი წაკითხვით ამ რომანის გაგება გაუჭირდება! მეორედაც წავიკითხე, მესამედაც, მოვიძიე ქართულ ენაზე კრიტიკული ლიტერატურა ამ რომანის შესახებ, მაგრამ ვერას წავაწყდი. ვიფიქრე, იქნებ, გასაღები მწერლის ბიოგრაფიაში ვიპოვო –მეთქი და დიდი ყურადრებით გავეცანი ალბერ კამიუს ცხოვრების გზას.

ალბერ კამიუს მოკლე ბიოგრაფია

      ალბერ კამიუ დაიბადა 1914 წელს ალჟირის ერთ მიყრუებულ დასახლებაში- მონდოვიში, ფრანგ ალჟირელთა ოჯახში. დედა, წარმოშობით, ესპანელი იყო. მამა, ლუსიენი, მარნის ბრძოლაში დაიღუპა 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს. ბავშვობა კამიუმ ალჟირის ღარიბ უბანში, ბელკურში გაატარა. 1923 წელს იგი ჩაირიცხა ლიცეუმში, შემდეგ კი სწავლა გააგრძელა ალჟიერის უნივერსიტეტში. ტუპერკულოზით დაავადებული მწერალი 2 წელი მკურნალობდა სანატორიუმში. 1935 წელს მიიღო ფილოსოფიაში ბაკალავრის ხარისხი, 1936 წლის მაისში კი დაიცვა სამაგისტრო თეზისი პლოტინუსსა და ნეოპლატონიზმზე. 1934 წელს კამიუ საფრანგეთის კომუნისტურ პარტიაში შევიდა არა მარქსიზმ-ლენინიზმის დოქტრინის იდეების მხარდასაჭერად, არამედ ესპანეთში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გამო, 1936 წელს ალჟირის კომუნისტური პარტია ჩამოყალიბდა, რომლის მიზანი ალჟირის საფრანგეთისაგან განთავისუფლება იყო. კამიუ შეუერთდა ამ პარტიას, რის გამოც კომუნისტ ამხანაგებთან უთანხმოება მოუვიდა. კომუნისტებმა ის "ტროცკისტად" მონათლეს. 1934 წელა ალბერი დაქორწინდა საყვარელ ქალზე– სიმონა ჰიზე, რომელიც ნარკომანი გახლდათ 14 წლის ასაკიდან. სიმონასსთან დაკავშირებული ყველა ისტორია მტკივნეული იყო კამიუსათვის. ცოლ–ქმარს სხვადასხვა ხედვა, მისწრაფებები ჰქონდა. პიროვნულმა განსხვავებულობამ და სიმონას ღალატმა გამოიწვია მათი დაშორება.

      1935 წელს კამიუმ დააფუძნა "მშრომელთა თეატი", რომელმაც 1939 წლამდე იარსება. კამიუ სოციალისტურ გაზეთებში ბეჭდავდა პუბლიკაციებს გლეხთა მძიმე ყოფაზე. 1940 წ. კამიუმ ცოლად შეირთაო ფრანსინ ფორი, პიანისტი და მათემატიკოსი. 1945 წ. მათ ტყუპები - კატერინ და ჟან კამიუები შეეძინათ. ამავე წელს კამიუმ დაიწყეო მუშაობას ჟურნალ "საღამოს პარიზში". კამიუ პაციფისტი და ადამიანთა სიკვდილით დასჯის წინააღმდეგი იყო, ამ მხრივ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი განაცხადი იყო კიოსტლერთან ერთად დაწერილი ესე მსოფლიო მასშტაბით სიკვდილით დასჯის გაუქმების მორალური ვალდებულებების შესახებ.

      1941 წლის 15 დეკემბერს კამიუ ფრანგი საზოგადო მოღვაწის გაბრიელ პერის დახვრეტის მომსწრე გახდა, რამაც ის გერმანელთა წინააღმდეგ აამხედრა. სურდა ფაშისტური იდეოლოგია მოეშორებინა ქვეყნისათვის. იგი მიილტვოდა თავისუფლებისა და ჭეშმარიტებისაკენ.

      ალბერ კამიუს ლიტერატურული მოღვაწეობის დასაწყისია"სიზიფეს ლოდი", რომელიც 1942 წელს დაიბეჭდა ფრანგულ ენაზე. ნაწარმოების ქვაკუთხედი ადამიანის აბსურდული არსებობა და ამ აზრთან შეგუებაა. 1947 წელს კამიუ დაუმეგობრდა ცნობილ ფილოსოფოსს ჟან პოლ სარტრის. კამიუ ამერიკის შეერთებულ შტატებში კითხულობდა ლექციებს. აკრიტიკებდა კომუნიზმს. ალბერ კამიუს რომანი "უცხო" 1942 წელს დაიბეჭდა. ამ თხზულებაშიც, სხვა პრობლემებთან ერთად, ავტორმა თავისი პოზიცია გამოხატა სიკვდილით დასჯის შესახებ. 1951 წელს გამოაქვეყნა "ამბოხი. " 1956 წელს -"დაცემა", 1957 წელს კი- "შავი ჭირი". 1957 წელს წელს კამიუს ნობელის პრემია მიანიჭეს ლიტერატურული მოღვაწეობისათვის. ეთიკის პრობლემებს ეხებოდა მისი ესეთა კრებული (6 ესე) "გადასახლება და სამეფო, "–1957წ. ბელეტრისტმა ჩაიფიქრა ბიოგრაფიული რომანი, რომელშიც აღწერდა ალჟირში ცხოვრებას, მაგრამ არ დასცალდა. ცნობილია, რომ კამიუ ავტოკატასტროფაში სიკვდილს ყველაზე აბსურდულად მიიჩნევდა. ბედის ირონიაა ის, რომ კამიუ 1960 წელს, 47 წლის ასაკში, ავტოკატასტროფაში დაიღუპა მდინარე სენასთან, ქალაქ ვილებლევინტში. დაკრძალულია საფრანგეთში, ლურმარენში. სიკვდილის შემდეგ, 1970 წელს გამოიცა "უცხოს" ადრინდელი ვარიანტი- "ბედნიერი სიკვდილი, "ხოლო დაუსრულებელი თხზულება "პირველი ადამიანი" დაიბეჭდა 1995წელს.

აბსურდის ფილოსოფია, ეგზისტენციალიზმი და ალბერ კამიუს რომანი "უცხო"

"სამყაროში რომ ყველაფერი ცხადი იყოს ჩვენთვის, მაშინ ხელოვნებაც არ იარსებებდა"
კამიუ

      ალბერ კამიუს ზოგი აბსურდისტად ნათლავდა, ზოგიც ეგზისტენციალისტად. თვით კამიუ ორივე შეხედულებას უარყოფდა, თუმცა ევროპული ლიტერატურის ფენომენალურ საეტაპო წიგნად აღიარებული რომანი"უცხო", ჩემი აზრით, ეგზისტენციალური მიმდინარეობის რომანია და აბსურდის ფილოსოფიას ეყრდნობა.

      აბსურდის ფილოსოფიის საყრდენი წერტილი ადამიანის აბსურდულობის შეცნობაა. თავისი მონოტონური ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე ადამიანი ფხიზლდება და უამავ შეკითხვას უსვამს საკუთარ თავს ცხოვრებაზე, მაგრამ პასუხის ნაცვლად აბსურდის კედლებს აწყდება. ბსურდს წარმოშობს აკონფლიქტი ადამიანის მისწრაფებებსა და რეალობას შორის. სიტუაციიდან გამოსავალს ზოგი სასოებაში ხედავს, ზოგი რელიგიაში, ზოგი სუიციდში.

      "უცხოს" მთავარი პერსონაჟი, მერსო რომანის ექსპოზიციაში ჩამოყალიბებული, ზრდასრული კაცია. ავტორი არ გვაცნობს მის სიყმაწვილეს, არც იმას, როგორი ცხოვრებისეული გამოცდილებით მივიდა მერსო ცხოვრების აბსურდულობის შეცნობამდე, რომელი პასუხგაუცემელი კითხვები არ ასვენებდა მას. ავტორი საფიქრალს მკითხველს უტოვებს. ეს კითხვები, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია, იმდენი, რამდენი მკითხველიცა ჰყავს კამიუს, თუმცა მთავარი კითხვა ერთია ყველასათვის: ადამიანის საზრისი, როგორც დიდი ნიკოლოზ ბარათაშვილი იტყოდა:

      "მაინც რა არის ჩვენი ყოფა, წუთისოფელი, თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?"

      ალბერ კამიუმს მსოფლმხედველობა და აბსურდის მისეული გაგება ჩამოყალიბებულია "სიზიფეს მითში". კამიუ თვითმკვლელობას უარყოფს, თუმცა აღიარებს, რომ ყოველ ჯანსაღ ადამიანს უფიქრია ამაზე. თვითმკვლელობა აღიარებაა, რომ ცხოვრება არ ღირს. კამიუ თვითმკვლელობას საღ აზრს, ანუ აბსურდის შეცნობასა და აღიარებას უპირისპირებს. მაგალითად სიზიფე მოჰყავს, რომელმაც იცის, რომ ქვა, ბოლო მომენტში, ყოველთვის დაგორდება, მაგრამ მაინც ააქვს იგი. სიზიფე აბსურდულობას თავს აბსურდულობის შეცნობით აღწევს. კამიუს აზრით, ის ადამიანი, რომელიც აბსურდულობას შეიცნობს, უნდა შეეცადოს გარდაქმნას იგი აზრებად და დააფიქსიროს ხელოვნებაში, რომელიც ხსნის ერთადერთი გზაა. აკი ამბობს კიდეც:სამყაროში ყველაფერი რომ ცხადი იყოს ჩვენთვის, მაშინ ხელოვნებაც არ იარსებებდაო.

      ცხოვრების აბსურდულობა შეცნობილი აქვს ალბერ კამიუს რომან "უცხოს" მთავარ პერსონაჟს, ახალგაზრდა კაცს- მერსოს. ის თავის თავგადასავალს პირველ პირში გადმოგვცემს. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს წინ გვიზის მერსო და მისთვის დამახასიათებელი გულწრფელობით გვიამბობს ერთი შეხედვით შემზარავ ამბავს. მკითხველს სასოწარკვეთილებაში აგდებს მერსოს გულახდილი, შეულამაზებელი, სასტიკი სინამდვილის ამსახველი ამბები და ქცევა, მაგრამ საქმე არც ისე იოლადაა. ავტორი სულ სხვა რაკურსით ხედავს პერსონაჟს და გვაიძულებს, ჩვენც სხვაგვარად შევხედოთ მას. მერსო ეგზისტენცია, რომელიც მზად არის, ყოველგვარი გმირობის გარეშე შეეწიროს სიმათლეს.

      ეგზისტენზიალიზმი, როგორც ფილოსოფიური და ლიტერატურული მიმდინარეობა ჩაისახა პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიაში, მეორე მსოფლიო ომის დროს კი გავრცელდა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ამ მიმდინარეობამ ფილოსოფიის ცენტრში დააყენა ადაამიანის არსებისა და არსებობის სიღრმისეული პრობლემები. ცეგზისტენციალიზმზე დიდი გავლენა იქონია კიკეგორის, ნიცშესა და ჰუსერლის აზრებმა.

      განასხვავებენ რელიგიურ და ათეისტურ ეგზისტენციალიზმს, თუმცა მათ საერთო ნიშნებიც აქვთ:ეგზისტენციალისტური ფილოსოფიის ცენტრში დგას ადამიანი, როგორც განსაკუთრებული არსება-ეგზისტენცი, მხლოდ მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური სახით. იგი ინდივიდუალურია, მკაცრად პიროვნული და სუბიექტური, არ ემორჩილება ობიექტურ საზოგადოებას. ეს მიმდინარეობა არ აღიარებს ადამიანს იზოლირებულ, თავის თავში ჩაკეტილ არსებად, ა ადამიანი გახსნილი, ღია რეალობაა, იგი დაკავშირებულია გარე სამყაროსთან, სხვა ადამიანებთან. ეგზისტენციალიზმი ინდივიდს ყოველთვის კონკრეტულ სიტუაციაში განიხილავს, საზოგადოებასთან კავშირში. ეგზისტენცი ცვალებადია, დინამიკური, ქმნის თავის თავს, თვითპროექცირებაშია, თავისუფალია. ეგზისტენციალისტთა აზრით, რეალობა მხოლოდ პირადი გამოცდილებით გაიგება. ცხოვრებისეული გამოცდილების წყაროდ კი მიაჩნიათ ძრწოლა, რომელსაც ადამიანი განიცდის მაშინ, როცა გააცნობიერებს ამქვეყნიური უსაფუძვლო ყოფნის სასრულობას, ანუ სიკვდილის გარდაუვლობას. მთავარი ადამიანის არსებობაა.

მერსო ეგზისტენციალია

      მაინც რა სიმართლისთვის არის მზად მოკვდეს მერსო? გავიხსენოთ, რისთვის სჯიან მას: არაბის მკვლელობისათვის ! ამბავი ხდება მე-20 საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც არაბის მკვლელობისათვის ალჟირში ფრანგს არავინ დასჯიდა, მითუმეტეს სიკვდილით! მაშ რას უნდა მივაწეროთ მერსოსათვის გამოტანილი განაჩენი: ფრანგი ხალხის სახელით მოედანზე თავის მოკვეთა? მკითხველისათვიც ცხადი ხდება, რომ მერსო თავისუფლებისათვის ისჯება.

      იმ თავისუფლებისათვის, რომელსაც კამიუმ უწოდა"უფლება არ იცრუო". მერსო არ ცრუობს, არც თავს აცოდებს ვინმეს(არ არის ლიცემერი) და არც თავის ემოციებს გამოხატავს. ის არასდროს ცრუობს, ამით განსხვავდება ფარისეველი საზოგადოებისაგან, მათთვის უცხოა, არა აქვს სურვილი იცხოვროს მათი კანონებით, განსხვავებულია, ეგზისცენტია, თავისი მყარი პოზიცია და პრინციპები აქვს, რომელთაც არასოდეს არღვევს, არ მონაწილეობს იმ მლიქვნელურ კომედიაში, რომელიც მის გარშემო ტრიალებს და ამიტომაც იღუპება.

      გავიხსენოთ დედის დაკრძალვის ეპიზოდი. კუბოსთან გოდებისას შეიკრიბნენ თავშესაფარში მცხოვრები მოხუცები, რომელთაც გულწრფელად სურდათ მერსოს დედასთან გამომშვიდობება. ამ ეპიზოდის კითხვისას ისეთი წარმოდგენა შემექმნა, რომ მოხუცები, მიცვალებულთან ერთად, თავიანთ ცხოვრებასაც გლოვობდნენ. მერსო გრძნობს, რომ "ამ ღამემ ისინი დააახლოვა".

      საყურადღებოა, რომ კონსიერჟი, თვითონაც მოხუცი, ამ თავშესაფარში მოხვედრილი, რადგან შრომის უნარი აქვს, თავშესაფრის ბინადრებს ასე მოიხსენიებს:"ისინი", "სხვები", "ბებრები". საზოგადოებისათვის" ისინი" ზედმეტი ადამიანები, ცოცხალი მკვდრები არიან, ასე ფიქრობენ, მაგრამ არ ამბობენ. მერსო კი განსხვავებულია, ყოველთვის იმ სიმართლეს ამბობს, რომელშიც დარწმუნებულია.

      "უცხო" ორნაწილიანი რომანია, პირველ ნაწილში ექვსი თავია, მეორეში კი-5. ყოველ თავში მერსოს რომელიღაც პერსონაჟი უთუოდ შეახსენებს, რომ ის გულგრილი, უემოციო იყო დედის დაკრძალვისას, რომ არ უყვარდა დედა! მერსოს ბრალს სდებენ დედის მოკვლში. მერსოსთვის კი დედა უკვე სამი წლის მკვდარია, ის მაშინ გარდაიცვალა, როდესაც დედა-შვილს ერთმანეთთან უკვე სათქმელი აღრაფერი ჰქონდა.

      სასამართლო პროცესზე მერსოს ბრალმდებლები არაბის მკვლელობაზე ნაკლებად საუბრობენ. მერსოს ბრალს სდებენ დედის მკლელობაში, აღნიშნავენ, რომ მერსო არაფრით განსხვავდება იმ მამის მკვლელი კაცისაგან, რომელიც ხვალ ამ დარბაზში უნდა გასამართლდეს, რომ ეს გულგრილი ბრალდებული მერსო მამასაც მოკლავდა!

      მართლა ასეთი უემოციო და გულგრილი კაცია მერსო? არა, ის გახნილია ნამდვილი გრძნობებისათვის. მართალია, საზოგადოებას დაშორდა, მათთვის უცხოა, მაგრამ რაც წრფელი, ნამდვილია საზოგადოებასა და ბუნებაში, სიამოვნებით აღიქვამს: ტკბება ბუნების, მზის, მშვენებით. სოფლის პეიზაჟის დანახვისას გრძნობს, რატომ უყვარდა დედას ის ადგილები და ეს გრძნობა მას მშობელთან აახლოებს. სასამართლო პროცესზე მერსო, მადლიერების გრძნობის გამო, მზად არის სელესტს გადაეხვიოს, რადგან იგი ცდილობს "მერსოს სიმართლის" დაცვას. ამგვარად, მერსო გულგრილი მხოლოდ ყალბი ემოციების მიმართაა.

      ქალბატონი მერსოს დაკრძალვის ცერემონიალი ფარსია. იქ ადგილი არა აქვს ნამდვილ გრძნობებს. გლოვისას გულწრფელი მარტო ტომ პერესია, რომელიც ვერ ეწევა კუბოს, მოკლე სავალზე მოჭრის გზას, მიცვალებულს ეთხოვება და საფლავზე გულიც კი მისდის. ამ ადგილის კითხვისას მომაგონდა ოთარაანთ ქვრივის საფლავზე მტირალი სოსია მეწისქვილე და გული სიბრალულით ამევსო.

      მერსო შემთხვევითი გარემოებების გამო კლავს არაბს. მოსამართლეები კი მას შეგნებულად, ფრანგი ხალხის სახელით, სასიკვდილო განაჩენს გამოუტანენ. ისინი მერსოზე მეტად არიან დამნაშავენი, რადგან შეგნებულად, "მკაცრი კანონის ჩარჩოს" ამოფარებულნი ჩადიან ამას, თანაც ფრანგი ხალხის სახელით.

      მაინც რამ მიიყვანა სასამართლო იმ სიტუაციამდე, რომ ადამიანის სიკვდილით დასჯა თვითმიზნად გაუხდია, უხარია, როცა ბრალდებულს თავის მართლება არ შეუძლია მხოლოდ იმიტომ, რომ მისი საზოგადოებას არც ესმის, არც გაგების სურვილი და უნარი აქვს. ბრალდებულის სიმართლე სასამართლოსათვის მიუღებელია!

      საზოადოების ფარისევლობა მხოლოდ აისბერგის წვეროა. ფუძე კი ცხოვრების აბსურდულობაა, რომლის აღიარება ჯიუტად არ სურს ხალხს. მერსო ეგზისტენციალური სიმართლის მატარებელია, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ ნაწარმოების დასასრულს ლაპარაკობს. მერსოს სიმართლე გამოიხატება მის სამყაროსეულ ხედვასა და ცხოვრების წესში. ის გრძნობს ცხოვრების უაზრობას, ამიტომ არ იზიდავს საზოგადო ცხოვრება. რა აზრი აქვს კარიერას ან ოჯახი შექმნას, ხალხზე შთაბეჭდილების მოხდენას, თუ ცხოვრებაში ვერაფერს შეცვლი?

      საზოგადოებას, რომელიც ცხოვრების ინტერესს ჯერ კიდევ ინარაჩუნებს, მერსო თვითონ გამოეყო, ის არ მოიხიბლა ყალბი ცდუნებით, მაგრამ მერსოს სიკვდილი არ უნდა. მაშ როგორ იცხოვროს ამ აბსურდში?ის ვერც რელიგიას დაეყრდნობა, რადგან ღმერთი არ სწამს. ისღა დარჩენია, გამოთიშოს გონება და იცხოვროს ბუნებრივი ინტერესრბით. მიიღოს სიამოვნება ჭამით, ზღვაში ბანაობით, მზით, სექსით მაშინ და იქ, როდესაც და სადაც სურს. ამიტომ არის ის დედის სიკვდილისადმი ასე გულგრილი. იგი მისთვის მკვდარია იმ დღიდან, როდესაც უკანასკნელად ნახა. ფიზიკური სიკვდილი მერსოსთვის არაფერს ნიშნავს, დედა დიდი ხანია გაქრა მისი ცხოვრებიდან. მერსოს სიმართლე, მართალია, ნეგატიურია, მაგრამ მაინც სიმართლეა. მერსოს კი ასამართლებენ, როგორც უ ც ხ ო ს, საზოგადოებისათვის საშიშსა და მათი ღირებულებებისათვის საფრთხის შემცველს. ამიტომ ცდილობენ თავიანთ სიმართლე მოახვიონ თავს, მათნაირი გახადონ.

      ვფიქრობ, უძლიერესი ეპიზოდია, როდესაც "აქვითინებული" გამომძიებელი ჯვრით ხელში მონანიებასა და ღმერთისაკენ შემობრუნებას მოუწოდებს ბრალდებულს. მერსო მას მიმართავს: "ნუთუ თქვენ გინდათ ჩემმა ცხოვრებამ აზრი დაკარგოს?

      მოსამართლეები ვერ პატიობენ მერსოს, "სხვაგვარ" აზროვნებს, ამიტომ აბრალებენ დედის სიკვდილს, მათი არგუმენტი სასაცილო და ამავე დროს სატირალია, თურმე დედის პანაშვიდზე არ იტირა! ამ საფუძველზე გამოაქვთ დასკვნა, რომ ასეთმა გულგრილობამ მერსოს კარგად გათვლილი დანაშაული ჩაადენინაო. მათი "დასკვნები"რეალური მოვლენრების სასტიკი დამახინჯებაა.

      საინტერესო ეპიზოდია საპატიმროში მერსოს მონახულება მღვდლის მიერ. იგი ცდილობს მერსოს მონანიება მოახვიოს თავს.

      რომანის დასასრულს მერსო ფორმულირებას უკეთებს თავის ცხოვრებისეულ პოზციას. ამბობს, რომ წუთისოფელში ყველაფრის საზომი სიკვდილია. იგი ცხოვრებას აზრს უკარგავს. სიმართლისაგან თავდასაღწევად მოიგონეს რელიგია, რომელიც ხალხს ჰპირდება ცხოვრებას სიკვდილის შემდეგ. მსოფლიო წესრიგს ხსნიან ღვთის განჩინებით და ამით გვაიძულებენ მათ მიერვე შექმნილ წეს-კანონებს დავემორჩილოთ.

      მერსოსთვის მღვდელი ცოცხალი გვამია. ამიტომ არ სურს მას გადაეხვიოს. მერსოს აზრით, ვინც ცხოვრება პრიმიტიული ინსტინქტების დონეზე დაიყვანა, გაცილებით ცოცხალი ადამიანია, ვიდრე ის ხალხი -ავტომატები, მარიონეტები, რომლებმაც იგი გაასამართლეს. მარსო გულს უხსნის"ცხოვრების ნაზ გულგრილობას" და ოცნებობს, რომ მის სიჯვდილით დასჯაზე რაც შეიძლება მეტმა მისდამი სიძულვილით გამსჭვალულმა ადამიანმა მოიყაროს თავი, რათა თავი ნაკლებად მარტომ იგრძნოს.

      ჩემი აზრით, მერსო, თავის სიმართლესა და უდანაშაულობაში დარწმუნებული, იმიტომ ნატრობს თავისი სიკვდილით დასჯის სანაახავად მრავალი, მისდამი მტრულად განწყობილი ხალხის მოსვლას, რომ არ დაენანოს ის საზოგადოება, სადაც ფარისევლობა, სიცრუე, სიყალბე და უსამართლობაა გამეფებული!

      სურს ნაკლებად ეტკინოს გული მათთან ფიზიკური განშორების გამო, მას, ყველაფრისდა მიუხედავად, სიცოცხლე უყვარს!

      მიუხედავად სენტიმენტალური და პესიმისტური განწყობისა, ავტორი მაინც გვიტოვებს იმედს მერსოს შეწყალების შესახებ, რომლის პასუხსაც ზემდგომებიგან დილას ელიან.

      უნდა ვაღიარო, "უცხო" ჩემთვის ნაცნობი გახდა, ღრმად ჩამაფიქრა. ნუთუ "საშველი არსაით არ არის, არ არის, არ არის?!"

      მერსოსთვის გამოტანილმა განაჩენმა ვაჟას სიტყვები გამახსენა:

"სიკვდილი ყველას გვაშინებს,
სხვას თუ ჰკვლენ, ცქერა გვწადიან,
კაცნი ვერ ჰგრძნობენა ბევრჯელა,
როგორ დიდ ცოდვა სჩადიან!"

      რა ვქნათ, როდესაც არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია წუთისოფლის "დაწყობილობაში?"

      აქ კი სულიერად გვამხნევებს ბრძენი შოთა:

"წესი არის მამაცისა მოჭირვება, ჭირთა თმენა,
არვის ძალ-უც ხორციელსა განგებისა გარდავლენა!"

      27 წლის "უდროოდ დაბერებული" ტატო კი დასძენს:

"მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან, შვილნი სოფლისა,
უნდა კიდეცა მივდიოთ მას, გვესმას მშობლისა,
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,
იყოს სოფელში და სოფლისთვის არღა იზრუნოს".

      არაფერს ვამბობ კამიუს ენის, სტილისა და მხატვრული გამოსახვის საშუალებებზე, სათქმელი ისედაც გამიგრძელდა!სამწუხაროდ, რომანის მხოლოდ ქართულ თარგმანს გავეცანი, ენობრივი ბარიერის გამო. მაინც შევნიშნე, რომ კამიუ სადად, დამაჯერებელი ტონითა და ძუნწად გამოყენებული ენობრივი სამკაულებით ახერხებს მკითხველის მოხიბლვას. დასასრულ, ისევ "ეკლესიასტეს" დავიმოწმებ:

"უძლურია ყოველი სიტყვა, არ ძალუძს კაცს ყოველივეს თქმა; თვალი ხედვით ვერ გაძღება, ყური სმენით ვერ აღივსება"... გამრუდებულს გვეღარ გამართავ, ხოლო ნაკლულს ვეღარაფრით ვეღარ შეავსებ... როცა მივაპყარ გულისყური, შევიცან სიბრძნე, მეცნიერება, უმეცრება და სისულელე, მივხვდი-ამაოსაც არა აქვს აზრი".

ანა სალაყაია

ტეგები: Albert, Camus, Literature, Qwelly, ავტორი, ალბერ, ალბერ_კამიუ, ალბერტ_კამიუ, ანა_სალაყაია, ანობილი, მეტი...ლიტერატურ, უცხო

ნახვა: 6322

გამოხმაურებები!

ძალიან საინტერესო იყო! უფრო მეტი შევიტყვე კამიუს შესახებ! მადლობა ქალბატონო ანა

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

It's three or four years ahead of Madden 25

გამოაქვეყნა Ludwighench_მ.
თარიღი: დეკემბერი 9, 2024.
საათი: 10:14am 0 კომენტარი

In addition, when I watched Madden 25. the fans who are embracing the sport even through an annual video I posted on YouTube sort of showed me they ought to be someone who speaks about football from a different viewpoint. It would be great to be a part of the media in some way. This would be my second dream coming true after wrestling. There are reports that Mut 25 coins could be interested in putting together the XFL game. This would be…

გაგრძელება

Mmoexp Diablo 4 Items: Why Call of the Ancients Is Essential in Long Fights

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: დეკემბერი 9, 2024.
საათი: 6:51am 0 კომენტარი

Why Call of the Ancients Is Essential in Long Fights

Sustained Damage Reduction:

In prolonged fights, the Ancients' damage reduction can significantly lower the damage you take over an extended period. This is especially useful in PvE when dealing with Diablo 4 Items high-damage bosses or PvP skirmishes where opponents are trying to wear you down with continuous damage.

This reduction is particularly effective against…

გაგრძელება

Mmoexp Skull and Bones Items: Stay Open to Future Updates

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: დეკემბერი 9, 2024.
საათი: 6:19am 0 კომენტარი

4. Stay Open to Future Updates

Focusing on the bigger picture means accepting that not every issue can be fixed immediately, and new features are often rolled out over time. Instead of dwelling on one aspect that isn’t ideal, stay open to how future updates may address those concerns. Games like Skull and Bones are living products that evolve based on feedback, so staying open to Skull and Bones Items new features and…

გაგრძელება

MMOEXP: Tons Of Healing In A Game Where Healing Is Sparse

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: დეკემბერი 9, 2024.
საათი: 5:31am 0 კომენტარი



The Fighter: A True Swiss Army Knife Class

Where Rangers are a brilliant solo elegance Dark And Darker Gold because of their overall utility in areas, ranged fight and pace, Fighters are properly solo instructions because of their widespread software in all areas. Fighters have proper health, true defense, desirable offense, appropriate survivability, top Perks, proper Skills, and are simply all-round pretty excellent.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters