წმინდათა_ცხოვრება - Qwelly2024-03-29T01:27:57Zhttps://www.qwelly.com/group/june/forum/topic/listForTag?tag=%E1%83%AC%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90&feed=yes&xn_auth=noწმინდა ტიხონ კვიპრელიtag:www.qwelly.com,2014-06-28:6506411:Topic:7492532014-06-28T19:18:47.203Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

29 ივნისს (ძვ. სტ. 16 ივნისს) ქრისტეს ეკელსია იხსენიებს წმინდა ეპისკოპოს ტიხონს, კვიპრელს.

მეხუთე საუკუნეში, კუნძულ კვიპროსზე მდებარე ქალაქში ამათუნტი დაიბადა წმინდა ტიხონი. ღმრთისმოყვარე მშობლებმა პატარა ტიხონი ბავშვობიდანვე გაწაფეს წმინდა წერილის ცოდნაში და უფლის მცნებებით ცხოვრება ჩაუნერგეს, უფალმა კი მას სასწაულების ქმნის ნიჭი უბოძა სულიწმინდის…

29 ივნისს (ძვ. სტ. 16 ივნისს) ქრისტეს ეკელსია იხსენიებს წმინდა ეპისკოპოს ტიხონს, კვიპრელს.

მეხუთე საუკუნეში, კუნძულ კვიპროსზე მდებარე ქალაქში ამათუნტი დაიბადა წმინდა ტიხონი. ღმრთისმოყვარე მშობლებმა პატარა ტიხონი ბავშვობიდანვე გაწაფეს წმინდა წერილის ცოდნაში და უფლის მცნებებით ცხოვრება ჩაუნერგეს, უფალმა კი მას სასწაულების ქმნის ნიჭი უბოძა სულიწმინდის მადლით. მამა ხაბაზი იყო და შვილს პურის გასაყიდად გზავნიდა ხოლმე, ტიხონი კი გაყიდვის ნაცვლად გლახაკებ უფასოდ აპურებდა. როდესაც მამამ ეს შეიტყო განურისხდა ტიხონს, პასუხად კი მიუგო: "ნუთუ არ ამოგიკითხავს წმიდა წიგნებში, რომ ვინც ღმერთს ავასხებს, ასწილად მიიღებს საზღაურს? მე პურს ღმერთს ვაძლევ სესხად". შემდეგ შესთავაზა, ბეღელში წასულიყვნენ და გაოცებულმა მამამ დაინახა, უფლის მოწყალების ძალა - ბეღელი პირთამდე ავსებულიყო ხორბლით.

ერთხელ ასეთი ამბავიც მოხდა. იმ სოფელში, ერ-ერთმა მევენახემ ვაზის გასხლა და მისი გამხმარი ყლორტები გადაყარა. ტიხონმა ეს ყლორტები შეაგროვა, საკუთარ ბაღში დარგა და ღმერთს შეევედრა - ყლორტები ეხარებინა და მისი ნაყოფისთვის კურნების სასწაულებრივი ძალა მიენიჭებინა. ღმერთმა შეისმინა ჭაბუკის ვედრება: ვაზის ლერწები განედლდა, გაიზარდა და განსაკუთრებული გემოს მქონე, საოცრად ტკბილი მტევნები გამოისხა. მათგან წმიდანის სიცოცხლეში და მისი სიკვდილის შემდეგაც საბარძიმე ღვინოს წურავდნენ.

ღმრთის სათნო ცხოვრების შედეგად, კეთილმსახური ჭაბუკი უფლის და ტაძრის მსახურთა დასში ჩარიცხეს და მედავითნედ დაადგინეს, შემდეგ კი მღვდელმთავარმა მემნონმა დიაკონად დაადგინა იგი. წმინდა ტიხონმა უფლის კეთილმსახურებისათვის სასულიერო პირობაც მიიღო, მაღალი იერარქიაც და ეპისკოპოს მემნონის სიკვდილის შემდეგ მის კათედრაზე სწორედ წმიდა ტიხონი აირჩიეს. ხიროტონია ეპიფანე კვიპრელმა აღასრულა.

წმიდა მღვდელმთავარი დაუცხრომლად იღვწოდა კვიპროსზე წარმართობის ნაშთების აღმოსაფხვრელად. მას არ ეშინოდა არავითარი მუქარისა და ახოვნად აღიარებდა ქრისტეს უსჯულოთა წინაშე. წმიდა მღვდელმთავარი საოცრად გულმოწყალეც იყო. მისი სახლის კარები მუდამ ღია იყო მნახველებისთვის.

425 წელს, ამათუნტის სასწაულმოქმედი ეპისკოპოსის სული მიეახლა უფალს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ელისე წინასწარმეტყველიtag:www.qwelly.com,2014-06-26:6506411:Topic:7467052014-06-26T08:06:19.337ZKakhahttps://www.qwelly.com/profile/Kakha

27 ივნისს (ძვ.სტ.14 ივნისს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმინდა ელისე წინასწარმეტყველს

წმინდა ელისე წინასწარმეტყველს უფალმა სამსახურებლად ბავშობიდანვე მოუწოდა, მისი მასწავლებელი ელია იყო. იგი მიწათმოქმედი საფატის ოჯახში აღიზარდა. ერთხელ ელია მინდორში მომუშავე ელისეს მიუახლოვდა და თავისი ხალენი მოახურა, რაც მის წინასწარმეტყველად მოწოდებას ნიშნავდა.…

27 ივნისს (ძვ.სტ.14 ივნისს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმინდა ელისე წინასწარმეტყველს

წმინდა ელისე წინასწარმეტყველს უფალმა სამსახურებლად ბავშობიდანვე მოუწოდა, მისი მასწავლებელი ელია იყო. იგი მიწათმოქმედი საფატის ოჯახში აღიზარდა. ერთხელ ელია მინდორში მომუშავე ელისეს მიუახლოვდა და თავისი ხალენი მოახურა, რაც მის წინასწარმეტყველად მოწოდებას ნიშნავდა. ელისემ მაშინვე ორი ხარი დაკლა და გამოსათხოვარი ტრაპეზი გამართა. ეს მოქმედება სიმბოლურად ღვთის უმაღლესი მსახურებისათვის ყოფითი კავშირების გაწყვეტას მოასწავებდა. ამის შემდეგ იგი თან გაჰყვა ელიას და მას ემსახურებოდა.

უფალმა ელიას ზეცად აღყვანა განიზრახა, მასწავლებელმა ელისეს აჩვენა ბოლო მისი სასწაული როცა იორდანე ორად გაყო და ორივენი გავიდნენ მშრალად, ელიამ ელისეს უკანასკნელი სურვილის შესრულება აღუთქვა, მან კი ეს ითხოვა: „იყავნ სული ეგე, რომელ არს შენ ზედა, მრჩობლ ჩემ ზედა“. მოძღვარმა უპასუხა: „განაფიცხე თხოვაჲ ეგე; გარნა თუ მიხილო მე ამაღლებული შენგან, გეყავნ ეგრე, უკუეთუ არა, ვერ იყოს“. ამ საუბარში იყვნენ, როცა გამოჩნდნენ ეტლნი ცეცხლისანი და ცხენნი ცეცხლისანი და განაშორნეს ურთიერთას და აღიტაცა ელია ძრვით ვითარცა ზეცად“. ელისე ღაღადებდა: „მამაო, მამაო, ეტლო ისრაელისაო და მჴედარო მისო!“. ზეცად აღტაცებულმა წინასწარმეტყველმა თავისი ხალენი გადაუგდო მოწაფეს. მან სცა იგი იორდანეს „და არა განიპო წყალი იგი“. მეორეჯერაც დაჰკრა „და განიყვნეს წყალნი იგი იმიერ და ამიერ და განვიდა იგი ჴმელად“.

წმინდა ელია მოღვაწეობდა: აქაბის და იოსიას დროს. იგი უშიშრად ამხელდა მათ უსჯულოებასა და კერპთაყვანისმცემლობისკენ მიდრეკილებას. ელისეს მოღვაწეობის დროს ისრაელში გამრავლდა სარწმუნოებრივ-საგანმანათლებლო სკოლები. ამ სკოლებში ღვთისგან გამორჩეული და ცხოვრებისეული გამოცდილებით განბრძნობილი წინასწარმეტყველების ხელმძღვანელობით განისწავლებოდნენ ახალგაზრდები, სწორედ ის ახალგაზრდები, რომლებიც წმიდა წერილში „ძენი წინასწარმეტყველთანის“ სახელით არიან მოხსენიებულნი. ელისემ იერიქონში სასწაული მოახდინა: წყალი, რომელიც უნაყოფობასა და სიკვდილს იწვევდა, მარილით გააუვნებლა. იერიქონიდან ელისე ბეთილში გაემგზავრა. როდესაც იგი ქალაქს მიუახლოვდა, გზაზე ბავშვები შეხვდნენ და დაცინვა დაუწყეს. უკეთურ ბავშვებს საშინელი სასჯელი ეწიათ: 42 მათგანი ტყიდან გამოსულმა ორმა დათვმა დაგლიჯა. ამის შემდეგ წინასწარმეტყველი კარმილის მთისკენ გაემართა, ხოლო იქიდან სამარიაში დაბრუნდა. როდესაც ისრაელის მეფე იორამი, იუდეველთა მეფე იოსაფატი და ედომელთა მეფე მოაბელთა წინააღმდეგ საბრძოლველად შეიკრიბნენ, წინასწარმეტყველი ელისეც მოკავშირეთა ჯართან ერთად იყო. უდაბნოში მგზავრობის სიმძიმისა და უწყლობის გამო ჯარი მეტად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. წინასწარმეტყველმა კიდევ ერთი სასწაული მოახდინა - ჯარი და საქონელი მიწიდან სასწაულებრივად აღმოცენებული წყლით მოამარაგა. ელისეს მიერ მოხდენილ სასწაულთა შორის აღსანიშნავია აგრეთვე ქვრივისათვის ზეთის სასწაულებრივი გამრავლება. ელისეს რჩევით ქვრივმა, რომელსაც მევალეები აწუხებდნენ და ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში შვილების მონებად გაყიდვით ემუქრებოდნენ, მეზობლებისგან ნათხოვარი ცარიელი ჭურჭელი თავისი ზეთიანი ჭურჭლიდან შეავსო. ამ გზით გამრავლებული ზეთი იმდენი აღმოჩნდა, რომ ქვრივმა ვალებიც გაისტუმრა და შვილებიც გამოკვება. ამ მოვლენის შემდეგ წინასწარმეტყველი ისაქარის ტომის ქალაქ სომანში გადავიდა, სადაც იგი ერთმა კეთილმორწმუნე დედაკაცმა ისტუმრა სახლში. დედაკაცმა ელისეს თავის სახლში ოთახი გამოუყო, რომლითაც მას სურვილისამებრ შეეძლო ესარგებლა. ელისეს მასპინძლები უშვილონი იყვნენ, რაც ებრაელთა შორის ღვთისგან მოვლინებულ უმძიმეს სასჯელად ითვლებოდა. წინასწარმეტყველის სიტყვისამებრ, დედაკაცსა და მის მეუღლეს შვილი შეეძინათ. ერთხელ, მკის დროს ყრმა მამასთან წავიდა მინდორში და უეცრად თავის ტკივილი იგრძნო. როდესაც იგი დედასთან მიიყვანეს, მშობლის კალთაში გარდაიცვალა. დედაკაცი თვითონ წავიდა წინასწარმეტყველთან კარმილის მთაზე. ელისემ იგი შორიდანვე დაინახა, თავის მსახურ გეზს მიეგება და მოკითხვა უბრძანა: „მშვიდობა არს შენდა და მშვიდობა არს ქმრისა შენისა, გინა მშვიდობით არსა ყრმა იგი?“. ელისეს ეს სიტყვები იმაზე მიანიშნებს, რომ წინასწარმეტყველები ყველაფერს კი არ ჭვრეტდნენ, არამედ მხოლოდ იმას, რასაც მათ სულიწმიდა უცხადებდა. წინასწარმეტყველი დედაკაცს გაჰყვა და მისი მხურვალე ლოცვის შემდეგ ყრმას სიცოცხლე დაუბრუნდა. ეს იყო მდინარე იორდანესთან ახლოს მდებარე სოფელი, სადაც იგი ძალიან ხშირად ჩერდებოდა. აქ ხშირად მოდიოდნენ წინასწარმეტყველის მოწაფეები. ისინი თავს იყრიდნენ ხოლმე ელისესთან, მისგან სწავლა-დარიგებების მოსასმენად. ერთ-ერთი ასეთი თავშეყრის დროს, როდესაც გალგადში შიმშილობა იყო, წინასწარმეტყველმა მსახურს ხილის შეჭამადის მომზადება დაავალა. მოსამსახურე მინდორში გავიდა, იქ გარეული ყურძენი მოაგროვა და ქვაბში ჩაყარა. როდესაც მოწაფეებმა ამ ნაყოფებისგან მომზადებული საჭმელი გასინჯეს, შეამჩნიეს, რომ ქვაბში საწამლავი იყო და შიშისგან დაიყვირეს: „სიკვდილი არს, კაცო ღმრთისაო, ქვაბსა მაგას“. ელისეს ბრძანებით ქვაბში ფქვილი ჩაყარეს და არავინ მოწამლულა. ამ დროს მიეკუთვნება, აგრეთვე, ელისეს მიერ ოცი პურით ასი კაცის დაპურება.

წინასწარმეტყველმა ელისემ სასწაულებრივად განკურნა კეთრისგან ასურეთის მეფის მხედართმთავარი ნემანიც. ყველა საშუალება, რომელსაც მხედართმთავარმა ამ სენისგან განსაკურნებლად მიმართა, უშედეგო აღმოჩნდა. ბოლოს, მას ერთმა მოსამსახურემ - ტყვე ისრაელელმა ქალიშვილმა სამარიაში წასვლა ურჩია. ნემანმა მეფეს სთხოვა, მიეცა ისრაელში წასვლის უფლება. მეფე დათანხმდა, თან ისრაელის მეფესთან წერილიც გაატანა და თავისი მხედართმთავრის განკურნებას ითხოვდა. ასეთი უცნაური თხოვნა ისრაელის მეფემ, რომელსაც მკურნალობის ნიჭი არ ჰქონდა, ომის საბაბად მიიჩნია. მან ტანსაცმელი შემოიხია, რაც ებრაელთა შორის გლოვის გარეგნულ გამოხატულებად ითვლება, და თქვა: „ღმერთი ნუ ვარა მეა, ვითარცა მოვაკვდინე და ვაცხოვნე?. უწყოდეთ და გულისხმაჰყავთ, რამეთუ მიზეზობს რასმე“. როდესაც ამის შესახებ ელისემ გაიგო, მან ნემანის მოყვანა ბრძანა. მხედართმთავარი ეტლებით მიადგა წინასწარმეტყველის სახლს. ელისემ მსახურის პირით შეუთვალა: „მივედ, იბანე იორდანესა შვიდგზის და მოიქცეს ფერი შენი შენდა და განსწმნდე“. წინასწარმეტყველის ასეთმა დამოკიდებულებამ და მკურნალობის სიმარტივემ ასურელი დიდებული განარისხა და უკან დაბრუნება გადაწყვიტა. მიუხედავად ამისა, მსახურების რჩევით, მან მაინც შეასრულა ელისეს ნათქვამი იორდანეში შვიდგზის განიბანა და განიკურნა. სასწაულით გაოცებულმა ნემანმა წინასწარმეტყველს საჩუქრები შესთავაზა, მაგრამ ელისემ არაფერი მიიღო. სამაგიეროდ, გეზმა ისარგებლა მისი სახელით და ნემანს ორი ტალანტი ვერცხლი და ორი ბრწყინვალე სამოსელი გამოსთხოვა, რისთვისაც სასტიკად დაისაჯა - ნემანის კეთრი მასზე გადავიდა.

სომანელ დედაკაცს, რომელსაც შვილი მკვდრეთით აღუდგინა, ელისემ მოსალოდნელი შიმშილობის შესახებ უწინასწარმეტყველა და ურჩია მას, ამ ხნის განმავლობაში ფილისტიმელთა ქვეყნისათვის შეეფარებინა თავი. მეზობელ ქვეყანაში დროებით გადასახლებას სომანელი დედაკაცის სახლისა და მიწების სხვა მეპატრონის საკუთრებაში გადაცემა მოჰყვა შედეგად. ქალი იძულებული გახდა, მეფესთან წასულიყო საჩივლელად. ამ დროს მეფეს წინასწარმეტყველის სასწაულების შესახებ ესაუბრებოდნენ. მეფე იორამმა, ეჭვგარეშეა, ამ საუბრით გულმოლბობილმა, დედაკაცის საუბარი გულისყურით მოისმინა და სათხოვარი შეუსრულა. ამ დროს ასურეთის მეფე ბენ-ჰაიდი მძიმე სენით დაავადდა. როგორც კი მეფემ წინასწარმეტყველის ჩამოსვლის შესახებ შეიტყო, მაშინვე გაგზავნა მასთან აზაილი. ელისემ აზაილს მოკლე ხანში მეფის გარდაცვალება და მისი გამეფება უწინასწარმეტყველა, მაგრამ ამის თქმა ბენ-ჰაიდისთვის აუკრძალა.

წმინდა წინასწარმეტყველი ელისე, დაახლოებით ასი წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი საფლავი ნეტარი იერონიმეს აზრით, სამარიის მახლობლად მდებარეობდა. სასწაულები, რომლებსაც წინასწარმეტყველი ახდენდა, მხოლოდ მისი ამქვეყნიური ცხოვრებით როდი შემოიფარგლებოდა. გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ ელისეს საფლავის ახლოს მიცვალებულს მიასვენებდნენ. ამ დროს მოაბელთა რაზმი გამოჩნდა. ხალხი შეშინდა და მიცვალებული უახლოეს გამოქვაბულში დაასვენა, სწორედ იმ გამოქვაბულში, სადაც წინასწარმეტყველი იყო დაკრძალული. ელისეს ძვლებთან შეხებით მიცვალებული მკვდრეთით აღდგა. უფალმა ამ სასწაულით გარდაცვალების შემდეგაც ადიდა თავისი ერთგული მსახური.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

მოწამე აკვილინაtag:www.qwelly.com,2014-06-25:6506411:Topic:7463632014-06-25T22:19:00.652Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

26 ივნისს (ძვ. სტ. 13 ივნისს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმინდა მოწამე აკვილინას

ღმრთისმოძულე იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს, ერთ ფინიკიელ მართლმორწმუნე ოჯახში იზრდებოდა აკვილინა. მშობლებმა, სიყრმის ასაკიდან ქრისტეს სიყვარულით, მისი მოძღვრების შემეცნებით და ცხოვრებაში აღსრულებით აღზარდეს შვილი. აკვილინას უყვარდა უფალი და იცოდა რა მისი მოწყალება და…

26 ივნისს (ძვ. სტ. 13 ივნისს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმინდა მოწამე აკვილინას

ღმრთისმოძულე იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს, ერთ ფინიკიელ მართლმორწმუნე ოჯახში იზრდებოდა აკვილინა. მშობლებმა, სიყრმის ასაკიდან ქრისტეს სიყვარულით, მისი მოძღვრების შემეცნებით და ცხოვრებაში აღსრულებით აღზარდეს შვილი. აკვილინას უყვარდა უფალი და იცოდა რა მისი მოწყალება და ნეტარება, გულწრფელად დარდობდა მეგობრებზე და თანატოლებზე, რომლებიც არ აღიარებდნენ მაცხოვრის მეუფებას. ერთხელაც აკვილა დაასმინეს - ამხანაგებს მამა-პაპათა ღმერთების შეურაცხყოფას და ტრადიციების დარღვევას ასწავლისო. მაშინ წმიდა ყრმა 12 წლისა იყო. ვოლუსიანემ გადაწყვიტა, ტკბილი შეგონებებით, ალერსით მოენადირებინა ბავშვის გული და წარმართობისკენ გადაედრიკა, მაგრამ აკვილინამ საოცარი სიმტკიცით აღიარა მის წინაშე თავისი სარწმუნოება. როცა ვერანაირმა მზაკვრობამ ვერ გაჭრა, მტარვალმა თავისი ნამდვილი ბუნება გამოაჩინა და ბავშვის წამება ბრძანა. ჯალათებმა ჯერ სასტიკად სცემეს აკვილინა, შემდეგ კი გააშიშვლეს და საშინლად აწამეს. ვოლუსიანემ დაცინვით მიმართა ნორჩ მოწამეს: "სად არის შენი ღმერთი? მოვიდეს და გამომგლიჯოს შენი თავი ხელიდან!" აკვილინამ უპასუხა: "ჩემი ღმერთი უხილავად ყოველთვის ჩემთანაა და რაც უფრო მეტად ვიტანჯები, მით უფრო მეტ ძალასა და მოთმინებას მანიჭებს!"

წამება ენითაღუწერელი სისასტიკით გრძელდებოდა. უფლისთვის სიკვილად განმზადებულს, ცხელი, გავარვარებული შაუმფურები ყურებში გაუყარეს და თავი გაუხვრიტეს. გულწასული დაეცა მიწაზე 12 წლის ყრმა. მწამებელმა ესეც არ იკმარა, მისი ქალაქგარეთ გატანა და ძაღლებისთვის საჯიჯგნად დაგდება ბრძანა, მაგრამ უფალი თავის მოყვარულს არსად მიატოვებს. ღამით, უფლის ანგელოზი გამოეცხადა აკვილინას, ხელის შეხებით განკურნა მისი სნეულებანი, წამოაყენა და უთხრა: "წადი, ამხილე ვოლუსიანე და უჩვენე, რა უძლურია მისი ძალა უფლის წინაშე!" ამის მხილველმა გოგონამ, ღმერთს მადლობა შესწირა, აღივსო უფლის სიძლიერის მხილველი გამბედაობით, მიეახლა ვოლუსიანეს სასახლის კარზე და შიშით თავზარი დასცა, რადგან მკვდარი ეგონათ და ახლა ცოცხალს ხედავდნენ მას. მსახურები მოიხმო და უბრძანა დაემალათ წმინდა აკვილინა, დილით კი მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, როგორც ჯადოქარსა და მეფის ურჩს. როცა წმიდანი დასასჯელად მიჰყავდათ, ის ლოცულობდა და მადლობას სწირავდა უფალს, რომ მისთვის წამების ღირსი გახდა. პასუხად გაისმა ხმა, რომელიც აკვილინას ზეციური სასუფევლისკენ მოუწოდებდა, და მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. ჯალათს მმართველის ბრძანების შეუსრულებლობის შეეშინდა და უკვე მიცვალებულ მარტვილს მოჰკვეთა თავი. ქრისტიანებმა პატივით დაკრძალეს მოწამის წმიდა ცხედარი, შემდეგ კი იგი კონსტანტინეპოლში, მის სახელზე აგებულ ტაძარში გადაასვენეს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

მოციქული ბართლომეtag:www.qwelly.com,2014-06-22:6506411:Topic:7421922014-06-22T11:45:11.569ZKakhahttps://www.qwelly.com/profile/Kakha

24 ივნისს (ძვ.სტ. 11 ივნისს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს მოციქულ ბართლომეს

მოციქული ბართლომე ერთი ათორმეტთაგანი, წარმოშობით კანადან იყო. მოციქულ ბართლომეს წილად ხვდა ექადაგა სახარება მცირე აზიასა და სირიაში, მიზიაში და სირიაში მოგზაურობისას მოციქულ ბარნაბას თან ახლდა თავისი და მარიამი, უფლის რჩეულებს მრავალი ჭირისა და განსაცდელის დათმენა უხდებოდათ.…

24 ივნისს (ძვ.სტ. 11 ივნისს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს მოციქულ ბართლომეს

მოციქული ბართლომე ერთი ათორმეტთაგანი, წარმოშობით კანადან იყო. მოციქულ ბართლომეს წილად ხვდა ექადაგა სახარება მცირე აზიასა და სირიაში, მიზიაში და სირიაში მოგზაურობისას მოციქულ ბარნაბას თან ახლდა თავისი და მარიამი, უფლის რჩეულებს მრავალი ჭირისა და განსაცდელის დათმენა უხდებოდათ. ერთ-ერთ დაბაში წმიდანები იოანე ღვთისმეტყველს შეხვდნენ და მასთან ერთად გაემგზავრნენ ფრიგიაში. ლოცვის ძალით ქალაქ იერაპოლში მათ მოაშთვეს უზარმაზარი იქედნე, რომელსაც წარმართები თაყვანს სცემდნენ, როგორც ღვთაებას. მიერაპოლში ცხოვრობდა კაცი, სახელად სტაქოსი, რომელსაც ორმოცი წლის მანძილზე წართმეული ჰქონდა თვალისჩინი. მოციქულთა ლოცვამ მას მხედველობა დაუბრუნა. გახარებულმა სტაქოსმა ირწმუნა ქრისტე და ნათელ იღო. ხმა ამ სასწაულის შესახებ მთელ ქალაქს მოედო და სახლთან, სადაც მოციქულები იდგნენ, ყოველთვის ხალხმრავლობა იყო. ხორციელ და სულიერ სნეულებათაგან განთავისუფლებული წარმართები ინათლებოდნენ და ადიდებდნენ ჭეშმარიტ ღმერთს. განრისხებულმა წარმართმა ქურუმებმა სამსჯავროში იჩივლეს. ქალაქის თავმა ბრძანა, შეეპყროთ მქადაგებლები და საპყრობილეში გამოემწყვდიათ, სტაქოსის სახლი კი დაეწვათ. უფლის რჩეულებს ჯვარცმა მიუსაჯეს. ფილიპე მოციქული თავდაღმა მიამსჭვალეს ძელს. უეცრად საშინლად შეირყა ქვეყანა, მიწა დასკდა და მმართველი და ბრბოს ნაწილი თან ჩაიტანა. შეშინებულმა ხალხმა მოციქულების გარდამოხსნა დაიწყო ჯვრებიდან. ბართლომე დაიხსნეს, ფილიპე კი წამებით აღესრულა. იერაპოლის ეპისკოპოსად სტაქოსის დადგინების შემდეგ ბართლომე მოციქულმა და ნეტარმა მარიამმა დატოვეს ქალაქი.

წმინდა მოციქული ბართლომე შემდეგ აღმოსავლეთში კერძოდ ინდოეთში გაემგზავრა, ებრაულიდან ადგილობრივ ენაზე გადათარგმნა მათეს სახარება და მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე; იყო დიდ სომხეთშიც, სადაც მრავალი სასწაული აღასრულა და მეფე პოლიმიოსის ეშმაკეული ასულიც განკურნა. მადლიერებით აღსავსე ხელმწიფემ მოციქულს ძღვენი გაუგზავნა, მაგრამ წმიდანმა მის მიღებაზე უარი განაცხადა: მე ადამიანთა სულების ხსნისთვისღა ვიღვწიო. მაშინ პოლიმიოსი დედოფალთან, განკურნებულ მეფის ასულთან და მრავალ დიდებულთან ერთად მოინათლა. მათ მაგალითს დიდი სომხეთის ბევრმა მკვიდრმა მიჰბაძა. ამით შეშფოთებული ქურუმების შეგონებით მეფის ძმამ, ასტიაგმა შეიპყრო მოციქული და ახლანდელ ბაქოში თავდაღმა აცვა ჯვარს. აღსასრულს მიახლებული უფლის რჩეული არ წყვეტდა სახარების ქადაგებას. მაშინ გამხეცებულმა ასტიაგმა ბრძანა, ჯერ ტყავი გაეძროთ ნეტარისთვის, შემდეგ კი თავი მოეკვეთათ. მორწმუნეებმა მისი ცხედარი ლუსკუმაში ჩაასვენეს და დაკრძალეს.მეექვსე საუკუნის დასაწყისში ბართლომეს უხრწნელი ნეშტი მესოპოტამიაში, როდესაც ქალაქი დარი სპარსელებმა აიღეს მორწმენეებმა მოციქული ბარნაბას ნაწილები და შავი ზღვისკენ გაემგზავრნენ, მაგრამ გზად მტრები წამოეწივნენ და იძულებულნი გახდნენ, ლუსკუმა ზღვაში ჩაეშვათ. ღვთის ნებით, სიწმიდე კუნძულ ლიპარასთან მიცურდა. IX საუკუნეში ეს კუნძული არაბებმა იგდეს ხელთ და უხრწნელი ნეშტი ნეაპოლიტანიის ქალაქ ბენევენტში გადააბრძანეს. X საუკუნეში წმიდა ძვლების ნაწილი რომში იქნა გადასვენებული.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

წმინდა კირილე ალექსანდრიელიtag:www.qwelly.com,2014-06-21:6506411:Topic:7419412014-06-21T17:18:34.057ZKakhahttps://www.qwelly.com/profile/Kakha

22 ივნისს (ძვ. სტ. 9 ივნისს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმინდა კირილე ალექსანდრიელს

ალექსანდრიის ეპისკოპოსკირილეს საფუძვლიანი საერო განათლება ქონდა მიღებული კარგად იცოდა ფილოსოფია, იგი წმიდნა წერილის შესწავლას ესწრაფვოდა, ექვსი წელი წმიდნა კირილემ ჯერ კიდევ ახალგაზრდობისას მონასტერში ცხოვრობდა, ალექსანდრიელმა პატრიარქმა თეოფილემ დიაკვნად აკურთხა…

22 ივნისს (ძვ. სტ. 9 ივნისს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმინდა კირილე ალექსანდრიელს

ალექსანდრიის ეპისკოპოსკირილეს საფუძვლიანი საერო განათლება ქონდა მიღებული კარგად იცოდა ფილოსოფია, იგი წმიდნა წერილის შესწავლას ესწრაფვოდა, ექვსი წელი წმიდნა კირილემ ჯერ კიდევ ახალგაზრდობისას მონასტერში ცხოვრობდა, ალექსანდრიელმა პატრიარქმა თეოფილემ დიაკვნად აკურთხა წმიდანი და, როცა მისი გულისხმიერება იხილა, ქადაგებების წარმოთქმა დაავალა. თეოფილეს სიკვდილის შემდეგ წმიდა კირილე ერთხმად აირჩიეს ალექსანდრიის პატრიარქად. მართლმადიდებლობის ქადაგი და მოღვაწე მეუფე სათავეში ჩაუდგა ბრძოლას მის სამწყსოში გავრცელებული ნავოციანის ერესის წინააღმდეგ, რომელიც ასწავლიდა, რომ დევნულობის დროს მართლმადიდებლობისგან განმდგარი ქრისტიანებს არ ჰქონდათ დედა ეკლესიაში დაბრუნების უფლება.

მეხუთე საუკუნის დასაწყისში იუდეველები აწყობდნენ ამბოხებებს ქრისტიანთა წინააღმდეგ და არბევდნენ ყველაფერს. წმიდა კირილეს დიდხანს მოუხდა მათთან ბრძოლა. წარმართობის ნაშთებიც რომ აღმოეფხვრა, მღვდელმთავარმა ძველი საკერპოდან ბოროტი სულები განდევნა, იმ ადგილას მართლმადიდებლური ტაძარი ააგო და მასში უვეცხლო მკურნალთა, კვიროსისა და იოანეს უხრწნელი ნაწილები გადაასვენა. ამასობაში წარმოიშვა და გაძლიერდა ახალი ერესი – ნესტორიანობა. ნესტორი, ანტიოქიელი ხუცესი, 428 წელს კონსტანტინეპოლის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრდა და თავისი მწვალებლობის გავრცელების ფართო შესაძლებლობა მიეცა. მისი ერესი მიმართული იყო ქრისტეს ორბუნებოვნების დოგმატის წინააღმდეგ. ნესტორი ღვთისმშობელს ქრისტესმშობელს უწოდებდა, რადგან თვლიდა, რომ მისგან შობილი ქრისტე ადამიანი იყო და არა ღმერთი. წმიდა კირილემ არაერთხელ მიმართა წერილობით ნესტორს და განუმარტა მისი ცდომა, მაგრამ გაკერპებული მწვალებელი მაინც თავისაზე იდგა. მაშინ პატრიარქმა კონსტანტინეპოლის სამღვდელოებას გაუგზავნა ეპისტოლე ნესტორიანობის წინააღმდეგ, წმიდა კეთილმსახურ მეფეს თეოდოსი უმცროსს კი – ორი ტრაქტატი ერესის სამხილებლად. წმიდა კირილემ სხვა ეკლესიებშიც დაგზავნა წერილები და მღვდელმთავრები და ზოგიერთი მონასტრის ბერები გააფრთხილა საშიში ერესის აღმოცენების შესახებ. ნესტორმა მართლმადიდებლებს აშკარა დევნა გამოუცხადა. მისმა მიმდევარმა ეპისკოპოსმა, დოროთემ თვით ნესტორის თანდასწრებით საეკლესიო კათედრიდან ანათემას გადასცა ყველა, ვინც ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამს ღვთისმშობელს უწოდებდა.

პატრიარქ ნესტორს არ უყვარდა კირილე და ამის გამო მას უამრავ ცუდ ხმას უვრცელებდა. წმიდა პატრიარქი კი განაგრძობდა ბრძოლას მართლმადიდებლობის დასაცავად. მდგომარეობა იმდენად გამწვავდა, რომ საჭირო შეიქმნა მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევა. კრება ეფესოში გაიხსნა მას ესწრებოდა 200 ეპისკოპოსი ყველა ქრისტიანული ეკლესიიდან. ნესტორი, იოანე ანტიოქიელისა და სხვა სირიელი ეპისკოპოსების ჩამოსვლამდე, კრების გახსნის წინააღმდეგი იყო, მაგრამ სხდომა დაიწყეს. მათ წმიდა კირილე ალექსანდრიელის თავმჯდომარეობით განიხილეს ნესტორის სწავლება და ის ერესად შერაცხეს. თავად ნესტორი ამ კრებას არ დამორჩილდა. ეფესოში ჩასულმა ეპისკოპოსმა იოანემ გახსნა სხვა, უკანონო კრება, რომელზეც ერეტიკოსად კირილე გამოაცხადა. უთანხმოება ღრმავდებოდა. მაშინ იმპერატორის ბრძანებით მღვდელმთავრები – კირილე ალექსანდრიელი და მემნონ ეფესელი დაატუსაღეს. მათი ხვედრი გაიზიარა ნესტორმაც. მალე კირილე და მემნონი გაანთავისუფლეს და სხდომები გაგრძელდა.

ნესტორი არ ეთანხმებოდა კრების არცერთ გადაწყვეტილებას, იგი უფლის სასჯელს ვერ ასცდა: იგი მღვდელმსახურებიდან განიკვეთა და, იმპერატორის ბრძანებით, შორეულ სისიმში, ლიბიის უდაბნოში იქნა გადასახლებული, სადაც საშინელ ტანჯვაში აღესრულა ღვთისმშობლის მაგინებელი. მისი ენა მატლებმა დაჭამეს. ეფესოს კრების დადგენილებას სხვებთან იოანე ანტიოქიელი და სხვა სირიელი მამებიც აწერდნენ ხელს. ნეტარმა კირილემ შესძლო დაეძლია უკუღმართი წარმოდგენა წმიდა იოანე ოქროპირზე. ალექსანდრიის პატრიარქი თეოფილე, წმიდანის ბიძა, იოანე ოქროპირის მოწინააღმდეგე იყო და თავმჯდომარეობდა კრებას, რომელმაც განსაჯა წმიდა მღვდელმთავარი. თავიდანვე ოქროპირის მოწინააშმდეგეთა გარემოცვაში მყოფ კირილეს, ბუნებრივია, რომ მცდარი აზრი შეექმნა მასზე. ღირსმა ისიდორე პელუსიოტელმა არაერთხელ მიმართა მღვდელმთავარს წერილობით. იგი შეაგონებდა, რომ ეკლესიის დიდი მამა წმიდანთა დიპტიხში შეეტანა, მაგრამ ამაოდ, ერთხელ კი, ძილში, კირილემ იხილა მშვენიერი ტაძარი და ტაძრის შუაგულში – თავად ღვთისმშობელი ანგელოზთა და წმიდანთა გუნდის თანხლებით, რომელთა შორის იოანე ოქროპირიც ბრწყინავდა. მღვდელმთავარს უნდოდა, მიახლებოდა ყოვლადწმიდა ქალწულს და თაყვანი ეცა მისთვის, მაგრამ ღირსი იოანე აყენებდა. მაშინ მარიამმა სთხოვა წმიდანს, შეენდო კირილესთვის, რომელმაც უმეცრების გამო სცოდა მის წინაშე. როცა შენიშნა, რომ ოქროპირი ყოყმანობდა, დაამატა: „შეუნდე ჩემი გულისთვის. მან ბევრი იღვაწა ჩემი ღირსების დასაცავად, ღვთისმშობელი მიწოდა და მადიდა ადამიანებს შორის”. მაშინ იოანემ თქვა: „ყოვლადწმიდაო დედოფალო, შევუნდობ შენი მეოხებით”, შემდეგ კი სიყვარულით გადაეხვია და გადაკოცნა წმიდა მღვდელმთავარი.

წმინდანმა შეინანა წმინდა იოანე ოქროპირის სიძულვილი, ეგვიპტის ეპისკოპოსები შეჰყარა და დიდი ზეიმი გამართა იოანე ოქროპირის პატივსაცემად.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

თევდორე კველთელიtag:www.qwelly.com,2014-06-19:6506411:Topic:7395802014-06-19T07:12:53.749ZKakhahttps://www.qwelly.com/profile/Kakha

21 ივნისს (ძვ. სტ. 8 ივნისს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმინდა მოწამე თევდორე მღვდელს

მოწამე თევდორე ცხოვრობდა მეჩვიდმეტე საუკუნეში.ამ დროს ირან ოსმალეთის ომი იყო, მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში ოსმალეთმა იძალა სპარსეთზე, წაართვა ქალაქი ბაღდადი, შემდგომ მიიტაცა სამცხე-საათაბაგო და იმავე წლის ივნისში ახალციხიდან შემოესია საქართველოს. ამ დროს…

21 ივნისს (ძვ. სტ. 8 ივნისს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმინდა მოწამე თევდორე მღვდელს

მოწამე თევდორე ცხოვრობდა მეჩვიდმეტე საუკუნეში.ამ დროს ირან ოსმალეთის ომი იყო, მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში ოსმალეთმა იძალა სპარსეთზე, წაართვა ქალაქი ბაღდადი, შემდგომ მიიტაცა სამცხე-საათაბაგო და იმავე წლის ივნისში ახალციხიდან შემოესია საქართველოს. ამ დროს საქართველოში მეფობდა ახალგაზრდა მეფე წმიდა ლუარსაბ II ის მცირე ამალით ცხირეთის ციხეში, თავის საზაფხულო რეზიდენციაში იმყოფებოდა. ოსმალებმა, რომლებმაც მეფის სამყოფელი იცოდნენ, გადაწყვიტეს უმოკლესი გზით შეჭრილიყვნენ შიდა ქართლში, ცხირეთის ციხეს თავს დასხმოდნენ, შეეპყროთ ლუარსაბი და ამ გზით მთელი საქართველო დაემორჩილებინათ.

ოსმალეთი სწრაფად მოადგა საქართველოს და ქალაქ მანგლისის ახლოს გაჩერდა. მანგლისის ღვთისმშობლის ეკლესია დარბევას სასწაულებრივად გადაურჩა. ისტორიკოსი წერს: „ესევითარმა ღრუბელმა ზრქელმა და ნისლმა დაფარა იგი, ვიდრეღა პირისპირ მისა ჩავლეს ესოდენმა სიმრავლემან მეომართამან და ეკლესია იგი სოფლითურთ ვერ იხილეს“. წმიდა ლუარსაბმა არაფერი იცოდა თავდასხმის შესახებ, მტერს კი ცხირეთამდე სულ ხუთიოდე საათის სავალი რჩებოდა. მანგლისიდან მეფის საზაფხულო რეზიდენციამდე რამდენიმე გზა მიდიოდა. ოსმალებს ვერ გადაეწყვიტათ, რომელ გზას დასდგომოდნენ. მანგლისის ახლოს, სოფელ კველთაში, თათრებმა შეიპყრეს ქართველი მღვდელი, „სახელად თევდორე, პატიოსანი და მოშიში ღვთისა და ერთგული მეფისა თვისისა“. მღვდელი ეკლესიას კეტავდა, სხვებთან ერთად ტყეში გაქცევა ვერ მოესწრო, რადგან ეკლესიის განძეულობა გადამალა მტრის ხელყოფისგან. მამა თევდორეს ოსმალებმა მეგზურობის გაწევა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას წამებით სიკვდილი ელოდა. „ხოლო მან, ნეტარმან ხუცესმან, აღირჩია სიკვდილი, ვიდრე განცემა მეფისა და გაწირვა საქართველოჲსა“. მღვდელმა ლაშქარი გზას ააცდინა და ცხირეთს დააშორა. დასავლეთით მიმავალი ოსმალთა ჯარი ფიქრობდა, საცაა ჩრდილოეთით გავუხვევთ და მეფეს იდუმალ დავადგებითო თავს. უგზოზე დიდი ხნის სიარულის მერე, როცა „გზასა ძნელთა და იწროთა და კლდოვანთა და სხვათა მათსა ცხენნი მრავალნი და კაცნი შთაცვივნეს კლდეთა და კაპანთა და მოსწყდეს“, ოსმალები მიხვდნენ, რომ მოტყუვდნენ. „იხილეს რა თავნი თვისნი ესრე მოცთომილნი და შეიწრებულნი, კაცთა მათ სახელოვანთა შეიპყრეს ხუცესი იგი და თავი წარკვეთეს“.

თევდორეს თავდადებას შედეგი მოყვა, მეფე ლუარსაბმა ციხეში გამაგრება შეძლო და ლაშქარი შეკრიბა, რითიც შეძლო მუსრი გაევლო მარბიელთათვის

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

მოწამე თეოდოტე ანკვირელიtag:www.qwelly.com,2014-06-14:6506411:Topic:7354482014-06-14T09:28:03.028ZKakhahttps://www.qwelly.com/profile/Kakha

20 ივნისს (ძვ. სტ. 7 ივნისს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელს

მოწამე თეოდოტე ანკვირელი ცხოვრობდა იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს გალატიაში მესამე საუკუნეში, წმინდა თეოდოტე გამოირჩეოდა საოცარი სიკეთითა და გულმოწყალებით. იგი დიდ დახმარებას უწევდა დიოკლეტიანეს მიერ დევნილ ქრისტიანებს, საკუთარ სახლში იფარებდა მათ, სადაც ფარულად…

20 ივნისს (ძვ. სტ. 7 ივნისს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელს

მოწამე თეოდოტე ანკვირელი ცხოვრობდა იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს გალატიაში მესამე საუკუნეში, წმინდა თეოდოტე გამოირჩეოდა საოცარი სიკეთითა და გულმოწყალებით. იგი დიდ დახმარებას უწევდა დიოკლეტიანეს მიერ დევნილ ქრისტიანებს, საკუთარ სახლში იფარებდა მათ, სადაც ფარულად აღესრულებოდა ღვთისმსახურებაც. წმიდანი სატუსაღოებში აკითხავდა ქრისტეს აღსარებისთვის პყრობილებს, გამოისყიდდა მათ და პატივით მარხავდა მხეცთა საჯიჯგნად მიმოფანტულ მოწამეთა გვამებს. ერთხელ წმიდანმა შვიდი ქალწულმოწამის ცხედარი ამოასვენა ზღვიდან და დაფლა. როცა ამის შესახებ მმართველს მოახსენეს, თეოდოტე შეიპყრეს. წმიდა მოწამემ უარი განაცხადა მსხვერპლშეწირვაზე, წარმართთა სარწმუნოების ამაოება ამხილა და აშკარად აღიარა ქრისტე. ამისთვის იგი სასტიკად აწამეს და მახვილით მოკლეს. მტარვალებს წმიდა მოწამის ცხედრის დაწვა სურდათ, მაგრამ უეცრად ქარიშხალი ამოვარდა და ცეცხლი ვერ დაანთეს. ქრისტეს მარტვილი ქრისტიანული წესით მიაბარეს მიწას.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ნიკიფორე - კონსტანტინოპოლის პატრიარქიtag:www.qwelly.com,2014-06-11:6506411:Topic:7324172014-06-11T07:16:29.054Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

15 ივნისს (ძვ. სტ. 2 ივნისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს კონსტანტინოპოლელ პატრიარქ ნიკიფორეს

მერვე საუკუნის მეორე ნახევარშე, კონსტანტინოპოლში დაიბადა წმინდა ნიკიფორე. ქრისტეს მიმდევრობისთვის, წმინდანის მშობლებმა მრავალ განსაცდელს გაუძლეს, მრავალი ტანჯვა დაითმინეს ხატმებრძოლი იმპერატორისაგან. კონსტანტინე კოპრონიმი სწორედ მერვე საუკუნესი სჯიდა…

15 ივნისს (ძვ. სტ. 2 ივნისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს კონსტანტინოპოლელ პატრიარქ ნიკიფორეს

მერვე საუკუნის მეორე ნახევარშე, კონსტანტინოპოლში დაიბადა წმინდა ნიკიფორე. ქრისტეს მიმდევრობისთვის, წმინდანის მშობლებმა მრავალ განსაცდელს გაუძლეს, მრავალი ტანჯვა დაითმინეს ხატმებრძოლი იმპერატორისაგან. კონსტანტინე კოპრონიმი სწორედ მერვე საუკუნესი სჯიდა ქრისტიანებს და ხატმებრძოლეობას სრული შემართებით ეწეოდა.

წმინდა ნიკიფორემ, სიყრმის ასაკიდან დაიწყო სწავლა. მან შესანიშნავი საერო განათლება მიიღო, მაგრამ განსაკუთრებით გამოირჩეოდა ღმრთისმეტყველებაში და წმინდა წერილის კითხვა/განმარტებაში.

775 წელს, იმპერატორის ტახტს იკავებს ლეონ IV, რომლის მრჩეველიც სწორედ განათლებული და სწავლული ნიკიფორე ხდება. სამეფო კარზე წმინდანის გულმხურვალება, ლოცვა და მაღალზნეობრივი, თავშეკავებული, ქრისტიანული მოღვაწეობა არ ნელდება. ლეონის გარდაცვალების შემდეგ, ნიკეაში ჩატარებულ მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე დაიგმო ხატმებრძოლეობის ერესი. ამავე კრებაზე, წმინდა ნიკიფორე, ახლა უკვე იმპერატორ კონსტანტინე VI_ის მრჩეველი იცავდა ქრისტიანობას ერეტიკოსთა შორის.

ამის შემდეგ წმინდა ნიკიფორე კიდევ რამდენიმე წელი რჩება სამეფო ტახტზე. იმპერატორ ნიკიფორე I_ის ზეობისას, გარდაიცვლება კონსტანტინოპოლის პატრიარქი და მის ნაცვლად ეკლესიის საჭეთმპყრობელი ხდება წმინდა ნიკიფორე. 806 წლის აღდგომის დღსასწაულზე, 12 აპრილს, წმინდანი საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრდება.

მეცხრე საუკუნის პირველ მეოთხედში, საიმპერატორო ტახტს იკავებს ლეონ V, სომეხად წოდებული. მისი მმართველობისას კვლავ დაიწყო ქრისტიანთა დევნა. იმპერატორმა გადასახლებიდან გამოიწვია VII მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ განკვეთილი ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები, მათი შემადგენლობით მოიწვია ერეტიკული კრება და რწმენის საკითხებზე საპაექროდ პატრიარქს უხმო. წმიდა ნიკიფორემ მწვალებლებთან ბჭობაზე უარი განაცხადა, რადგან ხატმბრძოლთა ერესი უკვე ანათემას იყო გადაცემული. ნიკიფორე ჯერ ქრისოპოლის მონასტერში გაგზავნეს, შემდეგ კი კუნძულ პროკონისზე გადაასახლეს, მარმარილოს ზღვაში, სადაც 13 წლის შემდეგ აღესრულა ნატანჯი და შევიწროებული.

IX საუკუნის შუა წლებში, 847 წლეს, 13 მარტს წმიდა პატრიარქის უხრწნელი ნაწილები პატივით გადაასვენეს კონსტანტინეპოლში, წმიდა სოფიის ტაძარში.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

მოწამე ერმიtag:www.qwelly.com,2014-06-05:6506411:Topic:7282022014-06-05T14:23:09.297Ztamohttps://www.qwelly.com/profile/tamogogaladze

13 ივნისს (ძვ. სტ. 31 მაისს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს მოწამე ერმის

მოწამე ერმი კომანში გარდაცვლილა იმპერატორ ანტონინე პიუსის დროს 138-161 წელს. კაბადოკიაში ჩასულს მოწამეს იმპერატორის ძალაუფლების მქონე ერთმა სებასტიანმა მას სთხოვა, რომ კერპებისთვის თაყვანი ეცა და სანაცვლოდ მას დიდება და პატივი მიაგო. ხანში შესულმა მხედარმა გაბედულად მიიღო…

13 ივნისს (ძვ. სტ. 31 მაისს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს მოწამე ერმის

მოწამე ერმი კომანში გარდაცვლილა იმპერატორ ანტონინე პიუსის დროს 138-161 წელს. კაბადოკიაში ჩასულს მოწამეს იმპერატორის ძალაუფლების მქონე ერთმა სებასტიანმა მას სთხოვა, რომ კერპებისთვის თაყვანი ეცა და სანაცვლოდ მას დიდება და პატივი მიაგო. ხანში შესულმა მხედარმა გაბედულად მიიღო ქრისტიანობა, რისთვისაც ისე სცემეს და ტანჯეს, რომ სახიდან კანი გადაძვრა. ნატანჯი ერმი გაგიზგიზებულ ღუმელში შეაგდეს, მაგრამ ის სამი დღის შემდეგ ცეცხლიდან დაუზიანებელი გამოვიდა. ვერც შხამიანმა სასმისმა ვერ უყო ვერაფერი წმიდანს. ამის მხილველმა აღიარა ქრისტე და იქვე მიაბარა სული წარმართთა ხელით. წმიდა ერმი თავით ძირს დაკიდეს. და სამი დღის შემდეგ მასთან მივიდნენ სებასტინის მიგზავნილი კაცები და როცა კვლავ ცოცხალი დაინახეს, სასწაულით გაოცებულებმა შემწეობა თხოვეს მას.

გაჯავრებულმა სებასტიანმა დანით გამოჭრა ყელი ქრისტესთვის თავდადებულ აღმსარებელს. ქრისტიანებმა მალულად დამარხეს წმიდა მოწამის ნაწილები

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ღირსმოწამე თეოდოსია კონსტანტინეპოლელიtag:www.qwelly.com,2014-06-01:6506411:Topic:7242972014-06-01T08:49:06.508ZKakhahttps://www.qwelly.com/profile/Kakha

11 ივნისს (ძვ. სტ 29 მაისს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს ღირსმოწამე თეოდოსია კონსტანტინეპოლელს

წმინდა თეოდოსია მოღვაწეობდა მერვე საუკუნეში როცა ხატმებრძოლეობის ერესი მძვინვარებდა, როდესაც მშობლები გარდაეცვალა წმინდანს, იგი წავიდა კონსტანტინოპოლის დედათა მონასტერში. მალე კი მონაზვნად აღიკვეცა. ღირსმოწამე თეოდოსიამ მშობლების მიერ დანატოვარი ქონება…

11 ივნისს (ძვ. სტ 29 მაისს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს ღირსმოწამე თეოდოსია კონსტანტინეპოლელს

წმინდა თეოდოსია მოღვაწეობდა მერვე საუკუნეში როცა ხატმებრძოლეობის ერესი მძვინვარებდა, როდესაც მშობლები გარდაეცვალა წმინდანს, იგი წავიდა კონსტანტინოპოლის დედათა მონასტერში. მალე კი მონაზვნად აღიკვეცა. ღირსმოწამე თეოდოსიამ მშობლების მიერ დანატოვარი ქონება გლახაკებს დაურიგა, თანხის ნაწილით კი მაცხოვრის, ღვთისმშობლის და წმიდა ანასტასიას ხატები დააწერინა. ლეონ ისავრიელმა ტახტზე ასვლისთანავე გამოსცა ბრძანება, რომელიც წმიდა ხატთა განადგურებას მოითხოვდა. მაშინ კონსტანტინეპოლში იყო ერთი კარიბჭე, რომლის თავზეც ოთხასზე მეტი წლის განმავლობაში მაცხოვრის სპილენძის ხატი იყო აღმართული.ხატმბრძოლმა ცრუ პატრიარქმა ანასტასიმ ბრძანა ხატის მოხსნა. მართლმადიდებლები წმიდა თეოდოსიას წინამძღოლობით მხნედ დადგნენ მის დასაცავად. ხალხის შფოთით შეშინებულმა ცრუპატრიარქმა მომხდარის შესახებ იმპერატორს აცნობა. ლეონ ისავრიელის ბრძანებით მონაზვნები ამოხოცეს, ხოლო მათი მეთაური, წმიდა თეოდოსია საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდანს 7 დღის განმავლობაში აწამებდნენ, მერვე დღეს კი ქალაქში გაიყვანეს და წამებით ამოხადეს სული. ქუჩაში დაგდებული ღირსმოწამის ცხედარი ქრისტიანებმა დიდი პატივით დაფლეს კონსტანტინეპოლის დიოკრისტის მონასტერში. მის საფლავთან მრავალი კურნება აღსრულდა.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►