1. კომპლექსში შემავალი ნაგებობები

ღვთისმშობლის ტაძარი, გალავანი, კოშკები, სამრეკლო.

2.ადგილმდებარეობა

მეტეხის ტაძარი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, მისგან დასავლეთით 10 კმ–ში მდებარე სოფელ მეტეხის ცენტრში.

3.რუკა

4.ისტორიული მიმოხილვა

მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი თარიღდება XIII საუკუნით. ნაგებობები რამდენჯერმეა შეკეთებული. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში აღდგენილია მეტეხის ტაძრის გუმბათი, კამარები, კედლების ზედა მონაკვეთები, ორნამენტიანი სამკაულები. უკანასკნელად სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა სპეც. სამეცნიერო-სარესტავრაციო საწ. სახელოსნომ 1968 წელს. ტაძარი გადახურეს კრამიტით, გაწმინდეს და კეთილმოაწყვეს ტერიტორია.

5. არქიტექტურული აღწერა:

kaspis metexi

gegma

ა) მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (15X20 მ), ნაგებია კარგად დამუშავებული ბაზალტის კვადრებით. ფასადებში ჩართულია მწვანე ფერის ქვებიც. შესასვლელი ორი აქვს – სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ორივე შიგნიდანDთაღოვანია, გარედან – ოთხკუთხა. გუმბათი აღმართულია აფსიდის კედლებსა და დასავლეთის წყვილ ბურჯზე. ნახევარწრიული აფსიდი იატაკის საერთო დონიდან ორი საფეხურითაა ამაღლებული. აფსიდს ერთსაფეხურიანი ჩამოსაჯდომი გასდევს, ღერძზე კი, ღრმა ნიშის სახით, საწინამძღვრო ტახტია მოწყობილი. აფსიდში სამი სარკმელია. ტაძრის აღმოსავლეთ მკლავებშორისი მონაკვეთები გაყოფილია ორ სართულად. პირველ სართულზე, საკურთხევლის ორივე მხარეს, სამკვეთლო და სადიაკვნეა. აფსიდთან მხოლოდ სამკვეთლო არის უშუალოდ დაკავშირებული. სამკვეთლოსა და სადიაკვნეს თავზე სამალავი საკნებია. ყველა სათავსს ნახევარწრიული აფსიდი და ვიწრო სარკმელი აქვს. ტაძრის განივი მკლავები ტოლია, ხოლო გრძივი მკლავები გათანაბრებულია საკურთხეველზე ღრმა Bბემის დამატებით. გუმბათქვეშა თაღები ნახევარწრიულია და ორი საფეხურისგან შედგება. ისინი ამავე დროს გუმბათის ყელისა და მკლავების კამარების საყრდენს წარმოადგენს. თაღებზე უშუალოდ დევს წრიული თარო, რომელიც გუმბათის ფუძეზეა შემოყოლებული.

დასავლეთ ფასადის ორნამენტი
დასავლეთ ფასადოს ორმანეტი
კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა განხორციელებულია აფრებით. გუმბათის ყელი ზევით ძლიერ შევიწროებულია. მასში 12 სარკმელია. ტაძრის მკლავები გადახურულია ნახევარწრიული კამარებით. კამარებში ორ-ორი სარკმელია. დასავლეთ მკლავის გრძივი კედლები არასწორი მოყვანილობის დაბალ თაღებზეა ამოყვანილი. თაღების ერთ მხარეს გუმბათქვეშა ბურჯს ეყრდნობა, ხოლო მეორე მხარეს – ორნაწილიან პილასტრებს.

 

გრზივი განაკვეთი
სამხრეთი ფასადი

ტაძრის გარე მასების კომპოზიციურ ცენტრს წარმოადგენს თორმეტწახნაგა გუმბათი. მას გლუვი რთულპროფილიანი ლავგარდანი (თარო, ლილვი, წრეთარგი) აქვს. დეკორატიული მორთულობა დაზიანებულია. ფასადებზე საპერანგე ქვებიც და ორნამენტული ელემენტებიც ბევრგან შეცვლილია, გადაწყობილია ან საერთოდ აღარ არსებობს. მეტეხის ტაძრის მორთულობის შემკვრელი იყო დეკორატიული თაღედი, რომლის მცირე ნაწილია შემორჩენილი. ასეთი თაღედი გასდევდა ძირითადი მკლავების გვერდით კედლებსაც. შემორჩენილია ქვედა ლილვები. ოთხივე ფასადზე ერთი და იგივე დეკორატიული მოტივი მეორდება: დიდი ჯვარი და სარკმლის მოჩარჩოება, უამრავი მედალიონი. ისინი უმთავრესად კედლების ცენტრალურ არეებზეა თავმოყრილი (გვიანდელი ჭრა მარტივი, მშრალი და ნაკლებად პლასტიკურია). აღმოსავლეთ ფასადის ჯვარი, რომელსაც თითქმის მთელი ცენტრალური მკლავი უჭირავს, გლუვი ლილვებისაგან შედგება. მისი არშიაც გლუვია. თითოეული მკლავის ბოლოში მრგვალი მედალიონია ჩასმული, ხოლო მკლავების გადაკვეთის ადგილი გირჩითაა ხაზგასმული. ქვევით ჯვრის ლილვები უწყვეტადD გადადის ჯერ მედალიონების, შემდეგ კი საკურთხევლის ცენტრალური სარკმლის მოჩარჩოებაში, ვერტიკალურად ეშვება და შუა ფასადზე წყდება.

kaspis metexi
სამრეკლო

ბ) გალავანი (70X60 მ, კედლის სისქე 0,7 მ) ნაგებია ნატეხი ქვით, ბევრგან ჩართული მოზრდილი ზომის ლოდები, წყობაში გვხვდება აგური და რიყის ქვაც. გალავანი და კოშკები გვიანდელ ფეოდალურ ხანას განეკუთვნება. XIX საუკუნეში გალავანზე დასავლეთიდან მიუშენებიათ სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა, რომელიც ნაშენია რიყის ქვით. გალავანს სამხრეთით ჰქონია კარიბჭე (ამჟამად ლითონის კარიოა ჩამოკიდებული).
გ) გალავანში ჩრდილო-დასავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ჩაშენებულია კოშკები. ერთი სწორკუთხა ყოფილა (მთლიანად დანგრეულია), მეორე ცილინდრულია და ზევით საგრძნობლად ვიწროვდება (დიამეტრი 4,4 მ). კოშკს ჩრდილოეთით სწორკუთხა შესასვლელი აქვს.
დ) სამრეკლო მეტეხის ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთითაა. ნაგებია აგურით. იგი XIX საუკუნეში დაუშენებიათ გალავანში ჩართულ ცილინდრულ კოშკზე. სამრეკლოს გუმბათი შიგნით ნახევარსფერულია, სახურავი – პირამიდული, კეხზე ლითონის ჯვარი ადგას. სამრეკლო ოთხივე მხარეს თაღოვანი ღიადებითაა გახსნილი. თაღები ნახევარწრიულია და ოთხკუთხა დეკორატიულ ჩარჩოებშია ჩასმული.

6. ძეგლის დაქვემდებარება და სტატუსი:

კასპის მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი სამთავისისა და გორის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

ტეგები: qwelly, კასპი, მეტეხის_ტაძარი

ნახვა: 253

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How do Final Fantasy XIV players get Opo Opo brown dye?

გამოაქვეყნა Selena_მ.
თარიღი: ოქტომბერი 26, 2021.
საათი: 6:34am 0 კომენტარი

Opo Opo Brown Dye is one of many brown shades that players can color their clothing in Final Fantasy XIV. This dye is named after Opo Opo, which is an animal skin creature in Final Fantasy XIV. Opo Opo brown dye has a brighter hue, similar to a lighter brown or pigment between dirt. It is an excellent dye for those who want their clothes to have a rustic or natural feel.

New players should remember that they cannot dye armor in Final Fantasy XIV until they complete the side quest…

გაგრძელება

The 2-0 Cardinals will be focusing on the Jaguars

გამოაქვეყნა Weiweismart_მ.
თარიღი: ოქტომბერი 26, 2021.
საათი: 5:15am 0 კომენტარი



The Madden series has had mixed reviews in recent years, with critics acquiescing to the long-standing complaints of hardcore fans and casual players. EA has begun to introduce new features and game modes to Madden to emphasize the …

გაგრძელება

სიენას ფოტოკონკურსის გამარჯვებულები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 24, 2021.
საათი: 10:52pm 0 კომენტარი

      სილამაზე სუბიექტურია. მართალია ყველას თავისებურად ესმის ის, მაგრამ მსოფლიოში არაერთი კონკურსი ტარდება რომელიც სხვადასხვა სილამაზეს გამოავლენს. საბოლოოდ, ჟიური ირჩევს ერთს, მაგრამ ეს მაინც არ ნიშნავს რომ საზოგადოება ამ არჩევანს გახდის მისთვის მოსაწონს. სიენას საერთაშორისო ფოტო დაჯილდოება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული ფოტოდაჯილდოებაა. ათასობით ფოტო იღებს მონაწილეობას და გამარჯვებლები 11 სხვადასხვა კატეგორიაში ჯილდოვდებიან.…

გაგრძელება

ხმელი ფოთოლი მარადისობად

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 23, 2021.
საათი: 10:02pm 0 კომენტარი

      ხელოვნების თანამედროვე ნიმუშები ძვირადღირებული პროდუქციისგან არ იქმნება - ბუნებას უკეთ უნდა ვაკვირდებოდეთ. ამ სიტყვების ავტორი მე არ ვარ, ის ესპანელ ხელოვან ლორა დალა ვეკიას (Laura Dalla Vecchia) ეკუთვნის. დიახ, პირდაპირი მნიშვნელობით ბუნების ნაჩუქარ ფოთლებს იყენებს მოლბერტებად. არსად არ დადის და არაფერის ეძებს - უბრალოდ მიწაზე იყურება და ჩამოცვენილ ფოთლებს, ბუმბულებს აგროვებს. მისი არტი, სწორედ ამ ხმელ ფოთლებზე იქმნება - ქარგას.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters