ამონარიდები - Qwelly2024-03-29T13:34:46Zhttps://www.qwelly.com/group/literature/forum/topic/listForTag?groupUrl=literature&tag=%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&feed=yes&xn_auth=noსხვა ამსტერდამიtag:www.qwelly.com,2016-02-10:6506411:Topic:10950162016-02-10T13:50:08.556Zninahttps://www.qwelly.com/profile/ninagujabidze

-როგორც ჩანს, ჩვენ მაინც მიწის ხალხი ვართ და მიწაზე მეტად მაინც არაფერი გვიყვარს. ერთადერთი გამონაკლისიც , როცა ჩვენ მართლა ბრწყინვალედ გამოგვდის ყველაფერი (მენეჯმენტიც და ლოჯისტიკაც), ქელეხის სუფრის ორგანიზებაა, რადგან სწორედ იმ დღეს, ჩვენ ისევ მიწას ვუბრუნდებით და მიწის გამო (სწორედ იმ დღეს ), ჩვენ საუკეთესოები ვართ - ერთადერთხელ ჩვენს ცხოვრებაში.

დატო ტურაშვილი

-როგორც ჩანს, ჩვენ მაინც მიწის ხალხი ვართ და მიწაზე მეტად მაინც არაფერი გვიყვარს. ერთადერთი გამონაკლისიც , როცა ჩვენ მართლა ბრწყინვალედ გამოგვდის ყველაფერი (მენეჯმენტიც და ლოჯისტიკაც), ქელეხის სუფრის ორგანიზებაა, რადგან სწორედ იმ დღეს, ჩვენ ისევ მიწას ვუბრუნდებით და მიწის გამო (სწორედ იმ დღეს ), ჩვენ საუკეთესოები ვართ - ერთადერთხელ ჩვენს ცხოვრებაში.

დატო ტურაშვილი

მზის თვალი დედაtag:www.qwelly.com,2016-02-01:6506411:Topic:10909432016-02-01T09:38:21.665Zninahttps://www.qwelly.com/profile/ninagujabidze

- რად მიყვარს ზაფხული? იმისთვის მომწონს და მიყვარს, რომ მზე მაღლა სდგას, თავს დამყურებს , უხვად მაფრქვევს ცხოველმყოფელ სხივებს, გულს მიშუქებს და მათბობს , მთელ არსებას მინათებს. იცი, რა სიამოვნებას ვგრძნობ, როცა მის ბრჭყვიალა სხივებში ვარ გახვეული, როგორც სატრფოს სურნელოვან თმაში?!

ნუ ემალები მზეს! დატკბი მისი ელვარებით, მადლი შესწირე მადლით მოსილსა, თაყვანი ეცი მას: ღვთის თვალია იგი, თვით შემოქმედია იგი ჩვენი ქვეყნისა და…

- რად მიყვარს ზაფხული? იმისთვის მომწონს და მიყვარს, რომ მზე მაღლა სდგას, თავს დამყურებს , უხვად მაფრქვევს ცხოველმყოფელ სხივებს, გულს მიშუქებს და მათბობს , მთელ არსებას მინათებს. იცი, რა სიამოვნებას ვგრძნობ, როცა მის ბრჭყვიალა სხივებში ვარ გახვეული, როგორც სატრფოს სურნელოვან თმაში?!

ნუ ემალები მზეს! დატკბი მისი ელვარებით, მადლი შესწირე მადლით მოსილსა, თაყვანი ეცი მას: ღვთის თვალია იგი, თვით შემოქმედია იგი ჩვენი ქვეყნისა და ცხოვრების მომცველი... კიდევ იმიტომ მიყვარს ზაფხული, რომ ნიავივით თავისუფალი ვარ მაშინ. სხვა დროს მიჭედილი გულსა ქენჯ საქმეზედ და თავჩაკრული, ზაფხულობით ახსნილი ვარ, აშვებული, უბორკილო.

ისე მომსურვილდება ზაფზული, როგორც სწყურია თავისუფლება ხელსაფქვავზედ მიჯაჭვულ მონას, რომელიც შეუფერხებლივ დადის ირგვლივ ერთფერად, რომ ატრიალოს დოლაბი და ფქვას საფქვავი. ტურფა ფერებით არის ჩემთვის ზაფხული გაფერადებული იმ თვალწარმტაც საღებავებით, რომლებიც მხოლოდ სინათლეს და თავსიუფლებას შეუძლიათ შეაზავონ.

ვასილ ბარნოვი

სახიფათო სიყვარულიtag:www.qwelly.com,2016-01-31:6506411:Topic:10905912016-01-31T19:16:04.947Zninahttps://www.qwelly.com/profile/ninagujabidze

- კავკასიონის იქით თვალუწვდენელ მინდვრებზე ყოველთვის არსებობდა აუარებელი ერი დაუდგრომელი, უწყალო. იგი ხარბის თვალით დაჰყურებდა აზიის მდიდარ ქვეყნებს, დიდებულ სამფლობელოებს და აქამდისაც ჩანთქამდა მათ, თუ კავკასიონი არ სდარაჯობდეს ჩრდილოეთით. დაკეტილია კარი ძლიერი კავკასიონისა და მის მცველად სდგას ქართველი - აი დიდი ისტორიული მნიშვნელობა პატარა საქართველოსი.

ვასილ ბარნოვი…

- კავკასიონის იქით თვალუწვდენელ მინდვრებზე ყოველთვის არსებობდა აუარებელი ერი დაუდგრომელი, უწყალო. იგი ხარბის თვალით დაჰყურებდა აზიის მდიდარ ქვეყნებს, დიდებულ სამფლობელოებს და აქამდისაც ჩანთქამდა მათ, თუ კავკასიონი არ სდარაჯობდეს ჩრდილოეთით. დაკეტილია კარი ძლიერი კავკასიონისა და მის მცველად სდგას ქართველი - აი დიდი ისტორიული მნიშვნელობა პატარა საქართველოსი.

ვასილ ბარნოვი

პარნასიtag:www.qwelly.com,2015-07-27:6506411:Topic:10133362015-07-27T08:09:05.479Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

წინასიტყვაობად

ამბობენ საქართველოში პოეზია უყვართ და განსაკუთრებულად აფასებენო. სიყვარულისა, მითუმეტეს დაფასებისა რა გითხრათ, მაგრამ ყოველი მეორე რომ "პოეტია", ამას კი ვხედავ. მერედა თანამედროვე სამყაროში ლექსის გამოსაჩენად სადმე დაბეჭდვა გჭირდება ან ვისამე ხელმძღვანელობა-დამოწმება-შესწორება თუ რა? ინტერნეტში გახსენი გვერდი და შეიძლება შენს პოეზია იმაზე მეტი მკითხველი ჰყავდეს, ვიდრე ბაირონს კითხულობდნენ…

წინასიტყვაობად

ამბობენ საქართველოში პოეზია უყვართ და განსაკუთრებულად აფასებენო. სიყვარულისა, მითუმეტეს დაფასებისა რა გითხრათ, მაგრამ ყოველი მეორე რომ "პოეტია", ამას კი ვხედავ. მერედა თანამედროვე სამყაროში ლექსის გამოსაჩენად სადმე დაბეჭდვა გჭირდება ან ვისამე ხელმძღვანელობა-დამოწმება-შესწორება თუ რა? ინტერნეტში გახსენი გვერდი და შეიძლება შენს პოეზია იმაზე მეტი მკითხველი ჰყავდეს, ვიდრე ბაირონს კითხულობდნენ თავის დროზე. რაღა დავმალო და დიდად არც მიკვრის ყველა რომ პოეტობს, რუსთაველის, გურამიშვილის, ბარათაშვილისა და ვაჟა-გალაკტიონის ქვეყანაში, რა მოხდა ახლა თითოოროლმა ახლადწამოყვინჩილავებულბა მრითმველმაც პოეტობა რომ მოინდომოს? ჩვენ არაფერს გავაფუჭებთ მცირე პოეტობით და დიდებს კიდევ მაინც არაფერი დააკლდებათო. არის ლოგიკა და არც თუ მიუღებელი, მაგრამ როცა წერ შე დალოცვილო, წერად ხომ უნდა ღირდეს?

წიგნს ვეძებდი თაროებზე როდესაც ხელთ დუმბაძე ჩამივარდა, სად უნდა გადაშალო, რომელი გვერდიდან უნდა ამოიკითხო წინადადება რომ უცბად არ ჩაგითრიოს. ამ პოსტის დაწერაც მან მომანდომა. არ ვიცი, ეგებ ახალპოეტებს არც კი ჰქონდეთ წაკითხული მაინცდამაინც ეს თავი, არადა რარიგ აუცილებელია და გამოსაყენებელია რომ იცოდნენ.

მაშ ასე, ჩემი შესავალი აქ დამთავრდა, დანარჩენს ბატონი ნოდარისგან წაიკითხავთ:

ნუ გეშინია დედა

პარნასი

უნივერსიტეტში სამი ათასამდე სტუდენტს ასწავლიდნენ, აქედან ნახევარი სწავლობდა, ერთი მეოთხედი დიპლომს უდარაჯებდა, ხოლო დანარჩენი პროფესიას ირჩევდა, ფაკულტეტიდან ფაკულტეტზე გადადიოდა, განცხადებებს წერდა, აკადემიურ შვებულებებს იღებდა, ავადმყოფობის ცნობე-ბი მოჰქონდა გამოცდებზე, გამჭოლი ქარივით შედიოდა და გამოდიოდა, ჭიდაობდა, მღეროდა, უკრავდა და ასე შემდეგ.

ჩვენ, ლიტერატურის მოყვარულთ, ოფიციალური ლიტერატურული წრე "პარნასი" გვქონდა, რომელსაც თავისი ოფიციალური ხელმძღვანელი, ბატონი შალვა ჰყავდა. ეს იყო დაახლოებით ხუთი კრიტიკოსის, ოციოდე პოეტის, ექვსი პროზაიკოსის, ორი მენარკვევისა და ცხრა მთარგმნელისაგან შემდგარი ლიტერატურული გაერთიანება. მე, რა თქმა უნდა, პოეტი ვიყავი, მაგრამ ხანდახან ჩუმად მოთხრობებსაც ვწერდი. ჩვენ პარასკეობით ვიკრიბებოდით 94-ე აუდიტორიაში და მთელი შემოქმედებითი კვირის ნაწვავსა და ნაოფლარს ჯერ ერთმანეთსა და მერე ხელმძღვანელს ვუკითხავდით, ხოლო ამათგან საუკეთესო მასალა თვეში ერთხელ გამიზნულ ლიტერატურულ საღამოზე გაგვქონდა და ლიტერატურის მოყვარული სტუდენტებით გაჭედილი კლუბის თაღებქვეშ ვაფრქვევდით უმოწყალოდ.

გურამი ჩვენს არც ერთ სხდომას არ აცდენდა. მართალია, იგი არც პოეტი, არც პროზაიკოსი, არც მენარკვევე, არც კრიტიკოსი, არც მთარგმნელი არ იყო, მაგრამ თავის თავს მოფერებით "დილეტანტს" ეძახდა და რითმების კეთებაში მეხმარებოდა.

დღეს პარასკევია. მე და გურამი ვსხედვართ უკანა მერხზე და ველოდებით, როდის აივსება აუდიტორია 40 გენიოსით, რომლებიც შემოდიან შთაგონებით, თვალებმოჭუტული, ავიწყდებათ სალამი, მერე ბოდიშს იხდიან - უჰ, შენ აქ ხარ? სულ ვერ შეგამჩნიე, სადღაც ვიყავიო, და ასე შემდეგ.

- ბიჭო, ერეკლე! - დაუძახა გურამმა იღლიაში უამრავ წიგნამოჩრილ წითურ პოეტს, რომელიც ისე შემოვიდა აუდიტორიაში, ისე დაჯდა ჩვენს წინ და ისე მიაპყრო თვალები ჭერს, თითქოს ჭერი ჩამოვარდნას აპირებდა. ერეკლემ ხმა არ გაგვცა.

- ბიჭო! - შეანჯღრია გურამმა ერეკლე. - ვიცი, სადღაც ხარ, მაგრამ ერთი წუთით დაბრუნდი, თუ შეიძლება. - ერეკლე შეკრთა, გაფანტულ აზრებს მოუხმო და მოჭუტული თვალებით გაგვცვითა.

- უჰ, თქვენ აქა ხართ? როგორ ვერ შეგამჩნიეთ! - გაუკვირდა უცებ.

- სად იყავი? - ჰკითხა გურამმა.

- სახლიდან მოვდივარ! - მოთენთილი ხმით თქვა ერეკლემ.

- არა, ამ წუთში სად იყავი? - ჩააცივდა გურამი.

- ამ წუთში? - კითხვაზე კითხვით უპასუხა ერეკლემ და ისევ შთაგონებული გამომეტყველების მიღება დააპირა, მაგრამ გურამმა არ აცალა:

- ჰო, ამ წუთში, ჭერს რომ უყურებდი, სად იყავი?

- რაღაცას ვფიქრობდი!

- რას?

- რას ჩამაცივდი, რაღაცას ვფიქრობდი! - ეწყინა ერეკლეს.

- ლექსს ხომ არ იგონებდი?

- არა!

- რითმას ხომ არ ეძებდი?

- შენ რა იცი? - გაუკვირდა ერეკლეს.

- მითხარი და აქ ვარ! - დაჰკრა მხარზე ხელი გახარებულმა გურამმა.

- სამგორზე ვაკეთებ ციკლს და ერთ ადგილას...

- გაგეჭედა?

- არა, კი არ გამეჭედა, რითმა არ მოდის.

- თქვი, რა რითმაა! - გურამმა მსუყე ლუკმის მოლოდინში ნერწყვი გადაყლაპა.

- მეფისტოფელი! - თქვა ერეკლემ დამარცვლით.

გურამი გაშტერდა.

- დაგარტყა? - ჰკითხა მან ერეკლეს და მოწყალების დასავით გაუღიმა.

- ყველა პოეტი თავისებურად დარტყმულია. - დიდმნიშვნელოვნად თქვა ერეკლემ და თვალი გაახილა. გურამმა ახლა მე გამიღიმა ისევე, როგორც ერეკლეს.

- თუ ძმა ხარ, ნუ იკრიჭები და თუ შეგიძლია, მოუნახე რითმა. - გავბრაზდი მე.

- რა უნდა, ბიჭო, სამგორში მეფისტოფელს? - შეეკითხა გურამი.

- რა უნდა, ბიჭო სამგორში მეფისტოფელს? - ვკითხე ახლა მე ერეკლეს.

ერეკლე ამ ქვეყანას აღარ იყო. იგი კვლავ სადღაც წასულიყო, თვალები ჭერისთვის მიეპყრო და თავისთვის ბუტბუტებდა: მეფისტოფელი, მეფისტოფელი, მეფისტოფელი...

- მოიხედე! - დაჰქაჩა გურამმა. ერეკლემ მოიხედა.

- წაიკითხე სტროფი! - ერეკლემ დაიწყო:

და იდგა გვალვა სამგორში მკაცრი,
ვით ჯოჯოხეთში მეფისტოფელი...

- მეფის ტუფლი! - შეაწყვეტინა გურამმა.

- არ ვარგა! - გაიქნია თავი ერეკლემ.

- ჩვენი სოფელი! - არ მოეშვა გურამი.

- არ ვარგა! - არ შეიბრალა ერეკლემ.

- ბევრ კიტრს მოველით! - არ დანებდა გურამი.

- კიტრი წინა ლექსში მაქვს! - ჩაიქნია ხელი ერეკლემ.

- მეფის სტაფილო!

- კარგია, მაგრამ მეფე არ ვარგა!

- მარტო სტაფილო!

- არც მარტო სტაფილო!

- მეტი სტაფილო!

- არა!

- მაშინ იდიოტი!

- არ ერითმება!

- სამაგიეროდ, შენ გერითმება, შე დეგენერატო, მეფისტოფელის მეტს ვერაფერს ვერ შეადარე გვალვა? - გადაირია გურამი და წამოხტა. ერეკლემ ისეთი თვალებით შეხედა გურამს, გული ამიტირდა.

- გეყოფა ახლა! - ვუთხარი მე გურამს და დავსვი.

აუდიტორია აივსო. ხელმძღვანელი შემოვიდა. საათზე დაიხედა, აუდიტორია შეათვალიერა და იკითხა:

- არჩილი აქ არის?

- კი, ბატონო!

- თამაზი?

- თამაზიც!

- ნოდარი?

- აქა ვარ, ბატონო!

- ტარიელი სადაა, კაცო, ტარიელი?

- ტარიელიც აქ არის, ბატონო!

- გამარჯობათ, თქვენი, ამხანაგებო!

- გამარჯობათ, ბატონო შალვა!

- სალამი!

- გამარჯობათ!

- დავიწყოთ? - იკითხა მან მოსალმების შემდეგ.

- დავიწყოთ! - თქვა ყველამ ერეკლეს გარდა. იგი კვლავ რითმას ეძებდა.

- რას შვრები, ტარიელ, როგორ ხარ შენ? - მოიკითხა ბატონმა შალვამ ტარიელი.

- გმადლობთ, ბატონო, არა მიშავს! - უპასუხა ტარიელმა და ფეხზე ადგა.

- წერ ახალ რამეს?

- ვწერ რაღაცას...

- წერე, თუ ძმა ხარ, წერე. თქვენ თუ არ წერეთ, აბა, მე ხომ არ დავწერ, ხომ ხედავთ, როგორ უჭირს ჩვენს ლიტერატურას!

- კი, ბატონო, დავწერ! - დაპირდა ტარიელი.

- აბა, შენ იცი, ოღონდ დროზე! - გაამხნევა ხელმძღვანელმა ტარიელი და ისევ საათზე დაიხედა.

- შენ როგორა ხარ, გურამ? - მოიკითხა ახლა გურამი, გურამი წამოდგა.

- არა მაქვს საბაბი, ჭმუნვით რომ ვიყო! - გამოიდო თავი ქართულზე გურამმა.

- არა, ხომ?

- არა, ბატონო!

- ეს რა არის, კაცო, თმები გცვივა? - შეწუხდა ბატონი შალვა და გურამს თავზე გადაუსვა ხელი.

- რას ბრძანებთ, ბატონო შალვა, სისტემატური თმა მაქვს! - გაუკვირდა გურამს.

- სისტემატური?

- კი, ბატონო!

- მაგას რა სჯობია! რას შვები, ლექსების წერა არ დაიწყე?

- არა, ბატონო!

- პროზა?

- არც პროზა!

- თარგმნი რამეს?

- არა, ბატონო!

- არც კრიტიკულ წერილებს წერ?

- არა!

- რატომ, კაცო, რატომ, ყველა წერს და შენ რა დააშავე, დაწერე, თუ ძმა ხარ, რამე, აგერ ოთარი, შენი მეგობარი არაა? დრამაშიც მუშაობს, პოეზიაშიც, პროზაშიც, კრიტიკაშიც, თარგმანშიც და, საერთოდ, მუშაობს, დაწერე შენც რამე...

- კი, ბატონო!

- აბა, შენ იცი! - ბაირაღივით გაწითლებულ გურამს ხელმძღვანელმა ლოყაზე ხელი მოუთათუნა და ისევ საათზე დაიხედა.

- ახლა დავიწყოთ, არა? ვის ლექსებს ვარჩევთ დღეს?

- ჩემსას! - თქვა საიდანღაც დაბრუნებულმა ერეკლემ და წამოდგა.

- გამოდი, აბა, თუ კაცი ხარ! - შეეხვეწა ბატონი შალვა.

ერეკლე გამოვიდა. კათედრაზე ავიდა, საერთო რვეულს ხელი დაადო ისე, როგორც მოწმეები დებდნენ ხელს ბიბლიაზე და ამბობდნენ - ღმერთი გამიწყრეს, თუ ტყუილი ვილაპარაკოო და თვალები ისევ ჭერს მიაპყრო. სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. დუმდა დარბაზი, დუმდა ერეკლეც. მე გულში სამოცი დავითვალე, ეს ბრიყვი კი არ იწყებდა.

- სამოცდაერთი, - განვაგრძე თვლა, - სამოცდაორი, სამოცდასამი...

- აღარ იწყებ, კაცო? - შემაწყვეტინა თვლა ხელმძღვანელმა. ერეკლე დუმდა.

- მუზას ელოდება! - თქვა გურამმა.

- კაცო, მაგან დაიწყოს და მუზა მოვა, აბა, სად ოხრობაში წავა! - თქვა ხელმძღვანელმა. დარბაზმა გადაიხარხარა. ერეკლე ისევ დაბრუნდა საიდანღაც და დაიწყო...

- ამ ერთი კვირის წინ სახლიდან რომ გამოვედი, ჟურნალ-გაზეთების კიოსკს მივაშურე და გამყიდველს გაზეთი ვთხოვე...

- რა არის, კაცო, ეს, მოთხრობების წერა დაიწყე? - შეეშინდა ბატონ შალვას.

- წინასიტყვაობაა! - მძიმედ თქვა ერეკლემ.

- რად უნდა ლექსს წინასიტყვაობა. ბარათაშვილის "მერანს" არაფერი წინასიტყვაობა არა აქვს, პირდაპირ ასე იწყება: "მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი", ასე არ არის, გურამ?

- კი, ბატონო! - დაემოწმა გურამი.

- მე და ბარათაშვილი ერთი არა ვართ! - აგვიხსნა ერეკლემ.

- ნამდვილად არის ცოტა განსხვავება. - თქვა ბატონმა შალვამ. დარბაზში ისეთი თავშეუკავებელი ხარხარი ატყდა, მინებმა ზრიალი დაიწყეს.

- დამცინით? - მოგვიჭუტა თვალები ერეკლემ.

- ჩვენი დასაცინი რა გჭირს, წიკლაურო, ერთი კვირის წინ გაზეთი წაგიკითხავს!.. - თქვა ბატონმა შალვამ. დარბაზი ისევ ახარხარდა.

- თქვენ იცით, რა ეწერა იმ გაზეთში? - დაგვემუქრა წიკლაური.

- რა ეწერა, კაცო, ასეთი?

- რომ სამგორი ჩართულია კომუნიზმის დიად მშენებლობათა ციკლში!

- დალოცვილო, შარშანდელი გაზეთი გიყიდია და კიდევ აქეთ გვიყვირი? - დააშოშმინა წიკლაური ბატონმა შალვამ. წიკლაური გაშტერდა. მერე გაზეთს დახედა, რომელიც ყოველი შემთხვევისათვის წინ ედო და ისევ გაშტერდა, ბატონი შალვა მიხვდა, წიკლაური გაფუჭდაო, და გაამხნევა:

- არა უშავს, კაცო, შენ ის თქვი, რომ წაიკითხე, მერე რა მოხდა!

- მერე ლექსების ციკლი დავწერე სამგორზე! - გაბედა ირაკლიმ.

- ჰოდა, წაგვიკითხე, დალოცვილო! - ისევ პაუზა ჩამოვარდა.

მე ისევ თვლა დავიწყე გულში.

- ერთი, ორი, სამი... - და მოხდა სასწაული, წიკლაურმა დაიწყო:

სამგორის დილა

აქ გვალვას ეწყო ტორები,
დაძრწოდა ქარი ზმორებით,
სდუმდნენ სამგორის გორები
სასწაულია, აბა რა!
სულ მალე გამხმარ ტრამალზე
გვექნება ხვავი, ბარაქა
წითელი პამიდორების.
ბედნიერი ხარ, სამგორო,
სულ მალე გაიკვირტები,
მოგრწყავენ ივრის ზვირთები
და სუფრას დაგიმშვენებენ
შენი ამაყი კიტრები.

ერეკლემ ერთი გვერდი გადაფურცლა. ეტყობა, ახალ ლექსს იწყებდა.

ბატონ შალვას გავხედე, იგი ცოცხალ-მკვდარი იჯდა.

- დიალოგი სამგორელ გლეხთან, - დაიწყო წიკლაურმა ახალი ლექსი:

მე - ვინ ხარ, ძმაო, მითხარი, კაცი ხარ თუ არაკი?
გლეხი - წინათ მთაში ვიყავი, მთაში მედგა ბანაკი.
მე - ახლა რას იქმ, როგორ ხარ, ხომ გაკეთდი გლახაკი?
გლეხი - როგორ არა, ძმობილო, კარგად არაუშავს, კი,
დღეს შვილი მყავს თბილისში მეცნიერი მუშაკი,
რომ ვეწვევი, ჩავუტან ჩვენს სამგორულ შუშაკიტრს.

ერეკლემ ისევ გადაფურცლა რვეული, მაგრამ ბატონმა შალვამ არ აცალა.

- ეს ციკლი კიტრებზეა, კაცო, თუ სამგორზე?

- მაცალეთ, ბატონო! - შეეხვეწა წიკლაური. ბატონი შალვა დანებდა.

წიკლაურმა დიდხანს იკითხა ლექსები კიტრებზე, პამიდორებზე, ხახვზე, ივრის ცივ წყალზე, თბილისის ზღვის კალმახებზე, ბოლოს გემიც შეაცურა შიგ. "მეფისტოფელი სამგორში" აღარ წაიკითხა ურითმობის გამო და, როგორც იქნა, დადუმდა.

დუმდა დარბაზი, დუმდა ბატონი შალვაც.

- კიდევ ვისი ლექსების კითხვა გვაქვს? - იკითხა მან ბოლოს.

- ჩემი! - თქვა სიმონ აბესაძემ და ადგა.

- აბა, ჰე, მოგვნათლე, შენ დაჯექი, წიკლაურო! - წიკლაურმა დაკეცა რვეული და შეშინებული თვალებით შეხედა ბატონ შალვას.

- დაჯექი, დაჯექი, მსჯელობა შემდეგ პარასკევს გვექნება! - დაამშვიდა ხელმძღვანელმა წიკლაური. იგი ფეხებნაღრძობივით წამოვიდა ჩვენსკენ. მისი ადგილი აბესაძემ დაიკავა.

- როგორი იყო? - გვკითხა წიკლაურმა ჩურჩულით მე და გურამს.

- ცოტა ძმარი რომ მოასხა მაგ ლექსებს, ხოშიანი წნილი გამოვა. - ჩურჩულითვე უპასუხა გურამმა. წიკლაურმა ხელი ჩაიქნია და მიბრუნდა. მე ენაზე ვიკბინე, სიცილი რომ არ ამვარდნოდა.

- გვაღირსე, აბესაძე! - შეეხვეწა ხელმძღვანელი სიწყნარის მოლოდინში წარბშეკრულ აბესაძეს.

- ხმაურია, ბატონო!

- ჰოდა, დაგვაწყნარე, თუ შეგიძლია!

- "კომპასი" - თქვა ხმამაღლა აბესაძემ. ლექსის ასეთი სათაური იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის, რომ აუდიტორიაში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა.

- "კომპასი!" - გაიმეორა აბესაძემ.

- რომელი? - ჰკითხა ხელმძღვანელმა.

- კომპასი! - ჩვეულებრივი! - გაუკვირდა აბესაძეს.

- სახმელეთო, თუ საზღვაო?

- ამ შემთხვევაში - სახმელეთო!

- ესე იგი, ზღვაზე მაგ ლექსს ვერ წავიკითხავთ? - ჰკითხა ხელმძღვანელმა. სასოებით დაწყნარებული დარბაზი ისევ გამოცოცხლდა.

- მაცალეთ, ბატონო, სულ ორი სტროფია. - ეწყინა აბესაძეს.

- ბრძანეთ, ბატონო!

ერთი ისარი კომპასისა ჩრდილოეთია,
ხოლო მეორე მუდამ სამხრეთს ეალერსება,
რად ხდება ასე? საიდუმლო რაშია ნეტავ?
ან რად მომინდა მე ამ ფიქრის ახსნა ლექსებად?...
რატომ იზიდავს ისარს მხოლოდ ჩრდილო-სამხრეთი?
ანდა, ოდითგან კომპასს რად აქვს ისარი ორი?
ეს იმიტომ, რომ ჩრდილოეთში მოსკოვი არი,
ხოლო სამხრეთში - პატარა გორი.

აბესაძემ დაამთავრა და კომპასის გამომგონებელივით გაგვიღიმა. გატრუნული დარბაზი გაშტერდა ამ ახალი სახის აღმოჩენით. გურამს შევხედე. იგი სიბნელიდან მზეზე გამოყვანილი ტუსაღივით აპარპალებდა თვალებს. სიმართლე გითხრათ, მეც განცვიფრებული ვიჯექი და ველოდი, როგორ შეაფასებდა ამ ლექსს ხელმძღვანელი.

- ამხანაგებო, ვის უნდა აზრის გამოთქმა? - იკითხა უცებ ხელმძღვანელმა. ხმა არავის ამოუღია.

- რაშია საქმე, არ მოგეწონათ ლექსი?

- ლექსი ძალიან საინტერესოა, მაგრამ... - თქვა ერთ-ერთმა კრიტიკოსმა.

- გამოდი და თქვი, რითია საინტერესო! - სთხოვა ბატონმა შალვამ.

- ჯერ სხვამ ილაპარაკოს. - შეიშმუშნა კრიტიკოსი.

- შენ შენი სათქმელი თქვი, სხვა თავისას იტყვის.

- ჩემი სათქმელი მე ვთქვი - ლექსი საინტერესოა, განსაკუთრებით ფინალი კარგი მიგნებულია.

- რითია კარგი მიგნებული? - არ მოეშვა ბატონი შალვა.

- იმით, რომ კომპასის ერთ ისარს იმიტომ იზიდავს თურმე ჩრდილოეთი, რომ ჩრდილოეთში მოსკოვია, ხოლო მეორეს სამხრეთი, იმიტომ, რომ სამხრეთში გორია.

- სწორია მერე ეს?

- შეიძლება, სწორი არ იყოს, მაგრამ პოეტურია. - არ დაიბნა კრიტიკოსი.

- დაჯექი, წეროძე. შენ რას იტყვი, გურამ?

- მე - არაფერს.

- რატომ, ჭიჭინაძე, აზრი არა გაქვს?

- აზრი როგორ არ მაქვს, მაგრამ ამ ლექსზე არ მაქვს. - თქვა გურამმა.

- ლექსია უაზრო?

- ლექსი უაზრო არაა, პირიქით, ძალიან ორიგინალურადაა დანახული კომპასი. სხვაგან ლექსში კომპასი ასე დანახული არ წამიკითხავს.

- საერთოდ, წაგიკითხავს კომპასზე ლექსი? - ჩასდია საფლავში ბატონმა შალვამ. გურამმა თვალები ამოატრიალა, ტვინს გადახედა, მერე ჩვენ, და უარყოფის ნიშნად თავი გაიქნია.

- ვერ გავიხსენე, ალბათ, არ წამიკითხავს.

- დაჯექი, ჭიჭინაძე, და თუ გაიხსენებ, მერე ისევ მოგცემ სიტყვას, - უთხრა ბატონმა შალვამ. გურამი ისევ გაწითლდა და დაჯდა.

- აღარავის გაქვთ აზრი?.. - დარბაზი დუმდა, ხელმძღვანელმა ერთხანს გვიცადა, მერე უცებ აბესაძეს მიმართა:

- აბესაძე, კომპასი თუ გინახავს შენ? - აბესაძეს მოულოდნელობისაგან და შეურაცხყოფისაგან ყბა მოექცა.

- დამცინით, ბატონო შალვა?

- მე კი არა, შენ დაგვცინი, დალოცვილო, კომპასს ორი ისარი აქვს?

აბესაძემ ირონიულად გაიღიმა.

- აბა, რამდენი აქვს?

- ერთი, აბესაძე, ერთი, ორფრად შეღებილი ორი ბოლოთი, გასაგებია?

- მაგას არა აქვს პოეზიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა.

- მოგზაურისთვის აქვს მნიშვნელობა.

- მთავარი აზრია, თქვენ, ალბათ, ვერ მიხვდით. - გაცხარდა აბესაძე.

- შექსპირს ვხვდები და შენი კომპასი რა გახდა ასეთი, ბიჭო?! - გაიღიმა ხელმძღვანელმა.

- ნუთუ ვერ ხვდებით, ბატონო შალვა, რატომ იზიდავს ისარს ჩრდილოეთი და სამხრეთი!

- რატომ? - დაინტერესდა ხელმძღვანელი.

- იმიტომ, რომ ჩრდილოეთში მოსკოვია, მოსკოვში - კრემლი, კრემლში - სტალინი.

- სტალინს მაგნიტი აქვს ჯიბეში, თუ რაშია საქმე? - შეაწყვეტინა ბატონმა შალვამ. აბესაძე გალურჯდა.

- ამხანაგებო! - წამოდგა ფეხზე ხელმძღვანელი. - არ შეიძლება ასე ლექსის წერა, და საერთოდ, კომპასებზე, დურბინდებზე და თერმომეტრებზე არაა საჭირო ლექსების წერა. და თუ დავწერთ, უნდა ვიცოდეთ, რას ვწერთ, რაზე, რისთვის და ვისთვის.

- მე ძალიან კარგად ვიცოდი, რასაც ვწერდი! - წამოიძახა აბესაძემ ადგილიდან.

- რა იცოდი, აბესაძე, კომპასს რომ ორი ისარი აქვს? ან რა დააშავა პეკინმა, გავუკეთოთ მაშინ კომპასს მესამე ისარი. სულაც ჩინელებმა არ გამოიგონეს ეს ოხერი? ან რა ქნას სპარსელმა, მისთვის რომ გორი და მოსკოვი ორივე ჩრდილოეთია?

- ჩემი ლექსი სპარსეთში არ წავა! - ისევ წამოხტა აბესაძე.

- არც გორში წავა, ისე ვატყობ! - დააკონკრეტა ხელმძღვანელმა.

- მე ჯერ ახალგაზრდა ვარ! - დაისაწყლა თავი აბესაძემ.

- ახალგაზრდა რომ ხარ, იმიტომ გეუბნები, თორემ ძველგაზრდა რომ იყო, მაგ კომპასს თავზე დაგაფშვნიდი! - გაცოფდა ბატონი შალვა. დარბაზში თავშეკავებული სიცილი გაისმა.

- წავიღებ მე ამ ლექსს და სულ აღარ მოვალ ამ წრეში! - დაგვემუქრა აბესაძე.

- მაგ კომპასით თუ იარე, წრეს კი არა, საკუთარ სახლს ვერ მიაგნებ! - უთხრა ბატონმა შალვამ. დარბაზში ხარხარი ატყდა. აბესაძე წამოხტა და კარი გაიჯახუნა. ბატონ შალვას ყურადღება არ მიუქცევია. ცოტათი რომ დავწყნარდით, ისევ დაჯდა.

- აბა, ბარამიძე, წაგვიკითხე, ახალი რა დაწერე! - თქვა მან და გამიღიმა. მე ჯიბეზე, რომელშიც ლექსი მედო, ცეცხლი წამეკიდა და ხელი სწრაფად ამოვიღე. მერე ის ხელი გაყინულ შუბლზე მოვისვი და ცივი ოფლი მოვიწმინდე.

- ბატონო შალვა, დღეს მე ვერაფერს წავიკითხავ! - ვთქვი მე.

- რატომ, კაცო, - გაუკვირდა ბატონ შალვას.

- არაფერი დამიწერია! - ვიცრუე მე და ისევ ამეწვა ჯიბე.

- რატომ მერე, კაცო, ამას გთხოვთ მე ყოველდღე?

- რა უნდა დავწეროთ, ბატონო შალვა, მოვალთ მერე აქ და გვაბითურებთ! - თქვა თენგიზმა.

- რას ქვია, გაბითურებთ, თქვენ თუ გგონიათ, მე მიხარია ოთხი საათი აქ ჯდომა და თქვენი ბჟუტურის მოსმენა? თქვენ გგონიათ, მეტი საქმე არ მაქვს? წავალ და გალაკტიონს წავიკითხავ, ჰემინგუეის, ტოლსტოის, მოვისვენებ მაინც. - ეწყინა ბატონ შალვას.

- პოეტი ფაქიზი ორგანიზმია, უფრო სათუთად უნდა მოექცეთ! - ადგა ფეხზე წიკლაური.

- ვინ არის, წიკლაურო, ფაქიზი, შენ ხარ ფაქიზი? თუ აბესაძეა ფაქიზი? - უღელში რომ შეგაბათ კაცმა, თითო ჰექტარ მიწას მოხნავთ!

- ფიზიკური კომპლექსი არაფერს ნიშნავს. პოეტს სულში უნდა ჩახედოთ, - თქვა ერთ-ერთმა დამწყებმა კრიტიკოსმა.

- ვუყურებ, ბატონო, და ვერაფერს ვერ ვხედავ!

- უნდა აღმოაჩინოთ! - არ მოეშვა დამწყები კრიტიკოსი.

- მე კოლუმბი კი არ ვარ, კრიტიკოსი ვარ! - გაიმართლა თავი ხელმძღვანელმა.

- ილია ჭავჭავაძემ ხომ აღმოაჩინა ბარათაშვილი? - წამოიძახა ვიღაცამ.

- ბარათაშვილი არსებობდა და იმიტომ აღმოაჩინა ილიამ. კი არ გამოუგონებია! კი, ბატონო, ვუძახოთ ერთმანეთს ბარათაშვილები და ბელინსკები, მაგრამ ვინ დაგვიჯერებს?

- ვინც არ დაგვიჯერებს, ახია იმაზე! - თქვა წიკლაურმა.

- წიკლაურო, ერთი ლექსი დამიწერე ისეთი, ცოტა რომ გავდეს ბარათაშვილის ლექსს და მე თვითონ დაგიდგამ ძეგლს ზემელზე, რუსთაველის გვერდით, მეტი რა ვქნა! - დაპირდა წიკლაურს ბატონი შალვა.

- გვაცალეთ, ბატონო! - თქვა ახლა ალავიძემ.

- რამდენ ხანს, ალავიძე? შენხელა რომ იყო ბარათაშვილი, მკვდარი იყო უკვე!

- სამაგიეროდ, გოეთემ ოთხმოცი წლისამ დაწერა "ფაუსტი"! - თქვა გურამმა.

- ჭიჭინაძე, რას მირჩევ შენ, დავჯდე და ველოდო წიკლაურს, როდის გახდება ოთხმოცი წლის და როდის დაწერს "ფაუსტს"? - ჰკითხა ბატონმა შალვამ.

- წიკლაურზე არ ვამბობ მე! - თქვა გურამმა.

- აბა, აბესაძეზე?

- არც აბესაძეზე ვამბობ!

- აბა, ვიზე ამბობ, ჭიჭინაძე?

- მე საერთოდ ვამბობ!

- საერთოდ რას ჰქვია, ვიჯდეთ კრიტიკოსები და 80 წლამდე არ ვაკრიტიკოთ ხალხი?

გურამმა ნერწყვი გადაყლაპა და დაჯდა.

- თქვენც ხომ წერდით, ბატონო შალვა, ლექსებს ახალგაზრდობაში და, თუ არ ვცდები, საკმაოდ ცუდ ლექსებს? - ჰკითხა დამწყებმა კრიტიკოსმა.

- ვწერდი და, რომ მითხრეს, ცუდიაო, დავანებე თავი, მეყო მაგდენი ჭკუა! - თქვა ბატონმა შალვამ. დარბაზი გამოცოცხლდა. კრიტიკოსი ცივად დაჯდა.

- ამხანაგებო, მე თქვენი მტერი კი არ ვარ, - დაიწყო ბატონმა შალვამ და ფეხზე წამოდგა, - დაწერეთ თქვენ კარგი ლექსები და მე პირველი მეხოტბე ვიქნები თქვენი. მე იმიტომ ვარ აქ, რომ გითხრათ, რა არის ცუდი და რა არის კარგი. აბა, არ უნდა ვუთხრათ წიკლაურს, რომ ამაყი შეიძლება იყოს ადამიანი, ცხოველი, პირუტყვი, ფრინველიც კი, მაგრამ - კიტრი? არ შეიძლება ასე, ამხანაგებო! რა გამოვა, ამხანაგებო, ახლა რომ ადგეს ვინმე ამერიკელი პოეტი და დაწეროს ლექსი; კომპასის ისარი იმიტომ არის მიმართული ჩრდილოეთით და სამხრეთით, რომ ჩრდილოეთში ტრუმენია და სამხრეთში - ჩანკაიშიო. მერე მიადგნენ ყველა ქვეყნის პოეტები და წერონ ასე? საუბედუროდ, ყველა ქვეყანას აქვს ჩრდილოეთი და სამხრეთი. საერთოდ, იცოდეთ, ამხანაგებო, ჩვენი ლიტერატურული წრე არ არის მოწოდებული იმისათვის, რომ ორმოცი გენიოსი გამოზარდოს. ღმერთმა დაიფაროს, რომ ორმოცი ბარათაშვილი, ორმოცი ილია, ვაჟა და აკაკი იყოს უნივერსიტეტში, ისიც იმ წრეში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ! არ მოიტყუოთ თავი, ბედნიერი იქნება საქართველო, თუ თქვენში ერთი, ან ორი ნიჭიერი პოეტი, ნიჭიერი პროზაიკოსი, კრიტიკოსი და მთარგმნელი გაიზრდება. და თუ თქვენ ეს არ იცით და ასე არ გჯერათ, სჯობს, ახლავე ადგეთ, დაიხუროთ ქუდები და წახვიდეთ სახლში! - ბატონი შალვა დადუმდა. დარბაზი მონუსხულივით გასუსულიყო და ადგილიდან არ იძროდა. ორმოცი კაცი განაბული იჯდა.

სხდომა დამთავრდა, მაგრამ ვერც ერთი ჩვენგანი ვერ ბედავდა პირველი ამდგარიყო და გასულიყო აუდიტორიიდან. ბატონი შალვა, ალბათ, მიხვდა ამ უხერხულობას, ამიტომ ადგა და პირველი გავიდა.

ნოდარ დუმბაძე

ბოლოსიტყვაობად

აი ახლა, შეგიძლიათ ყველა ახალგაზრდას, დამწყებ თუ მოყვარულ პოეტს წააკითხოთ ეს ამონარიდი.

მონატრებისფერიtag:www.qwelly.com,2015-04-04:6506411:Topic:9472742015-04-04T10:11:03.281Zთათიაhttps://www.qwelly.com/profile/tatiailura

დომენიკო, იცი, ადამიანები გაუცხოვდნენ... მზერაც, რაღაცნაირად, ცივი და დამცინავი გაუხდათ. მათი სახეები "შეყინულღიმილიანდა", გაიცრიცა, სიყალბე შეერია... თვალებისაც უნდა მეშინოდეს, დომენიკო?! ადამიანის უნდა მეშინოდეს?! არ შეიძლება ყველანი კარგები ვიყოთ?! არ შეიძლება მხოლოდ სიკეთე ვაკეთოთ და…

დომენიკო, იცი, ადამიანები გაუცხოვდნენ... მზერაც, რაღაცნაირად, ცივი და დამცინავი გაუხდათ. მათი სახეები "შეყინულღიმილიანდა", გაიცრიცა, სიყალბე შეერია... თვალებისაც უნდა მეშინოდეს, დომენიკო?! ადამიანის უნდა მეშინოდეს?! არ შეიძლება ყველანი კარგები ვიყოთ?! არ შეიძლება მხოლოდ სიკეთე ვაკეთოთ და ერთმანეთი ვაბედნიეროთ?! არ შეიძლება?!..

დომენიკო, იცი რა მომენატრა? ან – იცი, როგორ მომენატრა? დომენიკო, მომენატრა თბილი თვალები და თბილი ხელები. დომენიკო, გვირილებით სავსე მინდორში ფეხშიშველი სირბილი მომენატრა. "მიყვარხარ", "მენატრები", "მე უფრო".. მომენატრა.. კიდევ, აი ის სითბო მომენატრა.. სიყვარულისფერი სითბო. დომენიკო, იცი როგორ? იცი როგორ? კიი, შენ იცი როგორც..

გ. დოჩანაშვილი, "სამოსელი პირველი"
აღსარებაი მეფისა გიორგისიtag:www.qwelly.com,2015-01-22:6506411:Topic:9035612015-01-22T11:33:29.928Zთათიაhttps://www.qwelly.com/profile/tatiailura

“მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის ამქვეყნად, როგორც მეფეს, ისე როგორც კაცს, თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი ხალხისა მიტარებია. ვაჟკაციც ვიყავი და მშიშარაც, კეისარს ვებრძოდი, მეშინოდა ხვიარის ფესვებისა, გულზვიადიც ვიყავი და ლოთიც, მაგრამ ჩემი ხალხისათვის არასოდეს მიღალატნია.

ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავისა, თავის ხალხის მოღალატენი, კარგად ვიცი თვით…

“მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის ამქვეყნად, როგორც მეფეს, ისე როგორც კაცს, თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი ხალხისა მიტარებია. ვაჟკაციც ვიყავი და მშიშარაც, კეისარს ვებრძოდი, მეშინოდა ხვიარის ფესვებისა, გულზვიადიც ვიყავი და ლოთიც, მაგრამ ჩემი ხალხისათვის არასოდეს მიღალატნია.

ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავისა, თავის ხალხის მოღალატენი, კარგად ვიცი თვით ჩემს მსტოვარებში ნახევარი ბიზანტიელებსა ჰყავდათ შესყიდული, ნახევარი – სარკინოზებს.

როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას.

ბასიანთან აზნაურებს რომ არ ეღალატნათ, იქაც ვძლევდი ბასილი კეისარს.

თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის, რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშარებსა და მსტოვარებს.

სიყრმე და სიჭაბუკე საქართველოს შევალიე, მაგრამ ქართლელები “აფხაზს” მეძახდნენ, ხოლო აფხაზები – “ქართლელების მსტოვარს” მიწოდებდნენ ბაგრატოვანს, ლაზს.

დამანელა აზნაურებისა და სარდლების კინკლაობამ. ჩვენში ყოველ ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას – სარდლობა.

მუდამ ბიზანტიელებს ეგებოდნენ ფეხქვეშ ჩვენი სულელი აზნაურები და ღორმუცელა ეპისკოპოზები, მეფეები მწვანე ეტლებს მიეტრფოდნენ და ბიზანტიურ ხარისხებს, ამიტომაც არ მიყვარდა პაპაჩემი – გურგენ მაგისტროსი, მამაჩემი – ბაგრატ კურაპალატი, და მცხეთიდან გაქცევის წინაღამეს ჩემს ვაჟს წავეკიდე, ბაგრატს.

ჩვენი უბედურება ეგაა: სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს, ამიტომაც მუსრს ავლებდა საქართველოს სხვის ქვეყნებში ატეხილი ჭირი.

ხალხიც აზნაურებს ბაძავდა, პიპა, ამიტომაც მშვენიერს, “უცხოს” უწოდებდნენ, კარგ ქართულ თხილს – “ბერძნულს” ხოლო საუკეთესო ცერცვსაც – “ბერძნულს”.

სიმთვრალეში კარგი ვაჟკაცები ვართ და კარგი რიტორები, ეგაა ოღონდ – სიფხიზლის დროს ჩადენილი ცუდკაცობა სიმთვრალეში გვავიწყდება ხოლმე, ხოლო ქეიფის დროს დანაქადები უკვე აღარ გვახსოვს გამოფხიზლებულთ.

მეც მჭირდა ეგ სენი, სიმთვრალეში მოვაკვლევინე ფხოველებს დედიჩემის დისწული გირშელ, თრიაქით მთვრალმა.

ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს: მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია. მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები.”

მცირე ხანს დადუმდა თვალდახუჭული, უცნაურად დაემანჭა სახე...

კონსტანტინე გამსახურდია

"დიდოსტატის მარჯვენა"
იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილიtag:www.qwelly.com,2014-09-23:6506411:Topic:8265702014-09-23T15:20:09.804Zთათიაhttps://www.qwelly.com/profile/tatiailura

...როცა სიჩუმეში ნაპირს მომწყდარი ტალღა წკარუნით იმსხვრევა ქვებზე და მერე შიშინით, უხალისოდ დაიხევს უკან, სილაზე კი თეთრი ქაფი ტალღას ჩაბღაუჭებული თითებივით რჩება და როცა გრიშასავით შეეჭვდები, სინამდვილეა თუ არა, რომ ახლა სილიან ნაპირზე ზიხარ, უკან გადახრილი და ხელისგულებზე დაბჯენილი, მკერდზე კი ლამაზი ქალის სუნთქვას…

...როცა სიჩუმეში ნაპირს მომწყდარი ტალღა წკარუნით იმსხვრევა ქვებზე და მერე შიშინით, უხალისოდ დაიხევს უკან, სილაზე კი თეთრი ქაფი ტალღას ჩაბღაუჭებული თითებივით რჩება და როცა გრიშასავით შეეჭვდები, სინამდვილეა თუ არა, რომ ახლა სილიან ნაპირზე ზიხარ, უკან გადახრილი და ხელისგულებზე დაბჯენილი, მკერდზე კი ლამაზი ქალის სუნთქვას გრძნობ, მართლა დაეჭვდები, სინამდვილეა თუ არა ყოველივე ეს, რადგან ძალიან ბნელა... მაგრამ თითქოსდა შენი ეჭვების გასაფანტად უეცრად აბდღვრიალებული პროჟექტორი წამით თუ ცას მიებჯინება, მერე კი ნაპირს მოავლებს თვალს და შემკრთალი ქალი უნებურად მუხლებზე თუ გადაიჭიმავს კაბას, გაგეხარდება და მერე, სიჩუმეში, გახარებულმა, გრიშასავით უმიზეზოდ შეგიძლია წარმოთქვა წინადადება, რომელიც ასე თავდება: "...ხმა აღწევდა".

-ისინი ნაფერები დალალებისთვის იბრძოდნენ, — თქვა გრიშამ, — სილამაზეში, მთვარის შუქზე ალესილი დანებით იბრძოდნენ, შორიდან კი გიტარის ნაღვლიანი ხმა აღწევდა.

— რა ველურობაა, — თქვა ოდნავ შემკრთალმა ქალმა, — მაგრამ რაღაცით მაინც კარგია.

— სიყვარული ურევია და იმიტომ, — აუხსნა გრიშამ, — იქ, სადაც სიყვარული ურევია, ყოველივე ლამაზდება.

— სიყვარული ორგვარია, — დაიწყო ქალმა, მაგრამ გრიშამ გააწყვეტინა.

— ვიცი, ვიცი — ორგვარი კი არა, შვიდასგვარია, მაგრამ ისინი ნამდვილი სიყვარულისათვის იბრძოდნენ.

— აა... და რომელი მოერია?

— რა მნიშვნელობა აქვს — ერთ-ერთი.

— საწყალი მეორე, — წაიჩურჩულა ქალმა, — მე ის მეორე შემიყვარდებოდა.

— რა იცი, ეგება ის მეორე იყო ერთ-ერთი...

— რა უცნაური ლაპარაკი იცი, გრიშა, — პატარაზე გაიბუტა ქალი.

— მიყვარხარ და იმიტომ.

— მართლა?

— აბა, რა, განა ეს საკითხავია? — იო მოდო ლა კაზა.

— რატომ გიყვარვარ? — გაცელქდა ქალი.

— ლამაზი ხარ და იმიტომ.

— და სხვა... სხვა არაფერი?

ჰე, რა ძნელია ხანდახან პასუხის გაცემა... მაგრამ გრიშასათვის — არასოდეს. მაშინვე ჩურჩულით ალაპარაკდა, შესაბამის ატმოსფეროს ჰქმნიდა:

— ამის პასუხი ერთადერთი სიტყვაა, სხვადასხვა ბრუნვაში ორჯერ მოცემული: ადამიანისთვის ადამიანი. და ის თუ იცი, რა არის ადამიანისთვის ადამიანი?

— რა არის... ახლობელია...

— და სხვა არაფერი?

— რა ვიცი... არ ვიცი.

— ახლავე აგიხსნი, — თქვა გრიშამ და მიმოიხედა, — არის ერთი გამოთქმა, რომ ადამიანი ადამიანისათვის მგელია, მაგრამ მე, ამ შემთხვევაში შენი ახლობელი, სულ სხვა თვალსაზრისისა ვარ. და თუ გინდა, რომ აგიხსნა, აბა, თვალები დახუჭე და დინჯად, ნებისყოფიანად დაითვალე ათამდე.

— და უცებ მაკოცებ, არა?

— არა.

— აბა?!

— თუ გაინტერესებს, დათვალე, თუ არადა...

— კარგი, კარგი. თვალები დავხუჭო და ისე?

— ჰო.

— ერთი, ორი, სამი... — დაიწყო ქალმა და ბოლოს განგებ გააგრძელა, — ცხრა-ა, და — ა, აა-ათი... ათი! მითხარი ახლა... გრიშა, სადა ხარ?

ზღვა შრიალებდა მხოლოდ.

— გრიშა! — წამოიძახა ქალმა და წამოდგა, — სადა ხარ, გრიშა?

ძალიან ბნელოდა.

— გრიშა! კარგი ახლა, გამოდი, გრიშა! — და ქალი საკუთარმა კივილმა შეაკრთო, გულზე მიიხუტა თითები, თვალები გაუფართოვდა, სახე დაეძაბა, ბნელს მიაშტერდა და შიშმა ჟღარუნით დაუარა სხეულში — იქვე, შორიახლოს, უცნაურად გაფარჩხული კუნძი ეგდო.

— გრიშა! მოდი ჩემთან, გრიგოლ! ხმას აღარ გაგცემ, იცოდე, გრიგოლ!.. — და ქალმა სილაზე დაჰკრა ფეხი.

გაგიგონიათ?! — ვითომც არაფერი.

"ამ ქალაქგარეთ... ამ ქალაქგარეთ რა მინდოდა, გადაკარგულში, რა ვქნა..." — გაიფიქრა ქალმა და კუნძს ფრთხილად აუარა, ცდილობდა, არ შეეხედა და განზე იყურებოდა, მაგრამ პატარა ორმოში ჩაუვარდა ფეხი და მუხლზე დაეცა.

ამან მთლად არია ქალი, თანაც სიბნელიდან თავად შიში მისჩერებოდა გაყინული, წებოთი ამოვსებული თვალებით, წამოხტა და თვალდახუჭული გაიქცა სილიან ნაპირზე — საკუთარი ფეხის ხმაც კი არ ესმოდა, ვიღაცეები კი გრიალით მისდევდნენ, კაბასა და თმაზე ეტანებოდნენ, სიმწრისაგან თვალდახუჭული, ერთიანად აცახცახებული ქალი კი გარბოდა და უცებ რაღაცას რომ დაეჯახა, შეჰკივლა, სახეზე აიფარა ხელები და ჩაიკეცებოდა, იმ რაღაცას წელზე ხელი რომ არ შემოეხვია და არ ეთქვა:

— ეს მე ვარ, მე.

— გრიშა! — წამოიძახა გახარებულმა ქალმა და ჩაეხუტა, — სად იყავი, გრიშა?!

— სად წავიდოდი... შენ, რა, მიგატოვებდი, გეგონა?

— ჰო, — ამოისლუკუნა ქალმა და უფრო ჩაეხუტა, — რატომ შემაშინე, რატომ შემაშინე, გრიშა?!

— ნუ გეშინია, ნუ ტირი, აბა, შემომხედე... გეყოფა, კარგი, დაწყნარდი და კარგად დამიგდე ყური — აი, ესაა ადამიანისთვის ადამიანი.

— რა ესაა... რას ამბობ?

— აი, სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი, — უთხრა გრიშამ და თავზე გადაუსვა ხელი, — შენ მარტო იყავი, სუსტი და უმწეო, შენ მარტო იყავი ამ წკვარამსა და უკუნეთში, შენს წინ კი უზარმაზარი, გამუქებული ზღვა ავად შრიალებდა, პატარავ, და შეგეშინდა, მარტო იყავი, მარტოკინა, და ამიტომ შეგეშინდა. შენთვის ხომ ღამე იყო, ხომ ღამე იყო ამ ორიოდე წუთის წინ, ახლა კი, ჩემთან რომ ხარ, ჩახუტებული და დაჯერებული, ახლა ხომ დღეა, პატარავ, ხომ დღეა?

— დღეა, გრიშა, დღეა, — ტიროდა ქალი.

— ადამიანი ადამიანისთვის დღეა, — თქვა გრიშამ."

გურამ დოჩანაშვილი

იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი ანუ გრიშა და მთავარი

გრიშა და მთავარიtag:www.qwelly.com,2014-09-22:6506411:Topic:8258962014-09-22T17:45:49.302Zთათიაhttps://www.qwelly.com/profile/tatiailura

ჰეე, როგორი რთულია. ხანდახან იმის დადგენაც კი ჭირს, ვინ ცუდია და ვინ კარგი. რამდენჯერ მოგვსვლია: შეხედავ კაცს, - მოგეწონება; გაიცნობ - მოგეწონება; დაგელაპარაკება - მოგეწონება; დაგელაპარაკება ისევ - უიმე, მტრისას... შემოიკრავ თავში ხელს როგორ შევცდი, ვინ მეგონა და...

პირიქითაცაა - შეხედავ, აგბურძგლაავს, გაიცნობ-…

ჰეე, როგორი რთულია. ხანდახან იმის დადგენაც კი ჭირს, ვინ ცუდია და ვინ კარგი. რამდენჯერ მოგვსვლია: შეხედავ კაცს, - მოგეწონება; გაიცნობ - მოგეწონება; დაგელაპარაკება - მოგეწონება; დაგელაპარაკება ისევ - უიმე, მტრისას... შემოიკრავ თავში ხელს როგორ შევცდი, ვინ მეგონა და...

პირიქითაცაა - შეხედავ, აგბურძგლაავს, გაიცნობ- დაგბურძგლავს, დაილაპარაკებს - დაგთუთქავს, მერე კიდევ მოუსმენ, შეხედავ, ახედავ, დახედავ და... არც ისე ცუდი კაცია. და მერე სულ ერთია - არაა ცუდი.

მაგრამ მესამენიც არიან, სერგო ჩემო, ყველაზე ძნელი ხალხი: შეხედავ - კარგია, გაიხედავ - ცუდი, გაივლი, გამოივლი, შეხედავ - ისევ კარგია, წახვალ, წამოხვალ - მაინც ცუდი... წარმოგიდგენია? - ხან კარგი, ხან ცუდი, ხან კარგი, ხანაც... და სულ ასე. საერთოდ კი, რომ აღინიშნოს ამ მესამე კატეგორიაში რაოდენობრივად ყველაზე მეტი შედის, ასეთებისთვისაა, რაღაცას რომ ვცდილობ...

ისე ცხოვრებაში ძალიან ძნელია, კაცი რომ ამოიცნო, ლიტერატურაში კი იცოცხლე, გაგიხარია - გმირი ან ცუდია ან კარგი, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ უმცირესობაა მხოლოდ კარგი ან მხოლოდ ცუდი, უმრავლესობა კი ცუდ-კარგია... ასეთია შინაარსობრივად ჩემი აზრი. ამ ცუდ-კარგებს კი, სერგო ჩემო, მოფერება უნდა, გაგება უნდა, დაყვავება, გაწყრომაც კი უნდა ხანდახან, დარიგებაც - მთავარია, უშუალო იყო. გაპრანჭულ ხალხს ვერ ვიტან, ის რა კაცია, სანამ პასუხს გაგცემს, ჯერ გუნებაში რომ აწონ-მიწონ-მოწონის და მერე ვერცხლის ლანგრით ჭკვიანურ პასუხს მოგართმევს - იმისი სიტყვა სხვაა, ის არაა ნამდვილი სიტყვა.

ვრცლად: იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი

ქუჩიtag:www.qwelly.com,2014-09-15:6506411:Topic:8219752014-09-15T20:27:03.690Zkhatuna zitanishvilihttps://www.qwelly.com/profile/khatunazitanishvili

ბალახი ვარ მთისა, ერთის დიდის სალის კლდის შუა გვერდზედ მოსული. ჩემს გვერდით სხვა მცენარე ვერა ხარობს. განგებას მხოლოდ ჩემთვის დაუწერია: ქუჩო! კლდე იყოს შენი დედ-მამა, შენი ბედი და იღბალი, შენი წარსული და მომავალიო!

– კლდეო! განა, რომ შენა ხარ ჩემი დედ-მამა, ჩემი მცველი და პატრონი?

– მე ვარ, ნუ გეშინიან, შავბნელო.

გარშემო მარტყია მაგრად დაჭედილი ლოდები. ვინ იცის, სადამდე აქვთ გადგმული ძირი; ზოგი ამათგანი…

ბალახი ვარ მთისა, ერთის დიდის სალის კლდის შუა გვერდზედ მოსული. ჩემს გვერდით სხვა მცენარე ვერა ხარობს. განგებას მხოლოდ ჩემთვის დაუწერია: ქუჩო! კლდე იყოს შენი დედ-მამა, შენი ბედი და იღბალი, შენი წარსული და მომავალიო!

– კლდეო! განა, რომ შენა ხარ ჩემი დედ-მამა, ჩემი მცველი და პატრონი?

– მე ვარ, ნუ გეშინიან, შავბნელო.

გარშემო მარტყია მაგრად დაჭედილი ლოდები. ვინ იცის, სადამდე აქვთ გადგმული ძირი; ზოგი ამათგანი ყურსაც არ მიგდებს, თითქოს არც კი ვარსებობდე; ისინი თვალდაშტერებით დასცქერიან უფსკრულს. რას ეძებენ, რა დაუკარგავთ იქ? მე არ მეტყვიან, ათასჯერაც რომ ვკითხო, რაღასაც ფიქრობენ, უსაზღვროა იმათი ფიქრი, გამოუცნობელია იმათი გულის წადილი. ხანდახან კლდე ოხრავს, ალბათ, დარდი რამ აწუხებს. სხვაფრივ შეუდრეკელი და გულმაგარია ჩემი დედა; იმას როდი აშინებს ზვავი, რომელიც ზამთრობით ჭექა-ქუხილით თავზე დაგვაწვება ხოლმე, მოვა და გრიალით ჩავარდება უფსკრულში, დაეცემა და, თითქოს დაისვენაო, მძიმედ ამოიოხრებს. კლდე ხანდახან კიდეც სტირის. მეც ვსტირი მაშინ, დედის ცრემლებსა ვხედავ და იმიტომ. დედაჩემი თავის დახოცილს შვილებსა სტირის, რომლებიც მუდამ თვალ-წინ უწყვია; ბევრიც რომ უნდოდეს, თვალს ვერსაიდამ მოაცილებს. კლდის შვილები ლოდებია, დაბლა რომ ჰყრია ერთი-ერთმანერთზედ, კლდის ძუძუთგან მონაწყვეტი, იმის მკერდის ანაგლეჯი…

აგერ, დაბლიდამ როგორ გულსაკლავად შემოსცქერიან თავის მშობლებს, თითქოს ეხვეწებიან, რატომ მანდ არ აგვიყვან, რატომ შენს ახლოს არა ვართო. ამაო იქნებოდა იმათი თხოვნა, იმათი ვედრება, კიდეც რომ შეეძლოთ ამის ნატვრა; მაგრამ რა შეუძლიანთ. მეც იმათ დავსცქერი თავზე და თითო-ოროლ წვეთობით ნამს ვასხურებ. იმათთვის ეს მეტისმეტად სასიამოვნოა..

ნეტა ერთიც არის მეგობარი მომცა, ხანდახან მაინც გამოვესაუბრებოდი. ღმერთმა ყვავილებს უშველოთ, გაღმა მთის ფერდიდამ რომ გამომცქერიან. ტკბილად დუდუნებენ, ტკბილად მღერიან ნაზის, დაბალის ხმით; ისინიც, როგორც მე, ბედკრული, შესტრფიან პირიმზეს. ლამაზო პირიმზევ, როგორ შორსა ხარ ჩემზედ, მაგრამ მაინც როგორ მიკოდავ გულსა!

მე როგორ შევსტრფი, თვალგულდამშეული შევსცქერივარ, თვალს ვერ ვარიდებ ერთს წუთას, ისე მიყვარს, და ის-კი ერთხელაც არ გადმომხედავს, რომ ჩემი მოკლული, დამწვარი გული გაცოცხლდეს; ის მზეს შესცქერის, იმას ეტრფის. პირიმზე მზის მოტრფიალეა. აღმოსავლეთიდამ დასავლეთამდე თვალს და პირს იმას აყოლებს; როცა მზე ჩავა, დაიქვითინებს, იწყენს სატრფოს განშორებას. პირიმზეს ტირილი მეც ამატირებს. გუშინ, ვგონებ, მეც გადმომხედა. არა, ის წმინდაა, უცოდველი, მე-კი უშნო და ცოდვილი. მე განა სისხლითა და ბურტყლით უნდა ვიყო შემურული?! ეს სულ იმ ბებერის არწივის ბრალია, ჩემს გვერდით რომ ბუდობს. გაიღვიძებს თუ არა დილით, მოჰყვება საზარელს ყეფას, ვიღაცას ემუქრება, აბრიალებს იმ დიდრონს, სისხლის მოყვარულს თვალებს და მერე გასწევს სადავლოდ; ყველა ფრინველები გზას უთმობენ. მოიტანს ნანადირევს, დაჯდება ჩემს ზემოდამ ერთს ამოჩემებულს ლოდზედ, სწიწკნის, სისხლი ჩამოსდის და მე დამდის. საიდამ მოვერიდები? სისხლით წითლად ვილესები, მერე მზე დამხედავს და ახმობს ჩემს ტანზე ამ სისხლსა. იკურთხოს წვიმის გამჩენი! ხანდახან ის გამბანს ხოლმე. უთუოდ ამ სისხლის გამო მარიდებს პირიმზე თვალსა, თორემ ერთხელაც იქნებოდა დამიძახებდა: ქუჩო! კლდის შვილო, გამარჯობა შენიო!

მიყვარს ეს ყვავილი… იმას კაცები პირიმზეს ეძახით, რადგან პირი და თვალები მუდამ მზისკენ აქვს მიპყრობილი, მზის მოტრფიალეა; როგორც შვილის თვალები თან დასდევს დედას და სცდილობს არსად დაემალოს დედა, ისე ამისი. მზე დედაა, პირიმზე – შვილია მზისა.

ვინ იცის, თუ მე პირიმზე მიყვარს? მაინც რაა ასეთი სიყვარული? მე იმასთან ვერ მივალ, ის ჩემთან, ერთმანერთს ვერ ვაკოცებთ. ასეთი სიყვარული სასიამოვნო ტანჯვაა. მოუთმენლად ველი განთიადს, მაშინ დავინახავ ხოლმე ჩემს სატრფოს. როცა ზამთარი დადგება, ჩემი გულიც მაშინ ჩაშავდება და პირიმზეც მიწაში ჩადნება. ნეტავი მეც ჩავდნებოდე, რომ ეგებ ერთი ჩემი ნაწილი შეხვდებოდეს იმისას პირისპირ. დადგება გაზაფხული, პირიმზე ცოცხლდება და მეც მაშინ ვცოცხლდები. მავიწყდება ჩემს ქედზედ მოკიდებული ხავსი და ობი, თავი პირიმზე მგონია და გიჟივით ვამბობ: შენი ჭირიმე, ლამაზო, შენი!

ნეტავ ვიცოდე, სად მიდიან ზამთრობით ყვავილნი? ვგონებ, ამას სიკვდილი ჰქვიან. ვინ მასწავლა მე სიტყვა სიკვდილი? აი ამ ლოდმა, ჩემს გვერდზე რომ ცხვირი წამოუშვერია და მრისხანედ დასჩერებია ქვეყანას. ამან და იმ ორასის წლის ბებერმა არწივმა. არა, სიკვდილი კარგი არ უნდა იყოს. გუშინ რომ მაგ დაუსვენარმა ბებერმა ერთი როჭო შეყლაპა. ჩემს თავზე, რამდენსა ჰკვნესოდა საბრალო და ის-კი შეუბრალებლად სწიწკნიდა, ჰგლეჯდა თავისის ალმასის ნისკარტით.

– ქუჩო, ბენტერავ, მაგასა ჰქვიან სიკვდილიო! – წამომჩურჩულა ლოდმა. მე როჭოს სიბრალულით ვსტიროდი. თუ მართლა ესაა სიკვდილი, კარგი არ უნდა იყოს…

ერთხელ საზარელი სანახავი ვნახე, ისიც სიკვდილსა ჰგავდა. აგერ დაბლა, შორს რომ დიდი მინდორი მოჩანს, იმ მინდორზედ მოჰხდა ეს ამბავი. ორპირად, ორის მხრითგან გამოჩნდა ხალხთა გროვა. ყველანი ლამაზები იყვნენ, ლამაზად ჩაცმულ-დახურულები; ცხენებზედ ისხდენ ტურფად, მოხდენით და ერთმანერთისკენ მიდიოდენ სისწრაფით. სიშორის გამო არ მესმოდა, რას ამბობდენ. დაერივნენ ერთმანერთს, იარაღის ბრჭყვიალს თვალს ვერ ვუსწორებდი, მწვავდა. ერთმანერთს ცხენებიდამ ჰყრიდენ, ჰქელავდენ, მახვილსა სცემდენ.

ბოლოს დროს, თითქოს ჯანღი დაეხვიაო, დაიმალნენ ყველანი. ჯანღი რომ გადიკრიფა, საღამოხანიც მოახლოვდა. ვნახე, რომ მხედარნი თავის ცხენებითურთ ეყარნენ მინდორზე უსულოდ, როგორც აი ეს ლოდები. ეს სურათი ჩემთვის სატირელი სურათი იყო და ვიტირე კიდეც. სილამაზე, შვენება დაჰკარგოდათ. ეს მეწყინა და ამან ამატირა.

მზეო, დამხედე! წვიმავ, დამნამე! კლდეო მაღალო, შეინახე ჩემი ფესვები, სიცოცხლეს ნუ დაუკარგავ, ნუ ამომთხრი, ნუ ამომაგდებ!

პირიმზევ, ტურფავ, ლამაზო! შენის სილამაზის მზეს, ათასში ერთხელ მაინც გადმომხედე, მაღირსე შენი ღიმილი! საწყალი, ბეჩავი ქუჩი ვარ, შემიბრალე! ნიავო მთისავ, ბუნების მაცოცხლებელო სულო! დამბერე, გააგრილე ჩემი მხურვალე გული!

არწივო, მედიდურო ფრინველო! თუ გწამს ღმერთი, ეცადე, რომ ჩემს თვალებს არ აჩვენო, როცა უცოდველად სულდგმულთა სისხლს აქცევ; ჩემს ყურებს ნუ გააგონებ იმათს კვნესას, რადგან იმათი კვნესა ჩემი კვნესაა, ჩემი გულის ოხვრა და ვაებაა. დამბადებელო, დამიფარე, შემინახე უნაყოფო კლდეზე დაკიდებული ქუჩი!..

ვაჟა-ფშაველა

ჯემალ ქარჩხაძეtag:www.qwelly.com,2014-07-18:6506411:Topic:7664992014-07-18T09:30:11.666Zთათიაhttps://www.qwelly.com/profile/tatiailura

როცა სიმწარე დაგკრავს ხელს სიკვდილის ნატვრა, სიკვდილის ნატვრა კი არ ყოფილა, არამედ სიცოცხლის განწირული სიყვარული! სიცოცხლის ყვავილს მტერ-მოყვარე ასაზრდოებს და ვიდრე ერთიცა და მეორეც გვერდით გეგულება, სიკვდილის ნატვრა ცრუ ნიღაბია, რომელიც სიცოცხლის გააფთრებულ სიყვარულს შენს მოსტაყუებლად აუფარებია! სიკვდილისა მხოლოდ მშვიდი მოლოდინი შეიძლება,…

როცა სიმწარე დაგკრავს ხელს სიკვდილის ნატვრა, სიკვდილის ნატვრა კი არ ყოფილა, არამედ სიცოცხლის განწირული სიყვარული! სიცოცხლის ყვავილს მტერ-მოყვარე ასაზრდოებს და ვიდრე ერთიცა და მეორეც გვერდით გეგულება, სიკვდილის ნატვრა ცრუ ნიღაბია, რომელიც სიცოცხლის გააფთრებულ სიყვარულს შენს მოსტაყუებლად აუფარებია! სიკვდილისა მხოლოდ მშვიდი მოლოდინი შეიძლება, მოუთმენელი ნატვრა კი-არა. ხოლო მშვიდი მოლოდნის ჟამი მაშინ დაგიდგება, როცა მტერიცა და მოყვარეც ორივე შემოგეცლება და მარტო დარჩები..