მესამეკლასელი:  “მე ჯერ პატარა ვარ, მესამე კლასში ვსწავლობ. ცოდვები ჯერ არ მაქვს, მაგრამ აუცილებლად მექნება”

მეორეკლასელი: “გამარჯობა ღმერთო, როგორ ხარ? რას შვრები? როგორაა საქმეები ჯანმრთელობასთან?”

მეოთხეკლასელი: “შენ თუ სამყაროს დასასრულს მოაწყობ, ვინ ილოცებს შენთვის?”

მეოთხეკლასელი: “საიდუმლოდ გეტყვი, როდესაც ვხედავ მარტოხელა ქალს, მე შენს მაგივრად მრცხვენია.”

მესამეკლასელი:  “რისთვის სჯი კეთილ ადამიანებს?”

მესამეკლასელი:  “სად მიდის დრო?ჭაღარაში?”

მეოთხეკლასელი: “ადამიანები ისე იტანჯებიან დედამიწაზე, ნუთუ შენს ჯოჯოხეთში უარესია?”

მესამეკლასელი:  “მე შენ, რა თქმა უნდა, მიყვარხარ, მაგრამ დედა და მამა უფრო, ხომ არაუშავს?”

პირველკლასელი: “შეიძლება რომ მე არ მოკვდე?”

მეორეკლასელი: “აი, ეკლესიაში სანთლებს რომ ყიდიან, შენი ბიზნესია?”

მეორეკლასელი: “ღმერთო სად არის ქრისტე ახლა? რას აკეთებს?”

მესამეკლასელი:  ” შენ გაქვს გონება,თუ მთლიანად სულისგან შედგები?”

პირვეკლასელი: “შენ ბიბლიაში ჯერ რომ თავიდან იყო სიტყვა, რომელია?”

მესამეკლასელი:  “პირველ რიგში რა გააკეთა ქრისტემ, როდესაც აღსდგა?”

მეორეკლასელი: “რატომ მათხოვრობენ ღარიბები ეკლესიასთან- შენ რომ აღრიცხვო, ვინ მისცა ფული?”

მესამეკლასელი:  ” ესე იგი, თუ სწორად გავიგე ევოლუცია, შენ ჯერ შექმენი ადამი და ევა და შემდეგ ადამიანი წარმოიშვა მაიმუნისგან, ხო?”

მეორეკლასელი: “ღმერთო, თუ უფლებას მივცემ, ჩემი სნიკერსი ჩაკბიჩოს- ეს სიყვარულია?”

მეორეკლასელი: “რატომ ზრდიდნენ ადამიანს წლების განმავლობაში და მერე ,,ბახ” – და ის მკვდარია?”

მეორეკლასელი: “რისი გაკეთება შეიძლება ცხოვრებაში, რომ დედამ არ მცემოს?”

პირველკლასელი: “აქვს თუ არა კოსმოსს დასაწყისი და დასასრული? მარჯვენა და მარცხენა მხარეები?”

პირველკლასელი: “როგორი იყო, როდესაც ჯერ არაფერი არ იყო? მაგრამ, რაღაც ხომ მაინც უნდა ყოფილიყო?”

მეორეკლასელი: “იქნებ, შემიძლია რამით დაგეხმარო?”

მესამეკლასელი:  “რატომ მსურს სულ რამე ცუდი გავაკეთო? შენ ასე მცდი?”

მესამეკლასელი:  ” რა გაგიკეთა ასეთი მამაჩემმა, რომ მას სულ არ უმართლებს?”

მესამეკლასელი:  “ახლა,მეორედ შექმნიდი ადამიანს?”

მეორეკლასელი: “რა არის როდესაც ხალხს არ უყვარხარ, და უბრალოდ ეშინია შენი?”

მეოთხეკლასელი: “რა იქნებოდა დედამიწაზე, ადამს და ევას რომ არ დაერღვიათ შენი კანონი ვაშლებთან დაკავშირებით?”

მეოთხეკლასელი: “მინდა ვიცოდე. რას აპირებ, დედამიწა ისევ დაიტბორება თუ დაიწვება?”

მეოთხეკლასელი: “მე დავიბადე, მიმოვიხედე…სამყარო კი უკვე ასეთი მკაცრი და ბოროტია”

მესამეკლასელი:  “რატომ ლაპარაკობდნენ ადრე ცხოველები, ეხლა კი არ შეუძლიათ? ნუ, გაიხსენე, გველიც კი ელაპარაკებოდა ევას”

მესამეკლასელი:  “რისთვის ვბერდებით?”

პირვეკლასელი: “შენ ბედნიერი ხარ?”

მესამეკლასელი:  “რატომ ჩუქნი შენ ცხოვრებას, ხოლო მისი წართმევა ყველას შეუძლია?”

მესამეკლასელი:  “რა უნდა გავუკეთოთ ცხოველებს, რომ ჩვენთან ერთად მოხვდნენ სამოთხეში?”

მეოთხეკლასელი: “შენი ადამიანი შენი მსგავსი შექმენი, და უცხოპლანეტელი?”

მესამეკლასელი:  “ისე არ მოგსვლია? ვიღაც გესიმპათიურება,ის კი შენსკენ არც კი იყურება?”

მეორეკლასელი: “როდესაც გიყვარს,რატომ მოგწონს ყველაფერი, ერბოკვერცხიც კი?”

მეორეკლასელი: “რამდენჯერ შევცდები სიყვარულში? სამჯერ უკვე არის”

მეოთხეკლასელი: “რისთვის დავიბადე მახინჯი?”

მეოთხეკლასელი: “მე ძალიან გარცხვენ?”

მესამეკლასელი:  “შეიძლება ხანდახან დამესიზმრო?”

მეორეკლასელი: “მიეცი ჯანმრთელობა, ბედნიერება დედას, ბებიას, ბიძია ტომს, ბარის, ალექსანდრეს და ჩემს სხვა მამებს”

მეოთხეკლასელი: “ღმერთო,მე ყველაფრისთვის მადლობელი ვარ, რაც ადრე გაგიკეთებია ჩემთვის. მაგრამ ახლა დამეხმარე, მამაჩემი ციხეში არაფრის გულისთვის ჩასვეს და ახლა უკვე 8 თვეა ზის. მე მას ყოველთვის ველოდები, რომ შემეძლოს- გავანთავისუფლებდი. ძალიან გთხოვ,დამეხმარე. ეს ჩემი ყველაზე დიდი სურვილია. მერე არ შეგაწუხებ, სიკვდილიც კი რო მომიწიოს.”

მესამეკლასელი:  “მინდა, რომ ახალგაზრდობაში კარგად და ბედნიერად ვიცხოვრო, მოხუცებულობაში მარტო ბედნიერადაც შეიძლება”

მეოთხეკლასელი: “გააკეთე ისე, რომ მეორე სიცოცხლეში მე საფრანგეთში ბიჭად დავიბადო”

მეოთხეკლასელი: “გააკეთე ისე,რომ როდესაც ვცელქობ, არ მეჩხუბონ, მე ხომ ჩემი მხიარულებისთვის ვცელქობ”

მეოთხეკლასელი: “ამბობენ, რომ ადამიანი სიკვდილის შემდეგ, ვიღაცის სახით ბრუნდება უკან. გთხოვ, მინდა ვიყო ჩემი ძაღლი, ის კი ჩემს ადგილას იქნება და ჩვენ კვლავ ერთად ვიქნებით.”

მეორეკლასელი: “მომიწყე ხანგძლივი და მხიარული ცხოვრება”

მესამეკლასელი:  “გააქრე ჩემი ცოდვები”

მეორეკლასელი: “მოდი შევხვდეთ სიკვდილამდე”

მესამეკლასელი:  “გააკეთე ისე, რომ დედიკო და მამიკო შერიგდნენ. ღმერთო დამეხმარე, მე მოწევას დავანებებ თავს”

მეორეკლასელი: “ჩემთვის არა, კაცობრიობისთვის გთხოვ – გააკეთე ისე, რომ ყველა 11 წლით უფრო დიდხანს ცხოვრობდეს, ვიდრე უწერია”

მესამეკლასელი:  “ნუ ბრაზდებით ადამიანებზე”

მეორეკლასელი: “მინდა რომ ჩემი დაბადების დღე, ერთხელ კი არა, ხუთჯერ იყოს . საჩუქრების გამო არა…ასე უფრო ხშირად ვნახავ მამიკოს”

მეოთხეკლასელი: “ღმერთო, პირველად რომ გნახავ, არაფერს არ გთხოვ. შენ იფიქრებ- რა მორცხვი ბიჭია…და მერსედესს მაჩუქებ”

მესამეკლასელი:  “შენ დაპირდი დაიცვა სუსტები, დაჩაგრულები…რაღაც ამას ვერ ვხედავ”

მესამეკლასელი:  “გამოგვიგზავნე დედამიწაზე შენი შვილი…ჩვენ მას ჯვარზე არ გავაკრავთ”

მეოთხეკლასელი: “ძალიან მინდა, რომ ბავშვთა სახლიდან ბავშვებმა იპოვონ კარგი მშობლები”

მესამეკლასელი:  “გთხოვ გააკეთე ისე, რომ ხალხი არ კვდებოდეს და კოღოები არ იყონ”

მეორეკლასელი: “ღმერთო, მოდი მოვრიგდეთ. მე მჯერა შენი, შენ კი-ჩემი”

მეოთხეკლასელი: “გადაარჩინე ჩვენი სულები ინვალიდობისგან”

მეორეკლასელი: “მიშვილე და შენ როცა დაბერდები, ჭიქა წყალს მოგაწვდი”

მესამეკლასელი:  “მე გთხოვდით რომელიმე ცხოველს, მაგრამ თუ ძნელია, ფუმფულა სათამაშოზეც თანახმა ვარ”

მეორეკლასელი: “ჩვენ ერთად დავდიოდით ბაღში, მერე პირველ კლასში და მერე მან მითხრა ” ჩვენ სხვადასხვანაირი ადამიანები ვართ”…მე უარესად გავხდი ვიდრე მოვკვდი”

მეოთხეკლასელი: “ნუ აი ჩვენ ვსწავლობთ, ვსწავლობთ… და რისთვის? ხომ მაინც მოვკვდებით და ჩვენი ცოდნა დაიკარგება”

პირველკლასელი: “რა საშიშია, თუ ხვალე არ დადგება”

მეოთხეკლასელი: “მეორედ როდის მოვა იესო ქრისტე? ხომ უნდა მოვემზადოთ, თორემ იგივე იქნება, რაც პირველად მოსვლისას”

მეორეკლასელი: “გთხოვ, მომიტევე ჩემი ცოდვები.ვიცი ბევრი ჩავიდინე, მაგრამ არ მეგონა თუ არსებობდი”

მეოთხეკლასელი: “ყვავილები უკეთესი გამოგივიდა, ვიდრე ადამიანები”

მეოთხეკლასელი: “შეგიძლია თუ არა ცოდვები მაპატიო? თუ არა, მაშინ მე გავაგრძელებ ცოდვილობას, დაწყნარებული სულით.

ტეგები: Qwelly, ლიტერატურა, ფრაგმენტები, ქართული

ნახვა: 526

გამოხმაურებები!

მეც ვიყავი პირველ , მეორე , მესამე კლასში , მაგრამ ასეთი შეკითხვები არასდროს დამისვამს .... 

იქნებ დაგისვამს და არ გახსოვს?^_^

კითხვები გამჩენია , მაგრამ ასეთი არა .

ესენი ნამეტნავად ცნობისმოყვარე ბავშვები არიან :)) ;) ;)

ბუ_მ თქვა:

იქნებ დაგისვამს და არ გახსოვს?^_^

საინტერესო იყო ნამდვილად .. მაგრამ აქ რამდენიმე ისეთი კითხვაა, რომელსაც ნამდვილად ვერ დასვამდა მეორე ან მესამე კლასელი ბავშვი.. 

თათია ილურა_მ თქვა:

კითხვები გამჩენია , მაგრამ ასეთი არა .

ესენი ნამეტნავად ცნობისმოყვარე ბავშვები არიან :)) ;) ;)

ბუ_მ თქვა:

იქნებ დაგისვამს და არ გახსოვს?^_^

ჰო .. ანა , ზუსტად მიმიხვდი :)))


ana mzarelua_მ თქვა:

საინტერესო იყო ნამდვილად .. მაგრამ აქ რამდენიმე ისეთი კითხვაა, რომელსაც ნამდვილად ვერ დასვამდა მეორე ან მესამე კლასელი ბავშვი.. 

თათია ილურა_მ თქვა:

კითხვები გამჩენია , მაგრამ ასეთი არა .

ესენი ნამეტნავად ცნობისმოყვარე ბავშვები არიან :)) ;) ;)

ბუ_მ თქვა:

იქნებ დაგისვამს და არ გახსოვს?^_^


:)) ზოგიერთი მართლა გავს ბავშვის დასმულს მაგრამ დიდის შედგენილია აშკარად :)
თათია ილურა_მ თქვა:

ჰო .. ანა , ზუსტად მიმიხვდი :)))


ana mzarelua_მ თქვა:

საინტერესო იყო ნამდვილად .. მაგრამ აქ რამდენიმე ისეთი კითხვაა, რომელსაც ნამდვილად ვერ დასვამდა მეორე ან მესამე კლასელი ბავშვი.. 

თათია ილურა_მ თქვა:

კითხვები გამჩენია , მაგრამ ასეთი არა .

ესენი ნამეტნავად ცნობისმოყვარე ბავშვები არიან :)) ;) ;)

ბუ_მ თქვა:

იქნებ დაგისვამს და არ გახსოვს?^_^

დამიჯერე არიან ისეთი ბავშვებიც რომლებსაც მსგავსი კითხვები ებადებათ.

ana mzarelua_მ თქვა:

საინტერესო იყო ნამდვილად .. მაგრამ აქ რამდენიმე ისეთი კითხვაა, რომელსაც ნამდვილად ვერ დასვამდა მეორე ან მესამე კლასელი ბავშვი.. 

თათია ილურა_მ თქვა:

კითხვები გამჩენია , მაგრამ ასეთი არა .

ესენი ნამეტნავად ცნობისმოყვარე ბავშვები არიან :)) ;) ;)

ბუ_მ თქვა:

იქნებ დაგისვამს და არ გახსოვს?^_^

“გააკეთე ისე, რომ დედიკო და მამიკო შერიგდნენ. ღმერთო დამეხმარე, მე მოწევას დავანებებ თავს”-vaiii :( :(

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Evaluating Recruits’ Potential

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: ოქტომბერი 11, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

6. Evaluating Recruits’ Potential

Attribute Analysis: Look beyond star ratings and evaluate individual attributes that align with your system’s needs. Consider how well a recruit's skills fit into your offensive and defensive strategies.

Potential Ratings: Assess potential ratings to determine how much a player could improve over their college career. Players with high potential may take time to develop but can be worth the investment.

Position Needs: Prioritize recruits who…

გაგრძელება

Discovering Aeternum

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ოქტომბერი 11, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

The Structure of ‘Discovering Aeternum’

The Discovering Aeternum series is divided into three distinct phases: Arrive, Survive, and Thrive. Each phase is meticulously crafted to guide players through their journey in Aeternum, providing essential knowledge and strategies at every step.

1. Arrive: Laying the Foundation

The first phase, Arrive, is all about grounding new players in the strange and mysterious world of Aeternum. The first two episodes, titled Arrive and Azoth,…

გაგრძელება

players can anticipate the arrival of level 80 content

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

As the mists of time part and the echoes of nostalgia resound once more, World of Warcraft aficionados eagerly anticipate the arrival of Cataclysm Classic, a journey back to a pivotal moment in Azeroth's history. With the unveiling of the launch schedule, players are primed to embark on a new adventure, braving the remade landscapes of a world forever changed by the cataclysmic return of Deathwing.

Weeks after the release of the pre-expansion patch, which introduced a…

გაგრძელება

Your Guide To Taxi Services with the South of France Station

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2024.
საათი: 1:00am 0 კომენტარი







Handy Taxi Transportation from Montpellier's South of France Station

Montpellier’s South of France Station (Gare de Montpellier Sud de France) is usually a crucial railway hub connecting town to numerous destinations from the location and past. Whether you’re arriving for organization or leisure, having a taxi from this station is really a practical and economical option. In the following paragraphs, we’ll examine the ins and outs of using taxi providers with the South…

გაგრძელება

Qwelly World

free counters