ლირიკა - Qwelly2024-03-29T11:36:27Zhttps://www.qwelly.com/group/literature/forum/topic/listForTag?tag=%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&feed=yes&xn_auth=noგიორგი ლეონიძის ლირიკაtag:www.qwelly.com,2013-07-28:6506411:Topic:3448662013-07-28T16:42:40.569Zცისიაhttps://www.qwelly.com/profile/cisiarostiashvili

გიორგი ლეონიძემ ლექსების წერა 12 წლის ასაკიდან დაიწყო. 1911 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსი "მცხეთას". ლეონიძის შემოქმედების საწყისი ეტაპი ხასიათდება ორი მიმდინარეობის არსებობით. მის ადრინდელ ლექსებში გამოხატული იყო უიმედობა და სევდა, რაც სიმბოლისტურ-დეკადენტური გავლენით იყო გაპირობებული. თუმცა, ამავე დროს, მის ლექსებში მომავლის რწმენისა და მებრძოლი განწყობილების მოტივები შეიმჩნეოდა. ამ მხრივ, იგი…

გიორგი ლეონიძემ ლექსების წერა 12 წლის ასაკიდან დაიწყო. 1911 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსი "მცხეთას". ლეონიძის შემოქმედების საწყისი ეტაპი ხასიათდება ორი მიმდინარეობის არსებობით. მის ადრინდელ ლექსებში გამოხატული იყო უიმედობა და სევდა, რაც სიმბოლისტურ-დეკადენტური გავლენით იყო გაპირობებული. თუმცა, ამავე დროს, მის ლექსებში მომავლის რწმენისა და მებრძოლი განწყობილების მოტივები შეიმჩნეოდა. ამ მხრივ, იგი აგრძელებდა ქართულ რეალისტურ ლიტერატურას.

ეროვნულ-პატრიოტულ გრძნობებს ზოგჯერ ჩრდილავდა მისტიციზმის ელემენტები. ადრეულ პერიოდში იგი იზიარებდა სიმბოლისტურ-დეკადენტურ მიმდინარეობას და 1918 წელს "ცისფერყანწელთა" ჯგუფსაც შეუერთდა. შთაგონების წყაროს ეძებდა, როგორც ფრანგულ სიმბოლიზმში, ისე საქართველს ისტორიულ წარსულში და უპირატესობა მაინც უცხოურს ენიჭებოდა. ასე გაჩნდა ლეონიძის შემოქმედების ადრეული პერიოდის ნაწარმოებებში შინაგანი გაორება.

გიორგი ლეონიძის გარდატეხის მიჯნად შეიძლება მივიჩნიოთ მისი ლექსი "მხარე ვაზებში გამოხვეული", სადაც აღარ ვხდებით განზრახ გაბუნდოვების გზებს. ეს ხაზი მის შემდგომ დაწერილ ლექსებშიც გრძელდება. ამის შემდგომ წერს ლეონიძე მთელ რიგ უმნიშვნელოვანეს ლექსებს - "ყივჩაღის პაემანი", "სიმღერა პირველი თოვლისა", "მყვირალობა", "ნინოწმინდის ღამე" და ა.შ. ამ ლექსების ლაიტმოტივი სიყვარულის თემაა.

განსაკუთრებით ყურადღებას იქცევს გიორგი ლეონიძის ლირიკული ლექსი "ოლე", რომელშიც არა მარტო მშობლიური ქვეყნის ალეოგორიული სახეა გამოხატული, არამედ ზოგადკაცობრიული, ფილოსოფიური პრობლემატიკა. ჩანს მარტოობის, ტრაგედიის სიმბოლოც. ასევე მნიშვნელოვანია მისი ლექსი "არ დაიდარდო, დედაო", სადაც მიცვალებულის ცოცხალთან გასაუბრების ცნობილი ქართული ხერხი აქვს გამოყენებული.

გიორგი ლეონიძე ასევე მუშაობდა ეპიკურ ჟანრში, რომლის ძირითადი თემატიკა ისტორიულია. მან შექმნა არაერთი ლირიკულ-ეპიკური და წმინდა ეპიკური ნაწარმოები. "ქართლის ცხოვრება" ლექსების ციკლის გამაერთიანებელი სახელწოდებაა. აქ ლეონიძე საქართველოს ერთიან სურათს ქმნის წარსულისა და თანამედროეობის კონტრასტული დაპირისპირების გზით. ლირიკულ-ეპიკურ პოემაში "ფორთოხალა" ასევე წარსულისა და აწმყოს სურათებს გვიხატავს. ფორთოხალა კოლხეთის მშრომელი ქალის პოეტური სახეა, რომელიც ხალხის ტკივილს გამოხატავს. ვრცელის ისტორიული პოემაა "სამგორი", რომლის სიუჟეტიც კონკრეტულ-ისტორიულ ფაქტს ემყარება. ესაა ვახტანგ გორგასლის მიერ თბილისის დაარსება, მისი გაშენება, სატახტო ქალაქად გამოცხადება და ბრძოლა სპარსი დამპყრობლების წინააღმდეგ, ბრძოლა თავისუფლების შენარჩუნებისთვის.ნატვრის ხე". 1962 წელს გამოქვეყნდა გიორგი ლეონიძის მოთხრობების წიგნი "ნატვრის ხე". ამით იგი ერთიანად მოევლინა ქართულ ლიტერატურას პროზაიკოსის როლში. ლეონიძე ჩვენ თვალწინ აცოცხლებს ბავშვობაში ნანახ და განცდილ სურათებს, რომლებშიც იხატება ადამიანთა სხვადასხვა ტიპი და ხასიათი, ადათი და ჩვეულება.

სიჭაბუკის დღეებზე დაწერილ მოგონებებს სიმბოლურად წარმოგვიდგენს ნატვრის ხედ. წიგნის ყველა ნოველა, ეკიზი თუ მოთხრობა ქმნის ერთი მთლიანი კრბულის შთაბეჭდილებას. ამ კრებულში ჩვენ ვხედავთ პატარძლეულის პეიზაჟურ სურათებს.

წიგნის უმთავრესი ღირსება მისი ლექსიკის ხალხურობასა და სიმდიდრეშია. თხრობის ლირიკულ მანერას ენაცვლება იუმორის სიმსუბუქე, დიალოგის ლაკონურობა და სიმსუბუქე. ლეონიძე პერსონაჟების მეტსახელებით მათ შინაგან ბუნებასაც გადმოგვცემს, რისი მეშვეობითაც უფრო ღრმად გვაცნობს მათ. იგი დეატალებს, სიტუაციებს, ქცევებს და მოქმედებებს ცოცხლად გვიჩვენებს. იგი აშუქებს ცხოვრებისეულ, მორალურ-ეთიკურ საკითხებს.

"ნატვრის ხეში" წარმოდგენილ თითოეულ მოთხრობას თავისი დატვირთვა აქვს. იგი ცალკეულ პერსონაჟებს გვაცნობს, წარმოაჩენს მათ შეხედულებებს ცხოვრებაზე, მორალურ პრინციპებს, მათ ხასიათებს. წარმოაჩენს მათ ცხოვრებისეულ პრინციპებს. თითოეულ ადამიანს აქ უდიდესი მნშვნელობა ენიჭება და თითოეული მათგანი ამბობს თავის სათქმელს.