(მოთხრობა მწერლის რვეულიდან)

     ხალხის წარმოდგენით, მთის წვერზე ღვთის საბრძანისია და აშენებული აქვს ნიშნი. მთის შუა ფერდზე სამანია დაცემული. სამანს ზემოთ ღვის ადგილია, საამანს
ქვემოთ კიდევ, _ ეშმაკებისა, რომელიცღრმა ხევში იკარგება. 
     ყოველ წელიწადს ციკანსა კლავენ ნიშთან, დასტურები მთის წვეროდან
თავმოჭრილ ციკანს გადმოისვრიან ქვემოთ. ხალხი ცდილობს, სამანს ზემოთ, ღვთის
კუთვნილ ადგილზე დაიჭირონ მთიდან დაგორებული თიკანი და თუ ეს შეძლეს, 
ხარშავენ ხორცს და თითო წილს აჭმევენ ყველას. 
     თუ ციკანი სამანს გადაუცდათ, მაშინ იგი «ეშმაკების წილია», თავს ანებებენ და
დაღონებულები მიდიან შინ. 
     გათენდა. გუდამაყრის ხეობაში პირველი მზის სხივი ჩამოდგა, არაგვის ნაპირზე
გრძლად გაწოლილი ნისლი ორად გაწყდა, ერთი ნახევარი ელიას ნაპირზე გრძლად
გაწოლილი ნისლი ორად გაწყდა, ერთი ნახევარი ელიას მთის ფერდს აღმა აუყვა, 
მეორე ნახევარი კი ისევ ხეობაში დარჩა, არაგვს გადაეფარა, ჩაიწეწა, ჩაიწეწა და ჩაქრა. 
     მზემ გაანათა გუდამაყრის ხეობა. 
     ჩოხის წინდა გიორგის სალოცავში დილიდანვე იწყო ხალხმა მოდენა. ამოვიდა
ბიბღაი, ხმელ ხმელი ყბებმოგრეხილი დეკანოზი. ამოვიდა ომარათ სანდურაი, 
ამოვიდა შუღლიანთ ზორაი, იმათ მოჰყვნენ ქორაი, გამიხარდაი, ბიბღაი, შეთე, ბასაი, 
მწარიაი, ჭიჭყაი, ჯღუნტაი, ტატაი, მერე და მერე კი განუწყვეტლად იწყეს ჩოხლებმა
მოსვლა. მოვიდოდნენ გორზე, მოიყრიდნენ და ამის შემდეგ საჯაროში სხდებოდნენ. 
ქალები კი ხატის ქვემოთ, სამანთან ჩერდებოდნენ, იქ ილოცებოდნენ და სხვა ქალებს
უერთდებოდნენ. თემის კანონებით, ქალებს ეკრძალებათ ხატის გორაზე ფეხის
დადგმა, იქ მხოლოდ კაცები მიდიან და ისიც მარტო დღეობის დღეს, უდღეო დღეს
ისინიც ერიდებიან ხატის მოედანის შელახვას. 
     ამოვიდა ბერი, დაილოცა, მიწას სამჯერემთხვია და ხალხთან მივიდა. 
     - წყალობათ ხატისა! _ თქვა ბერმა. 
     - შენიმც მწყალობელია, _ უპასუხა ხალხმა. 
     ჯღუნამ ლუდიანი თასი მიაწოდა ბერს. ბერმა თასი ჩამოართვა, დაილოცა და
დალია. 
    -ბერო, წელს ხომ იცი, შენ უნდა დაკლა ციკანი, შენირიგია, _ უთხრა ბიბღამ. 
    _ ვიცი, _ მიუგო ბერმა, _ ბალღი გავგზავნე მთაში ჩამოსაყვანად. 
    _ ნუ დაიგვინებთ, _ თქვა ბიბღამ და წამოდგა. ყველანი მას მიაჩერდნენ. ამ მოხუცს
ისეთი სასიამოვნო გარეგნობა ჰქონდა, ძნელად მოსწყვეტდა კაცი თვალს. მაღალი
იყო, ხმელი, მარტო ყბები ჰქონდა როგორღაც მრუდედ მოგრეხილი და ეს უფრო
ამკვეთრებდა მის ისედაც მკაცრგამომეტყველებას. სოფლის ზემოთ პატარა ბიჭი გამოჩნდა. მხრებზე თეთრი ციკანი მოეგდო. მოვიდა და ბერის ახლოს დადგა. ციკანმა თმა აულოკა დაღლილ ბიჭს, მერე ხალხს მოავლო თვალები და დაიკიკინა. 
     _ აბა, მოვკრიბოთ სანთლები. ნუღა დავყოვნდებით! _ უხმო დასტურებს
დეკანოზმა. 
     დასტურებმა ხალხს ჩამოუარეს და სამ-სამი სანთელი გამოართვეს: 
     _ სწყალობდეს ბერსა! 
     _ სწყალობდეს ჯღუნასა! 
     _ სწყალობდეს მარტიასა! 
     _ სწყალობდეს ქორასა! _ გაიძახოდნენ დასტურები ხმამაღლა და სანთლებს
ჰკრეფდნენ. 
     _ აბა, წავედით! _ თქვა ბიბღამ, წვრილი ზარებით მორთული დროშა მხარზე
გაიდო და ხალხს ელიას მთისკენ წაუძღვა. მარტო დედაკაცები დარჩნენ თავის
ადგილზე. ფეხზე წამოდგნენ და ისე გაჰყურებდნენ მთის ფერდზე მიმავალ ხალხს, 
რომელთაც სულ წინ მხრებზე ციკანმოკიდებული თორმეტიოდე წლის ბიჭი
მიუძღვებოდა, იმას უკან დეკანოზი მოსდევდა ზარ-ბაურაყის ჟღრიალით, ხოლო
მოშორებით დასტურები და სხვა ჩოხლები მიჰყვებოდნენ. 
     დეკანოზმა ბიჭს უბრძანა, დაწინაურებულიყო და მთის წვერზე მიეყვანა ციკანი. 
ბიჭი სწრაფად წავიდა. დეკანოზმა სამანს ზემოთ დაამწკრივა ხალხი და თვითონაც
მთის წვერისაკენ აუყვა აღმართს. 
     ბიჭი დეკანოზის მოსვლას ელოდებოდა ნიშთან, ციკანი წინა ფეხით ეჭირა და
ეალერსებოდა. თოვლივით თეთრი იყო პატარა ციკანი, ცასავით ლურჯი თვალები
ჰქონდა, ბიჭს ლოყაზე ენით ლოკავდა და თითქოს ელაპარაკებოდა, რაღაცას
კიკინებდა. 
     დეკანოზი თანდათან ახლოვდებოდა. ელიას მთის წვერზე, ნიშანთან უამრავი
ციკნის თავი ეყარა. ზოგი დროთასვლას უკვე ნაფშვენებად ექცია. ზოგს კი ჯერ ისევ
შერჩენოდა თავის ფორმა. წესი იყო, მოჭრილი თავების აქ დატოვება და, რადგან
მაღალი მთა იყო, ეტყობა, ნადირიც ერიდებოდა აქ მოსვლას, მარტო ყვავ ყორნები თუ
ჩამოსხდებოდნენ ხანდახან, ისინი აქვე ჭამდნენ ლეშს, და ძვლებსაც აქვე
სტოვებდნენ. ამიტომ დროთა განმავლობაში იმდენი ძვალი დაგროვილიყო, 
შემოქმედსრომ ხელახლა მოენდომებინა იმ ციკნის თავებისათვის სულის ჩაბერვა და
იმ თავებს რომ ერთად შეებღავლათ ცისათვის, ალბათ ცა გაიხეოდა ცოდვით. დღეს
კიდევ ერთი თავი უნდა შემატებოდა ამ გამოხრულ ძვლებს. 
     დეკანოზი მთაზე ავიდა, დაიჩოქა და ისევ სამჯერ ემთხვია მიწას. მერე წამოდგა, 
ქვემოთ რომ შეაგროვეს დასტურებმა, ის სანთლები აანთო და კარგა ხანს
ილოცებოდა. ეხვეწებოდა ელიას, შენმა ძალამ კარგად ამყოფოს ჩოხლების გვარი, 
სეტყვა და ქარიშხალი აარიდოს, ქვის საგორავი აშოროს, წარღვნას ნუ მოუვლენსო.. 
     ბიჭი იდგა, ცალი ხელით ციკანი ეჭირა და წელში ოდნავ მოხრილი უსმენდა. ბიბღამ ლოცვა დაასრულა, სანთლები შემურულ ნიშის ქვებზე მიაკრა და ხანჯალი ამოსწია. ბიჭმა ციკანი წამოაქცია, ორივე ხელით ფეხები დაუჭირა და მერე, როცა დეკანოზმა ციკანს თავი გადაუწია, რომ ხანჯალი მარჯვედ გადაესვა, ბიჭმა განზე გაიხედა. ახლა ის მარტო მოპირდაპირე მთის წვერს ხედავდა და მთელი სხეულით გრძნობდა, როგორ ჭრიდა დეკანოზი თავს თიკანს. მერე თავმოჭრილი ციკანი აფართხალდა და ბიჭმა ხელები გაუშვა. 
     დეკანოზმა ციკნის თავი ნიშზე ჩამოაგო, მერე თავმოჭრილი სხეული აიღო,  ქვემოთ, ხალხისაკენ გადაისროლა და ხმამაღლა დაიძახა: 
     _ ელიასა და ზაქარიას გაუმარჯოს! 
     _ გაუმარჯოს! _ დაიძახა ხალხმა ქვემოდან და ციკნის დასაჭერად აღმა გამოიქცნენ, 
ეშინოდათ, სამანს არ გადაგვიცდეს, თორემ ვეღარ ვჭამთო. მართლა მალევე დაიჭირეს და დეკანოზს დაელოდნენ. 
     _ წავიდეთ, _ უთხრა ბიბღამ ბიჭს, რომელიც გაშტერებული უყურებდა ნიშზე ჩამოგდებულ ციკნის თავს. თავი თვალებს ახამხამებდა. 
     _ წავიდეთ, რაღას უყურებ! _ გაუმეორა ბიბღამ. 
     _ არკვდება, _ თქვა ბიჭმა. 
     _ მოკვდება, მა რას იზამს! _ ბიბღამ დროშა მხარზე გაიდო და ქვემოთ დაეშვა. ბიჭი
უკან გაჰყვა, მერე შედგა და ყური მიუგდო. 
     _ გაიგონე? _ იკითხა ბიჭმა. 
     _ რა? 
     _ თიკანმა დაიკიკინა. 
     _ მოგეჩვენა ალბათ, _ თქვა დეკანოზმა, მაგრამ სწორედ ამ დროს, ისევ მოისმა
ციკნის ხმა. შემობრუნდნენ და მოჭრილ თავს დააშტერდნენ. 
     თავს წვეთ წვეთ ჩამოსდიოდა სისხლი. ისევე გაშტერებული თვალებით უყურებდა
ბიჭსა და დეკნოზს, დროდადრო თვალებს აახამხამებდა და უწყლობით ენას ჰაერში
ალივლივებდა. ქვებზე მიკრულ სანთლებს ტკრციალი გაჰქონდა, ზედ სისხლის
წვეთები ეცემოდა და შიშხინებდა. აქა იქ მიმოყრილი ძვლები სისხლით იყო
გათხუპნული. ციკნის თავი ისევ მიშტერებოდა ბიჭსა და დეკანოზს. 
     _ რატომ არა კვდება? _ იკითხა ბიჭმა. 
     _ ხანდახან ეგრე იცის, იგვიანებს, სანამ სიკვდილი არ მოაკითხავს, მიუგო
დეკანოზმა. 
     _ რო არმოაკითხოს? 
     _ ეგ არშეიძლება.. 
     _ რატომ? 
     _ ეგეთია წესი. 
     _ სიკვდილისა და სიცოცხლის წესი, _ აუხსნა დეკანოზმა, მერე პირჯვარი
გადაიწერა და შებრუნდა. ბიჭმა ერთხელ კიდევ შეხედა ციკნის თავს, რომელიც
ჰაერშივე ალივლივებდა უწყლო ენას და დეკანოზს წაჰყვა. თვალებში შიში ედგა.                    ხალხთანრომ ჩამოვიდნენ, ელდა ეცათ, ციკანი ისევ ფართხალებდა. 
     _ არა კვდება, _ თქვა ბერმა. 
     დეკანოზმა ხმა არ ამოიღო, ხალხს წინ გაუძღვა და ხატის გორზე გავიდა. 
     ხალხი დიდხანს ელოდა ციკანის სიკვდილს, მაგრამ ის მაინც ფართხალებდა, მანამ
უკანასკნელი სისხლის წვეთი ედგა ძარღვებში, მერე ჩაწყნარდა და ოდნავღა
ფეთქავდა. 
     _ მოკვდა, _ თქვა ბერმა და გაატყავა. 
     ხალხი საფიხვნოში დაჯარდა და დაიწყო სმა, ბერმა ცეცხლზე შემოდგა ციკნის
ხორცი. ჯღუნამ ქალებს ჩაუტანა ლუდი. იმათ გარმონი დაუკრეს და ხატის გორს
სასიამოვნო ჟრუანტელად დაუარა მუსიკამ. გამხიარულდნენ ჩოხლები. გააჩაღეს
ცეკვა. 
     უცებ მუსიკა შეწყდა, მეგარმონე გოგომ პირველმა დაინახა მათკენ მომავალი
საუცხოო გარეგნობის ყმაწვილი კაცი. ყველამ იქით მიიხედა, ისეთი სიჩუმე
ჩამოვარდა, თითქოს დამუნჯდნენო. 
     მოდიოდა ყმაწვილი კაცი ხატის გორისკენ, ტანზე გაზაფხულის პეპელაის ფერი
სამოსელი ეცვა მსუბუქად, ქერა კულულები მხრებზე ეყარა, მივიდა, გორზე მუხლი
მოიყარა, მიწას სამჯერაკოცა, ადგა, ხალხთან მივიდა და თქვა: 
     _ წყალობაი ხატისა! 
     _ შენიმც მწყალობელია, _ ამოღერღეს აქეთ იქიდან უცნობის სილამაზით
დატყვევებულებმა. 
     _ მიმიღებთ? _ იკითხა მოსულმა და რომ გაიღიმა, ისეთი სიკეთით გაუნათდა სახე, 
ყველასღიმილი მოეფინა. 
     _ მიგიღებთ, რატომ არა, სტუმარი ღვთისაა, _ დაიძახეს გაბედულად და
საუფროსოსკენ მიიპატიჟეს. 
     _ აქეთ, აქეთ! 
     მიიყვანეს და დეკანოზის გვერდით დასვეს. ჯღუნამ თასით ლუდი მოართვა. 
სტუმარმა თასი ჩამოართვა და დაილოცა: 
     _ გაგიმარჯოთ ჩოხლებო, კარგად იყვენით, სიკეთე და სიყვარული ნუ მოგიშალოთ
ღმერთმა. 
     _ ეგრევე შენ, _ დაიძახეს აქეთ იქითიდან. იმან დიდი სიამოვნებით მოიყუდა თასი
დარომ გამოცალა, ისევ გაიღიმა. 
     სანამ ხორცს მოვიტანდეთ, პურაი შაჭამე. _ ქადის კვერი მიაწოდა დეკანოზმა. 
     _ გმადლობთ, _ ისევ თავაზიანად თქვა უცნობმა. ხალხი დააბნია ამ თავაზიანობამ. 
მერე ბერმა მოხარშული ხორცი მოიტანა ხონჩით და სუფრაზე ჩამოდგა. ცხელი
ოხშივარი ასდიოდა ხორცს. 
    _ აბა, დაგვილიე სტუმარო! _ ყანწით არაყი გაუწოდა ჯღუნამ.. იმან გამოართვა, 
დაილოცა და ყანწი ისევ უკან გაუწოდა. 
     _ დალიე! _ არა ვარმიჩვეული, ვერ დავლევ. 
     _ როგორ, კაცი არა ხარ, ერთ ყანწსროგორვერ დალევ, გაცნობისა, შამოსწრებისა. 
     სტუმარმა ყანწი მოიყუდა და სახის გამომეტყველებაზე ეტყობოდა, როგორ
უჭირდა დალევა. 
     _ ხორცი აიღე, _ უთხრა ბერმა. 
     _ არა, ხორცს არა ვჭამ, _ იუარა და ისევ ქადას დაეწოდა. 
     აქ მყოფთ ეს განცხადება გაუკვირდათ. ისინი ისე გულიანად ილუკმებოდნენ
ციკნის ხორცს, რომ ვერ წარმოედგინათ, რატომ ამბობდა სტუმარი ასეთ
სიამოვნებაზე უარს. 
     გაჩაღდა სმა-ჭამა. ყანწებს-ყანწებზე სცლიდნენ ჩოხლები და არაყსა და ლუდს
თანდათან თავისი გაჰქონდა. სტუმარსაც აძალებდნენ, მაგრამ ის სმას ერიდებოდა. 
     ქვემოთ მყოფ ქალებს ისე მოეწონათ სტუმარი, სულ გადაავიწყდათ, სამანს ქვემოთ
რომ უნდა ყოფილიყვნენ. ახლოს მივიდნენ, რომ უფრო კარგად დაეკვლიათ
მოსულის სილამაზე. ეს შეამჩნია დეკანოზმა, წამოდგა, ბაურაყი შეაჟღრიალა და ამით
ქალებს ანიშნა, ქვემოთ ჩამოსულიყვნენ. იმათ ჩუმი ჩურჩულით ჩაიწიეს სამანს
ქვემოთ და ცეკვა გააჩაღეს. 
     კაცები უკვე კარგა იყვნენ მთვრალები. მღეროდნენ. ახლა უფრო დააძალეს
სტუმარს არაყი, მაგრამ იმან მეტი აღარ დალია, მარტო დაილოცა და ყანწი ისევ
ჯღუნას გაუწოდა. 
     _ მე შენი საქციელი არმამწონს, _ უთხრა ჯღუნამ და საჩხუბრად აიფხორა. 
     _ ჯღუნავ! _ დაუძახა ბერმა. 
     _ რა გინდა? 
     _ სცდები, ჯღუნავ! _ თქვა ბერმა და სტუმარსა და ჯღუნას შუაში ჩაუდგა. 
     _ მე ჩემი მითქვია და ვიტყვი კიდეც, ყანწი თუ გამოართვი, კიდეც უნდა დალიო, _ 
გაიძახოდა ჯღუნაი. 
     ქალები ქვემოთ ცეკვავდნენ. 
     _ ჩამოდით! ჩამოდით! _ შემოსძახოდნენ ახალგაზრდებს. 
     _ შენ არ გეწყინოს, ჯღუნამ ყველასთან ეგეთი ახირება იცის, _ ეუბნებოდა ბერი
სტუმარს. 
     _ არა, რატო უნდა მეწყინოს. _ თქვა სტუმარმა. 
     ამასობაში იმ დრომ მოაწია, როცა, ჩვეულებისამებრ, ჩოხლებს ერთმანეთი ძალაში
უნდ გამოეცადნათ. ხატის წინ, სწორ მოედანზე ლუდით სავსე კოდი დადგეს და
ახალგაზრდები გარშემო შემოეხვივნენ. 
     იმათ შორისრამდენიმემ კოდს ხელები ჩაავლო. 
     _ რას აპირებენ? _ იკითხა სტუმარმა. 
     _ ძალას სცდიან, ვინც ძლიერია, ის გადასწევს ამ კოდს. 
     _ შეიძლება მეც ვცადო? _ შეიძლება, მიდი, _ მიუგო ბერმა და სტუმარი კოდთან მიიყვანა. ამ ამბავმა ისედაც ცნობისმოყვარე ჩოხლებს გული აუჩქროლა და გარს შემოეხვივნენ კოდის გარშემო შემოწყობილ ახალგაზრდებს, რომლებიც თავ თავისკენ ცდილობდნენ კოდის გადაწევას. დიდხანს არ დასჭირვებიათ ლოდინი, სტუმარმა კოდი ისე
მძლავრად გადასწია, ახალგაზრდებიც თან გადაიყოლა. 
     ქალებში ჩურჩული ატყდა. ჯღუნაი ისევ საჩხუბრად აიფხორა, მაგრამ დააწყნარეს
და სტუმრის საკარგყმო ჩამოატარეს. წესის მიხედვით, იმ კოდში მდგარი ლუდით
გამარჯვებულის სადღეგრძელო ისმებოდა ხოლმე. 
     ჯერ დეკანოზმა აიღო თასი და მანამ ლოცვას დაიწყებდა მოკრძალებით თქვა: 
     _ არ გვიწყინოთ კია, სტუმარს რომ სახელს გეკითხებით, მაგრამ წესია, სადღეგრძელოში შენი სახელი უნდა ითქვას: 
     _ სიკვდილი, _ უპასუხა სტუმარმა. 
     _ რაო?! 
     _ სიკვდილი მქვია. 
     ხალხი უცებ გაისუსა. დეკანოზს კინაღამ თასი გაუვარდა ხელიდან. 
     _ მართლა?! 
     _ ჰო, მართლა, _ თქვა სიკვდილმა და ისევ ისე გაიღიმა. ხალხსაც გაეღიმა იმის სახის დანახვაზე. 
     _ ტყუის, _ გადაიხარხარა ვიღაცამ. 
     _ არა, არვტყუი, სიკვდილი ვარ. 
     _ მერე აქრა გინდა?! 
     _ როგორ თუ რა მინდა, რომ არმინდოდეს, ხომ არც მოვიდოდი. 
     _ თუ ძმა ხარ, ნუ გვაგიჟებ, თქვი, ვინა ხარ?! 
     _ მე ვარ სიკვდილი, თქვენთან ადამიანური ყოფა მომენატრა და იმიტომ მოვედი, 
მილიონი წლების განმავლობაში ერთი დღე შემიძლია ადამიანთან ყოფნა და სწორედ
ახლა დამიდგა ეს დღე. 
     _ თფუი ეშმაკს,თფუი ეშმაკს! _ აყაყანდა ხალხი. 
     _ მოიცა, მომისმინეთ, არგაინტერესებთ? _ თქვა სიკვდილმა. ხალხი გაჩუმდა. 
     _ დღეს მზის ჩასვლამდე მაქვს ადამიანად ყოფნის ვადა. მერე ისევ სიკვდილად
ვიქცევი. იცი, რატომ მოვედი? ძალიან მენატრებით ხოლმე. 
     _ ვიცით, ვიცით! _ თქვა ჯღუნამ. 
     _ ჯღუნავ, რამდენიც არ უნდა იბრაზო, მაინც არ აგყვები, ერთი დღე მაქვს
ადამიანურად ყონის ნება და, რა ძალა მადგას, შენთან ვიჩხუბო. 
     _ ნუ იტყუები! _ გაბრაზდა ჯღუნაი. 
     _ რას ვიტყუები. 
     _ სიკვდილი არა, ისა ხარ, აი, კირაკოზაი, ლაწირაკი ხარ, ვიღაცა ხარ. 
     _ რატომ არა გჯერა? თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს მაგას, თუ გინდა, ნუ დაიჯერებ, 
მე კიდეც გამეხარდება. დღეს ისეთი დღეა, ქვეყანაზე არცრა სულიერი არმოკვდება.                 _ მაშ ეს ციკანი? _ თქვა ჯღუნამ და გამოხრული ძვალი თვალწინ დაუტრიალა სიკვდილს. 
     _ ეგ არმომკვდარა. 
     _ როგორ, ეხლა არშავჭამეთ? ვერ დაინახე? შენ არა თქვი, ხორცს არა ვჭამო? 
     _ ჰო, მე ვთქვი.. 
     _ მერე?! 
     _ მერე ის, რომ არც ეგ თიკანი მომკვდარა. 
     _ რას მიჰქარავს ეს კაცი! 
     _ არ შეიძლებოდა, რომ მომკვდარიყო იმიტომ, რომ დღეს მე ადამიანად მაქცია
ღმერთმა და მზის ჩასვლამდე ასე იქნება, ჩემი მოკვლა შეიძლება მარტო, სხვა
დანარჩენი არავის და არარისა. ეს ციკანი კიდევ ცოცხალია და აგერ თავი მოდის
ძვლებთან.. 
     ხალხმა იქით მიიხედა. გორდაგორ თავი მოგორავდა, სამანთან გაჩერდა და ხალხს
მიაშტერდა, გამშრალი ენა გაალივლივა და დაიკიკინა. იმავე წუთს გადაგორდა და
თან გაიყოლა ყველა ძვალი, რომელიც კი მას ეკუთვნოდა. კარჩხაზე ჩამოკიდებული
ტყავიც თან გაჰყვა.. 
     ხალხს შიშისაგან კანკალი მოერია, და ენას ვეღარავინ ძრავდა. 
     _ რა გაშინებთ, ხალხო. თქვენთან სამხიარულოდ მოვედი, თქვენ კი.. მოდით, 
დასხედით, დავლიოთ ჩემი საკარგყმო, _ ხალხი დაეთანხმა და ჩამოარიგეს თასი. 
     _ სიკვდილს გაუმარჯოს! _ თქვა დეკანოზმა. 
     _ გაუმარჯოს! გაუმარჯოს! ცოცხალ სიკვდილს გაუმარჯოს! 
      გამხიარულდა სიკვდილი, ყანწს ყანწზე სცლიდა და მღეროდა. ხალხი ისევ
მიეჩვია. ბერს ისე შეუყვარდა, გვერდიდან აღარ სცილდებოდა, მერე ძმად გაეფიცა: 
არყიან თასში ვერცხლი ჩათალეს და ისე დალიეს. 
     _ ამის შემდეგ ვინც შენ გაწყენინებს, მე მაწყენინებს, _ უთხრა ბერმა სიკვდილს და
ჯღუნას გადახედა. 
     ქვემოთ ისევ ცეკვავდნენ ქალები. სიკვდილი ადგა და საცეკვაოდ ჩავიდა. ქალები
ერთმანეთს აღარაცლიდნენ მასთან ცეკვას. 
     დიდებათიდან ერთი შავოსანი ქალი ამოვიდა. ჯოხზე დაეყრდნო, სიკვდილს
თვალი თვალში გაუყარა და ჰკითხა: 
     _ რატომ მოკალი ჩემი ქეთინო? 
     _ დედი, მე დღეს ერთი დღე მაქვს ადამიანად ყოფნისა და ძალიან გთხოვ, ნუ
ჩამიმწარებ?! 
     _ მერომ ჩამიმწარეს ცხოვრება?! 
     _ განა შემეძლო, არმომეკლა?! 
     _ არშეგეძლო? 
     _ სიბერემდე მაინც დაგეცადებინა. 
     _ სიბერემდე? _ ჰო, სიბერემდე. 
     _ არ შეიძლებოდა. 
     _ რატომ? 
     _ არ ვიცი, დღეს შენსავით ადამიანი ვარ და ალბათ არ შეიძლებოდა, ამას დღეს ვერ
აგიხსნი. 
     - მაშროდის? 
     _ მერე.. 
     _ არ შაგენანა? 
     _ იცი, დღეს ყველანი მენანებით სიკვდილისათვის, ისეთი კარგები ხართ, ისე კარგია ადამიანად ყოფნა, მაგრამ, როცა ჩემს მოვალეობას ვასრულებ, მაშინ.. თუმცა
რომ გითხრათ, მსიამოვნებს მეთქი, რა აზრი აქვს. 
     _ მერე სად მიგყავართ ხოლმე, შვილო, ჰა? 
     _ მაგის თქმა არშემიძლია, დედი. 
     _ დედა გყავს, შვილო? 
     _ არა. 
     _ ობოლი ხარ? 
     _ ჰო, ობოლი ვარ. 
     _ მაინცრატომ გვკლავ, ჰა? 
     _ იმიტომრომ, სიკეთე მინდა თქვენთვის. 
     _ ესრა სიკეთეა, შვილო? 
     _ აბა მაშ სულ ადამიანები ხომ არიქნებით? 
     _ რატომაც არა.. 
     _ არ შაგწყინდებათ? 
     _ რო დავბერდებით, მერერაც გინდა, ის გვიყავი. 
     _ ყველარომ დაბერდეთ, მაშინ სიცოცხლესფასი აღარექნება. 
     _ ეგ ბოროტება არის, შვილო. 
     _ მაგრამ, წესია. 
     _ ქრისტეს რაღას ერჩოდი? 
     _ ეგეც სიკეთისათვის გავაკეთე, უიმისოდ ვერ დაინახავდით ისეთს, როგორც
საჭიროა. თქვენ ეს დიდი ბოროტება გგონიათ. იცი რა, დედი, მე კი არა გკლავთ, 
თვითონ ვკვდები თქვენში, თვითონ ვიტანჯები სულის გაყრისას. მე ვასრულებ იმას, 
რაც უნდა მოხდეს, და ყოველთვის ხდება ის, რაც მოსახდენია.. აუცილებლობა კი
სრულიად არ გამორიცხავს შემთხვევითობას.. მოდი, მანამ ცოცხალი ვარ, დაივიწყეთ
სიკვდილი. იცით, თუ გინდათ ერთ საიდუმლოს გეტყვით: დღეს მარტო ჩემი მოკვლა
შეგიძლიათ, თუ მომკლავთ, აღარასოდეს მოკვდებით, მაგრამ ამას ნუ იზამთ, უჩემოდ
გაგიჭირდებათ სიცოხლე, აღარც სიყვარული გექნებათ, აღარც სიხარული.. დრო
მიდის, მოდი, ვიცეკვოთ, დაუკარით! გოგოებმა გარმონი დაუკრეს და მერე ცეკვა გააჩაღეს, თვითონ დედამიწაც კი აცეკვდა. 
     ხატის გორზერამდენიმე კაცი საიდუმლოდ ჩურჩულებდა. 
     ცეკვავდა სიკვდილი. დროდადრო მზეს გახედავდა და გული წყდებოდა. რომ
ჩასვლამდე დიდი მანძილი აღარ ჰქონდა მზეს. ბერი გვერდიდან არ შორდებოდა
ძმადნაფიცს. პატარა ბალღები ჟივილ ხივილით გარს უვლიდნენ. გულიანად
იცინოდა სიკვდილი, სახეზე სიკეთე გადასდიოდა. 
     მერე ყველა ცეკვავდა, დიდი და პატარა. რატომღაც ისეთ სიყვარულს გრძნობდნენ
სტუმრის მიმართ, ყველა მზესღა შეჰყურებდა სინანულით. 
     მარტო რამდენიმე კაცი ჩურჩულებდა საიდუმლოდ. იმათ შორის იყო ჯღუნაიც. 
მერე იმათაც ცეკვა დაიწყეს და თანდათან სიკვდილს მიუახლოვდნენ. უცებ ჯღუნამ
ხანჯალი იშიშვლა და გულში ჩასცა ხელებგაწვდილ სიკვდილს, რომელიც მაშინვე
მოწყვეტით დაეშვა ძირს. 
     უცებ გაჩუმდა გარმონი და ხალხმა ცეკვა შეწყვიტა. ბერი ტირილით დაეკონა
სიკვდილს და გულიდანფრთხილად ამოაძრო ხანჯალი. 
     ჯღუნაი ხატის გორზე გარბოდა აღმა, ელიას მთისკენ. 
     ხალხი უხმოდ დაჰყურებდა მომაკვდავს, რომელიც ისე კეთილად უღიმოდა მათ, 
ძალაუნებურად ყველას გაეღიმა. მერე იმან ხელი ხელზე მოუჭირა აცრემლებულ
ბერს, თვალები დახუჭა დაფეთქვა შეწყვიტა. 
     იმწუთში ყველა იქ მყოფი დიდმა სინანულმა შეიპყრო. ტიროდნენ პატარა
ბალღები, ტიროდა ბერი. იმ შავოსანმა დედაბერმა ხმით დაიტირა: 
_ ჩვენთანრა გინდოდა, ჩემო შვილო, 
ჩვენთან შენნაირებს ვერიხდენენ, 
აგრემც შენ სიყმეს შემოვევლე
მიწაშიროგორღა მოისვენებ. 
შავად ჩაგეშლება ასოობა. 
თვალებს გველები წაგიღებენ, 
ნუღარმოიგონებ აქაობას, 
აქ შენნაირებს არიხდენენ. 
არა, ჩემო შვილო, არგვიწყინო, 
წადი, ჩემ შვილებთან დაისვენე.. 
     
     ხალხი ისე დაღონდა, აღარ შეეძლო ამ სურათის ყურება. საჩქაროდ გათხარეს მიწა
და ფიცრების მაგიერ მინდვრის ყვავილებში ჩაასვენეს სიკვდილი. მერე ზემოდანაც
ყვავილები დააყარეს და დიდხანს ვერავინ ბედავდა მიწის მიყრას.. 
     მზე ნება-ნება ჩაესვენა მთებს იქით და გუდამაყრის ხეობას სიბნელე ჩამოებურა. 
მეორე დილით კი, მე თვითონვე ვიყავ იმის მოწმე, როგორ ამოვიდა მზე. ოღონდიქიდან კი არა, საიდანაც ამოდიოდა ხოლმე, გუშინდელი საფლავიდან ამოვიდა, 
აიწია, და საშუადღეოდ დაჯდა ცაზე. 
 
ამონარიდი რომანიდან "ადამიანთა სევდა"
გ. ჩოხელი
 

ტეგები: Qwelly, ადამიანთა, ამონარიდები, გოდერძი, ლიტერატურა, სევდა, სიკვდილი, ქართული, ჩოხელი, ცნობილი

ნახვა: 479

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters