2 ივლისს (ძვ. სტ. 19 ივნისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა პაისი დიდს

პაისი დიდი, წმინდათა ცხოვრება, თვენი, ივლისი, ქველი, qwelly, july

     მეოთხე საუკუნის ბოლოს, ეგვიპტის ერთ შეძლებულ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა პაისი. მამა ადრევე გარდაეცვალა, ხოლო დედამ პაისი ერთ-ერთი მონასტრის ბერებს მიაბარა გასაზრდელად. სიწყრმის ასაკიდან შეიყვარა მონაზვნური ცხოვრების წესი და როგორც კი წარმოიზარდა, ეგვიპტეში, ერთ-ერთი სკიტს მიაშურა საცხოვრებლად. წმინდა პაისი განსაკუთრებით გამოირჩეოდა თავისი მორჩილებით. სკიტში ცხოვრებისას მან უარი თქვა საკუთარ ნებაზე, თვითნებობაზე და ემორრჩილეობად მის მოძღვარს - წმიდა პამვას (იხსენიება 18 ივლისს). წმინდა პაისი გულმოდგინედ კითხულობდა წმიდა წერილს და შეიცნობდა უფალს, გულმხურვალედ ლოცულობდა და მკაცრი მმარხველი იყო, თავდაპირველად იგი კვირაში ერთხელ იღებდა საზრდელს, შემდეგ - ორ კვირაში ერთხელ, ზოგჯერ კი, წმიდა ზიარების მიღების შემდეგ, მთელი სამოცდაათი დღის მანძილზე რჩებოდა უსმელ-უჭმელი. პაისი წმიდა პამვას სიკვდილამდე ამ სავანეში ცხოვრობდა, შემდეგ კი, ღვთის ნებით, ნიტრიის უდაბნოს სიღრმეში შევიდა და საკუთარი ხელით გამოკვეთილ მღვიმეში დაეყუდა. აქ ნეტარი მამა საოცარი ჩვენების ხილვის ღირსი შეიქმნა: თავად უფალმა იესო ქრისტემ განუცხადა, რომ მისი ღვაწლის მეოხებით მთელი უდაბნო სულიერ მოღვაწეთა სამკვიდრებლებით მოიფინებოდა. პაისი გაკადნიერდა ეკითხა, როგორ შეძლებენო ისინი არსებობას ამ უსიცოცხლო გარემოში. უფალმა მიუგო: "თუ ჩემს მცნებებს დაიცავენ, მე თვითონ მივაწვდი მათ ყველაფერ აუცილებელს და ბოროტის საცთურთა მახესაც განვარიდებ!"

     ნელ-ნელა წმინდანის ირგვლივ, ქრისტესთვის მოღვაწეთა რაოდენობა იზრდებოდა და წმინდა პაისმა მალე მონასტერიც დაარსა. მაგრამ როგორც ჭეშმარიტ მონაზონს, მისთვის მთავარი ის აღთქმა იყო რომელიც უფალს დაუდო, ამიტომ ცალკე სამყოფელში გადასახლდა.

     უფლისთვის სათნო მოღვაწეობის გამო წმინდანმა სულიერ სნეულებათა განკურნების ძალა მიიღო. ერთხელ, მისი კურთხევით ეგვიპტეში ხელსაქმის გასაყიდად წასულ ბერს გზად ერთი ებრაელი დაემგზავრა. იგი გულმართალ მონაზონს ჩასჩიჩინებდა, ქრისტე მაცხოვარი არ არის მესია, სხვა, ჭეშმარიტ მხსნელს უნდა მოველოდეთო. ბოლოს მოწესემ დაეჭვებით თქვა: "შესაძლოა მართალიცაა, რასაც ლაპარაკობ", მაგრამ თავისი სიტყვებისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია. სავანეში დაბრუნებულ ბერს წმიდა პაისიმ მწუხარებით მიმართა: "ჩემი მოწაფე ქრისტიანი იყო, შენ კი ქრისტიანი აღარა ხარ - ნათლისღების მადლი განგეშორა". მონაზონი სინანულში ჩავარდა და მწარედ აცრემლებულმა შენდობა ითხოვა. მხოლოდ მაშინ დადგა წმიდა მამა ლოცვად და უფლისგან სულიერი შვილისათვის ცოდვის ახსნა გამოითხოვა.

     ღირსი პაისი საოცარი თავმდაბლობით გამოირჩეოდა. იგი ცდილობდა, შეძლებისდაგვარად დაეფარა თავისი ღვაწლი. ძმების შეკითხვაზე, რომელი სათნოებააო ყველაზე აღმატებული, წმიდანი პასუხობდა: "ის, რომელიც ფარულად აღესრულება და რომლის შესახებაც არავინ უწყის".

     მეხუთე საუკუნეში, ღირსი პაისი ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა. მონასტრის ბერებმა ის პატივით დამარხეს. რამდენიმე ხნის შემდეგ წმიდა ისიდორე პელუსიოტელმა ნეტარი მამის უხრწნელი ნაწილები თავის სავანეში გადაასვენა და მისი სულიერი მეგობრის, ღირსი პავლე მეუდაბნოეს ნეშთის გვერდით დააბრძანა.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 2 ივლისი, Qwellyland, თვენი, ივლისი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 190

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სტრასბურგის სამართლიანობა რუსთავი ორის საქმეზე - ევროპა პროევროპელებსაც არ ინდობს!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2019.
საათი: 11:39pm 0 კომენტარი

      თამამად შეიძლება დღევანდელ დღეს რუსთავი ორის სტრასბურგული განაჩენის დღე ვუწოდოთ, რადგან სიახლეების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ თემას მიეძღვნა. სხვა ნიუსებში კი განათლების საკითხები ისმოდა, ცოტ-ცოტა…

გაგრძელება

სააქციო-საგამოძიებო ნიუსები, ბიძინა და მისი ოცნება, არჩევნები და მოსამართლეების რვიანი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 17, 2019.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ვიდრე ზაფხულის სიცხე დაბრუნდებოდეს, მთავარ ამბებში ისევ ივნისია და ივნისის გამოძიებები, ასევე ქართული ოცნების ბათუმური შეკრება და სამართლის მაძიებელი მარადიული მოსამართლეების არჩევა - მრავალია…

გაგრძელება

თემიდას კლანი, გოგებაშვილის განათლება, გადამეტებული პოლიციელობანა და კალაძის ქალაქი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 16, 2019.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ტემპერატუა 20 ივნისის საქმეზე ჯერ კიდევ ინარჩუნებს ჩერნობილის გრადუსს - დაკავებების ორმხრივი სერია მიმდინარეობს პარალელური აქციებით. ასევე თბილისს აქვს ახალი ანონსები, ხოლო აზერბაიჯანს ახალი…

გაგრძელება

ზაფხულის განზოგება - ვლაქერნობა, დაკავებული პოლიციელები, გარეჯის პრობლემა და დედა ენა სკოლებში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 15, 2019.
საათი: 11:30pm 1 კომენტარი

      შუა ზაფხულის შუა დღე - ზუგდიდში ვლაქერნობა აღინიშნა, ხოლო ამინდს რაც შეეხება საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელიო. ბარემ მომავალზე ვსაუბრობთ და ისიც ვთქვათ,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters