11 ივლისს (ძვ. სტ. 28 ივნისს) ქრისტეს ეკლსია იხსენებს ვალაამელ მამებს - სერგის და გერმანეს

სერგი და გერმანე, წმინდათა ცხოვრება, თვენი, ივლისი, ქველი, qwelly, july

      ქრისტეს შობიდან პირველსავე საუკუნეში, კუნძულ ვალაამზე (დღევანდელი ფინეთი) მაცხოვრის მოძღვრება ანდრია პირველწოდებულს უქადაგია, კერპები დაამხუა და ქვის ჯვრები აღუმართავს. იმ დღიდან კუნძულის მოსახლეობა ქრისტიანი ყოფილა, რადგან უფლის მოციქულს მათთვის მოძღვრებაც დაუტოვებია. მოგვიანებით პერიოდში, XIII საუკუნეში შვედ მეფეს - მაგნუსს, კათოლიციზმი ხმლითა და ცეცხლით გაუვრცელებია მკვიდრ მოსახლეობაში, რის გამოც ქრისტიანობაზე ბევრს გული აუცრუებიათ და კვლავ წარმართობისკენ მიუმხრიათ პირი.

      ერთი საუკუნის შემდეგ, კუნძულზე ორი წმინდა მამა ჩამოსულა. მამა სერგი და გერმანე, სწორედ XIV საუკუნეში კუნძულ ვალაამზე მოღვაწეობდნენ და იქ მონაზვნური ცხოვრების, სამონასტრო წეს-განგების დამაარსებლებად ითვლებიან.

      იქ ჩასულ მამებს მოუნახავთ ანდრიას აღმართული ჯვრები, განუახლებიათ ხალხში მაცხოვრისადმი რწმენა და სიყვარული. მონასტრის საძმოს ცხოვრების წესმა მართლმადიდებლობის სახე და ცხონების ჭეშმარიტი გზა დაანახა ვალაამელებს. მათ რწმენას უცხოველებდა წმიდა სერგისა და გერმანეს მიერ აღსრულებული სასწაულებიც.

      მეოთხე საუკუნის განზოგებისას, 1953 წელს გარდაიცვალნენ ქრისტეს მოსაგრენი. დღესაც კი, ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარში მათი უხრწნელი სხეულის ნაწილები განისვენებს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 11 ივლისი, Qwelly, თვენი, ივლისი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 225

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სტრასბურგის სამართლიანობა რუსთავი ორის საქმეზე - ევროპა პროევროპელებსაც არ ინდობს!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2019.
საათი: 11:39pm 0 კომენტარი

      თამამად შეიძლება დღევანდელ დღეს რუსთავი ორის სტრასბურგული განაჩენის დღე ვუწოდოთ, რადგან სიახლეების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ თემას მიეძღვნა. სხვა ნიუსებში კი განათლების საკითხები ისმოდა, ცოტ-ცოტა…

გაგრძელება

სააქციო-საგამოძიებო ნიუსები, ბიძინა და მისი ოცნება, არჩევნები და მოსამართლეების რვიანი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 17, 2019.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ვიდრე ზაფხულის სიცხე დაბრუნდებოდეს, მთავარ ამბებში ისევ ივნისია და ივნისის გამოძიებები, ასევე ქართული ოცნების ბათუმური შეკრება და სამართლის მაძიებელი მარადიული მოსამართლეების არჩევა - მრავალია…

გაგრძელება

თემიდას კლანი, გოგებაშვილის განათლება, გადამეტებული პოლიციელობანა და კალაძის ქალაქი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 16, 2019.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ტემპერატუა 20 ივნისის საქმეზე ჯერ კიდევ ინარჩუნებს ჩერნობილის გრადუსს - დაკავებების ორმხრივი სერია მიმდინარეობს პარალელური აქციებით. ასევე თბილისს აქვს ახალი ანონსები, ხოლო აზერბაიჯანს ახალი…

გაგრძელება

ზაფხულის განზოგება - ვლაქერნობა, დაკავებული პოლიციელები, გარეჯის პრობლემა და დედა ენა სკოლებში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 15, 2019.
საათი: 11:30pm 1 კომენტარი

      შუა ზაფხულის შუა დღე - ზუგდიდში ვლაქერნობა აღინიშნა, ხოლო ამინდს რაც შეეხება საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელიო. ბარემ მომავალზე ვსაუბრობთ და ისიც ვთქვათ,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters