17 ივნისი - Qwelly2024-03-28T15:51:48Zhttps://www.qwelly.com/group/june/forum/topic/listForTag?tag=17+%E1%83%98%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98&feed=yes&xn_auth=noწმიდა მიტროფანე - კონსტანტინეპოლელი პატრიარქიtag:www.qwelly.com,2014-06-13:6506411:Topic:7352952014-06-13T22:45:46.758Zkhatuna zitanishvilihttps://www.qwelly.com/profile/khatunazitanishvili

17 ივნისს (ძვ. სტ. 4 ივნისს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს კოსტანტინეპოლელ პატრიარქ მიტროფანეს

წმიდა მიტროფანეს მოღვაწეობა უკავშირდება კოსტანტინე დიდის ზეობის პერიოდს მეოთხე საუკუნეში. იმ დროს, როდესაც რომში ქრისტიანებს სასტიკად დევნიდნენ წმიდა მიტროფანეს მამამ დომენტიმ , რომელიც რომის იმპერატორი პრობის ძმა გახლდათ მიიღო გადაწყვეტილება თავის ორ ვაჟთან -;…

17 ივნისს (ძვ. სტ. 4 ივნისს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს კოსტანტინეპოლელ პატრიარქ მიტროფანეს

წმიდა მიტროფანეს მოღვაწეობა უკავშირდება კოსტანტინე დიდის ზეობის პერიოდს მეოთხე საუკუნეში. იმ დროს, როდესაც რომში ქრისტიანებს სასტიკად დევნიდნენ წმიდა მიტროფანეს მამამ დომენტიმ , რომელიც რომის იმპერატორი პრობის ძმა გახლდათ მიიღო გადაწყვეტილება თავის ორ ვაჟთან -; პრობსა და მიტროფანესთან ერთად ბიზანტიაში გახიზნულიყო. წმიდა მიტროფანეს მამას კარგა ხნის შეცნობილი ჰქონდა ქრისტეს ჭეშმარიტება და წარმართული რელიგიის არ არსებობა, სწორედ ამ მიზნით ეახლა სიწმინდით გამორჩეულ ეპისკოპოს ტიტეს და მისი ხელმძღვანელობით დაიწყო წმიდა წერილის შესწავლა. იმდენად დიდი იყო მასში უფლის სადიდებლად მოღვაწეობის სურვილი, რომ ეპისკოპოსმა "მღვდლად დაასხა მას ხელი". ტიტეს გარდაცვალების შემდეგ დომენტი მღვდელმთავრად აკურთხეს, საეპისკოპოსო ტახტზე მისი ვაჟები შეენაცვლნენ: პრობი(303-315) და მიტროფანე(316წ.)

კოსტანტინე დიდმა ბიზანტიაში მოგზაურობისას იხილა წმიდა მიტროფანეს სიბრძნით გაბრწყინებული ცხოვრება და გადაწყვიტა მისი რომში წაყვანა. ქალაქის მდებარეობით აღფრთოვანებულმა იმპერიის დედაქალაქი ბიზანტიაში გადაიტანა და წმინდანი უკან დააბრუნა. ე.წ. ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება გაიმართა 325 წელს, არიოზის ერესის უარსაყოფად. სწორედ ამ კრებაზე იმპერატორის რჩევით წმიდა მიტროფანე იქნა არჩეული კოსტანტინეპოლის პირველ პატრიარქად. ვინაიდან იგი ამ დროისათვის საკმაოდ მოხუცებული გახლდათ და ვერ ესწრებოდა კრებას, თავის ნაცვლად ქორეპისკოპოსი ალექსანდრე გაგზავნა. კრების შემდეგ პატრიარქის მონახულებისას ღირსეულ მემკვიდრედ დასახელდა - ეპისკოპოსი ალექსანდრე, ამ უკანასკნელის შემდეგ ეკლესიას გაუძღვებოდა იმჟამინდელი მედავითნე - პავლე, ხოლო პატრიარქის ტახტს პავლეს შემდეგ კი ათანასე დაიკავებდა.

წმიდა პატრიარქი მიტროფანე 117 წლის ასაკში აღესრულა, დაახლოებით 326 წელს, მისი უხრწნელი ნაწილები განისვენებს კოსტანტინეპოლში, მისივე სახელობის ტაძარში.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►