ქველი - Qwelly2024-03-29T10:52:30Zhttps://www.qwelly.com/group/literature/forum/topic/listForTag?groupUrl=literature&tag=%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98&feed=yes&xn_auth=noმოგვთა საჩუქრებიtag:www.qwelly.com,2023-05-26:6506411:Topic:15479772023-05-26T12:14:52.482ZGeorgehttps://www.qwelly.com/profile/qwelly

ერთი დოლარი და ოთხმოცდაშვიდი ცენტი. სულ ეს იყო. აქედან სამოცი ცენტი ბაყლებთან და ყასბებთან ნაყიდი საქონლის ზუსტ საფასურზე ატეხილი დავის შედეგად რუდუნებით შეგროვილი ერთპენიანი მონეტებისგან შემდგარი წვრილი ფული იყო.

დელამ სამჯერ გადათვალა ეს ფული - ერთი დოლარი და ოთხმოცდაშვიდი…

ერთი დოლარი და ოთხმოცდაშვიდი ცენტი. სულ ეს იყო. აქედან სამოცი ცენტი ბაყლებთან და ყასბებთან ნაყიდი საქონლის ზუსტ საფასურზე ატეხილი დავის შედეგად რუდუნებით შეგროვილი ერთპენიანი მონეტებისგან შემდგარი წვრილი ფული იყო.

დელამ სამჯერ გადათვალა ეს ფული - ერთი დოლარი და ოთხმოცდაშვიდი ცენტი.

მეორე დღეს კი ქრისტეშობის დღესასწაული იყო. ამ ფულით იგი ვერაფერს იყიდდა.

დელა თავის დანჯღრეულ ტახტზე დაეგდო და მწარედ აქვითინდა. მძიმე წუთებში ადამიანი სულიერი მდგომარეობის სამ ეტაპს გაივლის: ჯერ სასოწარკვეთილება იპყრობს, მერე მშვიდდება, შემდეგ კი ეღიმება, რაც იმის მაჩვენებელია, რომ იგი საბოლოოდ შეეგუა თავის მდგომარეობას. ამ ეტაპებიდან მთავარია მეორე - დამშვიდება.

ვიდრე ჩვენი გმირი დამშვიდდებოდეს, ე.ი. პირველიდან მეორე ეტაპზე გადავიდოდეს, თვალი შევავლოთ ოთახს, რომელშიც იგი ცხოვრობდა. ოთახი მას ავეჯთან ერთად ჰქონდა დაქირავებული რვა დოლარად თვეში.

ოთახი არ იყო მათხოვრული ამ სიტყვის ზუსტი გაგებით, მაგრამ დიდადაც არ განსხვავდებოდა.

ქვემოთ, ვესტიბულში შემოსასვლელ კარზე დამაგრებული იყო საფოსტო ყუთი, რომელშიც დიდი ხანია აღარავინ აგდებდა წერილებს; კარის ზემო ნაწილში ელექტროზარის ღილაკი მიემაგრებინათ, რომლითაც ვერც ერთი მოკვდავი ვერ დარეკავდა ზარს; ღილაკსა და საფოსტო ყუთს შორის კი მიკრული იყო დაფა წარწერით: "მ-რ ჯეიმს დელინგენ იუნგი."

სიტყვა "დელინგენი" ლამაზი ხელნაწერის სტილით იყო შესრულებული. დაფა კეთილდღეობის დროს იყო გაკეთებული, როდესაც ოჯახს კვირაში ოცდაათი დოლარი შემოსავალი ჰქონდა. ახლა კი, როცა შემოსავალი მხოლოდ ოც დოლარს შეადგენდა კვირაში, სიტყვა "დელინგენის" ასოებმა დაკარგა ბრწყინვალება და იქნებ საკმარისიც კი იყო, რომ მხოლოდ ასო "დ" ყოფილიყო ამოტვიფრული. მაგრამ ყოველთვის, როცა კი დელინგენ იუნგი სახლში ბრუნდებოდა, ოთახში შესვლისას მას ეგებებოდა მეუღლე - დელა შეძახილით "ჯიმ" და ნაზად მოხვევდა ხოლმე მკლავებს კისერზე.

დელამ ტირილით გული იჯერა და ცრემლიანი ლოყები ჩვრით შეიმშრალა. იგი ფანჯარასთან იდგა და უაზროდ შეჰყურებდა ნაცრისფერ კატას, ეზოში ნაცრისფერ კედელთან რომ სეირნობდა. ხვალ ქრისტეშობის დღე იყო, მას კი მხოლოდ ერთი დოლარი და ოთხმოცდაშვიდი ცენტი ჰქონდა ჯიმისთვის საჩუქრის საყიდლად.

ის ყოველთვიურად ზოგავდა ფულს და მხოლოდ ამ თანხის დაგროვება მოახერხა, რადგან რეალური ფასები ყოველთვის უფრო დიდი იყო, ვიდრე ის ანგარიშობდა.

ჯიმისთვის კი აუცილებლად უნდა ეყიდა საჩუქარი. ჯიმი - მისი ჯიმი. ადრე რამდენი სასიამოვნო წუთები გაუტარებია იმაზე ფიქრით, როგორი საჩუქარი ეყიდა მისთვის.

საჩუქარი ლამაზი, გამორჩეული და ჯიმის შესაფერისი უნდა ყოფილიყო.

ფანჯრებს შორის კედელში სარკე იყო ჩამაგრებული. გინახავთ ოდესმე ფანჯრებს შორის სარკე რვადოლარიან ოთახში? საკმაოდ გამხდარი და მოძრავი უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომ ამ ვიწრო სარკეში მოეხერხებინა თავის გარეგნობის დათვალიერება.

დელა გამხდარი იყო და ამას ახერხებდა.

უცებ დელა მოსცილდა ფანჯარას და გაჩერდა სარკის წინ.

მას თვალები გაუბრწყინდა, სახე გაუფითრდა და სწრაფად ჩამოუშვა თმა.

ახლა ის ნათლად ხედავდა, რომ მის ოჯახში ორი ძვირფასი ნივთი იყო, ერთი - ჯიმის ოქროს საათი, რომელიც ადრე მისი მამის, უფრო ადრე კი პაპის საკუთრება იყო, მეორე კი - მისი თმა.

მოპირდაპირე სახლში მის უდიდებულესობას სავოიის დედოფალს რომ ეცხოვრა, დელა თავს რომ დაიბანდა, თმას გასაშრობად ფანჯარაზე გადმოჰფენდა, რათა ამ თმის სილამაზეს დაეჩრდილა დედოფლის გარეგნობა. ხოლო სოლომონ მეფეს ამავე სახლში შვეიცარად რომ ემსახურა და მთელი თავისი განძი სახლის სარდაფში ჰქონოდა შენახული, ჯიმი ყოველთვის, როცა კი ამ სახლს ჩაუვლიდა, ამოიღებდა თავის საათს, რათა დაენახა, შურისაგან როგორ დაიგლეჯდა წვერს სოლომონი.

დელას ჩამოშვებული ტალღისებური თმა წაბლისფერ ჩანჩქერს მოგაგონებდათ. თმა მუხლებს ქვემოთ მთავრდებოდა და თითქმის მთლიანად ფარავდა მის სხეულს. დელამ სწრაფად აიკეცა თმა. იგი ერთხანს ყოყმანობდა და გაუნძრევლად იდგა. რამდენიმე კურცხალი მისი ცრემლისა გაცვეთილ წითელ ხალიჩას დაეცა.

ბოლოს დელამ, რომელსაც თვალებზე ცრემლები ჯერ არ შეშრობოდა, ჩაიცვა თავისი ძველი ყავისფერი ჟაკეტი, დაიხურა ძველი ყავისფერი ქუდი, ხელის სწრაფი მოძრაობით გაისწორა ქვედატანის მაქმანი, გაიჯახუნა კარი, ჩაირბინა კიბეები და ქუჩაში გავიდა.

იგი ერთ შენობასთან გაჩერდა და წაიკითხა წარწერა: "მადამ სოფრონი.

თმისაგან დამზადებული ნაკეთობანი." იმ წამსვე ავარდა ზემო სართულზე, ძლივს დაიცხრო მღელვარება და ოთახში შევიდა. მის წინ სქელი, მეტისმეტად თეთრი, ცივი და მკაცრი გამომეტყველების ქალბატონი სოფრონი იდგა.

- ხომ არ შეისყიდით ჩემს თმას? - შეეკითხა დელა.

- შევისყიდი. - მიუგო ქალბატონმა, - მოიხადეთ ქუდი და მაჩვენეთ!

დელამ მოიხადა ქუდი... და წაბლისფერი ჩანჩქერი გადმოიფრქვა ქვემოთ.

- ოც დოლარად ვიყიდი. - თქვა ქალბატონმა და გამოცდილის ხელით ასწია თმა.

- მომეცით ახლავე. - უთხრა მას დელამ.

მომდევნო ორმა საათმა ვარდისფერი ფრთებით გაიფრინა (მაპატიეთ გადაჭარბებული მეტაფორისათვის). დელა დაეხეტებოდა მაღაზიებში ჯიმისათვის საჩუქრის საყიდლად.

ბოლოს როგორც იყო მიაგნო.

საჩუქარი ზედგამოჭრილი იყო ჯიმისათვის, თითქოს სპეციალურად მისთვის დაემზადებინათ. სხვა მაღაზიებში მსგავსი რამ ვერ აღმოაჩინა. ეს იყო პლატინისგან დამზადებული, სადა და მკაცრი სტილით შესრულებული ჯიბის საათის ძეწკვი. მისი ღირსება ის იყო, რომ მასში ხაზგასმული იყო მხოლოდ შინაარსი და არ შეიცავდა ყალბ, ზიზილ-პიპილო ორნამენტებს. ასეთი უნდა იყოს ხელოვნების ყველა ჭეშმარიტი ნიმუში!

ძეწკვი ისეთივე მაღალი ხარისხისა იყო, როგორიც ჯიმის საათი. დელამ როგორც კი ეს ძეწკვი დაინახა, გაიფიქრა, ეს მხოლოდ ჯიმის უნდა ეკუთვნოდესო. ძეწკვი რაღაცნაირად ჯიმის ჰგავდა, რადგან მასშიც, ისევე როგორც ჯიმიში, შერწყმული იყო ღირსება და სისადავე.

დელამ ამ ძეწკვში ოცდაერთი დოლარი გადაიხადა და სახლში მხოლოდ ოთხმოცდაშვიდი ცენტით ბრუნდებოდა. ჯიმის ამ ძეწკვით ნებისმიერ საზოგადოებაში შეეძლო ამაყად ამოეღო ჯიბიდან საათი და გაეგო დრო. ახლა კი ამ ჯიბის საათს, ნაცვლად ძეწკვისა, ძველი ტყავის ზონარი ჰქონდა გამობმული, ამიტომ, როცა დროის გაგება სურდა, ჯიმი სხვებისათვის შეუმჩნევლად ამოიღებდა ხოლმე საათს.

დელა შინ დამშვიდებული დაბრუნდა და იმ ურთულესი ამოცანის გადაწყვეტაზე დაიწყო ფიქრი, როგორ აღედგინა ის სილამაზე, კეთილშობილებისა და სიყვარულისათვის მსხვერპლად რომ გაიღო.

აიღო თმების დასახუჭუჭებელი მაშა, დადო გაზქურაზე და აანთო გაზქურა.

ორმოცი წუთის შემდეგ მისი თავი ხშირი კულულებით დაიფარა. ახლა იგი გაკვეთილიდან გაპარულ მოსწავლე ბიჭუნას ჰგავდა. დელა დიდხანს კრიტიკულად და გულმოდგინედ აკვირდებოდა თავის თავს სარკეში.

"როგორც კი შემომხედავს, ჯიმი ან მომკლავს, ან მეტყვის, კონი-აილენდის გუნდის მომღერალ გოგონას ჰგავხარო. მაგრამ რა უნდა მექნა ერთი დოლარით და ოთხმოცდაშვიდი ცენტით?" - ფიქრობდა იგი.

შვიდი საათისათვის მას ყავა უკვე მოდუღებული ჰქონდა, გაზქურაზე გახურებული ტაფა კი მზად იყო კატლეტების შესაწვავად.

ჯიმი არასდროს იგვიანებდა.

დელამ ხელში დაიკავა ნაყიდი ძეწკვი და დაჯდა მაგიდის კუთხეში, შემოსასვლელ კართან ახლოს. ერთი წუთის შემდეგ მას კიბეებიდან ნაბიჯების ხმა მოესმა. იგი გაფითრდა. დელას ჩვეულებად ჰქონდა უხმოდ გასაუბრებოდა თავის თავს უბრალო, ყოველდღიური საკითხების გამოც კი. ახლა კი ჩურჩულით წარმოთქვა: "ღმერთო, შთააგონე მას, რომ წინანდებურად ლამაზი ვარ."

კარი გაიღო და ოთახში ჯიმი შემოვიდა. იგი იმედგაცრუებული და დაღონებული ჩანდა.

საბრალო ჭაბუკი! მხოლოდ ოცდაორი წლისა იყო და უკვე ოჯახის რჩენის სიმძიმე აწვა კისერზე.

არ ჰქონდა ხელთათმანები, პალტოც საკმაოდ დაძველებოდა.

ჯიმი მწყერის სუნნაკრავ სეტერივით შეჩერდა კართან და უძრავად იდგა. ისეთი გამომეტყველებით მიაჩერდა დელას, რომ ქალმა ვერ შეძლო მისი ამოკითხვა. ეს გამომეტყველება არ გამოხატავდა არც გაბრაზებას, არც განცვიფრებას, არც გაკიცხვას, არც თავზარდაცემას და არც სხვა რამ ისეთს, რაც ასეთ ვითარებაში შეიძლება დაეუფლოს კაცს. იგი დაჟინებით მისჩერებოდა ცოლს ამ რაღაც განსაკუთრებული, გამოუცნობი გამომეტყველებით.

დელა სასწრაფოდ მოსცილდა მაგიდას და მასთან მივიდა.

- ჯიმ, ძვირფასო, - უთხრა მას ტირილით, - ასე ნუ მიყურებ! თმა შევიჭერი და გავყიდე იმიტომ, რომ არ შემეძლო შენთვის საშობაო საჩუქარი არ მომერთმია. თმა ისევ გამეზრდება, განა ასე არაა?! ვალდებული ვიყავი, ეს გამეკეთებინა. მომილოცე შობა, ჯიმ! მოდი, ბედნიერად გავატაროთ ეს დღე. შენ არც კი იცი, რა ლამაზი, რა დიდებული საჩუქარი მოგიმზადე.

- ესე იგი თმა შეიჭერი, არა? - იკითხა ჯიმიმ ისეთი გამომეტყველებით, თითქოს ვერა და ვერ შეეძლო დაეჯერებინა ეს ამბავი.

- შევიჭერი და გავყიდე.

განა აღარ მოგწონვარ ისე, როგორც ყოველთვის მოგწონდი? მე ხომ ისევ ის დელა ვარ.

ჯიმმა უცნაურად მოავლო თვალი ოთახს.

- ესე იგი შენი თმა აღარ არსებობს? - უაზროდ იკითხა მან.

- ნუ კითხულობ თმას, ხომ გითხარი, შევიჭერი და გავყიდე-მეთქი. დღეს შობის წინა დღეა, მომეალერსე! ეს ხომ შენი გულისათვის გავაკეთე. იქნებ თმის დათვლაც კი შეიძლებოდეს, - განაგრძო მან სერიოზული და ნაზი ტონით, - მაგრამ ვერავინ წარმოიდგენს, როგორ მიყვარხარ. ეს სიყვარული უსაზღვროა. ჯიმ, დავაწყო კატლეტები ტაფაზე?

ჯიმი უცებ გამოფხიზლდა და გადაეხვია დელას.

მოდით, ათიოდ წამით ყურადღება გადავიტანოთ სხვა საგანზე და დავსვათ ასეთი კითხვა: რომელი უფრო მეტია - რვა დოლარი ერთ კვირაში, თუ მილიონი წელიწადში? მათემატიკოსი ან ფილოსოფოსი ამ კითხვას არასწორად უპასუხებს. მოგვებმა მოიტანეს ძვირფასი საჩუქრები... ამ ბუნდოვან კითხვას მოგვიანებით გავცემთ პასუხს.

ჯიმმა ამოიღო შეკრულა პალტოს ჯიბიდან და მაგიდაზე დააგდო.

- სწორად გამიგე, დელა, - თქვა მან, - ვერც თმის შეჭრა, შეკრეჭა და ვერც სხვა რამ ვერ შეასუსტებს ჩემს სიყვარულს შენდამი, მაგრამ გახსენი ეს შეკრულა და მიხვდები, რატომ მოვიქეცი ასე უცნაურად.

დელამ ხელების მსუბუქი მოძრაობით სწრაფად შემოხსნა შეკრულას ზონარი და... აღტაცების შეძახილი აღმოხდა, შემდეგ კი სინანულის ამოკვნესა და ქვითინი. ქალის სულიერი მდგომარეობის ასეთმა სწრაფმა ცვალებადობამ საჭირო გახადა მის დასამშვიდებლად ყველა იმ დამამშვიდებელი საშუალების გამოყენება, რაც კი სახლის პატრონს გააჩნდა.

მაგიდაზე იდო ძვირფასი სავარცხლების კომპლექტი - სავარცხლები გვერდზე და უკან გადავარცხნილ თმაზე დასამაგრებლად. ეს სავარცხლები დელას ადრე ნანახი ჰქონდა ბროდვეის ერთ-ერთი მაღაზიის ვიტრინაში და დიდხანს ტკბებოდა მათი ცქერით.

სავარცხლები ლამაზი იყო, დამზადებული იყო ნატურალური კუს ჯავშნისგან და ძვირფასი თვლებით იყო შემკული. ისინი ძალიან მოუხდებოდა დელას ნაწნავებს.

დელამ იცოდა, რომ სავარცხლები ძალიან ძვირი ღირდა. როგორ უნდოდა მისი ყოფილიყო და გული ეტანჯებოდა, რომ ეს აუსრულებელი ოცნება იყო.

და აი ახლა, როცა ეს სავარცხლები მისი იყო, აღარ არსებობდა ნაწნავები, სავარცხლებს რომ უნდა დაემშვენებინა.

მაგრამ მან მაინც გულში ჩაიკრა სავარცხლები. ბოლოს, როგორც იყო, ცრემლიანი თვალებით ამოიხედა მაღლა და თქვა:

- თმა სწრაფად მეზრდება, ჯიმ!

შემდეგ დელა დაშანთულ კატასავით სწრაფად წამოხტა ადგილიდან და ამოიკვნესა:

- ოჰ, ღმერთო ჩემო!

ჯიმის ხომ ჯერ არ ენახა მისი საჩუქარი. დელამ სწრაფად გაუწოდა მუჭაში ჩაბღუჯული საჩუქარი და გაშალა, რომ ჯიმის ხელის გულზე მოქცეული დაენახა. მქრქალი ძვირფასი ლითონი დელას უსაზღვროდ მოსიყვარულე სულის ანარეკლი უნდა ყოფილიყო.

- ხომ შესანიშნავია, ჯიმ. მთელი ქალაქი მოვიარე მის საპოვნელად. მომეცი შენი საათი. მინდა ვნახო, როგორ მოუხდება.

იმის ნაცვლად, რომ შეესრულებინა ეს თხოვნა, ჯიმი მოწყვეტით დაეშვა ტახტზე, ხელები თავს უკან შემოიწყო და გაიღიმა.

- დელა, - თქვა მან.

- მოდი, შევინახოთ ჩვენი საშობაო საჩუქრები. ისინი მეტისმეტად ძვირფასია ჩვენთვის.

მე საათი გავყიდე, რომ შენთვის ეს სავარცხლები მეყიდა. ახლა კი დააწყე კატლეტები შესაწვავად.

მოგვები, რომლებმაც ახლადშობილ ქრისტეს საჩუქრები უძღვნეს, ბრძენი ადამიანები იყვნენ. სწორედ მათ დაუდეს სათავე საჩუქრის მიძღვნის ჩვეულებას ქრისტეშობის დღეს.

და რადგან ისინი ბრძენნი იყვნენ, მათ საჩუქრებსაც ბრძნული შინაარსი ჰქონდა:

ადამიანმა თავის ახლობელს საჩუქარი უნდა უძღვნას არა იმ მიზნით, რომ იგი გაამდიდროს და თვითონაც მდიდარი დარჩეს. საჩუქრის არსი სულ სხვაა.

იმის გასარკვევად, თუ როგორი უნდა იყოს საჩუქარი, მე თქვენ გიამბეთ გამოგონილი თავგადასავალი ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა, რომლებმაც იმ მიზნით, რომ შინაარსი მიენიჭებინათ საჩუქრებისთვის, მსხვერპლად გაიღეს ყველაზე საუკეთესო, რაც კი გააჩნდათ.

ჭეშმარიტად ბრძენია ყველა ის, ვინც ასე გასცემს და ღებულობს საჩუქრებს. ისინი მოგვები არიან.

თარგმნა ზურაბ ცერცვაძემ

გაქცეულის დასადგომელიtag:www.qwelly.com,2020-05-08:6506411:Topic:14170542020-05-08T13:53:03.789Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

ჩემო ბაყდარ!

გწერს შენი საპყარი.

წერილს რატომ აღარა მწერ, ბაყდარ, რაშია საქმე?! მე კიდევ სიზმარში გნახე. ვითომ წითელ ჭიანჭველაზე იჯექი და მიაჭენებდი. ვფიქრობდი, რა ხდება, ეს ამოდენა კაცი ჭიანჭველაზე ზის და ფეხებს მიწაზე ვერც კი უწვდენს. ფერდებში სცემდი ქუსლებს და ისიც გამალებული მირბოდა. უკან ცხენოსანი ჯარი მოგდევდათ ჭენებით და ძლივს გეწეოდნენ. როგორც ჩანს, შენი ჯარი იყო, დროშების ფრიალით მოგდევდნენ. მე გორაზე…

ჩემო ბაყდარ!

გწერს შენი საპყარი.

წერილს რატომ აღარა მწერ, ბაყდარ, რაშია საქმე?! მე კიდევ სიზმარში გნახე. ვითომ წითელ ჭიანჭველაზე იჯექი და მიაჭენებდი. ვფიქრობდი, რა ხდება, ეს ამოდენა კაცი ჭიანჭველაზე ზის და ფეხებს მიწაზე ვერც კი უწვდენს. ფერდებში სცემდი ქუსლებს და ისიც გამალებული მირბოდა. უკან ცხენოსანი ჯარი მოგდევდათ ჭენებით და ძლივს გეწეოდნენ. როგორც ჩანს, შენი ჯარი იყო, დროშების ფრიალით მოგდევდნენ. მე გორაზე გადმომდგარი გეძახდი - ბაყდარ! ბაყდარ! საით მიდიხარ? შენ არც კი შეგიჩერებია ჭიანჭველა, მარტო თავი შემოაბრუნე ჩემსკენ და ომახიანად გამომძახე - „ომში მივდივარ, ომში! მტერს დავამარცხებ და მოვბრუნდები.

აგრე ჭენებ-ჭენებით, ჭიანჭველაზე ამაყად ამხედრებულმა ჩაიარე მთელი ხეობა. მე რა თქმა უნდა, მანამდე ვიდექი იმ გორაზე, სანამ შენ და შენი ჯარი, ხეობის ბოლოს, თვალს არ მიეფარეთ. მერე რატომღაც ცრემლის კურცხალი ჩამომვარდა თვალიდან, ჯერ ჩემს ფეხებთან დაეცა, მერე ფერდობზე ჩამოგორდა და იქით გამოექანა საითაც შენ წახვდი. სადღაცა თუ ხარ და იქიდან გაიქცევი, ეტყობა იქ აღარ შეგეძლო ყოფნა და იმიტომ გაიქეცი. გაქცეული სადაც მიდიხარ, ეტყობა რაღაც გეწევა იქითკენ. ალბათ ჩემს ცრემლსაც ჩემს თვალებში ყოფნა აღარ შეეძლო და იმიტომაც გამოიქცა შენსკენ.

საპყარი
სოფელი
1944 წელი

"ღმერთის შვილები", გოდერძი ჩოხელი

◄ წინა ნაწილი

გაგრძელება ►

შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება მოთხრობის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური

სევდა გულუბრყვილობაშიtag:www.qwelly.com,2016-12-26:6506411:Topic:12274022016-12-26T08:21:54.269Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

ჩემო საპყარ!

გწერს შენი ბაყდარი

სამწუხაროდ ამბავი უნდა მოგწერო. სანამ ჩემი წერილის კითხვას გააგრძელებდე, ადექი და ის ფოტოსურათები დაათვალიერე, ფრანგმა მთასვლელებმა რო გადაგვიღეს. შენც ხომ მომწერე ერთი წერილი ამის შესახებ. ხედავ, რას ვგავარ. გახსოვს, მაშინ რ ირწმუნბოდნენ, ეს კაცი კი არა, ეიფელის კოშკის მირაჟიაო. რა გინდოდა, ბიჭო, რაზე მაქნევინე ის საქმე, ვგონებოდი ეიფელის კოშკი, ეს საქმე ხო აღარ დამემართებოდა, რაც…

ჩემო საპყარ!

გწერს შენი ბაყდარი

სამწუხაროდ ამბავი უნდა მოგწერო. სანამ ჩემი წერილის კითხვას გააგრძელებდე, ადექი და ის ფოტოსურათები დაათვალიერე, ფრანგმა მთასვლელებმა რო გადაგვიღეს. შენც ხომ მომწერე ერთი წერილი ამის შესახებ. ხედავ, რას ვგავარ. გახსოვს, მაშინ რ ირწმუნბოდნენ, ეს კაცი კი არა, ეიფელის კოშკის მირაჟიაო. რა გინდოდა, ბიჭო, რაზე მაქნევინე ის საქმე, ვგონებოდი ეიფელის კოშკი, ეს საქმე ხო აღარ დამემართებოდა, რაც იმათ გადამკიდეს აქ დამემართა. ან რაღა ახლა გავახსენდი ამ ჩემი ცოდვით სავსეებს, აქ გიტლერი ნამდვილ კაცებს დასდევს, იმ შენმა სანაქებო ფრანგებმა კიდე ამ გაგანია ბრძოლაში თოვლის კაცს დაუწყეს დევნა. მერე არ იკითხავ, ვინ არის ის თოვლის კაცი?

მე ვარ, ჩემო საპყარ, მე!!!

გაზეთში დაიბეჭდა, რო, საქართველოში, ამა და ამ სოფელში, რა თქმა უნდა ჩვნს სოფელში, ამა და ამ დროს ფრანგმა მთასვლელებმა თოვლის კაცი ნახესო, თან ჩემი სურათიც არის იმ გაზეთში დაბეჭდილი, თქვენი სურათებიც არის, გარს რომ მახვევიხართ, როგორ შემომყურებთ, თვითონ იმ ფრანგების სურათიც არის დაბეჭდილი, აი ამათ ნახეს, ტყუილი არ გეგონოთო. მერე აღწერილია: ტყუილი, ტყუილი, ტყუილი, ტყუილი როო! დაარიგეს ეს გაზეთები და მერე მოხდა, რაც მოხდა. ვნ არ გიცნობს, იმწუთას ხელი დამადეს, ეს არისო. წამიყვანეს გენერალთან, მოვიყვანეთო, მოახსენეს. გენერალმა მაგიდაზე გადაფარებულ რუკაზე ის გაზეთი გაშალა და მეუბნება:

- ამ კაცს თუ იცნობ? - ჩემ სურათს დადო თითი.

- ვიცნობ, ბატონო გენერალო.

- ვინ რის, თუ იცნობ.

- უარი როგორ ვთქვა, მე ვარ.

- აქ საიდან გაჩნდი?

- ჩემი სოფლიდან, ბატონო გენერალო.

- მე გეკითხები, ამ სოფელში როგრო გაჩნდი-მეთქი?

- როგორც ყველა ჩნდება, ბატონო გენერალო.

- მასხარადაც მიგდებ არა! - იყვირა გენერალმა და გასცა ბრძანება:

- სასწრაფოდ მოაათავსეთ იზოლაციაში და ვაი თქვენი ბრალი თუ გაგექცათ.

წამიყვანეს და ჩამაგდეს ბნელ სარდაფში. რათა თქმა უნდა, დამიყენეს მცველები.

ვზივარ და ვფიქრობ: რა გინდოდა შე ჩემი ცოდვით სავსე საპყარო, არ მოვაშარდავდი და ხო ვეგონე იმ ფრანგებს ეიფელის კოშკის მირაჟი.

მერე დაიწყო ჩემი დაკითხვები:

- თოვლის კაცი ვარ თუ უბრალო სოფლელი,

- უცხოპლანეტელი ვარ თუ ამ დედამიწის მკვიდრი,

- გიტლერის აგენტი ვარ თუ...

აღარ დაადგა ჩემ წამებას საშველი. ის იყო თავის მოკვლა დავაპირე, რო კარი იმ ჩვენმა ნაცნობმა დევმა არ შემოამტვრია. მიყარ-მოყარა მცველები, გამომიტაცა და გამომაქცია. ღამეა, მაგრამ მთვარის შუქია. მოვრბივარ, მოგვდევენ და გვესვრიან.

- ვაი დედა! - დაიძახა უცებ დევმა და მუხლებზე ჩაიკეცა.

მივვარდი, ტყვია შიგ გულში ჰქოდა მოხვედრილი. ხელი ჯიბეში ჩაიყო და თხილები ამოიღო მუჭით.

- აჰა, ეს საპყარს წაუღე და უთხარი, თავის შვილებს და შვილიშვილებს აჭამოს, ისეთები გაიზრდებიან როო! არ შეეშინდეს, მე მართლა დევი კი არა ვარ, მე კეთილი ვარ, ეს თხილებიც სიკეთის თხილებია და ვინც ამათ შეჭამს, სუყველაც კეთილი იქნება.

დევმა ერთხელ შეხედა ცას და ისევ ის თქვა:

- ვაი დედა! - წაიქცა და სული დალია.

ჩვენი მდევრები უკვე ახლოს იყვნენ და გავიქეცი. ვეღარ დამეწივნენ. დიდხანს ტყე-ტყე ვიარე და ბოლოს პარტიზანებთან მოვხვდი. ამ თხილებს ძველებრუად კონვერტით გიგავნი. მე სანამ ომი არ დამთავრდება, რ ჩამოვალ, ძალიან მინდა, რო გავიმარჯვო. ერთი რამე მაგრად მჯერა; კაცი სანამ ცოცხალია, არ მოკვდება, ხოლო თ მოკვდა, აბა მითხარ, რისიღა უდნა ეშინოდეს, სიკვდილის იქეთ უფრო დიდი სიცოცხლეა!

ბაყდარი
პარტიზანების ქოხი ტყეში

19... წელი

სოფელში ამბავი მოიტანეს:

- გაიგეთ ხალხო, გაიგეთ? გიტლერს სიკვდილის ბუზი დასჯდომია!

საპყარმა ეს გაიგონა თუ არა, ხმამაღლა ჩაილაპარაკა:

- ის არის, ის, ის ბუზია, გაუგნია გზა, მიუღწევია!

დაჯდა და თუთნი შეახვია.

სოფელში ბევრი დაბრუნდა და ბევრი ვეღარ დაბრუნდა. ბევრს დიდხანს ელოდნენ. საპყარიც ელოდა ბაყდარს. ელოდა, მანამ შეეძლო.

ერთ დღეს კი სიკვდილის მოსვლა იგრძნო, თვითონვე წამოწვა ტახტზე გულაღმა და თქვა:

- არ მეშინია, არა! კაცი სანამ ცოცხალია, არ მოკვდება, ხოლო თუ მოკვდება, აბა რისიღა უნდა ეშინოდეს, სიკვდილის იქეთ ხომ უფრო დიდი სიცოცხლეა და რაც ამქვეყნად ვერ ვუთხარით ერთიმეორეს, ჩემო ბაყდარ, მოვალ და მანდ ვისაუბროთ.

საპყარსა და ბაყდარის მაგიერ, ამ მოთხრობის დამწერი - გოდერძი ჩოხელი

მინაწერი:

ზამთრობით ჩემს სოფელში დიდი თოვლი მოდიოდა, ყოველდღე თოვდა და თოვდა. შვიდი-რვა თვის განმავლობაში მთლად თეთრი იყო გუდამაყარი.

ერთ დილით წითელი თოვლი წამოვიდა ციდან. საღამომდე წითელი თოვლის ფანტელებს ბარდნიდა ზეცა. პატარა ვიყავი მაშინ, მაგრამ კარგად მახსოვს, როგორ ტიროდა ხალხი: რომელიმე ვარსკვლავზე, ეტყობა, ომი გაჩახდა და ეს სისხლიანი თოვლიც იქიდან მოდისო.

ვიღაცას ეს ამბავი გულუბრყვილობად მოეჩვენება ალბათ.

გონიერი ხო დაფიქრდება - ზოგჯერ რამხელა სევდა იმალება გულუბრყვილობაში.

1999 წელი.

"ღმერთის შვილები", გოდერძი ჩოხელი

◄ წინა ნაწილი

შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება მოთხრობის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური

უიღბლო მოდგმაtag:www.qwelly.com,2016-12-20:6506411:Topic:12254282016-12-20T14:09:00.727Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

ბაყდარს!

გწერს შენი საპყარი

ეტყობა ძალიან შეწუხებულია ის დევი, ისევ სიზმარში ვნახე, მოვიდა, დარდიანი სახით ჩამომიჯდა სასთუმალთან და მეჩურჩულება:

- საპყარ!

- ჰო, რა იყო, ხო ხედავ, მძინავს.

- გამარჯვება.

- გაგიმარჯოს.

- ნემსი და ძაფი ხო არ გექნება?

- რად გინდა?

- ხო იცი, მარჯვენა ჯიბე მაქვს გახეული და იმის გაკერვა მინდა.

- არა, ძაო, სადაც ჩემი პაპის პაპის აქეთ…

ბაყდარს!

გწერს შენი საპყარი

ეტყობა ძალიან შეწუხებულია ის დევი, ისევ სიზმარში ვნახე, მოვიდა, დარდიანი სახით ჩამომიჯდა სასთუმალთან და მეჩურჩულება:

- საპყარ!

- ჰო, რა იყო, ხო ხედავ, მძინავს.

- გამარჯვება.

- გაგიმარჯოს.

- ნემსი და ძაფი ხო არ გექნება?

- რად გინდა?

- ხო იცი, მარჯვენა ჯიბე მაქვს გახეული და იმის გაკერვა მინდა.

- არა, ძაო, სადაც ჩემი პაპის პაპის აქეთ ჯიბეგამოხეულმა იარე, ახლა რა ჯიბის გაკერვა აგიტყდა?

- ვიცი, როგორ იომე და სისხლი ღვარე, ვიცი, როგორ ეწამე და იღბალსა მინდა გწიო, ჯიბე მინდა გავიკერო, მერე მოიტანე და რაც შენ შვილებს და შვილიშვილებს, რაც შენი საყვარელი ადამიანების შვილებს ჭიპებს დააჭრით, სუ იმით ამოვივსებ ორივე ჯიბეს, თხილი ხო მიყვარს, ერთი თხილი რა არის, იმასაც კი აღარ ჩავიგდებ შიგ, რო ხელი არ წამიცდეს და კიდე არ გავიხიო ჯიბე. აბა მერე ნახონ შენმა მტრებმა, როგორი დევივით მოდგმა გეყოლება.

რა იღბალი მაქვს, ჩემო ბაყდარ, სიზმარშიც კი არა მაქვს იღბალი, შემოვიარე მთელი სახლი და ვერც ნემსი ვიშოვე და ვერც ძაფი.

დარდიანი წავიდა დევი.

საპყარი
სოფელი
1944

"ღმერთის შვილები", გოდერძი ჩოხელი

◄ წინა ნაწილი

გაგრძელება ►

შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება მოთხრობის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური

დარდი კაცს ალამაზებსtag:www.qwelly.com,2016-11-21:6506411:Topic:12157252016-11-21T11:42:26.935Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

ჩემო ბაყდარ!

გწერს შენი საპყარი

როგორღაც გული მაქვს დარდიანი და არ იკითხავ, რატო?

- რატო, საპყარ? - მკითხე, ალბათ, არა?

- იმიტომ, ჩემო ბაყდარ.

- ყველას, ალბათ, იმიტომ გვაქვს დარდიანი გულები, საპყარ, კაცები ვართ და დაარდიანი გულებიც…

ჩემო ბაყდარ!

გწერს შენი საპყარი

როგორღაც გული მაქვს დარდიანი და არ იკითხავ, რატო?

- რატო, საპყარ? - მკითხე, ალბათ, არა?

- იმიტომ, ჩემო ბაყდარ.

- ყველას, ალბათ, იმიტომ გვაქვს დარდიანი გულები, საპყარ, კაცები ვართ და დაარდიანი გულებიც უნდა გვქონდეს, კაცს თუ რაღაც დარდი არ აწუხებს, თუ რაღაც დარდის ჭია არ უღრღნის გულის გულს, ის კაცი კი არა და... ჩვენ წინაპრებს უთქვამთ, უდარდელაკაცის დედა ვატირეო. დარდი კაცს ალამაზებს, როგორც დილის ნისლი - მაღალ მთას. დარდი კაცის სულში ისე ანთია, როგორ ღვთისმშობლის ხატისწინ დანთებული თაფლის სანთელი. ერთი კია, დარდს გული არ უნდა შააჭმევინო, მაგრამ მე ვიცი, შენ სხვა რამ დარდით მწერ ამ წერილს, თორემ ვინ ბაყდარი და დარდების გამქარვებელი, თქვი, ჰა, გისმენ, სანამ ბრძოლაში დამიძახებენ.

- ამ სამი დღის წინ თქვენთან გადავედი, ბაყდარ, ვიფიქრე, იქნებ წერილი გამოაგზავნა-მეთქი და არავინ დამხვდა შინ. დავჯე დერეფანში, დავიწყე ლოდინი. უცებ რაღაც ბზუილი შემომესმა სახლის სხვენიდან. ავიხედე, არავინ არის.

ბუზების საქმე ბზუილია და უნდა იბზუვლონ, აბა, რა უნდა ქნან, შენ ეგა თქვი, ადამიანების საქმე რომ ადამიანობა არის და კი არ ადამიანობენ, მგლობენ და გველობენ, ამას, რა თქმა უნდა, ყველაზე არ ვამბობ, თრემ ზოგი კაცი იმაზე მეტ ადამიანობას გასწევს, ათასიც რო ვერ შეძლებს.

ბუზები კი მშვენივრად ბუზობე და მშვენივრად ბზუიან. რა მოხდა მერე, სახლის სხვენიდან ბუზის ბზუილი შემომესმა, გამიხარდა კიდეც, სამარისებური სიჩუმე რატომ უნდა იყოს ბაყდარის სახლში, ბუზმა მაინც იბზუვლოს-მეთქი.

- ბზზზზზ! - უფრო ხმამაღალი და გაბმული ბზული შემომესმა. შემეშინდა, რაღაც არ ჰაგვდა ჩვეულებრივი ბუზის ბზუილს.

- ბზზზზზ!

წამოვდექი.

- საპყარ, შენა ხარ - მომესმა ბუზის ხმისნაირი ხმა ზემოდან.

გავჩუმდი. ვიფიქრე, იქნებ მეჩვენება-მეთქი.

- საპყარ, შენ ხარ-მეთქი? - უფრო ხმამაღლა დამიძახეს.

- ჰო, მე ვარ.

- დაჯექი, ახლავე ჩამოვფრინდები!

დავჯექი, მაგრამ ვფიქრობ, თუ კაცია, ჩამოვა, მაგრამ ეს ჩამოვფრინდები რაღა არის?

შიში როდის გიჭამია, ბაყდარ? ხო იცი, შიშზე უგემური საჭმელი არ არსებობს ამ ქვეყანაზე. სხვა საჭმელებსხომ გემო აქვს, ზოგს - ისეთი ცუდი და ზოგს - ასეთი ცუდი. მე უგემურ საჭმელზე გეუბნები, თრემ შენ ხომ ჩემზე რამდენჯერ დიდი ხარ და საჭმლის გემოც არავინ დაიკვეხნოს შენნაირად, მაგრამ მე რო კაი საჭმლის გემოვიცი და მე რო უგემური საჭმლის გემო ვიცი, ტყუილია. იმას ვამბობ, ბაყდარ, რო გემო ვიცი-მეთქი, მაგრამ შიშის გემოს ვერ გეტვი, როგორია იცი, მთლიანად უგემურად რომ გადაგაქცევს ადამიანს - ტვინი, გული, სული, ფულტვი, თვალები, ხმა და თმაც კი უგემური გიხდება შიშს დროს ადამიანს.

ჰოდა, აი ეგეთი უგემური ვზივარ იმ დღს შენს დერაფნში და იმ ვიღაცის ჩამოფრენას ველოდები სხვენიდან.

- ბზზზზზ! - მოფრინავს, მაგრამ რა მოფრინავს, ლამის შენხელა ბუზი ჩამოფრინდა სხვენიდან და ჩემ წინ დაჯდა. სად გავიქცევი, მთელი დერეფანი უკავია, გასაცლელი არსაითა აქვს. ახლა ვამბობ თორე, გაიქცევი და ფეხდაფეხ თუ ვერ დაგეწევა ფრთები ზედ არ აქვს ერთხე, მანდ, ომში, დიდი თვითფრინავი ვნახე. იმხელა ფრთები ამ ბუზს რო ჰქონდა, იმ თვითმფრინავსაც არ ექნებოდა.

ამოვიოხრე, მეტი რაღა მექნა.

- რას ოხრავ საპყარო? - მკითხა ბუზმა.

- რა ვიცი, აბა, ვოხრავ იმიტომ, რომ უსამართოდ მეჩვენება ახლა ეს ქვეყანა.

- რატო ვითომ?

- უსამართლობაა, აბა, მა რა არის, კაცი უნდა იყო და ბუზისა გეშინოდეს.

- კაცს სულაც აღარ უნდა ეშინოდეს იმის მერე, რაც ბუზი შეჭამს, ხომ გაგიგონია, იყო და არა იყო რა. ახლა შეგჭამ და შენ აღარ იქნები.

- როგორ, იმოდენა ომებს და ტყვიების ზუზუნს გადავურჩი და ახლა შენ უნდა შემჭამო აქ?!

- შენ რომ ომიდან ცოცხალი არ მოსულიყავი, ბაყდარი დღესაც სახლში იქნებოდა.

- შენ რა იცი, ბაყდარი ვინ არის?

- როგორ არ ვიცი, ბაყდარის მამა რომ დევს ჭპი ჩაუდო ჯიბეში, სწორედ იმ ჭპზე ვიჯექი და იქ უცებ ისე გავიზარდე, ძლივს ამოვფქინდი. ასე ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო. აქამდე შენებურად იყო, ახლა ცემებუად არის ეს ქეყანა და შეგჭამ, აბა, რას ვიზამ.

- მაიცა, მაიცა, შენ თუ ლექსად მეუბნები, მეც გეტყვი ერთს.

- ვნახოთ, რას იტყვი.

- უგვანო ბუზი იქ ბზუის, სადაც ტყუილი ტყუისო.

- ეგ რა აბდაუბდა თქვი?

- სულაც არა, შენ იქა ბზუი, სადაც ტყუილი გატყუებს.

- მაინც ვერ გავიგე?

- რაღა ვერ გაიგე, შე კარგო ბუზო, შენი ძუძუმტე ბაყდარი ჰიტლერს ეომება, ამწუთას რო ცოცხალია, მეორე წუთში შეიძება მოკლან კიდევაც და შენ აქ მე მედიდბუზები და შეჭმას მიპირებ.

- ბაყდარი უნდა მოკლანო?! ვინა, ვინ ბედავს მაგას?!

- ვინა და ჰიტლერი.

- ჰიტლერი ვინღა არის? ჩქარა, გამაგებინე, გამაგებინე-მეთქი, ჩქარა?! - გადაირია ბუზი, - მითხარი ახლავე საით გავფრინდე, რო იმისი მზე დავანბელო.

აბა, რუკას ხომ ვერ დავუხაზავდი, თითით ვაჩვენე ის მიმართლება, საითაც აპირებდა მზის დაბნელებას. გაშალა თავისი დიდი ფრთები და გამოფრინდა. არ ვიცი, კი გამოფრინდა მანდეთ, მაგრამ ბუზმა რა იცის, სახეზე ცნობს ჰიტლერს თუ რა, სადმე პატარაბუზებს არ ჰკითხოს, ჰიტლერი ვინ არისო, ის პატარა ბუზი რას გაიგებს, ვინ არის და საით გაუშვერს ხელს, მეშინია, ემანდ, თავგზააბნეულს სხვა არავინ შემოეჭამოს და დავიღუპნეთ.

საპარი
სოფელი
1944

"ღმერთის შვილები", გოდერძი ჩოხელი

◄ წინა ნაწილი

გაგრძელება ►

შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება მოთხრობის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური

საიქიოს გზიდან მობრუნებულიtag:www.qwelly.com,2016-11-07:6506411:Topic:12101792016-11-07T10:24:05.505Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

ჩემო საპყარ!

გწერს შენი ბაყდარი

და რო მოგიკვდა, თუ გახსოვს?

არა, მეორედ რო მოგიკვდა, ეგ როგორ არ გეხსომება, პირველად რომ მოგიკვდა, რაღა თქმა უდა, ისიც გეხსომება, დის სიკვდილს რა დაავიწყებს კაცს; და ძმისთვის ისეთივე შეუცვლელია, როგორც მზე მთვარისათვის. ძმის უბედურებაზე დის თვალებიდან ჩამოგორულ ერთი ცრემლის კურცხალშიც კი…

ჩემო საპყარ!

გწერს შენი ბაყდარი

და რო მოგიკვდა, თუ გახსოვს?

არა, მეორედ რო მოგიკვდა, ეგ როგორ არ გეხსომება, პირველად რომ მოგიკვდა, რაღა თქმა უდა, ისიც გეხსომება, დის სიკვდილს რა დაავიწყებს კაცს; და ძმისთვის ისეთივე შეუცვლელია, როგორც მზე მთვარისათვის. ძმის უბედურებაზე დის თვალებიდან ჩამოგორულ ერთი ცრემლის კურცხალშიც კი უკლებრივ ჩანს, რაც კი მის ძმას გადახდენია ბავშვობიდან გარდაცვალებამდე, თუ ამას გულისხმიერი კაცი გულდასმით დააკვირდება. დას სხვანაირი სიყვარული აქვს ძმისა. დას ისეთ ადგილას უზის ძმა გულში, მკვდარიც ღმერთს შეეხვეწება: ღმერთო, დედამიწაზე ჩემი ძმა შეწუხებულია, გამიშვი, გამაცოცხლე, ვნახავ, გულს გავუთბობ და წამოვალ მერე ისევ აქეთ, შენთან ახლოს ყოფნას რა მირჩევნია.

მჯერა, შენმა დამაც ღმერთს სთხოვა.

ახლა შენზე ვფიქრობ და მოდი, ჩემთვის მოვყვები ამას, ვითომც არ ყოფილა და ახლა ვიგონებ ასეთ ამბავს.

ვიწყებ, საპყარო, შენ ისეთი კაცი ხარ, რამე რო გამომრჩეს, საყვედურებით ამიკლებ მერე.

- ვიწყებ!

- ჰო, დაიწყე, თუ იწყებ - ვიცი ამას იტყვი, ამ წერილს რო წაიკითხავ.

- ვიწყებ

- დაიწყე, კაცო, რა შემიჭამე ისედაც ქვეყნისგან შეჭმული გული.

- მაშ, აბა, მოემზადე, ვიწყებ.

- არ დაიწყებ და ვინც შენი წერილი წაიკითხოს, ძაღლი მიაკვდეს სულში. რა იღბალი მაქვს, ვის გადავეკიდე, მარჯვენა ჯიბე ჰქონოდა რა დევს გახვრეტილი, რო შენი ჭიპი დაკარგულიყო, მაშინ ვნახავდი, რასაც დაიწყებდი. დაიწყე რა, გიტლერმა დაუწყო მთელს მსოფლიოს ომი და შენ ჩემი დის სიკვდილის აბავს ვეღარ იწყებ?

- ჰო, კარგი, კარგი, ვიწყებ.

- აი, ახლა კი ჩუმადა ვარ, გიდა დაიწყე და გინდა - არა, შენ იმდენს იზამ, სანამ ჩემი დის ამბავს დაიწყებდე, მგონი, ისეთი ომი ატყდეს მანდ, სუ დაგავიწყდეს ჩემთან გამოსაგზავნი წერილიცა და მკვდარ-ცოცხალიცა.

- ჰოო, აბა, მაშ... უჰ:

მოკვდა საპყარის და სამძივარი. ხანში იყო შესული და მოკვდა. ქმარი აღარ ჰყავდა და რძლებს გაუხდა მიცვალებული თავში საცემი. შვილები ქალაქში გაიქცნენ ხარჯის პურ-ღვინის მოსატანად. აპარეკა სხვა სოფელში ცხოვრობს, ხო არ დაუძახეს, ჩქარა გამაიქეც, შენი და საიქიოს წავიდაო.

გააპატიოსნეს რძლებმა ცხედარი, ჩააწვინეს კიდეც საკაცეში, თავით სანთელი დაუნთეს, ბოთლით წყალი დაუდგეს, ეგრე იციან, სანამ საიქიოს მივა, გზაში წყალი არ მოსწყურდესო. ჩემმა მტერმა გაძლოს საიქიომდე უწყლოდ. სად იშოვი, ტარტაროზები დაგალევინებენ თუ რა? მწყურვალი ერთ მთას ვერ გადაივლი და, აბა, საიქიომდე როგორ ივლი, დავარდები და ვეღარც საიქიოს მიხვალ, აღარც სააქაოსა ხარ. გდიხარ შუა გზაში, თუ ღვთსნიერმა მიცვალებულმა ჩამაიარა და თავისი წყალი დაგალევინა, კიდე არა გიშავს, მაგრამ ხო ხედავ, რა ქვეყანა გახდა, კაცოო, აქ არავინ გასმევს წყალს და იქ ვის იმედზე უნდა წახვიდე. სჯობია ისევ ისეთი ერთი ბოთლი საკუთარი წყალი წაიღო, დაგამძიმებს თუ რა, ისეთი სიმძიმე გაქვს სააქაოს ნატარები რო, ერთი ბოთლის სიმძიმე რაღა არის.

ამიტომაც დაუდგეს რძლებმა თავით წყალი. უმცროსმა რძალმა თქვა, მოდი ერთი ბოთლი არაყიც დავუდგათ თავით, რა ვიცი, იქნებ ვინ ხვდება გზაშიო, მაგრამ უფროსმა იუარა.

- აბა, რას ამბობ, შე კაი დედმამიშვილო, გასავათებული ქალია, სხვას რო მიაწვდის არაყს, თვითონაც რო პირი წაუცდეს, ხო დათვრა. დათვრება და ან დაეძინება, ან გზა აერევა და ვინ იცის, საიქიოს მაგიერ სად ამოყოფს თავს.

აღარ დაუდგეს არაყი. ხორბალი დაუდგეს პატარა ჯამით, დიდი მჭამელი კი არ არის, მაგრამ ის არა თქვას, რძლებმა საგზალი არ გამომატანესო.

ეს ყველაფერი რო ლამაზად ჩააწიკწიკეს რძლებმა, გავიდნენ და სამზარეულოში დასხდნენ. თან ორი-სამი მეზობელიც შემომატათ სალაპარაკოდ. ჭირია, სუფრა არის გასაშლელი, უნდა ილაპარაკო, აბა, რა.

მიცვალებული თავისთვის წევს ჩუმად, ის დროა გასული, კარგა ერთი ორასი ვერსი მაინც ექნება გავლილი საიქიოსკენ მიმავალ გზაზე.

ამ დროს მოვიდა საპყარი. კარები ღიაა და ჩუმად შემოვიდა სახლში.

ეტყობა, ქალები სამზარეულოში ისე არიან ლაპარაკით გართულნი, ვერ გაიგეს საპყარის მოსვლა.

დაძმური სიყვარული სხვა არის და ამოუჯდა საპყარს გული. ელაპარაკება დას. რას არ უყვება. ეს გახსოვსო? ესაო? იქ რო ვიყავითო? რო მოგვნათლესო?

- რო მოგვნათლეს, როგორ არ მახსოვსო - ამოიდგა უცებ მიცვალებულმა ენა.

- შენ ქორწილში რო მე და ბაყდარმა ვითამაშეთ, ისაო?

- ეგეც კარგად მახსოვსო.

კიდევ რაღაცის გახსენება უნდოდა საპყარს მაგრამ დამ სთხოვა, რაღაც ვიწროდა ვწევარ, არიქა, ჩემს რძლებს დაუძახე, ჩემს ლოგინზე გადამაწვინონო.

ადგა საპყარი, შევიდა სამზარეულოში და ეუბნება მიცვალებულის რძლებს:

- ქალებო, სამძივარი გთხოვთ, აქ ვიწროდა ვწევარ, ლოგინზე გადამაწვინეთო.

- გადამაწვინეთო?!! - რო იკივლეს ქალებმა, იქ ისეთი ამბავი ატყდა, მაგას ვეღარ აგიწერ, ჩემო საპყარო... აქ ისეთი ამბავი ატყდა, შენი დის რძლების კივილი მონაგონია, ისეთი სროლაა, ისეთი ქუხილია... გავრბივარ, მაგრამ მაინც დავამთავრებ ამ წერილს: ღმერთმა გაგინათლოს დის სული, შენცა და ყველას, ვისაც და ჰყავდა და აღარა ჰყავს სააქაოზე.

ბაყდარი
გავრბივარ...
1944 წელი

"ღმერთის შვილები", გოდერძი ჩოხელი

◄ წინა ნაწილი

გაგრძელება ►

შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება მოთხრობის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური

ხუმრობა ფრონტის ხაზზეtag:www.qwelly.com,2016-10-31:6506411:Topic:12080422016-10-31T09:31:18.564Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

საპყარს!

გწერს შენი ბაყდარი

მოკლედ გწერ, ჩემო საპყარ, არა მცალია, მგონი, სადაცაა შეტევაზე უნდა წავიდეთ.

აქაური ქართველები დამცინიან, ჩემთან ვინც ომობენ:

ბაყდარი რო პირველად ჩამოვიდა ომში და ბრძოლას შეხედა, ავტომატი დააგდო, წავიდა მეთაურთან და გამოუცხადა - კაცებთან რა ხელი მაქვს,…

საპყარს!

გწერს შენი ბაყდარი

მოკლედ გწერ, ჩემო საპყარ, არა მცალია, მგონი, სადაცაა შეტევაზე უნდა წავიდეთ.

აქაური ქართველები დამცინიან, ჩემთან ვინც ომობენ:

ბაყდარი რო პირველად ჩამოვიდა ომში და ბრძოლას შეხედა, ავტომატი დააგდო, წავიდა მეთაურთან და გამოუცხადა - კაცებთან რა ხელი მაქვს, ტანკებთან მაომეთო

- წადი, ძმაო, თავი დაგვანებე, ის არ გვეყოფა, ხალხს რო ვხოცავთ, დევის ცოდვაში მაინც ნუღარ გაგვრევო.

აბა, წავედი.

ბაყდარი
ფრონტის ხაზი
1944

ბაყდარს!

გწერს შენი საპყარი

ბაყდარ, შენ არ მომწერე, რა ხუმრობა აგიტყდა, სერიოზულად ვილაპარაკოთო. რაკი მაინც შენსას არ იშლი, მაშნ რასაც გიმალავდი, იმას მეც მოგწერ:

ამას წინათ, ნაცარქექია შემხვდა, მხარზე ჩემი ჭიპლარი ჰქონდა გადაკიდებული. გამაჩერა და მითხრა:

შენ საპყარი არა ხარო?

საპყარი ვარ-მეთქი.

ხოდა, ძმაო, აჰა, წაიღე შენი ჭპლარი და მშვიდობაში მაიხმარე, მამწყდა წელი ამის თრევით, ამდენი ხანია დავათრევ და არაფერში არ გამომადგაო.

მომიგდო და წავიდა.

ახლა შენ ჩამოსვლას ველოდები, შენ უნდა ჩაგიდო ჯიბეში, ოღონდ იცოდე, შენც დევივით ჯიბეგახვრეტილი არ ჩამოხვიდე

შენი საპყარი
სოფელი
1944

"ღმერთის შვილები", გოდერძი ჩოხელი

◄ წინა ნაწილი

გაგრძელება ►

შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება მოთხრობის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური

ნამუსი კაცის მარილიtag:www.qwelly.com,2016-10-24:6506411:Topic:12055892016-10-24T08:43:55.258Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

ბაყდარს!

გწერს შენი საპყარი

ჩემო ბაყდარ!

ვფიქრობ...

იცი, რაზე მეფიქრება?

ნამუსზე, ნამუსზე ვფიქრობ.

კიდევ კარგი, ფიქრის უფლება ვერ წაგვართვეს სატანის მოციქულებმა, თორემ დედაბუდიანად…

ბაყდარს!

გწერს შენი საპყარი

ჩემო ბაყდარ!

ვფიქრობ...

იცი, რაზე მეფიქრება?

ნამუსზე, ნამუსზე ვფიქრობ.

კიდევ კარგი, ფიქრის უფლება ვერ წაგვართვეს სატანის მოციქულებმა, თორემ დედაბუდიანად ამოგვჟუჟავდნენ, რას ჰქვია, ნამუსზე ფიქრობთო. მაგათ მხოლოდ ენით ხმამაღლა რასაც ვლაკარაობთ, ის ესმით და იმისთვის გვიხდიან სააგიეროს, თორემ ჩვენი გულის ფიქრი და ხმა რომ ესმოდეთ, მაშინ გენახა, როგორ გაწეწავდნენ ჩვენს ძვლებს ცოდვის კალოზე.

ჩვენი გულის ხმა და ფიქრი მარტო იმ დალოცვილ ღმერთს ესმის და ის უყურებს ჩვენს ნამუსს.

ნამუსიან კაცს, აბა, რა შეედრება.

მე მგონი, ნამუსი კაცის მარილია.

რომელ ნამუსიან კაცებზე ვფიქრობ, იცი?

თავისი ნამუსით ერის მარილად რო იქცნენ, სადღაც, ქართველი ერის ისტორიის კუთხე-კუნჭულში, სანთლებად აენთნენ ეგეთი ადამიანები და დღესაც იმათი ნათელი გვინათებს, თორემ ისეთი სიბნელე იქნებოდა, მგლების ხროვასავით დავერეოდით ერთმანეთს და დავჭამდით. ბნელში გამკიხავი ვინ იქნებოდა, მოდი და ხვრიპე შენივე მოძმის ხორცი და ძვალი, ვინ რას გაიგებს, ბნელა, არსაიდან ნათელი არა ჩანს.

დაილოცოს იმათი სახელი, იმ ჩვენი დიდი წინპრების, ვინც საქართველოსთის სანთლებად აენთნენ და თავიანთი ნამუსი მარილად დააყარეს ჩვენს მომავალს, ჩვენს სამარადჟამო ყოფნას, ჩვენს გულგონებას!

ვფიქრობ და ვფიქრობ...

და მიხარია ასეთი ფიქრი, ჩემო ბაყდარ!

საპყარი
სოფელი
1944

"ღმერთის შვილები", გოდერძი ჩოხელი

◄ წინა ნაწილი

გაგრძელება ►

შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება მოთხრობის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური

ღმერთამდე მისასვლელი გზაtag:www.qwelly.com,2016-10-17:6506411:Topic:12030912016-10-17T09:36:13.211Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

საპყარს!

გწერს შენი ბაყდარი

ვწერ ახლა ამ წერილს და თითეულ ასოს ვეფერები, მინდა ყველა ასო ლამაზად დავწერო.

რა კარგია, რომ ჩვენი საკუთარი ანბანი გვაქვს ქართველებს, საპყარ. ასე მგონია, ჩვენი ერის ღმერთთან მისასვლელი გზა ჩვენი ანბანია.

რა დიდებული განცდაა, რომ დედამიწაზე არსებობს…

საპყარს!

გწერს შენი ბაყდარი

ვწერ ახლა ამ წერილს და თითეულ ასოს ვეფერები, მინდა ყველა ასო ლამაზად დავწერო.

რა კარგია, რომ ჩვენი საკუთარი ანბანი გვაქვს ქართველებს, საპყარ. ასე მგონია, ჩვენი ერის ღმერთთან მისასვლელი გზა ჩვენი ანბანია.

რა დიდებული განცდაა, რომ დედამიწაზე არსებობს ქართული ანბანი - ჩვენს გულისნადებს ანბანში ვდებთ, ჩვენს საგალობლებს ანბანში ვდებთ, ყველაფერი, რაც კი ქართველებს გაგვაჩნია, ჩვენს ანბანშია გათვისებული.

გამიგია: ებრაელთა მოსე რომ ღმერთთან ავიდა მთაზე, ღმერთმა ორ ქვის სიპზე ანბანით დაუწერა ათი მცნება.

არ დაფიქრებულხარ ამაზე, საპყარ?

განა მოსეს ზეპირად არ შეეძლო იმ ათი მცნების დამახსოვრება?

შეეძლო, როგორ არ შეეძლო.

ღმერთმა სიპებზე დაწერილი მცნებებით ანბანს მიანიჭა ღვთიური ბეჭედი, ანბანი დადო ერსა და ღმერთს შორის. როცა მოსემ ეს ორი სიპი ხალხთან ჩამოიტანა და ნახა, ერი ღმერთს გასდგომია, დაამსხვრია ის ქვის ფიცრები - ამით ანბანი დაამსხვრია, ანბანი დაარღვია, დამსხვრეული ანბანით ისრაელს ღმერთთან მისასვლელი გზა მიმოუფანტა თვალწინ გაბრაზებულმა.

და ქართველებსაც გვაქვს ღმერთთან მისასვლელი გზა - ანბანი ქართული!

დღეს საშინელ ბრძოლაში მოვყევი. ოცამდე კაცი გადავრჩით ცოცხალი ჩვენი ასეულიდან და იცი, როგორ? ბედად იქვე ახლოს მყოფ ეკლესიას შევაფარეთ თავი. ეკლესიას ვამბობ, თორემ ეკლესიის ნანგრევიც კი აღარ ეთქმოდა, ერთი კედელიღა იდგა ფეხზე, საკურთხევლის მცირე კუთხეთი. სწორედ იქ შევიყუჟეთ და ვერც კი იფიქრეს გერმანელებმა, თუ იმ ნანგრევში შეიძლებოდა კაცის დამალვა, ყაყანით ჩაგვიქროლეს გვერდზე.

ახლა, ამ წერილს რომ გწერ, ჩვენი დანგრეული ეკლესიები მახსენდება: რო დგანან და ზოგს კედელი აქვს ჩამონგრეული და გუმბათი არა აქვს. შეხვალ შიგნით, აიხედავ და ცას დაინახავ. იმ კედლებზე, რომლებიც ფეხზე დგას, ხეებია ამოსული. ჩამონგრეული კედლების ქვები აშამბებულ ეზოშია მიმოფანტული და ხავსი ეკიდება.

იცი, საპყარ, აი, ასეთ ეკლესიას მაგონებს ჩვენი დღევანდელი საქართველო. ზოგი კედელი ჩამონგრეული აქვს, უგუმბათოა, ჩამოშლილი კედლის ქვები კი ის ქართველებია, სატანამ რომ მიმოფანტა აქეთ-იქით. მე ხომ დიდი მესიზმრე ვარ; ამას წინათ იცი, როგორი ფორმის ეკლესია ვნახე სიზმარში, საქართველოს რუკას რომ ფორმა აქვს, აი ეგეთი. თითქოს მთელი საქართველო იყო ეკლესია და ქართველბი შიგნით კი არ ვიდექით, გარეთ ვიყავით დ ველოდებოდით. არ ვიცოდით, რას ველოდებოდით. ვხედავდით მხოლოდ ჩვენ წინ მდგარ ეკლესიას რომელსაც საქართველოს რუკის ფორმა ჰქონდა.

უცებ ატყდა ზარების რეკვა. გაიღო იმ დიდი ეკლესიის კარი და სამღვდელო პირნი გამობრძანდნენ იქიდან ხატებით და დროშებით. ხალხი მათ გავყევით გალობით და ასე გალობით ვუვლიდით გარშემო იმ საოცარ ეკლესიას, საქართველოს ფორმა რომ ჰქონდა.

ნეტავ როდესმე თუ დადგება ისეთი დრო, რომ საქართველოში დანგრეული ეკლესია აღარ იქნება. აღარ იქნება უგუმბათო ეკლესია. ჩამონგრეული ქვებით ისევ ამოშენდება ჩამონგრეული მხარე ეკლესიისა, ხოლო იმ კედელზე, რომელიც ჯერ კიდევ ფეზე დგას და ზედ ტყეა ამოსული, ლამაზი ჩუქურთმები გამოჩნდება.

შევალთ მერე ქართველები აშენებულ ეკლესიაში, ჩვენი წინაპრების ანბანით დაწერილ საგალობელს ვიგალობებთ და ღმერთიც შეგვისმენს.

რა ვიგალობოთ, საპყარ?

შენ ხარ ვენახი?

კარგია!

აბა, მე აქ ვმღერი, ბიჭო! შენ მანდ ამყევი, ამ წერილს რომ წაიკითხავ, დროში განსხვავებას რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, რომ ვმღერით. კი არ ვმღერით, ვგალობთ, ქართველების გალობა ქართველების ლოცვაა ღმერთის წინაშე.

აბა, დავიწყე:

- შეენ ხაარ ვეენაახიიიი

- ახლაად აყვავეეეეეებულიიიი,

- მორჩი კეთიილიიიი...

ამყევი, ბიჭო, ამყევი, საპყარ, იქნებ მთელი საქართველო აგვყვეს და მთელი საქართველოს ერთად გალობას რომ გაიგონებს ღმერთი, გადმოგვხედავს, მა რა იქნება!

შენი ბაყდარი
ფრონტის ხაზი
1944

"ღმერთის შვილები", გოდერძი ჩოხელი

◄ წინა ნაწილი

გაგრძელება ►

შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება მოთხრობის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური

ბავშვობის თოვლი და სითეთრეtag:www.qwelly.com,2016-10-12:6506411:Topic:12013452016-10-12T09:45:23.982Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

ბაყდარს!

გწერს შენი საპყარი

როცა რუსეთის ჭაობები და ავადსახსენებელი მოგონებები თავს მოგაბეზრებენ, ბავშვობა გაიხსენე. გახსოვს, ჩვენს ბავშვობაში როგორ თოვდა ხოლმე, როგორ თეთრი იყო ყველაფერი. ჩვენი მაღალი მთებიც თეთრ, კეთილ დევებს ემსგავსებოდნენ და თავს დაგვყურებდნენ. სადღაც, თოვლიან მთის სიღრმეში ღამღამობით დაიყმუვლებდა მშიერი მგელი. ბერების მთის იქითიდან ნელ-ნელა ამოცურდებოდა მთვარე, მერე მეფურად გაცურდებოდა…

ბაყდარს!

გწერს შენი საპყარი

როცა რუსეთის ჭაობები და ავადსახსენებელი მოგონებები თავს მოგაბეზრებენ, ბავშვობა გაიხსენე. გახსოვს, ჩვენს ბავშვობაში როგორ თოვდა ხოლმე, როგორ თეთრი იყო ყველაფერი. ჩვენი მაღალი მთებიც თეთრ, კეთილ დევებს ემსგავსებოდნენ და თავს დაგვყურებდნენ. სადღაც, თოვლიან მთის სიღრმეში ღამღამობით დაიყმუვლებდა მშიერი მგელი. ბერების მთის იქითიდან ნელ-ნელა ამოცურდებოდა მთვარე, მერე მეფურად გაცურდებოდა ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე.

მაშინ ხომ გვეშინოდა მგლის ყმუილის გაგონება. დედებიც გვაშინებდნენ, დაწექით, დაიძინეთ, თორემ მგელი მოდისო. ახლა ისე მენატრება ჩვენი ბავშვობა, იმ მგლების ყმუილიც ტკბილად მესმის შორეული ზამთრის ღამეებიდან.

თოვდა და თოვდა.

გვიხაროდა ზამთარი.

მაგრამ, ეტყობა, ყველაფერსა აქვს თავისი დრო და თავისი ჟამი. ზამთარიც ნელ-ნელა მოსაბეზრებელი ხდებოდა. გაზაფხული გვენატრებოდა. ჩვენი სოფლის სასაფლაო მზის გულ გორაზე იყო და პირველად იქ მოდიოდა გაზაფხული. საოცარია, არა? გაზაფხული პირველად სასაფლაოზე მოდის, ეს ჩვენს სოფელში იყო ასე, სხვა სოფელში ალბათ სხვა ადგილას მოდის. ჩვენს სოფელში პირველად სასაფლაოზე იმიტომ მოდიოდა გაზაფხული, რომ მზის გული გორა იყო და თოვლი პირველად იქ დნებოდა. იებიც პირველად იქ ამოდიოდა. გახსოვს, როგორ გავრბოდით საფლავებისაკენ იების სანახავად. ჩვენი პაპა-ბებიების ლოდებქვეშ ბღუჯა-ბღუჯა ამოყრილ იებს დავუჩოქებდით და ვსუნთქავდით, აზრადაც არ მოგვდიოდა იმათი მოწყვეტა.

ამ გაზაფხულზე ისე გავუბრაზდი ბალღებს, შიშით ლამის გულები დავუხეთქე. მოუკრეფიათ საფლავების იები, შეუკრავთ თაიგულები და მოდიან სოფლისაკენ.

- სად მოკრიფეთ ეგ იები? - ხო ვიცი, სადაც მოკრიფეს.

- საფლავებთან, ძია საპყარ.

- მერე და რატომ მოკრიფეთ?

დაიბნენ, ერთმანეთს გადახედეს, იმათ იციან, რომ ყვავილები უნდა მოკრიფო და თაიგულად შეკრა. შემეცოდნენ და დავუყვავე:

- ეგ იები, შვილებო, თქვენი პაპა-ბებიების ძვლებია.

უფრო დაიბნენ.

- არა, განა მართლა ძვლებია, იმ ძვლებს რომ მიწაში ყოფნა მოსწყინდათ, იმათი სურვილია, გარეთ იებად ამოვიდა მათი სურვილი. ჩემს ბალღობაში, თქვენი ტოლები რომ ვიყავით, კი არ ვწყვეტდით, მივდიოდით, დავუჩოქებდით და ვყნოსავდით. ახლა ეგენი მალე დაგიჭკნებათ. პაპა-ბებიების სურვილის მალე ჩაჭკნობა ხო არც თქვენ გინდათ. ნუღარ მოსწყვეტთ, შვილებო, იცოცხლონ იქ, სადაც ამოვიდნენ, თქვენც მალე-მალე ახვალთ მათ სანახავად. თქვენი წინაპრების ძვლებსაც გაუხარდებთ მალ-მალე თქვენი დანახვა. ეგრე არ აჯობებს, ჩემო შვილებო?

- კი, ძია საპყარ, კი! - ისეთი სიხარულით სავსე ნათელი თვალები შემომაფეთეს, მივხვდი, გაიგეს, რაც ვუთხარი; მარტო კი არ გაიგეს, სურვილი ჰქონდათ ამის გაგბისა და ეს სურვილი აისრულეს.

რაც შეეხება აპარეკასნაირ არაკაცებს, მართლა ბატკანივით რო დაკლა ჩვენ თვალწინ თავისი პატარა ბიჭი, ეგეთებით, რა თქმა უდა, სავსეა ქვეყანა, მაგათ მხოლოდ საკუთარი მე უდევთ გულგონებაში: ცხენმა მაგათი პირველობისთვის უნდა ირბინოს, თუ გინდაც ორივე ფეხი მოტეხილი ჰქონდეს, შვილს თავისი კაცობა არ უნდა გააჩნდეს მაგათ გარეშე, კიდევ რამდენი, რამდენი ცოდვიანი დადის და მიკვირს, როგორღა ბრუნავს ეს დედამიწა.

თანაც როგორ ზუსტადა ბრუნავს, დღეები როცა კლებულობს, წამებით კლებულობს, როცა მატულობს, წამებით მატულობს, წამს არ გადააცდენს, არც - იქით, არც - აქეთ, მძიმდება და მძიმდება დედამიწა ცოდვიანი კაცებით, ის მაინც კეთილად ბრუნავს.

ღმერთის ხელი აბრუნებს და იმიტომ.

ღვთის წყალობით, კარგი, კეთილი ხალხიც ხო ბევრია ქვეყანაზე. იმათ შორის კი ხანდახან ისეთებიც გამოერევიან ხოლმე, რომელთა ხორცის დატოვებაც კი ენანება ღმერთს ცოდვილ დედამიწაზე და სულიან-ხორციანად მიჰყავს ზეცაში. ესენი ღმერთის რჩეულები არიან.

არხოტში ხომ ყოფილხარ?

არსად ისეთი გულის საამო საცხოვრისი არ მეგულება დედამიწაზე, როგორც არხოტია.

- ღმერთმა რო ქვეყანა გაანაწილა, ქარველებს დააგვიანდათ და მიწის გარეშე დარჩნენო. მივიდნენ ღმერთთან, სამშობლო მიწა გვინდაო. სად იყავით აქამდე სულ გავანაწილე მთელი დედამიწაო. ქართველებს უთქვამთ, შენს სადიდებლოს ვსვამდით და იმიტომ დაგვაგვიანდაო. ხოო, რაკი ეგრეა, ჩემთვის მქონდა მიწა შენახული და იმას მოგცემთო. აეგრე მიუღი ჩვენს წინაპრებს სამშობლოდ საქართველო - ეს ლეგენდა ხომ ყველამ ვიცით, იმ არხოტიონის ნაამბობში კი იცი, რა იყო საამაყოდ დამატებული ამ ლეგენდისთვის - საქართველოს მოგცემთ, მაგრამ იქ ერთი პატარა ადგილია, გარშემო მთებით შემოზღუდული, არხვატი ჰქვია. იმ ადგილს დავიტოვებ ჩემთვის, ხანდახან ქვეყნიერების დევნაში დაღლილმა, მუხლი რო მოვხარო და იქაური მთების სილამაზის ცქერით დავისვენოო.

მართლა ისეთი ლამაზია არხოტი, კაცი აქეთ-იქით იყურები, ღმერთი ხომ არსად ზის, ან ყვავილებში ხომ არ დასეირნობსო.

იქ ერთი ჭიუხია. სინდაურიძის მაღალს ეძახიან. თუკი რამ ღმერთს მოსწონდა არხოტში, ალბათ, ეს ჭიუხი უფრო მოსწონდა.

არხოტში ცხოვრობდა ვაჟკაცი ხევსური, სინდაურიძე, სულ იმ ჭიუხის მწვერვალისაკენ მიურბოდ თვალი, იმანაც ხომ იცოდა წინაპართა ლეგენდა და ფიქრობდა: ალბათ ღმერთი იმ კლდის თავზე ზის და იქიდან გადმოჰყურებს არხოტსო. ისე კლავდა ღმერთის ნახვის სურვილი, გადაწყვიტა, იმ ფრიალო კლდის თავზე ასულიყო და ღმერთი ენახა. მანამდე იქ ფეხი კაციშვილს არ ჰქონდა დადგმული.

შეუყვა კლდის ფრიალოს სინდაურიძე. ხელებიდან და ფეხისგულებიდან სისხლი სდის, ისეთი მჭრელია კლდის შვერილები. სინდაურიძე სისხლად იცლება, მაგრამ ისე სწყურია ღმერთის ნახვა, მაღლა და მაღლა მიიწევს.

ავიდა.

ააღწია.

ერთი ფარდაგის გაშლა ადგილია კლდის მწვერვალი.

- სად არის ღმერთი?!

- როგორ დაეტევა აქ?! - ფიქრობს სინდაურიძე და სისხლი ისევ სდის, ღონე ეცლება. უკან ვეღარ დაბრუნდება, ღონე აღარ აქვს, ვერც შეძლებს უკან ჩამოსვლას, ასვლა ისე ძნელი არ არის ფრიალოზე, როგორც ჩამოსვლა.

მიხვდა სინდაურიძე, რომ ქვეყანას მოსწყდა, იქ ვერასოდეს დაბრუნდება, ვერც ღმერთი იხილა, მაგრამ არ ინანა, ღმერთი რომ ვერ იხილა:

- აბა, აქ როგორ დაეტეოდი, შე დალოცვილო მაღალო ღმერთო.

არა უშავს, რომ ქვეყანაზე ვეღარ ჩავალ, აქ მოვკვდები და სული არ გამეყრება, მაშინ მაინც მომეცი შენი ნახვის უფლება! - შესთხოვა ღონეგამოლეულმა და ცივ კლდეზე წამოწვა.

მზე ჩაიწურა კავკასიონის მწვერვალებზე.

ნელ-ნელა ჩამობნელდა.

თავისი რიგით დასხდნენ ვარსკვლავები ცაზე.

შუაღამისას ზეციდან ზარების რეკვის ხმა მოესმა სინდაურიძეს.

აიხედა.

ციდან ნათელი სვეტი ეშვებოდა მისკენ და ამ სვეტს უფლის ანგელოზი მოჰყვებოდა.

წამოიჩოქა სინდაურიძემ ანგელოზის ფეხებთან.

- წამოდი, წამოდი, ღმერთის ნახვა გინდოდა და ღმერთიც გიბარებს! - უთხრა ანგელოზმა სინდაურიძეს, ჩაავლო ხელი ხელში და იმავე ციდან ჩამოშვებული ნათლის სვეტით ამაღლდნენ ღმერთთან.

ასე წაიყვანა ღმერთმა ხორციელად სინდაურიძე.

არხოტიონები ფიქრობდნენ, კლდის თავზე გდია მკვდარიო, მაგრამ ვინ იყო იქ ამსვლელი!

პირველად ის ფრანგი მთასვლელები ავიდნენ იმ მწვერვალზე, მაგრამ არათუ ჩონჩხი, კაცის ძვლის ნასახიც არაფერი უნახავთ იქ.

ან რა იყო დაუჯერებელი. ღმერთი თუ გიყვარს, მაშინ ასეთ ამბავსაც ისევე მიიღებ, როგორც ღმერთის სიყვარულს. ურწმუნოებს იმიტომ ვერ დააჯერებ, რომ ნაკლებად უყვართ და უფრო ნაკლებად სწამთ ღმერთისა.

დაილოცოს იმის დიდება!

ამ ერთი კვირის წინ სიზმარი ვნახე: ვითომ ზეცაში ვარ, იქ რაღაც ეკლესიის მაგვარი შენობა დგას. დიდი მიმოსვლა არის, დიდი სამზადისი.

შევიხედე.

ერთ კაცს რაღაც მხეცივით შესამოსელს აცმევენ და რაღაცისათვის ამზადებენ.

- ვინ არის ეგ კაცი? - ვკითხე ანგელოზს, რომელიც კართან იდგა.
- ეგ მეშვიდე მხეცია, - მითხრა ანგელოზმა.

- კაცი როა?! - გამიკვირდა ანგელოზის პასუხი.

- კაცია, მაგრამ მხეცია, მეშვიდე მხეცი.

- დანარჩენი ექვსი სადღა არიან?

- ექვსი უკვე იყო, მეექვსე ახლაც დედამიწაზეა, ეს კი მეშვიდეა და ჯერ აქ არის, ამზადებენ.

- რისთვის ამზადებენ?

- დედამიწაზე გადმოსაგდებად. ეს იქ ისეთ ამბებს დაატრიალებს, ისე დალეწავს ადამიანთა მოდგმას, ექვის მხეცის ნალეწი მონაგონი იქნება.

- და როდის იქნება, როდის გამოაგდებენ?

- უფლის დედამიწაზე ჩამობრძანების წინ. მანამდე ამ მხეცმა უნდა გალეწოს დედამიწა.

შევხედე მეშვიდე მხეცს და ელდა მეცა.

მართლა საშინელი შესახედი იყო მისი სახე.

შეშინებულს გამომეღვიძა და ცივი ოფლი მასხამდა. წამოვხტი და ბალღებს დავხედე. ჯერ ერთი იმიტომ, რომ იმათ მომავალზე შემეშინდა, მეორეც ალბათ იმიტომ, რომ ბავშვებს რომ ვუყურებ, საოცრად ვმშვიდდები ხოლმე. ისინი ისეთი სუფთანი არიან, ალბათ თვითონ კაცთა მოდგმაზე განრისხებულ ღმერთსაც კი დაამშვიდებენ და არა მგონია, მეშვიდე მხეცს ისე გაალეწინოს კაცთა მოდგმა, რომ ოდესმე დრო დადგეს და არც ერთ ბავშვს ტკბილი ძილით არ ეძინოს თავის ლოგინში.

სიზმარი სიზმარია და ცხადი - ცხადი, მაგრამ ხანდახან ისე მოსდევს ცხადი სიზმარს, როგორც დღე - ღამეს.

ვინ იცის, წინ კიდევ რა ელოდება კაცთა მოდგმას, ჩემო ბაყდარ. წერილის დასაწყისში ხომ გითხარი: როცა ომი, ჭაობი და ცოდვიანი მოგონებები დაგღლიან, ბავშვობაზე იფიქრე.

ხომ გახსოვს, როგორ ლაღად დავრბოდით ჩვენს ბავშვობაში

საპყარი
სოფელი

1944 წ.

"ღმერთის შვილები", გოდერძი ჩოხელი

◄ წინა ნაწილი

გაგრძელება ►

შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება მოთხრობის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური