ზაფხულში წასაკითხი 18 წიგნი

     2015 წელმა მოგვცა უკვე ტონი მორისონის ახალი შედევრი და რამოდენიმე წიგნის დებიუტი შედგა. პოსტში წარმოდგენილია ზაფხულის თბილ თვეებში წასაკითხი წიგნები, რომლებიც გულგრილს არ დაგტოვებთ.

ზომბების ომი, Aleksandar Hemon - 5 მაისი

ეს წიგნი არის ფანტასტიკის მოყვარულებისთვის, რომლის გამოშვების თარიღიც უკვე ცნობილია. ამბავი ეფუძნება რეალობას, 1908 წელს ებრაელი ანარქისტის მკვლელობას, რომელიც ავტორმა მოგვიანებით გარდაქმნა მხატვრულ ლიტერატურაში, მთავარი გმირი მიისწრაფვის პროექტის წარმატებისთვის, რისთვისაც იგი რამოდენიმე არასწორ ქმედებას ჩადის და უეცრად მისი სიცოცხლე სრულ ქაოსს ემსგავსება.

წიგნი არონზე, Jim Shepard - 12 მაისი

ავტორი აქვეყნებს ნოველებს 1980 წლიდან მოყოლებული, მაგრამ ცნობილი გახდა ბოლო პერიოდია, იგი გულმოდგინედ იკვლევს პატარა ამბებს, მისი ახალი ნოველა ნამდვილი გამოწვევაა, იგი მოგვითხორბს ებრაელ ბიჭზე არონზე და პოლონეთის გეტოზე მეორე მსოფლიო ომის დროს.

კარგად ნაცნობი მაისის ერთი წვიმიანი დღე, Mark Z. Danielewski - 12 მაისი.

"ფოთლების სახლის" ავტორი დაგვიბრუნდა ახალი ნაწარმეობით. ამბავი იწყება მაისის ერთი წვიმიანი დღით, როდესაც 12 წლის ხანცერი გაუბედავად სწავლობს მათემატიკას მამამისის მანქანაში, როდესაც შტორმი დაიწყება. ხანცერის ისტორია კავშირშია სხვების ამბავთან, ავტორი ფრაგმენტების მეშვეობით ცდილობს გადმოსცეს მკითხველს ამბავი.

იღბლიანი ცოცხალი გოგონა, Jessica Knoll - 12 მაისი.

ავტორი ჯესიკა კნოლის თქმით მისი სადებიუტო წიგნის მიზანია, რომ დონ დნეიპერი და სხვა მამრობითი სქესის გმირები, მდედრობითი სქესის ვერსიად განიხილოს და მან ეს წარმოაჩინა ანაში, რომელსაც ქონდა ყველა ეს თვისება - უყვარდა სამსახური და საქმროს აღმერთებდა, მან ცხოვრებაში ბევრი სირთულე გადაიტანა, რომლებსაც ღირსეულად გაუძლო.

კლდეები, Peter Nichols - 26 მაისი

ყველა სანაპირო საკურორტო ზონად არ გამოდგება, ზოგიერთი მათგანზე გაბატონებულია ძალადობა. ნიკოლსის ნოველის განვითარება ხდება მალორკაზე, ხმელთაშუა ზღვის კუნძულზე, შესანიშნავი ადგილი გაქცევისთვის. ამბავი არის 4 გაქცეულზე, რომლებიც ცდილობენ ერთმანეთის შეცდომებზე ისწავლონ. ზაფხულის მშვიდ დღეებში ამ წიგნის წაკითხვით შეგიძლიათ ისიამოვნოთ.

მუზა, Jonathan Galassi - 2 ივნისი

შესაძლოა არ გსმენიათ ამ ავტორის შესახებ, იგი არის Farrar, Straus და Giroux_ის გამომცემელი, ცნობილი როგორც პოეტი და მთარგმნელი. პირველ რიგში მას აქვს სიღრმისეული ცოდნა საგამომცებლო საკითხებში და მუშაობის განსაკუთრებული გამოცდილება მხატვრულ ლიტერატურაში. ეს არის მისი სადებიუტო რომანი, სადაც არის პროფესიული, შესაძლოა რომანტიული სასიყვარულო სამკუთხედი ნიჭიერ პოეტსა და ორ გამომცემელს შორის.

მზით განათებული ღამე, Rebecca Dinerstein - 2 ივნისი

დაწერილია სანამ ავტორი განმარტოებულია თავისთვის კუნძულზე ნორვეგიის ზღვაში, სადაც მზე არ ჩადის თვეების განმავლობაში, მან გამოაქვეყნა ინგლისურ-ნორვეგიული პოემები, იგი ლირიკულ აქცენტებს აკეთებს კულტურათაშორის ურთიერთგაგებაზე.

ქვეყანაში, Mia Alvar - 16 ივნისი

ავტორი დაიბადა მანილაში და ამჟამად ცხოვრობს ნიუ იორკში. მისი სადებიუტო კოლექცია იკვლევს ტრაექტორიას ცხრა ამბავში, რომელიც ორიენტირებულია ფილიპინელთა დიასპორაზე.

მუსიკა ომის დროს, Rebecca Makkai - 23 ივნისი

ავტორმა თავის ბოლო ნოველაში, "ასი წლის სახლი", დაამტკიცა რომ მას აქვს მკითხველის მიზიდვის უნარი. მუსიკა ომის დროს, გააერთიანა რამოდენიმე პატარა ამბავი - სამი ამბავი, რომელიც ეფუძნება უნგრულ ლეგენდებს, რომლებიც გამოირჩევა მრავალფეროვნებით.

Bird Hill_ის ვარსკვლავური მხარე, Naomi Jackson - 30 ივნისი

ნაწარმოები არის ორ დაზე, მდიდარი, მაგრამ რთული ოჯახიდან. მან ეს ნაწარმოები დაწერა მას შემდეგ რაც დაჯილდოებული იყო სტიპენდიით ფანტასტიკურ ჟანრში.

უსასრულო სახლი, Kathleen Alcott - 4 აგვისტო

ნაწარმოების სახელწოდების სახლის მნიშვნელობა კითხვისნიშნიშ ქვეშ დგას - აქ იგულისხმება ფიზიკური სივრცე, სადაც განლაგებულია სხვადასხვა ნივთები, თუ გრძნობების ის საფეხური, როდესაც გარშემორტყმული ხარ იმათით, ვისთანაც კარგად გრძნობ თავს. ნაწარმოებში ავტორი ორივე ვერსიას ამტკიცებს. როდესაც მემამულის ბინას საფრთხე ემუქრება, მას და მის ახლობლებს ბევრი რამის გადატანა მოუწევთ, და ისინი იძულებულნი არიან გადააფასონ ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მათთვის.

მესაათე ფილიგრანის ქუჩაზე, Natasha Pulley - 2 ივლისი

ჰარი პოტერის ფანები დაბრუნდებიან ჰერმიონას დროში, მოჯადოებული ობიექტი, რომელიც მას საშუალებას აძლევს უკან იმოგზაუროს. ჯადოსნური რომანი არის ტელეგრაფისტზე, რომლის მოგზაურობაც იწყება მაშინ, როდესაც საათი იხსნის მას ბომბისგან.

საუბარი, Louisa Hall - 7 ივლისი

მწერალი თავის ნაწარმოებში იკვლევს, რომ ადამიანს აქვს ხარვეზები როდესაც საქმე ეხება ენას. ის განიხილავს რამდენიმე პერსონაჟს, რომლებსაც აქვთ გაუგებრობა იმის შორის, თუ რას გრძნობენ და როგორ ამბობენ შემდეგ ამას.

ათი ათას ნივთის შორის, Julia Pierpont - 7 ივლისი

მის სადებიუტო რომანში ავტორი იკვლევს ოჯახურ სიტუაციებს - მოღალატე მშობლები და დაჩაგრული ბავშვები. ავტორი განიხილავს იმედგაცრუებებს და წარსულში დარჩენილ ოცნებებს.

ბავშვების პატარა ზურგი, Lidia Yuknavitch - 7 ივლისი

მისი ნოველა გამოირჩევა მოქმედებებით და ინტრიგებით, მაგრამ ეს არ არის ტრილერი. იგი აერთიანებს ფიზიკურ და ღრმა ინტელექტუალურ შესაძლებლობებს დღევანდელ ცხოვრებაში, წიგნი მკითხველს უტოვებს კითხვის ნიშანს თუ რა გზით ვცხოვრობთ.

თვითმკვლელების მკურნალობა, Jesse Ball - 21 ივლისი

ამბავი იწყება ერთი კაცის ისტორიით, რომელიც სწავლობს ყველაფერს თავიდან როგორც ყველა ბავშვი, უმარტივესი კითხვებიდან დაწყებული, რომლის მდგომარეობაც მალე იცვლება, ის აღმოაჩენს სიმართლეს და იმ მდგომარეობას რაშიც იმყოფება.

ლამაზი ბიუროკრატი, Helen Phillips - 11 აგვისტო

რომანი აქცენტს აკეთებს ქალზე, რომელიც განსაკუთრებით წვალობს მონაცემების შეყვანაზე, სასოწარკვეთილი მუშაობა მას აიძულებს გარემოსგან იზოლაციას.

თქვენც შეგიძლიათ ჩემნაირი სხეული გქონდეთ, Alexandra Kleeman - 25 აგვისტო

მწერალს აქამდე არ გამოუქვეყნებია რომანი, თუმცა მისი პატარა მოთხრობები ყოველთვის იბეჭდებოდა ცნობილ ჟურნალებში. ეს მისი სადებიუტო რომანია.

ტეგები: Kleeman", Lidia, Like, Louisa, Luckiest Girl Alive, Making, Makkai, Mark Z. Danielewski, Mia, Mine, მეტი...Muse, Music, Naomi, Natasha, Night, Novel, Peter Nichols, Phillips, Pierpont, Pulley, Rebecca, Rocks, Rocks", muse, novel, ზაფხული, ლიტერატურა

ნახვა: 3559

გამოხმაურებები!

პოსტერიც ისეთი გაურკვეველია, ვერც მე მივხვდი :D

ლაშა_მ თქვა:

თქვენ შეგიძლიათ ჩემნაირი სხეული გქონდეთ - ნეტავ რა სხეულზეა საუბარი? 

ამიტომ არის მისი წაკითხვა საჭირო, ეგ მარკეტინგული სვლაა ))

mariam kubaneishvili_მ თქვა:

პოსტერიც ისეთი გაურკვეველია, ვერც მე მივხვდი :D

ლაშა_მ თქვა:

თქვენ შეგიძლიათ ჩემნაირი სხეული გქონდეთ - ნეტავ რა სხეულზეა საუბარი? 

ვფიქრობ დიეტების კრებული იქნება :))

ზომბები იქნება ძალიან დამაინტრიგებელი და ნამდვილი ეგზისტენციალური საკითხავი )))

ლამაზი ბიუროკრატიც კაი იქნება, ეფლის ვაშლი მაინც ყოფილიყო გარეკანზე ((

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ოლიმპიადა ყოველდღიურობაში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ივლისი 24, 2021.
საათი: 11:41pm 0 კომენტარი

      როგორი პოლიტიკური დღის წესრიგიც არ უნდა იყოს მსოფლიოში, როგორი პოლიტიზირებულიც არ უნდა იყოს სპორტი, ოლიმპიური თამაშები მაინც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენაა, რომელსაც მილიონობით ადამიანი ელოდება. შარშანდელი ოლიმპიადა წელს ტარდება, მაგრამ ხალხის გარეშე. იაპონიამ, მხოლოდ დელეგატები და მონაწილეები მიიღო და უმასპინძლა. დღეს არა თავად ოლიმპიურ თამაშებზე, არამედ მის დახვედრაზე ვისაუბრებთ. ტოკიოში, ნაკამეგუროს რაიონში მოღვაწეობს…

გაგრძელება

მინისტრების დღე და ქალ-ვაჟური ჭიდაობები პარლამენტში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 22, 2021.
საათი: 11:12pm 0 კომენტარი

      ვაქცინაცია ისეთ ძალებს იკრებს, რომ მალე ყველა აიცრება, ან ვინც არ აიცრება, მარგინალიზდება. ამიტომ დღის ერთ-ერთი მთავარი ამბავი სწორედ ეს არის, სხვა მიმართულებებიც მრავლად იყო - თავდაცვის მინისტრის გამოსვლა, მერე ფინანსთა მინისტრისა და მისი მოადგილის საპარლამენტო ამბები, ასევე ცესკოს თავმჯდომარის ვაკანსია და კალაძის წინასაარჩევნო კამპანია, ცხადია, ბოკუჩავას და პაპუაშვილის ამბებიც განიხილებოდა. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1191…

გაგრძელება

ასოცირებული ტრიო და მომრიგებელი დესპანი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 19, 2021.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      ადრე უკევ დავწერე, როცა ევროპელები მოდიან, მთელი დღე მათია მეთქი. ამჯერადაც ასე იყო. დღეს კიდევ ერთხელ გვეწვია შარლ მიშელი და მთელი დღეს მის გარშემო დატრიალდებოდა, რომ არა კიდევ ორი უცხოელი სტუმარი - ორი პრეზიდენტი, მოლდოვისა და უკრაინის. ეს ყველანი ბათუმში შიკრიბდნენ სამიტზე და დღის მთავარი ამბები მთლიანად მათ დაისაკუთრეს. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1076 ლარია.

საქართველოს და…

გაგრძელება

მსოფლიოს ფერი

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2021.
საათი: 6:13pm 0 კომენტარი

      მათემატიკაში კარგად დამკვიდრებული სტატისტიკური მონაცემია საშუალო არითმეტიკული. მაგრამ მხოლოდ მატემატიკური სიდიდეები როდი იზომება საშუალოთი? დღეს ფერები უნდა გავზომოთ. როგორ წარმოგიგენიათ, რა უნდა იყოს საქართველოს საშუალო ფერი მთელი ტერიტორიის ფიზიკური რუკის ანალიზის საფუძველზე? თან სატელიტური მონაცემით. მოგეხსენებათ, როდესაც სატელიტიდან ათვალიერებ დედამიწას, თეთრი ფერიდან მუქ ყავისფერამდე უსასრულოდ ვრცელი პალიტრაა წარმოდგენილი, მაგრამ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters