თვენი - Qwelly2024-03-29T15:36:21Zhttps://www.qwelly.com/group/june/forum/topic/listForTag?tag=%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98&feed=yes&xn_auth=noწმინდა სპარსი მოწამენი - მანუელი, საბელი და ისმაილიtag:www.qwelly.com,2014-06-29:6506411:Topic:7501562014-06-29T19:39:06.131ZGeorgehttps://www.qwelly.com/profile/qwelly

30 ივნისს (ძვ. სტ. 17 ივნისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს სპარს მოწამეებს, მანუელს, საბელის და ისმაილს

წმინდა ძმები მანუელი,საბელი და ისმაელი წარმოშობით სპარსეთიდან იყვნენ და დიდგვაროვნის ოჯახში დაიბადნენ.

დედამ, კეთილმსახურმა ქრისტიანმა, მონათლა შვილები და მაცხოვრის სიყვარულში აღზარდა ისინი. მამა კი წარმართი ყავდათ.

30 ივნისს (ძვ. სტ. 17 ივნისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს სპარს მოწამეებს, მანუელს, საბელის და ისმაილს

წმინდა ძმები მანუელი,საბელი და ისმაელი წარმოშობით სპარსეთიდან იყვნენ და დიდგვაროვნის ოჯახში დაიბადნენ.

დედამ, კეთილმსახურმა ქრისტიანმა, მონათლა შვილები და მაცხოვრის სიყვარულში აღზარდა ისინი. მამა კი წარმართი ყავდათ.

დავაჟკაცებულმა ძმებმა სამხედრო სამსახურს შეუდგნენ.

სპარსეთ - ბიზანტიის ომის დროს მეფემ საზავო ხელშეკრულების დასადებად იმპერატორ იულიანე განდგომილთან ისინი გააგზავნა. თავდაპირველად იულიანემ ელჩობა დიდი პატივით მიიღო, მაგრამ როდესაც წმ.ძმებმა უარი განაცხადეს კერპისთვის მსხვერპლი შეეწირათ განრისხებულმა იმპერატორმა დაარღვია დიპლომატიური კანონი და ვითარცა ავაზაკნი ჩაყარა ისინი საპყრობილეში. დაკითხვაზე კი განაცხადა, რომ თუ მათ კერპნი სძულთ საზავო ხელშეკრულება შეუძლებელია. მანულემა, საბაელმა და ისმაელმა ერთხმად უპასუხეს, რომ ასრულებენ მეფეს სახელმწიფო დავალებას და ღმერთზე კამათი არ შედის მათ მოვალეობაში. თვითმყორბელი მიხვდა, რომ ელჩების რწმენა მტკიცეა და გასცა განკარგულება ისინი სასტიკად ეწამებინათ. წამების ბოლოს ქრისტეს ჭეშმარიტ მიმდევრებს თავები მოჰკვეთეს. იმპერატორის ბრძანებით მათი სხეულები უნდა დაეწვათ, მაგრამ მოულოდნელად ქვეყანა შეიძრა, მიწა გაიპო და წმინდა ცხედრები თან ჩაიტანა. ეკლესიის გულმხურვალე ლოცვით,ორი დღის შემდეგ, დედამიწამ უკან გამოაბრუნა წმინდა მოწამე ძმების სხეულები. მათ თან ახლდა საოცარი კეთილსურნელება. მრავალი წარმართი ამ სასწაულის მოწმე გახდა. მათ ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი და მიიღეს ნათელი „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა“. ეკლესიის წევრებმა დიდი პატივით დაკრძალეს წმინდა ძმების უხრწნელი ნაწილები და 362 წლიდან (მოწამეობრივი აღსასრულის ტარიღი) მოყოლებული საფლავზე მრავალი სასწაული აღესრულა.

სპარსთა მეფემ ალამუნდარმა შეიტყო მისი დესპანების მკვლელობა. მას აღარ გააჩნდა ილუზიები იულიანთან სამშვიდობოზე გასვლის, მითუმეტეს რომ იმპერატორმა დიდი ჯარი სჰეკრიბა და მიადგა ალამუდარის სამეფოს საზღვრებს მიადგა. გააფტრებული ბრძოლაში ბიზანტილები დამარცხდნენ. უსჯულო იმპერატორი დიდმოწამე მერკურიმ (ხს. 24 ნოემბერს) მახვილით განგმირა.

30 წლის შემდეგ კეთილმსახურმა იმპერატორმა თეოდოსი დიდმა (+395) კონსტანტინეპოლში წმიდა მოწამეების მანუელის, საბაელისა და ისმაილის სახელობის ტაძარი ააგო.

მოგვიანებით მღვდელ-მონაზონმა გერმანემ (მომავალი პატრიარქი კონსტანტინოპოლისა) წმინდა მარტვილთა სადიდებელი კანონიც შექმნა.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

წმინდა ტიხონ კვიპრელიtag:www.qwelly.com,2014-06-28:6506411:Topic:7492532014-06-28T19:18:47.203Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

29 ივნისს (ძვ. სტ. 16 ივნისს) ქრისტეს ეკელსია იხსენიებს წმინდა ეპისკოპოს ტიხონს, კვიპრელს.

მეხუთე საუკუნეში, კუნძულ კვიპროსზე მდებარე ქალაქში ამათუნტი დაიბადა წმინდა ტიხონი. ღმრთისმოყვარე მშობლებმა პატარა ტიხონი ბავშვობიდანვე გაწაფეს წმინდა წერილის ცოდნაში და უფლის მცნებებით ცხოვრება ჩაუნერგეს, უფალმა კი მას სასწაულების ქმნის ნიჭი უბოძა სულიწმინდის…

29 ივნისს (ძვ. სტ. 16 ივნისს) ქრისტეს ეკელსია იხსენიებს წმინდა ეპისკოპოს ტიხონს, კვიპრელს.

მეხუთე საუკუნეში, კუნძულ კვიპროსზე მდებარე ქალაქში ამათუნტი დაიბადა წმინდა ტიხონი. ღმრთისმოყვარე მშობლებმა პატარა ტიხონი ბავშვობიდანვე გაწაფეს წმინდა წერილის ცოდნაში და უფლის მცნებებით ცხოვრება ჩაუნერგეს, უფალმა კი მას სასწაულების ქმნის ნიჭი უბოძა სულიწმინდის მადლით. მამა ხაბაზი იყო და შვილს პურის გასაყიდად გზავნიდა ხოლმე, ტიხონი კი გაყიდვის ნაცვლად გლახაკებ უფასოდ აპურებდა. როდესაც მამამ ეს შეიტყო განურისხდა ტიხონს, პასუხად კი მიუგო: "ნუთუ არ ამოგიკითხავს წმიდა წიგნებში, რომ ვინც ღმერთს ავასხებს, ასწილად მიიღებს საზღაურს? მე პურს ღმერთს ვაძლევ სესხად". შემდეგ შესთავაზა, ბეღელში წასულიყვნენ და გაოცებულმა მამამ დაინახა, უფლის მოწყალების ძალა - ბეღელი პირთამდე ავსებულიყო ხორბლით.

ერთხელ ასეთი ამბავიც მოხდა. იმ სოფელში, ერ-ერთმა მევენახემ ვაზის გასხლა და მისი გამხმარი ყლორტები გადაყარა. ტიხონმა ეს ყლორტები შეაგროვა, საკუთარ ბაღში დარგა და ღმერთს შეევედრა - ყლორტები ეხარებინა და მისი ნაყოფისთვის კურნების სასწაულებრივი ძალა მიენიჭებინა. ღმერთმა შეისმინა ჭაბუკის ვედრება: ვაზის ლერწები განედლდა, გაიზარდა და განსაკუთრებული გემოს მქონე, საოცრად ტკბილი მტევნები გამოისხა. მათგან წმიდანის სიცოცხლეში და მისი სიკვდილის შემდეგაც საბარძიმე ღვინოს წურავდნენ.

ღმრთის სათნო ცხოვრების შედეგად, კეთილმსახური ჭაბუკი უფლის და ტაძრის მსახურთა დასში ჩარიცხეს და მედავითნედ დაადგინეს, შემდეგ კი მღვდელმთავარმა მემნონმა დიაკონად დაადგინა იგი. წმინდა ტიხონმა უფლის კეთილმსახურებისათვის სასულიერო პირობაც მიიღო, მაღალი იერარქიაც და ეპისკოპოს მემნონის სიკვდილის შემდეგ მის კათედრაზე სწორედ წმიდა ტიხონი აირჩიეს. ხიროტონია ეპიფანე კვიპრელმა აღასრულა.

წმიდა მღვდელმთავარი დაუცხრომლად იღვწოდა კვიპროსზე წარმართობის ნაშთების აღმოსაფხვრელად. მას არ ეშინოდა არავითარი მუქარისა და ახოვნად აღიარებდა ქრისტეს უსჯულოთა წინაშე. წმიდა მღვდელმთავარი საოცრად გულმოწყალეც იყო. მისი სახლის კარები მუდამ ღია იყო მნახველებისთვის.

425 წელს, ამათუნტის სასწაულმოქმედი ეპისკოპოსის სული მიეახლა უფალს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ელისე წინასწარმეტყველიtag:www.qwelly.com,2014-06-26:6506411:Topic:7467052014-06-26T08:06:19.337ZKakhahttps://www.qwelly.com/profile/Kakha

27 ივნისს (ძვ.სტ.14 ივნისს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმინდა ელისე წინასწარმეტყველს

წმინდა ელისე წინასწარმეტყველს უფალმა სამსახურებლად ბავშობიდანვე მოუწოდა, მისი მასწავლებელი ელია იყო. იგი მიწათმოქმედი საფატის ოჯახში აღიზარდა. ერთხელ ელია მინდორში მომუშავე ელისეს მიუახლოვდა და თავისი ხალენი მოახურა, რაც მის წინასწარმეტყველად მოწოდებას ნიშნავდა.…

27 ივნისს (ძვ.სტ.14 ივნისს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმინდა ელისე წინასწარმეტყველს

წმინდა ელისე წინასწარმეტყველს უფალმა სამსახურებლად ბავშობიდანვე მოუწოდა, მისი მასწავლებელი ელია იყო. იგი მიწათმოქმედი საფატის ოჯახში აღიზარდა. ერთხელ ელია მინდორში მომუშავე ელისეს მიუახლოვდა და თავისი ხალენი მოახურა, რაც მის წინასწარმეტყველად მოწოდებას ნიშნავდა. ელისემ მაშინვე ორი ხარი დაკლა და გამოსათხოვარი ტრაპეზი გამართა. ეს მოქმედება სიმბოლურად ღვთის უმაღლესი მსახურებისათვის ყოფითი კავშირების გაწყვეტას მოასწავებდა. ამის შემდეგ იგი თან გაჰყვა ელიას და მას ემსახურებოდა.

უფალმა ელიას ზეცად აღყვანა განიზრახა, მასწავლებელმა ელისეს აჩვენა ბოლო მისი სასწაული როცა იორდანე ორად გაყო და ორივენი გავიდნენ მშრალად, ელიამ ელისეს უკანასკნელი სურვილის შესრულება აღუთქვა, მან კი ეს ითხოვა: „იყავნ სული ეგე, რომელ არს შენ ზედა, მრჩობლ ჩემ ზედა“. მოძღვარმა უპასუხა: „განაფიცხე თხოვაჲ ეგე; გარნა თუ მიხილო მე ამაღლებული შენგან, გეყავნ ეგრე, უკუეთუ არა, ვერ იყოს“. ამ საუბარში იყვნენ, როცა გამოჩნდნენ ეტლნი ცეცხლისანი და ცხენნი ცეცხლისანი და განაშორნეს ურთიერთას და აღიტაცა ელია ძრვით ვითარცა ზეცად“. ელისე ღაღადებდა: „მამაო, მამაო, ეტლო ისრაელისაო და მჴედარო მისო!“. ზეცად აღტაცებულმა წინასწარმეტყველმა თავისი ხალენი გადაუგდო მოწაფეს. მან სცა იგი იორდანეს „და არა განიპო წყალი იგი“. მეორეჯერაც დაჰკრა „და განიყვნეს წყალნი იგი იმიერ და ამიერ და განვიდა იგი ჴმელად“.

წმინდა ელია მოღვაწეობდა: აქაბის და იოსიას დროს. იგი უშიშრად ამხელდა მათ უსჯულოებასა და კერპთაყვანისმცემლობისკენ მიდრეკილებას. ელისეს მოღვაწეობის დროს ისრაელში გამრავლდა სარწმუნოებრივ-საგანმანათლებლო სკოლები. ამ სკოლებში ღვთისგან გამორჩეული და ცხოვრებისეული გამოცდილებით განბრძნობილი წინასწარმეტყველების ხელმძღვანელობით განისწავლებოდნენ ახალგაზრდები, სწორედ ის ახალგაზრდები, რომლებიც წმიდა წერილში „ძენი წინასწარმეტყველთანის“ სახელით არიან მოხსენიებულნი. ელისემ იერიქონში სასწაული მოახდინა: წყალი, რომელიც უნაყოფობასა და სიკვდილს იწვევდა, მარილით გააუვნებლა. იერიქონიდან ელისე ბეთილში გაემგზავრა. როდესაც იგი ქალაქს მიუახლოვდა, გზაზე ბავშვები შეხვდნენ და დაცინვა დაუწყეს. უკეთურ ბავშვებს საშინელი სასჯელი ეწიათ: 42 მათგანი ტყიდან გამოსულმა ორმა დათვმა დაგლიჯა. ამის შემდეგ წინასწარმეტყველი კარმილის მთისკენ გაემართა, ხოლო იქიდან სამარიაში დაბრუნდა. როდესაც ისრაელის მეფე იორამი, იუდეველთა მეფე იოსაფატი და ედომელთა მეფე მოაბელთა წინააღმდეგ საბრძოლველად შეიკრიბნენ, წინასწარმეტყველი ელისეც მოკავშირეთა ჯართან ერთად იყო. უდაბნოში მგზავრობის სიმძიმისა და უწყლობის გამო ჯარი მეტად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. წინასწარმეტყველმა კიდევ ერთი სასწაული მოახდინა - ჯარი და საქონელი მიწიდან სასწაულებრივად აღმოცენებული წყლით მოამარაგა. ელისეს მიერ მოხდენილ სასწაულთა შორის აღსანიშნავია აგრეთვე ქვრივისათვის ზეთის სასწაულებრივი გამრავლება. ელისეს რჩევით ქვრივმა, რომელსაც მევალეები აწუხებდნენ და ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში შვილების მონებად გაყიდვით ემუქრებოდნენ, მეზობლებისგან ნათხოვარი ცარიელი ჭურჭელი თავისი ზეთიანი ჭურჭლიდან შეავსო. ამ გზით გამრავლებული ზეთი იმდენი აღმოჩნდა, რომ ქვრივმა ვალებიც გაისტუმრა და შვილებიც გამოკვება. ამ მოვლენის შემდეგ წინასწარმეტყველი ისაქარის ტომის ქალაქ სომანში გადავიდა, სადაც იგი ერთმა კეთილმორწმუნე დედაკაცმა ისტუმრა სახლში. დედაკაცმა ელისეს თავის სახლში ოთახი გამოუყო, რომლითაც მას სურვილისამებრ შეეძლო ესარგებლა. ელისეს მასპინძლები უშვილონი იყვნენ, რაც ებრაელთა შორის ღვთისგან მოვლინებულ უმძიმეს სასჯელად ითვლებოდა. წინასწარმეტყველის სიტყვისამებრ, დედაკაცსა და მის მეუღლეს შვილი შეეძინათ. ერთხელ, მკის დროს ყრმა მამასთან წავიდა მინდორში და უეცრად თავის ტკივილი იგრძნო. როდესაც იგი დედასთან მიიყვანეს, მშობლის კალთაში გარდაიცვალა. დედაკაცი თვითონ წავიდა წინასწარმეტყველთან კარმილის მთაზე. ელისემ იგი შორიდანვე დაინახა, თავის მსახურ გეზს მიეგება და მოკითხვა უბრძანა: „მშვიდობა არს შენდა და მშვიდობა არს ქმრისა შენისა, გინა მშვიდობით არსა ყრმა იგი?“. ელისეს ეს სიტყვები იმაზე მიანიშნებს, რომ წინასწარმეტყველები ყველაფერს კი არ ჭვრეტდნენ, არამედ მხოლოდ იმას, რასაც მათ სულიწმიდა უცხადებდა. წინასწარმეტყველი დედაკაცს გაჰყვა და მისი მხურვალე ლოცვის შემდეგ ყრმას სიცოცხლე დაუბრუნდა. ეს იყო მდინარე იორდანესთან ახლოს მდებარე სოფელი, სადაც იგი ძალიან ხშირად ჩერდებოდა. აქ ხშირად მოდიოდნენ წინასწარმეტყველის მოწაფეები. ისინი თავს იყრიდნენ ხოლმე ელისესთან, მისგან სწავლა-დარიგებების მოსასმენად. ერთ-ერთი ასეთი თავშეყრის დროს, როდესაც გალგადში შიმშილობა იყო, წინასწარმეტყველმა მსახურს ხილის შეჭამადის მომზადება დაავალა. მოსამსახურე მინდორში გავიდა, იქ გარეული ყურძენი მოაგროვა და ქვაბში ჩაყარა. როდესაც მოწაფეებმა ამ ნაყოფებისგან მომზადებული საჭმელი გასინჯეს, შეამჩნიეს, რომ ქვაბში საწამლავი იყო და შიშისგან დაიყვირეს: „სიკვდილი არს, კაცო ღმრთისაო, ქვაბსა მაგას“. ელისეს ბრძანებით ქვაბში ფქვილი ჩაყარეს და არავინ მოწამლულა. ამ დროს მიეკუთვნება, აგრეთვე, ელისეს მიერ ოცი პურით ასი კაცის დაპურება.

წინასწარმეტყველმა ელისემ სასწაულებრივად განკურნა კეთრისგან ასურეთის მეფის მხედართმთავარი ნემანიც. ყველა საშუალება, რომელსაც მხედართმთავარმა ამ სენისგან განსაკურნებლად მიმართა, უშედეგო აღმოჩნდა. ბოლოს, მას ერთმა მოსამსახურემ - ტყვე ისრაელელმა ქალიშვილმა სამარიაში წასვლა ურჩია. ნემანმა მეფეს სთხოვა, მიეცა ისრაელში წასვლის უფლება. მეფე დათანხმდა, თან ისრაელის მეფესთან წერილიც გაატანა და თავისი მხედართმთავრის განკურნებას ითხოვდა. ასეთი უცნაური თხოვნა ისრაელის მეფემ, რომელსაც მკურნალობის ნიჭი არ ჰქონდა, ომის საბაბად მიიჩნია. მან ტანსაცმელი შემოიხია, რაც ებრაელთა შორის გლოვის გარეგნულ გამოხატულებად ითვლება, და თქვა: „ღმერთი ნუ ვარა მეა, ვითარცა მოვაკვდინე და ვაცხოვნე?. უწყოდეთ და გულისხმაჰყავთ, რამეთუ მიზეზობს რასმე“. როდესაც ამის შესახებ ელისემ გაიგო, მან ნემანის მოყვანა ბრძანა. მხედართმთავარი ეტლებით მიადგა წინასწარმეტყველის სახლს. ელისემ მსახურის პირით შეუთვალა: „მივედ, იბანე იორდანესა შვიდგზის და მოიქცეს ფერი შენი შენდა და განსწმნდე“. წინასწარმეტყველის ასეთმა დამოკიდებულებამ და მკურნალობის სიმარტივემ ასურელი დიდებული განარისხა და უკან დაბრუნება გადაწყვიტა. მიუხედავად ამისა, მსახურების რჩევით, მან მაინც შეასრულა ელისეს ნათქვამი იორდანეში შვიდგზის განიბანა და განიკურნა. სასწაულით გაოცებულმა ნემანმა წინასწარმეტყველს საჩუქრები შესთავაზა, მაგრამ ელისემ არაფერი მიიღო. სამაგიეროდ, გეზმა ისარგებლა მისი სახელით და ნემანს ორი ტალანტი ვერცხლი და ორი ბრწყინვალე სამოსელი გამოსთხოვა, რისთვისაც სასტიკად დაისაჯა - ნემანის კეთრი მასზე გადავიდა.

სომანელ დედაკაცს, რომელსაც შვილი მკვდრეთით აღუდგინა, ელისემ მოსალოდნელი შიმშილობის შესახებ უწინასწარმეტყველა და ურჩია მას, ამ ხნის განმავლობაში ფილისტიმელთა ქვეყნისათვის შეეფარებინა თავი. მეზობელ ქვეყანაში დროებით გადასახლებას სომანელი დედაკაცის სახლისა და მიწების სხვა მეპატრონის საკუთრებაში გადაცემა მოჰყვა შედეგად. ქალი იძულებული გახდა, მეფესთან წასულიყო საჩივლელად. ამ დროს მეფეს წინასწარმეტყველის სასწაულების შესახებ ესაუბრებოდნენ. მეფე იორამმა, ეჭვგარეშეა, ამ საუბრით გულმოლბობილმა, დედაკაცის საუბარი გულისყურით მოისმინა და სათხოვარი შეუსრულა. ამ დროს ასურეთის მეფე ბენ-ჰაიდი მძიმე სენით დაავადდა. როგორც კი მეფემ წინასწარმეტყველის ჩამოსვლის შესახებ შეიტყო, მაშინვე გაგზავნა მასთან აზაილი. ელისემ აზაილს მოკლე ხანში მეფის გარდაცვალება და მისი გამეფება უწინასწარმეტყველა, მაგრამ ამის თქმა ბენ-ჰაიდისთვის აუკრძალა.

წმინდა წინასწარმეტყველი ელისე, დაახლოებით ასი წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი საფლავი ნეტარი იერონიმეს აზრით, სამარიის მახლობლად მდებარეობდა. სასწაულები, რომლებსაც წინასწარმეტყველი ახდენდა, მხოლოდ მისი ამქვეყნიური ცხოვრებით როდი შემოიფარგლებოდა. გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ ელისეს საფლავის ახლოს მიცვალებულს მიასვენებდნენ. ამ დროს მოაბელთა რაზმი გამოჩნდა. ხალხი შეშინდა და მიცვალებული უახლოეს გამოქვაბულში დაასვენა, სწორედ იმ გამოქვაბულში, სადაც წინასწარმეტყველი იყო დაკრძალული. ელისეს ძვლებთან შეხებით მიცვალებული მკვდრეთით აღდგა. უფალმა ამ სასწაულით გარდაცვალების შემდეგაც ადიდა თავისი ერთგული მსახური.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

მოწამე აკვილინაtag:www.qwelly.com,2014-06-25:6506411:Topic:7463632014-06-25T22:19:00.652Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

26 ივნისს (ძვ. სტ. 13 ივნისს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმინდა მოწამე აკვილინას

ღმრთისმოძულე იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს, ერთ ფინიკიელ მართლმორწმუნე ოჯახში იზრდებოდა აკვილინა. მშობლებმა, სიყრმის ასაკიდან ქრისტეს სიყვარულით, მისი მოძღვრების შემეცნებით და ცხოვრებაში აღსრულებით აღზარდეს შვილი. აკვილინას უყვარდა უფალი და იცოდა რა მისი მოწყალება და…

26 ივნისს (ძვ. სტ. 13 ივნისს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმინდა მოწამე აკვილინას

ღმრთისმოძულე იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს, ერთ ფინიკიელ მართლმორწმუნე ოჯახში იზრდებოდა აკვილინა. მშობლებმა, სიყრმის ასაკიდან ქრისტეს სიყვარულით, მისი მოძღვრების შემეცნებით და ცხოვრებაში აღსრულებით აღზარდეს შვილი. აკვილინას უყვარდა უფალი და იცოდა რა მისი მოწყალება და ნეტარება, გულწრფელად დარდობდა მეგობრებზე და თანატოლებზე, რომლებიც არ აღიარებდნენ მაცხოვრის მეუფებას. ერთხელაც აკვილა დაასმინეს - ამხანაგებს მამა-პაპათა ღმერთების შეურაცხყოფას და ტრადიციების დარღვევას ასწავლისო. მაშინ წმიდა ყრმა 12 წლისა იყო. ვოლუსიანემ გადაწყვიტა, ტკბილი შეგონებებით, ალერსით მოენადირებინა ბავშვის გული და წარმართობისკენ გადაედრიკა, მაგრამ აკვილინამ საოცარი სიმტკიცით აღიარა მის წინაშე თავისი სარწმუნოება. როცა ვერანაირმა მზაკვრობამ ვერ გაჭრა, მტარვალმა თავისი ნამდვილი ბუნება გამოაჩინა და ბავშვის წამება ბრძანა. ჯალათებმა ჯერ სასტიკად სცემეს აკვილინა, შემდეგ კი გააშიშვლეს და საშინლად აწამეს. ვოლუსიანემ დაცინვით მიმართა ნორჩ მოწამეს: "სად არის შენი ღმერთი? მოვიდეს და გამომგლიჯოს შენი თავი ხელიდან!" აკვილინამ უპასუხა: "ჩემი ღმერთი უხილავად ყოველთვის ჩემთანაა და რაც უფრო მეტად ვიტანჯები, მით უფრო მეტ ძალასა და მოთმინებას მანიჭებს!"

წამება ენითაღუწერელი სისასტიკით გრძელდებოდა. უფლისთვის სიკვილად განმზადებულს, ცხელი, გავარვარებული შაუმფურები ყურებში გაუყარეს და თავი გაუხვრიტეს. გულწასული დაეცა მიწაზე 12 წლის ყრმა. მწამებელმა ესეც არ იკმარა, მისი ქალაქგარეთ გატანა და ძაღლებისთვის საჯიჯგნად დაგდება ბრძანა, მაგრამ უფალი თავის მოყვარულს არსად მიატოვებს. ღამით, უფლის ანგელოზი გამოეცხადა აკვილინას, ხელის შეხებით განკურნა მისი სნეულებანი, წამოაყენა და უთხრა: "წადი, ამხილე ვოლუსიანე და უჩვენე, რა უძლურია მისი ძალა უფლის წინაშე!" ამის მხილველმა გოგონამ, ღმერთს მადლობა შესწირა, აღივსო უფლის სიძლიერის მხილველი გამბედაობით, მიეახლა ვოლუსიანეს სასახლის კარზე და შიშით თავზარი დასცა, რადგან მკვდარი ეგონათ და ახლა ცოცხალს ხედავდნენ მას. მსახურები მოიხმო და უბრძანა დაემალათ წმინდა აკვილინა, დილით კი მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, როგორც ჯადოქარსა და მეფის ურჩს. როცა წმიდანი დასასჯელად მიჰყავდათ, ის ლოცულობდა და მადლობას სწირავდა უფალს, რომ მისთვის წამების ღირსი გახდა. პასუხად გაისმა ხმა, რომელიც აკვილინას ზეციური სასუფევლისკენ მოუწოდებდა, და მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. ჯალათს მმართველის ბრძანების შეუსრულებლობის შეეშინდა და უკვე მიცვალებულ მარტვილს მოჰკვეთა თავი. ქრისტიანებმა პატივით დაკრძალეს მოწამის წმიდა ცხედარი, შემდეგ კი იგი კონსტანტინეპოლში, მის სახელზე აგებულ ტაძარში გადაასვენეს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

პეტრე ათონელიtag:www.qwelly.com,2014-06-24:6506411:Topic:7449612014-06-24T20:57:11.911Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

25 ივნისს (ძვ. სტ. 12 ივნისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა პეტრე ათონელს

მეშვიდე საუკუნეში, ბიზანტიის იმპერატორის ლაშქრის ერთ-ერთი მხედართმთავარი იყო შემდგომში წმინდანად შერაცხული პეტრე ათონელი. 667 წელს ბიზანტია ომობდა სირიელბთან, რის შედაგადაც წმინდა მამა სირიელთაგან ადტყვევებული სამარიის ციხეში გამოამწყვდიეს, სადაც მრავალი წელი მოუწია…

25 ივნისს (ძვ. სტ. 12 ივნისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა პეტრე ათონელს

მეშვიდე საუკუნეში, ბიზანტიის იმპერატორის ლაშქრის ერთ-ერთი მხედართმთავარი იყო შემდგომში წმინდანად შერაცხული პეტრე ათონელი. 667 წელს ბიზანტია ომობდა სირიელბთან, რის შედაგადაც წმინდა მამა სირიელთაგან ადტყვევებული სამარიის ციხეში გამოამწყვდიეს, სადაც მრავალი წელი მოუწია დაყოვნება. ტყვეობაში ყოფნისას პეტრე ფიქრობდა რის გამო ისჯებოდა ასე, რა დანაშაული ჰქონდა ჩადენილი წარსულში. საკუთარი თავის კვლევა და სინდისის გაღვივება უფალმა წყალობით დაუფასა და მოაგონდა რომ წარსულში მონაზვნობის პირობა დაუდია, შემდეგ კი დავიწყებია. ამის შემდეგ პყრობილმა მკაცრი მარხვა დაიწყო, თან გულმოდგინედ ევედრებოდა მეოხებას ნიკოლოზ საკვირველთმოქმედს. ერთხელ, ძილში, წმიდა ნიკოლოზი გამოეცხადა მას და ურჩია, სვიმეონ ღვთისმიმრქმელისგან გამოეთხოვა შეწევნა. მეორე გამოცხადებით მღვდელმთავარმა იგი გაამხნევა და განამტკიცა, მესამეჯერ კი თავად სვიმეონ ღვთისმიმრქმელისგან ერთად წარსდგა მის წინაშე. მართალმა სვიმეონმა ხელის შეხებით ცვილივით გაალღო პეტრეს ბორკილები, შემდეგ კი საპყრობილის კარები განიხვნენ და პყრობილი გათავისუფლდა. სვიმეონი მაშინვე გაქრა, წმიდა ნიკოლოზმა კი საბერძნეთის საზღვრამდე მიაცილა, უფლისთვის მიცემული აღთქმა შეახსენა და გაუჩინარდა. წმიდა პეტრემ რომს მიაშურა, მას მთელი გულით სურდა, მოციქულთა თავის - პეტრეს ლუსკუმასთან შეემოსა მონაზვნური სქემა. ნიკოლოზ საკვირველთმოქმედმა არ დატოვა იგი შეწევნის გარეშე - რომის პაპს გამოეცხადა ძილში და პეტრეს ბერად აღკვეცა დაავალა.

იმ დღეს, საღმრთო მსახურებაზე რომის საკათედრო ტაძარი ხალხს ვერ იტევდა. მრევლთაგან ერთ-ერთი კი ჩუმად იდგა, თავი ძირს დაეხარა და მდაბლად ევედრებოდა უფალს. უცბად, ამბიონიდან რომის პაპმა თქვა: " მოვიდეს ჩემთან საბერძნეთიდან ჩამოსული პეტრე, რომელიც წმიდა ნიკოლოზმა გაათავისუფლა საპყრობილიდან!"

კლიტენი სასუფევლისანი პეტრე მოციქულს და მისი სახით ყველა მოციქულს გადაეცა, სწორედ პეტრეს წმინდა ლუსკუმასთან აკურთხა უფლისთვის სათნო პეტრე ათონელი, მონაზვნად აღკვეცა და შემდეგ უფალს მინადო იგი. წმინდა მამა გემით გაემართა აღმოსავლეთისკენ. გზაზე ღვთისმშობელი გამოეცხადა მას და აუწყა, რომ წმიდა ათონის მთაზე უნდა დამკვიდრებულიყო და იქ დარჩენილიყო აღსასრულამდე. როცა ხომალდი წმიდა მთას გაუსწორდა, თავისით გაჩერდა. პეტრე მიხვდა, რომ აქ უნდა ჩამოსულიყო. ეს მოხდა 681 წელს. ათონის ნახევარკუნძულის უდაბურ ადგილებში წმინდანმა 53 წელი გაატარა, ტანსაცმელი შემოეძარცვა, მაგრამ გრძელი თმები და წვერები უფარავდა სხეულს.

მრავალი განსაცდელი დაითმინა ღირსმა მამამ: თავდაპირველად ეშმაკები შეიარაღებული მეომრების, საშინელი მხეცების სახით ეჩვენებოდნენ და მოშთობითა და დაგლეჯით ემუქრებოდნენ. პეტრე უფლის და ღვთისმშობლისადმი აღვლენილი მხურვალე ლოცვებით იგერიებდა მათ შემოტევას. შემდეგ ბოროტმა მზაკვრობას მიმართა: მშობლიური სახლიდან გამოგზავნილი ყრმის სახით ეჩვენა წმინდანს და ევედრა, დაეტოვებინა უდაბნო და შინ დაბრუნებულიყო. ცრემლად დაიღვარა განდეგილი, მაგრამ ესღა უპასუხა: უფლისა და ღვთისმშობლის ნებით მოვედი აქ და მათი კურთხევის გარეშე ვერსად წავალო.

შვიდი წლის შემდეგ ეშმაკი ნათელმოსილი ანგელოზის სახით დადგა მეუდაბნოეს წინაშე და უთხრა „უფლის ბრძანებით, სოფელში უნდა გახვიდე გონებადაბინდული ხალხის განსანათლებლად და დასამოძღვრად!“ გამოცდილმა ბერმა კიდევ ერთხელ გაუმეორა, ღვთისმშობლის ბრძანების გარეშე ვერსად წავალო. ბოროტი გაუჩინარდა და ამის შემდეგ უკვე ვეღარ ბედავდა მასთან მიახლოებას. და აი, მაშინ ღვთისმშობელი გამოეცხადა ახოვან მოსაგრეს წმიდა ნიკოლოზთან ერთად და ამცნო, ყოველ მეორმოცე დღეს ანგელოზი მოგაწვდისო საზრდელს. მართლაც, ორმოცდღიანი მკაცრი მარხვით დამაშვრალ ბერთან უფლის ანგელოზს ციური მანანა მოჰქონდა და განამტკიცებდა მორიგი ღვაწლისთვის.

ერთხელ ირემს გამოდევნებული მონადირე ამ უკაცრიელ ადგილებში გადაეყარა შიშველ ადამიანს, რომელსაც სხეულს თმები უფარავდა, წელზე კი ფოთლები ჰქონდა შემორტყმული. ის შეშინდა და გაქცევა დააპირა, მაგრამ წმიდა პეტრემ შეაჩერა და თავისი ცხოვრების შესახებ მოუთხრო. გაოცებულმა ერისკაცმა სთხოვა ბერს, მეც დამტოვეო შენთან, მაგრამ წმინდანმა შინ დაბრუნება ურჩია მას და ერთი წელი მისცა საკუთარი თავის გამოსაცდელად, თან ნანახის მოყოლა აუკრძალა.

წლის თავზე მონადირე დაბრუნდა უდაბნოში ეშმაკეულ ძმასთან და სხვა მხლებლებთან ერთად. როცა ისინი მეუდაბნოის გამოქვაბულში შევიდნენ, ნახეს, რომ იგი უკვე გარდაცვლილიყო. მონადირე ცხარე ცრემლებით ატირდა და იქ მყოფთ მოუთხრო ღირსი მამის ცხოვრება. როცა მისი ძმა წმიდანის ცხედარს შეეხო, მეყსეულად განიკურნა. პეტრე ათონელი გარდაიცვალა 734 წელს. მისი უხრწნელი ნაწილები ათონზე, წმიდა კირილეს სავანეში განისვენებდნენ, მაგრამ ხატმბრძოლობის დროს გადამალეს. 969 წელს ნეშტი პატივით გადააბრძანეს თრაკიის სოფელ ფოტოკამში.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

წინასწარმეტყველი ამოსიtag:www.qwelly.com,2014-06-24:6506411:Topic:7446142014-06-24T15:40:52.488Zkhatuna zitanishvilihttps://www.qwelly.com/profile/khatunazitanishvili

28 ივნისს (ძვ. სტ. 15 ივნისს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმიდა წინასწარმეტყველ ამოსს

ქრისტეს შობამდე VIII საუკუნეში მოღვაწეობდა წმიდა წინასწარმეტყველი ამოსი, მესამე 12 მცირე წინასწარმეტყველთაგან. ამ პერიოდში ებრაელი ხალხი ორ სამეფოდ იყო გაყოფილი: იუდეველთა და ისრაელის სამეფოებად. იუდეას მართავდა მეფე ოზია, ხოლო ისრაელის სამეფოს - იერობოამ II…

28 ივნისს (ძვ. სტ. 15 ივნისს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმიდა წინასწარმეტყველ ამოსს

ქრისტეს შობამდე VIII საუკუნეში მოღვაწეობდა წმიდა წინასწარმეტყველი ამოსი, მესამე 12 მცირე წინასწარმეტყველთაგან. ამ პერიოდში ებრაელი ხალხი ორ სამეფოდ იყო გაყოფილი: იუდეველთა და ისრაელის სამეფოებად. იუდეას მართავდა მეფე ოზია, ხოლო ისრაელის სამეფოს - იერობოამ II კერპთაყვანისმცემელი. ბეთილში მისი ბრძანებით აღიმართა კერპი, რომელსაც ოქროს ხბოს სახე ჰქონდა და თაყვანს სცემდნენ ჭეშმარიტი ღმერთისგან განდგომილი ებრაელები.

წინასწარმეტყველი ამოსი იუდეაში ცხოვრობდა. იგი უბრალო და უსწავლელი მწყემსი, მაგრამ მხურვალე რწმენით აღსავსე ადამიანი გახლდათ. ამიტომაც ამოირჩია იგი უფალმა თავის წინასწარმეტყველად და ისრაელის სამეფოში გაგზავნა ურჯულო მეფის იერობოამისა და ღვთისგან განდგომილთა სამხილებლად. წმიდა წინასწარმეტყველი ამოსი დიდ უბედურებებს უწინასწარმეტყველებდა ისრაელის სამეფოს და მასში მცხოვრებ წარმართებს, ურწმუნოებისათვის. ამის გამო მრავალჯერ უხდებოდა გვემისა და დევნის დათმენა, მაგრამ იგი კვლავ უბრუნდებოდა ბეთილს, ისრაელებს მოწევნილ რისხვას მოაგონებდა და სინანულისკენ მოუწოდებდა. წინასწარმეტყველი განსაკუთრებით სძულდა საკერპოს ქურუმს, ამასიას. ამოსმა კერპთმსახურსა და მთელ მის სახლეულს აღსასრულის მოახლოება უწინასწარმეტყველა. ამასიას ვაჟმა, ოზიამ წმიდანს ხელკეტი ჩასცხო თავში და სასიკვდილოდ დაჭრა. სულთმობრძავმა წინასწარმეტყველმა გაჭირვებით მიაღწია მშობლიურ სოფელს და იქ გარდაიცვალა ქრისტეს შობამდე დაახლოებით 783 წელს.

• წინასწარმეტყველი ამოსი •

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

მოციქული ბართლომეtag:www.qwelly.com,2014-06-22:6506411:Topic:7421922014-06-22T11:45:11.569ZKakhahttps://www.qwelly.com/profile/Kakha

24 ივნისს (ძვ.სტ. 11 ივნისს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს მოციქულ ბართლომეს

მოციქული ბართლომე ერთი ათორმეტთაგანი, წარმოშობით კანადან იყო. მოციქულ ბართლომეს წილად ხვდა ექადაგა სახარება მცირე აზიასა და სირიაში, მიზიაში და სირიაში მოგზაურობისას მოციქულ ბარნაბას თან ახლდა თავისი და მარიამი, უფლის რჩეულებს მრავალი ჭირისა და განსაცდელის დათმენა უხდებოდათ.…

24 ივნისს (ძვ.სტ. 11 ივნისს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს მოციქულ ბართლომეს

მოციქული ბართლომე ერთი ათორმეტთაგანი, წარმოშობით კანადან იყო. მოციქულ ბართლომეს წილად ხვდა ექადაგა სახარება მცირე აზიასა და სირიაში, მიზიაში და სირიაში მოგზაურობისას მოციქულ ბარნაბას თან ახლდა თავისი და მარიამი, უფლის რჩეულებს მრავალი ჭირისა და განსაცდელის დათმენა უხდებოდათ. ერთ-ერთ დაბაში წმიდანები იოანე ღვთისმეტყველს შეხვდნენ და მასთან ერთად გაემგზავრნენ ფრიგიაში. ლოცვის ძალით ქალაქ იერაპოლში მათ მოაშთვეს უზარმაზარი იქედნე, რომელსაც წარმართები თაყვანს სცემდნენ, როგორც ღვთაებას. მიერაპოლში ცხოვრობდა კაცი, სახელად სტაქოსი, რომელსაც ორმოცი წლის მანძილზე წართმეული ჰქონდა თვალისჩინი. მოციქულთა ლოცვამ მას მხედველობა დაუბრუნა. გახარებულმა სტაქოსმა ირწმუნა ქრისტე და ნათელ იღო. ხმა ამ სასწაულის შესახებ მთელ ქალაქს მოედო და სახლთან, სადაც მოციქულები იდგნენ, ყოველთვის ხალხმრავლობა იყო. ხორციელ და სულიერ სნეულებათაგან განთავისუფლებული წარმართები ინათლებოდნენ და ადიდებდნენ ჭეშმარიტ ღმერთს. განრისხებულმა წარმართმა ქურუმებმა სამსჯავროში იჩივლეს. ქალაქის თავმა ბრძანა, შეეპყროთ მქადაგებლები და საპყრობილეში გამოემწყვდიათ, სტაქოსის სახლი კი დაეწვათ. უფლის რჩეულებს ჯვარცმა მიუსაჯეს. ფილიპე მოციქული თავდაღმა მიამსჭვალეს ძელს. უეცრად საშინლად შეირყა ქვეყანა, მიწა დასკდა და მმართველი და ბრბოს ნაწილი თან ჩაიტანა. შეშინებულმა ხალხმა მოციქულების გარდამოხსნა დაიწყო ჯვრებიდან. ბართლომე დაიხსნეს, ფილიპე კი წამებით აღესრულა. იერაპოლის ეპისკოპოსად სტაქოსის დადგინების შემდეგ ბართლომე მოციქულმა და ნეტარმა მარიამმა დატოვეს ქალაქი.

წმინდა მოციქული ბართლომე შემდეგ აღმოსავლეთში კერძოდ ინდოეთში გაემგზავრა, ებრაულიდან ადგილობრივ ენაზე გადათარგმნა მათეს სახარება და მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე; იყო დიდ სომხეთშიც, სადაც მრავალი სასწაული აღასრულა და მეფე პოლიმიოსის ეშმაკეული ასულიც განკურნა. მადლიერებით აღსავსე ხელმწიფემ მოციქულს ძღვენი გაუგზავნა, მაგრამ წმიდანმა მის მიღებაზე უარი განაცხადა: მე ადამიანთა სულების ხსნისთვისღა ვიღვწიო. მაშინ პოლიმიოსი დედოფალთან, განკურნებულ მეფის ასულთან და მრავალ დიდებულთან ერთად მოინათლა. მათ მაგალითს დიდი სომხეთის ბევრმა მკვიდრმა მიჰბაძა. ამით შეშფოთებული ქურუმების შეგონებით მეფის ძმამ, ასტიაგმა შეიპყრო მოციქული და ახლანდელ ბაქოში თავდაღმა აცვა ჯვარს. აღსასრულს მიახლებული უფლის რჩეული არ წყვეტდა სახარების ქადაგებას. მაშინ გამხეცებულმა ასტიაგმა ბრძანა, ჯერ ტყავი გაეძროთ ნეტარისთვის, შემდეგ კი თავი მოეკვეთათ. მორწმუნეებმა მისი ცხედარი ლუსკუმაში ჩაასვენეს და დაკრძალეს.მეექვსე საუკუნის დასაწყისში ბართლომეს უხრწნელი ნეშტი მესოპოტამიაში, როდესაც ქალაქი დარი სპარსელებმა აიღეს მორწმენეებმა მოციქული ბარნაბას ნაწილები და შავი ზღვისკენ გაემგზავრნენ, მაგრამ გზად მტრები წამოეწივნენ და იძულებულნი გახდნენ, ლუსკუმა ზღვაში ჩაეშვათ. ღვთის ნებით, სიწმიდე კუნძულ ლიპარასთან მიცურდა. IX საუკუნეში ეს კუნძული არაბებმა იგდეს ხელთ და უხრწნელი ნეშტი ნეაპოლიტანიის ქალაქ ბენევენტში გადააბრძანეს. X საუკუნეში წმიდა ძვლების ნაწილი რომში იქნა გადასვენებული.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

წმინდა კირილე ალექსანდრიელიtag:www.qwelly.com,2014-06-21:6506411:Topic:7419412014-06-21T17:18:34.057ZKakhahttps://www.qwelly.com/profile/Kakha

22 ივნისს (ძვ. სტ. 9 ივნისს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმინდა კირილე ალექსანდრიელს

ალექსანდრიის ეპისკოპოსკირილეს საფუძვლიანი საერო განათლება ქონდა მიღებული კარგად იცოდა ფილოსოფია, იგი წმიდნა წერილის შესწავლას ესწრაფვოდა, ექვსი წელი წმიდნა კირილემ ჯერ კიდევ ახალგაზრდობისას მონასტერში ცხოვრობდა, ალექსანდრიელმა პატრიარქმა თეოფილემ დიაკვნად აკურთხა…

22 ივნისს (ძვ. სტ. 9 ივნისს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმინდა კირილე ალექსანდრიელს

ალექსანდრიის ეპისკოპოსკირილეს საფუძვლიანი საერო განათლება ქონდა მიღებული კარგად იცოდა ფილოსოფია, იგი წმიდნა წერილის შესწავლას ესწრაფვოდა, ექვსი წელი წმიდნა კირილემ ჯერ კიდევ ახალგაზრდობისას მონასტერში ცხოვრობდა, ალექსანდრიელმა პატრიარქმა თეოფილემ დიაკვნად აკურთხა წმიდანი და, როცა მისი გულისხმიერება იხილა, ქადაგებების წარმოთქმა დაავალა. თეოფილეს სიკვდილის შემდეგ წმიდა კირილე ერთხმად აირჩიეს ალექსანდრიის პატრიარქად. მართლმადიდებლობის ქადაგი და მოღვაწე მეუფე სათავეში ჩაუდგა ბრძოლას მის სამწყსოში გავრცელებული ნავოციანის ერესის წინააღმდეგ, რომელიც ასწავლიდა, რომ დევნულობის დროს მართლმადიდებლობისგან განმდგარი ქრისტიანებს არ ჰქონდათ დედა ეკლესიაში დაბრუნების უფლება.

მეხუთე საუკუნის დასაწყისში იუდეველები აწყობდნენ ამბოხებებს ქრისტიანთა წინააღმდეგ და არბევდნენ ყველაფერს. წმიდა კირილეს დიდხანს მოუხდა მათთან ბრძოლა. წარმართობის ნაშთებიც რომ აღმოეფხვრა, მღვდელმთავარმა ძველი საკერპოდან ბოროტი სულები განდევნა, იმ ადგილას მართლმადიდებლური ტაძარი ააგო და მასში უვეცხლო მკურნალთა, კვიროსისა და იოანეს უხრწნელი ნაწილები გადაასვენა. ამასობაში წარმოიშვა და გაძლიერდა ახალი ერესი – ნესტორიანობა. ნესტორი, ანტიოქიელი ხუცესი, 428 წელს კონსტანტინეპოლის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრდა და თავისი მწვალებლობის გავრცელების ფართო შესაძლებლობა მიეცა. მისი ერესი მიმართული იყო ქრისტეს ორბუნებოვნების დოგმატის წინააღმდეგ. ნესტორი ღვთისმშობელს ქრისტესმშობელს უწოდებდა, რადგან თვლიდა, რომ მისგან შობილი ქრისტე ადამიანი იყო და არა ღმერთი. წმიდა კირილემ არაერთხელ მიმართა წერილობით ნესტორს და განუმარტა მისი ცდომა, მაგრამ გაკერპებული მწვალებელი მაინც თავისაზე იდგა. მაშინ პატრიარქმა კონსტანტინეპოლის სამღვდელოებას გაუგზავნა ეპისტოლე ნესტორიანობის წინააღმდეგ, წმიდა კეთილმსახურ მეფეს თეოდოსი უმცროსს კი – ორი ტრაქტატი ერესის სამხილებლად. წმიდა კირილემ სხვა ეკლესიებშიც დაგზავნა წერილები და მღვდელმთავრები და ზოგიერთი მონასტრის ბერები გააფრთხილა საშიში ერესის აღმოცენების შესახებ. ნესტორმა მართლმადიდებლებს აშკარა დევნა გამოუცხადა. მისმა მიმდევარმა ეპისკოპოსმა, დოროთემ თვით ნესტორის თანდასწრებით საეკლესიო კათედრიდან ანათემას გადასცა ყველა, ვინც ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამს ღვთისმშობელს უწოდებდა.

პატრიარქ ნესტორს არ უყვარდა კირილე და ამის გამო მას უამრავ ცუდ ხმას უვრცელებდა. წმიდა პატრიარქი კი განაგრძობდა ბრძოლას მართლმადიდებლობის დასაცავად. მდგომარეობა იმდენად გამწვავდა, რომ საჭირო შეიქმნა მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევა. კრება ეფესოში გაიხსნა მას ესწრებოდა 200 ეპისკოპოსი ყველა ქრისტიანული ეკლესიიდან. ნესტორი, იოანე ანტიოქიელისა და სხვა სირიელი ეპისკოპოსების ჩამოსვლამდე, კრების გახსნის წინააღმდეგი იყო, მაგრამ სხდომა დაიწყეს. მათ წმიდა კირილე ალექსანდრიელის თავმჯდომარეობით განიხილეს ნესტორის სწავლება და ის ერესად შერაცხეს. თავად ნესტორი ამ კრებას არ დამორჩილდა. ეფესოში ჩასულმა ეპისკოპოსმა იოანემ გახსნა სხვა, უკანონო კრება, რომელზეც ერეტიკოსად კირილე გამოაცხადა. უთანხმოება ღრმავდებოდა. მაშინ იმპერატორის ბრძანებით მღვდელმთავრები – კირილე ალექსანდრიელი და მემნონ ეფესელი დაატუსაღეს. მათი ხვედრი გაიზიარა ნესტორმაც. მალე კირილე და მემნონი გაანთავისუფლეს და სხდომები გაგრძელდა.

ნესტორი არ ეთანხმებოდა კრების არცერთ გადაწყვეტილებას, იგი უფლის სასჯელს ვერ ასცდა: იგი მღვდელმსახურებიდან განიკვეთა და, იმპერატორის ბრძანებით, შორეულ სისიმში, ლიბიის უდაბნოში იქნა გადასახლებული, სადაც საშინელ ტანჯვაში აღესრულა ღვთისმშობლის მაგინებელი. მისი ენა მატლებმა დაჭამეს. ეფესოს კრების დადგენილებას სხვებთან იოანე ანტიოქიელი და სხვა სირიელი მამებიც აწერდნენ ხელს. ნეტარმა კირილემ შესძლო დაეძლია უკუღმართი წარმოდგენა წმიდა იოანე ოქროპირზე. ალექსანდრიის პატრიარქი თეოფილე, წმიდანის ბიძა, იოანე ოქროპირის მოწინააღმდეგე იყო და თავმჯდომარეობდა კრებას, რომელმაც განსაჯა წმიდა მღვდელმთავარი. თავიდანვე ოქროპირის მოწინააშმდეგეთა გარემოცვაში მყოფ კირილეს, ბუნებრივია, რომ მცდარი აზრი შეექმნა მასზე. ღირსმა ისიდორე პელუსიოტელმა არაერთხელ მიმართა მღვდელმთავარს წერილობით. იგი შეაგონებდა, რომ ეკლესიის დიდი მამა წმიდანთა დიპტიხში შეეტანა, მაგრამ ამაოდ, ერთხელ კი, ძილში, კირილემ იხილა მშვენიერი ტაძარი და ტაძრის შუაგულში – თავად ღვთისმშობელი ანგელოზთა და წმიდანთა გუნდის თანხლებით, რომელთა შორის იოანე ოქროპირიც ბრწყინავდა. მღვდელმთავარს უნდოდა, მიახლებოდა ყოვლადწმიდა ქალწულს და თაყვანი ეცა მისთვის, მაგრამ ღირსი იოანე აყენებდა. მაშინ მარიამმა სთხოვა წმიდანს, შეენდო კირილესთვის, რომელმაც უმეცრების გამო სცოდა მის წინაშე. როცა შენიშნა, რომ ოქროპირი ყოყმანობდა, დაამატა: „შეუნდე ჩემი გულისთვის. მან ბევრი იღვაწა ჩემი ღირსების დასაცავად, ღვთისმშობელი მიწოდა და მადიდა ადამიანებს შორის”. მაშინ იოანემ თქვა: „ყოვლადწმიდაო დედოფალო, შევუნდობ შენი მეოხებით”, შემდეგ კი სიყვარულით გადაეხვია და გადაკოცნა წმიდა მღვდელმთავარი.

წმინდანმა შეინანა წმინდა იოანე ოქროპირის სიძულვილი, ეგვიპტის ეპისკოპოსები შეჰყარა და დიდი ზეიმი გამართა იოანე ოქროპირის პატივსაცემად.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

თევდორე კველთელიtag:www.qwelly.com,2014-06-19:6506411:Topic:7395802014-06-19T07:12:53.749ZKakhahttps://www.qwelly.com/profile/Kakha

21 ივნისს (ძვ. სტ. 8 ივნისს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმინდა მოწამე თევდორე მღვდელს

მოწამე თევდორე ცხოვრობდა მეჩვიდმეტე საუკუნეში.ამ დროს ირან ოსმალეთის ომი იყო, მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში ოსმალეთმა იძალა სპარსეთზე, წაართვა ქალაქი ბაღდადი, შემდგომ მიიტაცა სამცხე-საათაბაგო და იმავე წლის ივნისში ახალციხიდან შემოესია საქართველოს. ამ დროს…

21 ივნისს (ძვ. სტ. 8 ივნისს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმინდა მოწამე თევდორე მღვდელს

მოწამე თევდორე ცხოვრობდა მეჩვიდმეტე საუკუნეში.ამ დროს ირან ოსმალეთის ომი იყო, მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში ოსმალეთმა იძალა სპარსეთზე, წაართვა ქალაქი ბაღდადი, შემდგომ მიიტაცა სამცხე-საათაბაგო და იმავე წლის ივნისში ახალციხიდან შემოესია საქართველოს. ამ დროს საქართველოში მეფობდა ახალგაზრდა მეფე წმიდა ლუარსაბ II ის მცირე ამალით ცხირეთის ციხეში, თავის საზაფხულო რეზიდენციაში იმყოფებოდა. ოსმალებმა, რომლებმაც მეფის სამყოფელი იცოდნენ, გადაწყვიტეს უმოკლესი გზით შეჭრილიყვნენ შიდა ქართლში, ცხირეთის ციხეს თავს დასხმოდნენ, შეეპყროთ ლუარსაბი და ამ გზით მთელი საქართველო დაემორჩილებინათ.

ოსმალეთი სწრაფად მოადგა საქართველოს და ქალაქ მანგლისის ახლოს გაჩერდა. მანგლისის ღვთისმშობლის ეკლესია დარბევას სასწაულებრივად გადაურჩა. ისტორიკოსი წერს: „ესევითარმა ღრუბელმა ზრქელმა და ნისლმა დაფარა იგი, ვიდრეღა პირისპირ მისა ჩავლეს ესოდენმა სიმრავლემან მეომართამან და ეკლესია იგი სოფლითურთ ვერ იხილეს“. წმიდა ლუარსაბმა არაფერი იცოდა თავდასხმის შესახებ, მტერს კი ცხირეთამდე სულ ხუთიოდე საათის სავალი რჩებოდა. მანგლისიდან მეფის საზაფხულო რეზიდენციამდე რამდენიმე გზა მიდიოდა. ოსმალებს ვერ გადაეწყვიტათ, რომელ გზას დასდგომოდნენ. მანგლისის ახლოს, სოფელ კველთაში, თათრებმა შეიპყრეს ქართველი მღვდელი, „სახელად თევდორე, პატიოსანი და მოშიში ღვთისა და ერთგული მეფისა თვისისა“. მღვდელი ეკლესიას კეტავდა, სხვებთან ერთად ტყეში გაქცევა ვერ მოესწრო, რადგან ეკლესიის განძეულობა გადამალა მტრის ხელყოფისგან. მამა თევდორეს ოსმალებმა მეგზურობის გაწევა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას წამებით სიკვდილი ელოდა. „ხოლო მან, ნეტარმან ხუცესმან, აღირჩია სიკვდილი, ვიდრე განცემა მეფისა და გაწირვა საქართველოჲსა“. მღვდელმა ლაშქარი გზას ააცდინა და ცხირეთს დააშორა. დასავლეთით მიმავალი ოსმალთა ჯარი ფიქრობდა, საცაა ჩრდილოეთით გავუხვევთ და მეფეს იდუმალ დავადგებითო თავს. უგზოზე დიდი ხნის სიარულის მერე, როცა „გზასა ძნელთა და იწროთა და კლდოვანთა და სხვათა მათსა ცხენნი მრავალნი და კაცნი შთაცვივნეს კლდეთა და კაპანთა და მოსწყდეს“, ოსმალები მიხვდნენ, რომ მოტყუვდნენ. „იხილეს რა თავნი თვისნი ესრე მოცთომილნი და შეიწრებულნი, კაცთა მათ სახელოვანთა შეიპყრეს ხუცესი იგი და თავი წარკვეთეს“.

თევდორეს თავდადებას შედეგი მოყვა, მეფე ლუარსაბმა ციხეში გამაგრება შეძლო და ლაშქარი შეკრიბა, რითიც შეძლო მუსრი გაევლო მარბიელთათვის

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ბესარიონ ეგვიპტელიtag:www.qwelly.com,2014-06-18:6506411:Topic:7393982014-06-18T21:10:10.411Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

19 ივნისს (ძვ. სტ. 6 ივნისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა ბესარიონ ეგვიპტელს

მეოთხე-მეხუთე საუკუნეებში მოღვაწე ღირსი ბესარიონი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო როცა მოინათლა და მას შემდეგ უფლისადმი სასოებით და სიყვარულით ცდილობდა თავშეკავებულად ეცხოვრა. რწმენით გულანთებულმა მამამ, იორუსალიმი მოილოცა, იორდანის უდაბნოში მამა გერასიმეს ეწვია,…

19 ივნისს (ძვ. სტ. 6 ივნისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა ბესარიონ ეგვიპტელს

მეოთხე-მეხუთე საუკუნეებში მოღვაწე ღირსი ბესარიონი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო როცა მოინათლა და მას შემდეგ უფლისადმი სასოებით და სიყვარულით ცდილობდა თავშეკავებულად ეცხოვრა. რწმენით გულანთებულმა მამამ, იორუსალიმი მოილოცა, იორდანის უდაბნოში მამა გერასიმეს ეწვია, მოინახულა სხვა წმიდა მამებიც და ყოველი მათგანისგან ის სათნოებანი შეითვისა, რომელშიც ისინი წარემატებოდნენ. ეგვიპტეში დაბრუნებული ბესარიონი ბერად აღიკვეცა და წმიდა ისიდორე პელუსიელის (ხს. 4 თებერვალს) მოწაფე გახდა. წმიდანმა მდუმარების აღთქმა დადო, საჭმელს კვირაში ერთხელ იღებდა, ზოგჯერ კი მთელი 40 დღე უჭმელ-უსმელი იყო. ერთხელ ლოცვაში ჩაძირული ღირსი მამა 40 დღის განმავლობაში განუძრევლად იდგა ფეხზე ისე, რომ არც საზრდელი მიუღია და არც ჩასძინებია.

უფლისთვის სათნო ცხოვრების საფასურად, ღირსმა მამამ სასწაულთა ქმნის ნიჭი მიიღო: ერთხელ, გზად მიმავალთ თავის მოწაფეს ძლიერ მოსწყურდა, ღირსმა მამამ სასმელად უვარგისი წყალი დაატკბო; მისი ლოცვით უფალი წვიმას გარდმოავლენდა, შეეძლო ფეხით გადაეარა მდინარეზე; განასხმიდა ეშმაკებს, მაგრამ ყოველივე ამას ფარულად იქმოდა, რომ განდიდებისგან დაეცვა თავი. მისი თავმდაბლობა იმდენად დიდი იყო, რომ ერთხელ, როცა მწირველმა მღვდელმა ცოდვაში ჩავარდნილ ბერს უბრძანა, დაეტოვებინა ტაძარი, მას წმიდა ბესარიონიც გაჰყვა თან სიტყვებით: "მეც ცოდვილი ვარ". ღირს მამას ან ფეხზე მდგომს ეძინა, ან მჯდომარეს; სიცოცხლის უმეტესი ნაწილი ღია ცის ქვეშ, განმარტოებულ ლოცვაში გაატარა და მშვიდად მიიცვალა ღრმა სიბერეში.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►