5 ივნისი - Qwelly2024-03-29T14:59:53Zhttps://www.qwelly.com/group/june/forum/topic/listForTag?tag=5+%E1%83%98%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98&feed=yes&xn_auth=noღირსი დამიანე - დემეტრეყოფილიtag:www.qwelly.com,2014-04-06:6506411:Topic:6670122014-04-06T15:55:33.565Zდავით ბილიხოძეhttps://www.qwelly.com/profile/dato

5 ივნისს (ძვ. სტ. 23 მაისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს ღირს დამიანე,დემეტრეყოფილის, "შენ ხარ ვენახის" მთქმელს

ღირსი დემეტრე იყო საქართველოს მეფის დავით აღმაშენებლის შვილი. წმინდა დემეტრე დაახლოებით 1095 წელს დაიბადა. დემეტრეს აღზრდაზე ერთნაირად ზრუნავდნენ როგორც სასულიერო, ასე საერო და სამხედრო მეცნიერების საუკეთესო წარმომადგენლები, როგორც მემატიანე…

5 ივნისს (ძვ. სტ. 23 მაისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს ღირს დამიანე,დემეტრეყოფილის, "შენ ხარ ვენახის" მთქმელს

ღირსი დემეტრე იყო საქართველოს მეფის დავით აღმაშენებლის შვილი. წმინდა დემეტრე დაახლოებით 1095 წელს დაიბადა. დემეტრეს აღზრდაზე ერთნაირად ზრუნავდნენ როგორც სასულიერო, ასე საერო და სამხედრო მეცნიერების საუკეთესო წარმომადგენლები, როგორც მემატიანე წერს დემეტრე "სიბრძნით, სიწმინდით, ახოვნებითა და სიმხნევით უმჯობეს იყო ნანისა".

დავით მეფემ შვილი სიცოცხლეშივე დასვა ტახტზე 1125 წელს, "დაადგა გჳრგჳნი მისითა ჴელითა" და "შეარტყა წელთა ძლიერთა მახჳლი".

უფლისწულმა მამის სიცოცხლეშივე მოიხვეჭა სახელი და დიდება: მამამს ის 1117 წელს შარვანში გაამგზავრა სალაშქროთ. ახალგაზრდა სარდალმა /;ქმნნა ომნი და ბრძოლანი, რომელ ყოველნი მხედველნი მისნი განაკჳრვნა", აიღო ქალაძორის ციხე და ურიცხვი ტყვითა და ალაფით დაბრუნდა, ძლევამოსილი.

წმინდანი მხნედ და ფხიზლათ შეუდგა ქვეყნის საზგვრების დაცვას. მისი მეფობის დროს აღორძინდა ჰერეთი, სომხითი, ტაშირი, ჯავახეთი, არტაანი და ტაო, რომელნიც მას შემდეგ, რაც დავით აღმაშენებელმა თბილისი აიღო და ჰერეთ-კახეთი შემოიერთა, თითქმის უკაცრიელი იყო.

მეფე დემეტრე ვერ გადაურჩა ბოროტის ხრიკებს:მიმსგავსებული, ღვთივდანერგული და ცხებული მეფე შეთქმულებებისა და ღალატის მსხვერპლი გახდა. ჯერ დიდგვაროვნები აუმხედრდნენ, რომლებსაც ტახტზე მისი ნახევარძმის, ვახტანგის (ცუატას) დასმა უნდოდათ. დემეტრემ სწრაფად ჩაახშო ერთიანი საქართველოს ძლიერების საწინააღმდეგოდ მიმართული ამბოხი. შემდეგ საკუთარი ძე - დავითი აუმხედრდა მამას. საყვარელი შვილის ღალატით საოცრად გულნატკენმა კეთილმსახურმა მეფემ უმწვავესი ფორმით იგემა ამ სოფლის ამაოება, მონაზვნად აღიკვეცა დამიანეს სახელით და დავით გარეჯის უდაბნოში დაეყუდა, სამეფო ტახტი კი დავითს დაუთმო. დავითმა მხოლოდ ექვს თვეს იმეფა და გარდაიცვალა.

ქვეყნის ინტერესების დასაცავად დემეტრე ენერგიულად ჩაერია სახელმწიფო საქმეებში, კვლავ ავიდა ტახტზე და თანამმართველად თავისი შვილი გიორგი გამოაცხადა.

მეფეფ დავით გარეჯში მოღვაწეობისას შესანიშნავი ჰიმნოგრაფიული ნამუშევრები დაგვიტოვა. ჩვენამდე მოღწეული იამბიკოებიდან განსაკუთრებით ცნობილია შესხმა ღვთისმშობლისა - "შენ ხარ ვენახი ახლად აყვავებული, მორჩი, კეთილი ედემს შინა ნერგული, ალვა, სუნელი სამოთხეს აღმოსრული, ღმერთმან შეგამკო, ვერვინა გჯობს ქებული, თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინვებული". ანტონ კათოლიკოსის თქმით, დემეტრე იყო "გამომთქმელი სტიხთა მაღალ შაირთა, რომელნიც დღესაც ჩანან აღწერილად". იოანე ბატონიშვილი კი წერს, რომ "ის იყო მშვენიერი რიტორი, პიიტიკოსი და შემთხზველი უცხოთ შაირთა, რომელმანც მრავალნი სწავლანი გამოთქვა".

კეთილმსახური მეფისა და წმიდა დამიანეს ფრესკა მაცხვარიშის (ლატალი) ეკლესიის მხატვრობამ შემოგვინახა.

ღრმა სულიერებისა და მტკიცე ქრისტიანული რწმენის მქონე დემეტრე-დამიანემ დაასრულა და აკურთხა დიდი დავითის დაწყებული გელათის ტაძარი. მეფეყოფილი წმიდა დამიანე გარდაიცვალა ბელტის ციხეში (+1157), დაასაფლავეს გელათის მონასტერში.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►