4 ივნისს (ძვ. სტ22 მაისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მოწამე ვასილისკოს

მოწამე ვასილისკო, წმინდათა ცხოვრება, თვენი, ივნისი, ქველი, qwelly, june

     წმინდა დიდმოწამე თეოდორე ტირონის ძმისწული ვასილისკო იყო და იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის დროს ძმებთან, ევტროპისა და კლეონიკესთან ერთად აღესრულა ქრისტესთვის. წმიდა მოწამენი კლეონიკე და ევტროპი ჯვარზე გააკრეს (ხს. 3 მარტს), მოწამე ვასილისკო კი კომანში (დასავლეთ საქართველო) გადაასახლეს. საპყრობილეში მყოფ წმიდა ვასილისკოს უფალმა დახმარება აღუთქვა და აუწყა, რომ მოწამეობრივად აღესრულებოდა კომანში წმიდანმა დილეგის დარაჯებს სთხოვა, მშობლიურ სოფელში გაეშვათ ოჯახთან გამოსამშვიდობებლად. დარაჯებმა, რომლებიც პატივს სცემდნენ წმიდანს მის მიერ აღსრულებული სასწაულებისა და ღვთივსათნო ცხოვრებისათვის, შეუსრულეს მას თხოვნა.

     აგრიპამ ამ ამბვის შეტყობის თანავე მკაცრად დასაჯა დარაჯები. მან მაგისტრის მეთაურობით ჯარი გაგზავნა წმინდანის მოსაყვანათ.საპყრობილეში დაბრუნებულ ვასილისკოს მძიმე ბორკილები დაადეს, ფეხზე კი ლურსმნებგაჩრილი რკინის ჩექმები ჩააცვეს და კომანში გაგზავნეს.

     სიცხისგან შეწუხებული მგზავრები ერთ-ერთ სახლში შევიდნენ დასასვენებლათდ, წმინდა მოწამე კი სიცხეში გარეთ დააბეს.მძიმე ბორკილებით შეჭურვილი წმიდანი მხურვალედ ევედრებოდა უფალს. მოულოდნელად ზეციდან გაისმა ხმა: „ნუ გეშინინ, მე შენთანა ვარ“. მიწა იძრა, კლდე გაიპო და წყარომ ამოხეთქა. მიწისძვრით შეშინებული მაგისტროსი, ჯარისკაცები და ოჯახის დიასახლისი ტროიანა გარეთ გამოცვივდნენ და მომხდარი სასწაულით განცვიფრებულებმა წმიდა მოწამე გაათავისუფლეს. წმიდანთან სოფლის მცხოვრებლები მოდიოდნენ და კურნებას იღებდნენ.

     ბოლოს მოწამე მმართვეკ აგრიპასთან მიიყვანეს. ამ უკანასკნელმა კი წმინდანს კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა.მოწამემ უპასუხა: „მე ყოველ ჟამს ვწირავ უფალს სადიდებელ და სამადლობელ მსხვერპლს“. წმიდანი სამსხვერპლოსთან მიიყვანეს. მოულოდნელად ზეციდან ცეცხლი გარდამოხდა, სამსხვერპლო დაწვა, კერპები კი მტვრად აქცია. აგრიპას ბრძანებით წმიდანს თავი მოჰკვეთეს, გვამი კი მდინარეში გადააგდეს. წმიდა ვასილისკო აღესრულა 308 წელს. ქრისტიანებმა გამოისყიდეს მისი წმიდა ნაწილები და პატივით დაფლეს. მალე აქ გაშენდა წმიდა ვასილისკოს სახელობის ტაძარი. კომანში გადმოსახლებულ წმიდა იოანე ოქროპირს (ხს. 13 ნოემბერს) სიკვდილის წინ გამოეცხადა წმიდა ვასილისკო და აუწყა: „ხვალ ჩემთან იქნები“. წმიდა მოწამე ვასილისკოს მოღვაწეობა ხალხს მისი წამების თვითმხილველმა, წმიდა ევსეღნიმ (ხს. 5 აგვისტოს) აცნობა.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 4 ივნისი, Qwellyland, თვენი, ივნისი, მოწამე, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 310

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მასპინძელი პრეზიდენტი და მალაჩიკაშვილის საპარლამენტო ბრძოლა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 29, 2020.
საათი: 11:03pm 2 კომენტარი

      სხვა მოლოდინი ვერც იქნებოდა - მთელი დღის განმავლობაში ჩვენი პრეზიდენტის სტუმართმოყვარეობის განხილვა იყო, მითუფრო რომ ეს სტუმართმოყვარეობა კანონის გვერდის ავლით უნდა განხორციელდეს. ვერც განმარტებებმა და ვერც ფრაზების შინაარსის თარგმანებამ ვერ გაანეიტრალა ოპოზიციის კრიტიკა პრეზიდენტის ევროსაბჭო-გამოსვლაზე. დღის მეორე თემა მაცალიკაშვილებს უკავშირდებოდა და მამის პარლამენტში შესვლის სურვილს, ბრძოლას კართან.

საქართველოს და მსოფლიოს…

გაგრძელება

იზორიების საქმე, შეწყვეტილი გამოძიება და პრეზიდენტი ევროპის წინაშე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 28, 2020.
საათი: 6:30pm 1 კომენტარი

      იანვარი დასასრულისკენ მიდის და ქვეყანა საგაზაფხულო სამზადის იწყებს - ამინდში წვიმებმა თოვლის მოლოდინი ჩაანაცვლა და ყინვაც უბრალოდ დაბალ ტემპერატურად გადაკეთდა. ქვეყანაში და მთავარი ამბავი მეგრულია - იზოროების სატელევიზიოდ გახმაურებული საქმე დღის პირველი თემაა, მეორე კი პრეზიდენტის ევროპული გამოსვლა და კრიტიკული კითხვები კოლეგებისა და თუ დეპუტატებისგან. მაჩალიკაშვილების გამოძიებაც შეწყდა. ცხადია ბოლო დღეების მთავარ თემად რჩება ჩინური ვირუსი,…

გაგრძელება

კორონავირუსი მსოფლიო მასშტაბებით და ევროსაბჭოს ქართული განხილვა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 27, 2020.
საათი: 11:00pm 4 კომენტარი

      იანვრის ვირუსებმა შიდა ზამთრის ციება აღმოსავლეთიდან მოიტანეს და სიცივის ნაცვლად, ცხოველების ჭამისგან აკიდებული სასიკვდილო შხამი გაავრცელეს მსოფლიოში. ამიტომ ჩინური კორონავირუსის ამბავი დიდი ხანია გასცდა რომელიმე ქვეყნის შიდა პრობლემას. საქართველოშიც ერტ-ერთი ყველაზე აქტუალური აბავი სწორედ ამ თემას უკავშირდება, დღის მეორე თემა ამერიკასა და ევროპაში ქართული სახელმწიფოს იმიჯი და პრობლემების მათეული ხედვა-შეფასება-განხილვა…

გაგრძელება

ყინვის მოლოდინი, პოლიტიკური ტემპერატურა საკრებულოში, სასამართლოსა და ომბუდსმენთან

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 24, 2020.
საათი: 11:30pm 5 კომენტარი

      იანვარში ზამთარმა კუდი იმდენად მოიქნია, რამდენადაც საშინელი ყინვა, ქარი და სიცივე გაუჯდა ძვალ-რბილს, თოვლი და წყაპი არ გვაქვს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, 25-27 იანვარს ყინვაა მოსალოდნელი, მაღალმთაში კი ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცემაო. ტემპერატურამ ძალიან აიწია ბარში - მაღალი ტემპერატურის თემები - მაღალი ჩინის ოჯახის წევრობა, მოზარდების ზრდასრული დანაშაული, ნაცემი დეპუტატი, ძვირი რეკლამა და კონგრესმენების ახალი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters